ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:18

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

ლალი ტაბატაძე: "ჩემი ბავშვები თითქმის აქ გავზარდე“

ახალციხეახალციხე
x
ახალციხე
ახალციხე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
არუსია მიკირტიჩიანი უკვე რამდენიმე წელია უფასო სასადილოში იკვებება. მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. წამლების ყიდვა ძალიან უჭირს. არუსია მიკირტიჩიანის მსგავსად, ახალციხის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი 170 ადამიანი სარგებლობს. სასადილოს ბენეფიციარები ჟურნალისტებთან მხოლოდ იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ.

უმწეო და უპოვარ ადამიანებზე ახალციხეში კიდევ ორი ორგანიზაცია ზრუნავს. ჰუმანიტარული, საქველმოქმედო, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „კათარზისი“ ახალციხეში  1990 წლიდან არსებობს. სოციალურად დაუცველი ადამიანები და გაჭირვებული მოსახლეობა ძირითადად საკვებსა და მედიკამენტებს ითხოვს. უპოვართა ყოველდღიურ დაპურებასა და მათი მდგომარეობის შემსუბუქების აქციაში  2006 წლიდან დღემდე  25 მეწარმე  მონაწილეობს.  „კათარზისის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სერგო მიქუტიშვილი აცხადებს, რომ მათ რაიონში მედიკამენტებთან დაკავშირებით რეგიონალური ქსელია შექმნილი.

„კათარზისის“ გარდა, უპოვარებზე „წითელი ჯვრის“ საზოგადოებაც ზრუნავს. საზოგადოებაში ამბობენ, რომ მათი სტრატეგიული პრიორიტეტი კატასტროფების მართვა და ჯანდაცვაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ახლად დანიშნული თავმჯდომარე ქეთევან გვარამაძე ამბობს, რომ  დიდი გეგმები აქვს სამომავლოდ.

ახალციხის მუნიციპალიტეტი უფასო სასადილოს 170 ბენეფიციარს ყოველ წელს 80 000 ლარით აფინანსებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული