სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:34

საზოგადოება / საქართველო

კერძო სექტორის დევნილები სამინისტროსთან კარვებს გაშლიან

2 ივლისს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
2 ივლისს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
2 ივლისს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით  ე.წ. კერძო სექტორში წლების განმავლობაში მცხოვრები დევნილები გამოვიდნენ. მათი თქმით, სამინისტროს მხიდან მორიგი უარის შემთხვევაში ისინი შიმშილობას გამოაცხადებენ  და სამინისტროს წინ კარვების აქციას წამოიწყებენ.

გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან დევნილი  ციცინო რეხვიაშვილი აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, ბინით დაკმაყოფილების მოლოდინში,  ჯერ, წლების განმავლობაში, ნათესავებთან და ახლობლებთან ცხოვრობდა, მერე, დროებით, -  ე.წ. ”ზაკოს”  (Закавказский Военный Округ) შენობაში, კომპაქტურ ჩასახლებაში; იქიდან გამოსახლების შემდეგ კი ისიც, არაერთი იმ დევნილის მსგავსად, ვინც სოფელში გადასახლებაზე უარი თქვა, იძულებული გახდა საკუთარი სახსრებით ბინა დაექირავებინა. დღეს ის ნავთლუღის დასახლებაში ცხოვრობს და დამლაგებლის 200 ლარიანი ხელფასიდან 130 ლარს ბინის ქირაში იხდის. ამბობს, რომ დარჩენილი თანხით  თავის გატანა დღითი დღე შეუძლებელი ხდება.  2 ივლისს სხვა დევნილებთან ერთად ისიც  მივიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე და კუთვნილი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა:

”სად წავიდე არ ვიცი, თუ ამ ფულს არ გადავიხდი. ამიტომ სხვა გზა არ გვრჩება ამ აქციების გარდა. დღეს გასაფრთხილებლად მოვედით ...

”ნეტა, ვინმე მოვიდეს და მნახოს რა პირობებში ვცხოვრობ. ოცი წელია აქ ვცხოვრობ, ახლა სად წავიდე, სად გადავბარგდე, რა გავაკეთო. მინდა ბავშვებს რაღაც მაინც დავუტოვო.  ერთი შვილი, არეულობა რომ დაიწყო, მაშინ მომიკლეს, მეორე გატეხილი ხერხემლით გადმოვიყვანე. არც პენსია გვაქვს, არც სხვა დახმარება, დევნილთა შემწეობის გარდა. შვილი და მისი ოჯახი რაჭაში გავუშვი, ნათესავის სახლში, აქ რომ ვეღარ ვცხოვრობდით. მე ვმუშაობ დამლაგებლად, მაგრამ უკვე უკანასკნელ დღეში ვარ...“

ამ განწყობით მივიდნენ აქციაზე სხვა დევნილებიც. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ბინის ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. სამინისტროს დაპირება, რომ ხან გაზაფხულზე, ხან შემოდგომაზე მოუგვარებდნენ საცხოვრებელი ფართის პრობლემას, დღემდე შეუსრულებელია. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის გამგეობის წევრი, ერთი წლის წინ ინფექციური საავადმყოფოდან გამოსახლებული მზია კორსანტია, ამბობს, რომ ქირის გადაუხდელობის გამო შესაძლოა დღე-დღეზე ქუჩაში აღმოჩნდეს:

”სად წავიდე არ ვიცი, თუ ამ ფულს არ გადავიხდი. ამიტომ სხვა გზა არ გვრჩება ამ აქციების გარდა. დღეს გასაფრთხილებლად მოვედით და ამის შემდეგ კი კარვების აქციას წამოვიწყებთ და სუბელიანს ამ შესასვლელ კარს ჩავუკეტავთ.”

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ გამგეობის წევრი თამაზ ჯღამაძეც 19 წელია ყველა მთავრობისგან ერთსა და იმავე დაპირებას ისმენს, თუმცა დღემდე ისიც ერთი ნათესავიდან მეორე ნათესავთან, ერთი მეგობრიდან მეორესთან,  ერთი ნაქირავებიდან მეორე ნაქირავებში გადადის. მომთაბარე ცხოვრება არა და არ დასრულდა. ჯღამაძე ამბობს, რომ სასოწარკვეთის გამო მან კობა სუბელიანსაც კი გაუგზავნა მესიჯი, რომლითაც დახმარებას სთხოვდა.

ეს ის ხალხია, ვინც ჯერ ქირით ცხოვრობდა, შემდეგ არარეგისტრირებულ კომპაქტური ჩასახლების ცენტრებს შეაფარა თავი, მერე იქიდანაც გამოასახლეს. მათ, ცხადია, მიხედვა სჭირდებათ ...

ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს 2 ივლისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია მათი პოზიცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დააფიქსირეს: კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები, სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბინებით  2012 წლის ბოლოს უნდა დაეკმაყოფილებინათ.  მაშინ სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ ესაიაშვილი იმასაც ამბობდა,  სამოქმედო გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელშიც, რეალობის გათვალისწინებით, კიდევ შეიძლება რამე შეიცვალოსო. ცვლილება გეგმაში მართლაც შევიდა, გვეუბნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე. სამოქმედო გეგმის მორიგმა, კერძო სექტორის დევნილების ბინებით დაკმაყოფილების ეტაპმა  კიდევ ორი წლით გადაიწია.

ზურაბ ბენდიანაშვილი კი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“,  მიიჩნევს, რომ დევნილთა ის ნაწილი, რომელიც 2 ივლისს სამინისტროსთან მივიდა, ის ადამიანები არიან, ვინც წლების განმავლობაში ითმინეს და იცხოვრეს უკიდურეს გაჭირვებაში:

”ეს ის ხალხია, ვინც ჯერ ქირით ცხოვრობდა, შემდეგ არარეგისტრირებულ კომპაქტური ჩასახლების ცენტრებს შეაფარა თავი, მერე იქიდანაც გამოასახლეს. მათ, ცხადია, მიხედვა სჭირდებათ, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია: ყველა დევნილს, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და მათი საჭიროებების მიხედვით დაკმაყოფილება უფრო სწორი მიდგომა მგონია.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: nani zaqaraia საიდან გვწერთ: tbilisi
07.07.2012 11:39
მთავარი პრიორიტეტი დევნილთა დასაქმება და საზოგადოებაში ინტეგრაციაა გაკეთდეს რეალური პროექტები რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სექტორებში მათ დაკავებას.

ყველაზე პოპულარული