ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 06:58

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

იუნისეფი: ”საქართველოში 77 ათასამდე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს”

ბავშვთა სიღარიბის შემცირების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაციაბავშვთა სიღარიბის შემცირების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია
x
ბავშვთა სიღარიბის შემცირების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია
ბავშვთა სიღარიბის შემცირების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია

ამავე თემაზე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
18 ივლისს გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართა პრეზენტაცია სადისკუსიო დოკუმენტისა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიღარიბის შემცირებას ეხება. 2009-დან 2011 წლამდე ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობამ 28-დან 25 პროცენტამდე იკლო, თუმცა, დოკუმენტის ავტორთა თქმით, მიუხედავად მცირედ გაუმჯობესებული მდგომარეობისა, მაინც ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში. სწორედ ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

28 წლის ბელას ორი შვილი ჰყავს - 10 თვის ვახტანგი და 5 წლის ნიკოლოზი. უკვე წლებია ქუჩაში მოწყალებას თხოულობს. ახლაც უმცროსი შვილი უწევს კალთაში და პატარა ხის სკამზე ზის. ხელში ერთჯერადი ჭიქა უჭირავს. ვახტანგს სძინავს. უფროსი შვილი, ნიკოლოზი, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს:

”შაბათ-კვირას გამომყავს ხოლმე. ვაგროვებ ფულს და ხან კანფეტს ვყიდულობ მისთვის, ხან რას და ხან რას. დედობილი კი ყიდულობს ყველაფერს, მაგრამ მაინც დედა ვარ და ჩემგანაც ხომ უნდა ყურადღება. ქმარი არ მუშაობს. დევნილების დახმარებას ვღებულობ და კიდევ რაღაც პოლისები მაქვს. დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა. ბებია-ბაბუამ გამზარდა. ბაბუაჩემმა სკოლაში არ შემიყვანა და წერა-კითხვა მიჭირს. ზამთარსაც და ზაფხულსაც ასე ქუჩაში ვატარებ, მოწყალებას ვთხოულობ”, - ამბობს ბელა.

”სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, დარჩება ამავე მდგომარეობაში მთელი ცხოვრების მანძილზე”, - ეს არის ამონარიდი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შესახებ შექმნილი სადისკუსიო დოკუმენტიდან. ეს ფრაზა ზედმიწევნით ასახავს ბელას ამჟამინდელ მდგომარეობას. ისევე როგორც მისი შვილები, ისიც სოციალურად დაუცველ ოჯახში დაიბადა. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ სიღარიბემ ადრეულ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს შემეცნებითი და ფიზიკური განვითარების ხარვეზები, რაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება და ბავშვებს სამუდამოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებს. 
ჩვენ არაერთი სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოვადგინეთ, რომელიც ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად. და ვიმედოვნებთ, რომ გაიმართება არაერთი განხილვა იმ ოჯახების საჭიროებების შესახებ, რომლებსაც შვილები ჰყავთ და რომლებმაც სიღარიბე უნდა დაძლიონ...

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილი დოკუმენტის ავტორები წერენ, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში 2009-2011 წლებში ბავშვთა სიღრიბემ იკლო, თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, 2011 წელს ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა კვლავაც უფრო მაღალია, სხვა ჯგუფებთან შედარებით. დოკუმენტის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება იმ ოჯახებში, რომელთაც მეტი ბავშვი ჰყავთ. როგორც გაეროს ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი აარონ გრინბერგი ამბობს, საქართველოში 77 ათასამდე ბავშვი კვლავაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მისი თქმით, საქართველოში  რეფორმების გატარების მიუხედავად, რამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, ამ ზრდის სარგებელი თანაბრად არ ნაწილდება და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები სათანადოდ ვერ მოიცავს ბავშვებს:

"ჩვენ არაერთი სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოვადგინეთ, რომელიც ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად. და ვიმედოვნებთ, რომ გაიმართება არაერთი განხილვა იმ ოჯახების საჭიროებების შესახებ, რომლებსაც შვილები ჰყავთ და რომლებმაც სიღარიბე უნდა დაძლიონ", - ამბობს აარონ გრინბერგი.
სიღარიბე არღვევს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე. ირღვევა ბავშის ნორმალურ გარემოში განვითარების უფლება ...

გაეროს ბავშვთა ფონდის სადისკუსიო დოკუმენტის ავტორები საქართველოში ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად ხელისუფლებისათვის რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ. მათ შორის უპირველესია მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდა და ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება. როგორც ისინი მიუთითებენ, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარება ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარს, თითოეულ დამატებით წევრზე კი 24 ლარს შეადგენს. ბავშვებში სიღარიბის დაძლევის ვარიანტებად კი ისინი ამ თანხების ან 50, ან 100 პროცენტით გაზრდას განიხილავენ. როგორც ისინი აცხადებენ, 100-პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში, ყოველი მეხუთე ბავშვი დააღწევს თავს უკიდურეს სიღარიბეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები 18 ივლისს მოისმინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ბავშვთა ფონდის რომელ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება სიღარიბის დასაძლევად, თუმცა ის კი თქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ახალი პროგრამა ”მეტი სარგებელი ხალხს” სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა. მისივე თქმით, სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო დაზღვევის პოლისების გაცემას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გაიცემა როგორც საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის, ასევე 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისთვის:
ზურაბ ჭიაბერაშვილიზურაბ ჭიაბერაშვილი
x
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

”გამოკვლევაში ძალიან კარგად არის მითითებული, რომ მეტი ყურადღება სჭირდება იმ ოჯახებს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და, ბუნებრივია, ჩვენ იუნისეფთან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად დავგეგმავთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც სწორედ ასეთ ოჯახებს დაეხმარება”, - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

”სიღარიბე არღვევს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე. ირღვევა ბავშის ნორმალურ გარემოში განვითარების უფლება”, - ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლებამ სერიოზული ცვლილებები განახორციელა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, ეს საკმარისი არ არის.
გიორგი ტუღუშიგიორგი ტუღუში
x
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

”მე, როგორც სახალხო დამცველს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს ღონისძიებები პრევენციის კუთხით და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ისეთი ღონისძიებების საჭიროება, რომლებიც გულისხმობს უკვე დამდგარი შედეგის ლიკვიდაციას”, - ამბობს სახალხო დამცველი.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის დოკუმენტშია მითითებული, თუკი ქვეყანაში პენსიების დაგეგმილ ზრდას დაემატება ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება, მათი პროგნოზით, ბავშვთა თითქმის 60 პროცენტი დააღწევს თავს უკიდურეს სიღარიბეს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mcinari rubashvili საიდან გვწერთ: tbilisi
24.07.2012 08:15
ქალბატონ სანდრას ქართველი ხალხის დიდ მოამაგეს თუ გააცანით ეს შედეგები? საინტერესოა მას რომ დაურჩეს შვილები მშიერი რა ჭკუაზე დადგება? აქ სასწრაფოდაა ზომები მისაღები და ზედმეტი ლაპარაკი საქმეს არ შველის. ჯერ საქმე აკეთეთ და მერე დაიწყეთ მკვეხარა მამალივით ყივილ- კრიახი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
20.07.2012 14:17
კი დავით მაგრამ ჩვენ ხომ ბედნიერი ერი ვართ, სამაგიეროდ გვაქვს არჩევანის უფლება- პუტინი თუ ობამა, ნატო თუ დსთ

და დანარჩენებმა უნდა ვიცხოვროთ ამ არჩევანზე ფიქრში, ის არ შეიძლება თურმე რომ ქვეყანამ დემოკრატიზაცია ბიზნესების ახევის და ციხეებში ჯოჯოხეთების გარეშე გაიაროს

ის არ შეიძლება რომ ქვეყანაში საქმე გაკეთდეს და ოჯახებს მშიერი შვილები არ უტიროდნენ სახლში

არა ეგ არ შეიძლება- მარტო ის შეიძლება რომ ვიჯდეთ ჩვენ კედელ-გამოხრულ სახლებში და ვოცნებობდეთ ნატოზე

ავტორი: დავით ცინცაძე საიდან გვწერთ: fasebooki
20.07.2012 04:29
ყველა ეს ბავშვი ტრამვირებული და ფსიქოლოგიურად არამდგრადი ადამიანი გაიზრდება!!! რაც ამ ბავშვების და ოჯახის კი არა მთელი ერის ტრაგედია!!! მთელი საქართველო ოსვენციამად აქციეს...:(:(:(:((:(

ავტორი: ანონიმი
19.07.2012 12:29
ვარშავის ბლოკით მაძღარები ხომ ფრიად ნასიამოვნები არიან.მთავარი ეგაა. ვიდრე სკკპ ცკს საქმეთა მმართველი კრუჩინას და მისი კოლეგების გზაზე არ გაუყენებიათ მთელი კაცობრიობა ჯობია საქმეს მივხედოთ. იახტსმენ აბრამოვიჩს შეხედეთ და გაიხარეთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.07.2012 06:27
საინტერესოა რამდენად აძღებს ამ ბავშვების და მათივ მშობლების კუჭს ნატოსკენ მიმავალი გზა რომელსაც ქვეყანაში მრეწველობის და ბიზნესის განვითარების გარეშე

კიდევ უფრო საინტერესოა ნარიყალას მაღლობიდან გადმოცვენილი მილიონებისა და მილიარდების მოხვეჭით გამაძღარი ამ მოზარდების მომავალი

ფაქტი ერთია 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეს უსწორებს თვალს ყოველდღე

ავტორი: ანონიმი
19.07.2012 02:13
სიღარიბე არღვევს ადამიანის უფლებებს მაგრამ საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს მთავრობის სახლის ნგრევით ქვეყნის დემოკრატიზაცია ზოგის აზრით ამ უფლებებს იცავს. ხოდა მასეთი რამეების გაგონებაზეც ამის გამგონეთ ემართებათ ის რასაც ფსიქოლოგთა ენაზე ჰქვია რეაქტიული ნევროზი. ხოდა ვითხოვ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიცვას საქართველოში ჯერ ისევ დარჩენილი არამარტოქართველობა ასეთი დემოკრატებისგან.

ყველაზე პოპულარული