ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:19

პოლიტიკა / საქართველო

რეგიონებში საარჩევნო პროცესით ამერიკის საელჩო დაინტერესდა

გორიგორი
x
გორი
გორი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რეგიონებში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესითა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობით ამერიკის საელჩო დაინტერესდა. საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ჯესმინ კამერონი  კომისიების საქმიანობის ადგილზე გასაცნობად გორში ჩამოვიდა. იგი დახურულ კარს მიღმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მალხაზ მირუაშვილს შეხვდა და  იკითხა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, როდის გადავა კომისია ადმინისტრაციული შენობიდან.  როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კომისიას იმ შენობებში ფუნქციონირება ეკრძალება, სადაც თვითმმართველობის, მმართველობის და გუბერნატორების ადმინისტრაციებია განთავსებული. აქამდე კომისია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საქმიანობდა.

მირუაშვილის განცხადებით, ახალი ოფისი უკვე შერჩეულია და საოლქო კომისია ახლა გადასვლის რეჟიმშია. 

მოგვიანებით ამერიკელი სტუმარი უკვე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის რეგიონალურ ხელმძღვანელს სოსო ბორცვაძესა და კომისიის წევრებს შეხვდა. დიპლომატს აინტერესებდა ყველა ის ინფორმაცია და პრობლემა, რომელიც სიების დაზუსტებასთან არის დაკავშირებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯესმინ კამერონმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სოსო ბორცვაძემ კი განაცხადა, რომ ამერიკელი სტუმრის ვიზიტი იმის ნიშანია, რომ საქართველოში დაწყებული საარჩევნო პროცესის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სულ უფრო იზრდება.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები სხვა ქალაქებშიც გამართავენ ანალოგიურ შეხვედრებს. ოპოზიციის აზრით კი, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
04.05.2012 14:26
კაია მსოფლიო საზოგადოების დაინტერესება საქართველოში ;იმდინარე პროცესებით. მამა ბუშს და გორბაჩოვსაც ძალიან უნდოდათ საქართველოში დინების მიერ წაღებული პრეზიდენტის ხილვა. ნახეს კიდეც დინების მიერ წაღებული პრეზიდენტიც და საქართველოც იმედია რომ გონიერება გაიმარჯვებს...

ყველაზე პოპულარული