ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:30

პოლიტიკა / საქართველო

ფარული პოლიტიკური რეკლამის პრობლემები

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 18 ივნისიდან 29 ივლისამდე პრაიმტაიმში განთავსებულ სარეკლამო ჭრებში ფარულ პოლიტიკურ რეკლამას ეძებდა. აღმოჩენილია არაერთი დარღვევა და პრობლემა ისიც არის, რომ კანონმდებლობა დღემდე არ არეგულირებს ფარულ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს. საინტერესოა რა ტენდენციები ვლინდება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შუალედურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 13 აგვისტოს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა.

წინასწარ ანგარიშში, რომელსაც რამდენიმე კვირაში უფრო ვრცელი ანგარიში მოჰყვება, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სატელევიზიო სარეკლამო ჭრებში იმ ტიპის სოციალურ რეკლამებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებშიც მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების წარმატებაზეა ლაპარაკი და რაც, ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის სარეკლამო წისქვილზე ასხამს წყალს. 13 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა გაიხსენა სოციალური რეკლამის განსაზღვრება, ”რეკლამის შესახებ კანონის” მე-12 მუხლის მიხედვით:

”სოციალური რეკლამა წარმოადგენს ”საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართულ რეკლამას, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.”
ახლა უკვე ველოდებით რეკლამების შემოდინებას კვალიფიციური სუბიექტებისგან, რომლებსაც, კანონის საფუძველზე, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ყოველ საათში ეკუთვნით თითო წუთი უფასო რეკლამა ...

ამავე პრეზენტაციაზე ცქიტიშვილმა მედიას წარუდგინა არაერთი სარეკლამო რგოლი, რომელიც აშკარად არ შეესაბამება სოციალური რეკლამის დახასიათებას და რომლებიც ტელეარხების მიერ სწორედ ამ ტიპის რეკლამებად არის მიჩნეული. ეს სწორედ ის საკითხია, რომელსაც, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიმართვაზე დაყრდნობით, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიაც გამოეხმაურა. კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეწყდეს იმ ვიდეორგოლების განთავსება, „რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული“. მართალია, ფარული პოლიტიკური რეკლამების პრობლემა კვლავაც რჩება ზოგიერთი ნაციონალური მაუწყებლის შემთხვევაში, მაგრამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ვითარება აშკარად გამოსწორებულია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ ერთი, მათ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს და, ესეც რომ არ იყოს, კანონის მოთხოვნით შეზღუდული სარეკლამო ჭრების ქრონომეტრაჟში ადგილი უბრალოდ აღარ რჩება სოციალური რეკლამებისთვის. გახელაძის განმარტებით, უკვე 2 კვირაა, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა.

”ახლა უკვე ველოდებით რეკლამების შემოდინებას კვალიფიციური სუბიექტებისგან, რომლებსაც, კანონის საფუძველზე, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ყოველ საათში ეკუთვნით თითო წუთი უფასო რეკლამა და ასეთი სუბიექტი არის ექვსი. გარდა ამისა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მიიღო გადაწყვეტილება და არაკვალიფიციურ სუბიექტებსაც  10-10 წამს აძლევს უფასოდ. ამის გარდა, კიდევ მოვა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა”, - ამბობს ლევან გახელაძე.

ფარული პოლიტიკური რეკლამა, როგორც წესი, მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობდა. და ეს ნამდვილად არის ის სფერო, რომელიც ბოროტად გამოიყენება და რეგულირება სჭირდება ...

მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ვითარება გაუმჯობესდა, ფარული პოლიტიკური რეკლამა კვლავაც რჩება მწვავე პრობლემად და ეს იმასაც მიეწერება, რომ კანონმდებლობაში არ არსებობს ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიცია, ხოლო ამჟამად მოქმედი რეგულაციები ასეთი ტენდენციის აღკვეთის საშუალებას არ იძლევა. ამ ტიპის რეკლამის გამოსავლენად, მანამდე აპრობირებული მეთოდის მიხედვით,  „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მონიტორინგის პროცესში ევროსაბჭოს 1999 წლის რეკომენდაციები მოიშველია. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ, მართალია, ეს რეკომენდაციები ფარულ რეკლამას არ ახსენებს, მაგრამ მათი შინაარსი სწორედ ასეთი რეკლამის დაუშვებლობაზე მეტყველებს.

უშედეგოდ დასრულდა სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონდომებული მცდელობა, რომ ფარული პოლიტიკური რეკლამა კანონის მიერ დასარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო, თუმცა, როგორც ამ პროცესის აქტიურმა მონაწილემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხს ისინი კვლავაც დაუბრუნდებიან. 

”ფარული პოლიტიკური რეკლამა, როგორც წესი, მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობდა. და ეს ნამდვილად არის ის სფერო, რომელიც ბოროტად გამოიყენება და რეგულირება სჭირდება”, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია ასახული, ასე ვთქვათ, აირეკლავს მედიის პოლარიზების პრობლემას. ”სამი არხი: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ”რუსთავი 2” და ”იმედი” სრულიად სხვა სურათს გვაძლევს, ხოლო ”კავკასია”, ”მაესტრო” და ”მე-9 არხი” სრულიად სხვა სურათს იძლევა. ანუ ”პირველ არხზე”, ”რუსთავი 2”-სა და ”იმედზე” არ არის განთავსებული ოპოზიციური პარტიების რეკლამები, ხოლო დანარჩენ სამ არხზე, პირიქით, სამთავრობო უწყებების რეკლამები არ გვხვდება. ”

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დაკვირვებით, არაეთიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველო არ იყიდებას” მიერ  (ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახით) – ”რუსთავი 2”-ზე, ”იმედსა” და ”კავკასიაზე” განთავსებული ვიდეორგოლები, რომლებიც პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის - უარყოფითი იმიჯის შექმნას ისახავს მიზნად. „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ”იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: კომენტი საიდან გვწერთ: მომენტიდან
17.08.2012 12:04
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.08.2012 22:27 -ბანანას რესპუბლიკა სანატრელია-ესაა სსრკ-ბოლშევიზმი, დამყნილი ირანულ ფანატიზმზე, მაოისტურ რევოლუციონიზმზე, კამბოჯურ სოციალურ ტერორზე და იტალიურ მაფიონიზმზე...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.08.2012 22:27
თუ კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს იმასაც რაც წერია ქაღალდზე, მაშინ რატომ აქვთ ქართულ ინტერნეტ-ტელევიზიებს და გაზეთებს იმის საუბრის და წერის საშუალება რასაც საუბრობენ და წერენ გაუთავებლად

სამარცხვინო სიუჟეტები რომ არაფრად ჩავთვალოთ, მაინტერესებს ვინ მისცა იქ მომუშავე ადამიანებს ცნობა ჟურნალისტური განათლების მიღების შესახებ, ან რა დიპლომზე დაყრდნობით და კვალიფიკაციის მოთხოვნით აიყვანეს ისინი სამუშაოდ

არც საუბრისარც წერის ცოდნა, არც კეთილსინდისიერება, ობიექტურობასა და არანეიტრალურ დამოკიდებულებაზე ხომ აღარც ვსაუბრობ, არც ერთი უნარ-ჩვევა არ გააჩნიათ რაც უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს

მნიშვნელობა არ აქვს ვიზე საუბრობენ ან წერენ, უბრალოდ რას საუბრობენ და წერენ ეს არის სამარცხვინო

ბანანას რესპუბლიკა ვართ და სხვა მეტი არაფერი

ყველაზე პოპულარული