კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:20

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

ახალი ტექნიკა ზოგან თვალით არ უნახავთ

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სოფელ სკრის მცხოვრები გოდერძი ლომიძე ამბობს, რომ მიწა უკვე დაამუშავა, ამისთვის კი სოფელში არსებული ძველი ტრაქტორი გამოიყენა. სკრაში ახალი ტექნიკა ჯერ არ გამოჩენილა. 

გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში მიწის დამუშავება ისევ ხელით უწევთ. ზოგან მექანიზაციის ცენტრის მომსახურების მაღალ ტარიფებზე საუბრობენ, ზოგან კი ტრაქტორი საერთოდ არ არსებობს - მაგალითად, კონფლიქტის ზონის სოფელ მეღვრეკისის მცხოვრებნი ამბობენ, რომ არც ძველი და არც ახალი ტრაქტორები  თვალით არ უნახავთ. 

შიდა ქართლში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანა ერთი კვირის წინ დაიწყეს. რეგიონში  პირველ ეტაპზე 28 ტრაქტორი შემოვიდა, რომლებიც  კასპის და ქარელის მომსახურების ცენტრებში გადანაწილდა. უახლოეს ხანში დამატებითი ტექნიკის შემოყვანაც იგეგმება, მათ შორის - კომბაინებისაც. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული ტექნიკით სარგებლობის ტარიფი შეღავათიანი იქნება. ახალი ტრაქტორებით პირველად ნადარბაზევის მიწის ნაკვეთები მოიხნა, ამ საქმეს კი გადამზადებული ტრაქტორისტები აკეთებდნენ.  

რეგიონში ახალი ტრაქტორები ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ჩამოიყვანა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფერმერებს შრომა შეუმსუბუქოს და ახალი მექანიზაციის გამოყენებით მათ უკეთესი მოსავალი მიიღონ.

ქარელის მომსახურების ცენტრთან იქმნება ექსტენციის ცენტრი, რომელიც ლაბორატორიით, ამინდის სადგურით, სადემონსტრაციო ნაკვეთით, სასწავლო ტექნიკითა და დარბაზით აღიჭურვება.  დაინტერესებულ გლეხებს და ფერმერებს აღნიშნულ ცენტრში საშუალება ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ახალი ტექნიკის საფუძვლებს და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებში აიმაღლონ კვალიფიკაცია.

საქართველოში უკვე 126 ერთეული ტექნიკა შემოვიდა, რომელიც რეგიონებში გაიგზავნა. ბელორუსის წარმოების ტექნიკა სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულებისაა. ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება ისევ გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება, წლის ბოლომდე  კი ქვეყანაში 600 ერთეული ტექნიკა და 1200 მისაბმელი გუთანი იქნება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული