ხელმისაწვდომი და ხელმიუწვდომელი დაზღვევა სოფლად
ზესტაფონის ახალი საავადმყოფოx
ზესტაფონის ახალი საავადმყოფო
მთავრობის ამოცანაა ახლად გახსნილ საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. რუსთაველ პენსიონერებთან ახალი სადაზღვევო პაკეტის პირობებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი იქნება დაზღვეული. დღეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლისით სოციალურად დაუცველი ოჯახები და პედაგოგები სარგებლობენ. 1 სექტემბრიდან მათ პენსიონერები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები დაემატებიან. სარგებლობს თუ არა კერძო დაზღვევით მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი - ამ თემაზე ”რეგიონალურ მაცნეში” გთავაზობთ სიუჟეტებს
ქუთაისიდან, ახალციხიდან,
გორიდან და ბათუმიდან.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)