პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:37

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

როკ-ენ-როლი

x
ტექსტის ზომა - +
ეს ამბავი 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა. რუსი საბჭოთა დიპლომატი, რომელიც ამერიკაში მუშაობდა, სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა. გამგზავრების წინ დიპლომატის 13-14 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა. მაშინვე ფეხზე დადგა საბჭოთა საელჩო და ამერიკის შესაბამისი სამსახურები. ბიჭი ორიოდე დღეში აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ამერიკულ ცხოვრებას ნაზიარევ ბავშვს უმძიმდა ნაცრისფერ საბჭოეთში დაბრუნება და ცოტა ხნით გაიხანგრძლივა თავისუფალ ქვეყანაში ყოფნის სიამოვნება. როდესაც ამერიკელებმა ბიჭუნა საბჭოთა მისიის წარმომადგენლებს გადასცეს, ბავშვი ღიმილით გამოემშვიდობა ამერიკის უშიშროების სამსახურის მუშაკებს და დაიძახა: „მოიკითხეთ მიკ ჯაგერი!“ – ასე დაემშვიდობა ბიჭუნა იმ თავისუფალ სამყაროს, რომლის ყველა დადებითი კომპონენტი მისთვის ამ ინგლისელ როკ-მუსიკოსში იყრიდა თავს.

მიკ ჯაგერზე უამრავი ჭორი და ლეგენდა არსებობს, მაგრამ ეს ამბავი გამორჩეულად მომწონს. ვფიქრობ, ძალიან კარგად აღწერს, თუ რა როლს ასრულებს ჯაგერი პლანეტაზე.
მიკ ჯაგერი

ის, რომ მიკი ბოიმ მიკი მაუსსაც კი გადაასწრო პოპულარობაში, მარტო მუსიკის ბრალი არ არის. ის მშვენივრად აფასებს იმ მუსიკალური ჟანრის შესაძლებლობებს, რომელშიც მისი ჯგუფი, „როლინგ სტოუნზი“, მოღვაწეობს. ერთ უბრალო ფრაზას გავიხსენებ მისი 1974 წლის სიმღერიდან: „ვიცი, რომ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია, მაგრამ მაინც მიყვარს“. მგონი, ასე ზუსტად არავის მიუთითებია როკ-ენ-როლის ადგილზე ჩვენს ცხოვრებაში.

მიკმა გაუცნობიერებლად დაიწყო სტერეოტიპების დანგრევა. ის ერთ-ერთი პირველი თეთრკანიანი ბიჭი იყო, რომელიც მღეროდა შავკანიანი მუსიკოსების - ბო დიდლის, ჰაულინ ვულფის, მადი უოტერსის სიმღერებს. ეს არ იყო საკმარისი. თვით ნომერ პირველ ნოვატორებს, „ბიტლზის“ წევრებსაც კი უკვირდათ, რომ „სტოუნზები“ სცენაზეც იმავე ტანსაცმლით გამოდიოდნენ, რომლითაც ქუჩაში დადიოდნენ. გარდა ამისა, ქუჩის ბიჭის იმიჯს მიკი ძალიან ბუნებრივად უხამებდა მაღალი საზოგადოების წევრის ცხოვრების სტილს.

ის კიდევ უფრო შორს წავიდა. თანდაყოლილი ელეგანტურობა საშუალებას აძლევდა, სცენაზე ერთდროულად მშვენიერიც ყოფილიყო და საზიზღარიც, ქალურიც და მამაკაცურიც. მიკი, რომელიც ყოველთვის ნამდვილი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი იყო, არ შეშინებია გათამაშებოდა სექსუალური ორაზროვნების იდეებს. მის საქციელს ის ამძაფრებდა, რომ მან ეს გამოიჩინა კანტრის, ბლუზის და რითმ-ენ-ბლუზის განსაკუთრებით მამაკაცურ, პურიტანულ სამყაროში. „მან საფუძვლიანად შეცვალა იდეა იმისა, თუ რას ნიშნავს, იყო მამაკაცი“, თქვა ალექსის კორნერმა, ადამიანმა, ვინც ფაქტობრივად, გაუხსნა ჯაგერს გზა, როგორც მომღერალს.

მიკმა წაშალა საზღვრები კულტურებს, რასებს, სქესებსა და სოციალურ ფენებს შორის, რამაც უდიდესი ზემოქმედება მოახდინა 60-იან წლებზე და საშუალება მისცა მას, როკ-ვარსკვლავის სტატუსი ექცია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთში მომხდარი სოციალური ცვლილების სიმბოლოდ.

დაახლოებით იმავე პერიოდში, რომელიც ჩვენი თხრობის დასაწყისში ვახსენეთ, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ერთი ახალგაზრდა კაცი იპყრობდა გამვლელების არაჯანსაღ ყურადღებას. ტყავებში და ჯარისკაცის „ბათინკებში“ გამოწყობილს, სხეულზე ლითონის უამრავი ნივთი ჰქონდა აცმული. ჯაგერიდან 20 წლის შემდეგ ქართველი როკ-მუსიკოსი ლადო ბურდული სამშობლოში შეუდგა სტერეოტიპების ნგრევას.
ლადო ბურდული

ჯაგერისგან განსხვავებით, მას არ გაუმართლა. გარემო მზად არ იყო. იმ ხანებში უკეთეს შემთხვევაში ის გიჟი ეგონათ. მისი გარეგნობა თითქმის ყველას აღიზიანებდა. გამვლელების გაოცებული, ზიზღიანი, ბოროტი მზერა - რატომ განსხვავდება ჩვენგან?; მილიციელების სურვილი, წაეყვანათ განყოფილებაში და ეხმარათ, ჭკუაზე რომ მოსულიყო; ოფიციოზისთვის ის მტრული იდეოლოგიის მატარებელი იყო, მაგრამ რატომ, ვერ გეტყოდნენ.

მიკს ამ საკითხისადმიც ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა: „ჩვენ წყობას არ ვეწინააღმდეგებით. ჩვენი პროტესტი მიმართულია იმ იდიოტების წინააღმდეგ, ვინც თვლის, რომ წესიერი ადამიანი მხოლოდ ჰალსტუხიანი კაცია. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ უჰალსტუხოდაც შეიძლება, იყო წესიერი და ჭკვიანი. როკ-ენ-როლის ამოცანა გართობაა და არ ღირს მას ზედმეტი რაღაცები მივაწეროთ.“

ლადო კი აგრძელებს ბრძოლას, უბრალოდ, ფორმებს ცვლის. 90-იანი წლების უდენობას ის სანთლებით უპირისპირდება, ბოროტებას - ღიმილით. ჩაბნელებულ ქალაქში, თავის ბინაში, ის სანთლის შუქზე აწყობს მოდების ჩვენებებს, კონცერტებს, გამოფენებს, პერფორმანსებს; ჩამოჰყავს შოუბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან; მოკლედ, კულტურის სამინისტროს ფუნქციებს ითავსებს.

ის უნიკალურია იმ მხრივ, რომ სამშობლოში ვერ მოაბა თავი ჩანაწერების გამოცემას, თუმცა საზღვარგარეთ ეს სხვებმა გააკეთეს მის მაგივრად. ალბათ ამიტომაცაა, რომ სატელევიზიო და რადიოპროგრამების ქართველ მენეჯერებს მისი სიმღერების გადაცემაზე მეტად, ეთერში მასთან საუბარი იზიდავთ. თუმცა, ესეც გასაგებია: ქართული პანკის მამისგან, რომელიც დღეს 46 წლის გახდა, ბევრი რამეა მოსალოდნელი. თუნდაც ეს: ჟურნალისტის კითხვას - გიხარიათ, რომ თქვენ და მიკ ჯაგერი ერთ დღეს დაიბადეთო - კითხვითვე უპასუხოს: მიკ ჯაგერი ვინ არისო.

ვერ გეტყვით, შეიძლება სულ სხვანაირად მოხდეს. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი: ლადოს და მიკის გარეშე თანამედროვე სამყარო ბევრად უფრო ღარიბი იქნებოდა; თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ვაჭარბებ და იქნებ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია...
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: cnobismoyvare
23.08.2010 19:15
სტერეოტიპების ზოგ დამანგრეველზე ლაპარაკობს ასეთი ევროპული სტატისტიკაც : ევროპაში ყოველწლიურად ქალბატონი მეუღლეები კლავენ 30-ოდე ბატონ მეუღლეს. 2008 წელს ასე დაიღუპა დაახლოებით 100 000 მამაკაცი. ისინი გახდნენ მეუღლე ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი. ესენიც როგორც ჩანს დიდი წარმატებით ამსხვრევენ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ოჯახური ცხოვრების შესახებ. "კაი" როკ ოპერა დაიდგმებოდა,ხომ მოახრჩო ოტელომ დეზდემონა,ეხლა დეზდემონები ახრჩობენ ოტელოებს. ასე რომ სტერეოტიპების დამსხვრევის თვალსაზრისით უამისოდაც ბეჩავ საქართველოს კიდევ ბევრი რამა აქვს სასწავლი. ეს ისე, თქვენთვის. ძველი აღმოსავლეთის სიმბოლო ინი და იანი, შავის და თეთრის, დღის და ღამის,მამაკაცურის და ქალურის ჰარმონიის სიმბოლოა. არ ვიცი დეზდემონას მკვლელი ოტელო და ოტელოს მკვლელი დეზდემონა შექმნიან თუ არა ასეთ ჰარმონიას,მაგრამ ვინ იცის? ვნახოთ...ყოველ შემთხვევაში გაგიმარჯოთ ილიას საყვარელ საქართველოს ნარჩენებთან ერთად.

ავტორი: melanqolikosi
23.08.2010 13:09
კაი ბატონო,დაეწიეთ და გაუსწარით მაგ მიკ ჯაგერს ოღონდ თქვენი ჭირიმე საცხა კისერი არ მოიტეხოთ...

ავტორი: rock'n roll საიდან გვწერთ: TBS
06.08.2010 11:39
მე უფრო მოწონს სიმღერა "სიყვარულის ანგელოზო"

ავტორი: ნეკა საიდან გვწერთ: თბილისი
05.08.2010 16:50
ავტორი: ionescu საიდან გვწერთ: თბილისი
30.07.2010 15:42
...............................................................
მე გეტყვით ლადოს ერთ სიმღერას: "ჩემო მშვენიერო ლედი"
( ხელში ვარდით რომ დადიოდა)

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
03.08.2010 18:19
rock'n roll საიდან გვწერთ: TBS
01.08.2010 14:48
--------------------------------------------------------------------------

მხოლოდ გადმოცემით ვიცი, მაგრამ მსგავს დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და თქვენი კომენტარი შეიძლება ჩვენებად ჩავთვალო?

ავტორი: როკენროლა საიდან გვწერთ: სამსახურიდან
02.08.2010 10:22
ბატონო მოდერატორო
რატომ აქვეყნებთ rock'n roll-ის კომეტარებს?
ულაზამაზესი წერილი წაბილწა უგვანო და უაზრო რეპლიკებით და შეურაწყოფა მიაყენა მკითხველს ისე, რომ თურმე წერილი არც წაუკითხავს თურმე, თვითონ მართლა რომ "ანთხია გესლი", მერე გაახსენდა რისთვის მოსულა აქ.
მოაშორეთ მისი რეპლიკები თავისი "მეტია & განსხვავებული" ვითომ "კაიფებით"
არ მგონია ვინმეს აინტერესებდეს მისი "პრიატნი გაგრძელებები"

ავტორი: rock'n roll საიდან გვწერთ: TBS
01.08.2010 20:42
ბიძინას სტატია ეხლა წავიკითხე და მინდა გითხრა ყოჩაღ ბიძინა, ანუ ბარიერად ამათი გესლი & ცოფი ისე იდგა რომ მხოლოდ ეხლა მივედი იქამდე რისთვისაც წესით აქ შემოვედი..
კაიფობ რამხელა ძალა აქვთ ამათ ზიზღს და სიბოროტეს, როგორ ტკივათ და აღიზიანებთ თუ ვინმე მათზე მეტია & განსხვავებული... კაიფობ??? და არა და პირიქით არ უნდა იყოს? მაგრამ ვიცი ის ხალხიც ბევრია აფასებს და ხედავს ლადო ბურდულის პიროვნებას...

ავტორი: rock'n roll საიდან გვწერთ: TBS
01.08.2010 14:48
როგორც ვიცი იქ მარტო ბრის ილი მიაუს თამაში არ იყო..
თავის პრიატნი გაგრძელებებიც იყო!!!
ტიტუ გლახათ ვარ, ტიტუ ამას რას მიშობი-ის ძახილით.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
31.07.2010 15:14
ნეტავ თუ ახსოვს ლადოს ქუთაისში ცენტრალურ ბაღში "ბრისილმიაუს" რომ თამაშობდა?

:)

http://www.youtube.com/watch?v=sVnKcVOBz0c

ავტორი: კომენტატორი საიდან გვწერთ: სახლი
31.07.2010 12:40
კარგით რა, ხალხნო, ასეთი სიმსუბუქით დაწერილი ტექსტია და მე მგონი, ეგ კამათი (ლადო მსოფლიო დონის მუსიკოსია /ავტორი ნეპოტიზმითაა შეპყრობილი და სხვ.) საერთოდ არაფერ შუაშია. მით უმეტეს, ბოლო აბზაცს შეხედეთ - ეს ალბათ მხოლოდ როკ ენ როლიაო... მაგაზე მეტი რაღა უნდა თქვას?! და თანაც რა ყველაფერი პირდაპირ გესმით?! - ცოტა განზოგადების თუ მხატვრულობის უნარი არ გაქვთ, რომ ამ ''თანამედროვე სამყარომ'' ესე არ გაგაღიზიანოთ?! ანუ
ანონიმს მთლიანად ვეთანხმები ამ სიტყვებში: '' მაინც არ მესმის რა აიძულებს ვიღაცას გაბრაზდეს, როცა ერთი კაი კაცი მეორე კაი კაცს დაბადების დღეს ულოცავს და ეუბნება, კარგია რომ ხარ, უშენოდ ჩემი (და ალბათ სხვების) სამყარო შედარებით ღარიბი და უინტერესო იქნებოდაო.''
დაგვიანებით ვუერთდები მოლოცვას

ავტორი: vincxa
30.07.2010 21:15
ანონიმ
აქ კონკრეტული ადამიანის სამყაროზე არ არის საუბარი, აქ ითქვა თანამედროვე სამყაროზე.... ამიტომ არის უკაცრავად და სისულელე... არასერიოზული.... უფრო მეტიც ნეპოტისტური სტატია ...და ახლა იმის თქმა, რომ ეს არ უნდაოდა ავტორს და თავის სამყაროზე საუბრობდა.... არ არის დამაჯერებელი!!!
იგივე პრინციპით საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, კონსტანტინე გამსახურდია ყველაზე დიდი მწერალი მსოფლიოში... და ა.შ....
ბურდულს არავინ აკნინებს... მართლა ნიჭიერია..მაგრამ არც იმდენად თვითონ რო ჰგონია.... მაგრამ კაი ტიპია და აცალეთ იყოს კაი ტიპი, მეტი არაფერი... ნუ დააბრალებთ მსოფლიო დონის მომღერლობას თორე დაგვცინებს ვიღაც .... :))

ავტორი: ანონიმი
30.07.2010 18:12
ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ უიმისობა სამყაროს დააკლდებოდა. ყველა ადამიანი უნიკალურია, მათ შორის ჯაგერიც და ლადო ბურდულიც, და უნიკალურ კვალს ტოვებს.
არ ვიცი ეს საბჭოთა კავშირის ბრალია, თუ რისი, მაგრამ ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემა ის მგონია, რომ ადაიანის უნიკალურობას საკმარის პატივს არ სცემენ, კაცობრიობაზე და მსოფლიოზე ლაპარაკისას იდივიდს უგულებელყოფენ, ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების მთავარი საზრუნავი ადამიანია და არა ადამიანების აბსტრაქტული ერთობა.
ცოტა გადავუხვიე როკენროლის თემას, მაგრამ ისე ძალიანაც არა. ბურდულის მუსიკას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პატივს ვცემ მის უფლებას ისეთი იყოს, როგორიც უნდა და სხვების უფლებას ეს მოსწონდეთ, ან არა.
მაინც არ მესმის რა აიძულებს ვიღაცას გაბრაზდეს, როცა ერთი კაი კაცი მეორე კაი კაცს დაბადების დღეს ულოცავს და ეუბნება, კარგია რომ ხარ, უშენოდ ჩემი (და ალბათ სხვების) სამყარო შედარებით ღარიბი და უინტერესო იქნებოდაო.

ავტორი: ანონიმი
30.07.2010 15:57
ნურავინ მეტყვის, რომ რაღაც რაც მე არ მომწონს კარგია და მე ამას ვერ ვიგებ, მე ეს უბრალოდ ვერ ვიგებ და მუსიკა არაა ის ზესაკითხი, რომელსაც მხოლოდ რჩეულები უნდა იგებდნენ და განიცდიდნენ. მე ვამბობ რომ ლადო ბურდული ნამდვილად ძალიან ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ნამდვილად არაა სიმართლე, რომ "ულადოობა" სამყაროს, ან თუნდაც ქვეყანას დააკლდებოდა. ნუ ვისაუბრებთ ზოგადად, მე პატივს ვცემ მას, მისი სიმამაცის და შეუპოვრობის გამო. ეს მხოლოდ მუსიკაა, მეტი არაფერი.

ავტორი: ionescu საიდან გვწერთ: თბილისი
30.07.2010 15:42
მილოცვას მართლაც წინ რა უდგას, მაგრამ თუ შეიძლება ვინმემ მითხრას თუნდაც ერთი სიმღერა ლადო ბურდულის შემოქმედებიდან. ან ეხლა ვინმეს ლადოს რომელიმე მელოდია გაახსენდა? ან ტექსტი? მე რაც თავი მახსოვს ყველა მარტო იმაზე საუბრობს რომ ეგ კაცი განსხვავებულად იცვამდა და იქცეოდა და ამით მავანს აღიზიანებდა. ხო, კიდე ის რომ ტუსოვკებს აწყობდა. და მერე რა ...

ავტორი: ვინცხა
30.07.2010 13:31
rock'n roll

რა შუაშია მილოცვა, მილოცვით ცხადია ყველანი მივულოცავთ ლადოს და საერთოდაც მგონია რომ ნიჭიერი მუსიკოსია, მგონია რომ საქართველო მართლა ღარიბი იქნებოდა, ლადოს გარეშე, მაგრამ მსოფლიო???? გალაქტიკა? და აშ? ეგ უკვე ქართული მურთაზული ზედმეტობაა და ეს აღნიშნა აქ ხალხმა! რომ ილანღძები, უფრო მაგარი როჟა ხარ თუ რა!!! თუ გაქვს არგუმენტი თქვი და თუ არ გაქვს კიდე, რას ძველბიჭობ.... შენ რა ნიკს არ ხარ ამოფარებული??
გეგონება ჩვენ ვუსმენთ ახლა რომელიმე, ლელა წურწუმიას და ... ამან აღმოაჩინა ბურდული.... ჩემო კარგო ზედმეტობებზე ვსაუბრობთ ჩვენ, თორემ ბურდულის, ჩარკვიანის, კუხიანიძის, დადიანის, ქიშოს, გვარჯალაძის, კუნგ ფუ ჯანკის, იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის, და აშ გარეშე, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა რომ ღარიბდება ჩვენც გვესმის....

ავტორი: rock'n roll საიდან გვწერთ: TBS
29.07.2010 22:15
ძვირფასო ანონიმი,
საერთოდ შენი ადგილი უნდა იცოდე ყოველთვის ცხოვრებაში. მე კი ვნატრულობ იმ დღეს ამ ქვეყნაში როც გადაცემა "პატრულში" ვნახავ აყვანილ ამ პატარა პრიშიკებიან განუხორციელებელ სულებს თუ სასოწეკვეთილ კლიმაქსიან უსაქმურებს, რომლებიც ნიკ სახელებით და აბსტრაქტული სურათებით სიბოროტეს, შეურაცყოფას და ცოფს აფრქვევენ ინტერნეტში, ხალხს რომელსაც არანაირი ფასეულობები რომ არ გააჩნიათ გარდა სიწმინდეების ლანძღვის და ამით თავის დამკვიდრებით თავის შეუმდგარ ცხოვრებაში. დაუსჯელობის პრინციპი დროა აღიკვეთოს არა მარტო ქუჩებში არამედ ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც და ეს დროც სულ მალე მოვა გარწმუნებ ძვირფასო წარმატებები ;)

ავტორი: სტუმარი საიდან გვწერთ: თბილისი
29.07.2010 17:11
მეც ვუერთდები მილოცვებს.
ერთ რამეს დავამატებდი უბრალოდ, განსხვავებულობა თავისთავად არაფერსიმომცემია, თუ ნიჭიერება არ ახლავს.
და ყველაზე მეტად ეს ფრაზა მომეწონა წერილიდან - „ჩვენ წყობას არ ვეწინააღმდეგებით. ჩვენი პროტესტი მიმართულია იმ იდიოტების წინააღმდეგ, ვინც თვლის, რომ წესიერი ადამიანი მხოლოდ ჰალსტუხიანი კაცია. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ უჰალსტუხოდაც შეიძლება, იყო წესიერი და ჭკვიანი. როკ-ენ-როლის ამოცანა გართობაა და არ ღირს მას ზედმეტი რაღაცები მივაწეროთ.“

ავტორი: ანონიმი
29.07.2010 17:03
ძიძობა სამარცხვინოა?
რატომ აღიზიანებ ამ ხალხს, დაანებე რა თავი, ვისაც რას უნდა, იმას უსმინოს.
შენ იმას დააკვირდი, რო ტიპები ისეთ ბლოგებს კითხულობენ და კომენტარებს უტოვებენ, რომლების თემატიკაც არ აინტერესებთ. ეტყობა გასაგებ ენაზე დაწერილი ინფორმაციის ისეთი დეფიციტია, რო ხალხი ჭკუაზე აღარაა და აგერ, ბურდულისთვის დაბადების დღის მისალოცი ბლოგის კომენტარებში ბურდულს ლანძღავენ. ამას სერიოზული ყურადღება და დელიკატური მიდგომა უნდა. შენ კიდე ძიძა ხარო ისე ეუბნები, თითქოს ძიძობა ტეხავდეს.

ავტორი: rock'n roll საიდან გვწერთ: TBS
28.07.2010 23:24
ჰეი, აბდალებო/ვინცხებო & M-ებო, ვინ მოგატყვილათ რომ ლადოს მუსიკა თვქნთვის უნდა იყოს გასაგები? თქვენ როცა ტაშს დაუკრავთ მაშინ მართლა ცუდათ იქნება მისი საქმე.
M შენგან გამკვირვებია ამერიკაში რამ წაგიყვანა როკი თუ არ გიყვარს ? ალბათ სიდუხჭირემ?! ძიძა ხარ?

ავტორი: ვინცხა საიდან გვწერთ: ტბილისი
28.07.2010 00:24
ლადოს და მიკის გარეშე თანამედროვე სამყარო ბევრად უფრო ღარიბი იქნებოდა; თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ვაჭარბებ და იქნებ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია...

:) ხო და კიდე ჯანსუღ ჩარკვიანის და შარლ ბოდლერის გარეშე იქნებოდა ღარიბი სამყარო :))) კარგით რა ბატონო ბიძინა ... ეგეთი შედარებაც არ შეიძლება.... გეთქვათ საქართველოო, გავიგებდით, სამყარო არ შეგეცოდათ.... ბურდულის გარეშე სიღარიბისთვის რომ გაიმეტეთ? ტქვენგან მეწყინა ძალიან..... :(არ შეიზლება ეგეთების წერა სჯერა მერე ეგ ბურდულს და მიდის ხელიდან კაცი....

ეჰ, ერმა ვერ მოიშალა ნეპოტიზმი :)
მაპატიეთ თავი ვერ შევიკავე!

ავტორი: ანონიმი
27.07.2010 16:44
богохульство ქართულად როგორაა?
ჯაგერი სატანისტიო :):):):)
ალბათ მართლმადიდებლობის მტერიც იქნება:):):):)
ჯაგერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან საინტერესოა რუსეთში და საქართველოში მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტრებად მონათლულებიდან რამდენს გაუგია საერთოდ ეს მართლმადიდებლობა:):):):)
საქართველოში სულ ღამე როგორაა, აღარ უნდა გათენდეს?!

ავტორი: abadala-2012
27.07.2010 02:01
ბევრად უფრო ძვირფასო მოდერატორო, დიდი მადლობა შემდეგში ვეცდები ტელეგრაფული სტილით მოგაწოდოთ ხოლმე ესოდენ "ძვირფასი" ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ისე სატანისტური თუ მოსატანისტურო ელემენტები თანამედროვე პოპ-როკ თუ გოთურ კულტურებში თუ სუბკულტურებში ძალიან საინტერესო თემაა და მასზე არის დიდძალი ლიტერატურა ევროპულ ენებზე. საინტერესო იქნებოდა ალბათ ამ თემით დაინტერესებაც,ისევ დიდი მადლობა და ბოდიში.

ავტორი: საიდან გვწერთ: გერმანია
26.07.2010 23:57
მადლობა ბლოგისათვის და მადლობა მოდერატორს, ბაბაჯანას რომ მიუთითა რუსულად წერასთან დაკავშირებით - მოდერ ჯიგარ. ბაბაჯანას არ ეწყინოს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც მორალის კითხვა მინდა, უბრალოდ სულ ბოლოს 2008-ის აგვისტოს მერე იმდენად ამასხა რუსულზე, ირაციონალურად ვღიზიანდები, როდესაც წართველები ხმარობენ მაგ ენას და შრიფტს. ალბათ ნამეტანია, მარა მაინც

ავტორი: Nick საიდან გვწერთ: Tbilisi
26.07.2010 21:19
მაგარი სტატიაა!
I KNOW IT'S ONLY ROCK N'ROLL, BUT I LIKE IT!
YES I DO!
არ ვიცოდი, მიკს და ლადოს ერთ დღეს თუ ჰქონდათ დაბადების დღეები. ისე, ლადო ყველაზე ხშირად, მგონი, ფრაზას ''როკ ენ როლ'' გაიძახის :)
ვულოცავ ორივეს მთელი სულით და გულით!

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
26.07.2010 18:53
ქართული საზოგადოება რომ "განსხვავებულ-ფობიით" არის შეპყრობილი, არ-ახალია. მეც ვუერთდები ბიძინას და ვულოცავ ლადო ბურდულს დაბადების დღეს, ვუსურვებ ყოველთვის დარჩეს განსხვავებული. აქამდე ახერხებს და აწი ვნახოთ...

ავტორი: ნინო ჭარხალაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
26.07.2010 16:24
არ შემიძლია არ გითხრათ ბიძინა, რომ შემოქმედება იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გულწრფელია. პირადად ჩემთვის ეს თანაბრად ეხება, როგორც თქვენს პოსტს ასევე ლადო ბურდულს.
მიკ ჯაგერს კი ვულოცავ დაბადების დღეს!

ავტორი: abdala-2012
26.07.2010 12:31
Мик Джаггер
Мик Джаггер известен не только как лидер легендарной группы Rolling Stones, но и как одна из самых скандальных личностей мира музыки. Его имя уже более 30 лет не сходит с первых страниц газет и журналов всего мира: скандальные любовные связи, эпатажное поведение на сцене, богохульство, игры в сатанизм, алкоголь и наркотики.
Алкоголь, наркотики, музыка и секс были неотъемлемой частью жизни Джаггера.

Школа не представляла никакого интереса для Мика, единственное, что ему нравилось – это уроки пения. Петь он старался как можно громче, и однажды настолько увлекся, что откусил себе кончик языка. Первые две недели после окончания школы Джаггер наслаждался свободой. «Вся моя жизнь тогда состояла из марихуаны и пива» - вспоминал певец.

Слава к Rolling Stones пришла почти мгновенно. Где бы ни появлялись музыканты, они оставляли за собой разгромленные гостиничные номера, разбитые машины и тысячи бутылок и упаковок от наркотиков.

Одна из подружек Мика, певица Мариан Фэйтфул провела неделю в коме после передозировки. И она же являлась соавтором песни «Сестра Морфин», написанной от лица наркомана мечущегося на больничной койке и требующего укол морфия.

5 февраля 1967 года воскресная газета "News of the World" публикует вторую часть разоблачительной серии статей Майка Гэбберта о наркотиках и поп-звездах. В статье упоминается о том, что Джаггер употреблял LSD в принадлежащем группе Moody Blues доме в Рейхэмптоне. В тот же вечер, выступая в ТВ-шоу Имонна Эндрюса, Мик Джаггер объявил о намерении подать на газету в суд за клевету.

12 февраля 1967года полиция ворвалась в загородный дом Китса Ричарда, где Джаггер, Джонс и Ричард (музыканты Rolling Stones) кайфовали с поклонницами, и изъяла имевшиеся в доме наркотики. Их продержали пять дней в камере. Музыкантам грозил солидный срок заключения, но суд пошел им навстречу, и они отделались лишь условным наказанием и штрафом.

Брайн Джонс утонул в собственном бассейне после бурной вечеринки. Что стало причиной: наркотики (которые Джонс употреблял в огромных количествах), приступ удушья (Джон был астматиком) или просто нелепая случайность, - неизвестно до сих пор.

Жена Джаггера Джери Холл была арестована в аэропорту, когда в ее багаже были обнаружены наркотики.

Три года назад в одном из интервью Мик Джаггер сравнивая 1968 и 1998 год, сказал, что раньше в троице «секс, наркотики и рок-н-ролл» секс стоял на первом месте, а теперь на его месте наркотики. Сейчас Джаггер заявил, что бросает пить, курить и принимать наркотики. Причиной такого решения стало беспокойство о собственном здоровье, ведь Джаггеру уже 58 лет. "Я дорожу своим добрым именем и не желаю прослыть старой развалиной. Ведь мы все еще "звезды", хоть и со статусом "живых легенд"! – заявил Мик Джагგგერ. ჰარმონია დაპირისპირებულ მხარეთა წონასწორობა არისო. ჯაგერომანია ჯაგეროფობიის გაწონასწორებას ალბათ ამის გახსენებამაც შეიძლება შეუწყოს ხელი. იქნებ აქ მოყვანილი ფაქტების სინამდვილეც შემოწმდეს. მაგრამ 1960-ანი წლებიდან მსოფლიოს მოდებული ჰედონისტური ანარქიზმის ტალღის შედეგები მაინც მაფიქრებინებს რომ აქ ბევრი სიმართლეცაა და კიდევ ბევრი რამე არცაა ნათქვამი.
In Response

ავტორი: მოდერატორი
26.07.2010 12:36
ძვირფასო აბდალა-2012!
მესმის, რომ თარგმნას დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ამოდენა რუსულ კომენტარს ქართულ საიტზე, წესით, არ უნდა ვაქვეყნებდეთ. იყოს ამჯერად, გამონაკლისის სახით...

ავტორი: melanqolikosi
26.07.2010 11:53
ბიბისიმ ამას წინ გადმოსცა რომ მიკ ჯაგერის მიერ საზღვრებწაშლილი სამყაროს ნაწილ ლონდონში დააპატიმრეს ახალგაზრდა ინგლისელი ქალი,ლოთი,ის გამვლელ-გამომვლელებს თავს ესხმოდა აწიოკებდა ხოლმე. მას მიუსაჯეს არც თუ ისე დიდი ხნით პატიმრობა და აუკრძალეს სმა. იმედია რომ საქართველოში თუ ხდება უკვე ასეთი რამეები მალე არ მოხდება. საზღვარი მასეთ უსაქციელობასა და საქციელს შორის მაინც აუცილებელია. ამას გვასწავლის ილიაზე აღარაფერს ვიტყვი ნაციონალიზმი რომ არ დამწამონ, თანამედროვე ბრიტანული დემოკრატია.

ავტორი: m. საიდან გვწერთ: USA
26.07.2010 08:53
მე კლასიკური მუსიკა მიყვარს ძალიან და თითქმის ყრუ ვარ ზოგადად არაკლასიკური მუსიკის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ არაკლასიკური მუსიკა სულ არ ვიცი და არც მაინტერესებს, უდიდესი სიამოვნებით მომისმენია (და მიყურებია) ზოგი დიდი არტისტისთვის - მათ შორის მიკ ჯაგერისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება უსაზღვროა. ბი ბი კინგი თუ კიიტ ჯარეტი ისეთივე სიამოვნებას მანიჭებენ, როგორც მალერის და ბეთჰოვენის სიმფონიები. ჯანსუღ კახიძეზე, "შინზე" და "ქართულ ხმებზე" აღარას ვამბობ.

ავტორი: კომენტატორი # 1 საიდან გვწერთ: ტიFლისიდან
26.07.2010 08:22
აუცილებლად რაღაც პერიოდულობით უნდა იწერებოდეს თავისუფლების ავტორთა მიერ ბლოგზე მასალა? თუ ასეა ბიძინას მიეცეს გამონაკლისი რა. ამ კაცს თუ დააძალებთ და ჩარჩოში ჩასვამთ არაფერი არ გამოუვა, შეწუხდება და იძულებული იქნება ესეთი სტატიები დაწეროს. თავისუფლება ბიძინას!!!
In Response

ავტორი: მოდერატორი
26.07.2010 12:03
ეს ხომ მხოლოდ როკ-ენ-როლია, მაგრამ ჩვენ მოგვწონს! :-)
უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ვერც მიკ ჯაგერსა და ვერც ლადო ბურდულს დაბადების დღეები ვერ გადავატანინეთ... აიჩემეს ეს 26 და რა გვექნა?!
ისე, ხუმრობა იქით იყოს და წერას არავის ვაძალებთ. მოკლედ, ლოზუნგი "თავისუფლება ბიძინას!", შეიძლება ითქვას, უშუალოდ ეხმიანება ჩვენს პრინციპს.

ყველაზე პოპულარული