ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:20

საზოგადოება / საქართველო

ბაგრატის რესტავრაცია გაგრძელდება

ბაგრატის ტაძარიბაგრატის ტაძარი
x
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რა ბედი ელის ბაგრატის ტაძარს, რომლის ნაწილის რესტავრაცია საქართველოს პატრიარქის მოთხოვნის საფუძველზე  შეჩერდა? - ამ საკითხის გასარკვევად 20 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია მხოლოდ ტაძრის დასავლეთ ნაწილში, სადაც ლიფტი და რკინა-ბეტონის პატრონიკეა გამართული.

20 ივნისს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. როგორც მისი მონაწილე, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი ამბობს, პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე ბაგრატის ბედით დაინტერესებული მხარეები კიდევ რამდენჯერმე შეხვდებიან ერთმანეთს:

„ჩვენ როგორღაც უნდა მოვახერხოთ, რომ ბაგრატის ტაძარიც აღდგეს და არ მოხდეს მისი იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიიდან ამოღება. ეს პროცესი დაიძრა, საპატრიარქოს საბჭო ჩაბმულია სააგენტოსთან ერთად მუშაობაში.“

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება:

„საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის."
ბაგრატის ტაძარი. 1981 წელიბაგრატის ტაძარი. 1981 წელი
x
ბაგრატის ტაძარი. 1981 წელი
ბაგრატის ტაძარი. 1981 წელი

თუმცა ამ დროისათვის ბაგრატის ტაძარის რესტავრაცია თითქმის სრულადაა შეწყვეტილი. არადა, საპატრიარქოს საბჭოს წევრის, გია ჭანიშვილის თქმით, პატრიარქის მოთხოვნით, მშენებლობა მხოლოდ ტაძრის დასავლეთ ნაწილზე უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ, როგორც ქუთაისში მყოფმა რადიო თავისუფლების სპეციალურმა კორესპონდენტმა ეკა ქევანიშვილმა გვაცნობა, ტაძრის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაობები აღარ მიმდინარეობს:

„ამწუთას ბაგრატის ტაძრის ჭიშკარი არის ჩაკეტილი ბოქლომით. არ შეგვიშვეს შიგნით. რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, მუშები და რესტავრატორები, რომლებიც გარეთ, ხის ჩრდილში ისხდნენ და ელოდებოდნენ ბრძანებას თუ გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა მუშაობა.“

ბაგრატის ტაძრის ინტენსიური რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო, რამაც მაშინვე გამოიწვია საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია. რესტავრაციის  პროექტის ავტორმა, აწ განსვენებულმა ვანო გრემელაშვილმა სამი წლის წინ პარლამენტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ  ძეგლის რესტავრაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო, მანამდე კი ბაგრატის ტაძარი მხოლოდ ნანგრევების სახით არსებობდა.
კონსერვაცია და არა რესტავრაცია, აშენება შეცდომაა! რატომ არ აშენებენ პართენონს? რატომ არ ასრულებენ კოლიზეუმს?..

„მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იქ არც ერთი სვეტი არ იდგა. ეს ყველაფერი 30-40 წლის წინაა აღმართული ბატონ ვახტანგ ცინცაძის მიერ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩავიდა და რომელმაც მთელი 50 წელი მიუძღვნა ამ საქმიანობას. ემსახურა თავდადებით, უმაღლესი პროფესიონალიზმით. მოქმედებდა ქართული რესტავრაციის სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩუბინაშვილის მხარდაჭერით. რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობდა მძაფრი კამათისა და შეხლა-შემოხლის ფონზე.“

კამათმა და შეხლა-შემოხლამ ახალი ძალით ორი-სამი დღის წინ იფეთქა, როცა იუნესკომ ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა:

"უკიდურესად შეწუხებულები აღვნიშნავთ, რომ ბაგრატის რეკუნსტრუქცია უკვე სერიოზულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელზეც კომიტეტმა 34-ე სესიაზე უარი განაცხადა. რეკონსტრუქციისას რკინა-ბეტონი, გუმბათი და  გამოყენებული ქვები თითქმის მთლიანად ფარავს ორიგინალურ და ავთენტურ ქვისწყობას.ძლიერ განვიცდით, რომ ქვათა ორიგინალური წყობა რეკონსტრუქციამდე მხედველობაში გათვალისწინებული არ იყო. ინტერვენციის შეუქცევადი ხასიათის გამო ამის გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. ვწუხვართ, რომ ბაგრატის კათედრალის დაცვა ვერ მოვახერხეთ."

იუნესკოს 36-ე სესიის დასკვნაში გამოთქმული ეს მოსაზრება სრულად გაიზიარა ქართველი ხელოვნებათმოცოდნეების ნაწილმა, მათ შორის პროფესორმა გოგი ხოშტარიამ:
გოგი ხოშტარიაგოგი ხოშტარია
x
გოგი ხოშტარია
გოგი ხოშტარია

„კონსერვაცია და არა რესტავრაცია, აშენება შეცდომაა! რატომ არ აშენებენ პართენონს? რატომ არ ასრულებენ კოლიზეუმს?“

გოგი ხოშტარიას ამ შეკითხვის პასუხად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკა ვაჩეიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ამგვარი შედარება არაკორექტულია იმის გამო, რომ ბაგრატის სახით საუბარია ცოცხალი რელიგიის ცოცხალ კათედრალზე. ნიკა ვაჩეიშვილმა ასევე არ გამორიცხა ტაძრის არასაკრალურ ნაწილში აშენებული ლიფტის მოშლა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ, მთლიანობაში, დარწმუნებულია, რომ მოხერხდება ყველა გაუგებრობის აღმოფხვრა და ტაძრის რესტავრაციის დასრულება მოახლოებულ არჩევნებამდე:

„ფაქტიურად, შემაბრკოლებელი გარემოება მეთოდოლოგიური, ძეგლთა დაცვითი, სიძველეთმცოდნეობითი თვალსაზრისით არ არსებობს. ვადებს რაც შეეხება, მოსწრებადია სექტემბრამდე, ოქტომბრამდე, თუნდაც საარჩევნოდ, რადგანაც ბაგრატი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო  და სულ რომ არ დავუკავშიროთ საარჩევნო პროცესს და პოლიტიკურ ციებ-ცხელებებს, მისი დამთავრება თითოეული ქართველისთვის იქნება დიდი პატივი.“

ამასთან,  ნიკა ვაჩეიშვილი იმედოვნებს, რომ, რესტავრაცია-აღდგენის შედეგად, ბაგრატის ტაძარი არ დაკარგავს 1994 წელს  იუნესკოს მიერ მინიჭებულ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სტატუსს, რომლის მოხსნა-არმოხსნის საკითხი 24 ივნისს პეტერბურგში დანიშნულ იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დიდოსკრახი საიდან გვწერთ: ოსკრახებით დაჯილდოვების ცერემონიიდან
21.06.2012 09:27
არსებობს, სტადიონი, სტადიონები, რომლებიც შუშის უზარმაზარი მოძრავი კონსტრუქციებით ავტომატურად იხურება და იხსნება ამინდის შესაბამისად.

მგალითად შალკე 04-ის სტადიონი გელსენკირხენში.

ყველაზე კარგი იქნებოდა ასეთი მოძრავი შუშის დიდი კონსტრუქციის შექმნა რომელიც ამინდების და სეზონების მიხედვით გაიხსნებოდა და დაიხურებოდა.

ასეთ ნაგებობაში მღვდელთმსახურებაც შესაძლებელი იქნებოდა და მთლიანად ნანგრევის ხელუხლებლად დაცვა/შენარჩუნებაც.

თუ მანიცდამაინც დასრულებულის ნახვა სურდათ გაეკეთებინათ იქვე 3 D განზომილების კომპიუტერული, ირეალური მოდელი.

მაგრამ, შეორნ სტოუნთან ჩასახუტელად და გეი ახალგაზრდობასთან საღრიალოდ ვიღა მოიცლის მერე?

ავტორი: ვოლტერეიშვილი
20.06.2012 20:58
რა ალიაქოთი ატეხეთ,რა მოხდა! ფრანგმა უნიფხვო სანკიულოტმა დემოკრატებმა დედა უტირეს რასაც და ვისაც მისწვდნენ. არბიეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი;პირველი გოთური ტაძარი სენ დენი. სულ გადარიეს ვიქტორ ჰიუგო და პროსპერ მერიმე! ხოდა ადამიანების თანასწორობა და თავისუფლება თუა საბჭოთა დემოკრატებსაც ხომ უნდა ჰქონდეთ მასეთი რამის ჩადენის უფლება? ხოდა ჩადიან. პროგრესია ეს, რით ვეღარ გეიგეთ!

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 20:56
თქვენ არ გინახავთ, როგორც ჩანს, როგორ კეთდება ესეთი რამეები ევროპაში. დაავალებენ მაგალითად ერთ-ერთ გერმანულ ბანკს რომელიმე ამისთანა ძეგლის რეკონსტრუქციას, მერე კიდე განთავსდება ამ აღმშენებელი ბანკის ფილიალი. რა მოხდება ამფრათ რო ვქნათ ქუთეისშიც ?

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 19:18
ცოცხალი რელიგია მის კონიუნქტურულ მიკავშირეებთან ერთად მისი წინამორბედი მართლმადიდებლობის ნაშთს თუ არ მოსპოს კარგი იქნება ძალიან. განა გამორიცხულია რომ ბაგრატის ტაძარში ელოცოს დავით აღმაშენებელს და რომელი თანამედროვე ქართველია ნეტა მასზე უფრო ცოცხალი. ლიფტს არ უყენებენ საკმაოდ ცოცხალი რელიგიის ეკლესიებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და კიოლნის ტაძარს,არც კიჟის ეკლესიებს სხვათა შორის. სიის გაგრძელება შეიძლება და თუ ბატონი ვაჩეიშვილი შემეხვეწება მივართმევ. ისე ცნობისთვის წარმართობაც არ მომკვდარა. არსებობს ნეოწარმართობის ნაირ-ნაირი ფორმა,მათ შორის საკუთარი ეგოს თაყვანისცემა და სიამაყე საკუთარი უცნაურობებით,რაც მაგალითად გეი თუ ჰაი პარადების გამრავლებაშიც გამოიხატება. ასე პართენონსაც ეყოლება მლოცველები და პალეოლითის ფალოსის თუ ინდური <შაკტის კერპებსაც. ამას წინ რომის პაპს სადღაც გიგანტური ფალოსი დაახვედრეს. გეყოფა პირჯვრის წერა ეხლა ამას ურახუნე თავიო.

ყველაზე პოპულარული