ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:15

პოლიტიკა / მსოფლიო

აუნ სან სუ ჩის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა

მიანმარი ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 1991 წლის ლაურეატი აუნ სან სუ ჩიმიანმარი ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 1991 წლის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი
x
მიანმარი ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 1991 წლის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი
მიანმარი ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 1991 წლის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი
ტექსტის ზომა - +
მიანმარის ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის დღეს გადაეცა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, რომელიც მას 1991 წელს მიენიჭა. თავის გამოსვლაში სუ ჩიმ თქვა, რომ ნობელის პრემია, რომელიც მას 21 წლის წინ მიენიჭა შინაპატიმრობაში ყოფნისას, მას დაეხმარა, გადაელახა იზოლაციის შეგრძნება და დაარწმუნა, რომ მსოფლიო დემოკრატიულ ცვლილებებს მოითხოვდა მის ქვეყანაში, რომელსაც სამხედროები განაგებდნენ. სუ ჩის, რომელმაც საერთო ჯამში 15 წელი გაატარა შინაპატიმრობაში 1989 წლიდან 2010 წლის ბოლომდე პერიოდში, არასოდეს დაუტოვებია მიანმარი - ხანმოკლე თავისუფლების დროსაც კი, - ვინაიდან შიშობდა, რომ სამხედროები მას ქვეყანაში აღარ შეუშვებდნენ. 1991 წელს ნობელის პრემია მის მაგივრად გადაეცა მის ვაჟს, ალექსანდერს. ერთი წლის შემდეგ სუ ჩიმ გამოაცხადა, რომ მილიონ სამასიათასი დოლარის ოდენობის პრემიას ის მოახმარდა მიანმარის ხალხის ჯანდაცვასა და განათლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული