სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:28

რუბრიკები / მეათე სტუდია

ბავშვებისთვის შესრულებული და ბავშვების მიერ აღქმული კლასიკური მუსიკა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ამ კვირაში საქართველოში პირველი ფრანგული კვირეული გაიხსნა. კვირეული სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება - ბიზნესი, კულტურა და კულინარია. ფრანგული მუსიკის დღეს ფრანგულ-ქართული სკოლა უკვე მეოთხედ აღნიშნავს. სანტ ეგზიუპერის სახელობის სკოლის  მოსწავლეები წელსაც გამოეხმაურნენ ფრანგული მუსიკის დღეს. მუსიკას მიეძღვნა მათი ნახატებიც. ხელოვნების ცენტრ ”მუზაში” სხვადასხვა სივრცეში ხელოვნების სხვადასხვა სფერო იყო წარმოდგენილი. სკოლის მოსწავლეებისთვის  არიები სხვადასვა კლასიკური ოპერებიდან სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა, გულიკო კარიაულის კლასის შეგირდებმა შეასრულეს.

პუჩინის ”ტოსკადან” კავარადოსის არია,  კონცერტმაისტერ ხათუნა ლოლოძის  აკომპანემენტით, კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტმა, ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულა. მათი აუდიტორია რობერტ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები არიან. ასე დაიწყო ფრანგული მუსიკის დღის აღნიშვნა ცენტრ ”მუზის” საკონცერტო დარბაზში. ოთარი ამბობს, რომ ბავშვებისთვის შესრულებული საოპერო ნაწარმოები სულ სხვა დატვირთვისაა:

” როცა ცოცხლად უყურებ და შენ თვითონ ხარ ჩართული ამ სიტუაციაში, სულ სხვა არის.  როცა ტელევიზორში უყურებ, შეგიძლია ტელევიზორი გადართო და აქ როცა ზიხარ, ძალაუნებურა უნდა მოისმინო და შეიძლება მოგეწონოს კიდეც და, ამ მხრივ, მართლაც, საინტერესოა ბავშვებისთვის.”

გამოსახეს სწორედ ის ბგერები, ის ემოცია, რაც შეექმნათ მუსიკის მოსმენის დროს, როგორ ფერს ხედავენ ამ დროს ...

სცენაზე კონსერვატორიის სტუდენტებს პატარა ბალერინები ცვლიან, დაფარფატებენ სცენაზე, ცდილობენ უშეცდომოდ, სხეულის მთელი პლასტიკური შესაძლებლობები გამოიყენონ ბალეტ ”ანიუტადან” ვალსის შესრულებისას. ზედმეტი მონდომებისა და დაძაბულობის გამო, ზოგი ხანდახან ბორძიკობს კიდეც, მაგრამ  მაინც  მსუბუქად  აგრძელებს ცეკვას.  კულისებში გამოქცეულები კი, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მხოლოდ ბალერინები კი არა, მხატვრებიც არიან:

” მე დავხატე ბალეტის მოცეკვავე გოგო და ბიჭი და კაფე.”

”მე კლოუნები, მაიმუნი და ფიგურები დავხატე.”

ამ პატარა ბალერინა-მხატვრების გარდა, საგამოფენო სივრცეში მუსიკასთან  დაკავშირებული ექსპოზიციაც გამოიფინა. ია კოჩინაშვილი, სანტ ეგზიუპერის სახელობის სკოლის ხატვის მასწავლებელი, ნახატების შინაარსზე გვესაუბრება - ამბობს,  იმისათვის, რომ  პატარა მხატვრებს თავისებურად აღქმული მუსიკა გუაშისა და აკვარელის  გამოყენებით ტილოზე გადმოეტანათ, წინასწარ მელოდიებს ვასმენინებდითო. ასე შეიქმნა კუბისტური ნამუშევრები,  ათასგვარ ფერში გაბნეული ნოტებით.

” გამოსახეს სწორედ ის ბგერები, ის ემოცია, რაც შეექმნათ მუსიკის მოსმენის დროს, როგორ ფერს ხედავენ ამ დროს”,- ამბობს ხატვის მასწავლებელი ია კოჩინაშვილი.

საგამოფენო დარბაზის სიახლოვეს ქართული ხალხური მუსიკის ხმა ისმის. მრავალჟამიერს მღერიან. 21 ივნისს მუსიკა იყო გამოხატვის ობიექტიც და საშუალებაც. საქართველოში საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში ჟილ კარასო აკორდეონზე შესრულებულ ფრანგულ ჰანგებს უსმენს, რომელსაც ღია ცის ქვეშ გაშლილ სუფრებს შორის მოსიარულე მუსიკოსი უკრავს. ჟილ კარასო რადიო თავისუფლებას ეუბნება:

”მინდა ფრანგი ფილოსოფოსის, ვლადიმერ იანკელევიჩის სიტყვები მოვიყვანო. მან თქვა: ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვეცხოვრა ფილოსოფიისა და მუსიკის გარეშე, მაგრამ ეს ნაკლებად კარგი ცხოვრება იქნებოდაო.”

სხვადასხვა ჟანრის, უმთავრესად კი, კლასიკური მუსიკა იმ დღეს ხელოვნების ცენტრ ”მუზაში” გვიანობამდე ისმოდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.06.2012 15:54
გილოცავთ დიდი ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსეს იუბილეს. თუნდაც ამ კვირეულის ფარგლებში მისი გახსენება თბილისშიც და პარიზშიც კუჭს არ აუშლიდა არავის.მარტო მან ბევრად მეტი გააკეთა საქართველოსთვის ვიდრე მთელმა საბჭოთა დემოკრატიამ საბჭოთა ზარბაზნით თბილისის დემოკრატიზატორების და მათთვის მადლობის მთქმელთა ჩათვლით. იცოცხლეთ და გაიხარეთ მარი ბროსეს საყვარელი საქართველოს ნარჩენებთან ერთად.

ყველაზე პოპულარული