პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:17

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

ქოსატყუილა

x
ტექსტის ზომა - +
ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს ის დროა, რომელსაც დღეს ისტორიკოსები სამი მიკის ეპოქად მოიხსენიებენ.

მაშინ ერთი ჯგუფი იყო პოპულარული - “როლინგსტოუნზი” ერქვა. თქვენ ალბათ არც კი გაგიგიათ. მე, უბრალოდ, იმიტომ მახსოვს, რომ მაგ ჯგუფში ბებიაჩემი უკრავდა გიტარაზე. ბებიაჩემი მაგარი იყო, მაგრამ ჯგუფში პოპულარობით მომღერალი ჯობდა - მიკ ჯაგერი. ის სხვებზე წინ იდგა ხოლმე სცენაზე და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. კონცერტის დროს ქუჩის ბიჭის, ხულიგნის იმიჯი ჰქონდა. იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ ქუჩის ბიჭები უკვე მას ბაძავდნენ. მოკლედ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდი, იმიტომ რომ, მიკ ჯაგერი ბაძავდა ბიჭებს, რომლებიც მას ბაძავდნენ ისეთს, როგორსაც ის ბაძავდა ბიჭებს, რომლებიც ბაძავდნენ... დანარჩენი ორი მიკისგან რომ გაერჩიათ, მას ხალხი მიკი ბოის ეძახდა.

მეორე მიკი თაგვი იყო და მას მიკი მაუსს ეძახდნენ. ისიც ძალიან პოპულარული იყო. გარდა იმისა, რომ მასზე ყველა ბავშვი ჭკუას კარგავდა, ის უფროსებსაც ძალიან უყვარდათ. ყველა თაგვი მას ბაძავდა და რაც განსაკუთრებით საოცარია, მიკი მაუსს თვით კატებიც კი აღმერთებდნენ.

მესამე მიკი ერთი პატარა ქვეყნის მეფე იყო. ქვეყანას ლაზანია ერქვა, მეფეს - მიკი ფონტანა. ადრე ლაზანიას სხვა სახელი ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს, მიწათმოქმედებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიკი ფონტანამ იქ უფრო მეტი ლაზარეთი ააშენა, ვიდრე ექიმი ჰყავდათ. ლაზარეთებში ძირითადად ლაზერული ეპილაციის სპეციალისტები მუშაობდნენ. გარდა ამისა, იქაურების ყველაზე საყვარელი გასართობი ლაზერ-შოუები იყო. მოკლედ, მიკი ფონტანამ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ლაზანია დაერქმიათ.

მეფის სახელიც მშენებლობასთან იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდობაში განათლება ლას ვეგასის გრანდ კაზინოში მიიღო, ნევადის უდაბნოში, სადაც წყლის დეფიციტი იყო. ჰოდა, როგორც კი მეფე გახდა, თავის ქვეყანაში შადრევნების მშენებლობა დაიწყო. შადრევანი კი სუაჰილის ენაზე ფონტანაა.

სუაჰილი მიკი ფონტანამ ნევადაში ისწავლა თავისი აღმოსავლეთ აფრიკელი კურსელისაგან, რომელიც მოგვიანებით ერთი მძლავრი სახელმწიფოს მეფე გახდა. ნევადაშივე, ოღონდ სხვა კურსელისგან, რომელმაც მოგვიანებით ვაშლის გადასამუშავებელი კომპანია დააარსა და ყველა მეფეზე მდიდარი გახდა, ისწავლა ოთხმოქმედებიან კალკულატორზე მუშაობა. მიკი ფოტანას იმდენად შეუყვარდა სუაჰილი და კალკულატორი, რომ ყველა ლაზანიელს, ვინც სუაჰილის და კალკულატორს აითვისებდა, კაზინოს ჩიპებით აჯილდოვებდა. ეს ჩიპები ლაზანიაში ერთობ ღირებული იყო, რადგან კაზინოები და სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენდა.

იმდროინდელი მსოფლიო ორად იყო გაყოფილი - ქვეყნების ნახევარს კატო აკონტროლებდა, მეორეს - რუსლანი. ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა ლაზანია იყო და კატოს და რუსლანის დაპირისპირების საფუძველს სწორედ ლაზანიაზე გავლენის მოპოვება წარმოადგენდა. ამ ორ ძალას შორის ბალანსირება კი მიკი ფონტანას ძალიან ძვირი უჯდებოდა.

მიკი ფონტანაზე ყველა ერთნაირად არ კარგავდა ჭკუას. მის მომხრეებს ლაზანიაში მიკერძოებულები ერქვათ, მისადმი გულგრილებს კი მოქალაქეები. ხანდახან მოქალაქეები მიკერძოებულებს დასცინოდნენ - ეგენი მიკირტუმები არიანო. თუმცა, სინამდვილეში, ისინი ნამდვილი მიკერძოებულები იყვნენ.

ფონტანას სხვა მიკებისგან კიდევ ის განასხვავებდა, რომ მას არავინ ბაძავდა უნიჭო პაროდისტების გარდა.

მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. ჰოლივუდში გადაწყვიტეს, გადაეღოთ მხატვრული ფილმი იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ რუსლანი და კატო ლაზანიისთვის. ლაზანიის მეფის როლი კი ცნობილმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ქენდი გრაციამ შეასრულა. მიკი ფონტანას ისე მოეწონა გრაციას მიერ განსახიერებული თავისი თავი, რომ გრაციას მიბაძვა დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ეს საოცრად კარგად გამოსდიოდა. იმდენად, რომ ნამდვილი მანია გრაციოზა დაემართა. ვერც ლაზანიაში და ვერც მის საზღვრებს გარეთ უკვე ვეღარ ხვდებოდნენ, რომელი იყო მიკი ფონტანა და რომელი - ქენდი გრაცია.

ერთხელ, როცა ჰოლივუდში ახალი ფილმისთვის ქენდი გრაციას გადაღება დასჭირდათ, ის დაკავებული აღმოჩნდა ძალიან წარმატებული ფილმის, “დედამთილი 3”-ის გადაღებაზე. ამის გამო, მისივე რჩევით, მთავარ როლზე მიკი ფონტანა მიიწვიეს. ეს იყო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიღალა ერთი პატარა ქვეყნის მეფე თავისი ქვეყნის მართვით და როგორ წავიდა ის ჰოლივუდში, სადაც ძალიან წარმატებული მსახიობი გახდა. ფილმს ასეც ერქვა: Mickey Goes to Hollywood (“მიკი ჰოლივუდში მიდის”). ფილმს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად და მიკი ფონტანამ მეფის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ყველა კინოვარსკვლავის საოცნებო ჯილდო, “ოთარი” დაიმსახურა.

მან ამ როლში ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე ლაზანიის წლიური ბიუჯეტი იყო. ამიტომ, გადაწყვიტა, მეფობისთვის თავი დაენებებინა და კარიერა  ჰოლივუდისთვის მიეძღვნა. აი, სწორედ მაშინ გახდა მიკი ფონტანა ძალიან პოპულარული არა მხოლოდ ლაზანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. და სწორედ ამის გამო იყო, რომ ამ ეპოქას არა ორი, არამედ სამი მიკის ეპოქა ეწოდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
რუსლანი იქა, კატო აქა.

Tags: ბლოგი , ბიძინა მაყაშვილი

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
18.01.2012 11:36
ვაი, რა კარგი ზღაპარია. ნეტა ჩვენი ზღაპარი როგორ დამთავრდება?

ავტორი: NATIA
01.01.2012 23:13
ავტორო, შენ გეტყობა, "თაგვისუფლება" გინდა ! შენ არ იცი, თორემ. . უკვე გაქვს !

ავტორი: NATIA
01.01.2012 23:09
ესეთი სისულელე კარგა ხანია არ წამიკითხია. . მგონი საერთოდ არ წამიკითხია !

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Georgia
01.01.2012 11:04
ესეიგი ლაზიკა იქნება და მის გარშემო ყველაფერს ყიდის?
მოკლედ 500 000 მიშისტი გადასახლედება ლაზიკაში და დანარჩენ ტერიტორიებს თავისი მონებითურთ მიაყიდის ?

ავტორი: მიკინა
30.12.2011 06:33
მიყვარხართ, ბიძინა! ბედნიერ შობა-ახალ წელს!!!

ავტორი: midana საიდან გვწერთ: praha
29.12.2011 00:11
კარგი ზღაპარ-სინამდვილეა! მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი როგორ
მომავალ ზღაპარში(როგორც გვაიმედებენ...) მოგვიწევს ცხოვრება ,რო-
დესაც პინგვინი შეცვლის ან შეჭამს თაგვს.

ავტორი: Merabi საიდან გვწერთ: Katodan
28.12.2011 11:57
BRAVO !...დზალიან კარგი იკო ბიდზო.

ავტორი: maia საიდან გვწერთ: düssel
28.12.2011 11:14
რომ არა სალომე ასათიანის სტატია,დღეს მართლა ვიხალისებდი
ნეტავ ასრულდეს ეს ზღაპარი

ავტორი: სოფო თოდუა საიდან გვწერთ: თბილისიდან
27.12.2011 12:34
მაგარი, ხარ, ბიძო!

ავტორი: ნინუცა საიდან გვწერთ: ფონტანიადა
27.12.2011 11:21
ქეთი გურიელს:

არა და მე მეორედაც ჩავიკითხე!!! და თუ პირველად აბდაუბდა და მოსაწყენი ჩანდა, მეორედ ძალიანაც სახალისო და "კარგად შეკრული საახალწლო ზღაპარი" გამოდგა საახალწლო განწყობისთვის:::)))

ავტორი: bankivuri . . . . . . საიდან გვწერთ: SAQATMIDAN
27.12.2011 11:02
ბიძო რა აბდაუბდა დაწერე? საერთოდ ვერ ავკენკე.

ეჰ, სულ სხვაა ფონტანას დაყრილი საკენკი. მარტო საკენკი? ფერად-ფერადი ჩვენი ქანდარები, დროულად გატანილი სკლინტი (თუ სკინტლი?) განათებული საბუდრები. ეჰ კიდევ რამდენი რამე. . .

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
27.12.2011 01:23
კერკეტო კაკალო

რომ იცოდე სიმართლე

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
27.12.2011 00:53
თოხიც კალამია ქნევა თუ იცი

ავტორი: yvirila საიდან გვწერთ: zestaphoni
26.12.2011 23:34
ეს მესამე მიკი სამწუხაროდ სისხლით დაამთავრებს!!1

ავტორი: მოქალაქე
26.12.2011 22:15
დიდი ხანია, ასე გულიანად არ გავურთივ ტექსტს.
გმადლობ, ბიძინა.

ავტორი: www საიდან გვწერთ: ლაზიკა
26.12.2011 21:05
გავუშვათ მერე ჩვენი მიკი და მიიგოს ის ,,ოთარი" გმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ოგონდ ჩვენ შეგვეშვას

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2011 19:26
tazo-ს
ჩემს პოსტში არ ჩანს, რომ ან ლაზიკას ვერჩი , ან მიშას მიერ დაბოლებულ ხალხზე ვწუხვარ

ავტორი: კერკეტი კაკალი საიდან გვწერთ: კაკლის ხიდან
26.12.2011 19:10
ზოგიერთს ეს ბლოგი რო არ მოსწონს, არა მგონია მხოლოდ იუმორის არ ქონით იყოს გამოწვეული. ვფიქრობ, ეს უფრო იმის ბრალია, რომ როგორც ჩანს ”მიკერძოებულები” არიან :)

ავტორი: ქეთი გურიელი საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2011 14:12
რა იყო ახლა ეს?

არც ზღაპარი, არც იგავი, არც რაღაც მათ შუა. მოსაწყენი აბდაუბდა, ბოლომდე ძლივს ჩავედი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვერასდროს დავასრულებდი წაკითხვას.

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: ლაზანიიდან
26.12.2011 13:28
მეფობას როდის დაანება მიკიმ თავი? არა და ძალიან მაინტერესებს. :)

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
26.12.2011 02:33
ბრავო! არაჩვეულებრივია!
პატივისცემით,

ავტორი: გოზინაყ ახალწელიძე საიდან გვწერთ: არ გეტყვით
26.12.2011 01:08
:) როგორც ყოველთვის ძალიან სასაცილო და სახალისოა!..

ავტორი: anonimi 1
25.12.2011 22:37
ეეჰჰჰ ძმაო მაგ კაცს "მიკი" კი არა 'ჩოყლაყი' ერქვა და ჰქვია!!!!
მაგ ზღაპარში კი ის გამოგჩა რომ, რუსლანას დახმარებით და
კატოს წაქეზებით, თავის ერთი ქვეყანა სამ ქვეყანად გადააქცია!!
და ეს რეგვენი? გაუნათლებლი? უმადური? ხალხი კიდევ არ უფასებს))!!
რა უნდათ 3 არ ჯობია 1 ს?????
ამათმა საერთოთ მათემატიკა იციან))????
თუ არ იციან შეძინონ კალკულატორები!!! რაო ფული არ აქვთო))??
ინათხოვრონ ბატონო!! "პაველ კუბლანს" და "წუგზრ წუკლარს"
ჰქონიათ!!!!!

ავტორი: gigga საიდან გვწერთ: gigoeti
25.12.2011 22:34
ასეთი ""ზღაპრები"" გადაარჩენს საქართველოს..........გაიგე მიკი შადრევანსკი..........:))))))))))))))))))

ავტორი: nina
25.12.2011 21:34
ძალიან მომეწონა, ბრავო ნიკო!
მოქალაქე

ავტორი: ჯერი საიდან გვწერთ: ტომისგან
25.12.2011 20:15
გაგახარებთ ღმერთი - მაგრად ვიმხიარულე!

ისე, ერთი რამ გამოგრჩენიათ, ლაზანიის მეფეს ძალიან უყვარდა პოპ-არტი და პოპარტ-ბარათები. ბარათები იმიტომ, რომ წილი ჰქონდა სუპერმარკეტების ქსელში, რომელსაც "პოპური" ერქვა, ხოლო პოპ-არტი იმიტომ, რომ პოპულიზმთან იყო ახლოს! ასევე ატარებდა ჰოსპიტლების გახსნის თვიურებს და საერთოდ უფრო მეტი მაკრატელი დაჰქონდა ჯიბით, ვიდრე ჯონი დეპის გმირს

მიკი ფონტანა მაგარია!

ავტორი: tazo
25.12.2011 19:51
ეს ბლოგი ან ზედმეტად პრიმიტიულია,ან მე ვერ ვიგებ რაღაცას. ორივე შესაძლებლობას თანაბრად ვუშვებ.

ამ ლაზიკას კიდევ რას ერჩით? ხალხს რომ აბოლებს მიშა იმაზე წუხართ,თუ ლაზიკას შექმნაა თქვენთვის მიუღებელი?

ავტორი: khato საიდან გვწერთ: saqartvelo
25.12.2011 19:43
კარგიააააააააააააა

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
25.12.2011 19:41
კარგია, როგორც ყოველთვის! ისე თემნასთან ახლოა და მიკი ფონტანას დამატებითი ზედემტსახელი მომივიდა თავში: Мишка-открывалка:))

ყველაზე პოპულარული