სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:59

პოლიტიკა / საქართველო

მშვიდობიანად დასრულებული შეხლა-შემოხლა ბეშუმში

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
5 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმში მორიგ წინასაარჩევნო მიტინგს გამართავს. 4 აგვისტოს კი კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი თანხმლები პირები აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში გაემგზავრნენ, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მათ ცოცხალი ჯაჭვითა და „წადი-წადის“ ძახილით შეეგებნენ.

ნაცმოძრაობის აქტივისტების შემართებას აძლიერებდა ბეშუმში მათი ლიდერის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა. ბეშუმში, სადაც 4 აგვისტოს „შუამთობის“ ტრადიციული დღესასწაული ტარდებოდა, სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთმანეთისაგან სულ რამდენიმე ასეული მეტრი აშორებდათ, მაგრამ ლიდერების შეხვედრა არ შედგა.  

„მიშა! მიშა!“ - სკანდირებდა ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკიან წითელ მაისურებში გამოწყობილი ბრბო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდა. ამას მცირე ხნით მოჰყვა შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის. თუმცა, ივანიშვილმა სიტუაციის გართულებას გაცლა ამჯობინა და სააკაშვილი სახალხო დღესასწაულის დისკრედიტაციასა და „ხალხის გახლეჩის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყო სიბრძნე იმისთვის, რომ არ დავუპირისპირდით ჩვენს ძმებს, შემოვბრუნდით, წამოვედით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა გაერთიანებას. ეს კაცი მოვიდა და დაიწყო დაშლა და დანაწევრება ქვეყნის“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

ბეშუმში მყოფი მედიის წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ შეხლა-შემოხლის დროს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გადამღებ ჯგუფს. თუმცა, დღესასწაულზე მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, ისე დატოვა კურორტის ტერიტორია, რომ აღნიშნულ ინციდენტზე არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, აგრესიული ტონით ისაუბრა ოპონენტებზე და ისინი „წარსულის პოლიტიკოსებად“ მოიხსენია.

„ახლა, ვინც წარსულიდან თავისი მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინება ჩვენს ახალ აღმშენებლობას, ვინც ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ჰყვება, რომ თურმე ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, თურმე ახალი გზები ეს არის თქვენი ავთენტურობის შეურაცხყოფა, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ კორუმპირებული მოხელეები, ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი, ვინც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ჩვენ მათ გვინდა ვუთხრათ - უკან წასასვლელი არსად აღარა გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის წასვლის შემდეგ ბეშუმში სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა, არავინ იცის, მშვიდობიანად დასრულდებოდა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხადრამჭერთა კონფრონტაცია ბეშუმში, დაპირისპირებულ ძალებს შორის პოლიცია რომ არ ჩამდგარიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მხარეების ერთმანეთისგან დისტანცირება.

იქვე პოლიციამ დღეს პირველად დადო პირობა, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში „დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას“. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, ვინ საუბრობდა და იქცეოდა აგრესიულად 4 აგვისტოს სოფელ ბეშუმში გამართულ „შუამთობა 2012“-ის დღესასწაულზე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
06.08.2012 17:33
ბრბოა აბა რაარის კორიანტელში მოხვედრილი ხალხის უაზრო როკვა და ერთი ბელადი სახელად ყვარყვარე თუთაბერი კომუნისტებს ლანძღავს და წითელ ფერს აფანატებს მიშა მიშა მსვიდობაში მოგახმაროს შენი მიშა და გრიშა ვანო და ბანო გიმრავლოს გმერთმა ეღტი ორად ოგონ შენ წრეში და არა ქართულ რიალობაში

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
06.08.2012 17:29
ვერმიანები ვანოს ,,სახლიდან" რადიო თავისუფლება მიკერძოებული მედიაპროექტია? ამის თქმა გინდა ? რას გეტყვი იცი შესაძლოა მეც ჩემი აზრი მქონდეს რაღაც საკითხებზე მაგრამ შენ სააკაშვილის მაუწყებლობა ხომარ გგონია ეგ ??? რა მოგეწონა 2008 წლის მოვლენები რომ გააშუქა ლიკლიკაძემ? მაგან ისიც თქვა რომ თურმე ბევრი გაკეთდა ქართული ჯარისთვის და ამაში იგულისხმა იაფ ფასიანი კრედიტები ბინის და მანქანის შესაძენად და აქვე გეტყვი რომ მაგრადაც მოტყუვდა)))) აი მე ეს არ მომეწონა მაგრამ ეს იმას არნიშნავს ლიკლიკაძე იყოს მოსყიდული ის უბრალოდ არიცნობს არსებული სიტუაციის დეტალებს რასგეტყვი იცი ძმაო რაფაქტებს ითხოვ სახლიდან გამოდი გარეთ გაიარე და შეხედე რადგეშია ქვეყანა შენ აქ ცხოვრობ კობა პრაგაში ვის თხოვ ფაქტებს? შენ სულში ჩაიხედე სააკაშვილი თუ მოგწონს შენი უფლება ნუ მსახეობობ იმიტომ რომ ჩვენ გამოცდილი მაყურებელივართ და არ მოვტყუვდებით ანუ რგორც იტალიელები იტყვიან დაასრულე კომედია............... (finita la komedie)

ავტორი: ანონიმი
05.08.2012 22:48
მას შემდეგ რაც გაჩნდა ჯერ-ჯერობით საქართველოს დედაქალაქი თბილისის მთავარ ქუჩაზე ოპერის ბაღში კალაშნიკოვებით შეიარაღებული კაცების მიერ "მშვიდობიანი" მანიფესტაციის გამართვის საშუალება ალიაქოთი,ცემა-ტყეპა და "ა.შ." ჩვეულებრივ მოვლენებად იქცა. ერთი მითხარით თუ დარჩა რაგატკის და ჯიბის ჯაყვის გარეშე სადმე მთაში მშვიდად ფიქრისთვის და ბუნების ჭვრეტისთვის წასული ადამიანი. თუ მთებმაც ისეთი პერესტროიკა განიცადეს რომ იქ მარტო უცხოელ ტურისტს შეუძლია მისვლა?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.08.2012 12:41
პასუხისმგებლობა ეკისრება მას ვინც უფრო მეტი ძალაუფლების პატრონია, მითუმეტეს თუ მისი მომხრეები კეტავენ გზას და არა სხვები

სულაც არ ვარ ბიძინისტი მაგრამ ის რასაც ნაც-მოძრაობა სჩადის მათსავე კისერზეა და არავისზე სხვაზე, პოლიციაც და ყველა ზალოვანი სტრუქტურაც მათი კონტროლის ქვეშაა, და რატომღაც არასოდეს დგება შუაში როცა ზონდერები ქვებს ისვრიან და მართლაც რომ გვარცხვენენ

სამაგიეროდ საოცარი სიბეჯითით არბევენ უიარაღო, წვიმაში დასველებულ მიტინგებს, ურტყავენ ბებოებს და დედის ასაკის ხალხს და ამაყად სესცქერიან მარჩენალს თვალებში

დრეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვის 90-95% ნაციონალების დირიჟორობით ხდება, ამიტომ სხვებისკენ თითების შვერას ცოტა დაფიქრება სჭირდება

ავტორი: Vano საიდან გვწერთ: Saxlidan
05.08.2012 10:27
არ ველოდი ასეთ მიკერძოებულ რიტორიკას ბატონი კობასაგან. რატომღაც ერთი მხარე "ბრბოდ" ყავს მოხსენიებული, მეორე მხარე კი თურმე ყველაფერს ეცადა რომ სიტუაცია განემუხტა... კარგით რა?!... ჩემთვის იაფფასიანი პროვოკაციის სუნი უფრო უდის ამას ვიდრე მშვიდობისმოყვარე "კეთილი" მილიარდერის ამომრჩევლებთან შეხვედრის სურვილი სადაც საბედნიეროდ მხოლოდ სააკაშვილის წასვლამ და ივანიშვილის თავშეკავებამ განმუხტა სიტუაცია თურმე... ინფანტილურ დაჩის ზღაპრებს უფრო წააგავს ვიდრე ობიექტურ, პროფესიულ რეპორტაჟს.

ისე ცუდი არ იქნებოდა უფრო მეტად გაუფრთხილდეთ რეპუტაციას. ერთერთი ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური რეალობის ამსახველი ინფორმაციის წყარო იყო ყოველთვის რადიო თავისუფლება და ბატონ კობა ლიკლიკაძესაც დიდ პატივს ვცემ პირადად (არასოდეს დამავიწყდება პროფესიონალიზმით და იმავდროულად ჭეშმარიტი პატრიოტიზმითა და გულისტკივილით გამსჭვალული რეპორტაჟები 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში). მოდით რა ნუ აყვებით ასე აშკარად გამოხატულ პირად სიმპატია-ანტიპატიებს და ნუ მოგვიშლით იმ ნდობას რომელიც გვაქვს ყველას რადიო თავისუფლების მიუკერძოებლობის მიმართ! არაა საჭირო იარლიყების მიწებება, ვინ ბრბოა და ვინ მშვიდობის მტრედი, ფაქტები მოგვაწოდეთ თუ შეიძლება!
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
05.08.2012 11:54
ვანო,

სიტყვა „ბრბოს“ თანამედროვე ქართულში (განმარტებითი ლექსიკონის თანახმად) ორი მნიშვნელობა აქვს. პირველია „ადამიანთა უწესრიგო გროვა“, ხოლო მეორე - „არაორგანიზებული, ბნელი სულისკვეთების ხალხი“.

სულხან-საბას მიხედვით, "ბრბო" არის "სიმრავლე ჯართა" და სხვა არაფერი. ანუ, სულაც არ არის აუცილებელი (თუმცა შესაძლებელია), „ბრბო“ შეფასების ელემენტს შეიცავდეს. დარწმუნებული ვარ, კობას არც უფიქრია, შეურაცხყოფა მიეყენებინა შეკრებილი ხალხისთვის. თუმცა, მას ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება...

პატივისცემით

ავტორი: shavlegi
05.08.2012 09:35
თუ ვინ არის მოძალადე და აგრეიული, ვინ ისვრის ბილწ სიტყვებს საჯარო შეხვედრებს და ასროლინებს ქვებს საკუთარ მომხრეებს, ეს ყველამ ვიცით. ეს არის მოძალადე ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი, რომლის თავაშვებული პარპაში დასრულდება 1 ოქტომბერს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით ბიძინობა დღეს!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.08.2012 08:04
ახალგაზრდებმა დაიცვეს თავისი დიდი და სახელოვანი ბელადი, ცოცხალი ჯაჭვი შეჰკრეს და მედგრად წინააღუდგნენ ბინძური ოქროთი გაზულუქებული ადამიანების სურვილს ეთქვათ თავისი სიტყვა

ვაშა მეგობრებო, ვაშა, ჩვენი ნეო-პიონერული ბანაკი კვლავაც მზადაა ხელი შეუმოკლოს ხახლის მტერს ბოროტების კეთებაში

არც ბელადი დარჩა ვალში ახალგაზრდებს, მოჰხვია მზრუნველი მკლავნი თვისნი შვილთა თვისთა და აუწყა: მუმია რომლის ბინძური ოქროთიც აქამდე ვიკვებებოდი, ვერასოდეს ჩაგითრევთ მკვდრების სამეფოშიო

დედა რა ბედნიერი ხალხი ვართ, რა ამაყი, რა ახალგაზრდობა, რა პოლიტიკური გარემო, მოკლედ აღარ ვიცი სირცხვილით თავი სად გამოვყოთ

აი ტატას ვურჩევდი ცოტა რელურად შეეხედა საკითხებისადმი: ეს ქვეყანა მიშასი არაა, და სადაც მიშა ზის იქ სხვებსაც მიესვლებათ. იმიტომ რომ მადა არ გაუფუჭდეს, პოლიტიკური ოპონენტები მის შორი-შორს არ უნდა დადიოდნენ და თავს არ უნდა არიდებდნენ

მაგრამ არ არის ეგ პრობლემა, ნეო-პიონერები სადარაჯოზე დგანან დემოკრატიის შუქურის

ავტორი: მათე საიდან გვწერთ: გერმანია
05.08.2012 01:02
თათას, თუ ინფორმაციებს კარგად გაეცნობი ნახავ რომ ივანიშვილის გაცხადებულ გეგმებში შედიოდა ვიძიტი ბეშუმში 4 აგვისტოს. ასევე ცნობილი იყო პრეძიდენტის ვიზიტის თარიღი 5 აგვისტო. როგორც ჩვევია მიშას უზნეო მოზარდივით მოიქცა, ჩაასწრო ზონდერბრიგადებითდა მოაწყო პროვოკაცია. რა უნდა ექნა ივანიშვილს დაგეგმილი შეხვედრა შეეცვალა? გიჟია სააკაშვილი , პროვოკატორი და მშიშარა, რაც დღევანდელმა დღემ აჩვენა. მისი რიტორიკა იდენტური იყო შალიკოს რიტორიკის გუშინჭინ ღამიტ მაესთროს ეთერში რომ გამოდიოდა , ასევე იმ სულელი ავანტიურისტი ვინმე ფულისკაცი არაკაცი ლიპარტელიანის.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
05.08.2012 00:21
რა ივანიშვილმა არ იცოდა რომ პრეზიდენტი სტუმრობდა იქაურობას? თუ მომხრეების ( ან როგორც ბატონი კობა იტყოდა "ბრბოს)" შეკრება ვერ მოახერხა თვითონ?..))
და ამას ჰქვია, რომ ბიძინას მშვიდობიანად უნდოდა აქციის ჩატარება? ..))) ეს არის მისი სიბრძნე? თუ არჩევნებში დამარცხების გამო სასოწარკვეთით გამოწვეული არეულობის მოწყობის სურვილი? ალბათ ეგეთ რაღაცეებს კიდევ ბევრჯერ მოაწყობენ არჩევნებამდე და მერე მსხვერპლის იმიჯით მოგვიყვებიან ათასგვარ გულისამაჩუყებელ ისტორიებს, როგორ უშლიან წინასაარჩევნო პერიოდში ხელს.
არც მასე არის საქმე როგორც რადიო თავისუფლება, მაესტრო და მე-9 არხი გვაუწყებთ.თქვენი ოცნებისტები ისეთი ანგელოზები, როგორადაც გინდათ რომ ეს აღვიქვათ, არ არიან. მათ კარგად იციან სად და რა სახით მოაწყონ პროვოკაციები, მეტიც, მაგის მეტს არც ასწავლის რუსეთი (არ არის საჭირო სხვა მხრივ განვითარება..))) ).

ყველაზე პოპულარული