ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:44

საზოგადოება / სპორტი

სეოკ-ის პრეზიდენტი საქართველოს ოლიმპიურ შანსებზე

გია ნაცვლიშვილიგია ნაცვლიშვილი
x
გია ნაცვლიშვილი
გია ნაცვლიშვილი
ტექსტის ზომა - +
სულ რამდენიმე დღეც და ლონდონში საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში - 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე - მსოფლიოს სპორტის მოყვარულთა ყურადღება გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქისკენ იქნება მიმართული. ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან სპორტის 36 სახეობაში; მათგან ზუსტად ერთ მესამედში - 12-ში - მონაწილეთა შორის საქართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან. 1996 წლის ატლანტის თამაშებიდან მოყოლებული, საქართველოს ოლიმპიური  დელეგაცია შედეგებს, სულ უფრო აუმჯობესებს. ამ ტრადიციის გაგრძელებას გულშემატკივარი ამჯერადაც ელის. რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი? იმედი, რომ პეკინის ოლიმპიადის ოთხი წლის წინანდელი შედეგი (სამი ოქრო, სამი ბრინჯაო) ლონდონში გაუმჯობესდება? ამ და სხვა თემებზე სალაპარაკოდ ჩვენი სპორტული მიმომხილველი ოთო მაღლაკელიძე შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს, რომელმაც საუბარი ქართველი სპორტსმენების სამზადისით დაიწყო.

გია ნაცვლიშვილი ლონდონის ოლიმპიადის შესახებ
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული