პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:09

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

ამერიკა

x
ტექსტის ზომა - +
არ ვიცი, თავიდანვე რატომ ავიჩემე, მაგრამ რადგან შეგპირდით, იძულებული ვარ ცოტა ხანი ამ ქვეყანაზე ვიფიქრო. ცხადია, აშკარად გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოს თანამეგობრობაში. ხომ არიან ქვეყნები, რომელთა არსებობაც არ გაგახსენდება, თუ იქ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ან თუ მათთან რაიმე პირადული არ გაკავშირებს?! ასეთი ქვეყნები თუნდაც ევროპაში არსებობს, სხვა კონტინენტებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამერიკა თავს არასდროს დაგავიწყებს. ან იქ ხდება რაიმე საყურადღებო, ან სხვაგან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახდენს რაღაცას.

ძალიან დავძაბე გონება და, თუ არ ჩავთვლით 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას, ვერ გავიხსენე უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ამერიკაში მომხდარი ვერც ერთი საყურადღებო ამბავი. 40 წლის წინ კი ვუდსტოკში ისეთი ფესტივალი გაიმართა, რომ დღესაც, არა მარტო როკის, არა მარტო კულტურის, არა მარტო მსოფლმხედველობის, არამედ თაობების განვითარების ათვლის წერტილად ითვლება. ფესტივალის 40 წლისთავთან დაკავშირებით 17 აგვისტოს გამოუშვეს 6 კომპაქტ-დისკისა და 80-გვერდიანი ბუკლეტისგან შემდგარი კომპლექტი, რომელშიც შესულია აქამდე გამოუქვეყნებელი 38 (!) ჩანაწერი. ბრწყინვალე საჩუქარია ნებისმიერი მელომანისთვის.

ეს საკუთარ საზღვრებში. საზღვრებს გარეთ კი ამერიკა უფრო აქტიურია. ძნელია დაასახელო რეგიონი, სადაც ის არ ფიგურირებდეს რამენაირად. სხვა ქვეყნებს მისადმი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ. სხვანაირად უყვართ ის ისრაელში და საქართველოში და სულ სხვანაირად ინგლისში და ავსტრალიაში. სხვა სითბო აქვთ ამერიკისადმი სერბეთში და რუსეთში და სულ სხვა - ირანში და ერაყში. ერთადერთი სომხეთში და ლოს ანჯელესში აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება ამ ქვეყნისადმი.

მაგრამ არის ერთი რამ, რაც ამერიკასთან მიმართებაში ყველა ქვეყანას აერთიანებს. ეს არის უზომო აღტაცება ამერიკელი პოლიტიკოსების არაჩვეულებრივი შვიდეულის მიმართ ასეთი შემადგენლობით: ბენჯამინ ფრანკლინი, ულის გრანტი, ენდრიუ ჯექსონი, ალექსანდრ ჰამილტონი, აბრაამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი და ჯორჯ ვაშინგტონი. ამ, ერთი შეხედვით, ეკლექტურ გაერთიანებაში მკაცრი ლოგიკა იმალება. ამ პოლიტიკოსების მაღალ საერთაშორისო რეპუტაციას განსაზღვრავს 100, 50, 20, 10, 5, 2 და 1-დოლარიანი ბანკნოტების უზომო პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

შვიდეულის ხსენებაზე ძნელია, არ გაიხსენო ამერიკული ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბურჯი - კინემატოგრაფი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული კინემატოგრაფის ეროვნული სახეობის - ვესტერნის საუკეთესო ნიმუშები სულაც არ არის ეროვნული. თავად განსაჯეთ - იაპონელი კუროსავას “შვიდი სამურაის” მიხედვით გადაღებულ “შესანიშნავ შვიდეულში” მხოლოდ მუსიკაა ამერიკული. იტალიელი სერჯო ლეონეს სპაგეტი-ვესტერნებში კი კომპოზიტორიც იტალიელია - ენიო მორიკონე. სამაგიეროდ, კლინტ ისტვუდია ამერიკელი.

ბარემ კინემატოგრაფის სხვა დარგებიც გავიხსენოთ. თუნდაც ანიმაცია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, მიკი მაუსი, თავის დროზე ისევე იყო ასოცირებული ამერიკასთან, როგორც კოკა-კოლა და ელვის პრესლი. ერთი კია, რომ მიკი მაუსის შემქმნელმა უოლტ დისნეიმ საფუძველი დაუდო ხელოვანების “თანამშრომლობას” ქვეყნის უშიშროების სამსახურებთან. შეიძლება სწორედ ამ მიზეზით, მე უპირატესობას ვანიჭებ “სიმფსონებს”, რომლის შემქმნელმა მეტ გრეინინგმა, საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ახალ მულტსერიალს, “ფუტურამას” დაუდო. რაც შეეხება, დოკუმენტალისტიკას, ამ ჟანრში ამერიკელთა დიდი უმრავლესობა უპირატესობას ჯეიმს კამერონის “ტიტანიკს” ანიჭებს.

ამერიკის კიდევ ერთმა სიმბოლომ, როკ-ენ-როლის მეფედ მონათლულმა ელვის პრესლიმ ნიქსონთან ურთიერთობით წარმატებით გააგრძელა დისნეის “საქმე”. ამ შემთხვევაში ჩემი სიმპათიები იხრება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსის ბობ დილანისკენ. მაგრამ ვეჭვობ, ამერიკელებს სწორად ესმოდეთ მისი ადგილი ამერიკულ კულტურაში: სხვანაირად ვერ ავხსნი მის წარდგენას ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.

ნობელის ლაურეატი ლიტერატურაში კი ამერიკელებს 10 ჰყავთ. და მიუხედავად იმისა, რომ 3 მათგანი ამერიკაში არ არის დაბადებული, ეს მაინც ბრწყინვალე მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობით მოიხმარს ეს ერი კოკა-კოლას.

თუმცა, ისევე, როგორც კახეთში ღვინო, გერმანიაში ლუდი, შოტლანდიაში ვისკი და პორტუგალიაში პორტვეინი, ამერიკაში კოკა-კოლა ეროვნული სასმელია. მას ძალიან უხდება ასევე ეროვნული კულინარიის წამყვანი კერძი, მაკდონალდსის ნებისმიერი პროდუქტი. მაგრამ ამერიკული კულინარიის ნამდვილი შედევრი ენდი უორჰოლის მიერ დამზადებული კემპბელის სუპია.

უორჰოლთანვეა დაკავშირებული ამერიკის ფერწერული სკოლის განვითარების უმაღლესი წერტილი: მერლინ მონროს, მიკი ბოის (ჯაგერი) და მაო ძე დუნის ფოტოები ხომ სწორედ ენდი უორჰოლმა გააფერადა. ვიზუალური ხელოვნებისგან ნუ განვაცალკევებთ სკულპტურას. აქ ამერიკელების უპირობო ფავორიტია თავისუფლების ქანდაკება. და საერთოდ, ვეჭვობ, მათ ამ ჟანრში სხვა ნამუშევარი არც გაუგიათ.

რაშიც ეჭვი არ მეპარება, ამერიკის ნაციონალური სამოსის, ჯინსის უზომო პოპულარობაა მთელ მსოფლიოში. ჩემს ბავშვობაში Levi's 501 მოდელის ჯინსის შარვლები ისევე პოპულარული იყო თბილისში, როგორც დღეს BMW-ს X5 მოდელის ჯიპები. აქ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი პოპულარობის მიუხედავად, ის არასდროს არავის არ უხდებოდა.

ამერიკაზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ბოროტად არ ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით და აღარ მოგიყვებით ამერიკის ყველაზე საყვარელ სპორტსმენზე, ინგლისელ დევიდ ბექჰემზე, რომელსაც მალე ალბათ ბროდვეიზე მიუზიკლს დაუდგამენ; ამავე მიზეზით არაფერს ვიტყვი ამერიკის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე პოპულარული პიროვნების, ოსკარის შესახებ. მით უმეტეს, რომ ერთი 15 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა.

საერთაშორისო პროექტში ვმუშაობდი. ამერიკიდან ჯიმი ჩამოდიოდა ხოლმე. ნამდვილი საშუალო ამერიკელი იყო, ჯიმბო. აი ჰომერ სიმფსონი ვის მოდელზეც არის შექმნილი, ისეთი. ანდა კიდევ უფრო საშუალო, არა, ძალიან საშუალო. მოკლედ, ეგეთი საშუალო არაფერი მინახავს. ისეთი საშუალო იყო, რომ ატლანტიკის თავზე ფრენისას, ცოლ-შვილის ფოტოებთან ერთად გულის ჯიბეში საკუთარი მანქანის ფოტოც ედო. ერთხელაც მძღოლთან ერთად ნეკრესში ვართ. ეს მძღოლიც მაგარი კლასიკა იყო - ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული (ფილოლოგიური და სამთო მექანიკა), აბა მძღოლად კი არ დაიბადა. ჰოდა ეს მძღოლი უპირატესობის გრძნობით ეკითხება ჯიმბოს, ნეკრესის მშენებლობა IV საუკუნეშია დაწყებული და თქვენი ყველაზე ძველი შენობა რამდენი წლისააო. ჯიმბოც არ დაიბნა და დაიწყო ზღაპრების მოყოლა პირამიდებზე. ეს აღარ მესიამოვნა, ამას მეც ორდიპლომიანი ხომ არ ვგონივარ-მეთქი და ვკითხე, სად არის ეგ პირამიდები-თქო. ტეხასის სამხრეთითო. მოკლედ, ისე თავხედურად მიითვისა მექსიკის აცტეკური ცივილიზაცია, როგორც რუსებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ხედავთ, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბიგ მაკების ჭარბ მოხმარებას?! ზუსტად იგივე, რაც ხინკლის უზომო ჭამას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: bat-noli luxumi
29.08.2009 02:13
დიდი მადლობა ქალბატონო სალომე მადლობისათვის.

ავტორი: cnobismoyvare
29.08.2009 01:21

ახალი ამბები,ახალი ამბები, ახალი ამბების დასტა: ამერიკაში კიდევ ერთი, ეხლა შვილი-
-შპიონი დაუჭერიათ,ბასტა !

" რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაპატიმრებული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის შვილმა აღიარა თავისი დანაშაული. მან აღიარა რომ ეხმარებოდა მამამისს და ფულს იღებდა რუსეთის აგენტებისაგან.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს წარმადგენლებმა თქვეს რომ 25 წლის ნატანიელ ნიკოლსონმა პორტლენდის ფედერალურ სასამართლოში აღიარა რომ გახლავთ ჯაშუში და ათეთრებდა ფულს. ის ასევე დათანხმდა ჩვენებების მიცემაზე თავისი საკუთარი მამის, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ფიცერი ჰაროლდ ნიკოლსონის წინააღმდეგ. ჰაროლდ ნიკლსონს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო 25 წლის პატიმრობა მიუსაჯეს მაშინ როდესაც მისი
ვაჟიშვილი 12 წლისა იყო. ბრალდება ამტკიცებს რომ დამნაშავე 2006-2008 წლებში რუსეთის აგენტებისაგან 35 ათასზე მეტი დოლარის მისაღებად თავის შვილს აგზავნიდა კვიპროსზე,მექსიკასა და პერუში. უმცეროს ნიკლსონს შეიძლება მიუსაჯონ პატიმრობის 20-ზე მეტი წელი ( ამერიკის ხმის რუსული რედაქცია,2009 წლის 28 აგვისტო).
ასეთ ოჯახურ ბიზნესს სთავაზობს " ყოფილი" კგბ
ამერიკელებს. მაგრამ ამერიკაშიც ყველას არ სძინავს და ზოგჯერ ტაჩანკაც იმტვრევა. ვიფხიზლოთ ფხიზელი ამერიკელებისავით, უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.
შენიშვნა : ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოუსყიდავ თანამშრომლებს ხოცავენ,ისე, მაგალითად, როგორც ზოგი გამომძიებლის აზრით შევარდნაძის დაცვის ერთ-
-ერთმა უფროსმა ოდესღაც მოკლა ვუდრაფი.

ავტორი: სალომე
28.08.2009 12:51
ბატნოლო ლუხუმ,
დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის.

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
28.08.2009 03:23
luxumi,
საინტერესოა თქვენთან შეხვედრა ბლოგში. ვეძებოთ, უფრო სწორედ გავაგრძელოთ ერთმანეთის ძებნა. ჩემი აზრით ცოტანი არ არიან, მაგრამ ძალიან მარტოსულად არიან. ეტყობა სხვადასხვა "ოთახებში" ვეძებთ, თუ რატომ ვერ იკრიბებიან?

ავტორი: luxumi
27.08.2009 21:01
ძვირფასო ბატონო ყოფილო კავკასიოლოგო, იმედია ისევ გაკკასილოგდებით იმიტომ რომ კავკასიოლოგები,კავკასიოფილები და კავკასიოფოსები სჭირდება სამყაროს თორემ ახლად ფეხადგმული და შემობერებული დემოკრატები დემოკრატიას შეაძულე-
ბენ კაცობრიობას. გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო და სწორედ ამიტომ გევიქეცი კავკასიოლო-
გიაში. კარგი თავშესაფარია. აი როგორ აძულებენ დემოკრატები დემოკრატიას ადამიანებს :

მოგეხსენებათ რომ ეხლახანს გარდაიცვალ ამერიკის მითიური საგვარეულო კენედების უკანასკნელი ოფიციალური დიდებული ტედ კენედი. აი ამის თაობაზე ვითომ ერთგვარ ნეკროლო-
გად დაწერილი წერილი. მისი ავტორია ცნობილი ევროპელი ჟურნალისტი, რა თქმა უნდა დემოკრატი
ლორან ჟოფრა.

" ცოდვათა გამოსყიდვა ( სათაურია ეს)

კენედები ანუ ცოდვათა გამოსყიდვა. ლეგენდა რომელიც ათწლეულების მანძილზე თავს დატრიალებს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას. ის
არ გაჩენილა მარტო უბედურებიდან რომელიც ხშირად სწვევია დიდებულთა ამ ოჯახს. ის დაიბადა გამოსყიდვის უცნაური მისტიკიდან. 1940-1950-ან
წლებში არ ყოფილა ამერიკაში კენედებზე უფრო ცინი-
კური და ფულისა და დიდებისათვის ყველაზე უფრო თავდაუზოგავად მებრძოლი კლანი. სასტიკი და მატყუარა,ძალიან მდიდარი და ძალიან ბნელი,მა-
ფიასთან შეკრული და ჰიტლერისადმი მიმტევებელი,ამერიკის ჰიტლერთან კავშირის საჯაროდ ადვოკატი მამა.ამბიციური და ცელქი, ფრივოლური ვაჟიშვილები რმლებიც მიმზიდველი გარეგნობის უკან მალავდნენ მანიოვრის და ანგარიშის შინაგან გრძნობას. მაგრამ დიდების სიხარბის დაკმაყოფილების შემდეგ მათ გამოავლინეს ამერიკული ოცნების განსახიერების უბადლო ნიჭი...
ასეთები არიან დემოკრატიის ფიგურები. მხოლოდ დიქტატურებს აქვთ პრეტენზია სიწმინდზე.

თავისუფლების რეჟიმები ეფუძნებიან არასრულყოფილებას. "

კაცო, შეიძლება ეფუძნებოდე არასრულყოფილებას არავინ ვართ სრულყოფილი მაგრამ არასრულყოფილება-პრაიდის მოწყობა ცოტა ნამეტანი ხომ არაა?

ამის შემდეგ იბადება კითხვა: ვინმემ კი მოახერხა
ვთქვათ სტალინის თუ ბერიას, აღარ ვლაპარაკობ
" პროვინციელ ფაშისტებზე" და სააკაშვილზე კენედებზე უარესად გალანძღვა? არა და ამას თითქოს უნდა ერქვას ერთ დიდ და პატივსაცემ ევროპულ გაზეთში სარედაქციო სვეტის ადგილას გამოქვეყნებული ნეკროლოგი. გარდაცვლილისათვის პატივის მიმგები გახსენება.

ამან მე ცოტა ათონოლოგიც გამხადა და შემდეგი რამ გამახსენა :

" ძნელია დღეს პოვნა მშვიდობიანი კაცისა ვისაც არ
სტანჯავს ამბიცია, სწრაფვა ძალაუფლებისაკენ,ვისაც სურს მხოლოდ მისადმი მინდობილთა ხსნა. მაგრამ ასეთი კაცი არსებობს, ეძებე ის და თუ კი იპოვი ასეთ გამგებ და მომთხოვნ ადამიანს თქვი რომ ისაა მამა რომელიც ღმერთმა მოგცა შენი სულის გასაღმერთებლად. იკარგება ის ვისაც სურს მხოლოდ საკუთარი ნების განხორციელება..." (ათონელ ბერთა სიბრძნიდან).

საუკეთესო იქნება თუ კი მოხერხდება დემოკრატიის საუკეთესო ნიშნების და ათონელ ბერთა თუნდაც ზოგი მითითების და დარიგების
რაღაცნაირად შერიგება.

ვეძებოთ კაცი ვისაც არ სტანჯავს სიხარბე და
ძალაუფლების წყურვილი, ვისაც უყვარს ხალხი და ქვეყანა და სურს მათი ( ქვეყანაც სულიერია) ხსნა.
ან იქნებ ჩვენ თვითონ ვიქცეთ ასეთებად. ვინც ეძებს მოულობსო,ნათქვამია, ვეძებოთ. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.
ადვკატიმამა.

"

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
27.08.2009 15:29
luxumi,
კავკასიოლოგი მე კი არა შენ ხარ!
მე მხოლოდ ვერ გამიგია, რამ შეაშინა ეს ხალხი თავისი ეროვნულობის გამო. რომელი ერთი გვერდიდან ხედავენ სამყაროს? luxumi, არის დედამიწა მრგვალი თუ არ არის?

ავტორი: luxumi
27.08.2009 02:56

დაგვიანებული რეაქცია!

ძვირფასო ქალბატონო სალომე, თვითკრიტიკის
თუ ქართველების კრიტიკის მოყვარული ფანების გასახარებლად მინდა ვთქვა რომ ქართველებს აქვთ საშინელი სიტყვა " საუცხოო" რაც თითქოს უნდა ნიშნავს იმას რომ ქართველების მოვალეობა უნდა იყოს საუკეთესოს მაინცდამაინც უცხოსათვის და არა მეგობრისათვის, მოყვრისათვის, ახლობლისათვის თუ მოყვასისათვის მირთმევა. არა და უცხო მართლაც თუ უცხოა ქართველისათვის ის ქართველის "საუცხოოსათვისაც" უცხოა და ეს "საუცხოო" მას ვრაფერს მისცემს, ზედმეტი,
გადასაგდები ბარგი იქნება მოსთვის. ეს მათქმევინა თქვენი ბარათის იმ ნაწილმა სადაც ცდილობთ ზოგი ამერიკელის ადვოკატობას. დარწმუნეული ვარ რომ თქვენ შეიძლება მართალი ბრძანდებოდეთ და ზოგ
" საშუალო" წარმოშობით სპარსელ ან იაპონელ ამერიკელს თავი გულწრფელად აცტეკი ან ინკა ჰგონია.არაფერია ამქვეყნად და დღეს გამორიცხული.
ეს მათი უბედურებაა,რა თქმა უნდა, და არა შეგნებული,გაცნობიერებული იმპერიალიზმის გამო-
ხატულება. არა და იმპერიალიზმი მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს.

ქართველების მიერ საკუთარი თავის არა მარტო
ქართველებად არამედ კავკასიელებადაც განცდაც
თვითიდენდიფიკაციის ფაქტია. ეს ქართველებს სულ მცირე ლეონტი მროველმა უანდერძა. ეს ქართველებს მოსდგამთ არა მარტო ქართულო არამედ კავკასიური მასშტაბით მოაზროვნე დავითისაგან,რომელმაც მის სამეფოში შექმნა,ვთქვათ, თურქ სელჩკებისაგან განთავისუფლებული სომხური ავტონომია. ეს ავტონომია არსებობდა თამარის დროსაც და ამის მოწმეა ძველო სომხეთის დიდებული დედაქალაქი ანისიც სადაც დგას "ქართველი სომხის", მართლმადიდებელი სომხის ( მაშინ ეროვნული კუთვნილების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ელემენტი სარწმუნოებაც იყო) ტიგრან ჰონენცის მიერ აგებული დიდებული და ქართლის მოქცევის,
წმინდა ნინოს ამსახველი ფრესკებითაც დამშვენებული ეკლესია. ასეთივე კავკასიური მასშტაბით მსჯელობდა ერეკლე მეორეც, რომლის
შვილი ალექსანდრე ბატონიშვილიც ლეკური გადმოცემებით უნდა ყოფილიყო შამილის მამა.
შამილის ნუკერები,მეომრები, სხვათა შორის, მისი ბრძანებით იცავდნენ და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ დაღესტანში XI საუკუნეში აგებულ დათუნას ეკლესიას რომელიც შამილის დროს ცოცხალი ქართული მონასტერი იყო და რომელიც
შამილის დამარცხების შემდეგ დაანგრიეს "მოძმე"
"მართმადიდებელმა" რუსებმა !!! აი ასეთი პარადიქსული ისტორიაა...

ყოველივე ამის და კიდევ უფრო მეტის გამო განათლებული და არა მხოლოდ საწყალი " საშუალო"
ქართველი კავკასიას თვლის თავის სახლად, სალოცავად ( ღმერთად კი არა, ღმერთისადმი სალოცავად) და სახელოსნოდ, სადაც უნდა მოხდეს მისი ნიჭის რეალიზაცია. ეს გრძნობა არის დიდი წინაპრების მიერ ვენთვის დატოვებული განძი, კავკასიელთა ძმობის შეგნების განძი, რომლის შეურაცხყოფაც და წაბილწვაც სცადა კომუნიზმმა და
პოსტკმუნიზმმა და რომელსაც ჩემი აზრით ქართველობა თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს. უღრმესი პატივისცემით და მადლობით მოთმინებისთვის.


ავტორი: luxumi
27.08.2009 01:49

ძვირფასო ქალბატონო სალომე ყველაფერი რაღაცის
მაჩვენებელია. თვით საშუალო ამერიკელის თუ ქართველის არსებობის ფაქტიც თავისთავად რაღაცის მაჩვენებელია. საქმე იმაშია რა მნიშვნელობას ჩავდებთ ამ სულაც არაუწყინარ და შხამიან ცნებაში
(თუმცა შხამი ზოგჯერ,ძალიან იშვიათად, წამალიცაა)
და რა ძალა,რისთვის და როგორ ტენის ადამიანებს ამ კატეგორიაში. საშუალო ამერიკელის განწყობა არაა ნიჭით,ციდნით და გულით გამორჩეული ამერიკის განწყობა და ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც. საშუალო ქართველმა, საწყალმა,
მაგალითად არ იცის რომ ვთქვათ მოსკოვის სახელგანთქმული ა სანდუნოვის აბანო წარმოშობით ზანდუკელი სანდუნოვის აშენებულია, რომ პირველი უკრაინელი ფოლკორისტი, უკრინული ფილკლორის ერთერთი პირველი მოყვარული,შემგროვებელი და გამომცემელი წარმოშბით წერეთელი ცერტელევი იყო, რომ კრემლის დედოფლის პალატებში თუ ეხლა
არ მოშალეს თამარ მეფის ორი გამოსახულება იყო
(XVI თუ XVIIსაუკუნეებისა), რომ კიევის სოფიოს ტაძრის ერთ-ერთ მომხატველ მხატვარს რუსები უწოდებდნენ "ობეზს", რაც ნიშნავდა აფხაზს და აფხაზი კი მაშინ მთელ მსოფლიოში ქართველს ნიშნავდა. საშუალო ქართველს უმალავენ რომ კაზაკების პირველ დედაქალაქს ერქვა ჩერკასკი და ბოლო დედაქალაქს ნოვოჩერკასკი რაც იბერიელ კავკასიელი ჩერქეზების სახელიდან მოდის. წარმოგიდგენიათ საშუალო ქართველმა ეს რომ გაიგოს ხომ მთელი რუსეთიც რუსეთის იმპერიის მასშტაბით საქართველოდ შეიძლება გამოაცხადოს იმ საწყალმა. ამიტომაც ასეთ ფაქტებს " ელიტაერული
წრეებისთვის" განკუთვნილ წიგნებში თუ მონახავს კაცი, სანდო "ელიტისთვის" განკუთვნილს წიგნებში და ამ საწყალ საშუალო ქართველზე ნადირობს ყველა ვისაც არ ეზარება. უბრალოდ თქვენს ნათქვამში ვერ ვიგრძენი თანაგრძნობა ამ საწყლის მიმართ და ამან გამაღიზიანა. ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი " საშუალო ქართველი"
გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, დავეხმაროთ მას.
თუ საერთო ვითარებით გაღიზიანებულმა რამე გაწყენინეთ ბდიშს ვიხდი და პატიებას გთხოვთ და ცოტა მეთი თანაგრძნოით ვცადოთ ქართველობის დ
ამერიკელობისაც,რა თქმა უნდა დანახვა. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით

ავტორი: Merabi საიდან გვწერთ: USA
26.08.2009 22:01
I loved Bidzina Makhashvili's blog"America"
especially the story of "jimbo".
How true and telling !
Thank you.

ავტორი: სალომე
26.08.2009 21:50
...გასაგებია რომ ბლოგში იუმორით იყო ეს ყველაფერი დაწერილი (ნობელის პრემია და კოკა-კოლა, აცკეტების მითვისება და ა.შ.) მაგრამ მე იუმორი უფრო სიმართლის ღრმა გააზრება მგონია :)

ავტორი: სალომე
26.08.2009 21:45
ბატონო ლუხუმ, საშუალო ქართველის ლანძღვა არც მიფიქრია. უბრალოდ ამ შედარებით იმის თქმა მინდოდა რომ "საშუალო ამერიკელის" მიერ აცკეტური ცივილიზაციის მითვისების მცდელობა აბსოლუტურად არანიშანდობლივი და არაფრის მთქმელი ფაქტია, არც მაინდამაინც იმპერიალიზმ -კოლონიალიზმად მიმაჩნია იმიტომ რომ ეს უბრალოდ სიმპატიის ან იდენტიფიცირების გამო საკუთრად აღქმის ფაქტია უფროა ჩემის აზრით.

ავტორი: melanqolikosi
26.08.2009 02:35


გაუმარჯოს ასეთ ამერიკას !!!




I died for Beauty-but was scarse
Adjusted in the Tomb
When one who died for Trust was lain
In an adjoining Room-
He questioned softly
Why I failed?
For Beauty,I replied_
And I for Truth-Themself are one-
We Bretheren are,He said-
And ,so, as Kinsmen, met a Night-
We talked between the Rooms-
Until the Moss had reached our lips-
And covered up -our names.


Emily Dickinson

ავტორი: cnobismoyvare
26.08.2009 01:58


ღრმად პატივცემულ უცხოს : თავად ბატონო !

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი
25.08.2009 00:01
თავისუფლების ქანდაკება ისევე მოხვდა ამ წერილში, როგორც ბექჰემი. და საერთოდ ეს არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და ძალიან პრო-ამერიკული ბლოგი.უბრალოდ, ამის გამოხატვა სადღეგრძელოს ტონით,მკითხველის უპატივცემულობად მიმაჩნია.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
24.08.2009 22:47
ღრმად პატივცემულ cnobismoyvares,

ბატონო?

ავტორი: vudstokisti
24.08.2009 12:03


" რაც იყო ზევით, აღმოჩნდება ქვევით, ნუ ჩივი ჯაჯღანზე, აცალე ბორბალს ტრიალი..."
მღეროდა ვუდსტოკში გუნდი " სისხლი,ოფლი და ცრემლები"

იტრიალოს ბორბალმა, ჩვენ კი ჰააშიში ( ღვინო აღარაა მოდაში),დუდუკი,ქალები...

ძირს ნიკლოზ მაღა მუშა: გავაფრინე, არა უშავს

ავტორი: luxumi
24.08.2009 04:04


ვინაიდან ისმის " საშუალო ქართველთა" მძაფრი კრიტიკა ამიტომ ცოტა ადგილი იქნებ დაეთმოს ისეთ გამოჩენილ, ღვაწლმოსილ და საქართველოს და ამდენად მსოფლიოს წინაშე დიდი დამსახურების მქონე ქართველს როგორიც იყო დავით ( დათა) ვაჩნაძე :

" კაკასია არის დიდი ისტორიული მოვლენების
ასპარეზი. ორი სამყაროს, ევროპისა და აზიის, შეხვედრის,მათი რასების, მათი კულტურების შეჯიბრის ადგილი. კავკასიის მთების ძირში იმართებოდა ძველი დასავლეთის და ძველი აღმოსავლეთის გააფთრებული ბრძოლები. დარუბანდის ( დერბენტის) კარიბჭე არაერთხელ აჭრიალებულა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ჯარების ზეწოლის გამო. ერთნი ცდილობდნენ ჩრდილოეთის ველებზე გაჭრას, მეორენი კი მცირე აზიაში გაღწევას.

კავკასიელები შეადგენენ ხალხთა რასიულად ძლიერად გამოკვეთილ ჯგუფს. ისინი 25 საუკუნის მანძილზე აგებდნენ თავის კავკასიურ კერას და ჩაუქრობლად იცავდნენ ეროვნული თავისუფლების ცეცხლს. თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლიბის საუკუნეებში, ძლიერ სამეფოთა და იმპერიათა შეჯახებების, შემოსევების,გავლენის,ნაწილობრივი თუ სრული დაპყრობების საუკუნეებში კავკასიელებმა
ჩვენს დრმდე მოიტანეს მათი ტერიტორიის და მათი მოსახლეობის ორი მესამედი. მათ შეინარჩუნეს შიდატერიტორიული უწყვეტობა და კმპაქტურობა და უზარმაზარი დროის მანძილზე არ დაუშვეს მათი მიწების კოლონიზაცია უცხოელების მიერ და კავკასიის რასების დენაციოალიზაცია..."

ესაა ნაწყვეტი მოხსენებისა რომელიც ბატონმა დავით ვაჩნაძემ " კავკასიური კვლევების წრის"
თხოვნით წაიკითხა 1933 წლის 17 იანვარს პარიზში.
ამ მოხსენებას ერქვა " ერთაშორისი ერთობის ტრადიცია კავკასიის ისტორიაში".

ეს მოხსენება სახელით " კავკასიის პრობლემა" რუსულად 1933 წელს პარიზში გამოსცა დ.ხელაძემ.
ამ ნაწყვეტის ნახვა შეიძლება ამ ბროშურის 16-17
გვერდებზე.

ნატონი დავით ვაჩნაძეც საიქიოდანაც კი გვასწავლის რომ კავკასია არის კავკასიელების, მათ შორის ქართველების სახლი,სალოცავი და სახელოსნო რომელსაც დღეს გასაჭირის დღეები უდგას და რომელსაც გაფრთხილება,მოვლა და სიყვარული სჭირდება. დიდი პატივისცემითა და მოწიწებით.

ავტორი: luxumi
24.08.2009 03:08

ძვირფასო ქალბატონო სალომე შეცდომაზე შეცდომის დამატება შეცდომაა. საშუალო ამერიკელის ლანძღვა თუ კრიტიკა ( უსამართლოა ის თუ სამართლიანი ) საშუალო ქართველის კრიტიკით თუ ლანძღვით ვერ გამოსწორდება მით უფრო მაშინ როდესაც იკვე რამდენი წელია სწორედ საშუალო ქართველს სპობს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო მანქანა
რომლის საშიშროებაც ამერიკისთვისაც ცხადია იმიტომ რომ მან უკვე " იყიდა" თითქმის მთელი ლათინური ამერიკა ( კბილებამდე შეიარაღა ანტიამერიკული რეჟიმები). "საშუალო " ქართველი ან " საშუალო" ამერიკელი ვინაა? სტატისტიკურად საშუალო? თუ ასეა ვინ ჩაატარა გამოკითხვა? საშუალო განათლების მქონე? თუ იქნებ საშუალო
სიმაღისა? და ქართველების ფესვები რომ როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ კავკასიაშია, ისევე როგორც
ბევრი ჩრდილოკავკასიელისა ( ვთქვათ შამილზე დაღესტნოს მრავალი ხალხური გადმოცემა ლაპარაკობს რომ ის ერეკლე მეორის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟიშვილი იყო და ა.შ.) ამაზე ბევრი რამ ამბობს.

არის ინგუში მკვლევარი დახკილგოვის მიერ მოყვანილი ლამაზი ლეგენდა ინგუშების წარმოშობის შესახებ:

ქართველი და-ძმა წავიდნენ მთაში. გზაში მათ მოშივდათ. ძმა წავიდა და მონახა მიმინოს ბუდე და ამოიღო იქიდან კვერცხები. ერთი კვერცხი გატყდა და დას ჩაეღვარა სხეულში. და დაფეხმძიმდა და გააჩინა ფრთოსანი არსება. ეს ფრთსანი არსება, მიმინოს და ქართველი ქალის შვილი, არისო ინგუშების წინაპარი, წერია ინგუში დახკილგოვის მიერ გამოქვეყნებულ ნგუშურ ლეგენდაში.

ეს შეიძება რამოდენიმე ინგუშურ კლანს ეხებოდეს
არიან ინგუში მალსაგოვები და ქართველი მარსაგიშვილები და მრავალი მათგანი ერთმანეთს ნათესავებად თვლის.

საინტერესოა ისიც რომ ოსები ინგუშებს უძახიან მაკალონებს და აფხაზეთის,ნამდვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ოდესღაც ცხოვრობდნენ დღეისთვის გამქრალი მახელონები. მაკალონის მახელონთან ნათესაობა თვალში საცემია, თუმცა მეცნიერულად ამის დადასტურება ჭირს. კავკასია რთული და უძველესი ფენომენია და ქართულმა კულტურამ მთელ კავკასიას დაამჩნია კვალი. ასე რომ ის ქართულია იმ გაგებით რომ ისაა ქართველის საცხოვრებელი,სალოცავი და სახელოსნო,ისევე როგორც ვთქვათ ჩეჩნისა, ინგუშისა თუ ჩერქეზისა
და ა.შ. და არა პოლიტიკურ-სახელმწიფებრივი გაგებით. არასაშუალო ქართველი ივანე ჯავახშვილის თქმით ჩრდილოკავკასიელი შარომატები
(მიაქციეთ ყურადღება ამ სახელის მსგავსებას სახელ სარმატებთან ინდოირანელები კი არა ქართველთა ნათესავები იყვნენ. ეს საკმაოდ დასაბუებული ჰიპო-
თეზაც განამტკიცებს იმ აზრს რომ კავკასია არის როგორც სხვა კავკასიელების ისე ქართველების სახლი,
სალოცავი და სახელოსნო. ესაა და ეს.ნუ ვზომავთ
ამერიკელებს გაცემული ნობელის პრემიების რაოდენობით. სულ არაა საინტერესო ჰქონდა თუ არა ემილი დიკინსონს ნობელის პრემია. საინტერესოა და საყვარელია მისი ლექსები და მორჩა.
ასევე საქართველო და ქართველობა გავზომოთ არა საშუალო ქართველებით არამედ, ვთქვათ აფხაზი ფირგი შარვაშიძის მიერ მის მშობლიურ ქართულ თუ არამშოლიურ რუულ ენებზე დაწერილი ლექსებით,
პულიცისტიკით,დრამით და ასე შემდეგ, უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: skeptikosi
24.08.2009 01:42

მას შედეგ რაც ნობელის პრემია მისცეს საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მიერ მოსკოვიდან ასიოდე კილომეტრის მოშირებით ბალაშიხაში გამოწვრთნილ იასირ არაფატს თითქოს იმხელა არაბეთში გულიანი და ჭკუიანი კაცი არ ყოფილიყოს ნობელის პრემიათა რაპდენობა ხარისხში ვეღარ გადადის.

ავტორი: cnobismoyvare
24.08.2009 01:35

კარგი ქართველებისაგან გვსმენია რომ კავკასია კავკასიურია პირველ რიგში და მეორე რიგში-
-კაცობრიობისა,რომლისთვისაც კავკასიელებს კავკასია არ დაუმალიათ. და საინტერესოა თუ რატომ უმალავენ ამ მსოფლიოს ამ კარგ ქართველებს და რატომ უქმნიან ქართველებს არასრულფასოვნების კომპლექსს?

ავტორი: cnobismoyvare
24.08.2009 01:32

ეეხ ქალბატონო სალომე, განა ქართველებს თქვენი წიხლი აკლდა?

ავტორი: temo საიდან გვწერთ: xiliani
23.08.2009 21:48
იმედია, ბოლოს და ბოლოს მაინც გაიგე, ბიძინ, სადაური ყოფილა ეს ერიკ კლეპტონი !
კაკაბს შეატყობინე დროულად, არ დაგეზაროს.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
23.08.2009 20:49
(2) - რას ნიშნავს ნეტავ ეს ყოველივე? მე ამერიკელების მიმართ არაკეტილგანწყობილი ვარ სადღაც სიღრმიდან?

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
23.08.2009 20:48
(1) - სიმპსონები მეც მირჩევნია დისნეის. ამერიკული თვითკრიტილიდან კიდევ ერთი სასაცილო ფილმი გამახსენდა - Team America ერქვა მგონი. South Park-ის ავტორებისგანაა.

ავტორი: salome
22.08.2009 13:25
ნობელის ათი ლაურეატი ლიტერატურაში კოკა-კოლას ჭარბი მოხმარების გარდა სხვა არაფრის მაჩვენებელია? :)
აცკეტური ცივილიზაციის მითვისება უსინდისობაა "საშუალო ამერიკელის" მხრიდან, მაგრამ არაფერი გსმენიათ "საშუალო ქართველისგან" თუნდაც რომ შავი ზღვა და კავკასიონი ქართულია?
თავისუფლების ქანდაკება კი - საფრანგეთის ამ საჩუქარს ნუ მიუთვლით მაინცდამაინც ამერიკულ ხელოვნებას.

ავტორი: sicxiani dasicxuli
22.08.2009 10:38
უმადურთა გახსენებამ
ცივი ოფლი დამასხა,შემაკრთო და გამაღვიძა.
აბა წარმოიდგინეთ. მოდიო,უთხრეს ( მერა რა რომ იაპოჩიკის კოლეგამ უთხრა) და მოვიდა,მოვიდა იმიტომ რომ საკუთარ თავზე მეტად საქართველო უყვარს.. წადიო,უთხრეს და წავიდა
იმიტომ რომ საკუთარ თავზე მეტად საქართველო უყვარს. მოსვლასა და წასვლას შორის კი ხომ ნუ იტყვით... სქელი და მთვრალი ელცინი რუსეთის პარლამენტის დაბომბვის შემდეგ ნერწყვიან სქელ
თითს ატარებდა რუკაზე. შენ, გურულს თბილისიო და ლიხთაქეთიო,იმას,მეგრელს ზუგდიდი და ლიხთიქეთიო და მე,რუსს მთელი მსოფლიოო... ამობდა... არა და იმას რას ჰქვია ლიხთაქეთი და ლიხთიქეთი, მთელი საქართველო უყვარდა და თანაც თაგვში შეყვარებული კატის სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარულით უყვარდა და ჩაუვარდა მუხლებში ელცინს,არა მამა ბორია, შემოვალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და მთელი საქართველო მომეციო.
კარგიო,უთხრა ბორიამ და მეგობრად გაუგზავნა ბალტინი და ავიაცია რომლებმაც გამოგლიჯეს საქართველოსთვის თავდადებული კაცი გამხეცებულ აფხაზებსა და მეგრელებს ხელიდან.

ასე გადაარჩინეს მოძმე და ერთმორწმუნე რუსმა და ქართველმა საქართველო.

მერე?

რა მერე დადიოდა ეს ქართველი ნიუ იორკში,
გაეროს სხვადასხვა სხდომაზე და ემუდარებოდა გულგრილ მსოფლიოს :

გვიშველეთ რუსებსა და ქართველებს დაგვესივნენ
ეს გაბოროტებული ხალხუკები, ჩეჩნები, თათრები,
აფსუების ალანები და წეწავენ დოსტოევსკის და კალე ობოხიძის ქვეყნებსო. არა და ხომ იცით
" პოეზიის მაღალ ხიდზე მირბის კალე ბობოხიძე,
მირბის კალე,მისდევს ქალებს..." მერე აღარ ვიტყვი,
სირცხვილი და უზრდელობაა პირდაპირ,რას არ იტყვიან ბოროტი ენები... ხოდა გვიშველეთ კაცობრიობავ საწყალ რუსებს და ქართველებს და ცოტა ფული,იარაღი, ჯარისკაცები მოგვეცით და გულისხმიერება გამოიჩინეთო.და გულგრილი და ვერაგი კაპიტალიზმი ვითომ შველოდა ახალ, ნორჩ დემოკრატიებს და ისე უშველა რომ ეხლაც,ვაგლახ, ხოცავენ გროზნოში სწყალ რუს და არარუს ჩეკისტებს და ბაღაფში და კოკოითი სულ თავს გავიდნენ, თუმცა ისინი კეთილშობილ დაკუნთულ რაინდ პუტინს დაუმეგობრდნენ და რაღაცის იმედი ჩანს...

ქართველები კი არ სცემენ პატივს საქართველოს სიყვარულით მთვრალი ელცინის მუხლებში ჩავარდნილ და ამით საქართველოს ერიტორიული
მთლიანობის გადამრჩენ და დემოკრატიის მხსნელ გმირს რომელიც საქართველოს სიყვარულით დაუღალავად დადიოდა
მსოფლიოს დედაქალაქებში და საზიზღარი კიტოვანის მუხთლობა რომ არა ნობელის პრემიასაც გამოკრავდა ხელს.

ასეთები არიან თამარის საფლავის,ცოცხალი რუსთაველის , მეგობრული სპარსეთის და მოძმე რუსეთის დამკარგავი უტვინო ქართველები.
მაგრამ არ დაიდარდოთ, ეიმსის და ჰანსენის ამერიკა და პუტინის რუსეთი ისევ დაუბრუნებენ ნაღდ ქართველ პატრიოტებს სულიერ სიმშვიდეს და თბილისში გაჩნდება კიდევ ერთი ძეგლი,მთვრალი ელცინის მუხლებში ჩავრდნილი და საქართველოს მხსნელი რაინდის ძეგლი. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ,დამშვიდდით

კოშმარმა, ცივმა ოფლმა გამაღვიძა...

ავტორი: melanqolikosi
22.08.2009 01:55
ამერიკელ მიმთვისებლებზე გამახსენდა :

- იცით რომ კრაკოვი სომხებმა დავაარსეთ?
- ჰაა?

-ჰოო ! კრაკ სომხურად ნიშნავს ცივა, ცივას. გაციებული სომხები დავდიოდით და ვამბობდით
კრაკ-ოვ, კრაკ-ოვ, და აშენდა კრაკოვი.
ისე ჰამბურგიც სომხური ქალაქი იყო და წაგვართვეს და ლეონარდომ და მიქელანჯლომ სომხეთში ისწავლეს ხატვა და მშენებლობა....

-მართალი ბრძანდებით, პარუნ, ცამდე მართალი.
იცით რას ნიშნავს ძველქართულად სიტყვა " ვანი?"
-არა.
- დასასვენებელ ადგილს.

- ჰაა, მერე რაა.

- არაფერი, უბრალოდ ერევანი და სევანი ქართველთა დასასვენებელი ადგილები იყო და დავიბრუნებთ.

- ვაა,აი შარი!

იმის შემდეგ ეს ერევნელი ჟურნალისტი აღარ მინახავს.

მიმთვისებლობა დიდი ერების თვისებაცაა...

ავტორი: ia mikvars საიდან გვწერთ: aqauri
21.08.2009 22:59
ისეთი ტექსტია უკუღმა (უფრო სწორედ, ბოლოდან) წავიკითხე და მაინც გავიგე. იქნებ თქვენც სცადოთ:)) ნეტა "ამერიკაც" ასე იოლად გასაგები იყოს:))

ავტორი: nata საიდან გვწერთ: tbilisi
21.08.2009 21:28
Good-bуe Америка, о,
Где я не был никогда : )))))
ხოდა ლევისების ვერ მოხდენაც ხინკლის უზმო ჭამამ იცის : ))) how to make a very special kind of motion picture ?http://www.youtube.com/watch?v=cRta_ko0XGU
ეს ამერიკა მინდა

ავტორი: temo საიდან გვწერთ: xiliani
21.08.2009 19:22
ძალიან ვისიამოვნე !
ამ ლევისზე მაგრად "მოარტყი"... მაგას სულ ვხედავდი, მაგრამ აღიარება რაა, გაფიქრებაც კი არ მინდოდა. ბექჰემზე კი არც ეგრეა საქმე: აგერ დონოვანს უთქვამს მაგაზე "არ არის კარგი კაციო" და ფანებიც აყოლიან ... თან ისე, რომ საწყალს ლა მის მოედანზე გასვლა აღარ უნდა, იმდენს და ისე უგინებენ... ლამაზ ცოლს . ეტყობა ამერიკელი ბალალშჩიკიც ბალელშჩიკია

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
21.08.2009 02:43
ბიძინა, ნეკრესის მშენებლობა საუკუნეში, რომ დაიწყო და აიეტი, რომ პაპაჩემი მგონია ამან მთელი ცხოვრება დამტანჯა. რამე, მე და ჯიმბოს შორის არ შეიძლება, რომ ავითვისოთ? ზესახელმწიფოებში მაინც ამერიკას ავირჩევდი და იქამდე იქნებ რამე გაგვერკვია, მათ შორის გემოვნების საკითხებშიც. ჯიმბოს მითვისებული აცტეკური ცივილიზაცია სჯობს თუ ვოვას აქ ეს ნამოქმედარი?

ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: Idaho
21.08.2009 00:55
"ბენჯამინები" რა თქმა უნდა ყველას უყვარს, მაგრამ მე მგონი ამ ბლოგში ამერიკელი სუპერგმირები (სუპერმენი, სპაიდემენი და მათი ძმები) აუცილებლად უნდა მოხვედრილიყვნენ :-) ბექჰემი კიდე ამერიკის უსაყვარლესი სპორტსმენი ნაღდად არაა. ბოლოს და ბოლოს ჯორდანის, მუჰამედ ალის, ლენს არმსტრონგის და ფელპსის ქვეყანაზე წერთ. ალბათ ამერიკაში რაკი ვცხოვრობ ზოგი რამე გულზე მომხვდა და მეც სუბიექტური ვარ, მაგრამ ეს ბლოგი თვქენს წინა ბლოგებთან შედარებით არ მომეწონა, თითქოს ვალის მოხდის მიზნით ამერიკისთვის კბილი უნდა გაგეკრათ, მაგრამ ეს რაღაც უხალისოდ გააკეთეთ...

ავტორი: გიგა საიდან გვწერთ: საქართვ-ელოები
20.08.2009 23:34
ამერიკული ""ალტერნატიული სინდისი"" დაგავიწყდათ ბატონო ბიძინა,გინახავთ სადმე ნაცია რომელსაც ქონდეს წიგნების მთელი ""ბატალიონები"" ასეთი სათაურებით ""რატომ ვერ გვიტანს მსოფლიო""ან კიდევ ნაცია რომელიც აპროტესტებდეს საკუთარი სახელწიფოს გამარჯვებას სხვა ქვეყანასთან ომში.და ბოლოსდაბოლოს ჩვენ ყველას მთელ კაცობრიობას გვყავს ერთი ამერიკელი მეგობარი რომელიც ყველგან ""ჭრის"" მეგობარ უკრაინაში თუ მტერ რუსეთში ზიმბამბვეში თუ ჯიბუტში ეს კაცი ხომ ფრანკლინია დიდი მწვანე ფრანკლინი:)

ავტორი: Larry King საიდან გვწერთ: CNN
20.08.2009 23:27
"მითვსიება" ყველა დიდი ქვეყნის ინსტიქტური თვისებაა და ეს ბუნებრივიცაა.
ჩემი აზრით, მთავარია ქვეყანამ უფრო ბევრი გასცეს ვიდრე მიითვისოს.

მემგონი ამერიკამ უფრო ბევრი გასცა: Jazz, Funk, Rock'n Roll, Blues, Soul, RnB, Hip-Hop, ანუ Miles Davis, James Brown, Jimi Hendrix, Elvis Presley, Bob dylan, Ray Charles, Stevie Wonder, B.B. King, Eric Clapton, Red Hot CHili Peppersa და ა.შ. და ეს მარტო მუსიკა, და ისიც არასრული ჩამონათვალი.


ავტორი: Una საიდან გვწერთ: Tbilisi
20.08.2009 22:19
ბიძინა, ის არ გითქვამს მხოლოდ, მაგის ხნის ხე მიდგას ეზოში ან მისი სიგრძე ფესვები მაქვს გადგმულიო...

ავტორი: cnobismoyvare
20.08.2009 20:47


გაუმარჯოს ლამაზ და უკვდავ ამერიკას
ყოველგვარი ყოველდღიური შეხლა-შემოხლის თუ გეოპოლიტიკური აყალმაყალებისა და სკანდალების გარეშე !

" ჩვენი სამყარო არაა დასასრული-
-შემდეგ ახალი წრეა-
-უხილავი როგორც მუსიკა-
-საგნობრივი როგორც ხმა.

ჩვენ არ ვიცით თუ რამდენად დიდები ვართ.
მოწოდებაზე გამოხმაურებით
ჩვენ გავარღვევთ წყვდიადს და მივწვდებით ცას.

ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ამაო
თუ კი არ დავუშვი თუნდაც ერთი გულის დამსხვრევა.

სიცოცხლე იმდენად საოცარია რომ არ სტოვებს ადგილს სხვა რამისთვის.

სიყვარული ყველაფერია და მხოლოდ ეს ვიცით ჩვენ მის შესახებ."

ესაა ამერიკის ქალური სახე სახელად ემილი დიკინსონ (1830-1886).

ჰიპებს უნდოდა გონებისა და მისი სოციალური ავატარების უარყოფა. მათ უყვარდათ მაგია,,ოკულტიზმი, დასავლური თუ აღმოსავლური მისტიციზმები. მათ იზიდავდა დიონისიზმი,ბუნებისა და სექსუალობის ცოცხალ ძალებთან დაკავშირება. მათ უარყვეს თანამედროვეობის ფილოსოფიური საფუძვლები,სხეულისა და სულის ერთმანეთისგან განმასხვევებელი დეკარტელობა, კარტეზიანიზმი, მაგალითად( ფრედერიკ მონეირონ,მარტინ ქსიბერას, ჰიპების სამყარო, ფსიქედელური წარმოსახვიდან ინფორმატიკის რევოლუციამდე,,პარიზი,2008;გვ.21). მაგრამ ეს უკვე ალბათ გემოვნების საქმეცაა და გემოვნებაზე,მოგეხსენებათ არ დავობენ.

ჩვენ კი ეს დავიმახსოვროთ,ალბათ"სიყვარული ყველაფერია და მხოლოდ ეს ვიცით ჩვენ მის შესახებ.
ანუ "ღმერთი სიყვარულია".

ჩემი ცხოვრება ამაო არ ყოფილა თუ კი არ დავუშვი თუნდაც ერთი გულის დამსხვრევა...

იცოცხლეთ და აგიმარჯოთ.



ყველაზე პოპულარული