Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ერაყელმა დატოვა ალყაშემორტყმული ფალუჯა 


ერაყის სამთავრობო ჯარების პოზიცია ფალუჯის მისადგომებთან
ერაყის სამთავრობო ჯარების პოზიცია ფალუჯის მისადგომებთან

დაახლოებით 4000 ერაყელმა მოახერხა გაქცევა ქალაქ ფალუჯიდან, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ჯარებმა ხელთ იგდეს ბაღდადთან დამაკავშირებელი მაგისტრალი და უზრუნველყვეს „ჰუმანიტარული დერეფანი“.

ნორვეგიის დევნილთა საბჭოს ცნობით, საბოლოო ჯამში ფალუჯა დატოვა 27 500 მოქალაქემ მას შემდეგ, რაც მაისში სამთავრობო ჯარებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი იერიში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქის გასათავისუფლებლად. დევნილთა საბჭოს ცნობით, ექსტრემისტები თითოეულ მოქალაქეს 130 დოლარის გადახდას ავალდებულებენ იმისათვის, რომ დატოვოს ქალაქი. ფალუჯა ბაღდადიდან 30 კილომეტრით არის დაშორებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG