კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:37

საზოგადოება / საქართველო

დროებით შეჩერებული რესტავრაცია - დარჩება თუ არა ლიფტი ბაგრატის ტაძარში

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდება,  - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა 18 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ტაძარში საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად მიმდინარეობდა და ამ პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. ამ ორ ფაქტს კი წინ იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) კომიტეტის დასკვნა უძღოდა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ჩატარებული სამუშაოების გამო ბაგრატის ტაძარმა დაკარგა თავისი ავთენტურობა, რის გამოც ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იყო შეყვანილი.

”მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდებოდა და კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად. აი, ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში”, განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს, 17 ივნისს, და აღნიშნა,რომ საპატრიარქო უახლოეს მომავალში  შეხვედრებს გამართავს როგორც  "იუნესკოს" წარმომადგენლებთან, ისე მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ და ამ პროცესში  აქტიურად ჩაერთვება  საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური კომისიაც.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ამ განცხადებამდე ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს - კონკრეტულად კი ტაძრის საერო ნაწილში მინის კონსტუქციისა და ლიფტის დამატებას -სამოქალაქო საზოგადოებაც აპროტესტებდა, თუმცა ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძარში სამუშაოების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება სწორედ ილია მეორის საკვირაო ქადაგების შემდეგ მიიღო. გადაწყდა, რომ მეათე საუკუნის უნიკალური ტაძრის რეაბილიტაციის პროექტს  საპატრიარქოსთან არსებულ კომისიასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბაგრატის აღდგენა დღეს პროფესიონალების მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. დაძლეულია თავდაპირველი დილემაც:

ლიფტიც ჩვენი გადასაწყვეტია. გნებავთ - გავაკეთოთ,  გნებავთ - ნუ გავაკეთებთ, მაგრამ ლიფტის მაგალითები სხვაგანაც არსებობს მართლმადიდებლურ ნაგებობებში ...

”დაგვეტოვებინა ნანგრევად, აღგვედგინა სრულიად თანამედროვე ფორმებით თუ  ეს ყოფილიყო სიძველის გამომზეურებაზე დაფუძნებული ეკლესიის ფუნქციონირების მთავარი პოსტულატი. ეს ამოცანა წარმატებით დავძლიეთ. დღეს სამუშაოების შეჩერება საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ ყველასთან თავიდან დავაზუსტოთ დეტალები და როცა დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა და ამის იმედი მაქვს, სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.”

ვაჩეიშვილი შენიშნავს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია  არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტის მიხედვით გაგრძელდება. ეს ის პროექტია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების დაწყების დროს, 2009 წელს,  საპატრიარქომაც მოიწონა, თუმცა ის არ ითვალისწინებდა ლიფტის მიშენებას, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. დღეს ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ პროექტის ზოგიერთი კომპონენტის მიზანშეწონილობა  შეიძლება ხელახლა გადაიხედოს:

”ლიფტიც ჩვენი გადასაწყვეტია. გნებავთ - გავაკეთოთ,  გნებავთ - ნუ გავაკეთებთ, მაგრამ ლიფტის მაგალითები სხვაგანაც არსებობს მართლმადიდებლურ ნაგებობებში. აქ ლიფტის გაკეთება არასდროს იგეგმებოდა. ლიფტი მონტაჟდება საერო შენობაში, რომელიც არის დამოუკიდებელი ბაგრატის ტაძრისგან. ის არ არის ტაძრის საკრალურ სივრცეში, ის არის კიბის შუალედში მოქცეული, იმისათვის რომ ხანდაზმულ ადამიანებს გაუადვილდეთ მესამე სართულზე ასვლა. თუ ეს არ უნდა საზოგადოებას და ურჩევნია მესამე სართულზე იაროს კიბით, შეიძლება შევცვალოთ და ლიფტზე ვთქვათ უარი და ეს იდეა გვერდზე გადავდოთ.”

უკვე არსებობს იუნესკოს კომიტეტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ რეკონსტრუქციის დროს არ გამოიყენეს ბაგრატის ტაძრის ძველი, ჩამოცვენილი ქვების უმრავლესობა, რომელთა რაოდენობა სულ 400 იყო, რომ ტაძრის ავთენტურობა დარღვეულია და ახალი გუმბათი მთლიანად ფარავს ორიგინალურ, თავდაპირველ ქვისწყობას. შესაბამისად, მან ის ფასეულობა,რის გამოც  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო შეყვანილი, უკვე დაკარგა და იუნესკოს კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებს. ნიკა ვაჩეიშვილი კი იუნესკოში  არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით,  ეს არის საეკლესიო ნანგრევის ამ სახით აღდგენის პირველი პრეცედენტი:

”შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ ცოცხალი ქალაქის, ცოცხალი რელიგიის კათედრალური ტაძარი დანგრეული არსებობდეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა და მისი აღდგენის ეს მეთოდი გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაგრამ ეს არის ბაგრატის ტაძრის ხვედრი, რომ მან პირველმა დაანახვოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ არსებობს ალტერნატიული გზა სიძველის დაცვის და საეკლესიო მსახურების აღდგენის.”

როცა ტაძრის ძველ სტრუქტურაში შედის ამდენი სიახლე, ის, ცხადია, კარგავს თავის ავთენტურობას, თავის განსაკუთრებულობას, ღირებულებას და არის უკვე 21-ე საუკუნის ნაგებობა ...

საქართველოს ”იკომოსის” წევრის, ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილისათვის,  რომელიც ერთ-ერთია, ვინც ბაგრატის ტაძრის კონსერვაციის მომხრე იყო, რაც დღემდე შემორჩენილი ნანგრევების გამაგრებას ნიშნავს, ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღება  სახელმწიფოს პრესტიჟის დაქვეითების ტოლფასია.

მისთვის, როგორც ხელოვნებათმცოდნისათვის, ბაგრატის ტაძარი 2009 წელს დაიღუპა, როდესაც მთლიანი აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, მივიღეთ 21-ე საუკუნის ტაძარი, ახალი სამება:

”როცა ტაძრის ძველ სტრუქტურაში შედის ამდენი სიახლე, ის, ცხადია, კარგავს თავის ავთენტურობას, თავის განსაკუთრებულობას, ღირებულებას და არის უკვე 21-ე საუკუნის ნაგებობა. ამის განხორციელება ჩვენ მოგვცემს სამების ახალ ტაძარს, რისი აშენებაც წარმატებულად შეეძლოთ სადმე ბაგრატის გვერდით. დღეს უკვე განახლებულ ბაგრატს სულ სხვა სახე აქვს, იმდენი ბეტონია ჩასხმული, იმდენი ახალი ქვითაა მოპირკეთებული, ამის მოხსნაც კი შეუძლებელია და ერთადერთი გზა მისი დასრულებაა. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ლიფტი მოაშორონ.”

ბაგრატის ტაძარი ჩვენთვის იგივეა, რაც ევროპელებისათვის კიოლნის ტაძარი ან ნოტრ-დამი, ან შარტრი. ეს ტაძრები თავის დროზე დანგრეული იყო, მაგრამ დღეს ყველა აღდგენილია ...

ოშკის და ხანძთის ეკლესიების გარდა, ამბობს ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი, არც ერთ ქართულ  ეკლესიას აღარ აქვს ძველი ავთენტური გუმბათი. ყველა რესტავრირებულია. ასე ხელახლაა აშენებული არაერთი დიდი ტაძარი ევროპაშიც. მისი აზრით, თუ არ ჩავთვლით ბაგრატის თანამედროვე ნაწილს (ლიფტსა და მინის კონსტრუქციას), იმ პროექტს, რომლითაც ტაძრის ძირითადი ნაწილის რესტავრაცია მიმდინარეობს, დასაწუნი არაფერი აქვს:

”ბაგრატის ტაძარი ჩვენთვის იგივეა, რაც ევროპელებისათვის კიოლნის ტაძარი ან ნოტრ-დამი, ან შარტრი. ეს ტაძრები თავის დროზე დანგრეული იყო, მაგრამ დღეს ყველა აღდგენილია. ანუ აღდგენაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, აღდგენა არ უნდა განხორციელდეს მეცნიერული დასკვნის და კვლევის გარეშე და ეს კვლევა კი,  რაც ბაგრატს ეხება, ჩატარებულია. ეს, ცხადია, არ ეხება ლიფტს, რომელიც არც მე მომწონს.”

გია ჭანიშვილი განმარტავს, რომ პირველად ბაგრატის ტაძარი, რომელიც ჯერ მე-17, შემდეგ კი მე-18 საუკუნის ბოლოს  დაინგრა, პირველად 1930-იან წლებში გაამაგრეს. კონკრეტულად კი საუბარია ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე.  40-იან წლებში გაამაგრეს სამხრეთი კედელიც. ძირითადი რესტავრაცია კი 1950-იანი წლებიდან ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. სწორედ მისი აღდგენილი ტაძარი, მაშინდელი მდგომარეობით შევიდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში  - 1994 წელს.

რაც შეეხება ბაგრატის ტაძრისათვის  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს, იუნესკოს კომიტეტის სხდომა 24 ივნისს პეტერბურგშია დაგეგმილი. მასში  ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას და, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართული მხარე თავის არგუმენტებს წარადგენს. სწორედ იქ გაირკვევა, ამოიღებენ თუ არა ბაგრატის ტაძარს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: vazari
29.06.2012 10:42
სამ სართულს რად უნდა ლიფტი? თუ ვინმე ზრუნავს მორწმუნეებზე და მათ სულიერ სიმშვიდეზე, სჯობია სკამები შეიტანონ ეკლესიაში, ადამიანი რო ჩამოჯდეს და წყნარად იფიქროს თავის პრობლემებზე....

ავტორი: vazari საიდან გვწერთ: italia
28.06.2012 19:25
კიდევ კარგი,რომ ვენერა მილოსელის ქანდაკება ჩვენ არ აღმოვაჩინეთ, თორემ ხელებსაც მივაწებებდით და ,,ტუფლებსაც" ჩავაცმევდით! ბაგრატის ტაძარი რო ხელოვნების შედევრია,მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია ,,მორწმუნეები" შევყაროთ შიგ და მართლმადიდებლობა ვადიდოთ! (ქართული მართლმადიდებლობა ყველაზე მართლმადიდებლურია!)

ავტორი: ანონიმი
28.06.2012 18:02
ასეთია მოდერნიზაცია. ეხლა მეტრო უნდა შეიყვანონ.

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 11:50
თუ კიდევ გაახურებენ ეგ ოხერი ისკუსტვოვედები იუნესკოს თანხმობით კიდევ ოთხ ლიფტს დაუმატებენ.და რაც დარჩა გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისგან ასევე იუნესკოს თანხმობით იმასაც დაწვავენ.

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
25.06.2012 22:30
ბაბუაჩემი ამბობდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მაგ ადგილი ბაგრატი კი არა ნაბაგრატევიაო. მანდ, უწინ ქვების დიდი გროვა ეყარა-თურმე.

მახსოვს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ქუთაისში ხუმრობდნენ: იმედია, კომუნიზმის აშენებამდე ამ ბაგრატის აშენებას მოვესწრებითო. ასე რომ, ბაგრატის გადახურვა იყო ხალხში არსებული სურვილი, რახან თვითონ ქუთაისს თავს ადგას ასე მნიშვნელოვანი ეპოქის სიმბოლოდ ქცეული ძეგლი, როგორმე თვალშესადგამი გაეხადათ იგი ჩვეულებრივ ადამიანთათვისაც.

ავტორი: ანონიმი
25.06.2012 19:31
ბრავო, ლევან მესხი! მეც თქვენსავით ვფიქრობ. საერთოდ, რატომ აღადგინეს ისიც, რაც თავის დროზე აღადგინეს.

ავტორი: ირაკლი24 საიდან გვწერთ: თბილისი
23.06.2012 17:41
არის თამამი, რეფორმატორული იდეა, რომელიც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ათქმევინებს, რომ ძალიან მაგრები ვართ: – ავიდეთ ლიფტით, დავეშვათ პარაშუტით!

ავტორი: ანონიმი
21.06.2012 21:50
საქართველოსაგან თუ ბაგრატის ტაძარში დამონტაჟებული ლიფტი დარჩება ძალიან კარგი იქნება! მოისვენებს მთელი მსოფლიო დემოკრატია!

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 21:45
თუ ვინმეს წაკითხული აქვს სულხან საბას და სხვა ქართული ენის ლექსიკონები იმან იცის რომ ქართულში იყო სიტყვები მეძავი ანუ მდედრობითი სქესის კახპა და მსიძავი ანუ მამრობითი სქესის კახპა. მაგრამ რა არის პერესტროიკა? თუ გეცვათ კაბა თუ შარვალი და საცვლები ახლა ტიტველმა უნდა ირბინოთ თუ გეუბებოდნენ არ კლათ;არ იმრუშოთ და არ იქურდოთო ეხლა უნდა გითხრან მოკალით,იქურდეთ და იმრუშეთ და სრულყოფილი დემოკრატები იქნებითო. ხოდა ასეა რა... ბაგრატის ტაძარს კი ერთი ლიფტი არ ეყოფა. ყველა კუთხეში უნდა იდგეს ორ-ორი(ერთი რომ გაფუჭდება ხოლმე მეორეთი ავლენ) და სხვა და საერთოდ ეკლესიების და რაღაც ნანგრევების მაგივრად უნდა იყოს სანიმუშო დემოკრატების დისკოთეკები! თუ ჯერ არაა ნანგრევები ჯერ ნანგრევები უნდა გაკეთდეს და მერე დისკოთეკები.

ავტორი: გამახს-ენდ-ა საიდან გვწერთ: ლაზიკისტანიდან
20.06.2012 15:10
ავტორი: ლევან მესხი საიდან გვწერთ: მიკონოს
19.06.2012 21:5-პარტიული კრებაა? მომწონს არ მომწონს!შეიძლება მოსწონდეს 1000000-ს და არ იყოს ჭეშმარიტება. უმრავლესობით აპელირება ძალიან ბოლშევიკურია-იმათ არ მოსწონდათ და დაანგრიეს...ამათ სძულთ და (სხვა დროა) მოდერნიზებულად "რესტავრაციას უტარებენ"... მწერალ კოროლენკოს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ექიმების კომისია გაუგზავნა "მზრუნველმა" "ამხანაგმა"ლენინმა-კოროლენკო რამდენიმე დღეში "გარდაიცვალა"...ასე "ზრუნავენ" ეკლესიებზეც

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
20.06.2012 15:01
ცოტა ხნის უკან არ იყო ერთი წივილკივილი რომ იყო გამართული, არიქა აფხაზებს და რუსებს ქართული სიძველეების გადაკეთება უნდათო,ახლა ხომ გავხდით დასაცინი აფხაზების როცა ჩვენივე ხელით ჩვენს სიძველეებს ვსპობთ,რატომ უნდა დავემორჩილოთ ყველაფერში პატრიარქის მოწოდებას რას მოგვცემს ეს?მაგრამ სინამდვილეში პირად ცხოვრებაში არავინაც არ ითვალისწინებს მის ქადაგებებს,ისევ იცვამენ ქალები მოკლე კაბებს, ისევ მრუშობენ,ისევ არღვევენ 10 მცნებას ქართველები.არავის არ აინტერესებს მისი ქადაგება პირადად,აი საზოგადოდ კი ეთანხმებიან ტაშს უკრავენ და ერთმანეთს თვალში ნაცარს აყრიან და რა რწმენაზეა აქ ლაპარაკი.ბაგრატის ტაძრის აღდგენაც საზოგადო საქმე იყო ისეთი პირადად რომ არავის შეეხებოდა და ამიტომაც არავის არ აინტერესებდა აღადგენდნენ თუ არ აღადგენდნენ.პატრიარქმა თქვა აღვადგინოთო და ყველა დაეთანხმა ხელისუფლებამაც გამოიყენა ეს სათავისოდ,მაგრამ ახლა ვნახოთ, პატრიარქი რომ ამბობს არავინ არ უნდა იმრუშოსო "ეს კაცსაც შეეხება და ქალსაც"რატომ მრუშობენ მაშინ,ანდა რომ ამბობს ვინც მდიდარია ღარიბს ხელი გაუწოდოსო,რეალურად ამას ვინ აკეთებს ვინ აძლევს მაგალითად თავისი შემოსავლის ნახევარს სხვას არავინ,და არც არავის არ აინტერესებს პატრიარქი რეალურად და მისი მოწოდებები.ამიტომაც მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში თვითონ ხალხია რომელიც არის ფეხებზე მკიდია,სიაფანტი,შეზღუდული და ამორალური,"გამონაკლისებს არ ვგულისხმობ".

ავტორი: ლევან მესხი საიდან გვწერთ: მიკონოს
19.06.2012 21:55
კარგი იქნებოდა კომენტარებზე "მომწონს" 'არ მომწონს" ღილაკი დაგემატებინათ. იმდენი კარგი კომენტარი ვნახე (ამ შემთხვევაში), რომ სურვილი მაქვს ჩემი ეს პოზიცია გამოვხატო. რა თქმა უნდა საპირისპირო შემთხვევაშიც.

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 18:10
წარმოუდგენელი ბოროტებაა, მიშა, მთელი ნაცმოძრაობა და ქუთაისის მიტროპოლიტი კალისტარტე ერთად არიან პასუხისმგებლები ამ სიმახინჯესა და ბარბაროსობაში!!!! ეს კალისტრატე სუფთა ის მასტია რა, დათა თუთაშხიაში ”კაშკა” რომ არის კორუმპირებული მღვდელი, ქაში რო ევასება მაგრა და მერე სიხარბის გამო ცოცხლად რომ ჩაიმარხება კრუპეულით სავსე კასრში. მიშასაც და მის ამფსონებსაც მალე მოეკითხებათ ასეთი გრანდიოზული ტაძრის ხელყოფა!

ავტორი: ლევან მესკჰი საიდან გვწერთ: მიკონოს
19.06.2012 14:22
თუკი ლაპარაკია ტაძრის "ავთენტური" სახის შენარჩუნებაზე, მაშინ, მასში არც ელექტრო დენი არ უნდა შეიყვანონ. არ უნდა შეიტანონ თანამედროვეობის არანაირი ნიმუში: ეხლა შექმნილი ხატები (რომლებიც უფრო ხშირად, რაღაც კარიკატურურებს უფრო გავს, ვიდრე კანონიკურ ხატებს). არც სასანთლეები და რავიცი კიდევ რა.
მაგრამ ჩემი აზრით საქმე სხვანაირად უნდა იდგეს. ყველა ის კომუნიკაცია რომელიც დღეს აადვილებს ჩვენ ყოფას და არსებიბს ამის რესურსი რომ ისინი არსებობდნენ, უნდა იყოს დამონტაჟებული. ეს იქნება: ელექტრო დენი, გათბობა, კონდიციონერი თუ ლიფტი. მაგალითად, ანჩისხატის ტაძარში მახსოვს 80-90-იან წლებში გათბობის სისტემა იყო დამონტაჯებული და ის ჯერ კიდევ ზამთარში ტაძარს ათბობდა. (ეხლა არც კი ვიცი იქ რა ხდება. უბრალოდ მას შემდეგ მე იქ არც ვყოფილვარ).
ესე იგი გარკვეული კომუნიკაციები საჭიროა რომ არსებობდეს საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში. საჭიროა არსებობდეს მოწყობილობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ და ეტლით გადაადგილდებიან.
ასე რომ, ჩემი აზრით ლიფტის იქ ყოფნა არ წარმოადგენს არანაირ სასიშროებას. პირიქით, ბევრ ადამიანს გაუადვილებს გადაადგილების საშუალებას.

ავტორი: ჟორიე საიდან გვწერთ: ქუთეისიდან
19.06.2012 14:16
ავტორი: ანონიმი
19.06.2012 12:10-თქვენის ნებართვით ვაგრძელებ შემოთავაზებულ თემას: უცხოელებისათვის (ჩვენი სამთავრობო ისტებლიშმენტისათვისაც) მოსაწყენი რომ არ იყოს წირვა-ლოცვის პროცესი, გადავაკეთოთ იგი მიუზიკლად, ელექტრონული მუსიკის თანხლებით, დავამაგროთ ნიკელის მილი (ტრუბა)საკურთხეველის წინ და მოვიწვიოთ სტრიპტიზიორები,(მენეჯერი არ გვინდა-თქვა ვერა ქობალია გვყავს) ზიარების ნაცვლად ჩავატაროთ ქართული ღვინოების დეგუსტაცია.მღვდელიც არ გვინდა გოკა გაბაშვილი და ნუგზარ წიკლაურიც გვეყოფიან თქვა..-ქადაგების დღეებში მიშა ჩამოვა და ტურიზმის სიკეთეზე და ყვითელ სიმინდზე იქადაგებს თქვა ხომ არ გამომრჩა რაიმე...ბოშო თქვა, ჰო სანთლებისა და ბილეთების გამყიდველად ბუდკაში ხათუნა გოგორიშვილი ხვარ დაგვესვა თქვა...

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 12:10
ქართველები უფრო ჰუმანურები არიან ვიდრე ფრანგები! საზიზღარი ჩინოვნიკები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მნახველებს სახურავზე ატარებენ უსასრულო ციცაბო ვიწრო კიბეებზე. არ ფიქრობენ იმაზე რომ ადამიანს ინფარქტი შეიძლება დაემართოს. მეორეს მხრივ კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა წნევას შველის. ამიტომ გულით სუსტები არ ადიან და წნევიანები კი. აბა ისე როგორ ნახავენ ზევით სიმპატიურ მონსტრებს. ქართველები კი ჰუმანურები არიან. კი. მაგრამ მაგ აღდგენილ ტაძარს იმდენი მნახველი მიაწყდება რომ ერთი ლიფტი ვერ აიტანს და გაფუჭდება. ამიტომ მინიმუმ ოთხი ლიფტია საჭირო აბა ფრანგებივით მხეცები ხო არ იქნებით.მერე ეგ პრაქტიკა გავრცელდება და ევროპის კათედრალებისთვის ლიფტებს ბატონ ვაჩეიშვილს (მგონი ვაჩეიშვილია მანდ ძეგლების ქვეუსტაბაში) დაუკვეთავენ. დამატებითი შემოსავალიც გაჩნდება.

ავტორი: ირაკლი 24 საიდან გვწერთ: თბილისი
19.06.2012 11:20
საპატრიარქომ ძალზედ გვიან გამოხატა თავისი პოზიცია ანუ უკვე გადაბრუნებულ ურემზე ატეხა ვაი–ვიში –არიქა, გადაბრუნდაო! მიკვირს, რომ საერთოდ თქვა თავისი სათქმელი ასე ხმამაღლა!

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 00:18
ეს რადიო იქცა სიძულვილის ფრქვევის დამატებით საშუალებად. ზოგის აზრით ეს შეიძლება ხელს უწყობდეს ვითარების განმუხტვას ვინაიდან შორიდან შეგინება ნაკლებად დამანგრეველი ჩანს(განსაკუთრებით სასიამოვნოა პატრიარქის გინება, საკუთარი თავით სიამაყეს აძლიერებს) მაგრამ იცით,ეს აძლიერებს ნევროზს რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არანაკლებ დამანგრეველია.

ავტორი: ვინმე საიდან გვწერთ: გერმანიიდან
18.06.2012 23:39
ჰო, სამწუხაროა, რომ ამხანაგ პატრიარქის „სიტყვას“ ასეთი წონა აქვს საქართველოში, ისტორიული ძეგლები მაფია „ეკლესიის“ ბაითად აქცია „მორწმუნე“ საზოგადოებამ და ედუარდ დამანგრევლისა და ჯაბა ბარაბას მეხოტბე პატრიარქი „საყვარელ“ კერპად გაიხადა ბრბომ

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.06.2012 23:24
თუ მართლა ილია II ის ბრძანების შედეგად შეჩერდა ტაძრის მშენებლობა, ...კარგით რა...
რატომ აწუხებს პატრიარქს ნეტა საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს აღდგენა? ასეთი მკვეთრი რეაქცია ნეტა აფხაზეთში გადაღებილ-გადაკეთებულ ტაძრებზე მოეხდინა.
როდის მოხდება და შეჩერდება ამ ეკლესიის ყველა საქმეში ჩარევა, ირანიზაცია გვინდა? მესმის არჩევნებია, ეკლესიას რატომღაც დიდი რეიტინგი აქვს, თანაც პატრიარქი რუსების და ოცნებისტების დიდი გულშემატკივარია და მასთან თვალსაჩინო დაპირისპირება არც ისე ხელსაყრელია, მაგრამ რ ო დ ე მ დ ე? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უმსგავსობა.
საპატრიარქოს მეშვეობით ღვივდება პროვოკაცია დავით გარეჯთან დაკავშირებით, საპატრირქოს მეშვეობით შეჩერდა თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მოლაპარაკების საკითხი, პატრიარქი გვარიგებს ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ ოჯახში, ვის დავბანოთ ფეხი და კისერი, როგორ სკოლაში ვატაროთ ბავშვები, რა კინო და თეატრი ვნახოთ. როდემდე?
ამაზე საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, მაგრამ არ გვყოფნის გამბედაობა ვთქვათ სიმართლე, მარხვისა და რიტუალების დონეზე დაყვანილი რწმენის მქონე "მორწმუნეებს".

ავტორი: ანონიმი
18.06.2012 22:30
ბაგრატის ტაძარი არ ვიცი მაგრამ ლიფტი მანდ თუ არა სხვაგან მაინც ნაღდად გადარჩება...

ავტორი: კ.მ.
18.06.2012 22:29
საპატრიარქოს ყოველთვის ჰქონდა პოზიცია, რომ ტაძარი უნდა აღდგეს. არ აინტერესებდათ კულტურული მემკვიდრეობა. ძეგლთა დაცვისათვის კი მთელი ეს საქმიანობა დიდი ხანია ბიზნესად არის ქცეული. ამ ბიზნესს ივანიშვილმა შეიწყო ხელი. ასე რომ გამოდის, - ძაღლი პატრონს ვერ ცნობს! აი, ასეა ჩვენი საქმე.
ამას სხვისი მონაყოლებით არ ვწერ. ზუსტად ასეა ეს ყველაფერი.

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილის
18.06.2012 20:25
საინტერესოა სად იყო საპარტიარქო და რატომ არ ამოიღო ხმა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ბაგრატის ტაზარი ხარაჩოებშია. ლიფტმა ააფორიაქა საზოგადოება მარტო? იყოს ეს ლიფტი ვის უშლის ხელს, ხანდაზმული პატრიარქისთვისაც უკეთესია მუხლები არ დაეღლება ასვლისას და ასევე კარგი იქნება იმ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, ვისაც ბაგრატის ტაძრის დეტალური ნახვა სურს. რაც შეეხება პარიზის ნოტრ დამს, ის მე–19 საუკუნეში აღადგინეს და საერთოდ შეუცვალეს სახე. სწორედ ამიტომ 21–ე საუკუნეში არსებობს უნესკო, რომელიც ეწინააღმდეგება მეინსტრიმულ ცვლილებს და ცდილობს ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი. ძალიან სამჭუხაროა რაც ბაგრატის ტაძარს დამართეს და კიდევ უფრო სამწუხარო საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე:(.

ავტორი: გარემარბი
18.06.2012 18:38
სხვას რომ თავი დავანებოთ, რადიო თავისუფლებამ არაერთი მასალა გამოაქვეყნა, სადაც ყველა სპეციალისტი და საქმეში ჩახედული ადამიანი ამ ე. წ. რესტავრაციის მავნებლობაზე და ტაძრის ავთენტურობის დაკარგვის გარდაუვალ საფრთხეზე ლაპარაკობდა. რატომ არ შეიბერტყა აქამდე ყური ე. წ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ?! ყურადღება მიაქციეთ, რომ არც იუნესკოს დასკვნა და დაცული ძეგლების სიიდან ამოღება ყოფილა ამ რეგვენების რეაქციის ღირსი. მხოლოდ პატრიარქის სიტყვების შემდეგ დაგვდეს პატივი და გეგმის დეტალებს გაგვაცნობენ, თურმე. რაღა დროს დეტალების გაცნობაა?! იუნესკოს სიიდან იმიტომ ამოიღეს ეს ძეგლი, რომ მიყენებული ზიანის გამოსწორება შეუძლებელია!
ეხლა დაუწვნენ საპატრიარქოს და დაიწყონ კუდის ქიცინი, აბა ამ გაგანია საარჩევნო წელს პატრიარქის განაწყენებას რომელი ერთგული პარტ-მუშაკი გაბედავს...

ავტორი: ანონიმი
18.06.2012 18:01
აუაზრებელი რესტავრაციით გამოწვეული კამათით გართული ქართული საზოგადოების უყურადღებობით ისარგებლეს პოსტაფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქე მოძმე დემოკრატებმა და მოსპეს ბაგრატის პორტრეტი. მანამდე ბევრად ადრე კი იწერებოდა რომ მოსპეს ბაგრატის საფლავი საიდანაც რაღაც ძვლები ბაღნებმა სადღაც გადაყარესო... ასე რომ დემოკრატიული საქართველოსგან მალე დემოკრატია დარჩება. მაგათ ხელში ი ტო ხლებ...

ყველაზე პოპულარული