შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

სიყვარული პასუხია

06.11.2009
სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევე გავიფიქრე - გამოდის, რომ მამა არ მყავს... მაგრამ ხმა მქონია”

ჰოდა, რა ხდება იცით?

ბარბრა სტრეიზენდის ახალ დისკში, მომღერალს აღარ აქვს ძველებურად წკრიალა ხმა. ბზარი შეეპარა და ასაკი. ამან კი უფრო გაალამაზა. თითქოს ”ისტორიით” გაამდიდრა ბარბრას ვოკალი. "არ მიმატოვოს” როცა მღერის, ერთგან თითქოს ცრემლს ყლაპავს. ბარბრას კლასიკურ დევიზს ”იმღერე ისე, როგორც საუბრობ” ახალი ემატება: ”იმღერე ისე, როგორც ტირი”
ძნელია იმის თქმა რა ატირებს. პირადი ცხოვრება მოწყობილი აქვს. თავისი ერთადერთი ვაჟის მიმართ დანაშაული მას მერე ”გამოისყიდა”, რაც გეების უფლებების დაცვა დაიწყო (არადა, ხომ გახსოვთ, როგორ გაცოფდა, როცა შვილმა საიდუმლო გაუმხილა?). ბარბრა სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება ამერიკულ შოუ-ბიზნესში.

ასაკი?

არა. ბარბრას ასაკი სადა აქვს? იგი იმ ადამინების კატეგორიას მიეკუთვნება, ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, კინორეჟისორმა და კინოკრიტიკოსმა თამრიკო დულარიძემ ”თაობებს მიღმა მყოფები” რომ უწოდა. ეს იშვიათი ჯიშია კაცობრიობის ისტორიაში; ხალხი, რომელიც დროს არ ემორჩილება. მაშინაც კი, როცა რაღაც პროცესის გააზრებას ცდილობს ( ”ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ზრდის პროცესი, ადამიანის შესაძლებლობების ზრდის პროცესი” - ეს ბარბრა სტრეიზენდის სიტყვებია). კაცობრიობა სულ მუდამ ცდილობს ასეთი ჯიშის ხალხის ”მითვისებას”. ზოგჯერ წარმატებითაც.

ისევ თამრიკო დულარიძე მომაგონდა ეხლა. მახსოვს, როგორი ცხარე კამათი გაიმართა რობერტ სტურუას ”რიჩარდ მესამის” პრემიერის შემდეგ. ვიღაცამ უთხრა, გენიალური სპექტაკლია. სტურუამ შექსპირი თანამედროვე გახადა. ჩვენამდე მოიტანაო. თამრიკოს პასუხმა არ დააყოვნა: ”ესაა ხელოვნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მივიდეთ შექსპირთან...აქეთ ”მოგვაქვს” მისი პიესები?”... აბა რა გინდათ, 16-ე საუკუნეში დავბრუნდეთო? - იკითხა ვიღაცამ.

რუსულად უპასუხა:

”Извини детка, но Шекспир плевать хотел на этот XVI век... Да и на ваш XX век тоже”

შექსპირს დრო საერთოდ არ ადარდებდაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯიშის არტისტებს არც დაბერების ეშინიათ, არც სიკვდილის. ეს ჯიში ცხოვრობს ”განზომილებაში”, რომელსაც თავისუფლება ჰქვია.

მაგრამ ვინა თქვა, რომ თავისუფალთა ჯიში ბედნიერია? რომ სიცოცხლე ახარებს და არასდროს ტირის? იქნებ ბარბრას თუნდაც იმ ქალების ბედი ატირებს, კაცების ძალადობის მსხვერპლნი რომ გახდნენ? ხომ იცით, რამხელა თანხას ხარჯავს იგი ყოველწლიურად ასეთი ქალების, აგრეთვე იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთაც მშობლები სცემენ? თავისუფლება ბედნიერება არ არის. თავისუფლება - ტვირთია. სხვა საქმეა, რომ ამ ტვირთის მუდმივ ზიდვას, ადრე თუ გვიან ჯილდო მოყვება ხოლმე.

უშნო და სასაცილო გოგონას დასცინოდნენ. უკვირდათ, რომ არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან. უკვირდათ და ბრაზდებოდნენ.

ხალხს არ უყვარს ამ ჯიშის ადამიანები. ისინი ვინც შესძლო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მათ აშინებენ. მათ ”გადაკეთებას” ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა ”აქეთ წამოიღონ” და დაიმორჩილონ.

ბარბრამ ამას გაუძლო და დაჯილდოვდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ 67 წლის მომღერლის ახალი ალბომი ჯერ შეერთებული შტატების ჰიტ-აღლუმებში გავიდოდა პირველ ადგილზე, ცოტა ხანში კი ბრიტანეთში აჯობებდა ყველას. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბარბრა, თავისი დისკით ”სიყვარული - პასუხია” ერთი დარტყმით დაამარცხებდა მადონას და მარაია კერის...და ახლადგამომცხვარ ნორჩ ვარსკვლავებს, ”თანამედროვე მუსიკას” რომ ანიჭებენ უპირატესობას, მოდას რომ ქმნიან...ე.ი. დროს რომ ემორჩილებიან

ეს წარმატება კი ხომ ხვდებით რასაც ნიშნავს?

სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის ადამიანი აუცილებლად დაჯილდოვდება. ადრე თუ გვიან... ეს კანონზომიერებაა, მათემატიკაა!

მაგრამ მთავარი ისაა, რომ არის შანსი, ”ერთნაირობა” - ერთნაირი სიმღერა, ერთნაირი აზრი, ერთნაირი კატლეტი მოდიდან გადავიდეს.

მთავარი ისაა, რომ ჩვენს ”უნიფიცირებულ დროში”, როცა ნელ--ნელა ყველა და ყველაფერი ემსგავსება ერთმანეთს, ”ჰიტ-აღლუმების” სათავეში უნიკალური, განსხვავებული ხვდება - ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით და თავისი ხმით იცხოვრა. ყველამ რომ შევძლოთ ეს... ერთ მშვენიერ დღეს რომ გავიღვიძოთ და ჩვენს თავს ვუთხრათ: ”მორჩა, მე აღარავის მივეკუთვნები. მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო”, აზრზე ხართ, როგორი მრავალფეროვანი გახდება სამყარო? როგორი საინტერესო, როგორი ლამაზი, როგორი მდიდარი?

ესეც ჯილდო იქნება... ანუ პასუხი სიყვარულზე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
 წინა   შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8
ავტორი: O.K.
19.11.2009 01:41
მაიკო,

მეც აქ ვარ, ვკითხულობ შენს და ირმას შორის მიმოწერას:)

ავტორი: IrMa
19.11.2009 01:25
ოჩი რამდენი წლის ხარ არ ვიცი მაგრამ თუ აქეთ იქნები და მეც მეცლება ორშაბათს გაგიცნობ:)

ანონიმო რას ლაპარაკობთ? კაპიტანი ისეთ სასარგებლო რჩევებს იძლევა მე ცხოვრებისაგან დაბრძენებული ადამიანი მგონია..გულს ნუ მიტეხავთ!

ავტორი: MAIKO
19.11.2009 01:22
ირაკლი
დიდი მადლობა! :)
ბედნიერად.

ავტორი: IrMa
19.11.2009 01:17
აბა ბიძინა მაყაშვილს გინდა მისწერე გინდა არა..მაინც არ წერს.

ავტორი: ანონიმი
19.11.2009 01:12
კაპიტანი არის 25დან 35 წლამდე, რა თქმა უნდა სიმპატიური მამაკაცი:):)

ავტორი: IrMa
19.11.2009 01:09
ეჰ ძვირფასო მაკო მაგაზე იმდენი მაქვს ნაფიქრი და ნალაპარაკები და არა მარტო მარტოს,თითონ იმ ადამიანებთან ერთადაც კი და სპეციალისტებთანაც..არა სიყვარულის სპეციალისტები არ გეგონოთ "ადამიანის სულის სპეციალისტებს" ვგულისხმობ.ფსიქოლოგებს....ასეთი მარტივი არ არის ეს ყველაფერი,ყოველშემთხვევაში ჩემი შემთხვევა.

მე არ მიყვარს და რა თქმა უნდა იმიტომ გავრბივარ:) ან სანამ მივხვდები რომ მიყვარს უკვე გაქცეული ვარ:)) ეს კიდევ უფრო სასაცილოა.

სანამ მიმატოვებენ? კარგი რა მაკო მე ვინ მიმატოვებს:)))))

ავტორი: MAIKO
19.11.2009 01:07
ვაააა...! ოჩი, შენც აქ ხარ? :)

ავტორი: MAIKO
19.11.2009 01:05
ninia, საყვარელოოო, როგორ ხარ? :)
ვეღარ დავასრულეთ საუბარი. ისე, რა ქენი შენ ამბავზე? (Tooth)

ავტორი: MAIKO
19.11.2009 01:02
IrMa

რატომ გარბიხართ? თუ გიყვართ, უნდა დარჩეთ. :)
გეშინიათ რამის? იმის ხომ არა, სანამ მიგატოვებენ, მანამ მოასწროთ გაქცევა. ფინალში მისულ ურთიერთობას ანგრევთ? ან საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული ნამდვილად გიყვართ თუ არა. იქნებ თქვენი თავის გამომჟღავნების, გამომზევრების შიში გკლავთ?
მერწმუნეთ, თუ გულახდილი იქნებით და არ ამოეფარებით რაიმე ნიღაბს, ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ, აუცილებლად სიყვარული მთავარი პირობა უნდა იყოს, სხვანაირად გაქცევის სურვილი არასდროს მოგასვენებთ.

ავტორი: O.K.
19.11.2009 01:01
მაინც რა არის ეს ოხერი სიყვარული:)

ავტორი: IrMa
19.11.2009 00:59
ხო საშინელებაა ნინია.ილუზიებმა რეალობისა და არსებული ბედნიერების ისეთი განადგურება იცის..

მაგლამ თუ ვინმეს მოსწონს მისი არჩევანია..ტანაც არ ვიცით ილუზიებში ვინ რას ვგულისხმობთ..შეიძლება ადამიანი სხვა კუთხით უყურებდეს..როგორჩ შემოქმედების წყაროს მაგალითად ასეც ხდება და თან ხშირად..


ტრანსპარანტები წარწერით..ვითხოვთ ახალ ბლოგს..გოგი არ ბაბრაზდეთ და სულ არ გამიშვათ აქედან:)


ავტორი: ირაკლი
19.11.2009 00:50
MAIKO დიდი მადლობა. ეხლა თქვენი კომენტარი რომ წავიკითხე რაღაც გადაწყვეტილება მივიღე მგონი სწორი და ამისთვისაც მადლობას გიხდით
http://www.youtube.com/watch?v=WIVh8Mu1a4Q ეს თქვენ, პირადად :)

ორ დღეში დავბრუნდები და იმედია ახალი ბლოგი დამხვდება, რა თქმა უნდა, კომენტარებით. ბედნიერად

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 00:34
ირმა ილუზიები საშინელებაა... ქალიც და კაციც აუციოლებლად ხვდება რა შემთხვევაში ღირს ბრძოლა სიყვარულისთის და რა შემთხვევაში არა...:)))


გოგიიიიიიიიიი გოგიიიიიიიიი ახალი ბლოგი გვინდაააააა:)))))

ავტორი: IrMa
19.11.2009 00:29
კაპიტანო მოცემულობაა და ვერ გავექცევით,ასე რომ ვიხდენთ კაცებისგან განსხვავებით:)

არა მაკო რა რჩევები,ძალიან კარგი ვინმე ხარ:) არანაირი სიდურაკე,როგორც ფიქრობ და როგორც გირჩევნია ისე უნდა მოიქცე .ეს არ არის სილაღე?.აბა რაა.

მე ძალიან ცუდი რამე მჭირს მაკო,სიყვარულს რომ შევამჩნევ კი არა და რომ დავრწმუნდები რომ უყვარვარ თავქუდმოგლეჯილი გავურბივარ ხოლმე..რაც უფრო ძლიერად გამოხატავს გრძნობას უფრო ვუმატებ სისწრაფეს და მეტად ვაფუჭებ ყველაფერს ..მაქვს ამის დიდი გამოცდილება ....ეს რაც შემეხება მე..აი შენ კი ნამდვილად იმსახურებ ძალიან დიდ და ლამაზ სიყვარულს.ეს არის ის რასაც შენზე ვფიქრობ.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 00:14
IrMa-ს
18.11.2009 23:58-ზე

ქალს უხდება ეგოიზმი :)

ავტორი: MAIKO
19.11.2009 00:10
IrMa, მადლობელი ვარ რჩევისთვის. :)
მაგრამ მე ასეთი ვარ, ვიყავი და ალბათ, ყოველთვის დავრჩები გამოუსწორებელ ,,იდიოტად". უკვე ვეღარაფერი შემცვლის. :)

რაო? სიყვარული და ასაკიო? არ გამაცინოთ, რომელ ასაკზე საუბრობთ? თუ ამაზე იწყებს ფიქრს ადამიანი, იქ ყველაფერი დამთავრებულია.
ერთადერთი კითხვა, რაც ცხოვრებაში არავისთვის დამისვამს სწორედ ეს არის: მითხარი, თუ გიყვარვარ, თქვი, თუ არადა გამიშვი.
ის კითხვა, რაც დავსვი სულ სხვა იყო. :)

ირაკლი, იყავი ბედნიერი და ყოველთვის სიხარულით სავსე! იმსახურებ! :)

ავტორი: IrMa
18.11.2009 23:58
რა ვიცი მე გაზომიერებულ გიჟებს ვიცნობ და ისევ გიჟობაში(ფს,დაავად,არ ვგულისხმ.) რომ იყვნენ ისეთები მერჩივნა..

თუმცა თავისი თავისათვის ზომიერება უფრო გამოადგათ..

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
18.11.2009 23:52
ანას
18.11.2009 23:39 -ზე

ეჰ, ანა, ანა... ახლა რომ ერთი 10 წლით უმცროსი ვიყო და თან კინოფესტივალებზე დავდიოდე... :)

ავტორი: IrMa
18.11.2009 23:52
ირაკლი ხან აქვს მნიშვნელობა და ხან არა,ისე თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.:)

და კიდევ....მაინც.. ქალის პოზიციიდან გეტყვით რომ მარტო ასაკი იშვიათად არის ხოლმე ხელისშემშლელი...

ავტორი: IrMa
18.11.2009 23:50
"რატომ არ შეიძლება ერთხელ ისინიც იყვნენ გულწრფელები? და ლაბირინთებში სიარულს თავი ანებონ, თქვან პირდაპირ რას ფიქრობენ ან ის მაინც გვითხრან, როგორ მოვიქცეთ?
მოქმედება რომ ყოველთვის საჭიროა, გასაგებია, მაგრამ აქვს მოქმედებას აზრი? ეს ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ. :) იქნებ, სასაცილოდ არ ყოფნით ჩვენი სიტყვები"

მაკო ილუზიებისაგან უნდა გათავისუფლდეს ქალი და ეს,ზემოთ მოცემული აზრებიც გაქრება.მგონი უმრავლესობა მაგას "ემუდარება" ვინმეს. რას ფიქრობ მითხარი,თუ გიყვარვარ თქვი,თუ არა და გამიშვი და ასე შ,მაგრამ ყველაფერი როგორც წესი ნათელია ხოლმე.

ძვირფასო გოგი,ნუ გააბანალურებთ და ნუ მოაბეზრებთ ამ ბლოკის მკითხველებს სიყვარულს.
ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხართ მაგრამ ველით ახალ ბლოგს.:)

ავტორი: ანა
18.11.2009 23:39
საღამო მშვიდობისა!
ჩემი აზრითაც სიყვარულს ასაკი არა აქვს
.ზომიერი ხალხი მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ზომიერება არ მომწონს მოსაბეზრებელია.
დურაკი კიდე ქალიც საშინელებაა და კაციც რა განსხვავებაა?
ირაკლის -კიდევ ვუსურვებ წარმატებებს მგონი ერთი წელი მოცდა არ მოგიწევთ თვითონ თქვით რომ იცნობდით.ასე რომ იმიქმედეთ))

ავტორი: ირაკლი
18.11.2009 22:03
ჯაკლინ მეც მეგონა რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჰქონია...

ავტორი: ირაკლი
18.11.2009 22:01
GERMANE მართალი ხართ თბილისი თბილისად რჩება, მაგრამ "მე მიყვარს თბილისი" ეს ფრაზა ისე გაცვითეს და გააუფერულეს ამ ბოლო დროს რომ უკვე სიყალბის განცდას ტოვებს და ყოველთვის ვერიდები ამის თქმას

ავტორი: GERMANE
18.11.2009 21:33
სიყვარულმა ასაკიც იცის და არ იცის, "დურაკიც" იცის და არც იცის,
როგორ აგიხსნათ,

აი მაგალითად ახლა თბილისში ვარ ასე 14 თვეა არ ვყოფილვარ, ბევრი შეიცვალა, ბევრი გალამაზდა და ბევრიც ისე "გაულამაზებიათ", გული შემიღონდა, მაგრამ ქალაქის სიყვარული უცვლელია, ალბათ შეურყევი.
ჩემი უახლოესი მეგობარი კი მეუბნება "შემაძულეს ეს მისას თბილისიო". აბა როგორ უნდა ამეხსნა, რომ თბილისი არც გორგასლისაა არც ერეკლეს და არც მიშასი. იმისდა მიუხედავად, თუ ვის ხელშია თბილისი, მაინც თბილისად რჩება.

ამიტ იმის თქმა მინდა, რომ, მთავარია ადამიანმა სიყვარულის გრძნობა სიძულვილს არ გადააყოლოს.


ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
18.11.2009 21:10
ავტორი: ირაკლი 18.11.2009 16:08
20 კი არა გინდა 30! მაგას არ აქვს მნიშვნელობა, არც პატარას არც დიდს! არც დიდს! არც დიდს!
ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi 18.11.2009 17:24
ნინია, დურაკი ორნაირია. მე მეორეზე ვამბობდი.

ავტორი: გოგი გვახარია 18.11.2009 17:39
აი, მართალია. ოღონდ სიყვარული გადაჭარბება არ არის.

ავტორი:
18.11.2009 21:06
http://www.youtube.com/watch?v=62MolGlS6Hs

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
18.11.2009 17:46
ეჰ რავიცი რავიცი გოგი რას გაუგებ სიყვარულს... ან ვინ იტყვის ზუსტად სიყვარულის ასაკს:)))) (ნუ ეხლა ჩვენ ისეთი მაგრები ვართ შეიძლება ვთქვათ კიდეც) :))) მაგრამ ალბად რაც უფრო განსხვავებულია უფრო კარგია:))

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
18.11.2009 17:35
ისე გოგი შენი ზრით სიყვარულმა ასაკი იცის?:))) ძლიან ბანალურია ალბად მაგრამ მაინც გკითხავ:)))
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
18.11.2009 17:39
ასეთ კითხვებზე პასუხი არა მაქვს:)
თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გადაჭარბებული გრძნობის ”დისკრედიტაციას” იწვევს:)

ამაზე, სხვათა შორის, ძიგა ვერტოვის ”იავნანა”, რომელსაც პარასკევს ვაჩვენებთ

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
18.11.2009 17:24
ეჰ ირაკლი ასაკით ვერ გამაკვირვებთ მე ჩემზე გაცილებით უფრო უფროსი მომწონს, თანაც ძალიან:))) დაახლო0ებით 25 წლით:)))


ჯაკლინ რა ვკნა დურაკი არც ქალები მიყვარს და არც კაცები:))


აი ძალიან მიყვარს ზომიერი ხალხი რა ვკნა... მაგრამ რა თქმა უნდა არის სიტუაციები როცა ეს ზომიერება საერთოდ არ მომწონს:)))

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
18.11.2009 17:12
ირაკლის
18.11.2009 16:08 -ზე

ბედნიერი ყოფილხართ თუ გიყვართ. არც იფიქროთ, რატომ და რისთვის, თუ ამ კითხვას უპასუხეთ, მაშინ ეს სიყვარული არ ყოფილა. განა სიყვარულს შეიძლება მიზეზი ჰქონდეს?

და რატომ ასეთი სევდიანი განწყობა? აბორდაჟზე გადადით მეგობარო, წინ ტრიუმფი გელოდებათ :)


ავტორი: ირაკლი
18.11.2009 16:08
ninia სახელის თქმა არ მინდა რატომღაც ესე მირჩევნია. ერთს გეტყვით, რომ ჩემზე ოცი წლითაა პატარა . მართალია კაპიტანი გაზომიერებული ქალი მეც არ მომწონს და ალბათ ამიტომაც მიყვარს ის...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
18.11.2009 16:08
ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi 18.11.2009 15:16
მერე რა... დურაკი ქალები, პირიქით კარგია. ეგ ჭკუასთან ახლოსაა. ეგ ქალისათვის არაფერი ხინჯი არ არის. ეხლა გეტყვი, (ეს საუბარიც დურაკულია რა თქმა უნდა...) - კაცებმა მთავარი არ იციან. ან ეგ რომ გაიგონ ძალიან მაგრები უნდა იყვნენ. ძირითადად ვერ იგებენ და გონების დაძაბვა და ა.შ. სჭირდებათ. ქალებმა კი ეს საიდუმლო ბუნებრივად იციან. იმდენად, რომ ჩირად არ აგდებენ, ის რაც იციან.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
18.11.2009 15:21
ირაკლი აბა გვითხარი რომელი კომენტატორია აკედან?:)))


ერთი მე არ გამიმართლა ამ ფესტივალზე მემგონი:)


მაიკოს კიდე დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება ემახსოვრება ეს ფესტივალი:))))

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
18.11.2009 15:16
ჯაკლინ რატო არიან დურაკები? ეგრე დურაკ ქალებს რა გამოლევს:)))

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
18.11.2009 14:41
გოგის
18.11.2009 14:20-ზე

თუ ეს სხვა პროგრამაა (ფონდი ისევ სოროსია):
http://www.soros.org/initiatives/arts/focus/caucasus/news/initiatives/arts/focus/caucasus/grants

ალბათ, შესაძლებელია დამატებით 25000 დოლარამდე დაფინანსების მოპოვება ფესტივალისთვის. გარდა ამისა, თემატურად ახლოს ესეც უნდა იდგეს:
http://www.eurocult.org/we-support-cultural-cooperation/programmes/mobility/

სამწუხარო იქნება, თუ ასეთი კარგი ღონისძიებისათვის დამატებითი დონორის მოძიება შეუძლებელი გახდება.
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
18.11.2009 14:43
მადლობა. გადავცემ, ვისაც საჭიროა:) ასეთ საკითხებში საერთოდ ვერ ვერკვევი

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
18.11.2009 13:04
გოგი გეთანხმები ზომაა ყველაფერში საჭირო... სიყვარულშიც რა თქმა უნდა...მაგრამ ალბად როცა საქმე სიყვარულს ეხება ძნელია ზომიერების დაცვა ... არ ვიცი, არ გამომიცდია ჯერ და..:)))) მართლა ახალი ბლოგი როდის იქნება? თორე შეგვეყარა ყველას "სიყვარულომანია":))))

ავტორი: ანა
18.11.2009 12:50
მაიკოს
არ არ მჯერა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ ასე არ არის))
ირაკლი
რა კარგი ისტორია მოყევით წარმატებებს გისურვებთ!
მემგონი
ისედაც შეიძლება შეხვდეთ ფესტივალის გარეშე ხომ იცნობთ?
ზომიერება ყველაფერში კარგია მაგრამ არა ყოველთვის

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
18.11.2009 12:14
გოგი გვახარიას

ფესტივალს OSGF-იც ხომ აფინანსებს ბიოლის გარდა, რაიმეს შეცვლას აპირებენ თუ რატომაა სპონსორი საძიებელი და დასარწმუნებელი?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
18.11.2009 14:20
ბიოლის ფონდის დახმარება მიზერულია, სოროსის ფონდის კი არაა საკმარისი

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
18.11.2009 12:07
MAIKO-ს
18.11.2009 03:52-ზე
ვის მოსწონს "გაზომიერებული" ქალი? ეგ არ გაბედოთ, მთელი სიცოცხლე გიჟს ვეძებდი, ამ სიტყვის კომპლექსური გაგებით :))

ავტორი: MAIKO
18.11.2009 03:52
ჯაკლინ, არა, კაცები ძალიან ჭკვიანები არიან. :)
მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ჭკუის ნაკლებობას არც ქალები განვიცდით. უბრალოდ, ამას არ ვაჩვენებთ. პროვოცირებას საკუთარი სურვილით ვეგებით და ეს შენ ძალიან კარგად გესმის რატომაც ვიქცევით ასე. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავთ, ზოგჯერ ვატარებთ, მაგრამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ და ვხვდებით. რატომ არ შეიძლება ერთხელ ისინიც იყვნენ გულწრფელები? და ლაბირინთებში სიარულს თავი ანებონ, თქვან პირდაპირ რას ფიქრობენ ან ის მაინც გვითხრან, როგორ მოვიქცეთ?
მოქმედება რომ ყოველთვის საჭიროა, გასაგებია, მაგრამ აქვს მოქმედებას აზრი? ეს ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ. :) იქნებ, სასაცილოდ არ ყოფნით ჩვენი სიტყვები....
მაგრამ არაფერია, გადავიტანთ როგორმე ამ სირთულეს და ალბათ ჩვენც ,,ზომიერები" დავუბრუნდებით ცხოვრების ფერხულს. :)
თუ ეს უნდათ და ამას ელიან ალბათ მიაღწევენ......

ავტორი: ირაკლი
18.11.2009 02:56
უამბეთ ბატონო გოგი. იმედია ფესტივალს მაინც დაეხმარება ჩემი სიყვარული

ავტორი: MAIKO
18.11.2009 02:46
ეჰ...... !
გოგი, გოგი................

როგორი ძლიერია ალბათ ის ადამიანი, ვისაც ზომის შეგრძნება აქვს.
მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილ ბედნიერებას ვერასდროს შეიგრძნობს.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
18.11.2009 02:41
გოგოებო, კაცები დურაკები არ არიან?

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
18.11.2009 02:38
გოგი, ხო გითხარი შიშები მაშინვე! სიყვარულზე ვის გაუგია ამდენი ლაპარაკი. მაგას კი არ ვკვნესოდი ამდენი ხანი... მაააგრამ! სიძულვილზე და სიძულვილებზე არაფერით არ შეიძლება ამდენი საუბარი. გოგიჯან, სიყვარული არის ზომიერება! მოკლედ ასეა: სიყვარული აღმოჩენაა საკუთარი თავის სამყაროში. ან: სამყაროს აღმოჩენა საკუთარ თავში. ორივე ერთად. მერე აღარ უნდა ტვინის ბურღვა. მოქმედებ, ქმნი და მორჩა. აი მაშინ ხარ ზომიერი, თუ გიყვარს. მოუთმენლად ელოდები სამყაროსთან შერწყმას. და ტკაც!

ავტორი: ირაკლი
18.11.2009 02:35
ეჰ ბატონო გოგი ისე ერთი წელი ლოდინი საყვარელი ადამიანისთვის მგონი ღირს, მგონი კი არა ნამდვილად ღირს არა?
თქვენც სცადეთ კაპიტანო რა იცი რა ხდება იმედია სპონსორს იშოვიან და ჩვენც გვეშველება ანუ მივიღებთ პასუხს სიყვარულზე
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
18.11.2009 02:42
ისე კარგი რეკლამაა ჩვენი ფესტივალისთვის
”ფესტივალი, სადაც სიყვარული იბადება - ”მე, ადამიანი”

ასე შეიძლება სპონსორი მართლაც იშოვო

თქვენ ისტორიას, ირაკლი, აუცილებლად ვიამბობ საბჭოს წევრებს:)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
18.11.2009 02:20
გოგი, ნინომ სიზმარში რომ გნახა და პირველად გაბედა აქ რაიმეს დაწერა, რატომ არაფერი უპასუხე? ვერ იპოვე სიტყვები?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
18.11.2009 02:21
მგონი მეტისმეტი მოგვივიდა სიყვარულზე
ეტყობა, მართლაც საჭიროა ახალი ტექსტის დადება...და არა სიყვარულზე:)

თორემ სულ იმას ვწერდი:, ”ზომა, ზომა...” თქვენ კი ისევ მიმტკიცებთ, რომ სიყვარულმა ზომა არ იცის

ვერ დაგეთანხმებით, ძმებო და დებო:)

ავტორი: MAIKO
18.11.2009 02:18
ირაკლი, კარგად მესმის თქვენი. :)
ალბათ, მირაჟულ მდგომარეობაში იყავით, ვერ ათვითცნობიერებდით ეს რეალობა იყო თუ სიზმარი.

ისე, რა კარგია არა, როცა შეგიძლია იჯდე და შორიდან უყურებდე საყვარელ ადამიანს, აფიქსირებდე, გონებაში იბეჭდავდე მის ყოველ მოძრაობას, მიმიკას. იმახსოვრებდე ისე, რომ აღარასოდეს გაქრეს გონებიდან. უდაოდ სიხარულია, ბედნიერებაა.

ავტორი: ირაკლი
18.11.2009 02:17
მაიკო მართალი ხარ არ გაბედო და არ მოყვე სიზმრებზე :)

ავტორი: ♥
18.11.2009 01:46
♥ ეს რა მრავალმნიშვნელოვნად "შემოგვიგდეს" :)

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
18.11.2009 02:10
ირაკლის

როდის არის მაგ ფესტივალის შემდეგი რაუნდი? უნდა ვსინჯო...
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
18.11.2009 02:16
ერთი წელი მოუწევს მოცდა ირაკლის. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ”მე ადამიანმა” სპონსორები იშოვა

ამიტომ მოქმედება ეხლვეა საჭირო:)

ავტორი: MAIKO
18.11.2009 01:56
te, რა გინდათ, ჩემს ინტიმზე დავიწყო საუბარი?
არამც და არამც! :)))
 წინა   შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8
ტექსტის ზომა - +

ბლოგერები

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS