შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / ია ანთაძე

სადაგი დღე

13.11.2009
ავტორი ია ანთაძე
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო,
ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.



* * *

დღეს ხუთშაბათია, ახალი ბლოგის დღე. მაღვიძარა 11.00–ზე რეკავს. ვგრძნობ, რომ ძილი არ მყოფნის, მაგრამ გაღვიძების დროა. ვრთავ კომპიუტერს, ბლოგს ვათვალიერებ და რამდენიმე კომენტარს ვაქვეყნებ. შემდეგ ვხსნი ფოსტას, საქმიან წერილებს ვპასუხობ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ვუგზავნი ტარიელ ცეცხლაძეს ბათუმში. ამ დროს ვიგებ, რომ ჩემი უსაყვარლესი ბიცოლა მოსულა სტუმრად. რაღაც მაქვს გადასაცემი. მასთან ერთად ვსვამ ყავას, ცოტას ვსაუბრობ და წასასვლელად მზადებას ვიწყებ.

* * *

დღეს ოთხ საათზე „ცხელი შოკოლადის“ ოფისში ამერიკის ელჩი, ბატონი ჯონ ბასი, მედიაკლუბის წარმომადგენლებს გვხვდება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვინ ესწრება შეხვედრას, მაგრამ ვიცი, რომ ჟურნალისტიკის პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ.

ვიდრე წავალ, ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. ღამით „საკანი N5“–ის სტუმარი ვარ და მინდა, „უცნობს“ ბლოგზე გამოქვეყნებული რამდენიმე საინტერესო და სახალისო მასალა ამოვუბეჭდო. წაიკითხავს და მიხვდება, რომ ჩვენი ბლოგი გონიერი და ნიჭიერი ადამიანების შეკრების ადგილია.

* * *

ბატონ ელჩთან შეხვედრა ორ საათს გრძელდება. გულწრფელად ვუხსნით ჩვენს პრობლემებს. ყურადღებით გვისმენს და ფურცელზე სქემებს ხაზავს. საუბრის დიდი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთმობა. თუმცა, ზოგად სურათსაც ყველა ჩვენ–ჩვენი შტრიხებით ვავსებთ. ბოლოს გვეკითხება, რისი გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, მაგალითად, უახლოესი სამი თვის განმავლობაში. მომწონს ეს შეკითხვა. ვკონკრეტდებით მედიამფლობელების და სარეკლამო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეების გამჭვირვალობაზე. ბატონი ჯონ ბასი გვპირდება, რომ ჩვენთან დიალოგს ამით არ ამთავრებს. კმაყოფილი ვარ. ამერიკის ახალი ელჩი ჯერ ტელეეთერშიც კი არ მყავდა ნანახი, ისე გავიცანი პირადად; ხოლო ძველ ელჩს ერთხელაც არ შევხვედრივარ. არაფერი მიშლის ხელს, ვიფიქრო, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის პრიორიტეტები იცვლება და უფრო მეტად ორიენტირებული ხდება, მაგალითად, სიტყვის თავისუფლებაზე.

* * *

„ცხელი შოკოლადის“ რედაქციიდან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივდივარ. მაგვიანდება. ექვსზე კომისიის სხდომა გვაქვს და სტუმრებმა მიმასწრეს. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ათ ქალაქში კონკურსი გამოვაცხადეთ. სკოლის მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის ტექსტის „გადმობავშვურება“ და ზოგიერთი მუხლის ილუსტრირება შევთავაზეთ. უამრავი ნაშრომი დაგვიგროვდა. მიკვირს, როგორი აქტიურები არიან 10–14 წლის ბავშვები, განსაკუთრებით, რეგიონებში.

კომისია კონკურში გამარჯვებულ ნამუშევრებს არჩევს. მეც ვუერთდები. ვკითხულობთ კონვენციის თითოეულ მუხლს და საუკეთესო ინტერპრეტაციას ვეძებთ. სახალისო სამუშაოა, თანაც, კომისიის წევრები ერთმანეთზე საინტერესო ადამიანები არიან. ლიდერი მაინც ბატონი გია მურღულიაა. ხუთ წუთში ერთხელ იგავ–არაკს ან ანეკდოტს ყვება. მის გვერდით მყოფთათვის სასიამოვნო და სასარგებლო ყოველთვის ერთმანეთშია ჩაწნული. ჯერ ვფიქრობ, მერე კი ხმამაღლა ვამბობ: „ბატონო გია, იმდენი საინტერესო ამბავი რომ ვიცოდე, რამდენიც თქვენ იცით, რა შესანიშნავ ბლოგებს დავწერდი!“ ყველაფერი კარგი ბლოგს მახსენებს.

ჩვენი თანამშრომლების მეორე ჯგუფი გვერდით ოთახში ახალ პროექტზე მუშაობს. პერიოდულად გავდივარ და მათ ამბავს ვკითხულობ, მერე ისევ ბავშვების ტექსტებს ვუბრუნდები. პრინციპში, ყველაფერი რიგზეა, რადგან ირგვლივ მხოლოდ გონიერი და საქმიანი ადამიანები არიან. კმაყოფილი ვარ.

* * *

სტუმრებს ვაცილებთ და ჩემებთან ვრჩები. 23.00–იდან „საკანი N5“–ის სტუმარი ვარ. კიდევ ერთხელ (მერამდენედ!) მეკითხებიან, დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ „უცნობს“ უნდა ვესტუმრო. მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ ორი დღის წინ ამ საკნის ერთ–ერთმა სტუმარმა გია იაკობაშვილმა უდიერად მოიხსენია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელზეც ჩემს კოლეგებთან ერთად თითქმის ორი წელია, ვმუშაობ. მეც ამ ქარტიას მიმაყოლა. ჰოდა, ახლა „საკანში“ მივდივარ, რომ ავხსნა, რა და როგორ არის სინამდვილეში. ჩემს თანამშრომლებს (რომლებიც, პირველ რიგში, ჩემი მეგობრები არიან) ეშინიათ, კიდევ რამე უსიამოვნებას არ გადავეყარო. მე მშვიდად ვარ. მათგან ბოლო რჩევებს ვისმენ და „მაესტროში“ ტაქსით მივდივარ.

* * *

საკანი ისევ ისეთია, როგორიც ბოლო სტუმრობისას დავტოვე. პატიმარი თბილად მხვდება და ვიცი, რომ საშუალებას მომცემს, ყველაფერი ვთქვა, რის სათქმელადაც აქ მოვედი. ვთქვა, რომ ქარტია საზოგადოების ხელში ჟურნალისტების კეთილსინდისიერების ტესტია; რომ ამ დოკუმენტის ყველა სიტყვა ასზე მეტ ადამიანთან არის შეთანხმებული; რომ მე ქარტიის პროექტზე მთელი წელი უხელფასოდ ვიმუშავე, მასში მთელი გული და სული ჩავდე და დიდი უსამართლობაა, ვინმემ ამ პროექტში ანგარების ნიშანწყალი დაინახოს.

ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობთ და ვხედავ, რომ „უცნობის“ გულში ღრუბელი საბოლოოდ გავფანტე. ზრდილობისთვის კი არ მეთანხმება, – ეჭვი მართლა აღარ ეპარება, რომ ქარტია საჭირო დოკუმენტია და რომ მე კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ. კიდევ რამდენიმე თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სრულიად თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა „უცნობს“ ვესტუმრე. შინ დაბრუნებული ვიგებ, რომ „საკანი N5“ არსებობას წყვეტს. მგონი, მე ბოლო გადაცემის სტუმარი ვიყავი. მაგონდება, რომ მე ვიყავი ბოლო სტუმარი შალვა რამიშვილის გადაცემისაც, რომლის სახელწოდება არ მახსოვს და რომელიც „202“–ზე გადიოდა შალვას დაპატიმრებამდე.

* * *

შინ დაბრუნებულს, ბლოგზე კომენტატორები მელოდებიან. როგორ იქნა, მძიმე დღის ბოლოს, მათთან სასაუბროდ მოვიცალე. ყოველი დღე ბლოგით მთავრდება, რაც შესანიშნავია. ახლა ვმსჯელობთ, გამოვაქვეყნოთ თუ არა „რეზონანსში“ ბლოგის მასალა. თუ გამოვაქვეყნებთ, რა ფორმით. მაკომ ბევრი იშრომა, ტექსტი შეამოკლა და დახვეწა, თემური კი ჯიუტობს და ვეტოს უფლებას ითხოვს! სოლომონი და კავკასიოლოგი, ტრადიციულად, ერთმანეთის გაკენწვლით ერთობიან. ალექსანდრემ შესანიშნავი კომენტარი გამოგზავნა. გამთენიისას „უცხოც“ გამოჩნდა. ამასობაში, ლევან რამიშვილს ვწერ წერილს იმის გასარკვევად, გვესტუმრება თუ არა ბლოგზე დამდეგი კვირის ორშაბათს და სამშაბათს. ჩვენი მიმოწერა „ფეისბუქზე“ საათნახევარს გრძელდება და სრულდება იმით, რომ ლევანი ამ კვირაში ვერ გვეწვევა, თუმცა, მე მას წარმატებებს ვუსურვებ და ისიც მადლობას მეუბნება. ემოციურად დატვირთული მიმოწერაა, რადგან ძეგლივით ცივ ლევან რამიშვილს გულწრფელობისკენ ვუბიძგებ და ისიც მომყვება. კმაყოფილი ვარ – რამდენიმე წლის წინ აგებულ ყრუ კედელში, მგონი, ნაპრალი ჩნდება.

* * *

გამთენიისას, ხუთის ნახევარზე, ახალი ბლოგის წერას ვიწყებ, აი, ამ ბლოგის, რომლის კითხვასაც სულ მალე დაასრულებთ. დილის ცხრა საათი ხდება, თვალები თავისით მეხუჭება და ჩემი დღეც სრულდება. ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელშიც ზოგიერთი პერსონაჟი და ინტერიერი ყოველდღიურად იცვლება (ელჩის მაგივრად, ვთქვათ, რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; სტუდია „მაესტროს“ ნაცვლად, ვთქვათ, „რადიო თავისუფლება“ ან რადიო „პალიტრა“). მაგრამ სცენარის ღერძი თითქმის უცვლელია. უცვლელია ჩემი განწყობაც: რთული დღე დასრულდა, მაგრამ, პრინციპში, კმაყოფილი ვარ.

ყველაფერთან ერთად, იმით ვარ კმაყოფილი, რომ დღევანდელი დღე დღევანდელ საქართველოში შედგა. ეს ბლოგიც მასზეა: მასში ჩვენს მოძრაობაზე, მისი ღონისა და სიცოცხლის იმედზე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
 წინა   შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 19
ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.11.2009 01:21
უფრო კონკრეტულად.

შაბათამდე ყველა ბლგერმა დაწეროს მცირე ჩანახატი, ესსე იმის შესახებ თუ რა განცდები ჰქონდა 23 ნოემბერს, რას მოელოდა, რა მიიღო........... მიუხედავად დასავლური ფულისა, კონკეტული ინტერესებისა, ეს იყო სახალხო მოძრაობის კულმინაციის დღე... ყველას გვქონდა განცდები... ვისაუბროთ ამაზე. შევარჩიოთ რამოდენიმე ჩანახატი, ესსე.... დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე, კაპიტანი, სოლომონი, უცხო, მაკო, ირმა, კავკასიოლოგი და ყველა ბლოგერი იპოვის ძალებს საინტერესო აზრები ჩამოაყალიბონ. ერთგვარი პროტესტიც იქნება - პოლიტიკოსების სრული იგნორირება - ერთი დღე მათ გარეშე. ერთგვარი აქცია.......
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:32
კარგია, ლაჩო. მე მხარს გიჭერ. ოღონდ, უნდა გავაფორმოთ მუსიკალურად, რომ არ იყოს მხოლოდ ჩემი ხმა და თქვენი ნაწერი. შეგიძლიათ, თქვენ თვითონ ჩაწეროთ, ვინც ისურვებთ. ოღონდ, ეს ძალიან სწრაფად უნდა გადავწყვიტოთ. სულ 800 სიტყვა უნდა იყოს, ოღონდ. ორი წუთი კი – მუსიკა. ოღონდ, ნაწყვეტ–ნაწყვეტ. მგონი, შესანიშნავი იდეაა.

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2009 01:20
ბოკერიას ..ნერვები''თუ კიდევ შეგრჩათ ხალხო,ყოჩაღ თქვენ...ეს პიროვნება დემაგოგი და გაიძვერა ადამიანია!რაც კითხვაც არ უნდა დაუსვა,მაინც მის ნათქვამს ,,ჰაი ჰიტლერ უფრო სწორედ ჰაი მიშა''რეფრენივით გაჰყვება.რამიშვილი ხელისუფლებას ,,რაღაცისთვის''სჭირდება და ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი რაში.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:30
თორნიკე, ჩემო კარგო, ჩვენს ბლოგში ადამიანის შეურაცხყოფა დაუშვებელია. შეგიძლიათ, ყველაფერი თქვათ, მაგრამ ფორმა შესაბამისი უნდა მოძებნოთ. ახლა გაფრთხილებთ, შემდეგში კი, დარწმუნებული ვარ, აღარ დამჭირდება რჩევების მოცემა ეთიკის კუთხით. არ მიწყინოთ, წესია აქ ასეთი.

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.11.2009 01:05
23 ნოემბერი... როგორც ჩანს, მომავალი 5-10 წლის განმავლობაში აქტუალური თარიღი იქნება. სავარაუდოდ, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში იმიტომ რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნება. შემდეგ ალბათ, დღევანდელ მთავრობის წევრებზე, როგორც მსხვერპლზე ისე ვისაუბრებთ...

არ გინდათ, რომ 23 ნოემბერი ისევ ჩვეულებრივი დღე გახდეს? ისეთი როგორიც 2003 წლამდე იყო.... მხოლოდ რელიგიური დღე იყოს...

არ მოგბეზრდათ? არ დაიღალეთ?

მე კიიიიიიი....................................................................

ახლა, ტვინს იჭყლიტავთ, ვინმე განსხვავებული მოვიწვიოთო, თან გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდესო........

სულ ნუ მოვიწვეთ ვინმეს. ერთი წერილი დავწეროთ, საერთო, რომელსაც, ია, 10 წუთის განმავლობაში წაიკითხავს. ეს დღე არ მივცეთ საზოგადო ოღვაწეებს და პოლიტიკოსებს, 23 ნოემბერი ვაქციოთ ნორმალურ დღედ........................

In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:09
შეიძლება, მაგრამ ათი წუთი წერილის კითხვა – ცოტა ცუდი ფორმატია რადიოსთვის. მაშინ, რაღაცით უნდა გავაფორმოთ. თუმცა, ეგ არ გაგვიჭირდება.

ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan
20.11.2009 01:01
სტუმრების არჩევისას ძალიან ვიღლები ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ რაც უფრო მეტად ვიღლები და თავს მაბეზრებს ეს რუტინა - ყოველი სამშაბათის შემდეგ ყველაფერი თავიდან, მით უფრო მეტად ვხედავ მე იმ სივრცეს რომელშიც ვცხოვრობ და მით უფრო მეტად ვიმახსოვრებ იმ ადამიანებს, რპმლებიც დაჟინებით მიმტკიცებენ, რომ ჩემზე ზრუნავენ...მით უფრო მეტად მამახსოვრდება მათი დანაპირები და მით უფრო მეტი ყურადღებით ველი ამ დანაპირების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს!

სტუმრობის ჩემი კანდიდატები არიან:

1. ბოკერია გიორგი
2. შალვა რამიშვილი


ავტორი: ჰასან მ.ჯ. კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
20.11.2009 00:55
ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan 20.11.2009 00:15
თუ პროპაგანდაა ეს ფილმი ნუღარ ნახავთ და მორჩა. ნეკრასოვი არ არის ის, ვინც ფულის გულისთვის გადაიღებს ასეთ ფილმს (ჯერ არ მინახავს. მაგრამ მასაც და მის ფილმებსაც ვიცნობ). თუ ეს პროპაგანდაა, ეს სათქვენოდ არ არის გათვლილი. სწორედაც კარგია, რომ არაქართველის გადაღებულია, როცა ეს ინტერნაციონალური მასშტაბით არის გათვლილი. უკვე დავწერე, კირთაძემაც გადაიღო ფილმი ამ თემაზე. პროპაგანდა შეიძლება ეწოდოს გარსიას ფილმს და არა მგონია ნეკრასოვი ამას იმსახურებდეს.
თუ რამე არ მოგეწონათ, - ეს გასაგებია, მაგრამ გაუგებარია რატომ აყენებთ ეჭვქვეშ ამ ფილმის მიზნებს, რომელიც თქვენი პროპაგანდისათვის არ არის გათვლილი. თუნდაც ეს გათვლილი იყოს. ფილმის გადაღებაზე უამრავი საუბრები მიმდინარეობდა და ბევრი მიუღებელიც ვიცი, მაგრამ ყველაფერს დიფერენციაცია სჭირდება.
"პ.ს. მომავალში ყევლა ის ვინც საქართველოზე წიგნს დაწერს და ფილმს გადაიღებს ( მერე სტატიას გამოაქვეყნებს, მერე გვახსენებს...) ჩვენი ქუჩების სახელებად უნდა იქცნენ???"

იცით რამდენი ღირსეული და საქართველოს დიდი ქომაგი სრულიად დაუმსახურებლად ან გაპამპულავებულია ან კიდევ საერთოდ უცნობია საქართველოში?
ამ უმადურობაზე რა იტყვით, რა ვქნათ? ფეიბუქზე დავდოთ?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2009 00:55
სავარაოდო კანდიდატები როდის დასახელდება?
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 00:58
ახლა, თორნიკე, ახლა ვასახელებთ კანდიდატებს.

ავტორი: kaldea
20.11.2009 00:52
ნეკრასოვის ფილმზე დისკუსიაში მეც შემოგიერთდებით.:)
ჩემი აზრით, ეს ფილმი არის განკუთვნილი მხოლოდ რუსი მაყურებლისთვის.
მთავარი ამ ფილმში არის ორი რამ :
1. გააბათილოს კრემლის მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომლის მსხვერპლიც რუსი მოსახლეობაა, რომ ქართველები არიან ბარბაროსები, კაციჭამიები და ა.შ.

2. აჩვენოს რუსული პოლიტიკის სისასტიკე და ძალადობრივი მხარე.
ესეც რუსი მოსახლეობისთვის არის : თუნდაც აფხაზეთის თემას ამიტომ უბრუნდება ფილმის ბოლოს , რომ რუს მოსახლეობას უთხრას : აი, ამიტომ დავკარგეთ საქართველო - ჩვენი სისასტიკის გულისთვის.

სიმართლე გითხრათ, სწორედ ამის გამო ჩემთვის გაუგებარია, რატომ აიტაცეს ეს ფილმი ქართულმა ტელევიზიებმა და ასევე რატომ ჰგონია ზოგიერთ ქართველს, რომ ეს ფილმი ჩვენ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობისგან გვათავისუფლებს.

ეს ფილმი ასევე არ არის ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.
ქართულ-ოსურ-აფხაზური ურთიერთობებიც გადმოცემულია იმ მთავარი კონტექსტის ფონზე:
" ჩვენ, რუსები, ვაჩვენებთ ქალაქის დაბომბვის კადრებს, როგორც ცხინვალის დაბომბვას... ამ, დროს ამ კადრებში იბომბება ქალაქი - გორი... ჩვენ, რუსები, ვაჩვენებთ დახოცილებს, როგორც ოსებს, სინამდვილეში კი ქართველები არიან კადრში..რატომ ვაკეთებთ ამას?"
მოკლედ, ნეკრასოვი და მისი მეუღლე მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას ესაუბრება ამ ფილმით - ჩვენ, რუსებს, რა შეგვეშალა ქართველებთან ურთიერთობაში - ამის, ახსნას ცდილობენ....

ამიტომ თუ ამ ფილმს შევხედავთ, როგორც მხოლოდ რუსებისთვის განკუთვნილ ფილმს, მაშინ ის, არ არის იმდენად პროპაგანდისტული.. პირიქით, რუსული პროპაგანდით მოწამლულ ხალხს ცდილობს ალტერნატიული სურათი დაანახოს საქართველოს შესახებ...

მაგრამ, თუ ქართველები შევეცდებით, რომ ეს ფილმი ჩვენი პროპაგანდისთვის გამოვიყენოთ - ეს ძალიან არასწორია. :)

ჩვენ ეს ფილმი სრულიად არ გვათავისუფლებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობისგან... თუნდაც , აფხაზებთან და ოსებთან - განსაკუთრებით ოსებთან, შარშანდელი ცხინვალის დაბომბვით...

გასაგებია, რომ ჩვენ ბევრად უარესი სისასტიკე მივიღეთ უკან, მაგრამ მაინც - ჩვენ ჩვენს ქმედებებზე უნდა დავფიქრდეთ ...
სხვები , ამ შემთხვევაში ნეკრასოვი და ოლგა კონსკაია - "თავისიანების" ქმედებებზე ფიქრობენ ...


ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
20.11.2009 00:47
ბატონო ალექსანდრე!
ერთი იდეა მაქვს, გ. ხაინდრავას შევუკვეთოთ დოკუმენტური ფილმი თბილისის ომზე. ქართველია, ჩახედულია ამ საქმეში, ალბათ მისი ფილმი ნამდვილად მოგეწონებოდათ.
ისე რაც ოპოზიციურ აქციებში და საკნებში დაიხარჯა ერთ ფილმს კი გადაიღებდა კაცი, თუმცა უცნობის დროშაზე გავლა ყველანაირ დოკუმენტურ მატიანეს უსწრებს წინ, ეს ერთი კადრი დიდი ხანი ეყოფა საქართველოს არა?

ავტორი: temuri
20.11.2009 00:47
ირმუსიკ:
ია ტებია ოდინ უმნი ვეშ სკაჟუ, ტოლ'კო ტი ნე ობიჟაისა!
წასვლაში რა გიშლის ხელს? ბლოგში იქედანაც ჩაერთვები, თანაც ხელი მუდამ პულსზე გექნება, როგორც კი რამე გამოსწორდება ეგრევე ჩამოხვალ. ჩვენ აქ დაგელოდებით:)

ავტორი: IrMa
20.11.2009 00:42
ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან

გიორგი,რა თქმა უნდა 'გაფარჩაკება" არ არის მოწვევის კრიტერიუმი.არასწორად დავწერე..უფრო სწორედ ხან ზუსტად ვერ გადმოვცემ ხოლმე რასაც ვგულისხმობ და ეს ცემი პოსტის ის ვარიანტი იყო.:)მაგრამ ეგეც ვიცი რომ "ღადავს" დაიწყებს,და ინტელექტუალურ სპეკულაციებს საკუთარი საქციელის გასამართლებლად იმისდა მიუხედავად ვკითხვათ თუ არა ამაზე.რა ვიცი გუშინ მინდოდა მოგვეწვია და დღეს გორდაძის კანდიდატურას მივემხრობი თუ საშუალება იქნება.შალვა უმუშევარი დარჩენილა სხვა დროსაც მოვიწვევთ:)

ავტორი: lika
20.11.2009 00:40
aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan
20.11.2009 00:15


ვფიქრობ,უცხოელები მშვენივრად გაიგებენ იმას, რაც საჭიროა, შესაძლოა ჩვენზე უკეთაც, მიშას დემოკრატიის ამბავიც არაჩვეულებრივად მოეხსენებათ და ბევრი სხვა რამეც. საქმე იმაშია, გაგება თუ შველის საქმეს. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა რომ არ გააკეთებს, ამის თქმა ღია კარის მტვრევა მგონია. რაც შეეხება მხარდაჭერას და დაფინანსებას, ვისგან მოითხოვთ, ხელისუფლებისგან???!!!

სასურველ სტუმრებს შორის დათო მაღრაძის კანდიდატურასაც ვუჭერ მხარს.

ავტორი: temuri
20.11.2009 00:39
ირმა :
შენ ოღონდ არ გაბრაზდე და ... და საქართველო არ დატოვო და ...
ნონა გაფრინდაშვილზე რას იტყოდით?

ავტორი: temuri
20.11.2009 00:37
ზარალაც რამიშვილია გიორგი, თან გიორგობაცაა, როგორია? მოდი ქალაქობანას პონტში ვითამაშოთ, ჯერ რამიშვილები ჩამოვთვალოთ!
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 00:48
გიორგი ნაღდად არ მოვა, ჩემი ხათრითაც კი!

ავტორი: lika
20.11.2009 00:19
გიორგი ყარყარაშვილი

ავტორი: ანონიმი
20.11.2009 00:19
ავტორი: temuri 19.11.2009 23:46 რამიშვილი შალვა არ გვინდა. რამიშვილი ლევანი არ მოდის. რამიშვილი ოთარი მოგვეწვია. სიდედრზე გვიმღერებს სიმღერას

ნინო რამიშვილიც ჩაგერთო სადმე..
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 00:20
მთლად კარგი აზრია, რევოლუციასთან ესთეტური კავშირი აქვს.

ავტორი: IrMa
20.11.2009 00:15
ავტორი: temuri 19.11.2009 23:52
თემურ

,გულწრფელად გეტყვი შენი ზოგიერთი წინადადება ძალიან აღმაფრთოვანებს ხოლმე,ვფიქრობ რომ ძალიან პრაგმატული და გონიერი ადამიანი ხარ.მაგრამ ეს წინადადება არ არის ასეთი,ანუ მაღრაძის მოწვევა და მხარს არ ვუჭერ,იმიტომ რომ ჯიგრული საუბარის მოსმენა კი არ მინდა სერიოზული და არატენდენციური ანალიზი მჭირდება.ჯიგრული საუბარში"გრეჩიხებს" ვერავინ აჯობებს მაგრამ მერე რაა..

იცი თემურ მე ამ ბლოგზე არ ვერთობი..მე ამ ბლოგზე დასკვნას ვაკეთებ წავიდე ემიგრაციაში და მაგ მიმართულებით ვიფიქრო თუ ყველაფრის მიუხედავად ააქვს ამ ქვეყანას მომავალი და შემიძლია ჩემი წვლილის შეტანა ამ მომავლის შენებაში.ასე რომ რაც არ უნდა არასერიოზულად მოგეჩვენოთ ჩემი გამოხტომები,ნებისმიერ გონივრულ პოსტს ან კომენატრს სრული სერიოზულობით ვისრუტავ და ვამუშავებ.

მამაკაცის მხოლოდ გარეგნობით ტკბობისათვის ჯერ არსად არ წავსულვარ თემურ და გამიჭირდება რადიო"თავისუფლებაში" მივიდე.

ლექსები არ ვიცი ,რაც მომისმენია არ მომწონს.შეიძლება აქვს ისეთი ლექსები რომლებიც მომეწონებოდა რომ მომესმინა,შეიძლება კარგი ლექსებია აქვს მაგრამ მე არ მომწონს.
მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ.

დიდი პატივისცემით ირმა.




ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan
20.11.2009 00:15
საღამო მშვიდობისა იანეთელებო!

"ჩემი გიორგი აღარ არის, არა! - ჰღმუოდა ხმადაბლა დედა. - მე დავრჩი, მე და გიორგი კი აღარ არის!.. შვილო, წამიხველ? მომიკვდი? წამიხველ, წამიხველ და აღარ მომიხვალ!.. შვილო, შენი დასამარხავი ვიყავ და მე გმარხავ შენა, მე!.. შენი დასატირებელი ვიყავ და მე დაგტირი!... ამ ხელებმა გაგზარდა და ამ ხელებმავე უნდა მიწა მოგაყაროს!? მაგ ხელებს უნდა დაეკრიბნა ჩემთვის გულზე ხელი და ეხლა მე უნდა დაგიკრიბო, მე!.. ვაი დედას, ამის დამსწრეს!.."

აბა ეხლა იმათ ვისაც ფილმი გაქვთ ნეკრასოვის ნანახი აიღეთ და ოთარაანთ ქვრივის გლოვის მერე ნახეთ, კიდევ ერთხელ!

ლიკა : "მე მესმის თქვენი გულისტკივილი, ალექსანდრე, და სრულიად
გეთანხმებით, მაგრამ ამას რუსი ვერ იტყვის და თუ იტყვის, გამაღიზიანებლად. ეს ქართველმა უნდა თქვას და ისე უნდა თქვას, როგორ შთამბეჭდავადაც ამ ფილმშია ნათქვამი ის, რაც არის. დამეთანხმეთ, რომ ნამდვილად დიდი სიმამაცე სჭირდება დღეს რუსეთში იმის თქმას, რაც ითქვა. რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას თავის გასამართლებლადაც სჭირდება ეს ფილმი, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც არ იცის, რა მოხდა შარშან და უფრო ადრე, აფხაზეთში (უცხოელებს ვგულისხმობ), გაიგონ. მართალი გითხრათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაც მგონია ამ ფილმის ჩვენება, რომ ჩვენ თითქმის დაგვავიწყდა აფხაზეთის ამბები. ეს შეხსენებაცაა".

ლიკა ის რაც ნეკრასოვს გადაუხადეს ან მხარდაჭერა აღმოუჩინეს ის ფული მხარდაჭერა იმ ქართველ რეჟისორებს და დოკუმენტალისტებს მისცენ ვინც 100 000 - ჯერ უკეთესად გააკეთებს, მაგრამ ის ვინც უკეთესად გააკეთებს ის უკეთესადაც ხედავს სად ყარს და სად არა. უცხოელებმა თუ უკეთესად უნდა გაიგონ გაიგონ ბატონებო, მაგრამ ისინი იმასაც გაიგებენ, მგონი მეტ წილად, რომ მიშას უყვარდა დემოკრატია, რუსეთს და დემოკრატიას კი მისჰა ფეხებზე ეკიდა და მიშა გაბრაზდა,,. ძალიან გაბრაზდა და...მარცხი მოუვიდა... აფხაზეთის შეხსენება კი მე ნეკრასოვის არ მინდა!!!

ტე:

"იცით ესე ბლოგში მუხიანიდან წერა ადვილია ბატონო ალექსანდრედა სხვების შეცდომებზე ლაპარაკიც უფრო სასიამოვნო ზოგიერთებისთვის, მე კიდევ რეზერვისტ ქირურგ მეუღლეს ველოდებოდი რომ ცოცხალი დაბრუნებოდა ორ შვილს, და მზად ვიყავი მეც მიმეღო მონაწილეობა თუნდაც ეს დიდი სისულელე ყოფილიყო, ძალიან მარტივი რამის გამო სამშობლოს სიყვარულისთვის".

ტე მე შესაძლოა ბევრი მიქაქანია და ბევრჯერაც გამიწითლებია ქაღალდი, თეთრი ფითქინა, მაგრამ დამიჯერეთ ის რაც მე სამშობლოს სიყვარული მგონია იქ უპასუხისმგებლოდ კრინტს არ ვძრავ და ქაღალდს სულსაც არ ვუბერავ. მომიტევეთ მერე მეტის თქმის სურვილი არ მაქვს, უნდა გამიგოთ...:)))

ხო ფილმს კიდევ ერთხელ უყურე დღეს და 100 % - იანი პროპაგანდაა და დამიჯერეთ ამას დეტალებში, იქ სადაც ეშმაკები იმალება, დაინახავთ, როგორც კი მეორედ ან მესამედ ნახავთ!

პატარა მინიშნება დაფიქრდით ბევრი მოქმედების დროსა და ადგილის დროსა და ადგილზე და ბევრს რამეს მიხდვებით...:)))

პ.ს. მომავალში ყევლა ის ვინც საქართველოზე წიგნს დაწერს და ფილმს გადაიღებს ( მერე სტატიას გამოაქვეყნებს, მერე გვახსენებს...) ჩვენი ქუჩების სახელებად უნდა იქცნენ???


ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
20.11.2009 00:09
ღამე მშვიდობისა!

ია,
3-4 დღის წინ გორდაძე მგონი ბაქოში იყო, ხვალ შეიძლება უფრო ზუსტი ინფორმაცია იყოს, ვფიქრობ მანამდე თქვენ შეიტყობთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, გაგაგებინებთ.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 00:16
ჯერჯერობით, არავინ გამომხმაურებია, სამწუხაროდ.

ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
20.11.2009 00:06
IrMa,
გაფარჩაკდა და არ მოვიწვიოთ კარგი არგუმენტია?
ჩემი აზრით აქამდე მოწვეულ სტუმრებში არაერთი გაფარჩაკებული იყო, მაგრამ ინტერვიუები მაინც საინტერესო გამოვიდა. ზოგ ფარჩაკს ინფორმაცია აქვს, ზოგს გავლენა, ზოგს ბერკეტი, ამიტომ ეგრე ხაზის გადასმა არ გამოდის. ფარჩაკებს და ჩარეცხილებს თუ არ მოვიწვევთ მალე დაიხურება ეს რუბრიკა :)

ავტორი: temuri
20.11.2009 00:04
ჩვენ არც ცივი ომი გვინდა/
და არც ცხელი ომი/
ცივი გვინდა საცივი და/
ცხელი კიდევ ღომი!
რატი ამაღლობელი არ იქნებოდა ურიგო.

ავტორი: ჰასან.მ.ჯ.კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
20.11.2009 00:02
ავტორი: IrMa 19.11.2009 22:58
ვერ გაიგე ძვირფასო, კრიტიკა არ არის ჩემი თვითმიზანი-თქო. რაც შეეხება სიმართლეს, იმას მე ყოველთვის კონტექსტში განვიხილავ და მის სარგებლიანობაზე შეკითხვას მაინც ვსვავ. წავიკითხე დაწერილი და ასე გადავწყვიტე. შენი დაინტერესება ჩავთვალე იმად, რომ შენი მოლოდონისათვის პასუხი გამეცა.

ავტორი: ია ანთაძე 19.11.2009 23:01
ია, ყველაფერი იცით! მაინტერესებს თქვენი აზრი ნანი ბრეგვაძის „თბილისოს“ სიმღერის შესახებ. პუტინის მერე აღარ ვიცოდი რა მექნაო და მერეო „თბილისო“ ვიმღერეო. ეტყობა პოდმასკოვიე ვეჩერას აპირებდა, თუ, რა ჰქონდა ნეტავ მომზადებული რეპერტუარიდან „თბილისოთი“ რომ შეცვალა?
ია, ნეკრასოვი არ არის ის დოკუმენტალისტი, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი ნებისმიერი ფილმი ნახვის ღირსი, რომ არის? გინახავთ მისი ფილმები? როგორ გგონიათ, მისი ეს ფილმი საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს ინტერესებისათვის პოზიტიურ როლს შეასრულებს თუ არა?

სტუმარი: თორთლაძე, გორდაძე.

ავტორი: temuri
19.11.2009 23:52
ირმა, რამდენადაც ვიცი, რადიოეთერის ხშირი სტუმარი ხარ. ჰოდა შენ მაღრაძის ყურებით დატკბები, მე კი რადიოთი მის ლექსებს მოვისმენ. ვატიკანი და იტალიელები, ჯილდოს ჯილდოზე უძღვნის და შენ რატომ უყურებ მწყრალად მაგის პოეზიას? ანალიზიც ჯიგრული აქვს, რას უწუნებ?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
19.11.2009 23:47
საღამო მშვიდობის ,,იანეთელებო''!ეხლა დამთავრდა დავით პაიჭაძის ახალი გადაცემა ,,დიალოგი'',რომელშიც ბექა მინდიაშვილი და გიორგი ანდრიაძე იყვენენ მოწვეული(რა თქმა უნდა ცალცალკე).ბოლოს პაიჭაეს ხმა აუკანკალდა,რადგან ანდრიაძემ ერთგვარი ,,ლუსტრაცია''მოახერხა ,,პაიჭაძეების'',,,თუთბერიძეების'',,,ბუასილების'' და მათი თავკაცის მიშასი!ამიტომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურე ხმააკანკალებულ პაიჭაძეს.რაც შეეხება სტუმარს ჩემი აზრით ისტორიკოსი უნდა მოვიწვიოთ,რომელიც ,,ვარდების რევოლუციის''ავ-კარგს შეაფასებს და ისტორიულ კონტექსტში განიხილავს.ჩემი კანდიდატურია-გიორგი კალანდია.ქალბატონო ია მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა გვესტუმროს,ან ,,ვარდების რევოლუციის''მონაწილენი?(იქნებიან კი ისინი ობიექტურნი).როცა ასეთ რამეს ვამბობ პირველიგში ვსვამ კითხვას რა მოგვიტანა ,,რევოლუციამ''?!იმის გარდა,რომ ამღვრეულ წყალში ,,მერაბიშვილის''მსგავსმა ადამიანებმა თევზი დაიჭირეს და თუნდაც თქვენ ამჟამინდელ პროფესიას(და ჩემს მომავალ პროფესიას)დუბინკა ურტყეს ,,თავში''.ყველამ იცის ,რომ ეს ,,რევოლუცია''დასავლეთიდან ფინანსდებოდა და ყველამ კარგად იცოდა ,,შევარდნაძე''მხოლოდ პიროვნულად მიდიოდა და არა იდეოლოგიური თვალსაზრისით.შევარდნაძე-რუსეთმა დაგვისვა,ხოლო მიშა-დასავლეთმა.შედეგით კი ერთმანეთს აჯობეს.

ავტორი: temuri
19.11.2009 23:46
რამიშვილი შალვა არ გვინდა. რამიშვილი ლევანი არ მოდის. რამიშვილი ოთარი მოგვეწვია. სიდედრზე გვიმღერებს სიმღერას
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 23:50
კარგია, მომეწონა.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 23:32
იას
19.11.2009 23:20 -ზე

ნავთობკორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რევოლუციის შემდეგ საზღვარგარეთ, მთლად თავისი ნებით არ წასულა, იძულებული იყო გარკვეულწილად, რამდენადაც მე ვიცი. თუ ასე არ იყო, მაშინ "ერთგვარი მსხვერპლების" სიიდანაც ამოვშლი და გიორგი ჯოხთაბერიძით შევცვლი.

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 23:31
ახლა პირწიგნაკზე დავდე შეკითხვა თორნიკე გორდაძესთნ დაკავშირებით. ალბათ, რამეს შევიტყობთ.

ავტორი: IrMa
19.11.2009 23:22
მოკლედ დღეს მთელი დღე ვიძახი კარგი შემფასებელი და ანალიტიკოსი მეთქი და მოვიწვიოთ თორნიკე გორდოძე,დაა მსხვერპლი მოვიწვიოთ სულხან მოლაშვილი..

ჩემი აზრი სხვა სტუმრებზე:შალვა რამიშვილი აღარ მაინტერესებს" გაფარჩაკდა" და ღირსიც არის(,ეხლა არ დამიწყოს არავინ ადამიანობის ღაღადი..ზუსტადაც რომ ღირსია.)

მაღრაძე მხოლოდ გარეგნობით მომწონს ,ლექსები არ მომწონს მაგისი.ანალიტიკა მითუმეტეს.

რამიშვილი ყველას ჯობდა ლევანი, მაგრამ არ მოვა.

ედიკაც ასევე ძალიან საინტერესო იუქნებოდა მაგრამ ...ისე კავკასიაზე ხომ იყო რამოდენიმეჯერ? ცდა უნდა,მაგრამ ია ონლაინ რეჟიმში ხანგრძლივი კითხვა-პასუხი არ ვიცი გამოვა თუ არა..ასე რომ უფრო არ გამოვა..

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი:)

და ეს თორნიკე გორდოძე ტენდენციური არ იქნება?
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 23:26
თორნიკე, რამდენადაც მე ვიცი, ძალიან საინტერესო ადამიანია. ოღონდ, არ ვიცი, საქართველოშია თუ არა. ვინმემ იცის?

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 23:19
მოლაშვილი მგონი გერმანიაში უნდა იყოს

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 23:18
ია,

მშობლიური ადგილების მიტოვება მოუხდა, ეს მსხვერპლობაა, ერთგვარი. ჩემი აზრით
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 23:20
არ ვიცი, რას გულისხმობთ.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 22:58
იას,

სტუმრობის კანდიდატების ვინაობა თავიდან:

რევოლუციის აქტიური მონაწილეებიდან:
- გიგა ბოკერია
- შალვა რამიშვილი
- ედუარდ შევარდნაძე (სახლიდან თითქმის არ გამოდის, მაგრამ სატელეფონო ჩართვა შეიძლება)

კარგი დამკვირვებლებიდან:
- თორნიკე გორდაძე

ერთგვარ მსხვერპლთაგან:
- გია ჭანტურია
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 23:03
რომელი გია ჭანტურია, მენავთობე? რატომაა ერთგვარი მსხვერპლი?

ავტორი: IrMa
19.11.2009 22:58
აი კავკასიოლოგო ხვეწნაღა გვეკლდა რაა წერილი გამოაქვეყნეო...



არ დაწერთ და ნუ დადებთ..წავალ და მარტინ ლუთერ კინგს მოვუსმენ!

რას ნიშნავს სიმართლე თქვენი პრიორიტეტი არ არის? აბა რა არის?

მართლა შხამიანი სოკო ხომ არ შეგერიათ?;)
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 23:01
დადებს, ირმა, ამ კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში. ოღონდ, არ მკითხო, რატომ.

ავტორი: IrMa
19.11.2009 22:55
ია სულხან მოლაშვილი საქართველოშია? მოვიწვიოთ ან მირცხულავა,მოვიწვიოთ თუ გარეთ არის.

არ ვიცი ვინ სად არის და რას აკეთებს...
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 22:57
არ ვიცი, მაგრამ გარკვევა, ალბათ, შესაძლებელია.

ავტორი: guruli საიდან გვწერთ: lashigelidan
19.11.2009 22:54
ჩემი შეკვეთაა: თორთლაძე ან დავითაია. სასურველია -"ბეზ ხლება", ანუ პაბლო ნერუდასა და ჯანი როდარის ციტირების გარეშე. ისე შალვა რამიშვილზეც ყაბულსა ვარ, ფერი ფერს არიან.

ავტორი: temuri
19.11.2009 22:49
1. დათო მაღრაძე თუ თბილისშია, აუცილებლად მოვა და ძაანაც კარგი სტუმარი იქნება გიორგობა დღეს.
2. შალვა რამიშვილი.
3. უცნობი.

ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
19.11.2009 22:45
შალვა რამიშვილი 23-სთვის

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 22:24
ძვირფასო მეგობრებო, დავბრუნდი შინ. დღეს უნდა ვცადოთ ახალი სტუმრის არჩევა, რადგან 23 ნოემბერი უქმეა, თანაც, განსაკუთრებული დღეა. ამიტომ, შესაძლოა, ნებისმიერი სტუმარი ვერ დავიყოლიოთ მოსვლაზე. ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, "ნულიდან" დავიწყოთ სტუმრების დასახელება. არ ვიცი, ედუარდ შევარდნაძე გამოდის თუ არა სახლიდან და ესტუმრება თუ არა "რადიო თავისუფლებას". ესეც გავითვალისწინოთ. კარგი იქნება, თუ სტუმარი რაიმე კავშირში იქნება "ვარდების რევოლუციასთან" – ან აქტიური მონაწილე იქნება, ან კარგი დამკვირვებელი, ან, თუნდაც, ერთგვარი მსხვერპლი.

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 21:58
temuri
ჩანგალმა შთამაგონა:)
რამე სხვა იარაღი მაინც ეხსენებინა; მაგალითად ტომოგავკი

ავტორი: ჰასან მ.ჯ. კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: მიმტევებელთა საკრებულოდან
19.11.2009 21:54
ავტორი: IrMa19.11.2009 16:12 ...“ველი თქვენს ეტიუდს.“
ირმა, დავწერე. კარგი მსუყე ეტიუდი გამოვიდა. (2 ფურცელი!) არ ვაქვეყნებ იმის გამო, რომ ჩემს მიზანს არ ემსახურება. ანუ, კრიტიკა ჩემი თვითმიზანი არ არის. მართალია დემოკრატიის აბსოლუტურად შესაფერისი და მართალი თხზულება გამოვიდა, (დიახ, აღწერილია სიმართლე), მაგრამ ეს ჩემი პრიორიტეტი არ არის.

ავტორი: ია ანთაძე19.11.2009 15:50 ...“ოღონდ, თამაშში ჩემს "შეთრევას" ნუ შეეცდებით, ნურც თქვენ და ნურც ვინმე სხვა. ეს ჯერ არასოდეს არავის გამოსვლია, მგონი.“
ია, ვაი-მე! რა თამაშში შეთრევაო? უიმე, უიმე, რა ცუდი აზრები გაქვთ?! ღმერთმა დამიფაროს! თანაც თქვენ ან ვინმეს რაიმე გეთამაშოთ. (ეს ის თამაში თქვენ რომ გგონიათ) მაგ თამაშს საერთოდ არ ვთამაშობ. მაინც მე მგონი ჯობია ამ საკითხს შეეშვათ. რა თამაში, რის თამაში! ბიჯოს!
სინამდვილეში იცით, როგორაა? თქვენ თამაშობთ და მე გიყურებთ. თუ ძალიან გაინტერესებთ, ეგრეა. ია, თამაშზე საუბრებს აღარ გეთამაშებით!

ავტორი: ლელე
19.11.2009 21:31
ტე,
ნეკრასოვის ფილმი არ მინახავს (არა რამე მოსაზრების გამო, უბრალოდ ვერ მოვახერხე), ამიტომ აზრს ვერ გამოვთქვამ ამ ფილმის გამო.
არ ვიცი რა გაქვთ ღვინით სავსე ჭიქისა და ქათმის ბარკლის საწინააღმდეგო :–)) ბრტყელ–ბრტყელი ლაპარაკი კი პარლამენტის ტრიბუნიდან რომ ისმის, ისეთი უნდა.. ნამდვილად არ არის სადაო, რომ ბრძოლას ქეიფი და მოლხენა სჯობს, ოღონდ როცა საბრძოლველი გაქვს, წაგებული ომის „აღსანიშნავად“ ქალაქის შუაგულში ტაშ–ფანდური არ უნდა გამართო.
ჰოდა, რომ ამბობთ, სუფრიდან დანა–ჩანგლის ამარა გავარდებითო, აბა რა ვქნათ? ზუსტად ასე დაგვარიგა პარლამენტის თავმჯდომარემ აგვისტოს დღეებში – თავი როგორც გინდათ, ისე დაიცავითო; მართალია ჩანგალიო – არ უთქვამს, მაგრამ მოგეხსენებათ, თბილისში ფიწალი ცოტა ძნელი საშოვნელია :–)


ეს კი, არც მაინცდამაინც ლირიკული გადახვევა
„მუსიკოსებმა კი მთელი დარბაზის გასაგონად გამოაცხადეს: ნეფე-პატარძლის თხოვნით "უცნობის" რეპერტუარიდან არც ერთი სიმღერა არ შესრულდება, ამიტომ ნუ შეგვიკვეთთო.“
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/13328-shetsyvetili-simghera.html

ავტორი: IrMa
19.11.2009 21:27
ედუარდ შევარდნაძე
შალვა რამიშვილი.

ავტორი: temuri
19.11.2009 21:09
te-მ რა მაგრად გაიგო მიშას ნათქვამი:)

ავტორი: temuri
19.11.2009 21:06
სტუმრები:
1. დათო მაღრაძე
2.შალვა რამიშვილი.

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 20:49
ავტორი: misha
19.11.2009 17:27

სისულელე ის იქნებოდა თქვენ მართლაც, რომ აგეღოთ ჩანგალი და მტერს ჰკვეთებოდით სამშობლოსათვის.
ბრძოლა ის იქნებოდა მაგის მომწოდებელი რომ გვერდით დაგდგომოდათ ჩანგლით ხელში და ორივეს გებრძოლათ ასე მხარდამხარ.

კი ქართველებს გვირცჰევნია დანა, ჩანგალი, ღვინით სავსე ჭიქა და ქათმის ბარკალი გვეკავოს ხელში და ბრტყელ-ბრტყელები ვილაპარაკოთ, თუნდაც ნეკრასოვის(თან ზოგს ჯერ, რომ არ უნახია) ფილმზე. ბრძოლას ნამდვილად ჩანგალი გვირჩევნია და მტერი რომ მოგვადგება, სუფრიდან ჩანგლის ამარა გავარდებით.

ალბათ გცხვენიათ მიშას სეხნია, რომ ხართ არა?

ავტორი: solomoni
19.11.2009 19:54
megobrebo,

mogesalmebiT Soridan. aq sadac var, Zalian cudad iWers. Tan sakuTari kompiuteri ar wamomiRia, am sxvis kompSi kide sylfaeini araa CatvirTuli da ratomRac am fanjaraSic ar wers qarTulad.

mokled movWri. radgan orjer ukve gaiTiSa connectioni gamoSvebisas da ar vici amas ra mouva.

1) makos dabadebis dRes vulocav! mako, gisurveb bednierebas da warmatebebs. Zalian lamazad dagiweria eg nadimis scena, neta cxovrebac egre lamazi da yRrublo iyos.

2) stumrad visurvebdi an Salva ramiSvils (oRond mis mere rac gairkveva saidan da sad wavida) an levan gaCeCilazes

3) 1000%-iT veTanxmebi b-n aleqsandres mis suliskveTebaSi da SefasebebSi. da minda aq kidev erTxel gavimeoro es komentari, romelic mimaCnia namdvilad Rirsad, rom gazeTSic gamoqveyndes, da visurvebdi, vinmem prezidents waakiTxos, Tumca saubedurod ar mjera, rom masze gavlenas raime moaxdens...

ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan 19.11.2009 03:31

te კი გასაგებია ეგ ბოლო ფრაზა ჩემთვის და კი ბატონო ნამეტანი იშრომეს რუსეთის მოქალაქეებმა პროფესიით ჟურნალისტებმა, მაგრამ რისთვის ამ ფრაზითვის, ერთი მოკლე "დამნაშავენი ისინი არიან ვინ რუსეთს მთელი მისი დანაშაულებებისთვის არ პირებს შეეწინააღმდეგოსო", ამისთვის?

აბა ნახე te ის, რომ ის ქვეყნები ვის მიმართაც ჩვენ გადამეტებული მოლოდინები გვაქვს, ამ მოლოდინებს, რომ არ ამართლებენ ამის გაგებას დამწვარი სახლებითა და ადამიანების უსაზღვრო მწუხარებით ვიკვლევთ?

იქნებ ამ ბოლო ფრაზისთვის ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოქმედების მიზეზების გამოძიება ღირდეს, იქნებ ისტორიის გადახედვა ღირდეს. იქნებ მეტი დაფიქრება ღირდეს რატომ ვიომეთ კიდევ ერთხელ იქ სადაც ყველაზე მაგარი იარაღი, მშვიდობა უკვე გალესილი იყო და თავის საქმე აკეთებდა?

te მაგარი კადრები და სულისშემძვრელი სანახაობა რაღაც ნეკრიფილური უფრო მგონია ვიდრე გლოვა!

te რამდენად ნორმალური გგონია მე და შენ ომს არ გვაგლოვებინებენ და რუსე ჟურნალისტებს კი ამ ომის გადღებისა ჩვენების უფლებას აძლევენ და მასზე საუბრის უფლებას?

რატომ გაქრა ომი ქართული ტელევიზიების ეთერიდან?

ცოტა ხნის წინ ვწერდი რეზერვის რეფორმირებას აპირებენთქო, მაგრამ იცი როგორ? - აგვისოტოს ომმა გვაჩვენა ადრინდელი რეზერვის სუსტი მხრეებიო... აი ეს ალის სულ, და არავინ იძახის იმატGან ვინც ეს დოკუმენტი მოამზადა, რომ მისას ლოზუნგი 100 000 რეზერვისტი დანაშაული იყო!!!!!!

განადგურებლი ქართული არმიის გგაერთიანებული შტაბის უფროსი გათავისუფლებისა და მის მიმართ გამოძიების დაწყების მაგივრად სასაზღვრო ძალების უფროსად გადაიყვანეს...

შეშინებული ოფიცრები გინახავთ? - მე ვნახე ცოტა ხნის წინ ერთი ვირთხის კაბინეტში....

დევნილებიდან ზონდერბრიგადების გაკეთება როგორ ფიქრობ დიადი მომავლის წინაპირობაა, გადამწვარი და დახოცილი ადამიანების გორებს იქით, რომ ჩანს?

გავაგრძელო?...თუ საერთოდ გასაგებად ვთქვი რამე...

ერთია ის რაც ჭრილობის ტკივილებს მიამებს და მეორე ის რაც არჩენს, ნეკრასოვი ტკივილებს არ არჩენს ...

ფილმს დააკვიდრით, იქ ოსები და აფხაზები ჩვენი მტრები არიან!!!!!!

ავტორი: ლელე
19.11.2009 19:46
ავტორი: misha
19.11.2009 18:58
ერი ადამიანებისგან შედგება, მიშა :–)
ჩემგან არ გესწავლება :–)

ავტორი: misha
19.11.2009 19:45
ია ეს მე-6 მედია კონფერენციაზე რა ხდება? ვინაა მიწვეული?
In Response

ავტორი: ია ანთაძე
19.11.2009 20:06
მიშა, ჩემო კარგო, იმდენი რამ ხდება მედიასივრცეში, ზუსტად არ ვიცი.

ავტორი: ლელე
19.11.2009 19:06
გოგი გვახარიას ბლოგზე რა ამბები ყოფილა :–)) ბევრი ვიცინე :–))
როგორც ჩანს, პოლიტიკა მობეზრდა იანეთს :–) სიყვარულს ითხოვენ:–)
დღეს ლარი კინგის დაბადების დღე ყოფილა :–))

ავტორი: misha
19.11.2009 18:58
ავტორი: ლელე
19.11.2009 18:31
ეეეეხ ჩემო ლელე ღირსება რამის ერმა დაკარგოს და ერთი ადამიანის რა გასაკვირია.

ავტორი: misha
19.11.2009 18:55
ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 18:25
თუ კარები არ ავჭედეთ არც დაგვჭირდება მაგი კანონი:)))

ავტორი: ლელე
19.11.2009 18:31
ავტორი: misha 19.11.2009 17:33
ერთი მეგობარი მყავდა სტიპტიზსს ცეკვავდა, სადაც მეტს გადაუხდიდნენ იქ გარბოდა სამუშაოდ, მაგრამ იცით რა იცოდა? რაც არა უნდა ბევრი გადაეხადათ თუ ვინმე ეტყოდა სამსახურში "ბოზი" ხარო იმწუთას გარბოდა სამსახურიდან..
შალვა რამიშვილზე გამახსენა ის მეგობარი!

იმ შენს მეგობარს ღირსება ჰქონია, მიშა :–)
 წინა   შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 19
ტექსტის ზომა - +

ბლოგერები

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS