Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესსექტორი საქართველოში


"თბილისი მოლი"
"თბილისი მოლი"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოში ბიზნესის მდგომარეობის მაჩვენებელი 2013 წლის მდგომარეობით. სიახლე აღარაა, რომ ბიზნესის ძირითადი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული და ამ თვალსაზრისით სიტუაცია საქართველოში უკვე წლებია არ იცვლება - ბიზნესის 72 პროცენტი კვლავ თბილისშია თავმოყრილი.

საინტერესოა, რომ ბიზნესსექტორში საქართველოში დასაქმებულია სულ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, 4,5 მილიონი მოსახლეობით. ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნეს-სექტორი რეალურად ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში.

ზოგადად, საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 532.8 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 38.5 პროცენტი ქალია, ხოლო 61.5 პროცენტი - კაცი.

საშუალო ხელფასიც, რომელიც ამ სფეროშია, საკმაოდ დაბალია და, ამასთან, დიფერენცირებულია გენდერული თვალსაზრისით, კერძოდ:

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში შეადგინა 760.1 ლარი, მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა - 566.7 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 969.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 565.8 ლარი, მცირე ბიზნესი – 372.2 ლარი.

რაც შეეხება ბიზნესის წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითრებაში:

2013 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 44.3 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 23.6 მლრდ. ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 8.6 პროცენტი.

ანუ საქართველოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, რომელზეც რეალურად ევროპული ქვეყნების უმეტესობა დგას.

ასევე საქართველო კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც ბიზნესში პირველი ადგილი, 51 პროცენტით, ვაჭრობას, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტს უკავია.

ამ სფეროებს მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა – 13.5 პროცენტი; კავშირგაბმულობა – 11.0 პროცენტი; მშენებლობა – 7.3 პროცენტი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 4.2 პროცენტი.

გამოშვებული პროდუქციის ღირებულების მიხედვით, სიტუაცია იცვლება და საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს დამამუშავებელი მრეწველობა - 24.9 პროცენტით; ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 16.3 პროცენტი; მშენებლობა – 15.1 პროცენტი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 14.4 პროცენტი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 7.4.

ბრუნვის შესაბამისია ამ სფეროებში დასაქმებულთა მაჩვენებელიც.

XS
SM
MD
LG