კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 13:53

ბლოგები / ია ანთაძე

რაც ამერიკაში დავინახე (იანეთელებს, ფეისბუკელებს და სხვებს)

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
ამერიკაში გამგზავრების წინ ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ თუ ჩემი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ისევ ბლოგთან და ფეისბუკთან იქნებოდა დაკავშირებული, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. პირიქით, ვფიქრობდი, წავალ, ცოტას დავისვენებ ამ 24 საათიანი ბლოგური რეჟიმისგან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მედიაექსპერტებს მოვუსმენ, ნიუ-იორკს თვალს შევავლებ და განტვირთული დაბრუნდები-მეთქი.

ღია საზოგადოების ინსტიტუტმა სწორედ ნიუ-იორკში მოუყარა თავი მედიისა და საინფორმაციო პროგრამების კოორდინატორებს მრავალი ქვეყნიდან, რათა მათ მედიის ახალ პრიორიტეტებზე, ახალ ტენდენციებზე ემსჯელათ. ჰოდა, სამუშაო შეხვედრებზე იმდენჯერ ახსენეს სიტყვები „ბლოგი“, „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“, რომ ჩემმა კოლეგამ, ირაკლი ცერცვაძემ, ბოლოს მკითხა – ნეტავ, პროფესიული მედია კიდევ ვინმეს თუ სჭირდებაო?

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო მედიის ყველაზე პროგრესული მიმართულება საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჩართულობაა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სისტემებში. ამერიკელი ექსპერტები (და არა მხოლოდ ისინი) მედიის მომავალს სწორედ სამოქალაქო ჟურნალიზმის განვითარებას უკავშირებენ.

ამერიკაში – ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, ხოლო ინფორმაციის გამოქვეყნებას პრეზიდენტის გადადგომაც კი შეიძლება მოჰყვეს – მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მოქალაქე, საზოგადოების წევრი ჩაერთოს ახალი ამბების მოპოვება-გავრცელებაში და საჯარო დისკუსიებში.

მაგალითად, ამერიკის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ხელმძღვანელებს გამჭვირვალობად მიაჩნიათ არა საზოგადოების მიერ გაღებული თანხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ან ზოგადად რადიოს ფინანსური გამჭვირვალობა, – ეს საერთოდ არ არის პრობლემა. როგორც გვითხრეს, გამჭვირვალობა ახლა ნიშნავს რადიოს მსმენელებისთვის რაც შეიძლება მეტი სადისკუსიო პლატფორმის შეთავაზებას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მონაწილეობას საჯარო განხილვებში. აი, ეს არის ღიაობა და გამჭვირვალობა ამერიკულად.

რა არის პროფესიული მედიის ამოცანა ახალი ამბების კუთხით? ამერიკაში ამ კითხვაზეც მკაფიო პასუხი არსებობს: მედიის ამოცანაა, არა მხოლოდ თავად მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია, არამედ, ის ახალი ამბები, რომლებიც უხვად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, გადაარჩიოს, გამიჯნოს მნიშვნელოვანი და ყველაფერი დანარჩენი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაამოწმოს და შესაბამისი კონტექსტით მიაწოდოს საზოგადოებას.

ფაქტობრივად, პროფესიული მედია აღარ არსებობს საზოგადოებასთან თანამშრომლობის გარეშე. საზოგადოება კი რაც შეიძლება აქტიურად მონაწილეობს საჯარო ცხოვრებაში. მიმდინარეობს მოქალაქეების ტოტალური ჩართვა საჯარო–საინფორმაციო სივრცეში, მასობრივი გაჟურნალისტება. ეს არის თანამედროვე მედიის N1 ტენდენცია, რომელიც ამერიკაში დაიბადა და რომელსაც მთელი მსოფლიო ისე უწყობს ფეხს, როგორც შეუძლია.

ახლა ვიკითხოთ: რატომ გაუჩნდათ ამერიკელებს მედიის ტრანსფორმაციის მოთხოვნა? ამ კითხვის პასუხი უმოკლესი გზით მიგვიყვანს ქართულ თუ სხვა ქვეყნების მედიასთან. პროგრამაში, რომელიც ღია საზოგადოების ინსტიტუტმა შეხვედრის მონაწილეებს მოგვიმზადა, წერია, რომ ამერიკული ჟურნალიზმის ტრანსფორმაცია ერთმა გამოწვევამ და მისი დაძლევის ერთმა უნიკალურმა შესაძლებლობამ განაპირობა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი ამერიკაში პრესისთვის ფინანსურად რთული პერიოდი იყო, რის შედეგადაც არაერთი გაზეთი დაიხურა კიდეც. ამ ვითარებაში, ამერიკელების ხედვით, მედიამ შესაძლოა სრულად ვეღარ შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა – ხელისუფლების „ვოჩდოგობა“ (მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია, კონტროლი). ეს არის გამოწვევა. მისი დაძლევის შესაძლებლობა კი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროგრესს – ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ აკონტროლოს, ჟურნალისტებთან ერთად.

როგორც კი ამერიკულმა საზოგადოებამ იგრძნო საფრთხე, რომ მედია შეიძლება სრულფასოვნად ვეღარ გაუმკლავდეს ხელისუფლების საქმიანობის კონტროლს – როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ დონეზე – მაშინვე, ჟურნალისტებთან ერთად, თავად ჩაერთო ახალი ამბების მოპოვება-გავრცელებაშიც და პროცესების შეფასებაშიც. სამოქალაქო ჟურნალიზმი არის სოციალური ქსელებისა და ბლოგების განვითარების არსებითი მიზეზი და მიზანი.

ახლა საქართველოს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, რამდენად შეზღუდულია მედიის შესაძლებლობები, მოიპოვოს რეალური ინფორმაცია და საჯარო დისკუსიების მეშვეობით შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჩვენთან ხომ ყველაფერი ყირამალაა: მედია კი არ აკონტროლებს ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აკონტროლებს მედიას. ამ ვითარებაში, განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს საქართველოს თითოეული მოქალაქის აქტიურობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების კუთხით; აგრეთვე, ფასდაუდებელია თითოეული საჯარო დისკუსია ჩვენს ქვეყანაში თუ მის სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე. ამერიკაში ვცდილობდი, გამეხსენებინა, ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენი დამალული ინფორმაცია გამჟღავნდა ფეისბუკზე, ან რამდენ „დახურულ“ თემაზე ვიმსჯელეთ იანეთში. და ამ გახსენება-გახსენებაში სულ გამჭვირვალედ, აი, რა დავინახე:

ის, რასაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, აკეთებთ იანეთში და ფეისბუკზე, აგრეთვე, იმ ქართულ ბლოგებზე, რომლებიც უხვადაა ინტერნეტში, – მსოფლიო მედიაში ყველაზე პროგრესული ნაკადის – სამოქალაქო ჟურნალიზმის (Citizen journalism) – ორგანული ნაწილია. რამდენადაც შერცხვენილები ვართ ჩვენ, პროფესიონალი ჟურნალისტები, იმდენად პირნათლები ხართ თქვენ – სამოქალაქო ჟურნალისტები; რამდენადაც შებოჭილები ვართ ჩვენ, იმდენადვე ლაღები – თქვენ; რამდენადაც მაჩანჩალები ვართ ჩვენ, იმდენად მოწინავეები ხართ თქვენ; რამდენადაც არასაშიშები და უხერხემლოები ვართ ჩვენ, იმდენადვე საშიშები და ხერხემლიანები ხართ თქვენ.

თქვენ ნაღდად ვერავინ მოგერევათ.

ეს არის ყველაზე ღირებული და ძვირფასი, რაც დავინახე ამერიკაში – საოცრებებით დახუნძლულ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც საშუალება მომეცით, ამ დაუმარცხებელ საქმეში მეც ვმონაწილეობდე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 14
ავტორი: temuri
12.02.2010 12:16
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 03:23
მერე მარილი უნდა დაიყარო ენის წვერზე, ნერწყვს აცალო სრულფასოვანი ჩამარილება და მთელი ენერგეტიკით გასტყორცნო ბეჭს უკან ქარის საჭინააღმდეგოდ და მთვარეს უნდა ახედო მარცხენა თვალის გარეთა 1/4-ით!
--------------------------------------
ესეიგი ჩერეზ პლეჩო უნდა მოისროლო არა? :)
წარმოვიდგინე ეგეთ პოზაში და ამ დილაადრიან ნამეტნავად გულიანადაც ვიხითხითე :) მაგარია ძაან.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 12:12
მეგობრებო, გამოქვეყნდა ახალი მასალა ბლოგზე.

ავტორი: ანონიმი
12.02.2010 11:09
http://www.1tv.ge/showarchive/Video-View.aspx?LangID=1&Location=83

ავტორი: დოდი
12.02.2010 09:13
ია,
კიდევ დაახლოებით ერთი კვორა დაკარგული ვარ. მერწმუნეთ, ეს დაკარგვები სუბიექტური მიზეზებით არ ხდება.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 09:17
დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ძალიან გვჭირდებით ჩვენც.

ავტორი: დოდი
12.02.2010 09:12
ავტორი: temuri
პასუხი
11.02.2010 22:53-ze
პარტიული დავალება რომ შეასრულო, შინაგანი მოწოდება უნდა შეგატყონ, თორემ ისე არც დაგავალებენ; დიდი–დიდი, დაგაძალონ.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 09:08
დილა მშვიდობის, მეგობრებო. არის ახალი ბლოგი! ახლა გადავგზავნი კოლეგებთან და დღის განმავლობაში დაიდება. ამასობაში კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც საინტერესოდ ისმინება.

http://maestro.ge/?address=reporter5&id=655&page=1

ავტორი: დოდი
12.02.2010 08:16
პასუხების სისტემის წინააღმდეგ _ ჩემი ხმა დაგვიანებით.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 08:24
დიდი მადლობა, დოდი. არ დაგვეკარგოთ.

ავტორი: დოდი
12.02.2010 08:09
გამარჯობა,
მოკლედ ვიტყვი: პირად ტექნიკურ სიძნელეებზე ლაპარაკი იმდენად გამიხანგრძლივდა, რომ უკვე უხერხულია ჩემთვის. თან, ამას ჩემი სასტიკი მოუცლელობა, უფრო ზუსტად, სამსახურეობრივი მწვავე სიტუაციების გამო არაკაბინეტური ცხოვრების რეჟიმი დაემატა. აქაურობის გადაკითხვას ვახერხებ, სხვას – ჯერ ვერაფერს.
სასურველი სტუმრები:
1.სიმონ ჯანაშია
2. ნიკა გვარამია

In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 08:09
დოდი, აი, ამ წუთას, ზუსტად ამ წუთას ვფიქრობდი თქვენზე. არ მიკვირს, რადგან ხშირად ვფიქრობ თქვენზე ბოლოხანს. რა კარგია, რომ ზოგჯერ მაინც ჩნდებით ხოლმე. მალე დაგვიბრუნდით, რა. ძალიან გვაკლიხართ.

ავტორი: mako
12.02.2010 04:20
ყველას გიძღვნით, მოგიხდებათ. განსაკუთრებით იას და თემოს:
http://www.youtube.com/watch?v=df-eLzao63I&feature=related
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 11:12
მაკო,

დილითაც ფანტასტიურად წავიდა! დიდი მადლობა!

გენიალურია! ყველაფრნაირად - მორალურ ამბავშიც :))
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 04:28
ოჰო! თემურის არ ვიცი და, მე კი მართლა მომიხდება. ახალ მასალას ვწერ ბლოგისთვის და ზუსტად ამ სულისკვეთებას ვეძებდი.

ავტორი: irdiana საიდან გვწერთ: usa
12.02.2010 03:41
ამული-მამულიდან. დარწმუნებული ვარ მამაკაცი ბრძანდებით და ერთს ნამდვილად გეტყვით-ვინატრებდი საქართველოში კაცობის და ღირსების რამე სასწავლებელი გახსნილიყო /თუმცა კი ამ ბოლო დროს ამ ღირსებაზე ციებ-ცხელება მემართება, მაგრამ ზუსტად ესადაგება იმას რისი თქმაც მინდოდა/, სადაც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის ანა-ბანას მაინც შევისწავლიდით... იას კი ამით ვერაფერს დააკლებთ და კომენტარს კი იმიტომ არ ვაკეთებ რომ ვინმე ჩემს დაცვას საჭიროებს. უბრალოდ ყველაფერი ხომ არ შეიძლება ვიკადროთ?
In Response

ავტორი: ამული საიდან გვწერთ: მამულიდან
12.02.2010 04:10
irdiana
ცამდე მართალი ხართ მოწყალეო ქალბატონო / ყველაფერი არ უნდა იკადოს კაცმა. ლაპარაკია კაცებზე და არა.....თქვენ მიმიხვდით.

ავტორი: ანონიმი
12.02.2010 03:37
იანეთი:

ავტორი: ია ანთაძე 11.02.2010 23:23 გაქვთ, გერმანე. დიდი ამოცანა გაქვთ, რომ პირადად მე მიშალოთ ნერვები, შეიძლება – სხვებსაც. არ მგონიხართ კარგი ადამიანი და ცუდი ადამინი მგონიხართ. მაგრამ ეს ბლოგი კარგებისაცაა და ცუდებისაც. "გვაქვს უთვალავი ფერითა". ასე რომ, როგორღაც მოვუვლით ეკა ბესელია და მე თქვენთან ურთიერთობას.
ავტორი: ია ანთაძე 11.02.2010 23:01 გერმანე, როგორც კი თქვენთან ლაპარაკს ვიწყებ, ძალიან ცუდი რამეების თქმა მინდება. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, გერმანე გერმანეა, შენ – ია ხარ და იმას ხომ არ იკადრებ, რასაც გერმანე კადრულობსო. ჰოდა, იგნორი კარგია. აი, თქვენი კი ისე არ მეშინია, როგორც ვანო მერაბიშვილის – არც მეტად და არც ნაკლებად.
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 04:46
ფენომენი აღმოვაჩინე ასეთი იანეთში - ტატანონიმიზმი!
როცა ასეთი კადრები ჯგუფურად გამოჩნდებით ხოლმე, მაშინ ადგილი აქვს ტოტალურ ტატანონიმიზმს!
კარგია ეგ შეკითხვა რომ გაგიჩნდა. შენი პასუხი ამ შეკითხვაზე იქნება შენი სამომავლო წერილები იანეთში!
In Response

ავტორი: ანონიმი
12.02.2010 04:13
ნია, რატომ ტატანონიზმი?
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 04:03
mako,
ანონიმურ წერილებს წერენ ინტრიგანები და ამას იანეთში ქვია ტოტალური ტატანონიმზი :))))))
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 03:59
ტატა +ანონიმი = ტატანონიმი :)))
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 03:54
კი :P
In Response

ავტორი: mako
12.02.2010 03:51
უკაცრავად, გერმანეს ადვოკატი დასჭირდა? თქვენ ბრძანდებით?

ავტორი: temuri
12.02.2010 03:16
http://www.maestro.ge/?address=news1&id=3533&page=5
საკაიფო სტატიაა, მაგრად ვიხალისე

ავტორი: temuri
12.02.2010 02:43
ავტორი: ინესა საიდან გვწერთ: პარიზი
12.02.2010 02:13
ფრანგულოენოვანი ნაციონალური არხ TSR 1-ს ისიც მიწერეთ, რომ კომახიძე 4-ჯერ ციხეში იჯდა და რისთვის?
თქვენ თუ არა, მე მაინც მივწერ. ისე, მაგის მორალური სახეც დამაფიქრებელია ცოლების ამბავში. და ა.შ.
დანარჩენს ახლა ვაფრანგულებ.
--------------------------------
ვაა, შენ გეტყობა მაგრად აფრანგულებ !
აფრანგულე აფრანგულე გადამფრანგულებელო:)
ტროკადეროდან პროკლამაციების გადმოყრა არ დაგავიწყდეს.
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 11:09
ეს ინესა არმანდია, ასიანი! ეგ იყო ცოლების რისხვა, მორალურ ამბავში! მაგას გადააყოლა ვალოდიამ რევოლუციის მოსახდენად კაიზერისგან აღებული ფულები... მაგან მოსპო და დააბერა უდროოდ კრუპსკაია...

ინესა, რამდენი წლების ხარ? რამდენი საუკუნეების? რომელ კრემს ჰხმარობთ, მორალურ ამბავში?
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 06:03
დასავლეთში ძალიან ყოფილა თავშეაფრის მთხოვნელის მორალურ სახეზე მომთხოვნელობა!: ))))))))
მამაკაცებო, გაფრთხილებთ, ვისაც აგული ერისთავივით გაქვთ საქმე მორალურ სახესთან დაკავშირებით ცოლებთან მიმართებაში, არ წახვიდეთ დასავლეთში და თუ მაინც წახვალთ, არ გააგებინოთ! არა, თქვენვე გააგებიეთ და ასე ნაკლებს მიგისჯიან!! :))))

უი, დავაგზავნითო... რამდენი ხართ მანდ? deux? trois? quatre?

ევროპაში წერტილ-მძიმე არ გასწავლეს განა? ჰა?:))))
მოდი შენ ესევე თარგმნე და რევოლუციონერული წერილი გამოგივა საფრანგეთისთვის. :)))))
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 05:21
მე მართალია ფრანგული არ ვიცი, მაგრამ მეგრული ცოტა მაინც ხომ ვიცი ?! ონჯღორე ვა გიჩქუნო ძღაბი? სორე სკან იდეურ-პოლიტიკური დონე? :))))) ეს არ თარგმნო! :))))
შენ სწვდები ტოტალური ტატანანონიმიზმის იდეურ-პოლიტიკურ-ინტელექტუალურ-ლინგუისტიკურ-მორალ მწვრევალებს! ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს :))))
შენი ისეთი კლუჩევოი არგუმენტები გაქვს ნაპოვნი "ოთხჟერ ნასამართლევი" , "მორალური სახე ცოლების ამბავში" , რომ ჩაეჭიდე ეხლა ამას, ხელიდან არ გაგისყლდეს და მთელი ევროპა შენს მხარეზეა!!! :))))
In Response

ავტორი: ინესა საიდან გვწერთ: პარიზი
12.02.2010 04:45
წყნარად იყავი, არ დამავიწყდება. ყველა ტვ-ზე დავაგზავნით წერილებს. აბა თქვენ გგონიათ, მარტო თქვენ ხართ მაგრები? საქართველოს ინტერსესების დასაცავ მიტინგებზე დგას აქ ქართველობა ,თქვენ კი რუსეთს უძვრებით. ან იქნებ გონია თემურ რომ დასავლეთში საქართველოს თქვენნაირი მტრები ყავთ?
In Response

ავტორი: ინესა
12.02.2010 04:30
ნია და თემურ
დასავლეთში ძალიან მომთხოვნები არიან თავშეაფრის მთხოვნელის მორალური სახეზე ამიტომ ემანდ ციხეში არ ჩააყუდონ როცა გაიგებენ აგული ერისთავივით რომაა უბედური
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 04:49
ინესა, ძვირფასო, რა გრჯით, თქვენთვის უცნობ ადამიანს შეურაცხყოფას რომ აყენებთ? ყველაფერი, რაც "რეალ ტვ"–ს სიუჟეტში ვახტანგის პირად ცხოვრებაზე იყო ნათქვამი, სიცრუეა. ძალიან უხერხული მგონია საჯაროდ ამის შესახებ საუბარი და თუ უხერხულობას არ განიცდით, მაშინ შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავისგან, შესაძლოა, მხოლოდ თქვენმა ანონიმურობამ დაგიცვათ. გარწმუნებთ, ვახტანგი ძალიან წესიერი ადამიანია თავის შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებაში.
In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 03:16
უყურე შენ?! კომახიძე ოთხჟერ იჯდა ციხეშიო! მაგას მეხუთეთაც სიამოვნებით ჩასვამდნენ....:)))
არა არაა, ამას რაღაც ძალიან უჭრის ფრანგული :)))
აბა ეხლა დაჰკარი, დაჰკარი და აჩვენე ფრანცუზებს კომახიძის "მორალური სახე ცოლების" ამბავში! :))))

In Response

ავტორი: Nia
12.02.2010 02:55
"მორალური სახე ცოლების ამბავში"- ეს უკვე ფრანგულია :)))

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 02:34
მეგობრებო, ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ ქალბატონ თინა ტურძელაძეს (ფარმაციის ექსპერტს) და ბატონ სიმონ ჯანაშიას. რაკი წამლები ჩვენი ძველი თემაა, თუკი ირმა შემოგვიერთდება, დავურეკავ ქატბატონ თინას. თუ ირმა ჯერ კიდევ ვერ მოიცლის ჩვენთვის, მაშინ შევეცდები, ბატონი სიმონ ჯანაშია მოვიწვიო. შემდეგი კანდიდატები კი დემეტრაშვილი და გვარამია არიან. რაკი სია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუ ვინმეს ექნება კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი – შეუძლია, ხვალ დღის პირველ ნახევრამდე, უფრო სწორად, 13.00–მდე.
In Response

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Athens
12.02.2010 02:52
ტურაბელიძეს ჩემი ხმა

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: სან ჯორჯიო დი ნოგარო, სანგრები
12.02.2010 02:08
კობალაძე და ხმალაძე

ავტორი: temuri
12.02.2010 02:02
ავტორი: mako
12.02.2010 01:29
სოლომონს მადლობა! მეორე ვინაა? მას კიდევ მადლობა!
------------------------
მეორეს "ბლოგის გივი" დავარქვათ:)
მადლობა გიიი ვიიიიიიი
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 02:08
თემურ, მოდი, გივი დავტოვოთ იქ, სადაც არის. კარგი? თან, არავინ იცის, სად არის.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:46
ამჯერად თანაბარ პოზიციებზე არიან ჯანაშია და ტურძელაძე
In Response

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
12.02.2010 02:01
The killers??????

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
12.02.2010 01:43
1. ტურძელაძე
2. The killers -ის სოლისტი
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:45
ლაჩო, ძალიან მაგარია.

ავტორი: g.o.
12.02.2010 01:43
სიმონ ჯანაშია
ნიკა გვარამია

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:43
ჯერჯერობით, სამი ხმა აქვს ქალბატონ თინა ტურძელაძეს, ორ–ორი – ბატონებს ავთანდილ დემეტრაშვილს და სიმონ ჯანაშიას. ქალბატონი თინას მოწვევა ჩვენი დიდი ხნის იდეაა, მაგრამ ირმას არყოფნაში სრულიად არასწორად მიმაჩნია მისი მოწვევა. ირმა კი, არ ვიცი, როდის შემოგვიერთდება. ამას ხვალ გავარკვევ.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:40
მეგობრებო, კენჭისყრაში კანდიდატები შემოგვაშველეთ. ცუდადაა საქმე.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:36
თამუნა რუხაძემ, რომელიც "მაესტროში" საინფორმაციო პოლიტიკას ხელმძღვანელობს, ახლა მითხრა, ჩვენც ყველაფერში მოგეხმარებითო. ჩავთვალოთ, რომ იანეთის მეგობრები არიან კარგ საქმეებში.

ავტორი: mako
12.02.2010 01:24
თინათინ ტურძელაძე
სიმონ ჯანაშია
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:25
მაკო, დიდი მადლობა.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:22
ხმები ძალიან გაყოფილია.
In Response

ავტორი: temuri
12.02.2010 01:34
უკრაინული არჩევნების ინერცია გადმოგვედო.
ზაკონ პარნიხ სლუჩაევ:)

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
12.02.2010 01:20
-გვარამია
-ტურძელაძე

ავტორი: gia mar საიდან გვწერთ: gori
12.02.2010 01:13
მე ვასახელებ ჩემს კანდიდატურას

თემური

ათქმევინეთ სათქმელი ,,მიმართოს სრულიად საქართველოს

თემურ
In Response

ავტორი: temuri
12.02.2010 01:26
მქუხარე ტაში ხანგრძლივი ოვაციების თანხლებით-ფეხზე ადგომით.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:14
ამ საკითხის შესახებ უკვე დავწერე, ეტყობა, თქვენ არ გინახავთ. მოგვიანებით შეგატყობინებთ სიახლეებს.

ავტორი: temuri
12.02.2010 01:09
ავტორი: GERMANE
11.02.2010 23:20
კარებიდან პასუხი არაა მისაღები და ამიტომ ცოტა ხნით შემოვედი.
------------------
უკან მობრუნებაც ნე კ დობრუ. ისე, პროტივოიადიეც ქონია მაგას-გამოსვლის წინ სარკეში უნდა ჩაიხედო თურმე :)
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 03:23
მერე მარილი უნდა დაიყარო ენის წვერზე, ნერწყვს აცალო სრულფასოვანი ჩამარილება და მთელი ენერგეტიკით გასტყორცნო ბეჭს უკან ქარის საჭინააღმდეგოდ და მთვარეს უნდა ახედო მარცხენა თვალის გარეთა 1/4-ით!

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: მუხიანიდან
12.02.2010 01:08
ვააახ ეროვნულ ფორუმს!!!!

დიდი ყურადღებთ მოვუსმენ ირაკლი მელაშვილს, შემდეგ ვადევნებ თვალყურს 17:00 - ზე წარმოდგენილ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პროექტის შესახებ ინფორმაციებს.

აი ეს დაპირება ჩემგან როგორც ყურადღებით მოხიბლული ამომრჩევლისგან.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 01:02
ვახო სანაია
სიკო ჯანაშია

ავტორი: temuri
12.02.2010 00:57
1.ავთანდილ დემეტრაშვილი
2.თინათინ ტურძელაძე

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumi
12.02.2010 00:53
ვახო სანაია
კობა კობალაძე

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: მუხიანიდან
12.02.2010 00:52
ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
12.02.2010 00:28
განსაკუთრებულად მინდოდა ამეღნიშნა შენდამი პატივისცემა.
გატარება, ანუ მადლობები, საპასუხო კომენტარები და ა.შ....:)

რავა ძამა შენ თუ გინდა კაი თქვა მე რა დავაშავე? :)))

გაიხარე!

და სტუმრად ისევ ავთანდილ დემეტრაშვილი მისურვებია

ავტორი: temuri
12.02.2010 00:48
ავტორი: ვახო საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
11.02.2010 23:40
ტალახის სროლის სპეციალისტები არიან!
------------------
ეგენი ფეკალიების ვირტუოზებიც არიან. თან აწარმოებენ, თან ახარისხებენ. ხან სად გაისვრიან და ხან სად გაუვარდებათ. მხედართმთავარი ყავთ ნამეტანი მაგარი მაგ საქმეში.
ეხლა ფეკალურ-პარფიუმერული ხაზის გამოშვებასაც დაიწყებენ წინასაარჩევნოდ. დასაქმების პროგრამის ეგიდით - შიდაპარტიული მოხმარებისთვის. ბრენდიც მოფიქრებული ჰქონიათ : "ნაცშანელ-#5". ზაადნო საარჩევნო ნომრის რეკლამაცააა !!!
In Response

ავტორი: ვახო საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
12.02.2010 01:14
ნაცშანელ-#5 შიდა პარტიული მოხმარებისთვის. :))) თემურ, მაგრად გამამხიარულე.

ხმას ვაძლევ შემდეგ კანდიდადებს:

1. სიმონ ჯანაშია
2. ვახტანგ ხმალაძე

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 00:45
ეროვნულმა ფორუმმა სპეციალურად "იანეთს" ეს წერილი გამოუგზავნა:

მეგობრებო, ორი დღის წინ ”იანეთში” სტუმრობისას ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახაბერ შარტავა დაგპირდათ, რომ პარტია სულ მალე წარმოადგენდა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებათა პროექტს.
სწორედ ხვალ 17:00 საათზე ”ეროვნული ფორუმი” აღნიშნულ პროექტს ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენს და მათთან ერთად განიხილავს ახალ ინიციატივას.
ამასთან დაკავშირებით, ხვალ დილით 09:30 საათზე რადიო ”თავისუფლებას” სასაუბროდ მოწვეული ჰყავს ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი და პროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი მელაშვილი.
იმედი გვაქვს, ყურადღებით გაეცნობით ”ფორუმის” ინიციატივას და გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს.
In Response

ავტორი: g.o.
12.02.2010 01:58
ორი დიდი პლიუსი ფორუმს:
ყურადღებისათვის და თანამშრომლობის სურვილისათვის.
In Response

ავტორი: temuri
12.02.2010 01:13
ძალიან კარგი! როდის, ოღონდ, ეგეც მიუთითონ იქნებ:)
In Response

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
12.02.2010 00:59
მადლობა ფორუმს. ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ.

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 00:38
სავარაუდო სტუმრების დღევანდელი სია ასე გამოიყურება:


დიმიტრი შაშკინი
თინათინ ტურძელაძე
ვახტანგ ხმალაძე
დავით კიკალიშვილი
ვახო სანაია
ავთანდილ დემეტრაშვილი
სიმონ ჯანაშია
ნიკა გვარამია
კობა კობალაძე

გთხოვთ, ხმა მისცეთ ორ პიროვნებას.
In Response

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
12.02.2010 00:58
ვფიქრობ, კოსტიტუციის თემას მოცდა შეუძლია და ჩემს შესაბამის კანდიდატს ვცვლი, განათლების თემის კანდიდატით:
1. კიკალიშვილი, ან სანაია.
2. გვარამია.
In Response

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
12.02.2010 00:48
ავთანდილ დემეტრაშვილი
თინათინ ტურძელაძე

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 00:34
მეგობრებო, ორ წუთში დავდებ სავარაუდო სტუმრების სიას და უცებ ვუყაროთ კენჭი.

ავტორი: gia mar საიდან გვწერთ: gori
12.02.2010 00:29
ია როგორც ყოველთვის გეთანხმებით...[რაკი მაინც თქვენობით ვლაპარაკობთ] აქ პრობლემა ის არის რომ ადამიანებს უსიამოვნო სიმართლე არ უნდათ მოისმიონ და ბრძანებენ ნუ აკრიტიკებ ეკლესიას შენი აზრები შენთვის დაიტოვეო..დავიტოვდი ეკლესიაც და ილია მეორეც რომ არ ერაოდნენ ჩემს ცხოვრებაში....საპატრიარქო პოლიტიკაში ერევა ,,ეს ფაქტია და პოლირიკა ყველა ადამიანზე ზემოქმედებს ...ეკლესიაში მე არ შევდივარ და რეფორმების გატარებას არ ვითხოვ ,,არც სამების ბუნებაზე და სულიწმინდის მოვლინებაზე ვსაუბრობ მე პოლიტიკასთან მაქვს საქმე და არ მინდა ამ ქვეყანას ვინმემ დამოუკიდებლობა დააკარგვინოს...აქ რუსის ნამესნიკები და კირილე არ მინდა სულ ეს არის მეტი არაფერი..მღვდლების დიქტატურა არ მჭირდება რომელიც იქნება თუ ასე გაგრძელდა..ეს ნოღაიდელი და სხვები თავისი რეიტინგით და ავტორიტეტით არ არიან ასე გალაღებულნი ,,უფრო მეტად რეიტინგული და ავტორიტეტული ადამიანის და უწყება ეიმედებათ სამწუხაროდ და აქ კვაზი თეოკრატია არ მოვიმკათ თავისი ცენზურითურთ და შემოქმედებით თავისუფლებებზე აკრძალვით ,ამის მადა ყოველთვის ქონდათ,, ამ ხალხის ზეწოლით გაუქმებული სპექტაკლებიც გახსოვს და ჩაშლილი გამოფენების დავიწყებაც შეუძლებელია....მადლობთ ყურადღებისათვის

იგნორი დარღვეულა უკვე ,,ამის დაწერაც ვერ მოვასწარი ეს სულით სექტანტი ვერ ვიგებ რა ჯანდაბაა სულით კი არა სექტანტი ვარ სულითაც გულითაც და გონებითაც უფრო მეტიც საკუთარ რელიგიას ვქმნი ,,,პირველ ხანებში სექტა იქნება როგორც ქრისტიანობა იყო თავიდან სექტა და მერე შეიძლება მთელ ქვეყნიერებას მოეფინოს ...შემომიერთდით გრანტები იქნება...
In Response

ავტორი: temuri
12.02.2010 00:40
მქუხარე აპლოდისმენტები, ფეხზე ადგომით !

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
12.02.2010 00:19
იას
12.02.2010 00:10 -ზე
მართალია - შაშკინზე მეტად გვარამია იქნება საინტერესო, თუნდაც იმიტომ, რომ ის სულელური დებულება, რაზეც რამდენიმე მძიმე კითხვა მექნება, გვარამიას დროს იქნა მიღებული, ტან იმ ფომზე, რომ პრეზიდენტმა ზეპირად სულ სხვა რამეები ილაპარაკა

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
12.02.2010 00:15
ნოვოდვორსკაია კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა საქართველოსთვის, თან ეს პოსტი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტრადიციული გახდება :)
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 01:09
ქ-ნი ნავადვორსკაია გულმხურვალე დემოკრატია. მართალია, ამგულხმურვალეობის გამოხატულება ჩვენთან მიმართებაში მისი პირწავარდნილი მიშისტობაა (რადგან გულწრფელად ჰგონია, რომ მიშას მესვეობით დაამარცხებს პუტინს!), მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ არამცთუსაგარეო საქმეთა მინისტრად, არამედ ლამის ყველა მისიტრად უკეთესი იქნება, ვიდრე საქართველოს მოქმედი მინისტრები

მხარს ვუჭერ მოწოდებას - ვალერია ნოვოდვორსკაია საქართველოს მთავრობაში (ნებისმიერ პოსტზე!)

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 00:02
მეგობრებო, სოლომონმა დაასრულა "რეალ ტვ" სიუჟეტის გადაინგლისურება. მინდა, თქვენი და ჩემი სახელით მას მადლობა ვუთხრა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმის ასე სწრაფად და ხალისით გაკეთებისთვის. დარწმუნებული ვარ (დღეს მეგობრებთანაც ვისაუბრეთ), ერთადერთი, რაც რეალურად შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა ვახოსთვის, ამ ფილმის რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებაა. ახლა ერთ–ერთი ბლოგერი ამ ტექსტს სიუჟეტს ტიტრებად დაადებს და ინგლისური ვერსია მზად გვექნება. ეს იქნება იანეთის კიდევ ერთი – ყველაზე ხელშესახები – წვლილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. მადლობა ყველას.
In Response

ავტორი: ანონიმი
12.02.2010 03:31
რა ღვაწლი!
In Response

ავტორი: ინესა საიდან გვწერთ: პარიზი
12.02.2010 02:13
ფრანგულოენოვანი ნაციონალური არხ TSR 1-ს ისიც მიწერეთ, რომ კომახიძე 4-ჯერ ციხეში იჯდა და რისთვის?
თქვენ თუ არა, მე მაინც მივწერ. ისე, მაგის მორალური სახეც დამაფიქრებელია ცოლების ამბავში. და ა.შ.
დანარჩენს ახლა ვაფრანგულებ.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 02:15
ინესა, უკვე ოთხჯერ იჯდა? რა საინტერესოა.
In Response

ავტორი: mako
12.02.2010 01:29
სოლომონს მადლობა! მეორე ვინაა? მას კიდევ მადლობა!
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 01:30
არის ერთი კარგი ადამიანი.
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 01:05
არა მგონია, რომ უბრალოდ ასე გადაგზავნა წაადგეს საქმეს. ალბათ კარგი იქნება, თუ მერე პირდაპირ ჩართვას განახორციელებენ ან იასთან, ან ეთიკის საბჭოსთან...
In Response

ავტორი: temuri
12.02.2010 00:51
ვივა სოლომონ !
In Response

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: სან ჯორჯიო დი ნოგარო, სანგრები
12.02.2010 00:37
შვეიცარიაში არის ფრანგულოენოვანი ნაციონალური არხი, TSR 1. იქნებ აზრი ჰქონდეს ამ თარგმნილი გადაცემის მათთვის გადაგზავნას? ინგლისურიდან ფრანგულად თვითონვე გადათარგმნიან, თუ დააინტერესებთ, იქნებ აჩვენონ კიდეც და ამით დაეხმარონ მისთვის თავშესაფრის მიცემის საქმეს?

ეს მათი ვებსაითია:
http://www.tsr.ch/tsr/index.html?siteSect=100000
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 00:38
დიდი მადლობა. გადავცემ მეგობრებს ამ ინფორმაციას.
In Response

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
12.02.2010 00:29
მადლობა სოლომონსაც და მეორე ბლოგერსაც ამ კარგი საქმისთვის!!!
In Response

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
12.02.2010 00:25
მადლობა შრომისთვის :)
In Response

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
12.02.2010 00:22
პირველიგში დიდი მადლობა სოლომონს!ძალიან კარგი საქმე გაკეთდა.
სამწუხაროდ მე მაგდენი ინგლისური არ ვიცი და ძალიანაც რომ მდომო
და მაინც ვერ მივიღებდი გადათარგმნაში მონაწილეობას.ალბათ
წარმომიდგენია იმ უცხოელის სახე,რომელიც ,,რეალ ტივის''ამ ,,შედევრს''უყურებს.
In Response

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumi
12.02.2010 00:16
ასწორებს! დიდი მადლობა სოლომონს და მეორე კომენტატორს ვინც არის.

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumi
11.02.2010 23:59
"ერთხელ ბლოგზე საინტერესო და იუმორით აღსავსე შეხება გვქონდა ბატონ სიკოსთან. ნეტავ, თუ მოვა? ალბათ, უფრო – მოვა."

კარგად მახსოვს ეს დღე:)

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: მუხიანიდან
11.02.2010 23:54
ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
11.02.2010 23:28
ალექსანდრე,

სულ სხვანაირი პატივისცემა მაქვს შენი. შეგიძლია გაატარო.


ირაკლი ვერ მივხვდი ამიხსენი რა უნდა გავატარო?

მომკლა ამ პასუხების სისტემამ!!! ეხლა ვნახე შენი მოწერილი
In Response

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
12.02.2010 00:28
განსაკუთრებულად მინდოდა ამეღნიშნა შენდამი პატივისცემა.
გატარება, ანუ მადლობები, საპასუხო კომენტარები და ა.შ....:)
In Response

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumi
12.02.2010 00:10
ძალიან კარგი თუ შეიცვლება.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
11.02.2010 23:58
ალქესანდრე, პასუხების სისტემა მალე შეიცვლება.

ავტორი: qartveli საიდან გვწერთ: tbilisi
11.02.2010 23:47
http://www.echo.msk.ru/programs/personalno/655623-echo/

ავტორი: mako
11.02.2010 23:40
სტუმრების მხრივ კაპიტანს ვეთანხმები, განათლების თემა:
1. დიმიტრი შაშკინი ან 2. სიმონ ჯანაშია

სამედიცინო სფერო:
3. თინათინ ტურძელაძე - მედიკამენტების ბაზრის შესახებ.
მაგრამ ასევე ძალიან საჭირბოროტოა ექიმების ფარული დისტრიბუტორობა წამლის ბაზარზე. ამაზრზენ ფაქტებს ვგებულობ, თუ როგორ ასაღებენ ძვირადღირებულ და გამოუსადეგარ ან ჯანმრთელობისტვის საშიშ წამლებს ექიმები.
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
12.02.2010 01:22
მეგობრებო,

ამდენ რეიტინგებს ვანიჭებთ - კითხვისთვის რეიტინგის მინიჭება სხვაგან სად ხდება? - და იქნებ რაიმე სხვა გამოკითხვებიც მოგვეწყო?

გთავაზობთ ორს:

1. ბლოგის ყველაზე პოზიტიური სტუმარი
(საინტერესო, გულწრფელი, ჩაუჭრელი)

მარინა ჩიტაშვილი
შორენა შავერდაშვილი
ირაკლი ალასანია

ძალიან კარგი - ალბათ ყველაზე კარგიც - იყო სოზარ სუბარი, მაგრამ ფორმატი არ იყო იგივე, რაც სხვებზე და ამიტომ მე მას არ შევიყვანდი რეიტინგში

2. საქართველოს ბოლო ექვსწლედში რომელი მინისტრი იყო წარმატებული, პატიოსანი და არაკორუმპირებული? (ბარიერი არის >75% ყველა მიმართებაში)

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
გოგა ხაინდრავა

P.S. კითხვა - გარდაცვლილები - ზურაბ ჟვანია - დავასახელოთ, თუ დისკუტირებას მოვერიდოთ?
In Response

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: სან ჯორჯიო დი ნოგარო, სანგრები
12.02.2010 00:08
ბატონმა შაშკინმა, მინისტრად რომ დანიშნეს, ერთობ მომგებიანად დაგვამახსოვრა თავი ახალი და ბრძნული პედაგოგიური კონცეფციით, პირველივე შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომლებთან ეს ბრძანა: "მთავარია მოსწავლეები სწავლობდენ და მასწავლებლები ასწავლიდენ"-ო. ამაზე ღრმა, რევოლუციური და შორსმჭვრეტელი კიდევ რაღა უნდა თქვას? ჯობს ნუ შეაწუხებთ.

სიმონ ჯანაშიას კი, თუ მოიწვევთ, კითხეთ, როგორ მოსწონს "უმეცარის" იარლიყით სიარული, მ. სააკაშვილმა რომ მიაწება. ეთანხმება ამ შეფასებას თუ განსხვავებული აზრი აქვს?

მე კი გვარამიას მოწვევას გირჩევდით. მისი აზრი მაინტერესებს ამ ყბადაღებული რეფორმის ე.წ. მეორე ეტაპზე. თან იქნებ აგვიხსნას ეს როგორაა რომ განათლების მინისტრად იმუშავა განთლების მისაღებად წასვლამდე? ეს "ომამდე ტანკისტობაზე" უფრო იშვიათი მიღწევაა.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
12.02.2010 00:10
ისე, გვარამიას მოწვევა საინტერესო იდეაა. განათლების სამინისტროში კმაყოფილი არიან მასთან მუშაობით. ვისაც კარგად გამოსდის, ზუსტად მას ხსნიან ხოლმე.

ავტორი: gia mar საიდან გვწერთ: gori
11.02.2010 23:32
ირაკლი ზედმეტი მოგდის მგონი და დაუკრეფავში გადადიხარ ..აქ რომ იდიოტურ ლექსებს აკრავ იმ ლექსებზე მეტი იდიოტი ნუ იქნები და თავი შეიკავე ცოტა ,,,ჩემს მაგივრად ნუ დაადგენ ვინ ვარ და რა ვარ ,,შენი საქმე არ არის და არც შენი აზრია საინტერესო ,, მით უმეტეს ჯერ ჭკუა არ შემიმჩნევია შენს ნაწერებში...კარგს იზავ თუ იგნორირებას გააგრძელებ შენთან სიტყვიერი ხმალაობა და შენი სულელური ლოზუნგები მოსაწყენია ჩემთვის
In Response

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
11.02.2010 23:48
სრული იგნორი სულით სექტანტებს!
სრული იგნორი ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის მეძებართ, ჯეობარის, შორენას და რეალტივის ყურებაში.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
11.02.2010 23:35
გია, ძალიან გთხოვთ, არ ვარგა ასე ლაპარაკი. აქ, ყოველ შემთხვევაში. ბოლო შემთხვევაა, იცოდეთ, რომ აღარ გამოვაქვეყნებ.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
11.02.2010 23:09
GERMANE-ს
11.02.2010 22:41 -ზე

ნამდვილად სტუმრებად ვისაც ვთვლით, გერმანიაში მასეთ სტილში არ დადიან, ასე რომ მისახვედრიც ბევრი არაფერი იყო, რაც შეეხება მიხედვას, ჩემი თავი შემოგევლოთ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვი დაქირავებულ მკვლელად მუშაობაზე, მხოლოდ რჩევის მოცემა შემიძლია. თუ პისტოლეტი არ გეშოვებათ გერმანიაში ან რაღაც მიზეზით არ გინდათ მისი გამოყენება, კარებზე "რასტიაჟკა" გააკეთეთ :)
In Response

ავტორი: GERMANE
11.02.2010 23:25
კარგია, მართლაც კარგი.
ლოგიკა მათემატიკის ფილოსოფიაა.

ეს რასტიაჟკა რაა? მართლა არ ვიცი, მაგრამ მერე მითხარი ან ვნახავ ლქსკში. ახლა მართლა ვჩქარობ. შენ წარმოიდგინე მართლა სტუმრები მყავს.

ხვალემდე

გერმანე

ავტორი: GERMANE
11.02.2010 23:00
ავტორი: gia mar საიდან გვწერთ: goriპასუხი11.02.2010 22:18"

აქვე ირაკლისაც და ნაწილობრივ იას...

ჯერ კი საერთოდ,

კი მაგრამ, ამ კრიშნაიდებს რატომ აგინებთ? ან გია მარ, თავს რატომ იმართლებ არა ვარო - რა გრეხია?
მგონი ნახევარი მილიარდი ადამიანი დედამიწაზე კრიშნაიდია.

ისე კი რატომ აყვებით ხოლმე ერთმანეთს არაფრის გულისთვის?

მე გეტყვით რატომ -
აყოლის დროს ადრენერგული და ოპიოიდური "მიუ" რეცეპტორები აქტივირდება, ენდორფინების წარმოება ხდება და ეს ადამიანთა ერთადერთი "თვითდასაჩუქრების" მექანიზმია.

ვინც ამ მექანიზმს არ იყენებს - ანუ იგნორებს აკეთებს, ამით ააქტიურებს სეროტონინერგულ რეცეპტორებს, რომლებიც ამ "იგნორთან" (ანუ დაუნახავობასთან) ერთად შიშის გრძნობის მასტიმულირებელნი არიან.

ასე რომ, ადამიანი, რომელიც არ ხედავს (ანუ ხედავს მაგრამ არ უნდა დაინახოს) ავტომატურად საკუთარ თავს აშინებს.

ეს ნეირობიოლოგიაა და დამტკიცებულია.

ახლა თქვენ გდაწყვიტეთ ჩემო მიშა და ჩემო გ ია , რას აირჩევთ.

პატივისცემით გერმანე
In Response

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia
11.02.2010 23:22
გერმანე,

იგნორი ყოველთვის არაა ის, რასაც შენ განმარტავ.
ჩემი იგნორი მაგალითად, გამოწვეულია იმით, რომ არ მინდა ორ ადამიანს შორის უსასრულო დავად გადაიქცეს ბლოგი, თუნდაც სასრული იყოს, მაგრამ დიდ ხნიანი. თანაც ისეთი დავა, რომელიც არაა ურთიერთპატივისცემის ფონზე და თან ისეთ თემაზე, რომელზეც ინფორმაცია არაა სრული და ცალსახა. ასევე ვატყობ, რომ პატივცემული მოპაექრე იმ აზრის შეურაცხყოფით და ქილიკით არის დაკავებული, რომელიც მე გამაჩნია. ასე რომ სურვილიც არ მაქვს, წყალი ვნაყო!
მადლობა ნეირობიოლოგიური მტკიცებულებებისთვის, მაგრამ სხვა მოდელია.

პატივისცემით,
ირაკლი.
In Response

ავტორი: Nia
11.02.2010 23:20
გეთანხმებით ია :)
In Response

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
11.02.2010 23:20
გერმანე,
ალბათ მხოლოდ იმათთვის არის ეს ,,დამტკიცება''ღირებული,ვინც იზიარებს მას.ამიტომ მე არ ვიზიარებ და ესეეგი ჩემთვის არ არის
,,დამტკიცებული''.:)რაც შეეხება ,,იგნორს''.მე ვერასდროს ვერ ვმალავ ემოციებს და ცივი გონებით ვერ ვუდგები ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ აზრს.ამ ბოლო დროს ვცდილობ
ადამიანებს გავუგო,მაგრამ ეს გაზიარებას რა თქმა უნდა არ ნიშნავს.


In Response

ავტორი: GERMANE
11.02.2010 23:20
კარებიდან პასუხი არაა მისაღები და ამიტომ ცოტა ხნით შემოვედი.

ქალბატონო ია, დამიჯერეთ ასე ჯობია, იგნორი არაა გამოსავალი არც "გერმანეს" საკითხთან და არც სხვა საკიტხთან.
ისე კი, მე მაინცადამაინც ბევრი საკადრებელი არ მიკადრებია და რაც მიკადრებია იმაზე ერთხელ მოგიბოდიშეთ, რასაც ახლა მართალი გითხრათ არ ვიზამდი.
მაგრამ, წარსული წარსულია და მიშაც არ იზამდა რაღაცეებს რომ ცოდნოდა მეტი რაღაცეები.

ასე რომ, ქალბატონო ია, მე არც თქვენი პრობლემა მაქვს, არც თქვენი ბლოგის და არც ვინმეს პირადის - გინდაც აქაური ნიკი იყოს.
მე გენერალური პრობლემა მაქვს საზოგადოების მიერ სიმართლის შეცნობის სურვილთან დაკავშირებით.
თუკი თქვენ ამას თქვენს პრობლემად არ თვლით, მაშინ საჩხუბარიც არაფერი გაქვთ - ეს თქვენ არ გეხებათ და მორჩა.

ახლა კი მართლაც სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ.

ისე კი, სხვათაშორის, მე არ მითქვამს, რომ მე თქვენ გაშინებთ.
თუმცა რას ვლაპარაკობ? თქვენ ხომ წაიკითხეთ რაც ვთქვი.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
11.02.2010 23:23
გაქვთ, გერმანე. დიდი ამოცანა გაქვთ, რომ პირადად მე მიშალოთ ნერვები, შეიძლება – სხვებსაც. არ მგონიხართ კარგი ადამიანი და ცუდი ადამინი მგონიხართ. მაგრამ ეს ბლოგი კარგებისაცაა და ცუდებისაც. "გვაქვს უთვალავი ფერითა". ასე რომ, როგორღაც მოვუვლით ეკა ბესელია და მე თქვენთან ურთიერთობას.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
11.02.2010 23:01
გერმანე, როგორც კი თქვენთან ლაპარაკს ვიწყებ, ძალიან ცუდი რამეების თქმა მინდება. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, გერმანე გერმანეა, შენ – ია ხარ და იმას ხომ არ იკადრებ, რასაც გერმანე კადრულობსო. ჰოდა, იგნორი კარგია. აი, თქვენი კი ისე არ მეშინია, როგორც ვანო მერაბიშვილის – არც მეტად და არც ნაკლებად.

ავტორი: temuri
11.02.2010 22:53
ეს გერმანული დესანტი(ტატა, კავკასიოლოგი, გერმანე) რატომ ხართ ასე კბილალესილები და ჩასაფრებულ-გაბოროტებული პოზიცია თქვენი შინაგანი მოწოდებაა, თუ პარტიული დავალება?
In Response

ავტორი: ანონიმი
11.02.2010 23:43
გერმანული ლობი იანეთში :)))

ავტორი: g.o.
11.02.2010 22:49
მე ისევ განათლების საკითხთან დაკავშირებული სტუმრის მოწვევას ვუჭერ მხარს.
ახლა ვეძებდი მასალებს ამ თემატიკაზე და რამდენიმე პატარა და საკმაოდ უინტერესო წერილის მეტი ვერაფერი ვიპოვე. ერთადერთი საინტერესო ეს მომეჩვენა http://www.ganatlebisreforma.com/. თუმცა სიმონ ჯანაშიას ორიენტაციაში (იმას არ ვგულისხმობ ზოგიერთებმა რომ იფიქრეთ) ეჭვი მეპარება, მაგრამ საკმაოდ ბევრი უმუშავია და სხვაც არავინ ვიცი ამ საკითხზე საქართველოში სერიოზულად რომ მუშაობდეს(თუ იცით, გთხოვთ მითხრათ).
იქნებ მოგვეწვია სიმონ ჯანაშია?!
In Response

ავტორი: ვახო საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
11.02.2010 23:40
მეც განათლების საკითხებთან დაკავშირებულ სტუმარს ვისურვებდი. თუმცა, ვინ შეიძლება იყოს ოპტიმალური სტუმარი ჯერ არ ვიცი. ჯანაშიას შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მაგრამ თუ ბევრი უმუშავია ამ მიმართულებით იქნებ მოგვეწვია.

ცოტა ხნის წინ ვნახე Real TV-ის სიუჟეტი კომახიძეზე... გულის ამრევი რამეა. ტალახის სროლის სპეციალისტები არიან!
In Response

ავტორი: g.o.
11.02.2010 23:12
ეგ შეხება მე არ მახსოვს :(
ვფიქრობ, შაშკინს როგორიც არ უნდა კრიტიკული და კომპეტენტური კითხვები დავუსვათ ის მაინც დაიძვრენს თავს და დემაგოგიის კორიანტელს დააყენებს.
მურღულია წესიერი კაცია მგონი, მაგრამ შეზღუდულია კრიტიკაში. სხვა კი მართლა არ ვიცი. საკითხი კი ძალიან საინტერესოა და საშუალება და დრო რომ იყოს უფრო დეტალურად და სისტემურად უნდა ვარკვევდეთ რას უპირებენ ჩვენს ბავშვებს და დარწმუნებულნი არიან თუ არა თავიანთი რეფორმის სისწორეში.
რომ ვიცოდეთ ვინაა მათი კომპეტენტური კრიტიკოსი, ვისაც ექნებოდა ჩამოყალიბებული ხედვა ამ საკითხზე და ორივე ერთად მოგვეწვია ეს იქნებოდა გადასარევი. არა???
In Response

ავტორი: ია ანთაძე
11.02.2010 22:52
ერთხელ ბლოგზე საინტერესო და იუმორით აღსავსე შეხება გვქონდა ბატონ სიკოსთან. ნეტავ, თუ მოვა? ალბათ, უფრო – მოვა.

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: მუხიანიდან
11.02.2010 22:49
ია მართალი ხარ ერთ - ერთი საქმეა და არა ერთადერთი. ამიტომ მე კვლავ ხმას მივცემ ავთანდილ დემეტრაშვილს, რადგან მგონია, რომ შესაძლოა კონსტიტუციის პროექტებმა და რომელიმეს დამტკიცებისთვის მუშაობამ გვერდი აგვიაროს...
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 14

ყველაზე პოპულარული