პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:37

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

სპორტი

x
ტექსტის ზომა - +
როგორც ამბობენ, ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 4000 წლით ადრე, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანი ნადირობიდან და შემგროვებლობიდან მიწათმოქმედებაზე გადავიდა და ცხოველების მოშინაურება დაიწყო, გაჩნდა სპორტის პირველი ელემენტები.

დაახლოებით 1400 წელს ინგლისში პირველად იხმარეს სიტყვა „სპორტი“ ვარჯიშის მნიშვნელობით. სპორტის ცნებაში შეჯიბრი ცოტა გვიან შემოვიდა. სპორტი კი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შეჯიბრის ელემენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მხოლოდ ვარჯიშია.

ხოლო შეჯიბრის ჟინი, ისევე, როგორც ყველა ცხოველს, ადამიანსაც გენებში აქვს ჩადებული. ასე რომ, სპორტული შეჯიბრი საზოგადოებისთვის ისევე ჩვეული და მკაცრია, როგორც ფრინველების მიგრაცია, ირემთა ბრძოლა და ცხოველთა სამყაროს სხვა რიტუალები.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დღესაც კი, ადამიანებს ყველაფერზე მეტად ერთმანეთთან გაჯიბრება და სხვათა შეჯიბრის ყურება მოსწონთ.

ამ მხრივ, წელს სპორტის მოყვარულებს დიდი დატვირთვა აქვთ. გარდა ტრადიციული, ყოველწლიური ტურნირებისა, 2010 ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და პლანეტის ყველაზე პოპულარული შეჯიბრის - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის - წელია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ზამთრის სპორტის სახეობები და არც ფეხბურთი საქართველოს საქმე არ არის.

საერთოდ, ორი უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების გახსნა საქართველოსთვის უბედურებებთან არის დაკავშირებული: ორი წლის წინ, პეკინის თამაშების გახსნას რუსეთთან ომის დაწყება დაემთხვა, წელს კი ჯერაც არ განელებულა ახლგაზრდა ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი.

საქართველოს სპორტსმენების ყველაზე დიდი მიღწევა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრე ადგილია. ასეთი შედეგი აჩვენა 50 წლის წინ ტრამპლინიდან მხტომელმა კობა წაქაძემ. წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების იმედი გაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდა.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ თამაშებზე უფრო სამწუხარო ჩვენი ფიგურულ მოციგურავეთა წყვილის გამოსვლა იყო; უფრო სწორად კი ის, თუ როგორ შეფუთეს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს გამოსვლა. წყვილის მიერ დაკავებული 22-ე ადგილი ისე მოგვაწოდეს, როგორც ერთგვარი წარმატება. თითქოს, მართლაც, 22-ე ადგილი არ უნდა ყოფილიყო ცუდი პირველ ჯერზე, ვთქვათ, 35 მონაწილეს შორის.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეჯიბრში მხოლოდ 23 წყვილი მონაწილეობდა.

სპორტს რომ მუდმივად იყენებენ საზოგადოებისთვის საეჭვო თეორიების თავსმოსახვევად და პროპაგანდისთვის, ახალი არ არის, მაგრამ ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ბუნებრივია, ეჭვი გაგიჩნდება, რომ ოფიციოზი ბევრად უფრო მნიშვნელოვან სფეროებშიც ანალოგიურ მეთოდებს იყენებს მოსახლეობის ზომბირებისთვის. სულ ახალ მაგალითს მოვიყვან ფეხბურთის სფეროდან: სიუჟეტს ნოღაიდელთან კახა კალაძის შეასაძლო პოლიტიკური პარტნიორობის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფონად კალაძის ორი ავტოგოლის კადრები ედო.

ივნისის დასაწყისში კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილი, სულ ცოტა, ერთი თვით დაივიწყებს პოლიტიკას, ბიზნესს და ყოველდღიურ ბრძოლას არსებობისთვის. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნება ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისკენ, რომელიც დაადგენს, თუ რომელი ქვეყნის ზემაღალი შემოსავლების მქონე ათლეტები ურტყამენ უკეთ ტყავის ბურთს ორ ძელს შუა გაჭიმულ ბადეში მოსათავსებლად.

ამ ზეიმზე საქართველო მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ისარგებლებს. არ არის ეს ჩვენი ტურნირი. თუმცა, საქართველოს ეკუთვნის ერთი რეკორდი, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს: კახი ასათიანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოხდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, 2003 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრების დამარცხებაა. ამის მიუხედავად, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით. სამაგიეროდ, რუსეთს მოვუგეთ!

რაგბიში ხომ საერთოდ - რუსეთს გამუდმებით ვამარცხებთ და ყოველ ჯერზე ისე გვიხარია, თითქოს სერიოზული მეტოქე ყოფილიყოს. ამასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მახსენდება. ერთხელ, ინგლისისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრისას, მარგარეტ თეტჩერს დაუნინგ სტრიტზე ანგარიში უკითხავს. სამწუხაროდ, გერმანელები გვამარცხებენ ჩვენს ეროვნულ თამაშშიო - მიუგეს. „გულს ნუ გაიტეხთ – უპასუხა პრემიერმა. - ამ საუკუნეში ჩვენ ორჯერ დავამარცხეთ გერმანელები მათ ეროვნულ თამაშში.“


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ქრომი საიდან გვწერთ: ამჟამად ევროპიდან
05.05.2010 16:29
ძალიან კარგი ბლოგია - სიამოვნებით წავიკითხე, როგორც ყოველთვის.

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Athens
03.05.2010 02:43
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, 2003 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრების დამარცხებაა. ამის მიუხედავად, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით. სამაგიეროდ, რუსეთს მოვუგეთ!
----------------------------------------
დამოუკიდებლობის მერე მაგ წელი პირველი იყო როცა ბოლოზე გავედით . რუსეტის დამარცხება ჩირად არ ღირს . მთავარია რო ბოლოზე გავედით.
მოკლედ ყველაზე დიდი წარმატება იყო როცა ჩვენმა ნაკრებმა უელსის ნაკრებს მოვუგეთ . უელსის ნაკრების ყველა ფეხბურთელი თითქმის ყველა დროში ინგლისის და შოტლანდიის პირველობებზე გამოდის , მათი 25 % კი გრანდებშია თავმოყრილი ანუ 4 ფეხბურთელი სულ მცირე ინგლისის იმ გუნდებშია ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ტამაშობს ხოლმე . ასეთ გუნდს რომ 5:0 -ს მოუგებ ძალიან კარგი შედეგია . იმ წელს მესამე ადგილზე გავედით და რო არა მოლდოვასტან უხეირო სტარტი და მგონი სტუმრადაც დაკარგული ქულები მეორე ადგილიც შეგვხვედროდა. . თან გერმანია ჩვენი ჯგუფიდან გავიდა და ჩემპიონიც გახდა ...
საკლუბო დონეზეცგვქონდა თავბრუდამხვევი წარმატება ,
იმ წლებში დინამო ორჯერ მოხვდა ბოლო 32 ში უეფას ტასზე და
98 წელს ჩემპიონთა ლიგის ზღურბლზე სტუმრად გატანილი ბურთის წესით გაგვექცა ესპანეტის იმ დროინდელი ვიცეჩემპიონი ბილბაო.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
29.04.2010 10:35
ჩვენ ვივარჯიშოთ და ვიმუშაოთ, პოლიტიკოსებიდან კი ზოგი ასე გამოიყენებს ამას, ზოგიც - ისე :)
განა ამაზე ფიქრისთვის დროის დაკარგვა ღირს?

ავტორი: აკა გედევანიშვილი
23.04.2010 12:18
ირმა "თუნდაც მასეთ ბრინჯაოს" რას ნიშნავს?

ავტორი: ირმა
22.04.2010 01:14
ავტორი: აკა გედევანიშვილი
21.04.2010 14:00

გარწმუნებთ ძალიან გამიხარდება თუ კიდევ გავიმეორებთ თუნდაც მასეთ ბრინჯაოს.

ქილიკს რაც შეეხება მტკივნეული ქილიკია,ძალიან ბევრჯერ გაგვაწბილეს,თუმცა ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნები რაშიც ჩვენ ვვარგივართ იმაშიც არ უქნიან ღმერთს,მაგალითად ჭადრაკში და ჭიდაობაში...

ავტორი: აკა გედევანიშვილი
21.04.2010 14:00
ძალიან არ მომწონს ქართული სპორტზე ქილიკი, მითუმეტეს თუ ქართველები ქილიკობენ და მითუმეტეს თუ სპორტის არაფერი გაეგებათ... ერთ-ერთ კომენტატორ ირმას მივმართავ: ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ფიგურულ სრიალში უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს უნდა გვაძლევდეს წესით...
http://www.isuresults.com/results/ec2010/CAT002RS.HTM...

რატომ არ უნდა გვიხაროდეს რუსეთთან მოგება არ მესმის? პოლიტიკურ ბექგრაუნდს რომ თავი დავანებოთ ეს არის წმინდა სპორტული გაგებით გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან...

მე მგონი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საქართველოს ყველა წარმატება სააკაშვილის წარმატება ჰგონია და არ სიამოვნებს და ყველა მარცხს სააკაშვილის მარცხად აღიქვამს და უხარია...

ავტორი: jurnalistka საიდან გვწერთ: tb
20.04.2010 17:57
ნეტა რა გვეშველება :(

ავტორი: ნიანუ საიდან გვწერთ: თბილისი
19.04.2010 17:47
ბრავოოოო!!!!! მწარე სიმართლეა, მაგრამ ბრავო. ძალიან მომეწონა სტატია. დამიჯერებთ, არ ვიცოდი ჩვენი წყვილის 22-ე ადგილი რომ 23 წყვილს შორის იყო და კიდევ ერთხელ მეტკიონა პროპაგანდის, მაგრამ მაინც მადლობ ბიძინა. ღირდა ლოდინად ეს სტატია.

ავტორი: dudu საიდან გვწერთ: tbilisi
16.04.2010 10:04
ალბათ მაისის ბოლოს მაგიტომაც არის დანიშნული არჩევნები, რომ მოსახლეობა ტელევიზორებს მიუსხდება და გამოსვლებისთვის აღარ ეცლებათ.

ძალიან კარგი სტატიაა, ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის :)) აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაც ვჭამთ იმას გვაჭმევს ხელისუფლება

ავტორი: ვახო საიდან გვწერთ: აიდაჰოდან
15.04.2010 21:24
სამართლიანად და გემოვნებიანად დაწერილი სტატიაა. ორი რამ ახალი გავიგე: ასათიანის პირველი ყვითელი ბარათი და მარგარეტ ტეტჩერის ენაკვიმატური გამოთქმა.

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
15.04.2010 02:31
laki -ს
ყვითელი ბარათი პირველად გამოიყენეს 1970 წელს, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ავტორი: laki საიდან გვწერთ: kutaisi
14.04.2010 21:33
კახი ასათიანამდე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში არ ჩატარებულა? :D
და თუ ცატარებულა დავიჯერო ახლა 1932 წლიდან ყვითელი ბარათი არავის მიუღია?? :D

პ.ს. სწორედ რომ კახი ასათიანი იყო ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო ტურნირში პირველი გოლი რომ გაიტანა!!!!!!!!!!!

ავტორი: იდიოტოკრატიის მინისტრი საიდან გვწერთ: ტიფლისი
14.04.2010 16:16
ბიძინა, მთლიანად ვიზიარებ თქვენს პათოსს ქართულ სპორტთან დაკავშირებით.
მსოფლიო რეკორდზე გამეღიმა - პირველი ყვითელი ქართველმა მიიღოო. აბა პირველ გოლს ხომ არ გავიტანდით ჩვენ... :|
ჩვენ ვერ გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვისი ნათამაშები ფეხბურთით მაინც უნდა დავტკბეთ ზაფხულში...

ავტორი: გია საიდან გვწერთ: თბილისიდან
14.04.2010 13:21
ბიძო მაგარი ხარ! შენს სტატიებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

ავტორი: ირმა
14.04.2010 10:32
ძალიან კარგია.

23 ადგილიდან 22:)

არც არასოდეს ყოფილა საქართველო ფიგურული სრიალის კორიფეების გამზრდელი და კარგა ხანი ვერც იქნება.

ალბათ პუტინიც მასე ამბობს ხოლმე ...ომებში ვამარცხებთ,სულ მალე.... და რაგბი მოგვიგონო და ალბათ იგინება კიდეც ამ დროს..

ავტორი: იოანე საიდან გვწერთ: სანაპირო
14.04.2010 10:17
კარგი სტატია იყო
ისე, ახლა წარმოვიდგინე და მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ივნისში რომ შემოვიდეს რუსული ჯარი, რატომღაც მგონია, მოსახლეობის ნახევარი ტელევიზორს ვერ მოწყდება.
იმის თქმა მინდა, რომ მოსახლეობა რასაც ჭამს, ხელისუფალიც იმას აჭმევს.

ავტორი: goia
14.04.2010 08:34
რატომ მარტო რაგბში???
აკი ომიც მოვუგეთ?!

ყველაზე პოპულარული