კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:49

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

15 წლის „ბილიკი“

„ბილიკის“ 15 წლის იუბილე „ბილიკის“ 15 წლის იუბილე
x
„ბილიკის“ 15 წლის იუბილე
„ბილიკის“ 15 წლის იუბილე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
15 წლის წინ, როცა საქართველოში ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები თითებზე ჩამოსათვლელი იყო, გორში რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ შეექმნა. „ბილიკის“ პედაგოგებმა ქუჩაში სოციალურად დაუცველი ბავშვების შეგროვება დაიწყეს. ეს ბავშვები ოფისში მიჰყავდათ, ბანდნენ, აპურებდნენ, აცმევდნენ და  ასწავლიდნენ. იმ წლებში ორგანიზაციამ არაერთი ტოქსიკომანი მოზარდი გადაარჩინა. წლების შემდეგ „ბილიკი“ განვითარდა, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებებს ემოციის გარეშე მაინც ვერ იხსენებს ყველაზე ხანდაზმული პედაგოგი სესილი ხუციშვილი.

15 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ არაერთი მოზარდი დააკვალიანა. გორელი ქუჩის ბავშვების დიდმა ნაწილმა აქ წერა-კითხვა ისწავლა და თავშესაფარიც იპოვა. დროთა განმავლობაში საქველმოქმედო აქციებით „ბილიკი“ სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების გარდა, უკვე ჩვეულებრივი, აქტიური ბავშვებიც მიდიოდნენ აქ, სადაც სწავლობდნენ ხელსაქმეს,მინანქარსა და თექაზე მუშაობას, ჟურნალისტიკას, ტრენინგები ტარდებოდა ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. „ბილიკის“ ჟურნალისტიკის სტუდიის მოსწავლეები ამჟამად გაზეთს გამოსცემენ და ერთწუთიან ფილმებს იღებენ. ეს სტუდია ბოლო წლების განმავლობაში 200-მდე მოზარდმა დაამთავრა. მარი მანველიშვილი „ბილიკის“ მოსწავლე იყო, ახლა კი გადაწყვეტილი აქვს სოციალური მუშაკი გახდეს და იმ პატარებს დაეხმაროს, ვისაც ჯერ ვერ უპოვია ის ბილიკი, რომელიც ცხოვრების დიდ გზაზე გაიყვანს. 

ამჟამად ორგანიზაცია ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე მუშაობს. ესენია – ბავშვზე ზრუნვის, საინტეგრაციო, მოხალისეობრივი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამები. „ბილიკის“ დამფუძნებლის და ხელმძღვანელის მარიკა მღებრიშვილის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატარები მათ ორგანიზაციაში, პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობენ.

15 წლის იუბილე ბილიკელებმა  მოკრძალებულად აღნიშნეს. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გულშემატკივრები დაპატიჟეს და მათ ერთგვარი ანგარიში ჩააბარეს. შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ 15 წლის შემდეგ ისევ საჭიროა „ბილიკის“ მსგავსი ორგანიზაციების არსებობა, რადგან ქვეყანაში "ქუჩის ბავშვების" პრობლემა ისევ მწვავედ დგას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული