სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:18

ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

კარალეთის კაროლები

x
ტექსტის ზომა - +
როდესაც ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ჰუსეინ ობამა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "formal transition of power"-ზე - ძალაუფლების ოფიციალურ, კანონიერ გადაცემაზე - ელაპარაკებოდა, როგორც ჩანს, გულისხმობდა, რომ სიტყვა „ძალაუფლებას“ ამერიკასა და საქართველოში ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. რას ნიშნავს ძალაუფლება და როგორია მისი სტრუქტურა საქართველოში? ამ შეკითხვაზე ყველაზე თვალსაჩინო პასუხი, შესაძლოა, სოფელ კარალეთში მომხდარმა ინციდენტმა გასცა, როდესაც სააგიტაციოდ ჩასულ პოლიტიკურ მოძრაობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ახლო ნათესავები ქვებით, ჯოხებით და მუშტებით დახვდნენ. ამ სტრუქტურის აღსაწერად თანამედროვე პოლიტიკური თეორია ნაკლებად გამოგვადგება, ამიტომ მაგალითისათვის სხვა სფეროს მივმართავ.

შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა, სერ ჯეიმს ფრეზერმა 1890 წელს გამოაქვეყნა „ოქროს ტოტი“ (The Golden Bough). 12-ტომიანი ნაშრომი, რომელმაც თანამედროვე ანთროპოლოგიის, რელიგიათმცოდნეობისა და ლიტერატურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა, იწყება ერთი სცენის აღწერით. ანტიკურ ხანაში, იტალიაში, არიჩიას ტბის მახლობლად ყოფილა „ტყის დიანას“ სამლოცველო. ამ წმინდა ტყეში, ერთი ხის გარშემო, დღედაღამ მიმოდიოდა ხმლით შეიარაღებული ქურუმი, რომელიც ტყის მეფის ტიტულსაც ატარებდა. მეფე-ქურუმი მკვლელი იყო და მკვლელს ელოდებოდა, რადგან სამლოცველოში ძალაუფლების გადაცემის ასეთი კანონი მოქმედებდა: თუკი გაქცეული მონა მოახერხებდა ხის ტოტის მოტეხვას, მაშინ მას მეფე-ქურუმთან შებრძოლების უფლება ენიჭებოდა. წაგებული კვდებოდა, მოგებული კი მეფედ რჩებოდა. მეფე-ქურუმი იქამდე ძლებდა, სანამ ჯანი ერჩოდა: ჭაღარა მისთვის სასიკვდილო განაჩენს უდრიდაო - წერს ფრეზერი. ამ უცნაურ რიტუალს, ანთროპოლოგის თქმით, კლასიკურ ხანაში პარალელი არ ეძებნება და მის ასახსნელად უფრო არქაულ მაგალითებს უნდა მივმართოთო.

გაქცეული მონა - უცხო და უუფლებო - და მეფე-ქურუმი, იქაურობის აბსოლუტური ბატონ-პატრონი (მაგრამ თვითონაც ყოფილი მონა) ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ებრძვიან სიცოცხლის ფასად - არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნილებით. ამ არქაულ სტრუქტურაში ძალაუფლება განუყოფელია. ის შეიძლება მხოლოდ ერთს ეპყრას. მეორე მხრივ კი ძალაუფლება განუყოფელია სიცოცხლისაგან: ან შენ გაქვს ძალაუფლება, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ინარჩუნებ, ან, თუ ძალაუფლებას კარგავ, კარგავ სიცოცხლესაც. კარალეთის ინციდენტი გვიჩვენებს ძალაუფლების სწორედ ამ, შესაძლოა, ყველაზე არქაულ სტრუქტურას. ის, რომ კარალეთელი „მამასახლისებისათვის“ დემოკრატიული პოლიტიკა და მისთანები უცხო ხილია და ძალაუფლება მათთვის, ისევე, როგორც ჩვენი შორეული წინაპრებისათვის, ჯერ კიდევ უშუალოდ უკავშირდება სიცოცხლესა და გადარჩენას, პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია.
კარალეთი, 2012 წლის 11 ივლისიკარალეთი, 2012 წლის 11 ივლისი
x
კარალეთი, 2012 წლის 11 ივლისი
კარალეთი, 2012 წლის 11 ივლისი

უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ კარალეთი თანამედროვე საქართველოს ძალაუფლების სტრუქტურას აშიშვლებს და გვიჩვენებს, რომ „დასავლური ფასეულობები“, ნატო, ევროკავშირი, თავისუფალი არჩევნები, რუსეთის საფრთხე და ა.შ. ლეღვის ფოთლებია, რომლებიც (არცთუ ისე კარგად) ფარავს ძალაუფლების ქვებით, ფრჩხილებითა და კბილებით შენარჩუნების შიშველ სურვილს. პოლიტიკური ოპონენტი იქცევა სასიკვდილო მტრად, აბსოლუტურ უცხოდ, იმად, ვინც უნდა გაანადგურო, რადაც უნდა დაგიჯდეს. ქვებისა და ჯოხების როლს „მაკროპოლიტიკაში“ კონტროლპალატაყოფილი სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პროკურატურა და სასამართლო ასრულებენ.

კარალეთის ინციდენტის კიდევ უფრო შემაშფოთებელი ეფექტი ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილის სრულიად ეიფორიული და გახარებული რეაქცია იყო. კარალეთელი მამასახლისების ქვის სროლა მათ მტერთან ბრძოლაში მამულიშვილური სულისკვეთების გამოვლინებად ჩათვალეს. აქ უკვე დემოკრატიისა და თანამედროვე სახელმწიფოს საფუძვლების გაგებაზეც აღარ არის საუბარი. ერთადერთი ემოცია, რომელსაც ამგვარი საქციელი შეიძლება იწვევდეს, ამრეზაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არათუ კანონიერი, ეთიკური შეფასების ყველა კრიტერიუმიც დაკარგეს და ყველაფრის გამმართლებელ ბრბოდ გადაიქცნენ: ისეთად, რომელიც ტაშით ხვდებოდა დახვრეტის პროცესებს სსრკ-ში და ებრაელების ხოცვას ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში.

Transition of power თანამედროვე პოლიტიკური თეორიის ცნებაა. ამ ცნებასთან, ისევე, როგორც თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე პოლიტიკის გაგებასთან ახლოს რომ მივიდეთ, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ძალაუფლება არ არის რაღაც, რაც შეგიძლია დაიპყრო და დაიმკვიდრო, სანამ შენზე ძლიერი არ მოვა, თავს არ მოგაჭრის და არ აგართმევს. ვიდრე ჩვენი „პოლიტიკური პარტიები“, მმართველი პარტიის თამადობით, ამ მარტივ ჭეშმარიტებას არ გააცნობიერებენ, საქართველოს არათუ არ ექნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა, არამედ მუდმივად იდგება სამოქალაქო ომისა და საკუთარი არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე, რაც მას ნებისმიერი მსურველისათვის იოლ საკბილოდ აქცევს.

პოლიტიკური ბრძოლის გადაქცევა ძალაუფლებისათვის ბრძოლად და მისი არქაიზაცია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ალბათ, ყველაზე უფრო სერიოზული საფრთხეა. პოლიტიკური პროცესის მონაწილეები ამ პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, აცნობიერებენ. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათშორისმა ცენტრმა გაავრცელა დეკლარაცია, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, თუკი დეკლარაციას დაეთანმხებიან, უარს ამბობენ „საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით.“ (ასევე უარს ამბობენ სიძულვილის ენაზე, ოღონდ, დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, რატომღაც მხოლოდ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხში. სხვა შემთხვევებში ცენტრისათვის ეს, როგორც ჩანს, მისაღებია).

ამ დეკლარაციამ ისევ ლეღვის ფოთლის როლი რომ არ შეასრულოს, ალბათ, უმჯობესია, მმართველმა პარტიამ უარი თქვას პოლიტიკური კონკურენციის საეჭვო ხერხებზე.

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ძალაუფლების სტრუქტურის ამგვარი არქაიზაციის სათავე ერთპარტიული მმართველობაა. როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გიპყრია (შენს ხელთ არის სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები), მისი შენარჩუნების სურვილი ყველაზე არქაული პარადიგმების რეპროდუქციას ახდენს. საქართველოში, პირველ რიგში, ძალაუფლების ეს სტრუქტურაა შესაცვლელი, რომელიც ვარდების რევოლუციამ არათუ ვერ შეცვალა, არამედ გაამყარა კიდეც. თუ ამ სტრუტქტურის შეცვლა ვერ მოხერხდა, მაშინ ძალაუფლების შეცვლის ერთადერთ ფორმად პუტჩი, გადატრიალება და რევოლუცია დარჩება (როგორც აქამდე იყო საქართველოში და როგორც ახლაც არის, ვთქვათ, სირიაში).

Tags: ბლოგი, კარალეთი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ძალაუფლება



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ელისო საიდან გვწერთ: სუხიტაშვილი
24.07.2012 15:14
მე უბრალოდ ამის წაკითხვის დროს პანარინის სიტყვები გამახსენდა: "ძალაუფლება არის ქაოსის კოსმიურ გამოწვევაზე ადამიანის პასუხი"

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
24.07.2012 09:38
http://www.paatakourdadze.blogspot.com/

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
22.07.2012 11:33
ავტორი: სომხური ოცნება საიდან გვწერთ: კიროვაკანიდან
21.07.2012 20:25
ავტორი: Dr. Watson საიდან გვწერთ: kavkaz
21.07.2012 18:05

Dr. Watson თქვენთვის უკეთესი იქნება ჩაი მოუდუღოთ მისტერ ზაალ Holmes ს, ვერ ხედავთ საგონებელშია ჩავარდნილი,მორიგი ანონიმი თვითმხილველის ინტერვიუს ეცნობა....

98.5 %კი არა 98.507 %იყო...0.007% ხუმრობა არაა თქვენს საქმეში? ;)

ინტერნეტის ლომებო,კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას,ინტერნეტში ხართ მაგრები,საქმე საქმეზე რომ მიდგა საკუთარ ჯიპებს გამოასწარით კარალეთიდან )))
ხო აბა ვიბარგები უკვე)))
შენ იცი ვის ესაუბრები საერთოდ ? მე და ჩემი მეგობრები როდესაც სისხლს ვღვრიდით ჩემი სამშობლოსადა ერისთვის აი ეგ მთავრობა რომელსაც შენ ასე აქებ და რაღაცეებით ამაყობ (რომ ქვის სროლის თუ კეტის დარტყმის მოწმე რომ გამხდარხარ.) პრეზიდენტი ერთი თვიმფრივაის გამოჩენამ ის ეშეაშინა ქართველი კაცის სახელი და ღირსება მსოფლიო მაშტაბით შეარცხვინა მთავრობის წევრთა ოჯახები დეპუტატები და მათი ოჯახები სარფის და წითელი ხიდის საბაჟოებზე რიგებათ იდგნენ ერთი სული ჰქონდათ ოღონდ საქართველოს გაცლიდნენ. მერე კი როდესაც გაშიმშილებულმა ვეტერანებმა აქცია გამართეს აი ასეთმა ზონდერებმა როგორებიც დახვდნენ კარალეთში მერეთში.... ხელკეტებით სცემეს და ქალიც მიაყოლეს ზედ მე არავის ვაყნებ შეურაცყოდას ინტენეტ ლომზე თუ ვეხვზე მაგრამ თუ გამოჩნდები და არ დამემალები შევხვდეთ ერთი რეალურად და გაგეცნობი ვინ ვართუ ამის ინტერესი გაქ. მითქვია და ვიმეორებ ეს მთავრობა ნამდვილ გმირებს სულში აფურთხებს და ამცირებს სომხური ოცნებისთანებს კი გმირებად წარმოაჩენს. გიმეორებ კიდე ერთხელ თუ გაქვს სურვილი შევხვდეთ

ავტორი: ბიძინა საიდან გვწერთ: მოსკოვიდან
22.07.2012 01:03
კარგად გავერკვი მაგ ამბებში ბატონო ზაალ. თითიდან გამოწუწნულია რასაც თქვენ წერთ.

ავტორი: azerbaijanuli ocneba
21.07.2012 23:14
როგორც ყველა სომხური ოცნება, ესეც საბჭოური პროპაგანდისტული მანქანის სტილით იმკვიდრებს თავს..ამიტომ არ ღირს პასუხის გაცემად..სოვეტიკუსი ისე მძლავრად ხმიანობს ამ სომხური ოცნების შავზღვასავით ვრცელ ტალღებში.

ავტორი: სომხური ოცნება
21.07.2012 22:33
On 12 July a group of Georgian Dream activists travelled to Karaleti, central Georgia, to visit a settlement for people displaced as a result of the 2008 Russia-Georgia war. According to eyewitness and media reports, several local residents of the Karaleti settlement started verbally insulting the activists and demanding that they leave the place. Clashes ensued as verbal altercations turned physical.

several local residents of the Karaleti….ნიშნავს რამოდენიმე ადგილობრივ მოსახლეს....ანუ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევმილებს და არა მმართველ პარტიას და ხელისუფლებას,როგორც თქვენ აცხადებთ...

(four opposition supporters and two residents of Karaleti, including one of the council employees who assaulted Saba Tsitsikashvili)

ოთხი ოპოზიციის მხარდამჭერი და ორი ადგილობრივი მოსახლეო ასე არაა ჰოლმსს?...
ანუ დევნილების დასახლებაში უცხოვრია იმ ზონდერს და თვითონაც დევნილი ყოფილა...

მერე რომელ საკრაბულოში მუშაობდა ის დევნილი,სოფელ კარალეთის საკრებულოში,თუ ადგილობრივი,დევნილთა დასახლების ამხანაგობის თავჯდომარე იყო,დევნილი ხომ არის მაინც?......ხოდა ხომ მიცეს ნაობახტი 15 დღე?....არა?
However, a lawyer from the ‘Georgian Dream’ coalition told Amnesty International that four individuals
დანარჩენს ქართული ოცნების ადვოკატი აცხადებს,ამიტომ უკვე არაა აბსოლუტური ჭეშმარიტება....

და ყველაფერ ამის აღკვეთას თხოვენ ხელისუფლებას...

და ჩემი რატომ არ გჯერათ?დაპირისპირება მოხდა ოპოზიციური კოალიციის ლიდერებს,აქტივისტებსა და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შორისთქო, რომ ვამბობ? ამათმა უნდა გითხრან მაინცდამაინც?)))

ავტორი: ioseb tlashadze
21.07.2012 21:37
რატომ არ გავიდა ჩემი დაწერილი?

ავტორი: ioseb tlashadze
21.07.2012 21:32
მე რომ ხელისუფლებაში ვიყო პირველ რიგში ჟურნალისტებს მოვუვლიდი, რაც იმას ნიშნავს რომ ის მიუკერძოებული უნდა იყოს ან დიდი შტრაფი გადაიხადოს , რომ მეორედ აღარ გაბედოს ტყვილების თქმა და ვინმეს მხარის დაჭერა, და საერთოდ რატომ გაბლატავდით და რატომ მიგყავთ პარადი გაურკვეველია, ვინ ხართ, საიდან მოხვედით , და რა გინდათ?რა თქვენი საქმეა პოლიტიკა? თქვენი საქმეა მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას ისე როგორც არის და არა ისე როგორც თქვენ გსურთ. და ბოლოს სჰენ ვის იცავ ისევ იმ სასტავს ვინც ოპოზიციაში იყო და ვერაფერი გააკეთეს და ეხლა ივანიშვილის ფულზე ნადირობენ? და ეგენი არიან მართლებიი ? ისემც მაგათი უნამუსო თავი რა ვთქვი რა, ისე მე რომ ფული მქონდეს ჩამოვაყალიბებდი 100 კაციან ჯგუფს და დავარქმევდი '' შეწირულებს'' ან ''შეფიცულებს''დაიმ ხალხს დავატერორებდი ვინც მოვიდოდა სათავეში და იმას არ გააკეთებდა რასაც ხალხს შეპირდებოდა, თუნდაც მერე დავეჭირეთ, ან ისეთ რამეს ჩაიდენდა რაც ქვეყანას ზიანს მიაყენებდა, მერე ნახეთ როგორ იმუშავებდა პარლამენტიც და ყველა ვისაც ქვეყნის ბედი აბარია.



ავტორი: სომხური ოცნება საიდან გვწერთ: კიროვაკანიდან
21.07.2012 20:25
ავტორი: Dr. Watson საიდან გვწერთ: kavkaz
21.07.2012 18:05

Dr. Watson თქვენთვის უკეთესი იქნება ჩაი მოუდუღოთ მისტერ ზაალ Holmes ს, ვერ ხედავთ საგონებელშია ჩავარდნილი,მორიგი ანონიმი თვითმხილველის ინტერვიუს ეცნობა....

98.5 %კი არა 98.507 %იყო...0.007% ხუმრობა არაა თქვენს საქმეში? ;)

ინტერნეტის ლომებო,კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას,ინტერნეტში ხართ მაგრები,საქმე საქმეზე რომ მიდგა საკუთარ ჯიპებს გამოასწარით კარალეთიდან )))
ხო აბა ვიბარგები უკვე)))

ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
21.07.2012 18:05
სომხური ოცნება
აკეთე ფულები ზაალ!!! ბევრი ფულები ზაალ, მერე ჩამოდი აქ და აგიტაცია ჩამიტარე!!!! შენ კალეგრაფიასაც ცნობს ხალხი და სან მ დროა აიღე ბილეთი ერევანი თბილისის მატარებელზე. სად იყავი სომხური ოცნება როდესაც ევროკავშირის კვლევამ დაადგინა რომ 98.5 %2011 წელს გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ ცნობისათვის 1937 წლეს 93 % იყო გამამტყუნბელი. ეგაა დემოკრატიის შუქურა? თუ დემოკრატია მიშისტურად? შენ ხელწერასაც ცნობენ ის დიდა არაფრით განსხვავდება სხვა მიშისტებისგან ვაჟკაც.

ავტორი: სომხური ოცნება
21.07.2012 14:57
მაგარი ხართ მაგარი ზაალ!!!.... ნინო კახიშვილის ვითომ თვითმხილველთან ინტერვიუ სანდოა, უნდა დაუჯერო, შემთხვევის ადგილზე გადაღებული დოკუმენტური მასალა,მათ შორის მეცხრე არხის- ფაბრიკაციაა....შერლოკ ჰოლმსაც შეშურდებოდა თქვენი დედუქციური მეთოდები)))
თქვენ რა გინდათ გერმანიაში? - თქვენი ადგილი ინგლისშია, სკოტლანდ იარდის დეტექტივად მიგიღებენ უპრობლემოდ))))

ესაა თქვენი ქართული მენტალიტეტი, კაცობა ვაჟკაცობა, ადამიანობა და ღირსება

ცნობისთვის, ეგ დევნილები თვრამეტი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ კომფლიქტის ზონაში, ყოველდღიური პროვოკაციის, რუსული მშვიდობისმყოფელების ტერიტორიებიდან დაბომბვის პირობებში და არ შეშინებიათ, 58 არმიამ გამოდევნა მხოლოდ იქიდან... ასე რომ არაა მათი დაშინება ასე ადვილი...

აკეთე ფულები ზაალ!!! ბევრი ფულები ზაალ, მერე ჩამოდი აქ და აგიტაცია ჩამიტარე!!!!
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
21.07.2012 19:25
ინგლისურად კითხვა თუ იცით, აგერ არის "საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიშიც, სადაც წერია, რომ კარალეთის ინციდენტში მოაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. http://www.amnesty.org/en/library/asset/EUR56/003/2012/en/af08c481-83ec-4f2c-846c-b23848300b87/eur560032012en.html

და დაიმახსოვრეთ, რომ ტყუილით შორს ვერასდროს ვერ წახვალთ.

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
21.07.2012 08:46
ავტორი: BATMAN
20.07.2012 14:47
ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
20.07.2012 03:03

http://www.youtube.com/watch?v=XPyVAKx4Pbo

ჩარეცხილი ხარ ბიჭო!!? )))

აბა რა საქართველოში ქართული მენტალიტეტი კაცობა ვაჟკაცობა, ადამიანობა და ღირსება ჩარეცხილია სამაგიეროდ სომხური ოცნებები და გეი პარადებია მოდაში.

ავტორი: სომხური ოცნება
20.07.2012 23:38
შიში კარალეთში
ნინო კახიშვილი
პირველი ლინკი ნინო კახნიაშვილის დაწერილია და მისი აზრია....
-----------------------------------------------------------------
მეორე ლინკი

ქართული ოცნების და მმართველი პარტიის მომხრეებს შორის კარალეთში დაპირისპირება მოხდა

სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივლ.'12 / 11:57
ეს სივილ ჯორჯიას აზრით
------------------------------------------------------

სახალხო დამცველის თქმით, მერეთის ინციდენტში საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენსივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ივნ.'12 / 14:43

მესამე ლინკზე საუბარია მერეთზე და არა კარალეთზე...მერეთში მერეთელი იმერელები ცხოვრობენ და არა კარალეთელი კაროლები.

რა გახდა იუთუბზე შეხვიდე და ნახო შენი თვალით რა მოხდა?....ათას ტელევიზიას აქვს გადაღებული თავიდან ბოლომდე რა იყო და როგორ,,,,ყველა ნახე და აზრს შენ თვითონ გამოიტან....არ ხსნის იუტუბი გერმანიაში თუ რა უბედურებაა?

სტატიას წერ ვიღაცეების ნაბჟუტურებზე,,,თან ასე ჯიუტად ამტკიცებ შენსას!!!!შედი რა ... ამ ლინკებზე

http://www.youtube.com/watch?v=bVJToqagwH0

http://www.youtube.com/watch?v=1NEMrMrakmY

ამის გარდა ათასია მანდ..............
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
21.07.2012 10:26
ისევ ტყუილი: პირველსა და მეორე ლინკში მოყვანილია არა ჟურნალისტის "სუბიექტური" აზრი, არამედ თვითმხილველთა ნაამბობი იმის შესახებ, რომ ქვებს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (ესენი არიან კარალეთის კაროლოები და არა მეთელი მოსახლეობა) ისროდნენ. მეტიც, პირველი ქვა სწორედ სახელით და გვარით დასახელებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ისროლა.

მეამე ლინკი კი გვიჩვენებს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, არამედ სხვა სოფლებშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა პარტიებს უშლიან ხელს ამგვარი მეთოდებით.

და ამის შემდეგ რატომ არ უნდა დავუჯეროთ თვითმხილველებს და რატომ უნდა დავუჯეროთ ანონიმურ და ფამილიარულ ზონდერკომენტატორს, რომლისთვისაც ეს ერთადერთი ტყუილი არ არის, მართლა გაუგებარია.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
20.07.2012 23:12
საქართველო, ასოციაცია - "მაღლის კანტორა" :(

ავტორი: ვერელი
20.07.2012 20:41
ჰაა, ზაზა, ბიჭო, ბარემ თქვი, რა ჰონორარით დაგიკმაყოფილეს
ოცნება ამ სტატიის დაწერისათვის?

ავტორი: სომხური ოცნება
20.07.2012 18:30
ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
19.07.2012 10:17
ქვებს ისროდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მმართველი პარტიის წევრები. და არა ვიღაც განრისხებული ბაბუა ან ბაბია. საქმე იმაშია, რომ მმართველი პარტია უშლის სხვა პარტიას საარჩევნო კამპანიაში ქვების სროლით. - ასე რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, "ობიექტურობის" სურვილი აღმოჩნდა ჩვეულებრივი ტყუილი და დემაგოგია.
==================================================
ტიპიური "ქართული ოცნების" კარგად ანაზღაურებადი "ინტელექტუალის" დასკვნაა)))...სად
ნახა ადგილობრივი ხელისუფლება და მმართველი პარტია კარალეთის დაგნარში ამ ნიჭიერმა
"პუბლიცისტმა" გაუგებარია.......
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/10787/

აქ ეწერა ეტყობა....)))))

კალიგრაფიით ვცნობ ყველას.....

პარტია იქ ქართული ოცნება იყო,მეორე მხარე დევნილები...იქვე ინციდენტის ადგილას ცხოვრობენ ეგ ზონდერები...

გოგიტა გოჩაშვილი დაუჭერიათ,15 დღიანი პატიმრობა და ჯარიმა მიუციათ თურმე... კარგი იყო დაეხვრიტათ,მაგრამ იმედია "ინტელექტუალი მეოცნებეები" გამოასწორებთ ამ შეცდომას და დახვრიტავთ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში.....
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
20.07.2012 22:24
ადგილობრივი ხელმძღვანელობის მონწილეობის შესახებ http://www.netgazeti.ge/GE/105/News/10787/ ყვება თვითმხილველი დევნილი. არიან სხვა თვითმხილველებიც: http://www.civil.ge/geo/article.php?id=25709

როდესაც ერთ და იგივე ფაქტს ადასტურებს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო, ეჭვი შეიძლება მარტო რომელიმე ზონდერკომენტატორს გაუჩნდეს. ისე კი, ყველანაირი სტანდარტით, ფაქტი დადასტურებულად ითვლება.

გარდა ამისა ადგილობრივი ხელისუფლების ანალოგიურ ინციდენტებში მონაწილეობა დასტურდება სხვა შემთხვევებშიც: http://www.civil.ge/geo/article.php?id=25643 (აქ ამას სახალხო დამცველი ადასტურებს).


ავტორი: ანონიმი
20.07.2012 16:27
კარგი ბლოგია..http://youtu.be/flYyxv5gZ-M სატაურს უხდება

ავტორი: giga
20.07.2012 16:16
"როდესაც სააგიტაციოდ ჩასულ პოლიტიკურ მოძრაობას" - 100 კომლიან დასახლებაში სააგიტაციოდ ჩასული 100 მეოცნებე ჯეელი ... რა კარგად აღიქვამს ავტორი სინამდვილეს :)))))))) შენს ხედვას ვენაცვალე

ავტორი: BATMAN
20.07.2012 14:47
ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
20.07.2012 03:03

http://www.youtube.com/watch?v=XPyVAKx4Pbo

ჩარეცხილი ხარ ბიჭო!!? )))

ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
20.07.2012 03:03
სომხური ოცნება წადი ბიძიკო და იმ შენ ერევანს შესთვაზე ეგთი დიადი იდეები. ამ მთავრობას მართლა რა უთხარი შენისთანები რომ ააბლატავა მაგრამო მოსულია მაგითი ბოლ და შენაირებისიც

ავტორი: მიშა
19.07.2012 18:12
საქართველოს მკაცრი რეჟიმის ციხე "გორგონში"
პატიმრებს შორის თურმე საიდუმლო ორთაბრძლოებს აწყობენ ციხის უფროსები და მაფიოზები.

ბრძოლებში მსოფლიოს სხვადასხვა ციხეებიდან ჩუმად ჩამოჰყავთ საუკეთესო მებრძოლი პატიმრები და ხსენებულ ერთმანეთში აჩხუბებენ. მებრძოლებზე "სტავკები" იდება და სანახაობა იმართება.

ასეთი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს ფილმი, "გასაჩივრებას არ ექვემდებარება"

http://www.imovies.ge/movies/4603

როგორც ჩანს ქართული მართლმსაჯულების და პოლიციის წარმატებები თანდათან დიდი ინტერესს იწვევს მძაფრსიუჟეტიანი ფილმების კინორეჟისორებში.
მალე უფრო სერიოზულებსაც გადაიღებენ
მთავრა როლში, ბაჩო ახალიას ორეულით:)

ავტორი: სალომე
19.07.2012 15:27
დაე სასამათლომ გადაწყვიტოს "გამწარებულ ლტოლვილს" აქვს თუ არა ქვის სროლის უფლება. ჩემთვიდ პირადად სულერთია "მოფამფალებული ბაბუა" მესვრის ქვას თუ "ზონდერი ", სახელმწიფო ერთნაირად უნდა იცავდეს ყველას და ყველასგან. ქართული ერთპარტიული სისტემა ცოტა საკამათო თემაა. ის ერთიც არქაული ტიპის სამეგობრო გარემოცვა უფროა, ვიდრე პოლიტიკური პარტია სტრუქტურით და პროგრამით.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
19.07.2012 13:39
სხვათაშორის, იმ ქვეყანაში, რომელიც ლპებოდა ავტომატით ხელში დათარეშობდა ნიკა რურუა, მამა-შვილი გაბაშვილები, სოხუმის დაცემის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ჯარმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რუსის გენერლებთან დარბოდნენ ზაკვოს შტაბში - დაგვეხმარეთ "რუსეთის აგენტების" დამარცხებაში სამეგრელოშიო (სხვათაშორის, დაეხმარნენ კიდეც...), გიგა ბოკერია და შალვა რამიშვილი "ნავოდკებს" აძლევდნენ მშვიდობიანი მიტინგების დამრბევებს - ვინ დაეჭიათ, ხოლო მიშა სააკაშვილი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში სანდრო კავსაძეს დაყვებოდა ადიუტანტად - ეს იყო მისი სტაჟირება შევარდნაძის ადიუტანტობამდე. კახა ბენდუქიძე, რიგითი მეცნიერ-მუშაკი პუშჩინოს დახურული ინსტიტუტისა, რომელიც საიდუმლო ბიულოგიურ პროექტებზე მუშაობდა და რომელშიც დამლაგებლებიც კი კგბ-ს თანამშრომლები იყვნენ, ამ დროს წყნარად მდიდრდებოდა რუსეთში; სააკაშვილის სახელოვანი ბიძა თემურ ალასანია გაეროში რუსეთის წარმომადგენლობაში მუშაობდა და, შესაბამისად, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე გაეროს რეზოლუციების განხილვისას რუსულ ვერსიებს იზიარებდა; გრიგოლ ვაშაძე, მგიმო-ს პროფესორი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიანი თანამშრომელი ამ რეზოლუციებს ადგენდა დაყველანი კარგად ხეირობდნენ იმ ლპობითაც და დღევანდელი აღმშენებლობით ხომ სულ აშენდნენ.

რაც შეეხება იმ უმახინჯეს შუშის ხიდს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ანდროპოვის ყურების შემდეგ, ყველაზე დიდ არქიტექტურულ კურიოზად მიმაჩნია და რომელმაც თბილისის ისტორიული ხედი ჩახერგა, თბილისს არ უხდება, თორემ, გეთანხმებით, ერევანს, უდავოდ გაახალისებდა. ამდენად, შეგვიძლია ფაქიზად დავშალოთ და გამოგიგზავნოთ

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: Georgia
19.07.2012 10:16
ღმერთო დიდებულო სანამდეს დაეცა ეს მთავრობა და ქართველი ერის უღირსი ნაწილი. ასეთი პატარა კაცობა ასეთი პატარა ადამიანობის გამოვლენა ხალხო ქართველები ხართ ბოლობოლო ადამიანის ხორცი ჭამას აღარაფერი გიკლიათ გამოფხიზლდით რას დაგამგავანათ ამ მიშა სეთურმა. ასეთ უღირსობას ვერასოდეს ვიფიქრები თუ ჩაიდენდა "გამარჯვებული ხალიხ და მისი ტელევიზიები" ღმერთო შენ უშველე ჩვენ სამშობლოს.

ავტორი: გულჩინა საიდან გვწერთ: კუხნა
19.07.2012 07:15
ეუუ,
ჩემი დედაია.... რა ამბებია აქ ?!

გლადიატორი ლიბრტარიანელები შემოცვენილან!
ბლოგი ცალმხრივიაო და ამიტომ გაუდით მრავალ ხმაში უშნო გნიასი:)


ავტორი: სომხური ოცნება
19.07.2012 01:36
მართალი ხართ ზაალ ბატონო, ადმინისტრაციული სასჯელი არ ვაკმაროთ იმ ფსევდო დევნილებს, უნდა დავხვრიტოთ მოჩხუბრები, სოფელი კი გადავწვათ....

კალაძეს დავუკანონოთ კონსტიტუციურად, დედა აგინოს ყველას ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს და არ ეთანხმება....
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
19.07.2012 10:17
ქვებს ისროდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მმართველი პარტიის წევრები. და არა ვიღაც განრისხებული ბაბუა ან ბაბია. საქმე იმაშია, რომ მმართველი პარტია უშლის სხვა პარტიას საარჩევნო კამპანიაში ქვების სროლით. - ასე რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, "ობიექტურობის" სურვილი აღმოჩნდა ჩვეულებრივი ტყუილი და დემაგოგია.

ავტორი: ოცნება საიდან გვწერთ: ერევნიდან
19.07.2012 00:21
არავინ არ ამართლებს ცემა-ტყეპას ....დაისაჯოს უნდა დასასჯელი...დააჯარიმონ უნდა...ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრონ მოჩხუბრებს...

ქალები ქვებს არ ისროდნენ,ხელით ჩხუბობდნენ ზაალ ბატონო,)))კალაძე რომ აგინებს, ის ქალი ფიზიკურად არ ჩხუბობდა,სიტყვიერად ეტლიკინებოდა მხოლოდ))))მასეთი ცემა ტყეპა,უფრო უარესიც, ფეხბურთის ფანებში ბევრჯერ მომხდარა ევროპაშიც,ეგ არაა ქვის ხანის მანიშნებელი?)))....არა??))....

მე რომ მიხსნი იმ გამწარებულ დევნილებს აუხსენი ეგენი....მე როგორმე ავიტან თქვენისთანა განსხვავებულ აზრებს..ის მოფამფალებული ბაბუა რომ ზონდერია გულწრფელად გჯერავთ მაგის???)))))
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
19.07.2012 00:29
გამწარებული დევნილები იყვნენ თუ არა, ეგ კიდევ საკითხავია. მაგრამ ზოგიერთი "ობიექტურობის" მოყვარული ისე ასაღებს თავის ვერსიას "გამწარებული დევნილების" შესახებ სიმართლედ, რომ პირდაპირ გასაკვირია.

ახლა სხვებსაც მოვუსმინოთ: "„როცა „ოცნების“ კოლონა გამოჩნდა, ჩვენც გავედით, სოფლიდან ბევრნი არ ვყოფილვართ. ბევრმა თავი შეიკავა, ეშინია ხალხს. ჩვენმა გამგეობის წევრებმა კოლონა არ გამოატარეს, წინ დაუხვდნენ. საკუთარი თვალით ვნახე, გამგეობის ერთ–ერთმა წევრმა, გოგიტა გოჩაშვილმა როგორ აიღო ქვა და პირველმა ისროლა. მერე უკვე ბავშვებიც ისროდნენ. რა უნდა ასწავლონ მაგათ ბავშვებს, სირცხვილია,“– ამბობს დევნილი ქალბატონი, რომელიც ითხოვს, არ გადავუღოთ და მისი სახელი არ დავასახელოთ." http://www.netgazeti.ge/GE/105/News/10787/

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
18.07.2012 23:49
"ობიექტურობის" მოყვარულები მაკვირვებენ: "რა მოხდა, რომ ერთმა ორმა ქალმა და მოხუცმა სააგიტაციოდ ჩამოსულებს ქვა ესროლა" - ჯერ ერთი, დანაშაული დანაშაულია, იმისგან დამოუკიდებლად ვინ ჩადის მას ან რა მოტივით. მეორე: სანამ არ მიეჩვევით, რომ განსხვავებული აზრის პატრონს ქვა არ უნდა ესროლო, იქამდე იცხოვრებთ ქვის ხანაში. ნუ ცდილობთ რაღაცის გამართლებას, რასაც არ აქვს გამართლება, მით უმეტეს უიაფესი არგუმენტებით.

ავტორი: სომხური ოცნება
18.07.2012 22:58
გაიხარეთ ტატა მართალი სიტყვისთვის....გერმანესაც არ დავუკარგოთ,თუმცა ნახევრად სიმართლე მისი სტილია....

კალაძე რომ დედას აგინებს ქალს, ის ქალი ზონდერ ბრიგადის გენერალია, ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალს ხელმძღვანელობდა ომამდე... სხვა ორი ქალი რომ ურტყამს მშვიდობიან მომიტინგეებს სპეცნაზელები არიან,რუსეთის სპეცრაზმ "ვიმპელიდან"ყავთ მოწვეული, შეიარაღებული მსხვილკისერა მუტრუკები, ზონდერებს კი არა,უფრო შეყვარებულ,მეოცნებე ჭაბუკებს მაგონებს))))

უზრდელი ბაბუა,დედას რომ აგინებს "პოლიტიკოსებს",ის ლეიფციგინდან ჩამოიყვანა ნაც მოძრაობამ კალაძის დაცვის დასაშინებლად,ლტოლვილი და სახლიდან რუსების მიერ გამოგდებული არ გეგონოთ!!!! ...მათივე დაკვეთით უძახის პუტინისტებს მეოცნებეებს,სინამდვილეში სხვაგვარად ფიქრობს...ესროლეთო რომ გაიძახის, პოლიტიკოსი მხოლოდ ვარდების კონას გულისხმობს რათქმაუნდა...

ეგ მიტინგი იმ ლტოლვილების საცხოვრებლების მოშორებით რომ ჩატარებულიყო,წამოსულიყვნენ და ორი კილომეტრით აქეთ რომ გაემართათ კარალეთელ მკვიდრ მოსახლეობასთან რა უჭირდათ ვითომ?

ავტორი: სომხური ოცნება
18.07.2012 18:59
ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
18.07.2012 12:28
რაბათი ხომ აქციეთ ხუთვარსკვლავიან იტალიურ ვილად, ახლა ველოდებით ევრორემონტს ჯვრის მონასტერში...

რა პრობლემაა? მოხვალთ და დაანგრევთ შუშის ხიდთან ერთად...მიაყოლეთ ნათურებიც თუ სადმე ანთებული ნახოთ,ასფალტის აყრა არ დაგავიწყდეთ....მოკლედ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი სანამ 90 იან წლებში არ დაგვაბრუნებთ სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად )))....

ღია ცის ქვეშ რომ ინგრეოდა და ლპებოდა მთელი ქვეყანა ისტორიულ-კულტურული ღერძი სად გადიოდა მაშინ თქვენთვის?....იგოეთის "ტეკთან" თუ ერგნეთის ბაზრობაზე?.....
დამეთანხმეთ,რომ ევრორემონტი მხოლოდ საკუთარ ვილაშია სასიამოვნო)))

ავტორი: VAZARI
18.07.2012 18:54
სამწუხაროა და სევდის მომგვრელი ,როგორც ამ სტატიის,
ისე კომენტარების 90 პროცენტის გაცნობა.უსაქმური გრაფომანების ტლიკინი უფროა. როცა მთელი მსოფლიო
გაკვირვებით და აღტაცებით შეჰყურებს ლიდერების სიზიფისეულ შრომას,მხარეების პრანჭვა - უღირსობაა !

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
18.07.2012 17:52
ავტორი: სომხური ოცნება
17.07.2012 23:31
სათქმელი სწორედაც რომ ვთქვი ბატონო ზაალ,,,youtube-ს საძიებელში ჩასვით სიტყვები- "კარალეთის ინციდენტი"შემდეგ ძიებას დააწკაპეთ და ნახავთ,თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფაქტის ათასგვარი ინტერპრეტაციათქო.....არავითარი ინტერპრეტაცია არაა საჭირო-ნაცების მიტინგებზე ოპოზიცია და სხვანაირად მოაზროვნეები არ მიდიან! ნურც ისინი მივლენ ოპოზიციის მიტინგებსა და თავშეყრის ადგილზე-"ნურას უკაცრავად" !ბრძანა მავანმა, ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება იმათ მიტინგებზე, რაც არ მომწონს, ამიტომ საჭიროა პროვოკაცია, რომელსაც "რუსთიმედსაზარხი" გააშუქებს ისე თითქოს ხალხმა ისინი არ მიიღო და გამოჰყარა"-ასეთ ზღაპრებსა და "ხელშეკრულებას საქართველოსთან" (უკვე მერამდენესა და შეუსრულებელს-აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების დაპირებით ,სამუშაო ადგილებითა და სოფლის აღორძინებით...)მარტო "პრესა.ჯისა" და "ტაბულას" კორესპონდენტებს და რესპოდენტებს სჯერათ....

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.07.2012 17:28
მიკერძოებული სტატია კი არის ბატონო ზაალ, მაგრამ.. ყველას თავის აზრი აქვს ...
ნატოში შესვლა მართლა დემოკრატიულობა არადემოკრატიულობაზე რომ იყოს დამოკიდებული მართლა დიდი სტიმული იქნებოდა ამ კუთხით განვითარებისთვის ჩვენთვის. მაგრამ როცა რუსეთის ზეწოლას ამ დიპლომატიური "არგუმენტებით" აფარებენ ხელს, სალაპარაკოც გაქვთ..))
ძალადობა ზოგადად მიუღებელია, არა მარტო ქვების სროლა, იარაღის ტარებაც და ხელით შეხებაც. ამას ზოგადად სჭირდება დაგმობა და არა პარტიული ნიშნით გამორჩევა. რაც შეეხება კარალეთის მოვლენების ანალიზს, ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაური იყო ის, როცა პატარა სოფელში 50 -60 აქტივისტით ჩადის "პოლიტიკოსი", თანაც წინ კუნთმაგარი ბიჭებით დაკომპლექტებული დაცვა დომინირებს. გარეგნული სიგნალი, რომელიც თვალშისაცემი იყო ის, რომ აქ მარტო ტკბილი სიტყვებით საარჩევნო პროგრამის გაცნობას არ ექნებოდა ადგილი. როცა პოლიტიკოსი კენჭს იყრის და თანაც კარგად იცის , რომ "კარგად მომზადებულ" მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა არ ასცდება, უფრო მეტი მოთმინება და ამტანობა უნდა ჰქონდეს. ამომრჩეველს თუ სიტყვით ვერაფერს აგონებ, ჯობია იქაურობა წყნარად დატოვო და არა გინებით უპასუხო და იარაღის მოშინჯვა სცადო. ეს იქნებოდა საპირისპირო აზრის მქონე ხალხზე "გამარჯვებაც" და საარჩევნო ქულების დაწერაც.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეჭვი რომ კარალეთელები უკმაყოფილოები იყვნენ ოცნებისტების პოზიციაზე ქართულ- რუსული ომის შესახებ, საერთოდ არ განიხილება. რატომ არ შეიძლება ყოფილიყვნენ ისინი გამწარებულნი? სახლებიდან გამოყრილს, კიდევ რომ უმტკიცებ, რაც დაგემართა შენი ბრალიაო და რამოდენიმე კილომეტრში დაბანაკებულ მტრის სახელსაც კი არ ახსენებ... არ მგონია აქ მთავრობის მომხრეებს დიდი ძალისხმევა დასჭირვებოდათ მათი უარყოფითი განწყობის შესაქმნელად.
გამართლება არ აქვს ქვების სროლას, დიახ პოლიტიკური კულტურის არქონა ძალადობრივი წარსულის და არც ისე მშვიდი აწმყოს ლოგიკური შედეგიც არის. თუმცა ეს ნამდვილად არ არის ის უმთავრესი მიზეზი, რატომაც შეიძლება კიდევ ეჭვი გვქონდეს, გადატრიალება ან სხვა ძალადობა რომ მოხდება. მიზეზი ძველია, ბრძოლა - ან დასავლეთი, ან ჩრდილოელი დამპყრობელი.
ამის გამო, დემოკრატიის განვითარებაზეც და მართლა თავისუფალ არჩევნებზე საუბარი, ცოტა არ იყოს ძნელია.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
18.07.2012 23:51
"ნატოში შესვლა მართლა დემოკრატიულობა არადემოკრატიულობაზე რომ იყოს დამოკიდებული მართლა დიდი სტიმული იქნებოდა ამ კუთხით განვითარებისთვის ჩვენთვის." - თქვენ გგონიათ, რომ არადემოკრატიულ ქვეყანას ნატოში მიიღიბენ და თქვენთვის დემოკრატიზაციის ერთადერთი სტიმული ნატოში შესვლაა? "ჰიბრიდული რეჟიმი" ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი, რამდენსაც არ უნდა ცდილობდეს თავისი არადემოკრატიულობის რუსეთის საფრთხით გამართლებას.

ავტორი: ლიი
18.07.2012 16:25
მოგესალმებით მონატრებულო კომენტატორებო. :)

ბატონო ზაალ,
გმადლობთ ამ ბლოგისთვის. სწორედ აბსოლუტური ძალაუფლების, ერთპარტიული მმართველობის შეცვლა მახარებს კოალიციის შემთხვევაში.

რაც შეეხება უშაუალოდ შიდა ქართლს, ეს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით "მგრძნობიარე" თემაა და ამდენად ვიცოდი, ისედეც ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლება როგორ მოიქცეოდა.

შიდა ქართლში 3-4 დღით ვიყავი ორი წლის წინ. და აი რა მომიყვნენ იქაურებმა აგვისტოს ომზე: "ომის დაწყებაზე, რა თქმა უნდა, არავის გავუფრთხილებივართ. ვუყურებდით ტელევიზორს და ვისმენდით, როგორ გადმოსცემდა ქართული ტელევიზია: "ქართული ჯარი მთლიანად ფლობს სიტუაციას ცხინვალში.", რომ კარზე მოგვადგენნ რუსები და ოსები... "
ტარტაროზები მშვიდობის პირობებში თუ ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, 8 ავისტოს ტყვიების სეტყვაზე რა რეაქცია ექნებოდათ?!
ჭადრაკის თამაშის დროს ვერ აიღებ პაიკს და ვერ გადაახტები ყველაფერს დამკაში გასასვლელად. მიზნის მიღწევა პაიკითაც შესაძლებელია, ოღონდ, ამისთვის გონება, სიბრძნე, მოთმინება... უნდა შეგწევდეს. თუ არ შეგწევს, ამის პრეტენზია მაინც ნუ გექნება.

შიდა ქართლში მიშა დიდი ხანია დაშინების პრიციპით მუშაობს. მოსახელობა ომის თემაზე ერთმანეთშიც კი არ უნდა საუბრობდეს - კარგს ვერაფერს იტყვიან ხელისუფლებაზე. იმ სოფელში ყოფილი მძევლებიც შემომხვდნენ. ტყვეობის პერიოდზე ისაუბრეს, მაგრამ ბრალი ოსური მხარისთვის არ დაუდიათ. ჩვენ ხელისუფლებაზე სიტყვა არ უთქვამთ. ;) ამ სოფლის მცხოვრებთ მიშა პენსიას უნდა აძლევდეს, მგონი, 100 ლარს თვეში. ეს ფული ხალხს შუქის და გაზის ფულად არ ყოფნით, მაგრამ ამის დაკარგვისაც ეშინიათ.

ეს არის საშინლად გავერანებული და ღატაკი სოფელი. სიღატაკე ქართული სოფლებითვის უცხო არაა, მაგრამ შიდა ქართლს, რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებით უჭირდა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ იქ დღემდე უწყლობის პრობლემაა. უფრო სწორად, იქ უწყლობა კი არა, უპატრონობაა. ასე იყო ომამდეც, ომის საშინელებაზე ლაპარაკიც ზედმეტია და ასეა ახლაც. სწორედ ქართლელებს შეუძლიათ თუ შეუძლიათ მწარე სიმართლის თქმა ამ ხელისუფლების საზარელ შეცდომებზებსა და დანაშაულებებზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ძალიან შეეშინდებოდა ოპოზიციის იქ გამოჩენა და ხალხთან საუბარი. მე ახლა იმას ვამბობ, რაც ცხადზე ცხადია... ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

ძალიან რთულია თავი შეიკავო, როცა საკუთარი ძმის საზარელ მკვლელობაში გდებენ ბრალს. და არც იმას აქვს აზრი, უსირცხვილო ადამიანებს რამე უმტკიცო. ახლა ჩემთვის ადვილია მშვიდად, მაგიდასთან ამის წერა. არ ვიცი მე როგორ მოვიქცეოდი კახის ადგილზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან "ექტსრემალური სპორტისაგან" თავი უნდა შეიკავოს და ბიძინასგან მეტი ისწავლოს.

გამიხარდა, რომ გორში "ქართულ ოცნებას" ხალხი ღირსეულად დახვდა და ბიძინა ივანიშვილსა და მათ შორის გულწრფელი დიალოგი შედგა. :)

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: ბუნდესტაგის საკრებულოდან
18.07.2012 13:58
გაგრძელება.

ახლა მე, ამ პოლიტიკურად გაუნათლებელმა/ირონიული ღიმილის სმაილიკი!/, მილიონერმა ადამიანმა მილიარდელ ივანიშვილს ვასწავლო, თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთ მართლა კარგი გასვლების ორგანიზაცია და გზებზე სუფრის გადაფენა?

ყველა საკრებულოს აქვს სხდომა, ეს ღია სხდომებია (გარდა გამონაკლისებისა), სადაც ნებისმიერს შეუძლია შესვლა. საკრებულოებში სწორედ ის 30 კაცი ზის, სადაც ზოგი მერკელისტია, ზოგი მერყევია და ზოგიც ოპოზიციაა. ამ ხალხს ადგილობრივი ძალის ნასახი მაინც აქვთ ადგილობრივ ბუნდესტაგებში, თუ ბევრი არა.

შებრძანდი შე კაცო იმ შენობაში, იმ ღია სხდომაზე, დაჯექი შენი 10 კაცით კულისებში, უკან, პრესის ადგილზე და მოუსმინე ხალხს, თუ რფრა დაობენ ევროსა და ევროკავშირის მომავალზე.

ნახე რა მოხდება. ნახე რა „ბაბოჩკას ეფექტი„ ექნება.

აი, იქ ხომ ვერ მოგადგება ცალფეხიანი და ჭარმაგი ინვალიდი, ათასევროიანი პენისიისათვის რომ ხელჯოხს დაგცხებს?

იქიდან უნდა გამოგაძევოს პოლიციამ, სავსებით აშკარად და სავსებით არაკანონიერად. მერე გადაიღე ეს და გინდა იჩივლე, გინდა მააასტრიტზე და მეტეხზე აჩვენე.
მაგრამ, მე მგონი არ გამოგაძევებენ, არ ვიცი, ისე კი საინტერესოა რას იზავენ, ცემით გამოგაძევებენ თუ ტყეპით.

სხვათაშორის, ასე იგებდნენ იტალიელი სოციალისტები ადგილობრივ კაზინოებში გაგანია მაფიის ხანაში. მაფიოზებს კი, მოგეხსენებათ არც გალსტუკები აკლიათ და არც სასოფლო–სამეურნეო იარაღები.

ეს ისე, ერთი მაგალითია, თორე, მიდი ცხენიწყლისპირა სავარგულებზე, ასე დაახლოებით 10 საათზე, მზე რომ ხაჭაპურის დაჭრას დაიწყებს და მთოხნავი გლეხები რომ კეცს აფიცხებენ, მიიტანე ერთი ჩაფი ცივი ჩაი (ღვინოზე ეგებ დაგიჭირონ, რატომ მეტი არ მოგიტანიაო) და ასე 50 გლეხს ყოველდღე ნახავ და იმ შეხვედრებზე, ოცნება რომ აქამდე ხალხთან კულტურულ შეხვედრას ეძახდა, ამაზე მეტი ქალი არ ყოფილა.

არა რა, არსებობს ბევრი გზა პირდაპირი თუ შემოვლითი, ასფალტდაგებული თუ ასფალტმოპარული. სულ თავით კედელს ხო არ უნდა დაეჯახო? ხომ შეიძლება ერთხელაც ცხვირ–პირით შეასკდე?

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: ბუნდესტაგის საკრებულოდან
18.07.2012 13:03
ავტორი: GERMANE
18.07.2012 11:37
ბატონებო და ქალბატონებო, და სხვებსაც არ გაწყენინებთ, რა მენაღვლება, ამხანაგებო და პატივცემულებო, თუკი ვინმეს ჩემს პარტიულ მიუკერძოებლობაში, მოუსყიდველობასა და კუთვნილებაში/„კაკ ვსეგდა„!/ ეჭვი ეპარება, ან ჩემს გულწრფელობაში (რაც ამ მედიუმისა და მოლაპარაკე მაგიდის საერთო მახასიათებელია, მართლა, ჰერ ნასრედინ, ხომ არ იცით, მადამ ბლავატსკაიას წიგნების ხილვა სად შეიძლება? და ის თუ იცით კიდევ და აგრეთვე, კონან დოილის ავტორი სპირიტიზმითა და ბელეტრისტიკით რომ იყო გატაცებული? და აქვე შემეძლო ჰარი გუდინიც გამეხსენებინა, მაგრამ არ ვიზამ ამას, სერიოზული პრობლემებით ვარ დაკავებული ამჟამად, ვითარცა ყოველ ჟამს, კერძოდ, საიტის, კერძოდ, ჩემი მრავალრიცხოვანი მკითხველების – ბატონო ზაალ, თანხმობისა და მხარდაჭერის პოსტებს რატომ მიგზავნით ნასრედინის სახელით? ახლა მე რომ ავდგე, მეცხრე ბოთლი ლუდი დავლიო, დავჯდე და პასუხის პასუხი, გვარს არ დავასახელებ და იას სახელით მოგწეროთ, იმას ვამბობდი, კიდევ იკითხავენ ჩემი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები, ეს ია მანდილოსანიაო?), მაშინ მიგითითებდით რადიო თავისუფლების ახალ წერილზე მოძრაობა "შენც გეხებას" შესახებ.

აი ციტატი, სულო ჩემო, აგი ციტატი:

”თუ ერთი მხარე ქვებს ისროდა, მეორე მხარე შეიარაღებული დაცვით იყო მისული. პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ხელისუფლებას მეტი დოზით, მაგრამ, საერთო ჯამში, ორივე მხარეს ეკისრება, რადგან საწამლავი, განსაკუთრებით კი კალიუმის ციანიდი ორივე შემთხვევაში აკეთებს თავის ბნელ და მომწამვლელ საქმეს”. - ამბობს კამპანია ”ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

"შენც გეხება" რა სააკაშვილისაა, თუ მიშასი? ამ მოძრაობაში ბევრი არსამთავრობო პარტიაც და არასამტავრობო ოპოზიციაცაა.

საქმე იმაშია - და აქ მე ბატონ ზაალსაც და განსაკუთრებით ჰერ ნასრედინს მივმართავ, - რომ თუკი შენ, პარტია, მოძრაობა და სულა დიქტატორს ებრძვი, მაშინ არ უნდა მიიტანო მიტინგზე არც იარაღი, არც დუბინკა, არც კომბალი და გინებასაც უნდა მოეშვა. მიიტანე პატიოსნად და უხვად საჭმელ–სასმელი და ნახავ მერე თუ რამდენით ნაკლებ ქვებს დაგიშენენ!

აგინებინე თავი დიქტატორის გალეშილ ხალხს - მაგათ სხვა რა შეუძლიათ?

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbulisi
18.07.2012 12:41
ნეტარ არიან მორწმუნენი.. ნეტავი იმათ, ვისაც ან ამჟამინდელი მთავრობის ან ბიძინას და მისი ,,გუნდის" იმედი გულწრფელად აქვს... მაგრამ ფაქტი ერთია: ამ ქვეყანაში არც დისიდენტმა (,,ეროვნულმა")ივარგა, არც კომუნისტმა, არც ქურდმა, არც ნაციონალმა და თქვენი აზრით ოლიგარქი, მილიარდერი ივარგებს?! თან იმ ნაზვიადისტ, ნაკომუნისტარ, ნაძველბიჭარ და ნამიშისტარ გუნდთან ერთად? ნეტა თქვენ ვისაც გჯერათ... ა, ბატონო გაგატარებთ...გამოსავალს ეძებთ? და სად უნდა იყოს გამოსავალი, როდესაც ყველა ქართველს მხოლოდ საკუთარი თავი ჰგონია უზენაესი ჭეშმარიტების მქადაგებელი

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
18.07.2012 12:28
სომხურ ოცნებას

ვიცით, თქვენი ოცნება მშენებლობა და გარემონტებაა, თანაც რატომღაც საქართველოში და არა მშობლიურ სასომხეთში... რაბათი ხომ აქციეთ ხუთვარსკვლავიან იტალიურ ვილად, ახლა ველოდებით ევრორემონტს ჯვრის მონასტერში...

ამათზე გაბრაზება აღარ შეიძლება, განსაკუთრებით გორის შემოგარენში ვანოს გუშინდელი პროპაგანდისტული ვოიაჟის შემდეგ. განსაკუთრებით "უშუალო", "უბრალო კაცისათვის გასაგები" იყო მისი წიაღსვლები ისტორიულ-კულტურული ღერძის ძიებაში...

ავტორი: GERMANE
18.07.2012 11:37
ბატონებო და ქალბატონებო, თუკი ვინმეს ჩემს პარტიულ მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება, ან ჩემს გულწრფელობაში (რაც ამ მედიუმის საერთო მახასიათებელია), მაშინ მიგითითებდით რადიო თავისუფლების ახალ წერილზე მოძრაობა "შენც გეხებას" შესახებ.

აი ციტატი:
”თუ ერთი მხარე ქვებს ისროდა, მეორე მხარე შეიარაღებული დაცვით იყო მისული. პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ხელისუფლებას მეტი დოზით, მაგრამ, საერთო ჯამში, ორივე მხარეს ეკისრება”, - ამბობს კამპანია ”ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

"შენც გეხება" რა სააკაშვილისაა? ამ მოძრაობაში ბევრი პარტია და არასამტავრობოა, ოპოზიციური.

საქმე იმაშია - და აქ მე ბატონ ზაალსაც მივმართავ - რომ თუკი შენ, პარტია ან მოძრაობა დიქტატორს ებრძვი, მაშინ არ უნდა მიიტანო მიტინგზე არც იარაღი, არც დუბინკა, არც კომბალი და გინებასაც უნდა მოეშვა.
აგინებინე თავი დიქტატორის ხალხს - მაგათ სხვა რა შეუძლიათ?
9 აპრილს რამდენიმე კაცმა რომ ტანკებს ჯოხები დასცხეს, ის ჯოხები იქვე იპოვეს, ბაღში. წინასწარ და ბურჯანაძის ხალხივით თვეების მანძილზე არავინ ამზადებდა "კომბლიანების" "თავდაცვით" შეტევას.

ახლა მე, ამ პოლიტიკურად გაუნათლებელმა ადამიანმა მილიარდელ ივანიშვილს ვასწავლო, თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთ მართლა კარგი გასვლების ორგანიზაცია?

ყველა საკრებულოს აქვს სხდომა, ეს ღია სხდომებია (გარდა გამონაკლისებისა), სადაც ნებისმიერს შეუძლია შესვლა. საკრებულოებში სწორედ ის 30 კაცი ზის, სადაც ზოგი მიშისტია, ზოგი მერყევია და ზოგიც ოპოზიციაა. ამ ხალხს ადგილობრივი ძალის ნასახი მაინც აქვთ, თუ ბევრი არა.
შებრძანდი შე კაცო იმ შენობაში, იმ ღია სხდომაზე, დაჯექი შენი 10 კაცით კულისებში, უკან, პრესის ადგილზე და მოუსმინე ხალხს, თუ რაზე დაობენ.
ნახე რა მოხდება. ნახე რა ეფექტი ექნება.
აი იქ ხომ ვერ მოგადგება ცალფეხიანი და ჭარმაგი ინვალიდი, ასლარიანი პენისიისათვის რომ ხელჯოხს დაგცხებს?
იქიდან უნდა გამოგაძევოს პოლიციამ, სავსებით აშკარად და სავსებით არაკანონიერად. მერე გადაიღე ეს და გინდა იჩივლე, გინდა მაესტროზე და მეცხზე აჩვენე.
მაგრამ, მე მგონი არ გამოგაძევებენ, არ ვიცი, ისე კი საინტერესოა რას იზავენ.
სხვათაშორის, ასე იგებდნენ იტალიელი სოციალისტები ადგილობრივ არჩევნებს გაგანია მაფიის ხანაში. მაფიოზებს კი, მოგეხსენებათ არც სკურპელი აკლიათ და არც იარაღი.

ეს ისე, ერთი მაგალითია, თორე, მიდი ცხენიწყლისპირა სავარგულებზე, ასე დაახლოებით 10 საათზე, მზე რომ დაჭრას დაიწყებს და მთოხნავი გლეხები რომ აპაუზებენ, მიიტანე ერთი ჩაფრი ცივი წყალი (ღვინოზე ეგებ დაგიჭირონ, მოსყიდვააო) და ასე 50 გლეხს ყოველდღე ნახავ და იმ შეხვედრებზე, ოცნება რომ აქამდე ხალხთან შეხვედრას ეძახდა, ამაზე მეტი კაცი არ ყოფილა.

არა რა, არსებობს ბევრი გზა. სულ თავით კედელს ხო არ უნდა დაეჯახო?

ავტორი: lukabak საიდან გვწერთ: Berlin
18.07.2012 02:34
[ადამიანებმა]"არათუ კანონიერი, ეთიკური შეფასების ყველა კრიტერიუმიც დაკარგეს და ყველაფრის გამმართლებელ ბრბოდ გადაიქცნენ: ისეთად, რომელიც ტაშით ხვდებოდა დახვრეტის პროცესებს სსრკ-ში და ებრაელების ხოცვას ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში." - რამდენადაც შემზარავია ეს დასკვნა, იმდენად ზუსტად ასახავს რეალობას. თანაც გერმანელები იქით იყვენენ (სხვა ხალხია, ცოტა შორსაც არიან და ნაცისტურ გერმანიასაც კიდევ თავისი სპეციფიკა ქონდა) და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენ, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები სულ ცოტა ხნის წინ, არათუ ტაშით ხვდებოდნენ დახვრეტის პროცესებს, არამედ აქტიურად ხელსაც უწყობდნენ მათ. სხვათაშორის გერმანიისაგან განსხვავებით ამ, სულ უახლესი ისტორიის გადამუშავება ქართულ საზოგადოებაში არ ჯერ კიდევ არ მომხდარა. საფრთხეები დიდია!

ზაალ საიდან იცი რომ GERMANE მამაკაცია? :)))
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
18.07.2012 09:44
რავი აბა, გერმანე რაღაც კაცის სახელი მგონია და არ გაუპროტესტებია თვითონაც:-)

ავტორი: nina
18.07.2012 02:32
არ ენდოთ რუჩკებს და არ ენდოთ გერმანეს, ის ყველაზე მოცლილი დემაგოგია ამ დუნიაზე.

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: საქართველო–აუქციონიდან
18.07.2012 00:58
გაგრძელება.

ამ ადამიანებისა და არააადმიანების/ფრინველები, საქონლები, ხარები, ინდოურები, და ა.შ./ პოლიტიკური პარტიების მობილიზებაა საჭირო და ეს არ გახდება ძნელი, თუკი მედია სამართლიან და 100.000 პროცენტით ორივე მხარის მაკომპრომატირებელ მასალებს გამოაქვეყნებს.

თუკი დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციებიც პიროვნებებისა და საქონლების დარიკოაზაციაში და ამით ძალუნებურად ამ პირთა და საქონელთა მოწინააღმდეგის ჰეროინით მომარაგებაში გადავარდნენ, არავის ექნება გატეხილი მზერა და არც არავის დაინდობს. დანდობის გარეშე კი იმ ქვეყანას ვერ ავაშენებთ ამ ქვეყანას, ასე რომ სურდა მიქელა კალმახელიძეს - პოლიტიკა ქვების სროლისა, შავფოჩიანი კანფეტების დარიგებისა და ცალტვინა და ხელკეტებით შეიარაღებული ზორბაბრიგადების გალეშილი აგონიების გარეშე.

ის, რასაც ახლა სააკაშვილის დამქაშები უკეთებენ და უწყობენ ოცნების ხალხს, ზუსტად ისევე უშვებოდა ედინბურგის დიდი ჰერცოგი თავის სასახლეში მომღერალ რიგოლეტოს! - ისტორიები და არიები ისე მეორდება, რომ ალბათ გვავიწყდება კიდეც, როცა გვძინავს.

და ბოლოს - მე კი მაქვს ერთი კარგი წამალი ყველაფრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რატომღაც არავის მოსწონს და არ მეყიდება:

დიზოქსინნუკლეინციანიდკალიუმგოგირდმჟავაპენიცილინკოკამინლსდეფემინოდეცენტრალიზაცია.

დტახ ამ ჩემი პანაცეით, სანამ ქართული პოლიტიკა ქართული ფულით არ შეიჭმევა - გინდაც ეს შეჭმა ერთჯერადი იყოს და გულიც აგვირიოს და დაგვწამლოს მთლად, სანამ არ წავა უცხოური, მარქსის „კაპიტალი„ საქართველოდან, მანამ არაფერი გვეშველება.

უბედურება ისაა, რომ ეს რომ მოხდეს, გამოიწვევს დაახლოებით 199% არასამთავროების და 1000,1% პარტიების დახურვას. მარტო ტაქსებსა და და ბიძინას მილიარდებზე მეოცნებეთაკავშირი თუ დარჩება და ეს კიდევ სიღარიბეს, აი კონკრეტულ სიღარიბეს მოგვიტანს, სამწუხაროდ, ალბათ მხოლოდ 5-10 წლით.

თუკი გვინდა რომ გავუძლოთ და გავიაროთ ეს ეპოქა, არ წავაგებდით, თუკი გავუძლებდით და გავივლიდით ჩვენებურად მანჰეტენზე და მთვარეზე.

ავტორი: Dato საიდან გვწერთ: USA
18.07.2012 00:15
ეს სტატია აბსოლუტური ბოდვაა ...

ავტორი: ანონიმი
17.07.2012 23:45
თუ კი მამულიშვილობად და დემოკრატიად აღარ ჩაითვლება თბილისის ნგრევა საქართველოს მეზობლების და არც ისე მეზობლების მიერ მიჩეჩებული მძიმე ცეცხლსასროლი იარაღით უკვე დიდი პროგრესი იქნება საბჭოთა ქართველი დემოკრატებისა და ლიბერალების თავში! მაქამდე კი ჰაი რომ შორია...ეხლა გავიგე რომ აგვისტოში აპირებენ მოქანდაკე კიტოვანის მიერ დაწყებული დემოკრატიული რეფორმების ანუ საქართველოს მთავრობის სახლის ნგრევის გაგრძელებას. გილოცავთ!

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: საქართველო–აუქციონიდან
17.07.2012 23:42
ავტორი: GERMANE
17.07.2012 21:11
ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.07.2012 19:35

ბატონო ზაალ, - შენი სათქმელი მე მითხარიო, - ისე გამოგდით.

მე თავადაც ვიცი, რომ დრაკონის მკვლელი დარიკოსავით ფირალად გავარდება, მაგრამ, მე გეუბნებით - ნუ გავადარიკოებთ ყველას, ნუ გავხდით ერთს ერთ დრაკონად და მეორეს მეორე დრაკონად. აი, ესაა ჩემი მიზანი.

ვინ ხდის პოლიტიკოსს ფეხსაცმელებს და გადაუძახებს ხოლმე პოლიტიკურ და საერთოდ მოუსავლეთში?

საკუთარი ცოლი, რაღა თქმა უნდა,მოდი, ჩემი ბიჭი, ფეხები უნდა დაგბანოო, რომ გადარევს და გააბრუებს, მანამდე უსტრიცებითა და სუშებით ჩამსკდარს რუსთავი2 ისედაც ოთხად რომ ეჩვენება, მინდობილად რომ გაახდევინებს 700 დოლარიან ტუფლებს, ჩააყოფინებს ოქროს ტაშტში...

ეჰ, რა იცის ჩვენმა გულუბრყვილო, უეშმაკო, პატიოსანმა, მიმნდობმა, ალალმა და უსაყვედურო პოლიტიკოსმა, რომ მისი ე.წ. ერთგული მეორე ნახევარი აგერ უკვე სამი საათია, პირველ ნახევრობაზე ოცნებობს ქართულად, და როგორც კი ეს საცოდავი თვის კოჟრიან–მაზოლიან მიმნდობ ფეხებს ოქროს ტაშტში სტუცავს, დახვდებიან და წაესევიან ოქროს პირანიები და მეყოლე ვარდივით!..

ვინ აკეთებს პოლიტიკოსის უჭკუობის, შარვალში ჩაჯდომებისა და ინფანტა ჭირვეულის დარი ჩვევების დარიკოიზაციას? –რეკლამა, ოპელიზაცია, და ბოლოსდაბოლოს სიმონა დოლიძის მედია.

ასე იყო და არა იყო რა: გუმბარიძე დარიკო (მის რუს აფიცრებიანად) - ზვიადი მხსნელი, ჯაბა დარიკო/მის იანიჩარ მხედრიონელებიანად/ - ედუარდი მხსნელი (მის გერმანულ კედლებიანად), ედუარდი დარიკო - მიშა მხსნელი/თავის ამერიკულ ქვებიანად/, მიშა დარიკო - ბიძინა მხსნელი/თავის რუსულ მილიარდებიანად/, ბიძინა დარიკო - ასე იტყვის იგივე გოგი გვახარია და ძიძიგური კობა მერე.....

ჩემი აზრით პრობლემა თავად გადაწყდება და შეიფუთება თუკი ჩვენ განსაკუთრებული სიმტკიცით შვებრძოლებით ამ შავ-თეთრ კინოს.

კონკრეტულადაც არაა ამისი კეთება ძნელი - საქართველოში არის 450 არასამთავრობო, 500 სამთავრობო ენჯოები, ჯურნალ-გაზეთები, 9 დიდი ტელევიზია, 19 რადიოსადგური მაინც, 4000 განაწყენებული და ულუკმოდ დარჩენილი ტაქსისტი, 4 მილიონი მშიერ–მწყურვალი ადამიანი, 2 მილიონამდე უსუსური ფრინველი, 1,5 მილიონი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, და ათასობით ყოფილი წვრილი და მსხვილი მოვაჭრე(რომელთაც მიშა ადრე უყვარდათ კიდეც და საერთოდ ნაკლებად მშივრები იყვნენ) და ა.შ.

ავტორი: სომხური ოცნება
17.07.2012 23:31
სათქმელი სწორედაც რომ ვთქვი ბატონო ზაალ,,,youtube-ს საძიებელში ჩასვით სიტყვები- "კარალეთის ინციდენტი"შემდეგ ძიებას დააწკაპეთ და ნახავთ,თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფაქტის ათასგვარი ინტერპრეტაციათქო.....

ნუ გახდებით იმ ცემა-ტყეპის რომელიმე მხარე...იქ ორივე მხარე სამარცხვინოდ იქცევა...პოლიტიკოსებს უფრო მეტი მოეთხოვებათ,თუმცა თქვენი საქმის თქვენ იცით...მე ჩემი აზრი გამოვთქვი უბრალოდ...

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
17.07.2012 22:26
ზაალ, დიდი მადლობა და ყოჩაღ! ძალიან დიდი ვაჟკაცობა უნდა სიმართლის წერას...იმიტომ რომ "ესენი"შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან...შემოდგომამდე! აქ რომ ხალხია შენი ლანძღვის მდომელი-პირველები დაუწვებიან მიშასა და ნაცXების დამამარცხებლებს....eseni mudam gamarjvebul moZaladeTa mxareze arian-მჯერა-შენნაირი ხალხი იმ გამარჯვებულებსაც არ აპატიებს სამრთლიანობის ხელყოფას, უკანონობასა და ძალადობას...

ავტორი: GERMANE
17.07.2012 21:11
ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.07.2012 19:35

ბატონო ზაალ - შენი სათქმელი მე გითხარიო - ისე გამოგდით.
მე თაავადაც ვიცი, რომ დრაკონის მკვლელი დრაკონადვე იქცევა, მაგრამ, მე გეუბნებით - ნუ გავარადიკალებთ ყველაფერს, ნუ გავხდით ერთს დრაკონად და მეორეს დრაკონის დამმარცხებლად. აი ესაა ჩემი მიზანი.
ვინ ხდის პოლიტიკოსს ცუდ პოლიტიკოსად და დიქტატორად? საკუტარი საქციელი.
ვინ აკეთებს პოლიტიკოსის უჭკუობის, შარვალსი ჩასვრებისა და ინფანტილურ-ჭირვეული ჩვევების დრაკონიზაციას? რეკლამა, ოპოზიცია, და ბოლოსდაბოლოს მედიის გზით.
ასე იყო: გუმბარიძე დრაკონი (მის რუს გენერლებიანად) - ზვიადი მხსნელი, ჯაბა დრაკონი - ედუარდი მხსნელი (გურულები ამბობდნენ, მართალია თორმეტი წელი მოუნდაო, მარაო..), ედუარდი დრაკონი - მიშა მხსნელი, მისა დრაკონი - ბიძინა მხსნელი, ბიძინა დრაკონი - ასე იტყვის იგივე გოგი ხაინდრავა და ძიძიგური მერე.....

ჩემის აზრიტ პრობლემა თავად გადაწყდება, თუკი ჩვენ განსაკუტრებული სიმტკიცით ვებრძვით ამ შავ-თეთრ სცენარებს.

კონკრეტულადაც არაა ამისი კეთება ძნელი - საქართველოსი არის 450 არასამთავრობო, 50.მდე ჯურნალ-გაზეთი, 9 დიდი ტელევიზია, 19 რადიოსადგური მაინც, 4000 განაწყენებული და ულუკმოდ დარჩენილი ტაქსისტი და ათასობიტ ყოფილი წვრილი მოვაჭრე(რომელთაც მიშა ადრე უყვარდა კიდეც და საერთოდ უფრო აპოლიტიკურია) და ა.შ. ამ ადამიანებისა და არა პოლიტიკური პარტიების მობილიზებაა საჭირო და ეს არ გახდება ძნელი, თუკი მედია სამართლიან და ასი პროცენტით ორივე მხარის მაკრიტიკებელ პოზიციას დაიჭერს.
თუკი დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციებიეც პიროვნებების დრაკონიაზაციაში და ამით ძალუნებურად ამ პირთა მოწინააღმდეგის ჰეროიზაციასი გადავარდნენ, არავის ექნება გაუმრუდებული მზერა და არც არავის არავისი ნდობა. ნდობის გარეშე კი იმ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ასე რომ გვსურს - პოლიტიკა ქვების სროლისა, შავფოჩიანი ქალების მისევისა და ცალფეხა და ხელკეტით შეიარაღებული ინვალიდ-პენისიონრების აგონიების გარეშე.
ის რასაც ახლა სააკაშვილის დამქაშები უკეთებენ და უწყობენ ოცნების ხალხს, ზუსტად ისევე უშვებოდა ედიკა "თავის" სოფლებში ჩასულ ოპოზიციასაც - ისტორიები ისე მეორდება, რომ ალბათ გვავიწყდება კიდეც, რომ ასეა.

და ბოლოს - მე კი მაქვს ერთი კარგი წამალი ყველაფრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რატომღაც არავის მოსწონს:
ჩემი აზრით, სანამ ქართული პოლიტიკა ქართული ფულით არ დაფინანსდება - გინდაც ეს მათხოვრული დაფინანსება იყოს და სანამ არ წავა უცხოური პოლიტიკური კაპიტალი საქართველოდან, მანამ არაფერი გვეშველება.

უბედურება ისაა, რომ ეს რომ მოხდეს, გამოიწვევს დაახლოებით 99% არასამთავროების და 100% პარტიების დახურვას. მარტო "ტაქსისტთა" და "ბუკინისტთა" კავშირი თუ დარჩება და ეს კიდევ სიღარიბეს, აი კონკრეტულ სიღარიბეს მოგვიტანს, ალბათ ასე 5-10 წლით. თუკი გვინდა რომ გავუძლოთ და გავიაროტ ეს ეპოქა, არ წავაგებდით.

ავტორი: სომხური ოცნება
17.07.2012 20:30
http://www.youtube.com/watch?v=o-7UmFCFzrA&feature=related

მე პირადათ ეს წყარო მომწონს...

ისე იქვე ზემოთ საძიებელში ჩასვით- "კარალეთის ინციდენტი"და ნახავთ,თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფაქტის ათასნაირი ინტერპრეტაცია.....
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.07.2012 21:58
გასაგებია, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ. რაც შეეხება წყაროს, რახან ესე ძალიან მოგწონთ, გისურვებთ, სულ ამ წყაროდან იკლავდეთ საინფორმაციო და ყველა დანარჩენ წყურვილს.

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: ფასიანი რესტორნიდან
17.07.2012 19:52
გაგრძელება.

ძალიან მარტივად: თუკი ვინმე ჭეშმარიტად მოსურნეა გარდაქმნებისა, მოუწოდოს ივანიშვილს (სააკაშვილზე ხელ–ფეხი ჩაქნეული მაქვს!), რომ მოიცილოს ისინი, ვინც ცნობილია, რომ საქართველოს პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ ბავშვობაში წოვის, შემდეგ საზრდოობისა და ხინკალ–მწვადებისა და ინტრიგებისათვის არიან. მოიცილოს ყველა ის პირი, ვისაც საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული ჭამის, სმისა და მთქნარების მეტი არაფერი უკეთებია. აგრეთვე ლაპარაკისა, ბოყინისა და ა.შ. მოვუწოდოთ ოპოზიციურ პარტიებს რომ თუკი გარკვეული პერიოდის მანძილზე, მაგალითად 2 კვირაში ყველა პარტიის ლიდერი და გენ-მდივანი - იქნება ეს ოპოზიცია თუ პოზიცია, არ წარადგენს საშემოსავლო საბუთს და ამ პარტიების ნასყიდობის კვიტანციას, არ მიეცემა არავითარი მედიუმი და მოლაპარაკე მაგიდა. რაღა თქმა უნდა, არც მადამ ბლავატსკაიას წიგნები.

ეს მაგალითად იგივე "ქარტიის" ან იგივე ჯონ უმიწაწყლოს გავლენით შეიძლება კომუნიცირდეს.

თუკი ამ მოთხოვნას, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები ყურად არ იღებენ, მაშინ მოხდეს ამ არჩევნების საერთოდ ბოიკოტირება საქართველოდან შემდეგი მოტივით:

ორ საძაგლობას შორის არჩევნის გაკეთებას სჯობია რომ საერთოდ არ გაკეთდეს არჩევანი. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ შოტლანდიელებისთვის, რაკიღა ბოლოსდაბოლოს გაახსენდათ რომ ისინიც ადამიანები, ანუ არაინგლისელი ადამიანები არიან და თანაც ამდენი ხანია ვაჟკაცურად არ იხდიან ქვედაბოლოებს/„იუბკებს„/.

ამით ადამიანების, უბრალო მოქალაქეების ნდობას მოიგებს მედია, მათ შორის „ტაიმსი„ და განსაკუთრებით „ბიბისი„, ისევე როგორც „პარი მატჩი„, „შპიგელი„ და განსაკუთრებით „ლანჩხუთის ნიუსი„! და ამით უდიდეს ძალასაც მიიღებს თუკი შალვა რამიშვილი დაარეკლამებს თავის გადაცემებში.

მოჩქარეს მოუგვიანდესო,- აი ასე მოგვდის და ასე გავიდა 2500 წელი, ხოლო ქართველ ებრაელებსაც თუ გავითვალისწინებთ, 2600 წელი

პრინციპულობა ყველა სხვების მიმართ. კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ.

თუკი კანონი გიკრძალავს მას მედიის ანტენა აჩუქო - ნუ აჩუქებ მას, აჩუქე სხვას.

თუ არ იჩუქა/ქართველი სხვიგან მუქთად მიიღებს რამეს?!/, მიჰყიდე 2000 ლარად. და თუ რცხვენია ასეთი იაფი რაღაცის ოჯახში შეტანა და შიში, რას იტყვის ხალხიო, ასე ძლიერია რომ ეპაზორება ანტენის 2000 ლარად ყიდვა, და ამაში ვერც არასამთავრობო და ვერ "ქარტია" ვერ ეხმარება თავიანთი მრავალათასიანი მიტინგებით, მაშინ არჩევნების ბოიკოტირება სჯობია ყველაფერს, არა მარტო ინგლისში, არამედ ამერიკაშიც სანოემბროდ.

მე მგონი გამიგეთ, რა საკაზმით მირჩევნია - ჯერ ავამოქმედოთ არასამთავრობო და დამოუკიდებელი მედიების საცავებში დაგროვილი ინდური სპეციები, გამოვიტანოთ ქუჩაში მეგრული აჯიკა არა ვინმეს დაპურების მიზნით, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვერმიშელის ბულიონის გასაკეთილშობილებლად და დასაცავად. შეგვრცხვეს ყველას, რომ სამთავრობო უწყების წინ მხოლოდ მაესტროს 20-30 დამშეული მომსახურე და მათი ნათესავები იყვნენ.

ბატონო ზაალ,

ქუჩაში გამოსულ მედიებს, არასამთავრობოებს და უბრალო ადამიანებს ვერავინ შეეხება - ეს გამორიცხული მგონია ამგვარი მეთვალყურეობის დროს, დიდი–დიდი, აღნიშნული ბულიონი და პერაშკები შეუჭამონ.

ასე რომ, სიმართლის თქმისათვის არც დრო არის ამოწურული და არც პირია დახურული. ვუთხრათ ყველამ ერთმანეთს სიმართლე, რას ვფიქრობთ ერთმანეთზე - და ვთქვათ ცოცხლად გადარჩენილებმა, რომ არც ლეღვები გვინდა და არც ლეღვის ფოთლები
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული