ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 04:20

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

ინტელექტუალები და ძალაუფლება

x
ტექსტის ზომა - +
1972 წელს ფრანგულ ჟურნალ L’Arc-ში გამოქვეყნდა იმ დროს ორი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ჟილ დელოზისა და მიშელ ფუკოს საუბარი თემაზე – „ინტელექტუალები და ძალაუფლება“. ამ საუბარში ფილოსოფოსების მიერ ჩამოყალიბებული აზრები დასავლეთის ქვეყნებში ინტელექტუალის საზოგადოებრივი ფუნქციის ახლებურად გააზრების მოდელად იქცა, რომელსაც თავისი აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. აქ მიშელ ფუკო პოლიტიზირებული ინტელექტუალის ორ ტიპს გამოყოფს: „შეჩვენებულს“, ანუ რომლის ჩახშობასაც სხვადასხვაგვარი გზებით ცდილობენ ძალაუფლების სტრუქტურები და „სოციალისტს“, ანუ რომელმაც იცის ჭეშმარიტება და შეუძლია იმისი დანახვა და პოლიტიკური გააზრება, რაც სხვებს, ანუ არაინტელექტუალებს არ ძალუძთ.

„ინტელექტუალი სიმართლეს ეუბნებოდა იმათ, ვინც მას ჯერ კიდევ ვერ ხედავდა და ლაპარაკობდა მათი სახელით, ვისაც არ შესწევდა სიმართლის თქმის უნარი: ინტელექტუალობა უდრიდა სინდისზე დამყარებულ შეგნებულობასაც და მჭევრმეტყველებასაც“ – ამბობს ფუკო და იქვე იმასაც ამატებს, რომ სწორედ ეს ფუნქცია დაკარგა თანამედროვე ინტელექტუალმა და თავად იქცა ძალაუფლების ნაწილად, მის ინსტრუმენტად. ასეთ ვითარებაში, თანაც 1968 წლის რევოლუციური მოვლენების ფონზე, ფუკოს ინტელექტუალი რიგით მებრძოლად წარმოუდგენია, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკური მიმართულების სახელით ან დავალებით იბრძვის რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, არამედ თავად ძალაუფლებას უპირისპირდება:

„ბრძოლა ძალაუფლების წინააღმდეგ, ბრძოლა მის გამოსავლენად და შესარყევად იქ, სადაც ის ყველაზე უხილავი და ცბიერია. არა ბრძოლა რაიმეს “შესაგნებად” (უკვე კარგა ხანია, რაც შეგნება როგორც ცოდნა მასების მიერაა ათვისებული, შეგნება როგორც სუბიექტი კი - ბურჟუაზიის მიერაა მითვისებული), არამედ ბრძოლა ძალაუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად და მის ასაღებად – ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამისთვის იბრძვის, და არა განზე დგომით, მათთვის ჭკუის დასარიგებლად.“

1989 წელს კი რუსულ ჟურნალ „ტეატრში“ გამოქვეყნდა მერაბ მამარდაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტერვიუ, რომელსაც სახელად მამარდაშვილისავე ერთი ფრაზა - „ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ“ – ეწოდა. მამარდაშვილი ამ ინტერვიუში, ისევე, როგორც მისი სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდის არაერთ საჯარო გამოსვლაში, სწორედ ინტელექტუალთა, ინტელიგენციის მორალური და პროფესიონალური პასუხისმგებლობის თემაზე საუბრობდა. მისი თქმით, „აზროვნების სიზუსტე იმ ადამიანის ზნეობრივი ვალდებულებაა, ვინც აზროვნებასთან ნაზიარებია,“ ანუ ინტელექტუალს, გამომდინარე მისი პროფესიონალიზმიდან, ევალება „ზუსტი“ აზროვნება. ეს სულაც არ ნიშნავს ინტელიგენტისა თუ ინტელექტუალის გამორჩეულობასა და მასებზე აღმატებულებას, არამედ ერთადერთი ინსტანცია, რომელიც მას ავალდებულებს, მისი პროფესიული ეთიკაა. საბჭოთა კავშირის ისტორია კი მას ინტელიგენციის ღალატის მაგალითად მიაჩნდა, როდესაც ინტელექტუალებმა სწორედ საკუთარ პროფესიას უღალატეს და იდეოლოგიის ინსტრუმენტებად იქცნენ.

თუმცა საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად მძიმე იდეოლოგიური წნეხისა, არსებობდნენ არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ჯგუფები, სკოლები, რომლებიც ყველაზე მძიმე პირობებშიც კი ახერხებდნენ საკუთარი სააზროვნო და შემოქმედებითი ავტონომიურობის შენარჩუნებას და ყოველგვარი დისიდენტობისა თუ იატაკქვეშა საქმიანობის გარეშე, შეფარულად მაინც ანალიზსა და კრიტიკას არსებული სისტემისა. სამაგალითოდ იური ლოტმანის მიერ დაარსებული „ტარტუ-მოსკოვის სკოლად“ წოდებული ჯგუფის გახსენებაც კმარა, რომლის მნიშვნელობა უკვე XX საუკუნის 70-იან წლებშიც ფართოდ გასცდა ლოკალურ-საბჭოთა მასშტაბებს და გასული საუკუნის ჰუმანიტარული აზროვნების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ეს კი იმის მაგალითია, რომ ინტელექტუალს, რომელიც არ ღალატობს საკუთარ პროფესიას და არ უჩნდება სურვილი, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალისა თუ სისტემის სახელით იმოქმედოს, მისი წარმომადგენელი იყოს - მათ შორის „ინტელიგენციის“, როგორც სოციალური ფენის - ყოველთვის, ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი აქვს საშუალება, რომ საკუთარი სუვერენულობა შეინარჩუნოს.

საქართველოში, არც საბჭოთა და არც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ხანაში ინტელექტუალები, ცალკეული, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არათუ არ ყოფილან სუვერენულები, არამედ მათ არც კი უცდიათ გამიჯვნოდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, არ ყოფილიყვნენ რომელიმე გავლენიანი ინსტიტუციის კალთებს შეფარებული და მისი ინტერესების გამომხატველი. არ უცდიათ, შეექმნათ საკუთარი ინტელექტუალური გარემო თუ სივრცე, საიდანაც თუნდაც მეტ-ნაკლები მიუკერძოებლობით შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების კატასტროფული დეგრადაციისათვის ცოტაოდენი წინააღმდეგობის გაწევა.

სწორედ ინტელექტუალური სივრცის არარსებობამ ჩაუგდო მთელი კულტურული სფერო თანამედროვე საქართველოში ძალაუფლების ორ მთავარ ინსტანციას: პოლიტიკურ ელიტებს და ეკლესიას, რომლებმაც კულტურა მასების ინდოქტრინაციისა და მანიპულაციის იდეოლოგიურ ინსტრუმენტად აქციეს. ასეთ პირობებში პოლიტიკურად აქტიური ინტელექტუალების ფაქტობრივად ერთადერთ ფუნქციად მთავრობისა თუ ოპოზიციის პოლიტიკის ადვოკატობა და მათი ქმედებების ინტელექტუალურ ხარისხში გამოსახვა იქცა. ამით ინტელექტუალი თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური თეოლოგია, რომელიც თავისი რჩეული პოლიტიკური ლიდერისგან მესიას ქმნის, ხოლო მისი მოწინააღმდეგისაგან კი პირსისხლიან ტირანსა და ურჩხულს. ამგვარი „დიალექტიკა“ საბოლოო ჯამში წარმოშობს იმ სტერეოტიპებსა და ცრურწმენა-წარმოდგენებს, რომლებითაც შემოსილები არიან საქართველოს პოლიტიკური ლიდერები.

„პოლიტიკური თეოლოგობის“, ანუ, ერთი პოპულარული ჟარგონით რომ ვთქვათ, „გამპრავებლობის“ შედეგი კი ისაა, რომ როგორც სააკაშვილზე, ასევე ივანიშვილზე მკვიდრდება სრულიად ფანტასტიური წარმოდგენები, რომლებიც მათი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების იდეოლოგიურ სურვილებსა და ფანტაზიებს უფრო გამოხატავენ, ვიდრე რეალობას. ინტელექტი მთლიანად რეალობის დამახინჯებისაკენაა მიმართული და ამით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, ის ბოლოს მხოლოდ თავად ინტელექტუალის რეპრეზენტაციულობის საშუალებაღაა, ანუ ცოდნის ჩვენებით, რომელსაც საუბრის საგანთან თითქმის არანაირი კავშირი არა აქვს, ერთი მხრივ, მოსაუბრის განათლებულობას აჩვენებს, რამაც მის ნალაპარაკებს, რომლისაც შეიძლება თვითონაც არ ჯერა, დამაჯერებლობა უნდა შესძინოს.

მაშინ, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკის დამცველ ინტელექტუალთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო და, გია ნოდიას თუ არ ჩავთვლით, ძირითადად ოდიოზური ფიგურებითღა შემოიფარგლება, ივანიშვილით აღფრთოვანება სულ ახალ სიმაღლეებს იპყრობს და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დღითიდღე ფართოვდება ულტრანაციონალისტური და რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ჯგუფების ხარჯზე, შესაბამისად მისი „პოლიტიკური თეოლოგიის“ მიმართულებაც სულ უფრო მეტად ობსკურანტულ შინაარსებს იძენს. ამ თვალსაზრისით სიმპტომატურია გადაცემა „სუბიექტური აზრის“ უკანასკნელი კვირის გამოშვებები, ხოლო 20 ივლისის გადაცემა, ჩემი აზრით, თვით ქართულ სატელევიზიო მედიაშიც კი ინტელექტუალური უხამსობის ჯერ-ჯერობით უმაღლეს და უკანასკნელ საფეხურად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემთვის პირადად ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ფარსის მთავარი მსახიობია არა გადაცემის ავტორი შალვა რამიშვილი, რომელიც ინტელექტუალობისგან ერთობ შორს იმყოფება, არამედ ზაზა შათირიშვილი.

გადაცემა, რომელიც თაიგული იყო ყველაზე პრიმიტიული ქართული შოვინისტური სტერეოტიპებისა და ცრურწმენების, - დაწყებული არმენოფობიიდან, სრულიად უხამსი ჰომოფობიით დაგვირგვინებული, რომლებიც ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი კოდებისა და ხელოვნურად შეკოწიწებული კონტექსტების მეშვეობით ინტელექტუალური საუბრის ეფექტს ქმნიდა, ნიმუშად გამოდგება იმ მოვლენის დასახასიათებლად, რასაც ინტელექტუალობის თვითდისკრედიტაცია შეიძლება ეწოდოს. ის აგრეთვე ილუსტრაციაცაა იმისა, თუ როგორ ყალბდება რეალობა ინტელექტის შეგნებულად უმართებულოდ და წმინდად პოლიტიკური მიზნებით გამოყენებით. სამაგალითოა მიხეილ სააკაშვილის, როგორც ურჯულოსა და ქართული ტრადიციების მტრის ხატი, რომელიც ზუსტად შეესატყვისება სხვაგვარი ზედსართავებითა და შეფასებითი ტერმინებით გამოხატულ იმ ხატს, რომელსაც პრეზიდენტის მომხრეები ქმნიან: სააკაშვილი, როგორც მოდერნიზატორი და რეფორმატორი, დასავლური და სეკულარული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსი. ამით ორივე მხარე საგულდაგულოდ ჩქმალავს იმ ფაქტს, რომ სწორედ სააკაშვილის მმართველობისას და მისი უშუალო ხელშეწყობით მიაღწია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის არნახულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას, სწორედ სააკაშვილის პოლიტიკურ რიტორიკაში ავიდა საქართველოსა და ქართველების განსაკუთრებულობისა და სხვებზე აღმატებულობის იდეა ისეთ სიმაღლეებზე, როგორიც მას ზვიად გამსახურდიას მესიანიზმის შემდეგ აღარ ღირსებია.

გადაცემიდან გავიგეთ შემაშფოთებელი ფაქტიც, რომ თურმე სააკაშვილის პოლიტიკური იდეალები რუსეთის იმპერატორი პეტრე I და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი ქემალ ათათურქი ყოფილან. ეს პიროვნებები კი იმითაც გამოირჩევიან ისტორიაში, რომ მათ საკუთარ ხალხს მენტალობა შეუცვალეს. სააკაშვილის გუნდსაც, რომელსაც ქართული ტრადიციები სძულს, ჰქონია ახალი ქართველის შექმნის მცდელობა და რა მივიღეთ? ამ ხანგრძლივად უპასუხოდ დარჩენილ რიტორიკულ კითხვას მოჰყვება ინტელექტუალური ოხუნჯობის მთავარი მარგალიტი, რომელმაც თავისი უხამსობითა და პრიმიტიულობით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც კი დაჩრდილა. ესაა თანამედროვე ქართველი ინტელექტუალისა თუ არაინტელექტუალის სააზროვნო უნარ-ჩვევების ლაკმუსის ქაღალდი, მაგიური სიტყვა „ელჯიბიტი“ (LGBT), ანუ, უფრო გასაგები ქართულით რომ ვთქვათ, „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ ადამიანთა თემა. „დავკარგეთ აფხაზეთი და მივიღეთ ელჯიბიტი და მისი მოყვარული პრეზიდენტი!“

ამგვარი უკბილობა ისეთივე სააზროვნო სიღატაკის მაჩვენებელია, როგორიცაა სააკაშვილის სიცუდის არგუმენტად მისი სომხობა, და მსმენელში ყველაზე მდარე სახის ქსენოფობური ვნებების გაღვივებისკენაა მიმართული. ზაზა შათირიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ იმავე გადაცემაში საჯაროდაც განაცხადა, რომ მისთვის, როგორც მორწმუნე-ქრისტიანისათვის, თანაც კათოლიკესათვის, მიუღებელია „ელჯიბიტი“. არგუმენტაციის ამგვარი უკანასკნელი ინსტანციის მოხმობით, მართლაც რითი განსხვავდება ფილოსოფოსის განსჯანი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ფანატიკოსის აზროვნებისაგან? მხოლოდ იმით, რომ ზაზა შათირიშვილს ამერიკის უნივერსიტეტებში მეგობარი კოლეგები ჰყავს, თუ კათოლიკეთა რწმენა, რომ სული წმინდა ძისგანაც გამოვალს ავტომატურადვე იმასაც გულისხმობს, რომ ის კათოლიკე ძეებსა და ასულებშიც შევალს?

ერთ ინტერვიუში ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ მას „მეუფე იობისადმი, როგორც პატრიოტი ადამიანისადმი, თანაგრძნობა“ აქვს. თანამედროვე ქართული ობსკურანტიზმის გამორჩეული ლიდერი და შეთქმულებათა წამყვანი თეორეტიკოსი - რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი, რომლის ქადაგებები და მოძღვრებანი არა თეოლოგიის, არამედ ფსიქიატრიის საგანი უფროა, სააკაშვილის ოპოზიციის კოლექტიური მოძღვარია, რაც მხოლოდ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომელიც ვერ ახერხებს სააკაშვილის რეალურ ოპონენტობას და მის ალტერნატივად სხვა ვერაფერი წარმოუდგენია, გარდა შუა საუკუნეების სიბნელისა. ამით კი ოპოზიციაც და მისი ინტელექტუალი იდეოლოგებიც მხოლოდ არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ. ინტელექტუალთა ძალაუფლებით ცდუნებისა და მის კალთებში ყოფნისაკენ ლტოლვის შედეგი კი ის დამახინჯებული რეალობაა, რომლითაც მხოლოდ თავად ძალაუფლება (იმისგან დამოუკიდებლად, სამთავრობოა ის თუ ოპოზიციური) სარგებლობს ადამიანების კიდევ უფრო უკეთესად მანიპულაციისათვის.

Tags: ბლოგი, ძალაუფლება, ინტელექტუალები



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
13.08.2012 22:25
Эсэсовец и доносчик "штази": темное прошлое самого известного писателя ГДР

ეხლახანს აი ასეთი წიგნი გამოვიდა აღმოსავლეთ გერმანიის ყველაზე ცნობილ მწერალ ერვინ შტრიტმატერზე. ის პოლკოვნიკი პუტინის კოლეგა ყოფილა.

გამოაქვეყნეს დიდი დემოკრატი ანატოლი სობჩაკის წერილი რომელშიც ის 1990 წელს იხვეწებოდა ოღონდ მიმიღეთ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში და კომუნიზმის მგზნებარე მშენებელი ვიქნებიო. ჩეკისტური რეჟიმის დამყარებაში დიდი წვლილი შეიტანა,ლენინგრადს რუსების მიერ პირველ ბოლშევიკად და სატანად წოდებული პეტრეს სახელი დაუბრუნა. გამსახურდია დამნაშავედ და იგორ როდიონოვი უდანაშაულო კარგ ბიჭად გამოაცხადა და ალბათ ჯოჯოხეთში მოღვაწეობას განაგრძობს. როგორ გრძნობთ თავს მისი ძეგლის ჩეროში?

ავტორი: ანონიმი
12.08.2012 18:18
ძალიან უყვარდა ძაუფლება რუს ინტელექტუალ პოეტ გორგულოვს რომელმაც პარიზში ცხოვრებისას მოასწრო რამოდენიმე კრებულის გამოცემა და მერე მოკლა ფრანგების საყვარელი პრეზიდენტი პოლ დუმიე. ამით გულგახეთქილმა ჟან-პოლ სარტრმა იკივლა რომ ანტიკომუნისტი ძაღლია...არსებობს ამ ისტორიის სხვა ინტერპრეტაციებიც, მოდით განვიხილოთ.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
03.08.2012 17:48
გიორგი, თქვენ ხომ არ გეკუთვნით შათირიშვილის დაყადაღების იდეა...

ავტორი: ანდაზა
02.08.2012 19:06
ავტორმა ვიტორიომ თქვა და ღმერთმა გაიმეორაო ,ნათქვამია..)

ავტორი: ვიტორიო
01.08.2012 15:19
კარგი სტატიაა; ავტორი მიუკერძოებელია და ობიექტურად მსჯელობს.

ავტორი: მოყვასი
31.07.2012 14:09
რომის კლუბის ინტელეატუალებმა რომელთა შორისაც იყო კოსიგინის სიძე და პერესტროიკის ბულდოზერთა აღმზრდელი ძერჟინსკიმენჟისკი გვიშიანი დაადგინეს რომ კაცობრიობას ემუქრება საშინელი საფრთხე-გამრავლება! გამრავლებულმა კაცობრიობამ შეიძლება გადაჭამოს და დალიოს ყველაფერი და თუ სასწრაფოდ არ დარიგდა კონტრაცეპტივები და პრეზერვატივები და თუ სასწრაფოდ სექსუალურ უმრავლესობად არ იქცნენ სექსუალური უმცირესობები კაცობრიობა მოკვდება მშიერ-მწყურვალი! ხოდა დიდი თავის მტვრევის მერე ამ ინტელექტუალებმა მოიფიქრეს კიდევ უკეთესი საშუალება-პერესტროიკა! სერგო ორჯონიკიძის და ლენინის ძეგლი ფარაჯანოვის და სობჩაკის ძეგლებით შეცვალეს,ციმბირი უკვე მერამდენედ იწვის. რუსი მილიონერები ტყეებში, მიწისქვეშ და რუსეთის გარეთ იმალებიან. რუსმა დედებმა დაიწყეს თავისი შვილების მეცხრე სართულიდან გადაყრა. ევროპისგან გადაიღეს ყუთები-გოგონებო შემთხვევით თუ შვილი გაგიჩნდებათ სანაგვეზე კი არა აი აქ ჩაყარეთო. ლიბიას ეშველა,ეხლა სირიას შველიან და ფიქრობენ ატომური ბომბის დარტყმით სპარსელთა გადარჩენაზე. საქართველოს ვინ ჩივის და სომხურ სოფლებში მარტო ქალები რჩებიან. მათი ქმრები და საქმროები გაიქცნენ სომხეთიდან. მოკლედ ძერჟინსკიმენჟინსკის და მისი კოლეგა ინტელექტუალების მიერ ჩაფიქრებული კაცობრიობის გადარჩენის მასშტაბური ოპერაცია ახლოა ზენიტთან. გიშველოთ უფალმა. იცოცხლეთ.

ავტორი: Max საიდან გვწერთ: საქართველო
31.07.2012 13:03
ზოგიერთი კომენტარის დამწერს- ''ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის"

ავტორი: ანონიმი
30.07.2012 20:46
არისტოტელე იყო ინტელექტუალი თუ მისი მოწაფე ალექსანდრე მაკედონელი? სხვანაირად, ვის ჰქონდა მეტი ხალხის დახოცვის შნო და უნამუსობა, არისტოტელეს თუ ალექსანდრე მაკედონელს? ხო გასაგებია? ხოდა თუ ეს გასაგებია მაშინ გასაგებია ინტელექტის და ხელისუფლების დიალექტიკაც! ინტელექტუალობაც არაა ლობიოობა და ზოგი მოწაფისგან შორს,შორს უნდა გაიქცე თუ თავი არ მოგძულებია.

ავტორი: ლამბალო საიდან გვწერთ: თბილისი
29.07.2012 11:06
Можно понять автора - следя за происходящими событиями по телевизору или из прессы трудно, наверно, осмыслить важность момента. Даже узнав, правду (увидев реальность) трудно осознать и принять её одним только интелектом, каким бы точным(ზუსტი) он не был. Возможно ли напряжением интелекта почувствовать боль? Невозможно! Невозможно - без Сострадания.
Пока ты чувтсвуешь боль – ты жив, пока ты чувствуешь чужую боль – ты человек!
ალბათ ყველაფერი ეს, რაც ეხლა გხვდება ჩვენს თავს აუცილებელი იყო ქართველებში თანაგრძნობა რომ გაჩენილიყო.
აუცილებელი იმიტომ რომ ალბათ ჯერ უნდა გაუგო და თანაუგრძნო შენნაერს, განსხვავებულისადმი (LGBT) შემწყნარებლობა რომ გაგიჩნდეს.
ამის მაგალითად გლდანის ციხეში ლიმონად „საფერავით“ ნათქვამ სადღეგრძელოს მოვიყვან: – „ყველა პატიმარს გაუმარჯოს, ღმერთმა ჯანმრთელობა, გაძლება და თავისუფლება მისცეს! P.S. ქათმებსაც კი“

ავტორი: ანონიმი
28.07.2012 19:54
ხომ არ იცით რას ერჩის ბებიებს მიკროფონს ჩაბღაუჭებული ეს ინტელექტუალი? სატირალი ნამდვილად არის და რამდენადაა სატირა ამის განსჯა კომპეტენტურ პირებს მივანდოთ.

სატირა
ბებოს დალოცვა

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
28.07.2012 16:44
რევოლუციის თემის ზედმეტად განვითარებას ჩიხში შევყავართ. უნდა ვერბრძოლოთ სამართლებრივი სივრცის დევალვაციას, კანონის ყოველგვარ უგულებეყოფას და ყოველ კონკრეტულ უსამართლობას. ვებრძოლოთ იმ უმსგავსობას რაც დღეს და აქ ხდება. როგორც ხედავთ, ამის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებენ. რაც შეეხება რევოლუციონერებს. ზოგჯერ მგონი, ჩვენ ვიჭყლიტებით ერთი დიდი კომპარტიისა ორ ფრაქციას შორის გაჩაღებულ ომში: ერთ მხარეს არიან, ტროცკისტები- დასავლეთევროპელი კომუნისტები - და მეორე მხარეს, სტალინისტები, აღმოსავლეთ ევროპელი, ანუ პირობითად რუსი კომუნისტები. ისინი იბრძვიან წიაღისეულისთვის და თავში გვხვდება ჩვენ, რომლებმაც თავდაცვის ყველაზე უარესი ვარიანტი ავირჩიეთ: რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ არსებობის "პოლონური მოდელი" ოპტიმალურია. ანუ, წიხლების ქნევა ყველა მმართულებით და მერე როცა ყველა მხრიდან გაგვყიდიან, ტრაგიკულ პოზაში ჩადგომა და ცრემლების ღვრა - Первый раздел Польши... Потом второй раздел Польши... Еще и третий раздел Польши...
სამწუხაროდ, ამ საკითხებზე მოსაუბრეთა წრე სულ უფრო ვიწროვდება, ვინაიდან, როგორც ნუგზარ წიკლაურის საყვარელი ფილოსოფოსი ეშენბახი ამბობდა - "იმდენად არაფერი იციან, რომ იძულებულნი არიან სხვას ენდონ". ეს სხვა კი არიან ბოკერია, რამიშვილი, აგერ გიოგი მაისურაძე...

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: თბილისი
28.07.2012 13:34
ეს არის სიმართლე ქართულ საზოგადოებაზე.
სამწუხაროდ, არა მგონია, ჩვენს საზოგადოებას, ამ ეტაპზე მაინც, აღმოაჩნდეს იმის უნარი, რომ ეს სიმართლე გაიზიაროს.

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: იქიდან
27.07.2012 12:13
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
26.07.2012 12:05
ავტორი: ბიბლიოთეკარი-ს

სხვათაშორის, ANNA, არა მარტო მაგ, არამედ იმ, უცხო, არაქართველი ინტელექტუალების ერთ-ერთი წარმომადგენელიცაა ანდრე გლუკსმანის შვილი რაფაელი, რომელი ინტელექტუალებიც ათასობით იდგნენ მრისხანების მტევნებად ბარიკადებზე და ხარაჩოებზე, „გრუზავიკების„ ძარებზე და ავტობუსების სახურავებზე, საიდანაც უხვად, გამეტებით და ყურისწამღები გნიასით, შენ, შენ გიხმობს ზარიო, არისხებდნენ ეკლესიებიდან ჩამოხსნილ ზარებს, რასაც აღტაცებით, აღტყინებული რევოლუციური, მათ შორის სექსუალური რევოლუციური ჟინით ხვდებოდა იქვე და მთელ საქართველოში კალიასავით მოდებული, უკვე მეთვრამეტე საუკუნიდან გაბრიყვებულ/იხილეთ ე.წ. საფრანგეთის დიდი რევოლუცია/ არაქართულ ხალხთა მასები, რათა აქაც დაემხოთ და გადაეტრიალებინათ ყოველივე ტრადიციული და ღირებული, თავისი უკუღმა შედეგებით/იხილეთ, ვანდეა, მასობრივი ტერორი პარიზში, ლიონში, პეტერბურგსა და ლენინგრადში/ და რაც, ვაგლახ, წარმატებით შესძლეს კიდეც/იხილეთ რობესპიერი, მარატი, დანტონი, ლენინი, ტროცკი, კობა/სტალინი/, კობა/დავითაშვილი/, მაო, მიშა, პოლ პოტი, ნინო... და რაც ყველაზე მთავარი და სავალალოა, ამ იდეოლოგთა იდეოლოგმა რაფაელმა შემდგომ ანუ ამმდგომ სააკაშვილის მრჩევლობასა და ეკა ზღულაძის ქმრობას გამოჰკრა ხელი!
დიახ, შვეიცარულ პრესაში ამ „ჩვენი„ ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოქვეყნდა მისი/„ჩვენი„ ეკას ქმრის/ ეპოკაცური წერილი - 21-ე საუკუნის ორგვარი, ახალი "რევოლუციონერის სადომაზოხიზმო"- რომელშიც იგი სრულად აღიარებს "ჩაისმსმელებთან" თავის ერთობას და ყველაფერს იმას, რასაც შაქრის ქურდობად უთვლიან, აგრეთვე, თუ როგორ მოაწყვეს ქართველი ხალხის უჩუმრად/როცა ამ უკანასკნელს გემრიელად ეძინა მხარ–თეძოზე, და მშვიდად ხვრინავდა/და ზურგსუკან ვარდებით შევარდანაძისა და ქვეყნის გადატრიალება/შევარდანაძის, როგორც უკვე საბოლოოდ გარკვეული და გაშიფრულია, ამ, იუდეო–სიონისტური წარმოშობის მასონის როლსა და წვლილზე აღნიშნულ გადატრიალებაში, ცალკე სალაპარაკოა, ფილაფოზურად რომ ლაპარაკობდა მანამდე წარამარა, მაგენი რისი და ვისი გადამტრიალებლები არიან, საკუთარ საწოლში გადატრიალდენე თუ კაიაო, და სინამდვილეში გადაატრიალებინა კი არა ყველაფერი, საკუთარი ჩაიც კი გადააყლურწვინა!/.

ნამდვილად მოსაძებნია ეს წერილი და სათარგმნი, რათა საქართველოშიც იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ჩვეულებრივი დასავლელი კომუნისტების "ბონდი" მოიყვანეს იმათ, ჩვენ რომ ვიცით.

კი, მამიკო გლუკსმანიც, ამ ბონდის ნაწილია - წინა საუკუნის სამოციანებში/რავა ყველა რევოლუციონერი და გადამტრიალებელი დაბალია, კაცო! იხილეთ, რობესპიერი, დანტონი, მარატი, ლენინი, ტროცკი, კობა, – დავითაშვილი არ იხილოთ, ეს რევოლუციის ანომალიაა. მიშაც ასევე ის გამონაკლისია, რომელიც წესზე მიუთითებს/ იგი ერთ ერთი ულტრამემარცხენე მაოისტური ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი იყო.

უბრალოდ იმ თაობის ხიბლი მართლაც იმაშია, რომ ცოცხლები იყვნენ მართლა ნიჭიერი მემარცხენე მოღვაწეები სარტრი, კოკტო, კოწო... და ეს ბიჭ-ბუჭები მათთან ხახუნობდნენ - ზოგი იდეურად, ზოგიც ფიზიკურად/კაზინოში/ - და დღემდე ამით სპეკულირებენ, ყიდიან რა მათს ავტოგრაფიან წიგნებსა და მაისურებს!..
სამწუხაროდ, ქალბატონო ANNA, თქვენს პოსტში განვითარება არ ჰპოვა „იმ„, საეჭვო წარმოშობის თემამ, და რაზედაც სამართლიანად მიგითითათ ბნ–მა აააააააააააააა რაშია საქმე–მემ.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.07.2012 09:09
ავტორი: ანონიმი
26.07.2012 13:06
მაისურაძის ნაწერები სულ ისეთია, რომ მე კარგი ვარო, ასე იკითხება. -რაკი საბჭოთა ზარბაზანს არ ახსენებ ე.ი.NATIA-ხარ ლონდონიდან, სათქმელი რომ არაფერი გაქვს- რეპლიკებს ისვრი, ქილიკობ და ირონიულობ, არაფერი გამოგივა, კოჭებში გეტყობა- ბრიყვი მიშაფანი ხარ და დaმკვეთებს უჩვენებ, ხომ ხედავთ ვიბრძვი, იმის მიუხედავად მართლები არიან და სათქმელიც არაფერი მაქვსოოოო....

ავტორი: აააააააააააააა რაშია საქმე საიდან გვწერთ: აქედან
26.07.2012 21:14
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
26.07.2012 12:05
ავტორი: ბიბლიოთეკარი-ს
სხვათაშორის, მაგ ინტელექტუალების ერთ-ერთი წარმომადგენლია ანდრე გლუკსმანის შვილი რაფალი, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი იდეოლოგი, სააკაშვილის მრჩეველია და ეკა ზღულაძის ქმარია. შვეიცარულ პრესაში ამ ჩვენი ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოქვეყნდა მისი ეპოქალური წერილი - ერთგვარი 21-ე საუკუნის ახალი "რევოლუციონერის კატეხიზმო"- რომელშიც იგი სრულად აღიარებს "ნიჩაევშჩინასთან" თავის ერთობას და ყველაფერს იმას, რასაც სხვები კომპრომატად უთვლიან. მოსაძებნია ეს წერილი და სათარგმნი, რათა საქართველოშიც იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ჩვეულებრივი დასავლელი კომუნისტების "სბროდი" მოიყვანეს. მამიკო გლუკსმანიც, ამ სბროდის ნაწილია - წინა საუკუნის სამოციანებში იგი ერთ ერთი ულტრამემარცხენე მაოისტური ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი იყო. უბრალოდ იმ თაობის ხიბლი იმაშია, რომ ცოცხლები იყვნენ მართლა ნიჭიერი მემარცხენე მოღვაწეები სარტრი, კოკტო... და ეს ბიჭ-ბუჭები მათთან ხახუნობდნენ - ზოგი იდეურად, ზოგიც ფიზიკურად - და დღემდე ამით სპეკულირებენ."მეც არ გამიკვირდა? ერთი ერთში გავს "ამათი" ქმედება ჩინელი ხუნვეიბინების, ძაოფანებისა და მაოს იდეების ფანების მოქმედებას-კულტურული რევოლუცია (პარალელი- "ვარდების") წითელი ქხმერების (კამბოჯაში) დამოკიდებულება განათლებული ადამიანისა და მეცნიერებისადმი-ისინი ფიზიკურად მოსპეს! ახლა სხვა-დროა-ჩვენთან-"ჩარეცხეს"!,სხვათა შორის მათ ლიდერებს პოლ პოტას და იანგ სარის დასავლეთში ჰქონდათ მიღებული განათლება და ბრწყინვალედ ფლობდნენ უცხო ენებს (პარალელი ალბათ გენიშნათ) მადლობა ანნა ინფორმაციისათვის-თურმე სისტემაც გვქონია- ან ქმარია უცხოელი ან ცოლი ჩვენი "პარტაქტივის" აქტივისტებისა-იგივე ხელწერაა,სტალინის პირველი ცოლი ებრაელი იყო, კალინინის ცოლიც ებრაელი, მოლოტოვი თვითონ ებრაელი იყო, როგორც კამანდარმი ტუხაჩევსკი, როგორც იაგოდა..სხვა მრავალი.... სიონიმის დევიზია ან ებრაელი უნდა მოიყვანო სათავეში ან ხელისუფალს ცოლად უნდა ჰყავდეს ებრაელი, რომ მერე მისი ხელებით კარგად მართო....

ავტორი: თა
26.07.2012 17:15
სინდისი ყველაზე დიდი და ყველაზე დაუფასებელი სიკეთეა (თუ დამფასებელს გარეთ ეძებს კაცი) იმ სიკეთეებს შორის, რაც კი ადამიანს ებოძა. როცა ადამიანი თავისი სინდისის ყველაზე პირველი შემფასებელი და დამფასებელია, შეუძლებელია გახდეს ორი, სამი, ოთხი... და ვინ მოთვლის, ბატონის მსახური...

ავტორი: ანონიმი
26.07.2012 14:18
ავტორი ინტელექტუალია?

ავტორი: ანონიმი
26.07.2012 13:46
მღვდელი ადამიანი არაა? საცა უნდა იქ მივა და ილოცებს.

ავტორი: მიშა
26.07.2012 13:17
ერთი გიგანტი ხომ ჰყავდა შალვა რამიშვილს და ახლა მეორე გიგანტიც მიუპატიჟებია:)

http://www.maestro.ge/?address=subieqt5&id=4919&page=1

თან აშკარაა რომ თვითონ ეშინია, რაც მეტს ილაპარაკებს მეტი სისულელე არ დააბრეხვოსხოლმე :)) და ამიტომ ეპატიჟება აზრის გიგანტებს საკუთარი სისულელეების "გასპრავებლად". ისინიც როგორც ჩანს თავს არ ზოგავენ:)

საწყალ ამერიკაში და ევრიპაში ვერ ხუმრობს თურმე ხალხი, შებოჭილია..და იუმორის გრძნობა არ აქვთ

სამგაიეროდ საქართველოში ავლენენ დიდ ეკრანზე ფილოსოფიური ღლიცინის ფენომენალურ უნარებს.

ავტორი: ანონიმი
26.07.2012 13:06
მაისურაძის ნაწერები სულ ისეთია, რომ მე კარგი ვარო, ასე იკითხება.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
26.07.2012 12:05
ავტორი: ბიბლიოთეკარი-ს

სხვათაშორის, მაგ ინტელექტუალების ერთ-ერთი წარმომადგენლია ანდრე გლუკსმანის შვილი რაფალი, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი იდეოლოგი, სააკაშვილის მრჩეველია და ეკა ზღულაძის ქმარია. შვეიცარულ პრესაში ამ ჩვენი ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოქვეყნდა მისი ეპოქალური წერილი - ერთგვარი 21-ე საუკუნის ახალი "რევოლუციონერის კატეხიზმო"- რომელშიც იგი სრულად აღიარებს "ნიჩაევშჩინასთან" თავის ერთობას და ყველაფერს იმას, რასაც სხვები კომპრომატად უთვლიან. მოსაძებნია ეს წერილი და სათარგმნი, რათა საქართველოშიც იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ჩვეულებრივი დასავლელი კომუნისტების "სბროდი" მოიყვანეს. მამიკო გლუკსმანიც, ამ სბროდის ნაწილია - წინა საუკუნის სამოციანებში იგი ერთ ერთი ულტრამემარცხენე მაოისტური ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი იყო. უბრალოდ იმ თაობის ხიბლი იმაშია, რომ ცოცხლები იყვნენ მართლა ნიჭიერი მემარცხენე მოღვაწეები სარტრი, კოკტო... და ეს ბიჭ-ბუჭები მათთან ხახუნობდნენ - ზოგი იდეურად, ზოგიც ფიზიკურად - და დღემდე ამით სპეკულირებენ.

ავტორი: მიშა
26.07.2012 00:37
(4)
მეტიც, ჩემთვის სერიოზული დასაბუთების გარეშე ასევე გაუგებარია, რატომ ვერ გაუმკლავდება მაგალითად ეს, ამ ფოტოზე გამოსახული მერსედესის მარკის ავტობუსი

http://www.emercedesbenz.com/Images/Nov05/30MercedesNewUrbanBus.jpg

მგზავრთბრუნვას ხსენებულ მარშრუტზე თუ ის 4-წუთუიანი ტაქტით ივილის???
იავტობუსი 180-200 კაცზეა გათვლილი. აქედან 40-50 დასჯდომი ადგილია.

საყურადღებოა გადანაწილების კობინაციებიც. თუკი ტრამვაი რელსებზეა მიმაგრებული და სხვაგან ვერსად გადავა, თანამედროვე ტროლეიბუსები აღჭურვილია დამატებითი ან დიზელის, ან ელ-ბატარიის ძრავით და მათ შეუძლიათ დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, როცა მგზავრთბურნვა ერთგან დაიკლებს, ქალაქის სხვა ნაწილებში, სხვა მარშრუტებზე გადაინაცვლონ და იქ იარონ. ცხადია ეს ავტობუსებსაც შეუძლიათ.

და თუ 150 მილიონ ევროდ ტრამვაის მხოლოდ ერთი მარშრუტის მონტაჟია შესაძლებელი იგივე ხარჯით და იგივე 4-წუთიანი ტაქტით ტროლეიბუსის შემთხვევაში ქალაქში ხუთი, ხოლო ავტობუსის შემთხვევაში თითქმის 7 სხვადასხვა მიმართულების მარშრუტია განხორციელებადი.

ეს ძალიან დიდი დადებითი ეფექტია, რომ საღამოს, ან დილის საათებში 4-წუთიანი ტაქტი არაა საჭირო, ზოგგან 10-წუთიანიც ბევრი იქნება. გამონთავისუფლებული ტრნსპორტის გადანაწილება კი სხვა მიმართულებებით შეიძლება. ტრამვაის შემთხვევაში ეს არ ხდება. (საერთოდ 4-წუთიანი ტაქტიც რამდენად რაციონალურადაა დაგენილი/დათვლილი საკითხავია, მე ვფიქრობ არ რელურად ინტენსიურია)

მფლანგველური თავხედობაა ახლად დაგებული ასფალტის თავიდან აყრა, მთელი ქალაქის გადათხრა და პარალიზება ტრამვაის რელსებისთვის და მერე ისევ თავიდან დაგება!

აღსანისნავია დროის მომენტიც. თუ ტრამვაის მშენებლობის განსახორციელებლად მინიმუმ 1-2 წელი მაინც დასჭირდება ტროლეიბუსს სავარაუდოდოდ რამოდენიმე თვე ხოლო ავტობისს ნული თვე სჭირდება.

ბატონი კახას მჭედლიძის ხსენებული სტატიის კომენტარებში ხელისუფლების ერთერთ "გამპრავებელ" კომენტატორს წამოცდა კიდეც მაგ ასფალტის ხანგძლივობა ისედაც 3-5 წლი იყოო:)

ხომ წარმოგიდეგნიათ! ეს მაშინ, როცა დასავლეთში ასფალტის საფარის გარანტიები დაახლოებით 30-40 წლიდან იწყება.

შეიძლება გასკვირი ჩანდეს რა კავშირი აქვს ჩემ პირველ კომენტარს და მით უმეტეს ბლოგს ამ საკითხთან. მე უბრალოდ შევეცადე რეალურ ცხოვრებამდე, რეალისტურ ხელშესახებ მაგალითებამდე დამეყვანა და მეჩვენებინა რა შედდეგები აქვს როცა ამ გიჟურ გამპრავებლურ "თამაშებში" ჟურნალისტები თუ სხვადასხვა სახეობის ინტელექტუალები არიან ჩაბმული და ეს ყოფილიყო მაგალითად, ღირებულებით მაჩვენებლებში და ეკონომიკურ მატარებლებში გამოსახული.

და ბოლოს, მეტი სიცხადისთვის კარგად მოუსმინეთ ამ ვიდეოს:

http://www.youtube.com/watch?v=mA8jZGdVuMM

სადაც პრეზიდენტი თავის პირით ამბობს, რომ თბილისს ასეთი მასშტაბური სახეცვლა მხოლოდ ვარონცოვის და
ბერია-სტალინის დროს ჰქონდაო.

ეს კი ერთმნიშვნელოვანი დასტურია, დღევანდელი ხელისუფლება მონარქიული და კომუნისტურ-დიქტატორული წესების ნაზავით მართავს სახელმწიფოს. ეს ფაქტიურად პრეზიდენტის მიერ ცალსახა თვითაღიარება, თვით იდენტიფიკაციაა.

ავტორი: მიშა
25.07.2012 20:57
(3)
არის სპეციალური სერიის ტროლეიბუსებიც, რომლებიც ვიწროა და შესაბამისად პატარა ქუჩებზეა გათვლილი.
არსებობს ლონდონშიც გაფართოების გეგებმები.

საინტერესოა პოლონური წარმოების "SOLARIS"-ის მარკის ტროლეიბუსები, რომლებიც ყველა თანამედროვე კომფორტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და საკმაოდ იაფიც ღირს.

http://www.youtube.com/watch?v=VJHqHR0Q_8U&feature=related

ასევე ციურიხში ორგადაბმიანი ტრამვაის სიგრძის "HESS"-ის მარკის ტროლიბუსები.

http://www.youtube.com/watch?v=u-cXVwJz1oY&feature=related

ერთადერთი რითაც ტრამვაი შედარებიტ უკეთესია შედარებით ცოტათი ნაკლებ ელ- ენერგიას მოიხმარს, თუმცა თანამედროვე ტროლეიბუსებში ეს ნაკლი მინუმმადეა დაყვანილი. ისინი აღჭურვიალი ელექტრო მუხრუჭებით და დამუხრუჭების დროს წარმოქმნილი წინაღობის ენერგია ელექტრო ენერგიაში აუკუმულირდება.
ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტრო ენერგიის მოხმარებას.

და რაც მთავარია ტრამვაის უზარმაზარი თვითღირებულება ახლოსაც ვერ მივა ტროლეიბუსის მიერ ცოტათი მეტ დახარჯულ ენრეგიასთან. ტროლეიბუსები გამძლეობითაც გრძელვადიანი ტრანსპორტია და მათი საშუალო ვადა 20 წელია კარგი საფარის შემთხვევევაში 30 და მეტიც. ტრამვაის შეიძლება მეტი აქვს მაგრამ დიდი დროის შუალედებში ტექნოლოგიებსი დახვეწისას ეს პლუსი პრიქით ხარვეზიც კი გამოდგეს.
რადგან 30 და 40 წლის შემდეგ სხვა მოთხოვნები და მეტად ელექტრო დამზოგი ტექნოლოგიები იქნება. ხოლო ძალიან ძველი 30-40 წლის თავისი მოუქნელობის და ხარჯიანობის გამო ტვირთადაც დააწვეს.

ტრანსპორტის ღირებულებებს შორის სხვაობა კი ხსენებულ მარშრუტზე ასე გამოიყურება:

ტრამვაი 150 მილიონი
ტროლეიბუსი 30 მილიონი (მაქსიმუმ)
ავტობუსი 22 მილიონი (მაქსიმუმ)

მხედველობაში მაქვს ტროლეიბუსის და ავტობუსის ცნობილი მარკების უახლესი და უხმარი ძვირფასი მანქანების ღირებულება.
განსხავავება თავად განსაჯეთ!

ავტორი: მიშა
25.07.2012 19:23
(2)
ჩემი მეორე კომენტარი ალბათ ტექნიკური მიზეზების გამო დაიკარგა ამ ბოლო დროს რაღაც პრობლემაა ან ვებ გვერდზე ან ინტერნეტში ზოგადად.

მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა რადიო თავისუფლების ეკონომიკური თემების მიმომხილველის ბატონი კახა მჭედლიძის სტატიებზე გნებავთ ინტერვიუებზე.
მე მრჩება შტაბეჭდილება, რომ ბატონი კახა მჭედლიძე ბევრი სახელგანთქმული თუ ჯერ სახელგაუთქმელი ქართველი ჟურნალისტივით ლიბერტარიანული იდეებით ფრიად აღტაცებული ბრძანდება და მამულის კომუნიზმისგან გადსარჩენად ისიც არ იშურებს "თვითნაკეთ იარაღებს"?

ამ ჟურნალისტით განსაკუთრებით მაშინ დავინტერესდი, როცა გავიგე რომ ის თბილისის ტრამვაის საინციატივო ჯგუფის ერთერთი დამფუძნებუელი ყოფილა და საკუთარი სტატიის ქვეშ იხილეთ ლინკი: (http://www.radiotavisupleba.ge/content/tbilisi_tram_line/24540597.html)

გამოთქმულ ვრცელ კრიტიკულ კომენტარებზე ერთი აზრი/შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს.

მიკვირს, როგორ გამოეპარა რადიო თავისუფლებას მისი სტატიების უცნაური, კლასიკური საბჭოთა ყაიდის სათაურები. პიარის კარგ სპეციალისტს ეს აუცილებლად უნდა მოხვედროდა თვალში.

მაგალითად:

"საქართველოს საგარეო ვაჭრობის მზარდი დინამიკა"
"საქართველოში ტურისტული ნაკადი იზრდება"
"არჩევნები და ეკონომიკის ზრდა ერთად"
"საქართველოში ავიამიმოსვლა იაფდება"
"საქართველოში ფასები მცირდება"

და ა.შ.
ეს რა არის საინტერესოა? გაზეთი კომუნისტია?:)
თუ რადიო თავისუფლების რედაქცია?:)

ალბათ როგორ დაეთუთქებათ ლიბერტარიანელებს ამის წაკითხვაზე მამულიშვილური გულები.
ეგრევე ივანიშვილის თანაპარტიელობას, ან კომუნისტური კუბის აგენტად გამომაცხადებენ.

ახლა კი ყურადღებას შევაჩერებ თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე, რომელიც მინიმუმ სავრაუდოდ 150 მილიონი ევრო ჯდება.

მე ადრევე გამოვთქვი კრიტიკული მოსაზრება რადგან არანაირი საფუძვლიანი კვლევა არ გამოქვეყნებულა თუ რატომ უნდა დამონტაჟდეს ტრამვაი ამ ხაზზე და არა მაგალითად ტროლეიბუსი, ან ავტობუსი რომელიც შეუდარებლად იაფია.
გარკვეული ინფორმაციები მოვიძიე ამ თემაზე და აუცილებლად კიდევ მოვიძიებ.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის ტროლეიბუსის ვარიანტია ის არის როგორც საკმაოდ გამძლე და ეკონომიური ტრანსპორტი პლუს ამას, ტრამვაისთან შედარებთ უხმაუროა.
ეკოლოგიურად მინიუმ იგივე, გარკვეულ დეტალებში უკეთესიც.
მთაგორიან ადგილებში ტროლეიბუსს ენიჭება უპირატესობა.

ვინც ფიქრობს რომ ტრამვაის მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია ასევე ცდება, რადგან უკვე რსებობს ორგადაბმიანი ტრამვაის სიგრძის ტროლეიბუსები, რომელსაც ხალხის იგივე ნაკადის მომსახურება შეუძლია რაც ტრამვაის.
სხვათა შორის ამის დანერგვას გეგმავს ბევრი ცნობილი დასავლური, ევროპული ქალაქი.

ტროელეიბუსების შესაიშნავი მაგალითია ბალტიის ქვეყნების ქალაქები. ასევე ახლა უკვე არა ერთი ინოვაციური ევროპული ქლაქი მაგალითად საფრანგეთში ლიონი:
http://www.youtube.com/watch?v=H5Fag9yx6gQ&feature=related

ავტორი: asmati
25.07.2012 18:48
რაღა ამ ჭკვიან ხალხს გადაეკიდეთ, ადრე იყო და შავერდაშვილი, ახლა შათირიშვილი... სხვა არავინაა?

ავტორი: troli
25.07.2012 16:41
აქაური კომენტარების უმეტესობა ტროლინგს გავს მგონი. იმედია თავად ავტორი არ არის ამ საქმეში გარეული.

ავტორი: ბიბლიოთეკარი
25.07.2012 16:21
ინტელექტუალებზე ასეთი რამ დაწერა ფრანგმა მკვლევარმა ჟან სევილამ ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნში "ინტელექტუალური ტერორიზმი". ბევრს არ მოეწონა და აურზაურიც ქნა. ცხოვრება გრძელდება...

1950-ამ წლებში ისინი ხოტბას ასხავდნენ საბჭოთა სამოთხეს და სტალინს. 1960-ან წლებში ისინი ირწმუნებოდნენ რომ დეკოლონიზაცია საკმარისი იქნებოდა ზღვის გაღმა ხალხების გასაბედნიერებლად. 1965 წელს ისინი აგიზგიზდნენ ფიდელ კასტროს,ჰო ში მინის და მაოს სიყვარულით. 1968 წლის მაისში ისინი ოცნებობდნენ ინდივიდის განთავისუფლებაზე ყოველგვარი სოციალური შეზღუდვისგან. 1975 წელს ისინი მიესალმნენ კომუნისტების გამარჯვებას ინდოჩინეთში. 1981 წელს მათ ეგონათ რომ გათენდა. 1985 წელს ისინი აცხადებდნენ რომ საფრანგეთმა უნდა მიიღოს მსოფლიოს ყველა უბედური.
1990-ან წლებში ლიბერტარულ-ანარქისტულმა იდეოლოგიამ და ულტრალიბერალიზმმა ერთხმად შესძახეს რომ ერების,ოჯახების და რელიგიების დამთავრდა.// ამას უკვე იძახოდნენ ლენინი და მისი ახლო გვარდია,მთარგმნელი//.

50 წლის მანძილზე ისინი ვინც არ იზიარებდნენ ამ შეხედულებებს იყვნენ ინტელექტუალური ტერორიზმის მსვერპლები.
მათ უძახოდნენ რეაქციონერებს,ფაშისტებს,კაპიტალისტებს,
იმპერიალისტებს, კოლონიალისტებს,რასისტებს,ქსენოფობებს და მორალური წესრიგის მომხრეებს. და მათ თათხავდნენ და ლანძღავდნენ მაშინაც როდესაც ისინი აშკარად და უეჭველად მართლები იყვნენ.

მერე პერესტროიკამ გადაშალა არამარტოინტელექტუალური ტერორიზმის და ტერორის ისტორიის მორიგი ფურცელი.ამის შესახებ წიგნი ალბათ 50 წლის შემდეგ გამოვა.

ავტორი: tamari საიდან გვწერთ: tbilisi
25.07.2012 15:47
კი მაგრამ რო დაიჯინეთ კომუნისტიო 3კლასი აქვს დამთავრებულიო, სიბერეში წიგნი წაიკითხაო, ერთი ეს მითხარით სახელმწიფო არხად გახდომამდე იმედმა რომ ამოუქექა მიშას საბჭოთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარში გადაღებული სურათები - ეგ არაფერია?

ან ის მოგწონს შენი პრეზიდენტი ცხვირს როგორ იქმენდს კამერის წინ? ან საერთოდ რასაც ის კამერის წინ აკეთებს ანდა კამერის უკან? ნინო სუხიშვილი რო ხელში აიტაცა სცენაზე- ეგ ინტელექტუალური საქციელი იყო ხო?

ნაციონალების მედროშეებით არის სავსე ეს საიტი რა

ავტორი: nino
25.07.2012 15:28
ეგ გადაცემა ნანახი მაქვს და რამიშვილი და შათირიშვილი ღადაობენ, რისი აღქმისთვისაც იუმორის გრძნობაა საჭირო. და თანაც, პოლიტკორექტულობისათვის, ბოდიშსაც იხდიან მაყურებლის წინაშე. თქვენ, ბ-ნო გიორგი, როგორი ინტელექტუალი ბრძანდებით? "საბამ" ზედმეტად ხომ არ გაგათამამათ ისე? საქართველოში ცხოვრება რომ არაა იოლი, ხედავთ გერმანიის სიმაღლეებიდან?

ავტორი: ანონიმი
25.07.2012 09:56
ყველა ანტიქრისტეს თავისი ცრუ წინასწარმეტყველი ყავს...
ფულის ტომარა სამი კლასის განათლებით და ერგნეთის ბაზრობის ნოსტალგიით შეპყრობილი,გაზეთი ასავალ-დასავალი და რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი,აი "წმინდა სამება"

ავტორი: პოლიტოლოგი
24.07.2012 23:39
...ფულზე და ძალაუფლებაზე გაყიდულმა ინტელექტუალურმა ელიტამ რა მაგალითი უნდა მისცეს დანარჩენ საზოგადოებას?

ერთი ჭკვიანი კაციც არ დარჩა ამ ქვეყანაში,ფულისგან და ძალაუფლებისგან დისტანცირებული? ერთ კაცსაც შეუძლია უზარმაზარი საქმის კეთება!!!

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი, რომლის ქადაგებები და მოძღვრებანი არა თეოლოგიის, არამედ ფსიქიატრიის საგანი უფროა, სააკაშვილის ოპოზიციის კოლექტიური მოძღვარია, რაც მხოლოდ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომელიც ვერ ახერხებს სააკაშვილის რეალურ ოპონენტობას და მის ალტერნატივად სხვა ვერაფერი წარმოუდგენია, გარდა შუა საუკუნეების სიბნელისა.

ჭეშმარიტად ასეა ბატონო გიორგი დე მე ამაში ღმერთის ხელს ვხედავ!!!

რამდენი პროცენტია ამ შუა საუკუბეების სიბნელის მომხრე საქართველოში ოქტომბერში გამოჩნდება!!!!

მანამდე გაისუსეთ და ოქტომბერს დაელოდეთ ქართველო ინტელექტუალებო!!!

ავტორი: ნეოპლატონიკოსი ვაჟიბედია
24.07.2012 23:06
Мир прекрасно обошелся бы без литературы; еще лучше он обошелся бы без человека.

უდიდესი ინტელექტუალი ჟან-პოლ სარტრის ეს სიტყვები ,ოყვანილია რუსული ვიკიპედიის ციტატნიკში. არის კიდევ მეორე ციტატაც: " სქმყარო მშვენიერია და ის კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ადამიანის გარეშე!" ჩემის აზრით ის ნამდვილად უფრო უკეთესი იქნებოდა ასეთი სარტრის და მამარდაშვილის თუ მათ წინაშე მოხოხიალეთა გარეშე. იცოცხლეთ და გაიხარეთ. ფილოსოფია იმდენად რთული რამეა რომ ის არ უნდა მიანდო ამით პურის და არა მარტო პურის ფულის მშოვნელ ფილოსოფოსებს.

Всякий антикоммунист — сволочь (иногда дают перевод- собака) [1] ეს პროფესიონალი ინტელექტუალი ჟან-პოლ სარტრია.
Примечания

ავტორი: ვაჟიბედია გოლისტი
24.07.2012 22:56
ძალიან მაგარი ინტელექტუალი იყო ჟან პოლ სარტრი: მან თქვა ა: ანტიკომუნისტები ძაღლები არიანო; ბ: თუ კოლონიზებული კოლონიზატორს მოკლავს დარჩება ერთი გვამი და ერთი კაციო. ხოდა ამ ინტელექტუალიზმის კვალი გემჩნევათ თქვენც. სარტრისტკა ბონერმა კი ბრძანა რომ გამსახურდია ანტიკომუნისტია დემოკრატი არააო და წაესივნენ საქართველოს სარტრისტები და მოსარტრისტოები. შედეგი მგონი თქვენც იცით. დანარჩენი მერე. მაგის შედეგია რომ თბილისში დგავენ ფრუნზიკას,მამარდაშვილის და ველოსიპედის ძეგლებს და მარი ბროსეს დადგმულ ძეგლს იპარავენ. დანარჩენიც მერე.

ავტორი: მიშა
24.07.2012 22:55
ბოდიშით, საკმაოდ გრძელი კომენტარები კი გამომივიდა, მაგრამ მეორე კომენტარიც იყო დაპოსტილი. მაინტერესებს მიიღეთ თუ არა? რადგან ახლა ვნახე რადიო თავისუფლების სხვა პორტალშიც, სხვა თემაზე არ გაგზავნილა ჩემი კომენტარი.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
24.07.2012 22:57
ამ ბლოგზე გამოგზავნილი კომენტარებიდან მხოლოდ ერთი არ გამოქვეყნდა. ის ერთი თქვენი არ არის.

ავტორი: beka საიდან გვწერთ: Tbilisi
24.07.2012 22:47
გია ნოდია, მამარდაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ალბათ ყველაზე დიდი ქართველი მოაზროვნე და დასავლური ფასეულობების თანმიმდევრული დამცველია, სწორედ ამიტომაც მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტია წლების მანძილზე რუსეთუმეებისგან თუ მათი უშუალო აგენტურისგან.

ავტორი: პოლიტოლოგი
24.07.2012 22:23
სადაა ჩემი კომენტარი?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
24.07.2012 22:55
თქვენი კომენტარი არ გამოქვეყნდა, რადგან შეურაცხმყოფელ სიტყვებს შეიცავდა.

ავტორი: სალომე
24.07.2012 19:43
„სუბიექტური აზრის“ განხილვამდე ძალიან კარგი სტატიაა, მერე ჩვეულებრივი, ანუ არაფერი ახალი და/ან საინტერესო.

ავტორი: jimi
24.07.2012 19:27
ნოდიასა და შათირიშვილს შორის დიდი სხვაობაა. შათირიშვილი რასაც ფიქრობს (მიუხედავად იმისა ინტელექტუალურია თუ არა) იმას ლაპარაკობს. ის გადაცემა ვნახე და ქსენოფობია ვერსად დავინახე იქ. ელჯიბითი-ზეც მგონი დამამცირებელი არაფერი უთქვამთ.

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: გალიციის ტრამალებიდან
24.07.2012 19:26
ავტორის პათოსი გასაგებია. გაუგებარია მისი ცუდად დაფარული ანტპატია შათირიშვილის მიმართ. ეს უკანასკნელი ცნობილია როგორც ხუმარა კაცი. ხშირად მისი ხუმრობა უკბილო და უგემოვნოაა, ეს ალბათ ასეა, მაგრამ ხუმრობა ხუმრობაა, მოგვწონს თუ არა, ეს გემოვნების საკითხია. მაშინაც კი როცა არ მოგვწონს მისი ტირადების ასეთი სერიოზული ანალიზი ავტორის მხრიდან ცოტა არ იყოს უადგილო მგონია. ორიდან ერთია: ან ავტორს არ აქვს იუმორის გრძნობა და მაშინ ცხადია ეპატიება ასეთი კატეგორიულ-მომაკვდინებლად-სერიოზული რეაქცია; ან აქვს და უბრალოდ ეს რიგითზე-რიგითი გადაცემა და იქ წამყვანების "ღადავი" საბაბად გამოიყენა რათა შათირიშვილისთვის "დაერტყა". დარტყმა კი გამოუვიდა, მაგრამ მერე რა!? ავტორს, მისდამი კეთილგანწყობით და პატივისცემით, ერთ რამეს ვურჩევ: მეტად შემწყნარებლური იყოს უდავოდ ჭკვიანი, მაგრამ ამჩატებისადმი მიდრეკილების მქონე შათირიშვილის მიმართ და თავისი კრიტიკული ანალიზის ლახვარი მის მიერ ესოდენ მოზომილი კრიტიკულობით მოხსენიებულ ბატონ ნოდიას წინააღმდეგ მიმართოს. ნოდია (სხვათა შორის, განთქმული წიგნის "შრომის კატეგორია და მარქსისტული ჰუმანიზმი" ავტორი ანდროპოვ-ჩერნენკოს ეპოქაში) ამ რეჟიმის ერთ-ერთი ადეპტია და თავისი ინტელექტუალიზმით რეჟიმის ისეთ სიავეებს და დანაშაულებს "ათეთრებს", როგორიც ბატონ შათირიშვილს და ბატონ რამიშვილს ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ მოლანდებიათ.

ავტორი: მიშა
24.07.2012 18:43
(1)
კომენტარის დაწრეას ზაალის ბლოგზე ვაპირებდიდა აქ დავწერ. ორივე ბლოგი სხვადასხვა, მაგრამ სერიოზულ და შორსმიმავალ პრობლემებს ეხება.

ის, რომ იტელექტუალები მით უმეტეს ფილოსოფოსები პოლიტიკოსების/პოლიტიკის და საერთოდ არც არაფრის "გამპრავებლების" როლში არ უნდა "მოევლინოს" ქევყანას ამაზე აქაიქ საუბრობდნენ.
თუმცა პრობლემის ნიშანთვისებები აქ უფრო სრულყოფილად არის იდენტიფიცირებული.

ჩემთვის საინტერესოა ასევე საიდან მოდის ეს ფენომენი, და სად არის მისი ინსპირაციის წყარო. პირდაპირ ფულზე გაყიდულიც შეიძლება არსებობდეს, ანუ ადამიანი რომელიიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ააგორებს შავ პიარს.

ალბათ დიდი შეცდომა იქნება თუ ხსენებული მოვლენა მხოლოდ ფულზე, ან სხვა სიკეთეებზე გარიგებად მოინათლება, რადგან "ის" იმდენად საყოველთაო და გიჟურ ვნეაბადაა ქცეული, გარიგების და მატერიალური მერკანტილიზმის საზღვრებს სცილდება, თუმცა ამ უკანასკნელსაც მოიცავს.

ჩემი შტაბეჭდილებით ეს არის ერთის მხრივ, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში გამოწრთობილი და მერე მიძინებული "უნარები", ამხილო ქვეყნის შიგა მტრები და იხსნა მამული, მეორეს მხრივ 90-იანი წლებიდან დამკვიდრებული მავნე ტრადიცია სამშობლოს მტრის უკვე რელიგიურ და მისტიკურ რანგში აყვანა და ფაქტიურად სატანასტან გაიგივება.

ამ დროს უზარმაზარი ტრაგედია საკუთარი მოქალაქეების ვერ დაფასება და ვერ ცნობაა. პასუხისმგებლობის ადრესატი, თქვენ სწორად შეარჩიეთ, ის ინტიელექტუალები არიან, რომლებმაც ვერა და ვერ მოახერხეს დადგნენ გვერდით, მაყურებლის, არბიტრის როლში.

რაც მთავარია ადამიანების მანიპულაციის ყველაზე მასობრივი იარაღი მედია ამ "შერკინებებშია" ჩართული. მათ თავიანთი რჩეული ინტელექტუალები, ფილოსოფოსები და ექსპერტები ჰყავთ, რომლებსაც ხანდახან სტუდიებში ერთმანეთში "აჩხუბებენ" ხოლმე.

მაგალითად, ქალბატონმა კვესიტაძემ ამას წინათ დანანებით დასძინა ბენდუქიძეს აქვს საინტერესო მოსაზრებებიო. იმ მომენტში "არენაზე" მიშა თავხელიძე "ებრძოდა" დავით ონოფრიშვილს.

http://1tv.ge/video/14176

საინტერესოა ასევე, რომ ისეთი თავგამოდებული "გამპრავებელი", როგორიც ბატონი ნოდიაა ცხადია არა, მაგრამ, შიგადაშიგ ბატონ ზედანიასაც "არა უშავს".
ანუ, მთალად "ხმალ-ხანჯალი" არ უხმარია, მაგრამ "ჯიბის ჯაყვას" ხმარობს ხოლმე.

მაგალითად, როცა საუბარი აქტიურ ფაზაში იყო ლაზიკის აფსურდულ და თავხედურ პროექტზე მაშინ ბატონმა ზედანიამ ეს სტატია დაწერა:

http://www.tabula.ge/article-19858.html

აქ, ირიბად გამართლებულია ლაზიკის პროექტი.

არაფერია ნათქვამი, რომ ქალაქები საქართველოს უკვე აქვს და თუ გამსხვილებაა საჭირო უნდა გამსხვილდეს ის ქალაქები რომლებიც უკვე არსებობს! რა საჭიროა ქალაქების დაარსება???
რომ ინდუსტრიალიზაციას, შრომის ავტომატიზაციას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შემცირება მოჰყვება ეს ცხადია. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს ერთ წელიწადში ახალი ქალაქის დაარსება გადაწყდეს?!

გარდა მაგისა მომსახურების სექტორი უნდა გაიზარდოს და ინვესტიციები უნდა ჩაიდოს უკვე არსებულ ქალაქებში რომლების საკმაოდაა განაწილებული საქართველოში.
და ამ ქალაქების წარმატებაზე, განვითარებაზე კახა ბენდუქიძემ და ცენტრში მჯდარმა ექსპერტებმა კი არ უნდა იმტრვიონ ძვირფასი თავები, არამედ გასაქანი მისცენ და დაინერგოს თვითმართველობები რაიონულ ქალაქებში.

დანარჩენს როგორც თავად იტყვიან "ბაზარი ისედაც მიხედავს" და "მდინარეც" უკეთეს "კალაპოტს თავად ნახავს.

მაგალითად ქალაქ ყვარლის, გურჯაანის, გორის ან ზუგდიდის სოფლების მკვიდრი "უნდა" წავიდეს მომსახურეობის სფეროში გაზრდილ ზუგდიდში, ყვარელში, გურჯაანში, ოზურგეთში და ა.შ და არა მთელი ქვეყნის სოფლის მოსახლეობა მილიონიან თავკომბალა ქალაქებში.

თუკი დასავლეთში დღეს მეტროპოლიები არსებობენ ამას შესაბამისი ისტორიული და ეკონომიკური წინაპირობები აქვთ. იმ ქალაქებში, ან სასარგებლო წიაღისეული იყო ადრე, ან პოლიტიკური-კულტურული და ეკონომიკური ისტორიული ცენტრი.

თანაც, ამ მეტროპოლიების მაცხოვრებელთა რაოდენობა ფარდობითობით შედარებისას, ახლოსაც ვერ მივა, ლამის 1,5 მილიონიან უზარმაზარ თბილისთან.
მოსახლეობის ერთი მესამედი თბილისში ცხოვრობს.

სინგაპურს იღებენ მაგალითად მაშინ, როცა სინგაპურის ერთი ბოლოდან მეორეში მისასვლელად მხოლოდ და მხოლოდ 40 კილომეტრამდე გაავლა საჭირო. ეს არის ქალაქი სახელმწიფო. თავი რომ დავანებოდ სინგაპურელ
დიქტატორს ლი კუანს და დემოკრატიას.

ავტორი: ანონიმი
24.07.2012 17:29
იფ იფ იფ იფ სუ ნერწყვი მოგივა ისეთი სტატიააააა :)
გაიხარე გიო ჯან :)

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
24.07.2012 16:14
მიუხედავად იმ ძალიან დიდი პატივისცემისა რომელიც ამ ავტორისადმი გამაჩნია, როგორც ძალიან განათლებული ადამიანისადმი, არ შემიძლია არ დავეთანხმო ANNA-ს იმაში რომ ვარდების ხელისუფლება და მათ პლაცდარმზე აღმოცენებული მოღვაწეები განსაკუთრებული დამცინავი, ცინიკური და სამარცხვინო დამოკიდებულებით გამოირჩევიან ქართველებისადმი

ხშირად ის რასაც "კრიტიკას" უწოდებენ- დამცინავი და შეურაცხმყოფელი უფროა ვიდრე კრიტიკული.

დიდი განსხვავებაა კრიტიკასა და სხვათა, როგოც მდაბიოთა ხედვას შორის და ამ საიტზე ხშირად ვნახულობ ამის მაგალითს სამწუხაროდ

არც ჩვენი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს და დიდი მამა-მთავრის ჩარეცხვის იდეით გათამამებულები დასცინიან და უსასტიკესად აკრიტიკებენ ხალხს

არსებობს კრიტიკა (რაც ჩვენ არშემდგარ საზოგადოებას ძალიან სჭირდება) და არსებობს ადამიანთა პლებეებად და მდაბიორებად გამოცხადების პრეცედენტი

საქართველოში მერე ჭარბობს, ოღონდ კრიტიკის სახელით

ავტორი: irakli
24.07.2012 16:07
სუთირიშვილთან ლევან ბერძენიშვილიც არ დაგავიწყდეთ რა - ზუსტად ერთნაირი კალიბრის "ინტელექტუალები"

ავტორი: გიო
24.07.2012 15:55
სენსაციური სტატია! მაისურაძე დღევანდელი მამარდაშვილი!

ავტორი: Maiachi საიდან გვწერთ: თბილისი
24.07.2012 14:32
ძალიან გამახარა ამ სტატიამ- ჩვენს ბოლოდროინდელ პუბლიცისტიკაში პირველად განისაზღვრა ინტელექტუალის ჭეშმარიტი ფუნქცია და ის შედეგი, სადამდეც ქართველ ინტელექტუალთა უპასუხისმგებლობამ მიგვიყვანა. ყველასთვის ცხადია, რომ დღეს, მოაზროვნეები მთავრობისა და ივანიშვილის ბანაკებს შორის გადანაწილდნენ. ისიც ცხადია, რომ აქ არავის აქვს აზროვნების სუვერენულობა. ბოლო 20 წელიწადში ერთი მიუკერძოებელი ჯგუფიც ვერ შეიქმნა, რომელიც საზოგადოებას სიმართლეს გააგებინებდა. ვფიქრობ, ამას აქვს თავისი მიზეზი: დღეს, საქართველოში მიუკერძოებელი ინტელექტუალი შიმშილისთვისაა განწირული. თქვა სიმართლე და იყო მოკლებული ელემენტარულს - დიდი მისიაა. ამ გმირობაზე წასვლა, როგორც ჩანს არავის სურს. ისეთები, კი ვისაც ეგრეთ წოდებული "უსაფრთხოების ბალიში" აქვთ, მეტისმეტად ცოტანი არიან, საქართველოში არ ცხოვრობენ და მათი ხმა საზოგადოებას კარგად ვერ სწვდება.

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
24.07.2012 14:19
სტატია ძალიან აქტუალური და დროულია. საზოგადოება ისე დააბნიეს ამ ვითომდა "ინტელექტუალებმა", რომ საღი აზრის მქონე ადამიანი სანთლით საძებარი გახდა. ნუთუ ანგარება ყველაზე მნიშვნელოვანია? ამ ჩვენს ჰომოფობიასა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმსაც ხომ არაფერი ეშველა.

ავტორი: giorgi
24.07.2012 12:58
ძაან ძლიერი სტატია. აუცულებელი სილა რომელსაც უკდე დიდი ხანია იმსახურებს ბევრი ქართველი "ინტელექტუალი"

ავტორი: SURAB საიდან გვწერთ: NRW
24.07.2012 12:40
ბატონო გიორგი,

ეხლა ვუყურე თქვენს მიერ ნახსენებ გადაცემას და ვფიქრობ, ამ ორი კაცის შეფასებისთვის თამასას ძალიან მაღლა დებთ.

აზროვნება არსებითად შემოქმედებითი პროცესია და ამდენად იშვიათი ხილი. უარეს შემთხვევაში ადამიანები გარემოებებზე ქვეცნობიერი იმპულსების კვალობაზე რეაგირებენ, უკეთესში – თავის ან სხვის ადრე ნააზრევს იმეორებენ და ამ ყველაფერს აზროვნებად ნათლავენ. ამაში მეტ–ნაკლებად ვგავართ ერთმანეთს და უმთავრესად ჩვენი „ნააზრევის“ ავ–კარგი იმითაა შესაფასებელი, თუ ჩვენი ღირსების, მშვინვიერი რაფინირების, გნებავთ შინაგანი გემოვნების კვალობაზე როგორ აზრებს ვიმეორებთ. მოკლედ, გამეორებაც არის და გამეორებაც, გააჩნია რას იმეორებ.

ეს ორი კაციც სხვათა ნააზრევებს თავისი ღირსების კვალობაზე ირჩევს და თავისივე გემოვნების შესაფერი ფორმით (აქეთ–იქით ხელების ქნევა, დამსწრე ქალბატონის მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება, ცინიზმი და ა.შ.) უზიარებს ტელემაყურებელს. ასე რომ აქ, ვფიქრობ, აზროვნების დეფიციტთან ერთად ღირსების, ზრდილობის, რიდის დეფიციტთან გვაქვს საქმე და მათგან თქვენს მიერ დასახელებულ სიქველეთა (ზუსტი აზროვნება, პიროვნულობა, სუვერენულობა) მოთხოვნა ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი რამ ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში ადგილს პოულობს. ის კი არა, ალბათ ბევრის მოწონებასაც იმსახურებს.

თქვენს მიერ აღწერილი სურათი საბჭოეთის წლებში ჩამოყალიბებული „ინტელიგენციის“ შესახებ იმდენადვე შემზარავია რამდენადაც ზუსტი. ამის გააზრება პირველ რიგში ტკივილს უნდა იწვევდეს და არა სხვათა კრიტიკისგან მოგვრილ ქვეცნობიერ სიამოვნებას. მინდა მჯეროდეს, რომ ამ უკანასკნელ საფრთხეს კარგად აცნობიერებთ.

პატივისცემით
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
24.07.2012 21:55
ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო შენიშვნებისა და კომენტარისათვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ცალკეული ადამიანების და არც ზოგადად კულტურული გარემოს კრიტიკა, ზოგჯერ აგრესიაც კი, არ მანიჭებს არანაირ სიამოვნებას. კულტურული გარემოს სიღატაკე და არათავისუფლება ის მიზეზიცაა, რის გამოც თქვენც და მეც არ ვცოვრობთ საქართველოში...

ავტორი: თამაზ ლ. საიდან გვწერთ: გერმანია
24.07.2012 11:29
ერთის მხრივ, ალბათ არასოდეს დადგება ის დრო, როცა : "ფილოსოფოსები გამეფდებიან (ან გაპრეზიდენტდებიან), და მეფეები (ან პრეზიდენტები) გაფილოსოფოსდებიან". ეს მხოლოდ იდეალია, რომლისკენაც უნდა ისწრაფოს საზოგადოებამ. მინიმუმ კეთილი ნება მაინც უნდა იყოს ხელისუფალთაგან რომ ნამდვილ, თავისუფალ ინტელექტუალებს მიეცეთ სიტყვა ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. თუ არიან რა თქმა უნდა ასეთები კიდევ დარჩენილი საქართველოში. მეორე: ზუსტი აზროვნება, რასაც მამარდაშვილი გულისხმობდა, არ არის მხოლოდ ფილოსოფოსების და ინტელექტუალებისათვის. ეს არ არის რაღაც თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც ზოგს აქვს და ზოგს - არა. ზუსტი აზროვნება ისწავლება და უნდა ასწავლოს ადამიანს ბავშვობიდან მშობელმა, ბაღმა და სკოლამ. ქართველებში უკიდურესად გამძაფრებულად ვხვდებით ფენომენს, რომ ადამიანებს ეუბნები ერთს და ისინი ან საერთოდ ვერ იგებენ ან იგებენ აბსოლუტურად სხვა რამეს. ასე შეუძლებელია რაიმე ძვრა საზოგადოებაში. ეს იგივეა, რომ კოჭლს დაავალო ოლიმპიურ სირბილში მონაწილეობა. ნამდვილი განათლება, აზროვნება და აღზრდა ბავშვობიდან - ეს არის უმთავრესი!

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
24.07.2012 11:28
ინტელექტუალი და ძალაუფლება ნებისმიერ შემთხვევაში (მაშინაც კი, როცა ინტელექტუალი ძლიერ რეზისტენტულია და ღალატზე არ მიდის) ურთიერთთანამშრომლობის რუტინას ვერ აცდებიან, რადგან პირველი კვებავს მეორეს და პირიქით. მაგრამ ამ თანამშრომლობიდან, მნიშვნელოვანი საკაცობრიო და პროგრესული შედეგები მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ინტელექტუალი ახერხებს იყოს ზუსტი კატა.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული