ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში კვირას გამართული აქციის ბოლოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ დრომდე პრემიერ-მინისტრის პოსტი „საპენსიო“ იყო და მისთვის გაუგებარია მერაბიშვილი დააწინაურეს თუ პოლიციას ჩამოაშორეს. უფრო ადრე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ივანიშვილის სიტყვები, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მერაბიშვილის დანიშვნა „საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებას“ წარმოადგენს. სააგენტოს ცნობით, ამ სიტყვებით ივანიშვილი სტეფანწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.