პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:34

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

პრეზიდენტის ვირტუალური პილოტაჟი

x
ტექსტის ზომა - +
თვითმფრინავის სალონიდან გადაღებული ეს კადრი ჯერ ერთხელ აჩვენეს, მერე კი რამდენჯერმე გაიმეორეს საქართველოს ნაციონალურმა ტელეარხებმა. მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავის შტურვალთან ზის სპეციალური ჩაფხუტითა და კომბინეზონით. ეთერში ისმის სახმისი: Batumi tower... Runway one-three... Requesting clearance for landing...

აღფრთოვანებული საქართველოს ლიდერი თავს ოდნავ უკან ატრიალებს და თავის უკან მჯდომ აჭარის ავტონომიის მეთაურს, ლევან ვარშალომიძეს, მართვის ოპერატორების ინგლისური ენის ცოდნას უქებს. შემდეგი კადრი კი ფანტასტიკის სფეროდანაა: თვითმფრინავი (სავარაუდოდ, ამერიკული წარმოების Cessna 404) პილოტაჟის ილეთის დემონსტრირებას ახდენს და ჰაერში ტრიალდება.

როგორ? რანაირად? როდის მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა პილოტის პროფესიის დაუფლება და რომელმა ლიცენზირებულმა უწყებამ მისცა მას უფლება, მართოს თვითმფრინავის შტურვალი? დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი საავიაციო რეისის შესრულებისათვის, მით უფრო, თუკი თვითმფრინავის კაბინაში ქვეყნის პირველი პირი იმყოფება?

ერთია, როდესაც შენ გორი-თბილისის ცარიელ ტრასაზე მართავ სპორტულ ავტომობილს და მეორეა თვითმფრინავის მართვა. იმისათვის, რომ შტურვალთან ადგილი მოიპოვოს, მოყვარულმა მფრინავმა დაახლოებით 100 ფრენ-საათი მაინც უნდა შეასრულოს. დასავლეთის ქვეყნებში კი ეს ნორმატივი გაცილებით მეტია და გამონაკლისი არავისთვის არ დაიშვება. მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებსაც უყვართ ექსტრიმი და პიარი, ასეთ უფლებას არად დაგიდევენ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 2001 წლის 31 დეკემბერს სამხედრო თვითმფრინავით მოულოდნელად ჩაფრინდა გროზნოში, ცოტა ხნის წინ კი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავით რუსეთის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს აქრობდა. თვითმფრინავით ხშირად დაფრინავდა ლიტვის პრეზიდენტი 2003-2004 წლებში რონალდას პაკსასი, რომელიც იმდენად გაერთო ფრენაში, რომ ერთი წლის თავზე იმპიჩმენტით გადააყენეს და პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. თუმცა, პუტინისა და სააკაშვილისაგან განსხვავებით, პაკსასი პროფესიონალი სამხედრო მფრინავი იყო და პოლიტიკაში სწორედ ავიაციიდან მივიდა.

ვლადიმირ პუტინი და მისი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ბოლო ხანს ძალიან ცდილობს მიბაძოს თავის ანტიპოდს, საფრენი აპარატის შტურვალთან ჯდომას რაღაცნაირად სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ: აი, ნახეთ, ძლიერი ლიდერები ყველაფერს მართავენ, ტრაქტორით დაწყებული და თვითმფრინავით დამთავრებული, ყველაფერში სწრაფად ერკვევიან, ყველა პროფესიას სწრაფად უღებენ ალღოს - მოკლედ, მართვა, საჭე და შტურვალი მათი უზენაესი დანიშნულება, მათი ბედისწერაა.

მაგრამ რა იმალება ამ სიმბოლური გაბედულების უკან? ისევ და ისევ ვირტუალური რეალობა - სინამდვილეში, არც პუტინი და არც სააკაშვილი დამოუკიდებლად არ მართავენ თვითმფრინავს. ყველა ასეთი სიუჟეტის მომზადებისას, პირადი ოპერატორის ეშმაკობა და მონტაჟის ხელოვნება მალავს მოყვარული პრეზიდენტი პილოტის გვერდით მჯდომ მთავარ მოქმედ პირს. მათ პირველ პილოტებს ეძახიან. სწორედ ისინი წარმართავენ ფრენას, ასრულებენ პილოტაჟის რთულ ილეთებს, ახორციელებენ აფრენა-დაფრენას და მერე პირველები ტოვებენ თვითმფრინავის კაბინას, რათა ტელეკამერების წინაშე ადგილი დაუცარიელონ ქვეყნის პირველ პირებს, ვირტუალურ პირველ პილოტებს.

ვწერ ახლა ამას და გული მიგრძნობს, რომ ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვება. მიხეილ სააკაშვილი არ დასჯერდება მეორე პილოტის როლს და, პუტინის ჯიბრზე, აუცილებლად შეეცდება მარტომ, პროფესიონალი პილოტის დაუხმარებლად, რისკის ზღვარზე დასვას თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე. ნაციონალურმა ტელეკომპანიებმა უკვე დააანონსეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იმ თვითმფრინავის შტურვალთანაც იჯდება, რომელიც პირველად დაეშვება მესტიის განახლებულ აეროდრომზე. იმედია, რომ პირადი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სახელმწიფოს მეთაურს არ მისცემს უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელოს ასეთი სახიფათო პილოტაჟი.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ISTERIKA
22.09.2010 16:25
მიშა ნიჭიერია, პილოტობა რააააა ეხლა თურმა აიტეხა, მთვარეზე მინდა შლოპანცებით გავლაო... კოპალადან სამფლობელოს გახედა, მერე მთვარეს ახედა და დაიმუქრა:” მაცალეთ მანდაც მოვალოოოოო”

ავტორი: მიშა
22.09.2010 14:21
ალბათ მე ამ დეტალს არასდროს დავუფიქრდებოდი.
რომ თვითფრინავით ფრენას გამოცდილებასთან ერთად უფლების მოპოვებაც ჭირდება.

როცა ადამიანი თვალს "შეავლებს" ტელევიზორს, ყოველდღიური ცხოვრების "სიმსუბუქეებით" თუ "სიმძიმეებით" დატვირთულ გონება ალაბათ აღარ ფიქრობს, მათლაც როგორ და რატომ მოიპოვა პრეზიდენტმა მართვის უფლება.

კარგია რომ ყურადრება გაამახვილეთ ამ ნიუანსზე, რომელსაც გავიმეორებ რომ მე პირადად ალბათ ეს რომ არ წამეკითხა არ ჩაუღრმავდებოდი. მეორე საკითხია, რომ სიუჟეტი საშინლად არ მომეწონა.

ავტორი: nata საიდან გვწერთ: saqartvelo
09.09.2010 19:47
ბატონო მათე, მე მგონი სწორედ თქვენზე იყო გათვლილი ეს "მშვენიერი" სიუჟეტი, სუპერმენ მიხეილ სააკაშვილით მთავარ როლში. რა მნიშნველობა აქვს მარჯვნივ იჯდა თუ მარცხნივ? და საერთოდ იმ ტექნიკურ დეტალებს, რომელზეც ამდენს საუბრობთ? მე მგონი თვითმფრინავის მართვა დიდი ვერაფერი შესაფერისი გასართობია (ბიუჯეტზე რომ არაფერი ვთქვა) ქვეყნის პირველი პირისათვის. პატარა ჭირვეული ბავშვის უზნეობებ..
და ის რომ, ჩვენი პრეზიდენტი ძირითადად იაფფასიანი ტრუკებით არის დაკავებული, ეგეც დიდი საიდუმლოა თქვენთვის?
ნუთუ ერთი წუთით მაინც დაიჯერეთ რომ ჩვენი "სუპერ მიშა" თვითონ მართავდა თვითმფრინავს?
მე მეგონა აჟიტირებულ ქალებზე იყო გათვლილი "მისი ყოვლად ნიჭიერება და ყოვლად ძლიერება"
მე მგონი ის საქართველოსაც ისევე 'ვირტუალურად მართავს" როგორც იმ თვითმფრინავს

ავტორი: RICO საიდან გვწერთ: თბილისი
08.09.2010 00:07
დავიწყოთ იქედან, რომ აფრენისას სერიოზული შეცდომა დაუშვა ჩვენი ქვეყნის "პირველმა პილოტმა" თვითმფრინავი ე.წ. stall-ს განიცდიდა ანუ ვარდებოდა რამდენიმე წამით მოუსმინეთ ხმას ვიდეოში და ვისაც ოდნავ რამე გაგეგებათ ფრენის მიხვდებით

სიმბოლურია აფრენისას ეს ხდება მაშინ როცა თვითმრინავს არასაკმარისი სიჩქარე აქ აკრეფილი და მაინც მოქაჩავ შტურვალს ან როცა ძალიან ძლიერად მოქაჩავ (როცა საკუთარი აჩქარების არაადექვატურ მანევრს აკეთებ) ... რავიცი ვიღაცას იქნებ ეცნოს კიდეც ჩვენი უახლესი ისტორიიდან მსგავსი "მანევრები"

მეორეც დასმით თვითმფრინავი მეორე პილოტმა დასვა "პირველი პილოტი" კი თავს იქნევდა წინდა უკან და საოცრად დამფრთხალ ვარშალომიძეს რაღაც უაზრობას უხსნიდა რომელსაც ერთი სული ჰქონდა მიწაზე დაშვებამდე.

ჰო კიდე დიდის ამბით აქბდა ბათუმლ დისპეჩერებს მაგრამ მისი საუბარიდისპეჩერთან არანაირად არ ჯდებოდა დამწყების ნორმაშიც კი

ნემისმიერ პილოტს ვთხოვ დამიდასტუროს რაც დავწერე

მე პირადად სიმულატორით წლებია დავფრინავ მხოლოდ ამიტომ გამეგება ავიაციის ანბანი...

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: NY
07.09.2010 11:09
რაღაც ამ ბოლო დროს იმატა პრეზიდენტის მიერ გზების გახსნა სპორული მანქანით და თვითმფრინავით ბათუმის გადაფრენა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჯეიმს ბონდთან სურს მიახლოება ტრიუკებით, მაგრამ კონოში სხვა შინაარსია ,არ გამოვრიცხავ მიშამ მოდელირებული გაქცევა გაითამაშოს, სადაც ეს ორი ტრანსპორტი იქნას გამოყენებული ,

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
07.09.2010 04:54
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
დავამატებდი-განსაკუთრებით ქების ღირსია, ომის შემდეგ რუსთაველზე გამარჯვების სიხარულით ანთებული ქართველების(?) ყიჟინა, და აღტკინებული შეძახილები.... სხვისთვის არ ვიცი , მაგრამ ჩემი ნაციონალური სიამაყის შეგრძნება 2 ნაწილად იყოფა მიტინგამდე და მის შემდეგ.
............
სანამ ჩვენ მიშას სიყვარულში ვეჯიბრებით ერთმანეთს ვბრწყინდებით ანუ , სხვებიც არ არიან გულხელდაკრეფილნი. მაგალითად : - ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი, კიდევ ორი კილომეტრით არის გაზრდილი.
გეცოდინებათ, მაგრამ დავდებ მაინც ლინკს. იქნებ ვინმეს გამოადგეს ..
http://www.kvirispalitra.ge/politic/4832-qsikvdili-rom-davapiroth-sasaflaoze-misasvlelad-rusethis-viza-gvtcirdebaq.html

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
06.09.2010 17:47
ღრმად პატივცემულო ტატა, თქვენი მხრიდან ჩვენი საამაყო მთავრობის გადარეულმა სიყვარულმა , იმდენად მოაზღვავა ჩემში პრეზიდენტის სიყვარული და ექსტაზშიც იმდენად შემიყვანა, რომ ამ კომენტარს სპეციალურად თქვენ გიძღვნით.
2008 წლის 8 აგვისტოს, ქართულმა საჯარისო შენაერთებმა ელვისებური შეტევითა და ჩვენი სასიქადულო და ძლევამოსილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ოსი ექსტრემისტებისა და მათი რუსი დამქაშებისგან, სულ რამდენიმე საათში, გაათავისუფლეს ქალაქი ცხინვალი. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ავადსახსენებელი როკის გვირაბის გავლით, შემოიყვანეს თავისი ტექნიკის საუკეთესი ნაწილი, ასევე სულ რამდენიმე საათში დავთმეთ დაკავებული პოზიციები და დავკარგეთ 200მდე ქართველი ჯარისკაცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საამაყო და დედამიწაზე მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად მოვლენილ პრეზიდენტს რუსების თვითმფრინავების შიშით ტალახში ფორთხვამ და მოკავშირეთა ამაო ლოდინში გალსტუკის ჭამამ მოუწია, მიუხედავა იმისა, რომ დავკარგეთ ის ტერიტორიებიც კი, რომლებიც მანამდე ჩვენს იურისდიქციაში შედიოდა, მიუხედავად იმისა, რომ, კიდევ, ათასობით ქართველი იქცა ხიზნად და დევნილად საკუთარ მიწაზე- ეს იყო ქართული სულის კიდევ ერთი, ძლევამოსილი და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ყველაზე სანაქებო და უმაგალითო გამარჯვება. გაუმარჯოს, ჩვენს ძლევამოსილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის საყრდენსა და მისი ფასდაუდებელი იდეების ცხოვრებაში გამტარებელ, ნაციონალურ მოძრაობას. ვაშა, ვაშა და კიდევ ვაშა.

ავტორი: ზემდეგი საიდან გვწერთ: ზედგინიძე
05.09.2010 13:59
პრეზიდენტის მიერ მფრინავის პროფესიის შეთავსებას აქვს კიდევ ერთი შორსმიმავალი, პოლიტიკური ახსნა. როდესაც საქართველო და აზერბაიჯანი კონფედრაციულ სახელმწიფოდ გაერთიანდება, საჭირო გახდება პრეზიდენტის არჩევა. ცხადია, არჩევანის გაკეთება მოგვიწევს ალიევსა და სააკაშვილს შორის, რომლებსაც დაახლოებით ერთნაირი კურიკულუმები აქვთ. და აი, აქ კონკურენციაში სააკაშვილი ს პილოტობამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი იქონიოს, რადგან ალიევი ჯერჯერობით არ დაფრინავს:))

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 12:36
ავტორი: მიმონო საიდან გვწერთ: თელავივ
05.09.2010 11:39
:):):):) გაიხარე მიმინოოო, შენ ისიც გეცოდინება საერთაშორისო საგალქტიკაშორისო კოსმოსურ სადგურს როდის ვხსნიიით?:):):):)

ავტორი: მიმონო საიდან გვწერთ: თელავივ
05.09.2010 11:39
არაფერი არ გესმით, მართალია ტატა. სააკაშვილის პილოტბა ისევ ქვეყანას წაადგება. სევეცდების აგიხსნათ. წარმოიდგინეთ რამდენ ტურისტს მოიზიდავს ის ფაქტი, რომ თქვენ შეგეძლებატ საქართელოს შემოუფრინოთ თვითმფრინავით, რომლის შტურვალტანაც ქვეყნის პრეზიდენტია. ან ფაქტის გასაშუქებლად საქართველოში ჩამოვლენ ყველა დიდი ტელეკომანიები - სი-ენ-ენი, ბიბისი, ალ ჯაზირა, ფოქს ნიუსი. მიხელ სააკაშვილს ავიაციის დარგში ლექციების წასაკითხად მიიწვევენ "ლოკჰიდ მარტინი", ლუფტჰანზა, ეარ ფრანსი და სხვა დიდი კომპანიები, რომლებიც გადაიღებენ საქართველოს პრეზიდენტს ძვირადღირებულ სარეკლამო ფილმებში. და საქართველოში მოზღვავდება ინვესტიციები, რომელიც სასიკეთო ძვრების აზვირთებას გამოიწვევს

ავტორი: ანონიმი
05.09.2010 00:18
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
04.09.2010 23:35
იქნებ გვითხრათ, რა სასიკეთო ძვრები დაინახეთ გერმანიიდან საქართველოში? იქნებ გგონიათ, რომ თუკი პრეზიდენტი თვითმფრინავს :მართავს" აყვავდა ქვეყანა?! იქნებ გგონიათ, რომ ნაგვის ურნებთან არ დგას რიგები საწმლის ნარჩენებისა და ცარიელი ბოთლების საპოვნელად?! ჩამობრძანდით ჩემო კარგო , თუ მართლა გერმანიიდან გვწერთ საქართველოში და ნახავ როგორ დგანან ქუჩაში, სირცხვილისაგან და უმწეობისაგან აკანკალებული ბებიები ხელგაწვდილნი საარსებო ლუკმის საშოვნელად. სასიკეთო ძვრებს თუ ხელისუფალთა გამაძღარ სახეებზე ხედავთ არ ვიცი, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომ სიღარიბის ზღვარსაა გვარიანად ჩაცდენილი ეს ფაქტია. საქმე იმაში არაა ისწავლა თუ არა რაიმეს მართვა(ნორმალური სამედიცინო კომისია საკმარისია ყველანაირი მართვის უფლების ჩამოსართმევად), პრობლემა ისააა, რომ ქვეყანა რომელიც შიმშილის ზღვარზეა, ცდილობს თავი : ლიოტჩიკ მიშათი" მოიწონოს.................

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
04.09.2010 23:35
კარგად კი გამახალისა ამ სტატიამ, დიდი ამბავი თუ პრეზიდენტმა თვითმფრინავის ტარება ისწავლა და ამის შესახებ გახარებულმა ხალხს ამცნო. ქვეყანაში რომ სასიკეთო ძვრებია,ამითაც მიხვდებით,თუ ამის მეტი პრობლემა და სტატიის თემა არ არსებობს...)))
ის უსაქმური უნიათო ოპოზიცია ჩამოვიდა დედაქალაქში? თუ "ბარხატის" სეზონს ვერ გაუშვებენ და ზღვის სანაპიროს არიან ისევ მიწეპებულნი? მაგათ კიდევ "გაშავება " უნდათ?))) არჩევნები არ ეყოთ....)))მოკლედ აი ასეთ უსაგნო და უმიზნო "ოპონირებას უწევთ ბატონებო მთავრობას და მერე გიკვირთ სერიოზულად რატომ არ აღგვიქვამენო...
ისე პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე როდის აქეთ წუხდება ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი.თქვენთვის რომ გეკითხათ ,მაშინ ომის დროს ,ტყვიისთვის თავი კი არ უნდა აერიდებინა,გულ-მკერდი უნდა შეეშვირა..(თქვენ კი გნებავდათ ,მაგრამ...ვერ მოგართვეს))) კარგით რა.................))))))))
In Response

ავტორი: კობა
04.09.2010 23:41
ტატა: კარგად კი გამახალისა ამ სტატიამ, დიდი ამბავი თუ პრეზიდენტმა თვითმფრინავის ტარება ისწავლა და ამის შესახებ გახარებულმა ხალხს ამცნო.

იხალისეთ, ბატონო, ეს თქვენი ნებაა. "ზოგი იცინის, სხვა ტირის, ასეთი არის ქვეყანა."

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
04.09.2010 18:13
ავტორი: იაგო საიდან გვწერთ: თელავი

ალბათ, ისიც გეცოდინება, მოწყალეო ბატონო, რომ მეფის ოჯახი ბუხარში ცეცხლს იმიტომ არ ანთებდა, ჩვენმა გაჭირვებულმა და გაყინულმა თანამემამულეებმა გაგანია ომის დროს სასახლის საკვამურიდან ამოსული ბოლი არ დაინახონ და გული არ გაუტყდეთო, ჩვენი ხელისუფლება კი ყველაფერს პირიქით აკეთებს, მასობრივი გაჭირვების პირობებში არაფერს იკლებს, ისედაც გაღატაკებულ და განადგურებულ ხალხს სიცოცხლის სურვილი ბოლომდე რომ დაუკარგოს.

ავტორი: იაგო საიდან გვწერთ: თელავი
04.09.2010 13:23
ხალხო, მოდი რა ერთ მარტივი რამ ვთქვათ: რატომ ხარჯავს პრეზიდენტი ფულს და დროს (თავად თქვა ანაკლიაში ათას უაზროაბზე ვხარჯავ დროს, მათ შორის ფრენას ვსწავლობო) საომარი მდგომარეობის მყოფ ქვეყანაში? განა არს სჯობს ეს ფული ბავშვთა საავადმყოფოებს და ბავშვთა სახლებს მოხმარდეს? ანაკლიაშივე ითქვა, "ქამარი წელზე შემოვიჭიროთო". და ამის მაგალითს მაშნ თავადვე უნდა იძლეოდეს სახელმწიფოს მეთაური. ისე როგორც, მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის სამეფო კარი ზოგავდა ელექტროენერგიას და ბუხარსაც კი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ანთებდა. ჩვენი სახელოვანი მეფეები კი ციხეებში ცხოვრობდნენ ჯარებთან ერთად და არა სასახლეებში.

ავტორი: ანონიმი
04.09.2010 11:05
ავტორი: თეა
04.09.2010 01:21
მაშინ იქნებ გაიღოთ მოწყალება და ახსნათ, რა არის მთავარი?!

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: v
04.09.2010 10:03
მათე შენიშვა მიღებულია , მეც რა მათე ბიჭო, მათე ბიჭო ამიტყდა:)).
ახლა საქმე-ხალხო ჩვენ მიმოვიხილავთ ტექნიკურ დეტალებს, მართავდა თუ არა თვითონ , პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებს და ა.შ. ეს ყველაფერი კარგი. მთლად გადასარევი თუ პრეზიდენტს სახელმწიფოს მართვაც ეცოდინება, თვითმფრინავისაც, ტრაქტორისაც , ველოსიპედისაც და სპორტის სხვადასხვა სახეობებში თუ საერთოდ ოსტატობის კანდიდატის დონეზე იქნება, ...........მაგრამ იგივე პირამოკერილი დევნილების საპროტესტო აქციების ფონზე (მაგალითად), თვითმფრინავით ფრენებიც და მისთანებიც იაფფასიანი ტრიუკებია მხოლოდ და მხოლოდ.
პ.ს. საქართველო პორთოსის მოსასხამს დაემსგავსა გარეგნულად ეფექტურს და მდიდრულს , რეალურად კი დაკონკილს და სიღარიბის დაღ დასმულს.........

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: NY
04.09.2010 05:48
ავტორი: თეა
ღმერთო ჩემო... არ მართავდა...! ეს არის მთავარი ამაღელვებელი?
თეა ამაღევებელი საერთოდ არ არის,იცი რა არის ყველაზე გასაკვირი, ტყუილი , რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანო ? ეს ჩემის გამიზნული იყო ახალგაზრდა თაობაზე და სკოლის მოსწავლეებზე,

ავტორი მათე
კიდე ვიმეორებ შენ ,თუ მოგეპოვება ვიდეო მასალა , მე შემიძლია შესაბამის ექსპერტებს გადავცე, ეგენი გაარკვევენ ყველაფერს ,ყველა დეტალს, პრეზიდენტის მიზანი რა იყო, მაინც ვერ გავიგე მიმდინარე სამუშაოების შემოწმება ზევიდან,თუ რამოდენიმე კამერიდან თვითმფრინავის დაფიქსირება,ან რა საჭიროებას წარმოადგენდა თვითმფრინავით გადაფრენა, ასეთი ფართო მშენებლობები მიმდინარეობს? დასამალია თვითმფრინავის კურსებზე სიარული? რატო მაინდამაინც პუტინს და სააკაშვილს მოუნდათ აფიშირება ტელევიზიებით?

ავტორი: chiko საიდან გვწერთ: belgium
04.09.2010 02:08
ნეტა საიდან მოიტანა ამ ბრძენთავამ რომ ფრენის უფლებას მხოლოდ 100 საათის ფრენის(!) შემდეგ აძლევენ. ან რა ისეთი უმაღლესი პილოტაჟი შეასრულა სააკაშვილმა (ერთი-ორჯერ მოუხვია და ეგ იყო) რომ გადაირია ავტორი?

ავტორი: mate
04.09.2010 01:27
ჩემი პირველი კომენტარის მიზანი არ ყოფილა იმის `დადგენა მართავს თუ არა მიშა თვითფრინავს, მე მინდოდა იმ მანკიერ თვისებაზე მიმენიშნებინა რაც ხშირად გვხვდება ქართულ პოლიტიკაში და აგერ ჯურნალისტიკაშიც შეუღწევია, ეს არის მოწინააღმდეგის დემონიზაციის მცდელობა, ანუ იდეების კრიტიკა კი არა ამ იდეეის მატარებელი პიროვნების კრიტიკა.თუ ადამიანი ჩვენთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს, ის არ შეიძლება კარგი კაცი იყოს, ის ის აუცილებლად იდიოტია, მატყუარა და ა.შ. და`რათქმა უნდა მან არაფერი არ იცის მათ შორის არ თვითმფრინავის მართვა..რადგან ეს ჩვენ "სწორი" აზრების მქონეებმა არ ვიცით ,და "მცდარი" აზრების მქონემ არშეიძლება ჩვენზე მეტი რამე იცოდეს ! პოლიტიკური მონიწააღმდეგეების დემონიზაცია,ადამიანების წიააღმდეგ ბრძოლა და არა იდეების წინააღმდეგ, არა`მარტო შეურიგებლობის ატმოსფეროს ქმნის საზოგადოებაში არამედ ავნებს თვით პოლიტიკურ პარტიებს, იწვევს მათი მომხრეების შემცირებას(ზომიერებს შორის, უმეტესობა ადამიანების არ არის რადიკალური)

ავტორი: თეა
04.09.2010 01:21
ავტორი: ანონიმი 04.09.2010 00:57
მთავარი ისაა, რომ დამკვეთებს მოსწონთ, ორი აზრი არაა......

მე კიდევ გეუბნებით, რომ ეგ არ არის მთავარი! :)))) (ეს ფრჩხილები ხომ არ შევატრიალო და ე.წ. დამწუხრებული სახე მივიღო?)

ავტორი: ანონიმი
04.09.2010 00:57
ავტორი: თეა
04.09.2010 00:42
მთავარი ისაა, რომ დამკვეთებს მოსწონთ, ორი აზრი არაა......
გაიხსენეთ თუნდაც ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა და მერე ვიმსჯელოთ ...................

ავტორი: თეა
04.09.2010 00:42
ავტორი: ანონიმი 03.09.2010 23:38
დირექტივის გამცემის დასჯა არ არის ჩემი ოცნება. თუ საკითხი სამართლებრივია, მაშინ სხვა საქმეა. დირექტივის გადამცემები და შემსრულებლები კი არის ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოების ნაწილი და ა.შ., რომელთაც გარკვეული ნიუანსების შეცვლა შეუძლიათ. ხშირად ეს ნიუანსებია, რაც ასე ცვლის ხოლმე ფორმას.

თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა სსრკ, საქართველო თუნდაც სსრკ ში, საქმე რომ დირექტივის გამცემებზე ყოფილიყო დამოკიდებული. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ბევრი არაკონფორმისტი, განათლებული და ა.შ. პიროვნებები მრავლობითში აღინიშნებოდნენ. დღეს რამდენი გეგულებად ასეთი? იცით რა დირექტივებს როგორ ასრულებდა მაშინ საქართველოს ტელევიზია?

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 23:38
ავტორი: ანონიმი
03.09.2010 21:13
და თუ ვინმე გახსოვთ, დირექტივის გამცემებიდან, გადამცემებიდან ან შემსრულებლებიდან დასჯილ-განკიცხული?!
ასე რომ, ეს ერთი იაფასიანი მძივის რგოლებია, რომელიც ქვეყანას ძააალზედ ძვირი უჯდება...................

ავტორი: U2
03.09.2010 21:19
საბჭოთა პერიოდში ერთი ფილმი გადიოდა - 'Эскадрилья "Летучая мышь"'. ქართულად ასე თარგმნეს: "ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ" :))

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 21:13
ავტორი: ანონიმი 03.09.2010 16:41
ასე ამბობენ. შეიძლება ასეც არის. დირექტივა ერთია და გაკეთება მეორე. დირექტივების გადაცემა გასაკეთებლად კი მესამე. ამ გადაცემის რგოლების სიკეთის არ მჯერა და დამეცი ხანჯალი, თუ გინდა.

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 21:12
ჩემი აზრით საკამათო არაფერია. გაიხსენეთ რა თქვა პრეზიდენტმა ქუთაისში საცურაო აუზის გახსნის დროს: გადავხტები წყალში, ჭკუა დამიშლის თუ რაო....................................
რათ უნდა ლიცენზია მართვაზე, ისედაც მართავს თავის ჭკუაზე და არა მარტო თვითმფრინავს..........................

ავტორი: კობა
03.09.2010 20:34
დღეს, 3 სექტემბერს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ "ის უამრავ უაზრო რაღაცაზე ხარჯავს დროს და, მათ შორის, სწავლობს თვთმფრინავის მართვას."

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 16:41
ავტორი: თეა
03.09.2010 12:55
აი ეს გოიმური სიუჟეტი ვინ გააკეთა ბრძანების მიუხედავად, ეს კი მაინტერესებს. ვინ შეარჩია ფორმა, რომ ეს ასე უნდა გაკეთებულიყო.
..................................
საქართველოში დღეს ყველაფერი რამდენიმე ადამიანის დირექტივით კეთდება. თქვენთვის ეს სიახლეა?

ავტორი: მათე
03.09.2010 16:05
Chrichina სიამოვნებით დაგიჯერებ, თუ რაიმე დამატებით ინფორმაციას მომაწვდი,რაც შენ სიტყვებს დაადასტურებს. ამბობ რომ `თვითმხილველისაგან`´ იცი , ასეთი ჯერჯერობით ორია ცნობილი, ვაშალომიძე და სავარაუდო პილოტი, მითხარი თუ ვინმე იცი კიდე იყო თვითმფრინავში.არამგონია რომ ამ ორიდან რომელიმემ 2 დღე ვერ შეძლო ენაზე კბილის დაჭერა და ის გათქვა რაზე აუცილებლად მაგ 2-ზე მიიტანდნენ ეჭვს. ვაშალომიძე არ ჩანს ეგეთი შტერი, არც მეორე პილოტზე მინდა ვიფიქრო რომ იმდენად უყვარს ლაპარაკი ,რომ საფრთხის წინ დააყენა თავისი კარიერა.ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა რამდენიმე ხნის შემდეგ , როგორც წესი როცა უკვე თანამდებობებზე აღარ არიან და დასაკარგი არაფერი აქვთ. P.S. ისე შეიძლება დამეჯერებინა შენთვის სიტყვაზე თუ აღმოჩნდება რომ ამ ორიდან რომელიმეს ოჯახის წევრი ხარ, რაც მეეჭვება, მაგ შემთხვევაში აქ კომენტარს არ გააკეთებდი.

ავტორი: მათე
03.09.2010 15:48
ირაკლი გეთანხმები რომ 2 კამერა იღებდა,შეიძლება მეტიც ,შეიძლება სხვადასხვა დროსაც, მე ერთ რამეს ვამბობ მხოლოდ, რომ იმ კადრებიდან რომელიც TV–ში ვნახეთ შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება (ამ სტატიაში კი ეს დასკვა გააკეთეს), რომ სააკაშვილი არ მართავდა იმ თვითმფრინავს რომელშიც იჯდა. თუ ვინმე საწინააღმდეგოს დამისაბუთებს მხოლოდ მადლობელი ვიქნები. ოღუნდ სასურველია "მათე ბიჭოს", მიშისტოს და შეურაცხყოფა–ღლიცინის გარეშე,არგუმენტებს მივესალმები.

ავტორი: chrichina საიდან გვწერთ: baTumi
03.09.2010 13:18
დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყბადაღებული ფრენის დროს მიშას გვერდით პილოტი იჯდა მეორე შტურვალთან, რომელიც რეალურად მართავდა თვითმფრინავს, ეს ამბავი თვითმხილველისგან ვიცი და გთხოვთ დამიჯეროთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი შედარება იქნა მოყვანილი მიშას ვირტუალური კეთილდღეობის სადემონსტრაციოდ, ჩვენი მიშიკო მაინც შეუდარებელია. რა პუტინი ხალხო, ჩვენ სანამ ერთი მისი ცელქობის ანალიზისთვის დროს ვკარგავთ, პრეზიდენტი ავტომატივით ისვრის ახალ მარგალიტებს. მას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს, ეს ხომ მაინც გვაქვს თავის მოსაწონებელი, სხვა აღარაფერი დაგვრჩა.

ავტორი: თეა
03.09.2010 12:55
ღმერთო ჩემო... არ მართავდა...! ეს არის მთავარი ამაღელვებელი?

მე სულ მიკვირს ჯაჭვის იმ რგოლებისა, რომლებიც ასეთ ამბებზე არიან ხოლმე გამობმული. გვავიწყდება, რომ ეს ყველა ერთად იღებს მონაწილეობას. სულ არ მაინტერესებს, მართავდა თუ არ მართავდა.
აი ეს გოიმური სიუჟეტი ვინ გააკეთა ბრძანების მიუხედავად, ეს კი მაინტერესებს. ვინ შეარჩია ფორმა, რომ ეს ასე უნდა გაკეთებულიყო.

ავტორი: მათე
03.09.2010 11:28
I made my point. გამგები გაიგებს.

ავტორი: ლიზა საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2010 10:41
ვირტუალური რეალობა, მოჩვენებითი ეფექტები, კეთილდღეობის ხანმოკლე მირაჟი, ,,წარმატებული,, რეფორმები, ტოტალური უსამართლობა და ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები და ლტოლვილთა გეტოები, ფასადური დემოკრატია-ხელისუფლების სამსახურში მუხელებგადაყვლეფილი უნიჭო მედიითა და ,,მრისხანე,, ასევე უნიჭო საპარლამენტო ოპოზიციით, თავად ცხოვრებაც ფასადური-დაბეჩავებული ხალხითა და გაქსუებული, ამორალური ხელისუფლებით (ჩამონათვალი რომ არასრულია, ამაში საღად მოაზროვნე მკითხველი დამეთანხმება) და ყველაფერ ამის შემყურე ჟურნალისტი თურმე ტონის შერჩევაზე უნდა ფიქრობდეს, როდესაც ქვეყნის პირველი პირის მორიგ, უკვე მერამდენე, გაუგებარ, უსარგებლო და აბსოლუტურად ფუჭ პიარაქციაზე კრიტიკულ სტატიას წერს ... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: NY
03.09.2010 06:30
მათე----- 3 დგე ვეძებ ვიდეოს. სადაც მიშა დაფრინავს, პირდაპირ ნახვაზე კარგად ჩანს,რომ ერთი კამერა არ იღებდა ,ზღვიდანაც იყო გადაღებული , სადაც თვიტმფრინავი სხვა ფერის არის, ვეღარ ვპოულობ ვიდეოს (ალბათ წაშლილია რუსთავის არქივიდან,) თუ გაქვს ჩანაწერი რამოდენიმე დღეში გეტყვი რომ,. მიშა არ მართავდა და ეს ყველაფერი სიცრუეა

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: t
03.09.2010 03:29
თხოვნა მაქვს-შეეშვით მათეს კაცო, ადამიანმა გარკვევით თქვა ვინც კარგად "მაბოლებს" ის მირჩევნიაო ...რა თქვას მეტი.)

მათე ბიჭო ერთი პერსონალური თხოვნა თქვენთანაც - გადახედეთ კობა ლიკლიკაძის ბიოგრაფიას და პროფესიონალიზმზე შემდეგ ისაუბრეთ.

ავტორი: vincxa საიდან გვწერთ: sacxeidan
03.09.2010 02:12
ავტორი: მათე
02.09.2010 22:31
პატ. VINCXAS, პილოტი არა ვარ, უბრალოდ არ მიყვარს როცა მაბოლებენ. თუ დაბოლება ისევ ჯობია იმან დამაბოლოს ვისაც ამდენი უშრომია (თვითფრინავი ნახა ,მოწმეები, სპექტაკლი დადგა, რისკი გაწია), ვიდრე იმან რომელიც უბრალოდ მეუბნება დამიჯერე,იმიტომ რომ მე ესე ვამბობ.

აი ამ ყველაფრის შემდეგ მართლა აღარ გედავები გეტყობა ან მართლა მაგარი რამე გაგიჩალიჩეს ან მართლა მაგრად გიყვარს ბატონი მიხეილი შენს რამეში დარწმუნებას მართლა აზრი არ აქვს .

P.S ხო კიდევ თუ მოგწონს როცა მაგრად გაბოლებენ გირჩევ REAL-TV მიეძალო.

ავტორი: ანონიმი
03.09.2010 02:04
ავტორი: მათე
02.09.2010 22:31
შენი კომენტარების მერე წერ---არ მიყვარს, როცა მაბოლებენოო?!
კომენტარებით კი ამბობ-----დამაბოლეტ, მომაბოლეტ ბატონო .....-ო

ავტორი: Ako საიდან გვწერთ: Tbilisi
03.09.2010 01:57
სიტყვა "ცრუპენტელა"-ს გამო არ დაიდო ჩემი კომენტი?!
ბრავო თავისუფლება:))))))
In Response

ავტორი: მოდერატორი
03.09.2010 02:05
თქვენი კომენტარი არ გამოქვეყნდა სრულიად სხვა მიზეზით - სხვა ერის შეურაცხყოფის გამო.
"ბრავოსთვის" კი დიდ მადლობას მოგახსენებთ!

ავტორი: თეა
03.09.2010 01:43
კობა, მოგწონთ თქვენ აქ გამართული საუბრები, თქვენი ბლოგის ინტერაქტივი?
In Response

ავტორი: კობა
03.09.2010 14:33
თეას: მოწონება-არმოწონება არ არის გადამწყვეტი, თეა. თუკი, კომენტარი არ არღვევს ფორუმის წესებს, მოდერატორი მას აქვეყნებს.

ავტორი: m საიდან გვწერთ: USA
03.09.2010 01:25
ჩემმა ძმამ შემახსენა "შერეკილებიდან": "ხომ გითხარით გაფრინდებიან მეთქი?"

ავტორი: goia
03.09.2010 00:57
მათე, მე ვისურვებდი, რომ დაცვამ ერთხელ "მიუშვას გიჟი ნებასა". თქვენ კი დაბოლდით, გაამოთ..

ავტორი: ლუკა საიდან გვწერთ: შორაპანი
03.09.2010 00:00
მათე,

პილოტი კი არა, მიშისტი ხარ შენ.
ამისთანა რა ტორტი გაჭამეს ნეტა, რომ დაგიჩემებია - "თუ დაბოლებაა, ისევ ჯობია იმან დამაბოლოს ვისაც ამდენი უშრომია (თვითფრინავი ნახა ,მოწმეები, სპექტაკლი დადგა, რისკი გაწია)"
დაბოლდი, ძამიკო! სულ მშვიდობაში დაბოლებულიყავი! მაგრამ ჩვენა რატომ გვაბოლებ? სუფთა ჰაერი გვირჩევნია და სიმართლე!

ავტორი: ვალიკო - კატორი მიმინო საიდან გვწერთ: სანფრანცისკო (ნე პრინიმაეტ, მაგათიხიდი
02.09.2010 23:54
ეფრინება კაცს და რას უშლით?!
მიი, ბიძიკო, მიი! მორულე მასთე, მორულე! მაი მთავრობა და პარლამენტიც ააფრინე! მაღლა ცაში ააფრინე, ვაი, ვაი!
ვინც შენ ხელი შეგიშალოს, იმას რა ვუთხარი!
კი იძახდი, - "ვაბშე ტო ია პრეზიდენტო!", მარა მე კი ვიცოდი, რავალია დიდ ავიაციაში რომ გაგიწევს გული!

ავტორი: მათე
02.09.2010 23:09
თაზო ვინ იღებდა არ ვიცი, სავარაუდოდ კობა წერს და მეც ესე ვფიქრობ დამაგრებული იყო კამერა. თუ არა და მაშინ სააკაშვილს მეოთხე მოწმის მოსყიდვაც უნდა დასჭირდეს სამუდამოდ(რომ არ გათქვას რომ ის სინამდვილეში არ მართავდა თვითფრინავს), ან მართვის მართლა სწავლა მომავლისათვის. გული მიგრძნობს რომ მომავალშიც ვნახავთ მიშას შტურვალთან.

ავტორი: რატი საიდან გვწერთ: მესტია
02.09.2010 22:48
კაცო, ბოლი და სპექტაკი უნდა თურმე ამ კაცს, გამოტყდა და ბოლის და სპექტაკლის დიდოსტატს თუ ქომაგობს რაღა გასაკვირია. ხო, ისე, სვანები ვემზადებით უკვე, ვვარჯიშობთ პილოტობაში როგორც ერთ ანეკდოტში იყო უწინ: "პრიბორ"! "სემნადცატ!"- "რაის პრიბორ, მუხბერ"! "აბა რაის სემნადცატ"!
In Response

ავტორი: მოდერატორი
03.09.2010 00:36
პირიქით:
"რაის სემნადცატ?"
"აბა, რაის პრიბორ?"
:-)

ავტორი: ოპტიმისტი საიდან გვწერთ: ძუკნურიდან
02.09.2010 22:40
ხალხო რაზე დავობთ, ვერ გავიგე, სააკაშვილი არის პილოტიც, პოლიგლოტიც, მეცნიერიც, უძლეველი მთავარსარდალიც, დემოკრატიის მამაც და მარჩენალიც. ამიტომ დაე იფრინოს, როგორც სურს!

ავტორი: მათე
02.09.2010 22:31
პატ. VINCXAS, პილოტი არა ვარ, უბრალოდ არ მიყვარს როცა მაბოლებენ. თუ დაბოლება ისევ ჯობია იმან დამაბოლოს ვისაც ამდენი უშრომია (თვითფრინავი ნახა ,მოწმეები, სპექტაკლი დადგა, რისკი გაწია), ვიდრე იმან რომელიც უბრალოდ მეუბნება დამიჯერე,იმიტომ რომ მე ესე ვამბობ.

ავტორი: თაზო საიდან გვწერთ: ზუგდიდი
02.09.2010 22:30
მათე, სააკაშვილი ისე მართავდა მაგ თვითმფრინავს, როგორც მე ვარ დალაილამა. თანაც კადრებს უყურე? რომ ამბობ სამი ადამიანი იჯდაო იმ თვითმფრინავში, აბა ვიდეპკამერით ვინ იღებდა ვარშალომიძე, სააკაშვილი თუ პილოტი? ცუდად მალავ შენს მიკერძოებულ დამოკიდებულებას

ავტორი: მათე
02.09.2010 22:23
პატ. ანონიმი, მე არ ვდავობ სიუჟეტის ან თუნდაც აქტის PR გემოვნებაზე ,ეს ნებისმიერის უფლებაა ,ჟურნალისტისაც გამოხატოს თავისი დამოკიდებულება,აგრეთვე დასვათ კითხვები ხარჯებზე(ერთი გაფრენა არც ისე ბევრი ღირს,იკითხეთ ვინ გადაიხადა სწავლის ფული მინ. 20 საათი საჭირო იქნებოდა პლიუს თეორია).ეს თქვენი კითხვები ლეგიტიმური იქნებოდა და მკითხველსაც სწორედ ეს აინტერესებს ,მეც. მე ხოლოდ არ მიყვარს როცა თვალში ნაცარს მაყრიან, მე ვნახე კონკრეტული უზუსტუბა (ზოგმა მას შეიძლება შეგნებული ტყუილიც უწოდოს) ,რომელზეც პასუხი ვერ მივიღე. ანუ მტკიცება რომ სააკაშვილი არ მართავდა ამ თვითფრინავს, რისი დადგენაც ამ სიუჯეტიდან შეუძლებელია.ავტორის ბოლო კომენტარიდან კი ირკვევა რომ იგი ესაუბრა 2 პილოტს და მათ უთხრეს რომ სააკაშვილის "არ აქვს თვითმფრინავის მართვის გამოცდილება და ის არ მართავს იმ თვითფრინავს ". გამოცდილება შეძლება ერთი წლის წინ არ ქონდა და შეიძინო კაცმა, ანუ ისწავლო, მეორე სიუჟეტიდან არ ჩანს რომ ის არ მართავს, მესამე იმ თვითფრინავში როგორც ჩანს სულ სამი კაცი იჯდა, ვაშალომიძე ,სავარაუდო დამხმარე და თვითონ. ანუ ამ სამიდან რომელი გამოუტყდა იმ "ორ პილოტს" , რომლებმაც უთხრეს ავტორს ,რომელიც მისივე სიტყვებით არ ეკუთვნის "სააკაშვილის ვიწრო წრეს".?
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული