სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:52

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

ტელეფონი

x
ტექსტის ზომა - +
ეს წერილი პირველად 10 წლის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ჩემთვის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამიტომ მსუბუქი ადაპტაცია ჩავუტარე და გადავწყვიტე ბლოგზე დადება. თანაც “გაერთიანებულმა ტელეკომმა” სექტემბრიდან ტელეფონით სარგებლობისთვის ახალი ტარიფები დააწესა. მართალია, ტარიფებს არ შევეხებით, მაგრამ, იმედია, აქ აღწერილი ზოგიერთი სიტუაცია შეგახსენებთ მათი არსებობის შესახებ.

დილაობით ზოგს მაღვიძარა აღვიძებს, ზოგს ბიორითმები, ზოგს შინაური ცხოველი, ზოგს შვილი და ზოგსაც უშვილობა. ჩემთვის ამ ფუნქციას ტელეფონის ზარი ასრულებს. ამიტომ ვერ ვიტან ტელეფონს. იმდენად მძულს, რომ ხშირად მესიზმრება - თითქოს მძინავს და ტელეფონი რეკავს. როგორც წესი, როცა კოშმარულ სიზმარში ისტორია კულმინაციას აღწევს, დამფრთხალს გეღვიძება და გიხარია, რომ მთელი ეს საშინელება მხოლოდ სიზმარი იყო. ჩემთან ყველაფერი უკუღმაა: სიზმარში ტელეფონის ზარით გაწამებული ვიღვიძებ და... ტელეფონი კი აგრძელებს რეკვას.

ამიტომ დღის პირველ ზარს არ ვპასუხობ ხოლმე - ვიცი, ათ წუთში მას მეორეც მოჰყვება. დამრეკი იგივეა. საერთოდ, დილაობით ერთი და იგივე ხალხი რეკავს. დღესაც ასე იყო.

როგორც ყოველთვის, პირველი როკ-მუსიკოსი მირეკავს. მას, ძირითადად, არ ვუსმენ ხოლმე. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, ძილბურანში ვარ, მეორეც - დღის განმავლობაში კიდევ 4-5-ჯერ შემეხმიანება და, გარდა ამისა, ვიცი, რასაც მეტყვის - სხვა სიტყვებით მომიყვება ძველ ამბებს, ანუ როგორ არ ესმით მისი პოტენციურ სპონსორებს და როგორ პარავენ იდეებს კოლეგები. ამიტომ მასთან საუბარში სულ ორიოდე ფრაზას ვხმარობ: “აჰა’’, “ყოჩაღ’’, “კაი ერთი”, “მაგარია’’...

ისევ საწოლში ვწვები, რომ ადგომის წინ ხუთიოდე წუთი ვინებივრო, მაგრამ ვინ გაცლის. ყურმილიდან მესმის ფრაზა, რომელიც ტელეფონზე მეტად მეჯავრება: “ხომ არ გაგაღვიძე?’’, “არა, რას ლაპარაკობ, სულზე მომისწარი, უკვე გავდიოდი’’, უმოწყალოდ ვიტყუები და ვცდილობ ხმას სიმხნევე შევმატო. “საუზმობისას თქვენი გაზეთის კროსვორდს ვავსებდი და ერთი სიტყვა დამრჩა’’. “შვეულად არის თუ თარაზულად?’’, ვეკითხები ყალბი ინტერესით. “შვეულად’’, ვერ ხვდება ირონიას, “კომუნიკაციის საშუალება, პირველი სამი ასო ტელ არის, ბოლოს სამი - ონი’’. “ტელეფონი’’ - ვპასუხობ გაბრაზებული და ყურმილს დაუმშვიდობებლად ვკიდებ’’.

ჩაცმა არ მაქვს დამთავრებული, რომ მირეკავს, ინგლისელი მეგობარი რომელიც საქართველოზე წიგნს წერს და მხოლოდ ორ წუთს დამაკარგვინებს, თუ მოკლე ინფორმაციას მივაწვდი ქართულ როკზე, სპორტსა და ჟურნალისტიკაზე. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ზრდილობიანად მიხდის ბოდიშს და მემშვიდობება. არა, ამ ინგლისელებს ვერ წაართმევ ჯენტლმენობას - თუნდაც დილის 9 საათზე.

ახლა მთავარია, სააბაზანომდე მივაღწიო. ისევ ზარი: ნათესავს მაცივარი გაუფუჭდა და ხელოსნის ტელეფონი უნდა. “რა სჭირს?’’, ვეკითხები უაზროდ და ვხვდები, რომ ფატალური შეცდომა დავუშვი, რადგან შემდეგი 15 წუთის განმავლობაში იძულებული ვარ, ვისმინო ლექცია სამაცივრო დანადგარებზე. გასაგებია, რატომ მელაპარაკებიან როკზე, ჟურნალისტიკასა და სპორტზე, მაგრამ სრულიად აუხსნელია, როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს და მესაუბროს მაცივარ “დნიპროს’’ ტექნიკურ მონაცემებზე, რომელიც ჩემს დაბადებამდეა დამზადებული.

სააბაზანოდან თანამშრომლის ზარმა გამომიყვანა: “შეიძლება ხვალ არ მოვიდე?’’ “შეიძლება, მაგრამ დღეს იქნები?’’ “რა თქმა უნდა’’. “ჰოდა, სამსახურში ვერ მეტყოდი, უთენია რომ არ დაგერეკა?!’’ ვბრაზობ და პირიდან “ბლენდამედის’’ ქაფს ვიცილებ. “რა ვიცი, ვიფიქრე საქმეს წინ წავიგდებ-მეთქი’’.

შემდეგ ზარს ვერ ვცნობ: “დენი გაქვს ახლა?’’ იმ იმედით, რომ გამოვიცნობ, ვინ არის, დროს ვწელავ: “ისე რა’’. “აუჰ, შენ რა მაგრად ხარ!’’, მეზობლის ქალი აღმოჩნდა. საღამომდე ისეთი რაღაცის სესხებას მთხოვს, რაც არ ვიცი, რა არის. “ჩამოვალ და მე თვითონ ვნახავ’’. ბელგიური საჭმლის ზეთი აღმოჩნდა.

ბინიდან თითქმის გასულს, მეგობრის ზარი მაბრუნებს ტელეფონთან. უკვე ისე დამაგვიანდა, რომ მისი ხმა აღარ მაღიზიანებს: “მისმინე, გუშინ აიფონი მაჩუქეს და ჩემ მესამე თაობის “სონი-ერიქსონს” ძალიან იაფად მოგცემ’’. აქ თავს ვეღარ ვიკავებ: “იცი რა - მსოფლიოში ყველანაირი ტელეფონის დედაც მო...’’

როცა სხვადასხვა სიტუაციებს აღვწერ, რათა როგორმე გავამართლო ბლოგებში ასაღები ჰონორარი, გამონაგონს და რეალობას ერთმანეთთან ვაჯერებ. თანაფარდობა მათ შორის, ძირითადად ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მაგრამ ამ უკანასკნელ ბლოგში ეს ბალანსი ცალსახად დარღვეულია: მოთხრობილ ისტორიებში 99 პროცენტზე მეტით სინამდვილეა.

რაც ჩემთვის სავალალოა, ეს მდგომარეობა დღესაც გრძელდება. ტექნოლოგიების განვითარებას, ბუნებრივია, კომუნიკაციის საშუალებების დახვეწა და გამრავალფეროვნება მოჰყვა. ტელეფონით დაკომპლექსებული, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ ტექნიკური ინოვაციების საშუალებით ჩემი სოციალური აქტივობის ზრდას. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ვირტუალურ ურთიერთობებს მსოფლიოს გლობალურ ქსელში არსებული ფორუმების და Facebook-ის ტიპის სოციალური პროექტების მეშვეობით.

რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ წერილს, მან ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმუშავა: გამოქვეყნების შემდეგ წერილის გმირების პროტოტიპები სათითაოდ მირეკავდნენ და აზუსტებდნენ, ისინი ხომ არ მიგულისხმია წერისას. როცა ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი გამონაგონი იყო, კმაყოფილები მადლობას მიხდიდნენ წერილისგან მიღებული სიამოვნების გამო.

წარმოიდგინეთ, მე რა კმაყოფილი ვიქნებოდი ამდენი სატელეფონო საუბრით. თან გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის ვერსიაში ორიოდე სიტუაცია ამოვიღე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: xirxala საიდან გვწერთ: gurjaani
22.09.2009 02:59
ალოო... სამი ოციაა? სიჩუმეზე გიცან.
მაიხედე!!
:)

ავტორი: jorji mendaragono
14.09.2009 16:45
უდაბნოში ოფელია, ნამდვილ უდაბნოში, თუ თანამედროვე უდაბნო გაწუხებს!

ავტორი: laliko საიდან გვწერთ: tbilisi
12.09.2009 23:30
სკაიპში ხმა გამოვრთე : ) ოდნოები გავაუქმე : ) ფეისბოოქზე ჩათის ოფლაინზე გადართვა ვისწავლე : )მოკლედ ცოტა უფრო დავმშვიდი მაგრამ ქაოსი მაინც გრძელდება ყველგან და ყველაფერში იკარგება დრო და თან კვდება . კვდება ისე თითქოს არც გქონია უგუნური უხსოვარი ..... და შენ გარშემო მაინც შიმშილია ურთიერთობების შიმშილი რა გაუძლებს შენთან საუბრის სურვილით დახმებულ ამდენ ხმაააააას : ) ტელეფონი მაინც რეკავს და შენ ისევ მორჩილად პასუხობ იმიტომ რო რიგითი ხამი ხარ გაუმაძღარი ....

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
11.09.2009 23:15
ჩამშხამდა ტელეფონზე ლაპარაკი რააა... გაფუჭდა თუ რა არის... ალო, ალო! არავინ რეკავს, რაა! რა ხალხი გახდა, ტელეფონზე ვერ დაიჭერ, ისე, სულ საქმე აქვს არ სცალია, სადმე ნახავ, თან გვერდზე იყურება და ისე გელაპარაკება... ესაა ურთიერთობა?! ესაა სიყვარული?!

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
10.09.2009 20:30
shimer,ბიძინა,
მთავარია შინაგანი რიტმი არ ირღვეოდეს, რომ ცხოვრებას რითმა არ დაეშალოს... თქვენ გაიხარეთ ოღონდ! სიყვარულში! გაიხარეთ ყველამ!
shimer, სწორე ვთქვი? თუ სულ მთლად სულელი ვარ? ალო! ალო! აუ, გაითიშა მგონი.... თუ დამიკიდაააა? ხო არ გაბრაზდა?..

ავტორი: Blogbastard's Daughter საიდან გვწერთ: Block
10.09.2009 14:08
shimer-ს:
სინამდვილეში ლექსებსაც და ბიოსაც ერთნაირი რითმები აქვთ და ''ბიორითმში'' ''თ''-ს და ''ტ''-ს ხმარება უფრო სტილის საკითხია. ხოლო ''თ''-ს ხმარების უპირატესობაზე ამ სიტყვის ინგლისური შესატყვისი - rhythm (შესაბამისად, biorhythm) მეტყველებს.

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: tbilisi
10.09.2009 14:07
shimer
მადლობთ ყურადღებისათვის.

ავტორი: shimer საიდან გვწერთ: თბილისი
10.09.2009 12:48
"რითმები" ლექსებს აქვთ, ბატონო ბიძინა,"ბიოს' კი - "რიტმები'.
უკაცრავად.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
09.09.2009 22:01
ბიძინა იცი, როგორი ტელეფონები არსებობს? მობილურზე მიერთებულია ძველი 50/60-იანი წლების ყურმილი. ძალიან მაგარია! ვოცნებობ, მინდა ვიყიდო! მერე ტყუილად ლაპარაკიც უფრო კარგი გამოვა, თან რეტრო, თან რამე...
სიჩუმე! სიჩუმე! ერთი წამი ყველანი გაჩუმდით! წამის სიდიადე! აი, სიყვარული!

ავტორი: test საიდან გვწერთ: test
09.09.2009 14:21
ტელეფონს მეც ორგანულად ვერ ვიტან, ძალიან დიდი ხანია. სახლში ფიქსირებული ტელეფონი გამორთული მაქვს (არ ვაუქმებ რადგან ინტერნეტისთვის საჭიროა). მობილზე კი მშვენივრად შეგიძლია აკონტროლო, ვის გინდა უპასუხო და ვის არა. თუ რამე სასწრაფოა, დაგიმესიჯებენ და ეგაა.

ავტორი: tina საიდან გვწერთ: tbilisi
09.09.2009 07:15
ბატონო ბიზინა, ტკვენს ტელეფონს გამოსარტავი კნოპკა ექნება. ტკვენც მოისვენებტ და ტკვენი მკიტხველიც.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
09.09.2009 03:24
ucxo,
გისმენ! ...ხოოო? უჰუ, ხო. მეც.
ხო. უჰუ! კი მიყვარს.

ავტორი: ucxo
09.09.2009 01:18
ალო, ჯაკლინ!
მიყვარხართ. ფოთლებიც მიყვარს, კატებიც და საუზმიდან ნარჩენი კრუასანის გამხმარი ყუაც.
ერთი ტელეფონი ვერ შევიყვარე (ბიძინასი არ იყოს) და საათი. თუმცა, ჩემთვის ერთია ორივე.

ავტორი: erTi vinme evropofili
08.09.2009 20:21
ბატონო ბიძინა, თქვენის ნებართვით დაცწერ იმას რაც არ დაუწერია კორნეი ჩუკოვსკის:
შეშფოთებულ-შეშინებული ევროპა:
***
ჩვენ გვსურს დემოკრატიის გადარჩენა:
მოწოდება:
ჩვენ: პოლიტიკოსები, პროფკავშირების მოღვაწეები, ექიმები, ასოციაციების წევრები, მივმართავთ ხელისუფლებას და ვთხოვთ რაც შეიძლება საჩქაროდ დებატის დაწყებას.
"გრიპი A-ს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაიყვანება მხოლოდ ინდივიდუალურად მოწონებულ ტექნიკურ პასუხზე. ის უნდა იყოს კოლექტიური პასუხი, ისტორიამ განსაჯა.
პანდემია არასოდეს დაუმარცხებიათ მხოლოდ თუნდაც ყველაზე გააზრებული ტექნიკურ-სამედიცინო პასუხით. ყველანაირი უბედურების და უარესის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა აგრეთვე სოლიდარობა, დახმარება; ზრუნვა სხვაზე.
როგორიც არ უნდა იყოს პანდემიის ძალა ყველაზე დაუცველები იქნებიან ყველაზე ღარიბები, მარტოხელები, ყველაზე სუსტები. პანდემიები ყოველთვის იყო საზოგადოების შავ ხვრელთა ანარეკლი. უეცრად და მკვეთრად შეიძლება დაისვას მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემები რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ყოველი ადამიანის თავისუფლებას. მიღებული უნდა იქნეს საგაგებო ზომები.
მძაფრად დგას საერთაშორისო სოლიდარობის საკითხი, როგორც მკურნალობის ისე ვაქცინის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ლაპარაკობენ ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე აქამდე არც ერთი საერთაშორისო ინიციატივა არ ყოფილა წამოწყებული ამ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად.
გარდა ვაქცინის, ანტივირუსული მარაგების, დამცავ მოქმედებათა აუცილებელი საკითხებისა, საჭიროა საზოგადოების მობილიზაცია მისი ღირებულებების ირგვლივ. გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული ექსპერტთა ვიწრო წრეში. დებატი უნდა შეეხოს პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიების ადამიანურ და საზოგადოებრივ პრობლემებს. საზრუნავი უნდა იყოს ერთი რამ: დემოკრატიის წესების დაცვა და გადარჩენა ამ კრიზისის გადაწყვეტის პროცესში.
ვირუსის მასიურად გამოჩენის ჯერ კიდევ ჰიპოთეტური საფრთხის პირისპირ მყოფები ჩვენ მოვუწოდებთ მზა პასუხებიდან გამოსვლისაკენ, ბარიერების მსხვრევისაკენ, ინიციატივების გახსნისაკენ, ასოციაციათა უზარმაზარი ქსელის მობილიზაციისკენ. ჩვენ ყოველ ადამიანს და პირველ რიგში ხელისუფლებას მოვუწოდებთ საუბრის, დებატის დაწყებისკენ და წინა პლანზე კოლექტიური პასუხის, სოლიდარობის წამოწევისაკენ."
ფრანგი პოლიტიკოსების პროფკავშირების მოღვაწეთა ექიმების, მკვლევართა ეს მოწოდება, რომელსაც ხელს აწერს მედიცინის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანსუაზ ბარ-სინუსიც გამოქვეყნდა დიდი ფრანგული გაზეთი "ლიბერასიონის" 2009 წლის 8 სექტემბრის ნომერში, სამშაბათს.
როგორც ვხედავთ ვირუსი იქნება ეს თუ მეზობლის აგრესია და ამ მეზობლის მიერ დაქირავებულთა თარეში პასუხის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ადამიანთა სულ უბრალო სოლიდარობა და თანაგრძნობა ან მოდურად რომ ვთქვათ ემპატია.
ღმერთი კაცობრიობას უგზავნის დიდ გამოცდებს.
ძველ ქრისტიანთა თქმით ეს სამყარო ჰგავს ალქიმიკოსის ქურას სადაც ცეცხლი ბრიალებს; ჩალა იწვის და ოქრო იწმინდება. ოქრო კი მათივე მტკიცებით მართალი ადამიანია. ვნახოთ რამდენი მართალი ადამიანი გამოჩნდება საქართველოში. ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის და ერის გადარჩენა.
უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
08.09.2009 01:00
ucxo,
მარტო მე და შენ დაგვიჭერენ?
სამყურას სიყვარულის გამო...? ბლოგო, განავრცე ყველა სერვერში ოდა სიყვარულისა!

ავტორი: ucxo
08.09.2009 00:42
დედა, გადავირიე,
დაგვიჭერენ, ჯაკლინ, თან, ბალახისა და ყვავილის შემთხვევაში, დანაშაულს სახელსაც ვერ დაარქმევენ, ისე.
6-ვე ბლოგში მოგვეჭრება თავი!

ავტორი: Ninutsa საიდან გვწერთ: Tbilisi
08.09.2009 00:33
ბატონო ბიძინა, კი მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინათ კორნეი ჩუკოვსკიმ დაწერა, ყოველ საღამოს ვუკითხავ ჩემ ოთხი წლის ბიჭუნას)))

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
07.09.2009 23:29
ალო, ალო, მიყვარხართ, მიყვარხართ!
გიყვარდეთ ყველაფერი! ერთმანეთი! ბალახი, ყვავილი, კატა! ტუ-ტუ-ტუ....

ავტორი: ucxo
07.09.2009 22:49
არა, ისევ კოკტო, ანა მანიანი და სოფიკო ჭიაურელი უნდა გავიხსენო.
ალო, ალო.... მიყვარხარ, მიყვარხარ!...

ავტორი: irMA
07.09.2009 16:18
ძვირფასო ჯაკლინ, ძალიან მომწონს სულ რომ სიყვრულის გარშემო ტრიალებთ:) არც მიკვირს მონაკოდან წერთ და.
დიდი პატივისცემით:)

ავტორი: teo საიდან გვწერთ: tbilisi
07.09.2009 15:12
rusa
ეგ მაგარი იქნებოდა ყველას ერთად დაგვერეკა))
უბრალოდ მოგვეკითხა ორი სიტყვით

ავტორი: IrMa
07.09.2009 14:00
"საიდუმლოს რომ მინახავს..ტელეფოოონიიის ყურმილიიაააა:) არა მე ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ მოსმენებზე.რამეთუ ქვეყნას ეს უფრო სტკივა ვიდრე პულ და პუშ ტექნოლოგიები.ახალ ტექნოლოგიებს მაინც ვერ მოვერიდებით. ვერ კი არა ..ბოლოს და ბოლოს ტექნოლოგიები განსაზღვრავს დღეს ყველაფერს.
ან ეს რა ტექნოლოგიებია? ტექნოლოგიები შენ შსს-ში უნდა მოიკითხო.წარმოიდგინეთ რომ მეზობელი მანდილოსანი რეკავს და ბელგიურ ზეთს გთხოვს და ამის შესახებ მთელმა სამართველომ იცის.არა და მეზობელს სულ არ უნდოდა ვინმეს გაეგო.
ზარები კი, მაგრამ ეს მესიჯები? რატომ არაფერს დაწერთ მესიჯებზე... როგორც კი ვინმეს არ ვუპასუხებ ან არ მიპასუხებს მაშინვე სკანდალები. "დამეკარგა" "დამიკიდა"თქვენც ასე ხართ?

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
07.09.2009 13:58
სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი 07.09.2009 11:22
არა, თერნალში ტელეფონი არ არის ესე იგი?
აბა, საიდან დარეკეთ, ეს ვერ გავიგე.
ხვალ ყველამ ერთად უნდა გადაურეკონ ერთმანეთს და შეჰფიცონ სიყვარული!

ავტორი: rusa საიდან გვწერთ: tiflis
07.09.2009 11:52
)))))))ბლოგის ბოლოს ნომერიც და დაგვერეკა ჩვენც))

ავტორი: mariam
07.09.2009 11:28
ძალიან მოდაში შემოვიდა ძველი წერილების გახსენება და გამოქვეყნება

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
07.09.2009 11:22
ჯაკლინს მონაკოდან.

არა, ეს ზარი თერნალიდან იყო.
სოფელია ასეთი, სადააც წყალტუბოდან ქუთაისში მომავალი ქარი შეისვენებს ხოლმე და ელპიტე ბებიას ძროხებს ბუზების მოგერიებაში ეხმარება

ავტორი: ucxo
07.09.2009 03:43
ანა მანიანი არ გახსენდებათ "ადამიანის ხმაში"? სულ ტელეფონის ზარს რომ ელოდება :)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
07.09.2009 02:43
iRmA,
რა თქმა უნდა, მთელი დღე, რომ ტყუილად რეკავენ და შეთანხმებულს ათანხმებენ, ესეც არსებობს.

ავტორი: iRmA
07.09.2009 02:19
ძვირფასო ჯაკლინ ხომ არსებობს ის, რასაც გულისხმობენ და არ წერენ? ხოდა ეგ ვიფიქრე,რაც გავიგე კი მშვენიერია.

ავტორი: ucxo
07.09.2009 02:07
ფრიად უცნაური "ფობიაა" ბლოგერისთვის :)
კიდევ ახალმა ქართველმა გამაკვირვა, რომელმაც ზედმიწევნით ჩამოთვალა თემები, რომელიც ნერვებს უშლის და, შესაბამისად, არ უნდა იცოდეს.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
07.09.2009 01:50
07.09.2009 01:11 სოლომონი
ბატონო სოლომონ, ეს ზარი მობილურიდან იყო?

ავტორი: IrMa
07.09.2009 01:37
ხო,ბატონო სოლომონ გამაგებინეთ თქვენც ეჭვის თვალით უცქერთ ტექნიკური საშუალებებით აქტივობის ზრდას?

ბატონ ახალი ქართველს,ამბობენ მალე ტელეპორტაციაც იქნება შესაძლებელიო და რა ვქნათ არ მივიღოთ?

სკაიპით და ადნოთი ხალხი მარტო კი არ ურთიერთობს ქორწინდება კიდეც თურმე,ქორწინება კი ერთმნიშვნელოვნად ბედნიერებად აღიქმება.(გააჩნია მაგრამ მაინც)

კი,რამდენადაც აადვილებს ურთიერთობას იმდენად აშორებს ადამიანებს,მეც არ მსიამოვნებს ხოლმე ტელეფონს რომ გამოვრთავ და გაოცებული ან ზოგი საყვედურის ტონით მეკითხება თუ რა მოხდა და რატომ არ აღმოვჩნდი ხაზზე.მაინც ჩვენზეა დამოკიდებული თუ გინდა დაემონები თუ არ გინდა არა.მირჩევნია ეგ მითხრან შენ ხომ ტყუილად გაქვს ტელეფონიო ვიდრე სულ კონტროლში ვიყო თუნდაც.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.09.2009 01:11
IrMa-ს
IrMa-ს
აქ არა ვარ?
იასთან კურტნის მუშად ვმუშაობ.
გოგისთან კაფეში ვზივარ და ოფიციანტის გულზეგასახეთად ფილმს ვუყურებ თვალცრემლიანი ("ვატერლოს ხიდს", "ელაპარაკე მას", ან "მაკულატურას").
მალხაზთან წიგნს ვკითხულობ და მეცინება. ხოლო ბიძინასთან სასტუმროში მოვდივარ, კარგად რომ გამოვიძინო და სიზმრად აყვავებული საქართველო ვნახო.
და ამ დროს თუ ტელეფონი დარეკავს, ბიძინას ვუერთდები pull-ტექნოლოგიების პატივისცემაში...
ყველაზე კარგად თავს სად ვგრძნობ?

სეროჟას გამუსულმანების ამბავი არ იცით?
სეროჟამ მაჰმადიანობა მიიღო.
სეროჟ, რა კაიფიაო, ჟორიკა ეკითხება.
ბიჭო, სხვა რომ არაფერი, მრავალცოლიანობას გამოვკარი ხელიო.
ოო, ეგ კაი რამე გაგირტყია, შე ყურუმსაღოო!
აბა, კაცო!
პირველ ცოლს ჰგონია, მეორესთან ვარ.
მეორე - მესამეზე ეჭვიანობს.
მესამე ფიქრობს მეოთხესთან გავიდაო.
მე კიდე მძინავს გემოზე, ხელს არავინ მიშლისო!
ასეა, ვის - რა.

ავტორი: ახალი ქართველი საიდან გვწერთ: თბილისიიიიი
07.09.2009 00:53
რამდენიემ თვეა არავის ბლოგს აღ შევხმიანებივარ... აგარ იყო საინტერესო ჩემი პასუხი, მაგრამ ახლა ბიძინას ბლოგმა თან ათწლიანი დაძველებით დამაფიქრა. რა უბედურებაა ეს ტელეფონო, ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეტებთ და ეს სკაი პი, ეს ფასებოოკი ხომ კატასტროფაა, და ეს თანაკლასელები რუ... ნეტა როგორ ცხოვრობდა კაცობრუობა ამ ყველაფერის გარეშე. სულ მიკვირს როგორ ურთიერტბდნე ადამანები ტელეფონის, სკაიპის ფასებოოკი და ოდნოს გარეშე. როგორ და მშვენივრად! ახლა ისეთი ტელეფონი თუ არ გაქვს რომლიც ლამის არის საჭმელს არ აკეთებს უდონიო ხარ. ლაის აფის ამ ტელეფონმა დედა , მამა, შვილის საყვარელი ქალი შეგუცვალოს. ერთი შეხედვით გაადვილა კომუნიკაცია, მაგრამ დამიჯერეთ გაართულა, და ზოგადი ურთიერტობა დაძაბა. მართივი მაგალითა მესსაგჯზე არტომ არ მიპასუხე, რატომ არ ითღებ ჩემ ზარებს და ეს გოიმობი სპიკი დაფარული ნომერი. გოიმობა.
ის ებიძინა იცოდე რომ ტავისუპლება წერტილი ორგი–ს მკითხველები ალბატ ნაკლებად დაგაფასებენ და ვერ რეკორდს მოხსნი, იმიტიმ რომ ეს წერილი აპოლიტიკურია მატ გაგებით რადაგნ აქ არ არის ნახსენები, მიშა, ვანო, ნინო, გრეჩო, უცნობი კარლოვივარსკი საკნელი, ალასა გივე ანჯელინა ჯოლი, მისის გაპრანჭული თანაკლუბელები, დიალოგი დედა, ნინო და ბადრია, ინგას გრიგოლიას ეთერში დაბრუნება არდაბრუნების მაბავი, იმედის მფლობელის ბედი, არველაძის პირდაი შურისძიება ბადრიზე, ვინ იქნება ნაცმოს კანდდატი მეროაზე, არის თუ არა ბაჩო ახალია ამ ხელისუფლების ნეკნები იმიტომ რომ ხერხემალი გყვავს უკჯვე და ასე შემდეგ... არადა ინოფელეტი მაგარი ტემაა. ინოფელეტი არუს ტელეფიონი შებრუნებით, რუსებს ქონდატ ასეტი ფილმი ნოფელეტ და რადგან სახეობითში ტელეფონი ი–თი მთავრდება ინოფელეტი დავცერე... ეს ისე ხუმრიბით... რა დავცერე არც ვიცი, უფრი გავგე ბძინას რა უნდოდა და გული დამცყდა რომ თეომ დამასწრო ბიძინას ფოტოს გაშიფვრა:)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
07.09.2009 00:32
ავტორი: IrMa
"თორემ ჯერ კიდევ ვერ გამიგია ბლოგის შინაარსი. არა და მშვენიერი სტატიაა"
თუ მშვენიერი სტატიაა, ესე იგი საკმარისად გაგიგიათ ყველაფერი!

ბიძინა, ხვალ გადმოგირეკავ! სიყვარულზე ვისაუბროთ.

ავტორი: IrMa
07.09.2009 00:19
ბატონო სოლომონ,აქეთ ხომ არ მობრძანდებოდით..არა პარტერში ადგილი არც იქით გაკლიათ მაგრამ...თქვენი ინტელექტი ინფორმატიულობა და ცოტა სარკაზმიც მომაშველეთ,თორემ ჯერ კიდევ ვერ გამიგია ბლოგის შინაარსი.არა და მშვენიერი სტატიაა

ავტორი: irMA
07.09.2009 00:05
ბატონო ბიძინა სერიოზულ საქმეებზე არ გირეკავენ ხოლმე?

რატომ იმიტომ ხომ არა რომ როგორც მინიმუმ კიდევ ორი სხვა კაცი უსმენს?

რა ვიცი ასე ამბობენ და..

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.09.2009 22:33
სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი06.09.2009 20:53
რა დასაფასებელია თქვენი მიხვედრილობა და ტაქტის უნარი!

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
06.09.2009 21:06
ბიძინა, მოიცა ეხლა გადმოგირეკავ უფასოდან!

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
06.09.2009 20:53
როდესაც თქვით, ამ სტატიას მსუბუქი ადაპტაცია ჩავუტარეო - ვიფიქრე, რომ საქართველოში ტელეფონის ახალ საფრთხეებზე - გამოსხივებასა და მოსმენებზეც იქნებოდა ორიოდ სიტყვა. მაგრამ როცა სტატია წავიკითხე, უამისოდაც მომეწონა და მივხვდი,რომ აქ მაგ ამბების ადგილი არ იყო

ავტორი: irMA
06.09.2009 18:58
კარგად გაქვთ გადმოცემული საყოველთაო პრობლემა..
და რატომ უყურებთ დიდი ეჭვის თვალით ტექნიკური ინოვაციების საშუალებით სოციალური აქტივობის ზრდას?
ნეტა ეს ის არის რასაც უნდა მივხვდე თუ რაზეც უნდა მიპასუხოთ...

ავტორი: Teo საიდან გვწერთ: tbilisi
06.09.2009 18:58
არ მიყვარს ტელოფონი. მხოლოდ იმისთვის მჭირდება რომ მეგობრებმა ჩემი ადგისამყოფელი იცოდნენ ან პირიქით. მაქსიმუმ ორი სამი სიტყვიტ შემოვიფარგლები.
ისე ბატონო ბიძინა ფოტოზე ტელეფონით ხარ თქვენი საყვარელი ტელეფონით :):)

ყველაზე პოპულარული