ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:52

პოლიტიკა / საქართველო

„პენ შონ ბერლანდი“: ”ქართული ოცნების” რეიტინგი ”ნაციონალურ მოძრაობაზე” მაღალია

მულტიმედია

აუდიო
  • „პენ შონ ბერლანდი“: ”ქართული ოცნების” რეიტინგი ”ნაციონალურ მოძრაობაზე” მაღალია

ტექსტის ზომა - +
კოალიცია ”ქართული ოცნების” რეიტინგი ერთი პროცენტით აღემატება ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს იმ გამოკვლევის მიხედვით, რომელიც აშშ-ში 1975 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ ”პენ შონ ბერლანდმა” (Penn Schoen Berland) 9 აგვისტოს გამოაქვეყნა. საუბარია კომპანიაზე, რომელიც სხვადასხვა დროს არჩევნების პროცესში თანამშრომლობდა, მაგალითად,  აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბილ კლინტონთან, დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან თუ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან. მის დამკვეთთა შორის ასევე ვხვდებით ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიც არის: მაიკროსოფტი, ინტელი, კოკა კოლა თუ ამერიკან ექსპრესი. ახალი გამოკვლევის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია 9 აგვისტოს სასტუმრო ”რადისონში” კომპანიის დირექტორმა კრეგ სმიტმა გამართა. მისთვის სრულიად გაუგებარი იყო, თუ რატომ უსვამდნენ მას ჟურნალისტები შეკითხვებს კვლევის დამკვეთი და საველე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესახებ.

”პენ შონ ბერლანდმა” გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მოსამზადებლადაც 3-15 ივლისს, საქართველოს მასშტაბით, 1980 რესპონდენტი გამოიკითხა. ამ გამოკვლევის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 41% მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ სათვალავზე 42-მა პროცენტმა მოიყარა თავი. ამასთან, გამოკითხულთა 81% თვლის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მცდარი ნაბიჯი იყო მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკაში ჩართული ბიძინა ივანიშვილისთვის, ხოლო 63%-ს მიაჩნია, რომ ხსენებული ნაბიჯი ივანიშვილის პოლიტიკისთვის ჩამოშორების მიზნით გადაიდგა. აქვეა გამოკითხულთა 81%, რომელსაც სმენია ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ.  62%-ის აზრით, ჯარიმა უსამართლოა, ხოლო 21% მას სამართლიანად მიიჩნევს. ასევე ”პენ შონ ბერლანდის” გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტები ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ, ხოლო ამ პრობლემის ყველაზე უკეთ გადამჭრელთა შორის 48%-ით ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. რაც შეეხება ზოგიერთ სხვა მონაცემს, მაგალითად: გამოკითხულთა 47% ეთანხმება აზრს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 43% საპირისპირო აზრზეა. ქვეყნის ეკონომიკას ცუდ მდგომარეობაში  49% ხედავს, მაშინ როცა 40% ამას პრობლემად არ მიიჩნევს.
ჩვენ ამ მეთოდოლოგიას ვიყენებთ ქვეყნებში, სადაც, სავარაუდოდ, მაღალია ამომრჩეველთა შიშისა თუ ამომრჩეველთა დაშინების დონე ...

”პენ შონ ბერლანდის” დირექტორმა კრეგ სმიტმა 9 აგვისტოს ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ კვლევის პროცესში გამოყენებული იყო ”ფარული ბიულეტენის” მეთოდოლოგია, რაც გამოკითხულთა ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტიად ითვლება. საუბარია მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ”პენ შონ ბერლანდი” მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იყენებს:

”ჩვენ ამ მეთოდოლოგიას ვიყენებთ ქვეყნებში, სადაც, სავარაუდოდ, მაღალია ამომრჩეველთა შიშისა თუ ამომრჩეველთა დაშინების დონე. და ასევე იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი აზრის სხვა გამოკვლევებმა გამოავლინა იმ ადამიანების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც უარი განაცხადეს პასუხის გაცემაზე. თუკი ჩვენს გამოკვლევას სხვა გამოკვლევებს შევადარებთ, ჩვენი განსხვავებული მეთოდოლოგიის საშუალებით  გაცილებით მცირეა მათი რიცხვი, ვინც უარს ამბობს პასუხზე ანდა გადაწყვეტილი არჩევანი არ გააჩნია.”

სასტუმრო ”რადისონში” გამართულ პრეზენტაციაზე კრეგ სმიტი ყველანაირად ცდილობდა, რომ თავისი კომპანიის ავტორიტეტი წარმოეჩინა და ის საქართველოში არსებული პოლიტიკური ინტერესებისგან გაემიჯნა. თუმცა ჟურნალისტების ერთ ნაწილს აშკარად გაუჩნდა ეჭვები გამოკვლევის დამკვეთ და უშუალო შემსრულებელ კომპანიებთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ დამკვეთად სახელდება გერმანიაში მოქმედი ორგანიზაცია ”ევროპული პლატფორმა საქართველოს დემოკრატიისთვის” (EPDIG), რომლის დამფუძნებელი  ბიძინა გიორგობიანია - ხელისუფლების მწვავე ოპონენტი, დაუსწრებლად პატიმრობამისჯილი პირი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ხოლო ”პენ შონ ბერლანდის” გამოკვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ”ფსიქოპროექტის” (Psychoproject) ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ზურაბ ბიგვავა გახლავთ. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა 9 აგვისტოს, 1990 წელს დაარსებულ მის კომპანიას ჩატარებული აქვს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული 8 მასშტაბური სოციოლოგიური გამოკვლევა. ზურაბ ბიგვავა განმარტავს, რომ ის საერთოდ არ იცნობს ბიძინა გიორგობიანს და რომ მას უშუალოდ ”პენ შონ ბერლანდის” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. წარმოშობილი ეჭვების გაფანტვას ბიგვავა შემდეგნაირად ცდილობს:
ჩვენ უშუალოდ არ გამოგვიგზავნია ხალხი შეერთებული შტატებიდან ამ გამოკითხვის საველე სამუშაოების ჩასატარებლად, მაგრამ ფირმამ, რომელმაც შეასრულა ეს სამუშაოები, ნედლი მასალა გამოგზავნა ჩვენთან ...

”თუკი „პენ შონ ბერლანდი“ ამის ნებას დამრთავს, მონაცემთა მთელ ბაზას გამოვაქვეყნებ და გადამოწმების საშუალება ნებისმიერ ადამიანს მიეცემა. მზად ვარ დავუთმო მათ ყველა კითხვარი - გახსნილი, თავისი კონვერტებით, მთელი შედეგებით. ეს არის შესრულებული ძალიან პატიოსნად, ძალიან მაღალ დონეზე.”

ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა კითხვარების გამოქვეყნება. თუმცა, როგორც კრეგ სმიტმა განაცხადა 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, დამკვეთ ორგანიზაციაში თუ საველე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში მოღვაწე თუ მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების ვინაობა გამოკვლევის შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. მისი თქმით, ადგილობრივმა კომპანიამ მხოლოდ ტექნიკური სამუშაო შეასრულა, ხოლო მიღებული მონაცემები შეერთებულ შტატებში დამუშავდა:

”ჩვენმა თანამშრომლებმა შეადგინეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროექტი... ჩვენ განვიხილეთ საველე სამუშაოების გეგმა და ხელი მოვაწერეთ მას. ჩვენ უშუალოდ არ გამოგვიგზავნია ხალხი შეერთებული შტატებიდან ამ გამოკითხვის საველე სამუშაოების ჩასატარებლად, მაგრამ ფირმამ, რომელმაც შეასრულა ეს სამუშაოები, ნედლი მასალა გამოგზავნა ჩვენთან და სწორედ შეერთებულ შტატებში მოხდა ამ მასალის ანალიზი. ანუ ისინი მხოლოდ საველე სამუშაოებს ასრულებენ და მონაცემებს ჩვენ გვიგზავნიან.”

კრეგ სმიტის თქმით, წარმოდგენილ მონაცემებზე ”პენ შონ ბერლანდი” აგებს პასუხს და მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია, მავანთა პოლიტიკური ინტერესების გამო, საკუთარ ავტორიტეტს საფრთხის წინაშე არასოდეს დააყენებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: gelas ar esmis საიდან გვწერთ: iqidan
16.08.2012 23:38
ბატონო გელა, სამარცხვინო ის არის, რომ სტატიის წაუკითხავად აკრიტიკებთ ავტორს. მასალა თქვენს მიერ დაუნახავ ყველა დეტალს შეიცავს! ბოდიში გაქვთ მოსახდელი. პუტინის ადვოკატობასთან დაკავშირებულ ბოდვაზე აღარაფერს ვამბობ :)

ავტორი: gela საიდან გვწერთ: sakutari divnidan
16.08.2012 11:38
აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა რომ რადიო თავისუფლება უშვებს მასალას და თავს არ იწუხებს პრინციპული მნიშვნელობის რამდენიმე დეტალის აღნიშვნით: კერძოდ იმის რომ ეს კვლევა დააფინანსა საქართველოში მექრთამეობისთვის ზებნილმა ბიძინა გიორგობიანმა და რომ საკონსულტაციო და არა კვლევითი ფირმა პენ შონ ბერლანდი ოფიციალურად არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. სატირალია რომ რადიო თაისუფლება ამ მნიშვნელოვანი საკითხის ასე სამარცხვინოდ გაშუქებით უკვე ღიად უჭერს მხარს პუტინის ბოლო იმედს საქართველოში. სამარცხვინო.

ავტორი: ანონიმი
14.08.2012 18:05
კაია რომ კრემლის სასეიროდ ხან ცივ და ხან ცხელ ომად ქცეულ საქართველოს არჩევნებში ხან ერთი მხარის რეიტინგია უფრო მაღალი და ხან მეორის. იმედია რომ ნევროზით,ფსიქოზით და პერესტროიკული სინდრომით დაავადებულ საზოგადოებას მთლა დამბლა არ დაეცემა.

ავტორი: buquna საიდან გვწერთ: batumi
14.08.2012 02:09
ხუა-ხუა

ვისაც გვჯერა გაგვატარე

ოცნება შენთვის მოგვინდია

ავტორი: xua-xua
13.08.2012 11:43
იზოლდებოოოო!
დაიჯერეეეთ!

ავტორი: izolda საიდან გვწერთ: tbilisi
12.08.2012 09:03
ამ გამოკვლევას ვენდობი რეალობასტან ახლოსაა ერტად ერტი კვლევა რომელიც ობიექტურად სჰეიზლება მიიჩნიო

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
11.08.2012 23:27
ჰოოო, აი, თურმე, გიორგობიანის დაკვეთილი გამოკითხვა ივანიშვილის ფულით დაფინანსებული უთუოდ ობიექტურობის შედევრი იქნება... რაო კიდევ გამოკითხულებმა? წმ. ბიძინა მდიდარს მორალური კომპენსაცია 350 მილიონი დოლარის ოდენობით როდის გადავუხადოთო?

ავტორი: Tamar საიდან გვწერთ: Tbilisi
11.08.2012 02:26
გიორგობიანი / ივანიშვილის დაკვეთილი თუა ეს კვლევა და ბიგვავას შესრულებული, ეს ბერლანდი ვიღას დაკარგვია...

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
10.08.2012 01:12
საინტერესოა საიდან აქვს ბიძინა გიორგობიანს სოციოლოგიური კვლევისათვის საჭირო ფული. წმ. ბიძინას ქველმოქმედებით ხომ არ სარგებლობს? გარდა ამისა გაუგებარია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის დაინტერესება ქართული პოლიტიკით (აქაც წმ. ბიძინასგან აქვს აღებული მაგალითი ეტყობა), რომელიც ინტერვიუში აცხადებს რომ გერმანიის მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეობა არ სურს.

http://www.spiegel.de/politik/ausland/verfolgter-ex-politiker-giorgobiani-georgien-ist-ueberall-a-784424.html

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 23:36
81% თვლის, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მცდარი ნაბიჯი იყო, ხოლო 63%-ს მიაჩნია, რომ ხსენებული ნაბიჯი ივანიშვილის პოლიტიკისთვის ჩამოშორების მიზნით გადაიდგა.
ანუ 18% თვლის, რომ პოლიტიკის გამო არ ჩამოურთმევიათ მოქალაქეობა, მაგრამ მაინც მცდარი ნაბიჯი იყო?!