ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:14

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

აზერბაიჯანი და საქართველო - სტრატეგიული პარტნიორები, მოკრძალებული სამხედრო კავშირებით

ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" სამრეწველო ალღუმზე თბილისში. 2012 წლის 26 მაისიჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" სამრეწველო ალღუმზე თბილისში. 2012 წლის 26 მაისი
x
ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" სამრეწველო ალღუმზე თბილისში. 2012 წლის 26 მაისი
ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" სამრეწველო ალღუმზე თბილისში. 2012 წლის 26 მაისი

მულტიმედია

აუდიო
  • აზერბაიჯანი და საქართველო - სტრატეგიული პარტნიორები, მოკრძალებული სამხედრო კავშირებით

ტექსტის ზომა - +
გასულ კვირაში ერთ-ერთ დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ სამხედრო საიტზე გამოქვეყნდა ამ ქვეყნის მიერ 2003-2008 წლებში განხორციელებული სამხედრო შესყიდვების ანგარიში, რომელშიც საქართველო აზერბაიჯანის იარაღის ერთ-ერთ ექსპორტიორად არის მოხსენიებული რუსეთთან და უკრაინასთან ერთად. ეს განცხადება საინტერესოდ გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს არმია იმავე პერიოდში თავად განიცდიდა საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მწვავე დეფიციტს.

აზერბაიჯანული საიტის „დეფენს აზის“ თანახმად, 2003-2008 წლებში აზერბაიჯანის მთავარი იარაღის მიმწოდებელი ქვეყნები იყვნენ უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ამ სამეულიდან ყველაზე მეტი - 364 მილიონი დოლარის - აღჭურვილობა აზერბაიჯანმა უკრაინისაგან შეიძინა, 128 მილიონი დოლარი გადაუხადა სამხედრო კონტრაქტების გასანაღდებლად რუსეთს. საქართველოსგან, რომელიც ინტენსიური იმპორტის ხარჯზე 2003-2008 წლებში თავად ცდილობდა სამხედრო საწყობების შევსებას, აზერბაიჯანს 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა შეუძენია.

აზერბაიჯანულ საიტზე საუბარია შესყიდვის საერთო მოცულობის შესახებ, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული ამ იარაღის სახეობა. გამოცემა, თავის მხრივ, ეყრდნობა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის შემსწავლელ ინსტიტუტს, რომელსაც ასევე  ზოგადი მონაცემები მოაქვს.
შესაძლოა იყო  იარაღის მიყიდვის ფაქტი, მაგრამ მე არ მოვყვებოდი იმის მტკიცებას, რომ ამ შესყიდვას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და რომ აქ დიდი რაოდენობით იარაღზე უნდა იყოს საუბარი...

მიუხედავად იმისა, რომ არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს სამხედრო უწყებები საანგარიშო პერიოდში არ ამხელდნენ ინფორმაციებს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოსაგან საბრძოლო იარაღის შეძენა არ უკვირს აზერბაიჯანელ ექსპერტ უიზირ ჯაფაროვს, რომელიც 2003-2008 წლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

„შესაძლოა, რომ გარკვეულ მაკომპლექტებელ მასალებს აზერბაიჯანი იძენდა საქართველოსაგან და ამაში არაფერია საიდუმლო.  თავის დროზე აზერბაიჯანიც და საქართველოც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში იმყოფებოდნენ. შესაძლოა იყო  იარაღის მიყიდვის ფაქტი, მაგრამ მე არ მოვყვებოდი იმის მტკიცებას, რომ ამ შესყიდვას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და რომ აქ დიდი რაოდენობით იარაღზე უნდა იყოს საუბარი.“

5 წლის განმავლობაში 108 მილიონი დოლარის მოცულობის ვაჭრობა დიდ ციფრად არ მიაჩნია სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს. ქართველი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ ხსენებულ პერიოდში და შემდეგაც აზერბაიჯანი შეიძლებოდა დაინტერესებული ყოფილიყო საქართველოში სამხედრო თვითმფრინავების რემონტის მომსახურებით ანდა ქართველი ავიამშენებლების მიერ გამოშვებული საფრენი აპარატების შეძენით:
ირაკლი ალადაშვილიირაკლი ალადაშვილი
x
ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

„საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა მიჩვეულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, როგორც წესი, საზღვარგარეთიდან ყიდულობენ შეიარაღებას. თუმცა არის რაღაც მიმართულებები, როცა საქართველო ყიდის სხვა ქვეყნებში და, პირველ რიგში, ეს უნდა ყოფილიყო თურქმენეთი და აზერბაიჯანი. ძირითადად, რაც შეიძლებოდა გაყიდულიყო და ამ თანხამდე (108 მილიონ დოლარამდე) ასულიყო, ეს, ჩემი პირადი ვარაუდია, შეიძლება შეეხებოდეს თვითმფრინავების რემონტს ანდა თვითმფრინავების გაყიდვას - კერძოდ, სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვას.“

საერთოდ, იარაღის გაყიდვა ჩვეულებრივი ბიზნესია და  ბევრი დასავლეთის ქვეყნის ბიუჯეტი სწორედ სამხედრო იარაღის გაყიდვით მიღებული თანხებით ივსება. საქართველოს სამხედრო მრეწველობამ ბოლო ხანს აკრიფა ტემპები და ქართველმა იარაღის მწარმოებლებმა, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, გარკვეული საბრძოლო ტექნიკის საცდელი მოდელებიც შექმნეს.  26 მაისის სამხედრო აღლუმზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა  ქვეითთა მუხლუხოიანი საბრძოლო მანქანა ”ლაზიკა”; ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", ამერიკული „ემრაპის“ ტიპის საბრძოლო მანქანა “დიდგორი 3“, უპილოტო საჰაერო სისტემა თუ 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი. საქართველოს ხელისუფლება ამ იარაღით ქართულ სამხედრო ძალებს დააკომპლექტებს და შემდეგ სამხედრო საწარმო „დელტას“ ხელმძღვანელობა ქართული ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვაზეც იფიქრებს. ყველაზე რეალური პოტენციური მყიდველი კი ამ მხრივ შესაძლოა იყოს აზერბაიჯანი, რომლის წლიური სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. აზერბაიჯანელი სამხედრო ექპერტი უიზირ ჯაფაროვი მიიჩნევს, რომ ბაქომ ყურადღებით უნდა შეისწავლოს ქართული სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძინოს იარაღი:
პირველ ყოვლისა, ჩვენ მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები ვართ. და მეორეც, ამ სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შეძენა და ტრანსპორტირება არ მოითხოვდა დიდ დანახარჯებს, როგორც, ვთქვათ, შორეული საზღვარგარეთიდან...


„მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერია სათაკილო. თუკი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, რომელიც საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ იწარმოება, დააინტერესებს აზერბაიჯანს, რატომ არ უნდა შეიძინოს ის? პირველ ყოვლისა, ჩვენ მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები ვართ. და მეორეც, ამ სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შეძენა და ტრანსპორტირება არ მოითხოვდა დიდ დანახარჯებს, როგორც, ვთქვათ, შორეული საზღვარგარეთიდან.“

შეიძენს თუ არა სამომავლოდ აზერბაიჯანი ჩანასახში მყოფი საქართველოს სამხედრო მრეწველობის მიერ შექმნილ საბრძოლო ტექნიკას და აღჭურვილობას, ამაზე საუბარი სამხედრო ექსპერტებს ჯერჯერობით ძალიან უჭირთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს მიერ შექმნილ ჯავშანტექნიკას და უპილოტო თვითმფრინავებს კავკასიის არეალში სერიოზულ კონკურენციას უწევს ისრაელისა და თურქეთის მოდელები. თანაც, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში არამხოლოდ ისრაელისა და თურქეთისაგან შეიძინა უპილოტო თვითმფრინავები, რეაქტიული საარტილერიო დანადგარები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ნაღმსატყორცნები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. როგორც აზერბაიჯანული სამხედრო საიტი „დეფენს აზი“ წერს, აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობის საწარმოებმა სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების 400 დასახელების პროდუქცია გამოუშვეს, მათ შორის არის როგორც ჯავშანმანქანები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და სამხედრო ფორმა. შესაბამისად, საქართველოს იარაღის მწარმოებლებს დიდი შრომა მოუწევთ იმისათვის, რომ მწვავე კონკურენციის პირობებში ქართულ საბრძოლო იარაღზე მოთხოვნა გაჩნდეს თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მიშა
25.06.2012 03:59
"საერთოდ, იარაღის გაყიდვა ჩვეულებრივი ბიზნესია და ბევრი დასავლეთის ქვეყნის ბიუჯეტი სწორედ სამხედრო იარაღის გაყიდვით მიღებული თანხებით ივსება."

ბატონი ალადაშვილის ასეთი ინტერპრეტაცია რბილად, რომ ვთქვათ ტყუილია.

რაც შეეხება იაღაღის გაყიდვას აზერბაიჯანში, არც ეგ არის მთალდ ჭკვიანური როცა აზერბაიჯანს ცუდი ურთიერთობა აქვს სომხეთთან და საქმე ომამდეც არა ერთხელ დაძაბულა.

საერთოდ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში როგორც აზერბაიჯანში ისე სომხეთში ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი იარაღის გაყიდვა.

ქართული ნტერესი, ჭკუა და გონება "დღევანდელ ქათამს" ცოტათი მაინც ხომ უნდა ცდებოდეს და მიხვდეს რომ კავკასიაში ომი თუნდაც ეს საქართველოს არ შეეხოს უშუალოდ მასაც საბოოლოოდ არ წაადგება და არასტაბილური რეგიონის იმიჯს კიდევ უფრო გაუმყარებს.

მაგის გარდა საფრანგეთმა რუსეთს მისტრალი მიყიდა და ქართველები მაგაზე ვბრაზობთ, და აქვე საკუთარ მეზობლებში რომელთაც ერთმანეთში ისედაც ვერ აქვთ ურთიერთობა იარაღის მიყიდვა ვერ არის ჭკვიანური პოლიტიკა.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
24.06.2012 21:05
ძირითადად სათადარიგო ნაწილებზე და ტყვია-წამალზე დაწერეს "ქვითარი", თუმცა ამდენი რაოდენობა არ იყო (ეხლა ვინ "დაითვლის" :)...ქართველი და აზერბაჯანელი სამხედრო სამხედრო ელიტის, ასევე სხვა მაღალჩინოსნების გამდიდრება მოხდა. განსაკუთრებით აზერებს ეხერხებათ მსუყე თანხების მოპარვა დიდი ბიუჯეტიდან.

ამის შესახებ ადრე სადღაც წავიკითხე. მგონი "ვიკილიკსში" რომ მოიძებნოს ვინმემ, რომელიმე დეპეშაში ეწერება... შეიძლება ვცდები.

მინდა აქვე ავღიშნო, რომ საქართველო მანქანათმშენებლობის დარგში, მსოფლიო მანქანათმშენებლობის და ე.წ. "მართველი" აპარატების ექსპორტის მიხედვით ჩამორჩება სოხმეთსაც და აზერბაჯანსაც (მარტო მაგათ რომ ჩამოვრჩებოდეთ რა გვიჭირს). განსაკუთრებით აზერბაჯანი უფრო წინაა მოწინავე ჩარხ-მანქანების შეძენაში ვიდრე სხვა მეზობლები. ასევე უფრო მეტი ტექნიკური პატენტიც აქვს ნაყიდი.

თუ ჩვენგან რაიმე შეისყიდეს, ეს უფრო ფორის გაგორება იქნება და "ქვითრების" დაფარვა, ვიდრე ხარისხიანი საქმე.

ავტორი: ანონიმი
24.06.2012 15:13
ძალიან მიხარია და მივესალმები სტრატეგიულ პარტნიორობას ნიზამი განჯელის და ვაგიფ მუსტაფა ზადეს ქვეყანასთან!!!! მაგრამ ამ ქვეყნის დღევანდელმა მესვეურებმა იქნებ გამოიჩინონ ადამიანობა და დაინახონ რომ აზებაიჯანში თავის მამა-პაპათა მიწაზე მცხოვრები აზერბაიჯანის წარმოშობით ქართველი და ლოიალური მშვიდობიანი მოქალაქე ინგილოებიც ადამიანები არიან და ნამეტანი ძალიან არ მოსპონ და შეაწუხონ.

ყველაზე პოპულარული