Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიხსნა აშშ-ის დახმარებით შექმნილი ნავმისადგომი


ბათუმში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თანამედროვე ნავმისადგომი, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის მიერ. საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, სამი წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია. „ჩვენ გვსურს, დღეს დავისახოთ მიზნად, რომ შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე მოდერნიზებული. გვჯერა, რომ სანაპირო დაცვის გაძლიერება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც „დანაშაულებრივი“ უწოდა წინა ხელისუფლების დროს 100-ზე მეტი მცურავი საშუალების გასხვისებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG