კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:30

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

64

x
ტექსტის ზომა - +
1969 წლის 12 ოქტომბერს დეტროიტის ერთ-ერთი რადიოსადგურის დი-ჯეის დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ “ბიტლზის” სიმღერას, “Strawberry Fields Forever”-ს უკუღმა დაატრიალებდა, გაიგონებდა ლენონის ჩურჩულს „I burried Paul“ (მე დავმარხე პოლი). ამას მასობრივი ისტერია მოჰყვა. სასწრაფოდ გაიხსენეს ალბომ “სერჟანტ პეპერსის” ყდის უკანა მხარე, სადაც პოლ მაკკარტნი ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით ზურგით დგას. ასეთივე ინტერპრეტაციის მსხვერპლი გახდა “ბიტლზის” უკანასკნელი ალბომის, Abbey Road-ის ყდა: მაკკარტნი, რომელიც ფოტოზე ფეხშიშველი იყო, გვამს წარმოადგენდა, ლენონი - მღვდელს, რინგო სტარი - მესაფლავეს, ხოლო ჰარისონი - მგლოვიარეს. Magical Mystery Tour-ის ყდაზე ოთხიდან მხოლოდ პოლს უჭირავს ხელში შავი ყვავილი და ფეხსაცმელზე სისხლის კვალი ატყვია. ერთ ფოტოზე მას სამკლავური უკეთია წარწერით - OPD, რაც გაიშიფრა, როგორც “ოფიციალურად გამოცხადებული სიკვდილი”; სინამდვილეში კი ეს აბრევიატურა “ონტარიოს პოლიციის დეპარტამენტს” ნიშნავდა. ამ ფარულ მინიშნებებზე ლაპარაკი უსაშველოდ შეიძლება გავაგრძელოთ, რადგან ფანებმა პოლის სიკვდილის დამადასტურებელი 130 (!) “უტყუარი” ფაქტი აღმოაჩინეს. საბოლოოდ ამ ყველაფერმა ისეთი არანორმალური მასშტაბები მიიღო, რომ მაკკარტნის ტელევიზიით მოუხდა გამოსვლა, სადაც განაცხადა: “ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია.”

პოპულარობა ძნელია. მით უმეტეს, როცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ოთხეულის წევრი ხარ. მით უმეტეს, როცა ამ ოთხეულიდან ორი აღარ არის ცოცხალი: ერთი გადარეულმა ფანმა მოკლა, მეორე კი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მის სახლში შევარდნილმა მანიაკმა დაჭრა.

პოლ მაკკარტნის უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური ტიტული აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ის სერი გახდა, თუმცა, ეს მაღალი ტიტული არაფერია, მის სხვა დამსახურებებთან შედარებით: თანამედროვე მუსიკის ყველაზე დიდი კომპოზიტორი; ადამიანი, რომელმაც დასახა ახალგაზრდული კულტურის განვითარების გზები და რევოლუცია მოახდინა თაობის აზროვნებაში; მისი ნოვატორული იდეებით დღესაც ბევრი ხელოვანი საზრდოობს; არის ყველაზე მდიდარი მუსიკოსი მსოფლიოში; “ბიტლზთან” ერთად ჩაწერილი ზეწარმატებული ალბომების გარდა, დამოუკიდებლად და თავის ჯგუფთან Wings-თან ერთად გამოშვებული აქვს 30-ზე მეტი ალბომი; მისი სიმღერა “Yesterday” მსოფლიოში ყველაზე ხშირად არის შესრულებული.

მისმა არაორდინარულმა იდეებმა მხოლოდ მუსიკაში არ იჩინეს თავი. როკ-სამყაროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომი - “ბიტლზის” “სერჟანტ პეპერსი” თითქმის მთლიანად მაკკარტნის პირმშოა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ამ ჩანაწერმა თითქმის მთლიანად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება როკ-მუსიკისადმი. ამ ალბომში ყველაფერი ახალი იყო. ადრე ალბომები უბრალოდ სიმღერების კრებულები იყო, “სერჟანტი” კი ერთმანეთთან კონცეპტუალურად დაკავშირებული ნაწარმოებების ციკლს წარმოადგენდა. იქ არ არსებობდა ტრადიციული ოთხწამიანი პაუზა სიმღერებს შორის: ყველა სიმღერა ერმანეთს ბუნებრივად ერწყმოდა. გარდა ამისა მაკკარტნი პირველი იყო მუსიკოსებს შორის, რომელმაც ცხოველებზე იზრუნა - დისკზე 15 ათასი მეგაჰერცის სიხშირით ჩაწერილია ადამიანის ყურისთვის მიუწვდომელი ბგერები, თუმცა მათზე აუცილებლად რეაგირებენ ძაღლები. ეს კიდევ არ არის ყველაფერი: “სერჟანტის” ყდა ახლი სიტყვა გახდა პოპ-არტში; ის იყო პირველი გადასაშლელი ალბომი; პირველი ალბომი რომლის გარეკანზე სიმღერების ტექსტები დაიბეჭდა და ბოლოს, ალბომში შევიდა სიმღერა, “When I’m 64” (“როცა 64 წლის გავხდები”), რომელსაც დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს - დღეს სერ პოლ მაკკარტნი უკვე 68 წლის გახდა! “ბიტლზის” უამრავი თაყვანისმცელისთვის ამ სიმღერას ზოგჯერ გაუცნობიერებელი, მისტიკური დატვირთვა აქვს: ჯგუფის ორმა წევრმა ვერ მიაღწია იმ ასაკს, რომელზეც პოლმა 43 წლის წინათ იმღერა.

დღეს მაკკარტნი მარტო წარსულის დიდებით არ ცხოვრობს. ის აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით და საკონცერტო მოღვაწეობას; ჰყავს 5 შვილი.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ოდნავ გადავუხვევ თემას და შევეხები მაკკარტნის საფეხბურთო მიდრეკილებებს, რომლის გამჟღავნებაც “ბიტლზის” პერიოდში მენეჯერისგან აკრძალული ჰქონდა. ოჯახური ტრადიციების გამო ის “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, მაგრამ მოგვიანებით “ლივერპულზე” გადაერთო. დღეს კი, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით აცხადებს, რომ ორივე გუნდს გულშემატკივრობს, თუმცა როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, იძულებულია “ევერტონს” უქომაგოს. სხვათა შორის, 1966, 1968 და 1986 წლებში ის ესწრებოდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალურ მატჩებს ლივერულის კლუბების მონაწილეობით.

და კიდევ ერთი ამბავი: ორიოდე წლის წინ ერთმა ელექტრონულმა გამომცემლობამ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ იქნებოდა ყველაზე შესაფერისი პრეზიდენტი ევროპის კონტინენტისთვის. 12 ნომინანტიდან, რომელთა შორის იყვნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ტონი ბლერი, 21 პროცენტით დამაჯერებლად გაიმარჯვა დღევანდელმა იუბილარმა.

ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებთ პოლ!


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Nick
22.06.2010 22:03
დაგვიანებით ვულოცავ პოლს!
ბლოგმა გაასწორა

ავტორი: Nini საიდან გვწერთ: Tb
20.06.2010 23:28
გული ამიჩუყდა,
ძალიან ტკბილად და რბილად იკითხება.
გმადლობ, ბატონო ბიძინა.
პ.ს. პოლ მაკარტნისადმი მილოცვას მეც ვუერთდები

ავტორი: tamo
20.06.2010 16:41
ვაა მართლა არ ვიცოდი ამ ამბის შესახებ...სტატიის ავტორს უღრმესი მადლობა!ამ საიტს ხშირად ვეწვევი ხოლმე,იმედია ასეთი მაგარი ბლოგებს კიდევ ვნახავ.

ავტორი: Jessica de Rider საიდან გვწერთ: shoridan
20.06.2010 14:21
ეჰ, დღეს გლაზგოში მღერის პოლი. ვერ წავედი... :((

ავტორი: BERU
20.06.2010 14:08
რა ლაკონური და შინაარსობრივი სიღრმის შემცველია კულტურის ენა!
როგორ გვაკლია!
ავტორის პიროვნება რომ ორგანულ მთლიანობაშია ტექსტთან - არაერთხელ მითქვამს. კიდევ მეტსაც ველოდებით!

ავტორი: Martha
19.06.2010 21:17
When you get older, loosing you hair,
Many years from then,
We will still be sending you a velentine,
BIRTHDAY GREETINGS, bottle of wine!

If you'd been out from scene for too long,
We won't loose our fate,
We will still need you,
You will still feed us,
WHEN YOU'RE SIXTY-EIGHT!

We'll be older too
And if we say the word,
You could stay with us!

...

Do the garden, dig the weeds
Who could ask for stake?
We will still need you,
You will still feed us,
WHEN YOU'RE SIXTY-EIGHT!

...

We'll send you a blogpost, drop you a line,
Stating point of view,
Indicate precisely what we mean to say,
Yours sincerely, wasting away.

Please, give us you're answer, do not be too late,
And Forever we will state:
WE WILL STILL NEED YOU,
YOU WILL STILL FEED US,
WHEN YOU'RE SIXTY-EIGHT!
Hoo!

Happy 68-th Birthday, Paul
xxx

ავტორი: გიგა საიდან გვწერთ: საქართველო-ები
19.06.2010 18:58
""when i am 1064."".......აი ამ ასაკსაც მოგილოცავენ ბებერო პოლ..... :))))

ავტორი: Keti
19.06.2010 15:27
საუკეთესო პოსტი იყო! მართლაც საშინელი ნაკლებობაა მსგავსი წერილების... დავესესხები უცნობ ავტორს, კულტურა გვშია!!! დიდი მადლობა!

ავტორი: ninoD საიდან გვწერთ: Tbilisi
19.06.2010 13:35
მე ყოველთვის ვამბობდი "ბითლზებიდან" მაკარტნი კველაზე ნიჭიერი და მაგარია თქო! ამ სტატიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში, მადლობა! ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში DIDI როლი იტამაშა მაკარტნიმ!!!!! მიკვარს!!!!

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: ვენა
19.06.2010 01:49
ძალიან სასიამოვნო სტატია იყო. ასეთი სტატიების ნაკლებობას განვიცდი.... უბრალო ენით მაგრამ საღი აზრითაა დაწერილი... დიდი მადლობა!!!
პ.ს. Happy Birthday Pol ! :-))

ავტორი: tat საიდან გვწერთ: Tbilisi
19.06.2010 01:22
ძალიან მომეწონააა.....ძალიაან :)

ავტორი: vincxa საიდან გვწერთ: sacxeidan
19.06.2010 00:59
ძვლივს არ დავისვენე პოლიტიკსგან:))

ავტორი: ... საიდან გვწერთ: Tbilisi
18.06.2010 23:22
happy birthday Pol!!!! : )))

ავტორი: მესამე საიდან გვწერთ: თბილისი
18.06.2010 22:59
რა კარგი, სასიამოვნო ბლოგია.

ავტორი: RICO საიდან გვწერთ: Tbilisi
18.06.2010 21:01
საღოოოოოოლ

ბლოგების კონკურსში ალბათ
ჩემპიონი იქნება ეს პოსტი

ყველაზე პოპულარული