კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:13

საზოგადოება / საქართველო

ბაგრატის რესტავრაციის დაგვიანებული პრეზენტაცია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომლის განხორციელება დასრულების ფაზაშია შესული, საზოგადოებას მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ წარუდგინა. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა იტალიერმა რესტავრატორმა ანდრეა ბრუნომ, იუნესკოს მნიშვნელოვანი პროექტების ავტორმა და კონსულტანტმა, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ რესტავრაციის შედეგად ტაძარი არ დაკარგავს ავთენტურობას და, შესაბამისად, არც იუნესკო ამოიღებს მას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებისა და იტალიელი სპეციალისტის ამგვარ ოპტიმიზმს ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი არ იზიარებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია ბაგრატის ტაძრის ინტენსიური რესტავრაციის დაწყებიდან სამი წლის თავზე გამართა. მინისტრმა ნიკა რურუამ პროექტი საზოგადოებას არაკომპეტენტური მოსაზრებებისა და დეზინფორმაციის გაბათილების მიზნით გააცნო:

იუნესკოს კრიტერიუმების სრული თანმხვედრია ის, რაც ახლა ბაგრატის ტაძარში ხდება. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია ...

„ბუნებრივია, ასეთ პროექტებს ყოველთვის თან სდევს ათასნაირი მითქმა-მოთქმა, ათასნაირი ჭორი. ხშირ შემთხვევაში, დესტრუქციული ქმედებებიც, იმიტომ რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ ნებისმიერი მიზეზით საქართველოში განხეთქილება ჩამოაგდონ, მოახდინონ ნებისმიერი თემის პოლიტიზება და ნებისმიერი საგანი იქცეს დავის და შუღლის წინაპირობად.“

არადა, რესტავრაციის პროექტი, როგორც ნიკა რურუა ამტკიცებს, უთანხმოებისა და შუღლის არანაირ საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, პროექტი დასაბუთებულ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას, რომელიც შეეხება რესტავრაციის მეთოდოლოგიას, საერთაშორისო სტანდარტს, დიზაინსა და საეკლესიო ფუნქციის აღდგენას. ნიკა ვაჩეიშვილიც - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი - ამბობს, რომ ბაგრატის რესტავრაციის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს:

„იუნესკოს ცნობილი ექსპერტი ესწრება ამ ჩვენს ჯანსაღ დებატებს. იუნესკოს კრიტერიუმების სრული თანმხვედრია ის, რაც ახლა ბაგრატის ტაძარში ხდება. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია. იუნესკოს ექსპერტები თვითონ დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეს რეალური ვითარება შეფასდეს სათანადოდ, ანუ ობიექტურად, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში და ყველა მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქართული საზოგადოება დამშვიდდეს, იმიტომ რომ ბაგრატის ტაძარში ყველაფერი კეთდება ძალიან კარგად.“

ბაგრატის ტაძარიბაგრატის ტაძარი
x
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი
ნიკა ვაჩეიშვილმა იუნესკოს ცნობილი ექსპერტი ახსენა. ლაპარაკია 81 წლის იტალიელ რესტავრატორზე, ანდრეა ბრუნოზე, რომელსაც აღიარება მოპოვებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი - მათ შორის, რივოლის ციხესიმაგრის - რესტავრაციისა და კონსერვაციის  პროექტით; სხვადასხვა დროს იყო იუნესკოს კონსულტანტი ბაჰრეინში, კვიპროსზე, ავღანეთსა და ეგვიპტეში; მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრემია. ანდრეა ბრუნოს თქმით, ბაგრატის რესტავრაცია კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული პროექტით, რომელიც გამორიცხავს ორიგინალისა და რესტავრირებული ნაწილების ერთმანეთში არევას:

„ბაგრატის კათედრალურ ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები, იმედი მაქვს, მალე დასრულდება და საშუალება გვექნება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნებისმიერი ახალი ელემენტი, ანუ რეკონსტრუქციის ნებისმერი ახალი ფაზა და ეტაპი,  თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ანუ გამოყოფილია ერთმანეთისგან ძველი, პირვანდელი და ახალი, დამატებული ნაწილები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმები სკრუპულოზურად დავიცავით, იუნესკომ წინასწარ დასკვნაში არ გაითვალისწინა ის. ამიტომ იუნესკოს ამ განაცხადს მე არ ვაღიარებ.“  

გუმბათის ზომა იციან ზუსტად? იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სანტიმეტრს? არავინ იცის, რამდენია ავთენტური! ...

თუმცა განაცხადი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი, არც გავრცელებულა. ლაპარაკია წინასწარ გაკეთებულ ნეგატიურ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, რესტავრაციის გამო ეჭვის ქვეშაა დაყენებული ძეგლის ავთენტურობა. რაც შეეხება ოფიციალურ დასკვნას, ის, სავარაუდოდ, გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში, იუნესკოს მორიგი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, თუმცა კომიტეტის შეკრებამდე ორი დღით ადრე ნიკა ვაჩეიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საინტერესოა, რას ემყარება მისი ამგვარი ოპტიმიზმი?

ნიკა ვაჩეიშვილი: „ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაში ავამოქმედეთ ძეგლთა დაცვაში არსებული ყველა  თანამედროვე  მიმართულება, - მათ შორის, ანასთილოზი (ნაწილებისგან აღდგენა) და კორექტული ჩარევა, - ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველა მაღალი რანგის კრიტერიუმი, რომელიც დღეს მოქმედებს მსოფლიოში, ბაგრატის ტაძარში ერთად იქნება წარმოჩენილი.“

თუმცა ნიკა ვაჩეიშვილის ამ პოზიციას არ იზიარებს ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი. გოგი ხოშტარიას ეჭვი ეპარება იმაში, რომ გუმბათის დადგმის შემდეგ მიღებული ტაძარი ბაგრატი იქნება.

„გუმბათის ზომა იციან ზუსტად? იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სანტიმეტრს? არავინ იცის, რამდენია ავთენტური! ცინცაძეს ჰქონდა დამთავრების გეგმა, მაგრამ უთხრეს, არა, გაჩერდიო. ამ ბატონს, იტალიიდან რომ ჩამოვიდა, მინდა ვკითხო, როდესაც ძველიდან დარჩება ერთი მეათედი, დანარჩენი კი ყველაფერი ახალი იქნება, ეს ბაგრატია?“, უთხრა გოგი ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
04.07.2012 09:45
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.06.2012 23:02
მივესალმები ტაძრის აღდგენის გაგრძელებას. მჯერა რომ მართლა კარგად გააკეთებენ.ხოშტარია დიდი ექსპერტი გამომივიდა. ვარაუდები კი არ დაასაბუთეთ ბატონო ეს ყველაფერი.-"ოკუპანტების ენაზე ნათქვამი ანდაზა ყველაზე კარგად ასახავს აგუნა მაtata-ს პოზიციას:"Дуракам закон не писан!

ავტორი: ბაგრატუნი
25.06.2012 16:07
ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ ხოშტარიასთან. წინარეკონსტრუქციისდროინდელი ბაგრატი იყო ბაგრატი, და თუ იყო, რატომ ? სანტიმეტრები იქაც ხომ იყო დარღვეული, თუ უწინდელი გადაცდენები არ თვლება ?

მე ის მიკვირს რატომ თავის დროზე არ გაუწიეს წინააღმდეგობა ამ ძეგლის იუნესკოს სიაში შეტანას ჩვენმა ხელოვნებათმცოდნეებმა.

ავტორი: ანონიმი
25.06.2012 11:32
ამ ბრუნოს რაღაც საეჭვოდ ძაან ჩაეხუტნენ, არამარტო ბაგრატში.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
24.06.2012 20:41
მეტად სადავო საკითხია. თუმცა საქართველოში ნაკლებია ისეთი ძეგლები რომლებიც აღდგენის გარეშე გადარჩებიან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც აღადგინეს უამრავი ძეგლი და მაგალითად დანგრეული ვარშავა.

ავტორი: ანონიმი
24.06.2012 00:26
დიდი ქართველი მეცნიერის, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უნამუსოდ და დაუნანებლად დაწვის,ამ სიმბოლური და ჯერაც მოუნანიებელი ვანდალიზმის (ეს მოხდა თბილისის საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზაციის პერიოდში) შემდეგ ქართულ კულტურას არ უდგას იოლი დღეები და ეს მდგომარეობა იმედია მალე გამოსწორდება.

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
23.06.2012 14:44
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია აკრძალულია და მათზე მხოლოდ საკოსერვაციო სამუშაობის ჩატარება შეიძლება. რესტავრაცია შეიძლებოდა აღმაშენებლის გამზირის და ამას არც არავინ აპროტესტებდა. რაც შეეხება ბატონ ხოშტარიას, მან ეს ძალიან კარგად იცის და მისი სკეპტიციზმი სავსებით გამართლებულია. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ამას ვერ ხვდება.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: გერმანია
23.06.2012 13:05
როგორც სტატიიდან ირკვევა, ბატონ ბრუნოს რესტავრაციის გამოცდილება, ძირითადად, მუსულმანური ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით შემოიფარგლება. ქრისტიანული და მით უმეტეს ქართული ტაძრის აღდგენა კი, უდავოდ, სხვა სპეციფიკასთანაა დაკავშირებული. რა საკვრიველია, იმის საფუძველი არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ ხანდაზმული იტალიელი ექსპერტის მაღალ პროფესიონალიზმში, მაგრამ ცუდი არ იქნება ადგილობრივი სპეცილისტებისა და ქართველი მოსახლეობის მოსაზრებაც ყოფილიყო გათვალისწინებული. თანაც დანგრეულ ბაგრატს გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც ენიჭებოდა, თუ იმ ისტორიულ ფაქტსაც და იმ პიროვნებებს გავიხსენებთ, რომელთაც ამ დიდებული ტაძრის განადგურება განაპირობეს. ეს თუ გვემახსოვრება, იქნებ უკეთესად ვიცოდეთ, ვინ არიან საქართველოს "ისტორიული მეგობრები" და ვინ არა.

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: ჯერმენიდან
23.06.2012 11:26
ეს ახალი რესტავრირებული ბაგრატი რომ „ის“ ბაგრატი არ იქნება, გასაგებია, მაგრამ „ის“ ბაგრატი რომ მხოლოდ ნანგრევებია და სხვა არაფერი, ესეც ხომ ცხადია... ან აქამდე ეს საზოგადოება რატომ არ დაინტერესდა, თუ ასე გული შესტკივა ყველაფერზე, მარტო საპატრიარქოს პროვოკაციულ განცხადებებს რომ გულშემატკივრობს და „მამების“ გულანთებულ ცხვრის ფარას დონეს რომ ვერ დააღწია თავი. აჰა, ალბათ ეს ტაძარი მთავრობის ინიციატივით იგება და არა პატრიარქისა და მილიარდერის ღრმა მორწმუნეობრივი ღწვით, აი ესაა მთავარი, თორემ თბილისში რომ პირამიდა აიგოს ამ წყვილის ლოცვა-კურთხევითა და შემოწირულობით, პირამიდასაც ზეციურ იერუსალიმად დაინახავდით...

ავტორი: ანონიმი
23.06.2012 00:35
ეხლა იუნესკოს ექსპერტებს შორის ხდება სამოქალაქო ომი? იუნესკოს ერთი ექსპერტი არ აღიარებს იუნესკოს სხვა ექსპერტების მიერ დაწერილ დასკვნას. უფალო შეგვიწყალე,წავედი.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.06.2012 23:02
მივესალმები ტაძრის აღდგენის გაგრძელებას. მჯერა რომ მართლა კარგად გააკეთებენ.
ხოშტარია დიდი ექსპერტი გამომივიდა. ვარაუდები კი არ უნდა, რომ გუმბათს 1სმ აკლია თუ ორი, დაასაბუთეთ ბატონო ეს ყველაფერი.
ის ბაგრატი აღარ იქნებაო, იქნება, მაგრამ დანგრეული -არა. "კრიტიკოსებს" რომ არ გახსოვდათ და არ გადარდებდათ, რა დღეშიც იყო.

ავტორი: me საიდან გვწერთ: tbilisi
22.06.2012 20:49
ხოშტარიაზე ჭკვიანი ვერავინ ნახეთ აზრი რო კითხოთ?!, ჯერ ერთი არქიტექტურასთან არაფერი კავშირი არა აქვს ფერწერის სპეციალისტია და როგორი სპეციალისტია ეგ კიდე ცალკე საკითხია.

ყველაზე პოპულარული