კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 13:23

ბლოგები / გიორგი გვახარია

”სიძულვილის აქცია” (ნაცვლად ”სიყვარულის აღლუმისა”)

x
ტექსტის ზომა - +
კომედიით დაიწყო ყველაფერი: რამდენიმე კაცს მოეჩვენა, რომ სექსუალური უმცირესობები აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ თბილისში. არა, მოდით, სიტყვა „მოეჩვენა“ სხვა სიტყვით შევცვალოთ.

მოკლედ, რამდენიმე კაცმა გაიაზრა, რომ სექსუალური უმცირესობები აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ საქართველოში. „გაიაზრა“ მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს ევროპის ქალაქებში მოწყობილი აღლუმის კადრები. სხვათა შორის, ეს კადრები „კურიერ პოსტსკრიპტუმშიც“ მოხვდა ჟურნალ „მეს“ გამოსვლასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ერთი წუთი დაუთმო ახალი ჟურნალის გამოსვლის ფაქტს, სიუჟეტის დარჩენილი ნაწილი კი „აღლუმის“ სრულიად ეგზოტიკური კადრებით შეავსო. ინტერვიუც ჩართო თეო ხატიაშვილთან, რომელიც ასე გაგვაცნო: „თეო ხატიაშვილი ჰეტეროსექსუალია, მაგრამ თანაუგრძნობს უმცირესობებს“.

ამ იდიოტური და, მე თუ მკითხავ, მავნებლური სიუჟეტის ნახვის შემდეგ, მაყურებელს ჟურნალ „მე“-ზე წარმოდგენა  ნამდვილად არ შეექმნებოდა. მაგრამ რაღაც გაიაზრა ეჭვიანმა ქართველმა კაცმა, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი წელია ატყუებს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები; რომელსაც გარდამავალ ასაკში – როცა სხეულში სისხლი ახლებურად იწყებს ჩუხჩუხს – მშობლები არ უხსნიან ჩუხჩუხის მიზეზებს; და ბოლოს, რომელმაც იცის: თუ ამ ქვეყანაში მორალზე ბევრს ილაპარაკებ, ხალხსაც „მორალურად მდგრადი“ ეგონები – ქუჩაში გაგაჩერებენ, კარგი კაცი ხარო, გეტყვიან, სუფრაზე ჯიგრულად გადღეგრძელებენ და არც მოძღვართან გექნება პრობლემები...

მოძღვარი! ჰო, მედიასაც ჰყავს თავისი მოძღვრები. ამიტომ ჟურნალი „მეს“ ანონსში ჟურნალისტი, კარგადაც რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი, ვერ დაიწყებდა იმის ახსნას, რომ ჰომოსექსუალიზმი (იქ, სადაც მეცნიერება კარგადაა განვითარებული), დიდი ხანია არ ითვლება არც ავადმყოფობად, არც ცოდვად, არც კანონის დარღვევად.. და, სხვათა შორის, არც „არჩევანია“, როგორც ამტკიცებენ ხოლმე ის ქართველი ლიბერალები, რომელთაც, როგორც ჩანს, ასევე რაღაც დააკლდათ მშობლებისგან „სისხლის ჩუხჩუხის“ პერიოდში.

მოკლედ, გავაერთიანოთ ეს ყველაფერი – მოწყენილობა, უსაქმურობა, საშუალო განათლების კატასტროფული დონე საქართველოში, პოლიტიკოსები, რომლებიც მუდამ იტყუებიან, მოძღვრები... შიშსა და მარტოობაში ჩავლილი „სისხლის ჩუხჩუხის“ პერიოდი და მივიღებთ ყველაფერსა და ყველაზე გაბოროტებულ კაცს, რომელმაც ტელევიზორში ნახა დასავლეთში მოწყობილი „გეი-პრაიდის“ კადრები და მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც მზადდებოდა.

კომედია სწორედ ამის მერე დაიწყო. სადღაც ითქვა, აპირებენო, და ატყდა ერთი ამბავი: მედიამ, რომელსაც, როგორც უკვე შევთანხმდით, ჰყავს თავისი მოძღვრები, ერთი თვე უტრიალა ამ თემას; „დანიშნა“ გეი-აღლუმის თარიღი, ჯერ თბილისში, მერე – ბათუმში და 26 აგვისტოს მაინც მოაწყობინა აღლუმი – „სიძულვილის აღლუმი“, რომელიც უკვე ნამდვილად აღარ იყო სასაცილო.

რა გამოდის? თუ ეს კვაზიგამონათებები, კვაზიხილვები ნორმალურია საზოგადოებაში, რომლის წევრებს საკუთარი ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, მაშინ „სიძულვილის აღლუმიც“ ნორმალური და ბუნებრივი ყოფილა?

არა, ბატონო! არც ამდენი „გავუგოთ“ ივარგებს.

იმას კიდევ გავუგებთ, სხეულის ჰიგიენის ნაცვლად, პატრიოტულ ლირიკას რომ ასწავლიდნენ „სისხლის ჩუხჩუხის“ ასაკში. მაგრამ არ მოვთხოვოთ პასუხი ამ ინსტიტუტებს, ფული და ძალაუფლება რომ აქვთ და „სიძულვილის აღლუმის“ პროვოცირებას რომ უწყობენ ხელს? თუნდაც საპატრიარქოს, რომელმაც ბათუმის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, თავად შეუწყო ხელი ჭორის გავრცელებას და რამდენიმე კაცის ხილვაზე მთელი „კონცეფცია“ ააგო; ხელისუფლებას მოუწოდა, მიეღო ზომები! არც ხელისუფლება ჩამორჩა: 26 აგვისტოს აქციაზე ბათუმელმა ჩინოვნიკებმა სახალხოდ დაიფიცეს, რომ მათ ქალაქში არ დაუშვებდნენ ასეთ აღლუმებს.

სამაგიეროდ, „სიძულვილის აღლუმი“ დაუშვეს – მუქარით, წყევლით (თანაც, სხვათა შორის, მარხვის დღეებში). არ ვიცი, რას იტყოდნენ მერე ამ ორი ძლევამოსილი ინსტიტუტის წარმომადგენლები, გაბოროტებულ მასას შემთხვევით რომელიმე ცნობილი ბათუმელი ჰომოსექსუალი რომ შეენიშნა ქუჩაში და ჩაექოლა. ან იმას რომ ჩაევლო შემთხვევით, და ამ ხალხის დანახვაზე გული გასკდომოდა...

რას იტყვიან ეს ინსტიტუტები, თუ გაირკვევა, რომ "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული ამ კადრების დანახვაზე უამრავ ჩვენს თანამემამულეს მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობა – სიძულვილის ხილვამ დააავადა! ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში უმეცრების, სიბნელისა და ზიზღის მასშტაბების კატასტროფული ზრდისთვის, თუ არა ის ინსტიტუტები, რომელთა ხელშია ძალაუფლება: ხელისუფლება, პოლიცია, ეკლესია, მედია?!

უკვე მთლად ვირტუალური, გამოგონილი რეალობის მართვა რომ გიხდებათ, ვერა გრძნობთ? მართლა „მოდელირებული“ რომ გახდა ეს ქვეყანა, ამას ვერ ხედავთ? და თქვენ თუ არა, სხვებს რატომ უნდა რცხვენოდეს ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც უყვარს? რატომ უნდა რცხვენოდეს, რომ უყვარს „მოდელირებული ქვეყანა“ – მთელი თავისი ინსტიტუტებით და ადამიანებით, რომელთაც უკვე მაშინ, როცა სისხლი უჩქეფთ, როცა სიყვარული და სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდათ, „სხეულის ჰიგიენის“ ნაცვლად, ცოცხალ არსებათა სიძულვილს ასწავლიან?..
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 6
ავტორი: Tam საიდან გვწერთ: tbilisi
01.10.2010 04:09
ბატონო გოგი როგორი განათლებული და ერუდირებული ბრძანდებით!მაგრამ არასოდეს ის არ გაღელვებთ და არ დგეხართ იქ, სადაც თქვენნაირი ადამიანი უნდა იდგეს, ან ვისურვებდი რომ იდგეს.აბა ბატონო გოგი სკოლის მოსწავლიდან დაწყებული პენსიონერით დამთავრებული ამ ქვეყანაში ყველა მოტყუებული და გადაგდებულია ზოგი მთავრობის ზოგი ბიზნესის ზოგი მეზობელი აგრესორის, და თქვენ კი შემთხვევას არ უშვებთ ხელიდან ეკლესია და პატრიარქი არ დაადანაშაულოთ ყველაფერში და მუდამ ,თავგამოდებით იცავთ ჰომოსექსუალებს . ამ ქვეყანაში მოსახლეობის უზაზმაზარი მასა დაბეჩავებულია და ჯერ უმრავლესობა და მერე უმცირესობა თორემ მარტო რბილი''ლ'' მაიას პრიფილი და ეკლესია რომ იყოს პრობლემა კიდე გვეშველებოდა რაააააა

ავტორი: ნუნუკა საიდან გვწერთ: რუსთავი
24.09.2010 00:25
მიყვარს ჩემი ქვეყანა და გული მტკივა, სიცრუის ჭაობში რომ ცხოვრობს. გოგი, მშურს თქვენი, მე ხანდახან მეშინია ჩემი აზრის დაფიქსირების.

ავტორი: ანონიმი
20.09.2010 00:04
ავტორი: sophie82i საიდან გვწერთ: NY
16.09.2010 23:14
ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“
მაინტერესებს, ეს მართლმადიდებლური არაა?!

ავტორი: NESRE საიდან გვწერთ: Tbilisi
19.09.2010 13:33
ონტოლოგიურად რომ შევხედოთ საკითხს, ვერანაირ აზრს ვერ მოუძებნი გეიაღლუმის ჩატარებას, აღარაფერს ვლაპარაკობ ამ აღლუმის ზედმესახელზე - სიყვარულის აღლუმი. რა ამ აღლუმის მონაწილეობის მიზანი, შემომხედეთ მე გეი ვარ? ეს უფრო მთლიანი საზოგადოების წინაშე დაფიქსირებულ "ქამინგ აუთ" გავს. თუ საზაფხულო ტანისამოსში გამოწყობილი კარნავალის მოწყობა გინდა (ვიზუალურად ასეთი ფორმა აქვს ამ აღლუმებს) მაშინ გეი რატომ? თუმცა ჩენთან მსგავ კარნავალს უფრო პროპაგანდისტული სახე ექნებოდა, რადგან ქართველი გეების უმრავლესობა იქ არ იქნებოდა და ძირითადში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებით იქნებოდა აღლუმის აქტივისტები დაკომპლექტებული.

მეორეს მხრივ არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ლიბერალურ საზოგადოებაში გარკვეულ სოციუმს, მაგალითად ჰომოსექსუალებს აქვთ სრული უფლება მოაწყონ ის რასაც არა ჰომოსექსუალები აწყობენ, ისევე როგორც მუსლიმებ აქვთ ჩაატარონ ის (რამადანი), რასაც ატარებენ მართლმადიდებლები (გიორგობა).

რაც შეეხება ამას: "ჰომოსექსუალიზმი (იქ, სადაც მეცნიერება კარგადაა განვითარებული), დიდი ხანია არ ითვლება არც ავადმყოფობად, არც ცოდვად, არც კანონის დარღვევად"

კანონდარღვევად ნამდივლად არ ითვლება, ხოლო ცოდვად კი (თუ რელიგიურ ადამიანებს გულისხმობთ) გარდა სკანდივავიის და სხვა რიგი ქვეყნებისა და მცირერიცხოვანი პროტესტანტული დასავლური მიმდინარეობებისა. აგრეთვე დავამატებდი, რომ დასავლურ საზოგადოების საკმად დიდ ნაწილში ჰომოსექსულიზმი (ჰეტეროების დიდი ნაწილისთვის) კვლავ რაღაც მდარე ცხოვრების ცტილად ითვლება. რასაც რატომღაც ხშირად არ აღნიშნავენ ჩვენთან როდესაც გეების უფლებებზე მიდის საუბარი.

რაც შეეხება ავადმყოფობას, ვერ ვეიტყვით, რომ დასავლეთში ჰომოსექსუალიზმი არ ითვლება პათოლოგიად. მუხედავად ამერიკის ფსიქოთერაპევთა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მისი ამოღებით ავადმყოფობების სიიდან. ვერსად გავექცებით იმ ფაქტს, რომ ჰომოსექსულიზმის გათანაბრება ჰეტეროსექსულიზმთან არის მხოლო ჰიპოთეზები და ამის გამოცხადება, რაღაც ემპირიულ მოვლენად უგუნურება იქნება... ბევრი საკმაოდ ავტორიტეტული მეცნიერი ჰომოსექსულზმს პათოლოგიად მიიჩნევს.

ავტორი: sophie82i საიდან გვწერთ: NY
16.09.2010 23:14
ნეტავ როდის ვისწავლით ერთმანეთის აზრის პატივისცემას თუ არა მოსმენას მაინც??? სულიერებაზე ვსაუბრობთ და განკითხვის მორევში ვეშვებით... დემოკრატიის პრინციპებით "გვინდა" ცხოვრება და ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას არ ვაძლევთ. გვავიწყდება, რომ ის მისი შეხედულებაა და სულაც არ არის აუცილებელი მეც იმასვე ვიზიარებდე.
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ბევრ სამეცნიერო წიგნში წამიკითხავს და კარგადაც მასწავლეს, რომ ჰომოსექსუალიზმი დიდი ხანია "ავადმყოფობად" აღარ ითვლება. მიმუშავია ასეთ ადამიანებთად და კარგად ვიცი რას და როგორ გრძნობენ და მერწმუნეთ "კეთროვნები" ნამდვილად არ არიან. ისინიც ისეთივე სასწაულით მოევლინენ ამ სამყაროს როგორც თითოეული ჩვენთაგანი. უბრალოდ განვითარების რაღაც ეტაპზე "სხვანაირებად" ჩამოყალიბდნენ.
რაც შეეხება გეი-პარადს - წელს პირველად დავესწარი ნიუ-იორკში გამართულ GAY PRIDE PARADE 2010- ს. რომელიც მთელი ზარ-ზეიმით მანჰეტენზე, მე-5 ავენიუზე მოეწყო. მინდა გითხრად, რომ ამ აღლუმს თავად მონაწილეების გარდა ალბათ ტურისტები, შემთხვევით მოხვედრილები ან ჩემნაირი "ინტერესით შეპყრობილი" ადამიანები თუ დაესწრნენ. ჩაიარეს, ხელი დაგვიქნიეს და ამით ორიენტაცია არავის შეცვლია. პროპაგანდას არავის და არაფერს გავუწევ, იმასაც ავღნიშნავ, რომ მორწმუნე მართლმადიდებელი ვარ, თუმცა არც ის მავიწყდება, რომ "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები". ყველას თავისი ცხოვრების ჯვარი აქვს სატარებელი და გზა გასავლელი. ეკუმენიზმშიც ნუ ჩამითვლით, მაგრამ არც ეკლესიის მხრიდანაა ასეთი მკვეთრი განცხადებები და მოწოდებები მისაგები. და, მაშინ სად არის მიმტევებლობა? ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რელიგიით და მისი არსი არც თუ კარგად გვესმის. დაე, იცხოვროს ისე როგორც მას ესმის და ჩვენ შევეშვათ მის სულში ხელის ფათური. ბევრი ჰეტეროსექსუალია, რომელიც აღვირახსნილი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ამაზე რატომ არ ვიგებთ ხმას? ალბათ იმიტომ, რომ ის ჩვენი მსგავსია და მასში ჩვენს თავებს ვხედავთ...

და თუ ოდესმე საქართველოში დადგება დრო, როდესაც მე შენი და შენ ჩემი ცხოვრებით არ ვიცხოვრებთ, მაშინ გვექნება ნამდვილად საამაყო...


ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
15.09.2010 23:11
გაიგეთ ხალხო? რადიო თავისუფლება თურმე სერიას იწყებს ქართული ფილოსოფიის სკოლაზე! მამარდაშვილის საიუბილეო წელს ეძღვნებაო!!!! გილოცავთ ყველას!

ავტორი: me
15.09.2010 23:08
ავტორი: სოლონაცია საიდან გვწერთ: ნაცია
05.09.2010 20:38
ბატონო გოგი! ჩემი მოკრძალებული აზრით, მაინც ჯობია, რომ კინოზე წეროთ.
In Response
ავტორი: გოგი გვახარია
05.09.2010 20:49
რომელ კინოზე? განა ეს კინო უფრო სახალისო არაა?;)

:D :D :D :D

ამ წერილის კომენტარებში ყველაზე კაიფი იყო ეს მინი დიალოგი :D მამენტ ეს სახალისო კინო გაგრძელდება 2013მდე და მერე გაპრემიერმინისტრებული ფილმის მეორე სერია დაიწყება მთელი თავის ზიზილპიპილოებით

ავტორი: ანონიმი
15.09.2010 22:50
"ეს შეკითხვა დავუსვით ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს. გაგრძელება"

ეს შეკითხვა დაუსვა რადიო თავისუფლებამ მერაბ მამარდაშვილზე. გვითხარი, ვინ არისო ეს კაციო.

ავტორი: me საიდან გვწერთ: ar ikotxot
15.09.2010 22:01
ძვირფასო გოგი დიდ პატივას გცემთ როგორზ პროფესიონალს, მაგრამ ამდენი ომის და უბედურების შემდეგ ისედაც შემცირდა კაცების რიცხვი და მოდით ახალ თაობაში ჰომოებს ნუ გავუწევთ პროპაგანდას.
ჩვენ თაობაში ხო დარჩა ამდენი გასაუპატიურებელი და მომავალი თაობა მაინც დაინდეთ

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
15.09.2010 13:41
ბატონო გოგი!

"რას ნიშნავს ეს ”გონივრული ეჭვი”? ჩვენ ამ შეკითხვაზე პასუხი კანონპროექტის ავტორებისაგან ვერ მივიღეთ. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა - ნუთუ, ჰოლივუდის ფილმები არ გინახავსო?” - ამბობს ცაგარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში."

უმორჩილესად გთხოვთ მიჰყოთ ხელი კენონების წერას, რადგან თვენზე კარგად არავინ იცის ფილმებში რა და როგორ ხდება. ამით დაიცავთ საზოგადოებას ჰოლივუდის "ბოევიკებზე" აღზრდილი პარლამენტარებისგან. ბევრი ფილმი გაქვთ ნანახი. იქნებ ჰოლივუდის მდარე ფილმების მიხედვით დაწერილი კანონები აგვაშოროთ თავიდან და ბერტოლუჩის, ალმადოვარის, პაზოლინის და სხვათა ფილებში რაც ხდება იმის მიხედვით დაგვიწეროთ კანონები. დარწმუნებული ვარ უფრო ადამიანური კანონები იქნება.
კარგი იქნება თუ კინოკრიტიკოსების ჯგუფი ჩაანაცვლებს პარლამენტს.

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
15.09.2010 11:36
ავტორი: ანონიმი 15.09.2010 02:35
თუკი დასაცავია მათი უფლებები, დავამატოთ პედოფილები, ნეკროფილები, ზოოფილები, ფეტიშისტები და ათასი გადაგვარებული, ისინიც ხომ უმცირესობაში ითვლებიან. რას მივიღებთ?

აუუუუ! რამდენი შეიძლება? ელაპარაკე ეხლა ამათ! უხ, გოგი, შენ რა გითხარი, რა! მოაშორე ეს თემები! მოაშორე, ვახ!

ავტორი: ანონიმი
15.09.2010 02:35
ავტორი: marina საიდან გვწერთ: USA
14.09.2010 23:21
საქმე იმაშია, რომ ყველაფერს სიძულვილის კუთხით განახვებენ ან ცდილობენ დაგანახონ. შემიძლია დაგისახელოთ ადგილები თბილისში, სადაც იკრიბებიან ე.წ. სექს-უმცირესობები და მათ იქ არავინ უვარდებათ,. ამით დაინტერესებულთათვის ცხადია, რომ აღლუმს არ დაუშვებს საზოგადოების დიდი ნაწილი და გარკვეული ინსტიტუტები. ამიტომ კეთდება აფიშირება. თუ მოხდა ის, რისი მოლოდინიც ჰქონდათ და რისი სურვილიც აქვთ მომავალში, მერე სამიზნე მხოლოდ ერთი ინსტიტუტი იქნება.
თუკი დასაცავია მათი უფლებები, დავამატოთ პედოფილები, ნეკროფილები, ზოოფილები, ფეტიშისტები და ათასი გადაგვარებული, ისინიც ხომ უმცირესობაში ითვლებიან. რას მივიღებთ?..............................................................

ავტორი: ანონიმი
15.09.2010 02:28
ავტორი: marina საიდან გვწერთ: USA
14.09.2010 23:21
მიზანი სხვა რამეა. მიზეზი კი შეიძლება ე.წ. :აღლუმი" გამხდარიყო, არაა გამორიცხული მომავალში გახდეს. ცოოტა შორსაა გსახედი და მიზანსაც დაინახავთ....................................

ავტორი: ანონიმი
15.09.2010 01:48
რადიოს კი ჰქვია თავისუფლება, მაგრამ ამდენიც არ შეიძლება. კომენტარები გაფილტრეთ

ავტორი: საშა და მაკა
14.09.2010 23:35
ხალხო, ხალხო....! და ბი-ებმა რა ვქნათ? რომელ სიაში ვწერივართ?

ავტორი: marina საიდან გვწერთ: USA
14.09.2010 23:21
ღმერთო ჩემო, ამდენი სიძულვილი, ბრაზი, ცინიზმი ქრისტიანი ხალხისაგან.... გული ცუდად გამიხდა... გიყვარდეს მოყვასი შენი. არ აქვს მნიშვნელობა მის სექსუალურ ორიენტაციას.და თუ ფიქრობთ, რომ ეს ჩვენი, ქრისტიანული მცნებების საწინააღმდეგო ქმედებაა , მით უფრო უნდა გეცოდებოდეთ და მით უფრო მეტად უნდა ილოცოთ მათთვის... არც მე ვარ ჰომოსექსუალების პარადის მომხრე, თუნდაც იმიტომ, რომ ამას ბავშვებიც ხედავენ და ამით შეიძლება ინტერესი გაუღვივდეთ (მით უფრო, თუ მიდრეკილებაც აქვთ ჰომოსექსუალურობისადმი)....ვერც "სიყვარულის აღლუმს" დავარქმევდი ...ამას ალბათ უფრო თავისი თავის დამკვიდრების და საზოგადოების მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზანი აქვს... თუ არ გინდათ "გაუგოთ", ქვას მაინც ნუ ესვრით, არავინ ვართ უცოდველი... თუ საშუალება გექნებათ ნახეთ ამერიკული მხ. ფილმი "ბიჭები არ ტირიან"... სიყვარულით ქრისტეში ...მარინა

ავტორი: ზ.რ.
14.09.2010 21:02
ავტორი: ვაჟა აფციაური საიდან გვწერთ: თბილისი
14.09.2010 17:41
რატომ გააპიარეს? პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია მათი ტანჯულის როლში გამოყვანა, უბრალოდ არ გამოუვიდათ ამჯერად. იმედი ჰქონდათ, რომ მოხდებოდა აყალმაყალი, მაგრამ თვითონ ვერ გაბედეს გარეთ გამოსვლა, უცხოეთიდან კი საცემად აქ არავინ ჩამოვა. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ეკლესიას---მათი ტანჯულის როლში გამოყვანა იქნება ერთ-ერთი მიზეზი ეკლესიის წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებისა.

ავტორი: ანონიმი
14.09.2010 20:33
ავტორი: ქეთინო საიდან გვწერთ: თბილისი
14.09.2010 13:54
ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა სინათლეა?!:):):):) ამ ისედაც დაქცეულ ქვეყანაში თუ ცვედნების მომრავლება-მფარველობაა აუცილებელი, ავყვავებულვართ და ისააა

ავტორი: ვაჟა აფციაური საიდან გვწერთ: თბილისი
14.09.2010 17:41
გვახარია, ჭკვიანი კაცის იმიჯი გაქ, ვერ ხვდები რატო მოისინჯა ეს? მე გეტყვი: აინტერესებდათ მაგ არსებებს რამდენად დიდი იქნებოდა რეზონანსი და ეს რეზონანსი თავ თუ გააპიაპირს დაამტვრევდათ თუ გააპიარებდათ. მართალია არ ჩატარდა ეს რაღაცა, მაგრამ ტალღა იმდენად სუსტი იყო ჩემი აზრით 5 წელიწადში ვეღარ აღუდგება წინ. ეს ყველაფერი შენნაირების შენნაირი სტატიების წყალობით. ეკლესიას რაც შეეხება მარტო გარყვნილებს რატო აწუხებს და არა მაგალითად მე? დაიმახსოვრეთ ყველამ კარგად: ჰომოსექსუალიზმი არის გარყვნილება და თუ როგორც თქვენ ამბობთ ავადმყოფობაა ერთი ადგილის მიცემა წამალი არ არი!

ავტორი: ქეთინო საიდან გვწერთ: თბილისი
14.09.2010 13:54
ჰომოსექსუალიზმს რაც შეეხება, სულ არ მიკვირს ასეთი აგრესია რომ არსებობს საქართველოში (და არა მარტო), ძვირფასო გოგი, ყველაფერი სკოლით, განათლებით იწყება. დღეს საქართველოში განათლებული ადამიანი ცოტაა. სკოლაში რას ასწავლიან ღმერთმა უწყის და ვინ ასწავლის? ძალიან ხშირად, სწორედ ის ვინც ასწავლის,
უნერგავს ბავშვებს მცდარ, ზოგჯერ ძალიან მცდარ აზრებს (აღარ დავაკონკრეტებ). აქ ხალხი ისევ ბნელია, საოცრად ბნელი, იქნებ სხვაგანაც? რაც შეეხება სახელმწიფოს,ეკლესიას, მედიას ყველას თავისი ინტერესები აქვს და აბა ხალხზე ვიღამ იფიქროს?
ჰომოსექსუალიზმი რთული თემაა, მაგრამ ჩვენ კულტურა გვაკლია იმისთვის რომ პატივი ვცეთ განსხვავებულობას, ქუჩებშიც წაიკითხავთ, 'კულტურა გვშია'.

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
13.09.2010 17:42
ავტორი: გოგი გვახარია

რა გამოდის? თუ ეს კვაზიგამონათებები, კვაზიხილვები ნორმალურია საზოგადოებაში, რომლის წევრებს საკუთარი ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, მაშინ „სიძულვილის აღლუმიც“ ნორმალური და ბუნებრივი ყოფილა?

რას იტყვიან ეს ინსტიტუტები, თუ გაირკვევა, რომ "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული ამ კადრების დანახვაზე უამრავ ჩვენს თანამემამულეს მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობა – სიძულვილის ხილვამ დააავადა! ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში უმეცრების, სიბნელისა და ზიზღის მასშტაბების კატასტროფული ზრდისთვის, თუ არა ის ინსტიტუტები, რომელთა ხელშია ძალაუფლება: ხელისუფლება, პოლიცია, ეკლესია, მედია?!

უკვე მთლად ვირტუალური, გამოგონილი რეალობის მართვა რომ გიხდებათ, ვერა გრძნობთ? მართლა „მოდელირებული“ რომ გახდა ეს ქვეყანა, ამას ვერ ხედავთ? და თქვენ თუ არა, სხვებს რატომ უნდა რცხვენოდეს ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც უყვარს? რატომ უნდა რცხვენოდეს, რომ უყვარს „მოდელირებული ქვეყანა“ – მთელი თავისი ინსტიტუტებით და ადამიანებით, რომელთაც უკვე მაშინ, როცა სისხლი უჩქეფთ, როცა სიყვარული და სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდათ, „სხეულის ჰიგიენის“ ნაცვლად, ცოცხალ არსებათა სიძულვილს ასწავლიან?..
---------------------------------------------------
T H E A N S W E R I S B L O W I N ' I N T H E W I N D

ავტორი: ნინა
13.09.2010 14:21

ავტორი: გოგი გვახარია
13.09.2010 11:41
____
მივესალმები.

ავტორი: გოგლა
13.09.2010 10:03
ბ-ნ ბლოგის ავტორო და მოდერატორებო, ეს რადიო ;თავისუფლება"-ა თუ mail.ru-ს ფორუმი, სადაც ოსმან ნურის და მისი ზოგიერთი ოპონენტის მსგავსი მაზოხისტური აზროვნების არსებები ერთმანეთის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ?! ამათ სიამოვნებთ ალბათ, მაგრამ დანარჩენებმა რა დააშავეს ან მოცემულ თემასთან რა შუაშია?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
13.09.2010 11:41
გეთანხმებით. ამას ბოლო უნდა მოეღოს

ავტორი: უჩინ-მაჩინი საიდან გვწერთ: თბილისი
13.09.2010 04:10
ხალხო! თქვენ, ამ,ტაკოცანცარათა უსტაბაშის მიერ გადმოგდებული ანკესი უკვე ჩაყლაპული გაქვთ როგორც იხვებს, შემოთავაზებულ თემასაც გასცდით და ეხლა უკვე ქართული საზოგადოების რელიგიურ პოლარიზებას შესდგომიხართ. თუ თავად ვერ ხვდებით თქვენს სიბრიყვეს ვიღაცამ უნდა მიგითითოთ, თუნდაც ისეთმა უვიცმა და უწიგნურმა როგორიც მე ვარ. ბოლოს და ბოლოს, ჯერ ერთად არარაფრად ვარგივართ ეს ქართველები და ცალ-ცალკე რაღა ვიქნებით.

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
12.09.2010 22:37
ავტორი: უჩინ-მაჩინი საიდან გვწერთ: თბილისი

ბატონო კრილოვო. ხომ ხედავთ არაა იგავების თხზვა თქვენი საქმე და თავს რომ დაგვანებებდეთ კარგი იქნებოდა, თუ აქაურობა არ მოგწონთ, თოკით ხომ არავინ გაბამთ, მიბრძანდით ბატონო სხვა ფორუმებში, რომლებიც, ღმერთის წყალობით, მრავლადაა აღარც ეს უბედური იხვები გაგახსენდებათ ხშირ-ხშირად და აღარც ნერვები მოგეშლებათ, იქ უფრო მშვიდად და უშფოთველად იმუსაიფებთ, მაგალითად, ასეთ თემებზე, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი, ლენინი უფრო დიდი ტერორისტი იყო თუ სტალიანი, სიმბოლიზმი უფრო პროგრესული მიმდინარეობაა მხატვრობაში თუ ავანგარდიზმი.

ავტორი: ლუკა
12.09.2010 21:10
ავტორი: უჩინ-მაჩინი საიდან გვწერთ: თბილისი
12.09.2010 18:08

იხვებს თქვენზე ერთობ ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენიათ.

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan.
12.09.2010 19:25
ნინ, საყვარელო რა ვუყო ამ ვირთხებს ამის მეტი, იქნებ, მირჩიო. ან ამათ უხამსობებზე რატომ არ გამოთქვამ პროტესტს, კიდევ ერთხელ გეკითხები., ალბათ,ოღონდ მართმადიდებელი იყოს და ამათი წივილი სირინოზის ხმასავით ჩაგესმის ყურში.. ეს ვირთხა არსად წასულა აქვეა და მორიგი ფხაკურისათვის ემზადება. თუ გამოჩნდა აუცილებლად მოგახსენებთ, ვინაა ის სინამდვილეში და რა უსივებს ბოღმისგან გათანგულ გულს. ამდენი ხალხი ხართ იმის მოწმე, რომ დღეების განმავლობაში ამის უხამსობებს ყურადღებას არ ვაქცევდი და იფიქრა, მთავრობიდან ჭიტლაყის ამოკვრით გამოგდებული, მაინც მაგარი ვირთხა ვყოფილვარო. ამას ოჯახში ჰყავს ერთი ასეთი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანი და ამიტომ გაიძახის წამდაუწუმ ამ სიტყვას. ეტყობა ამის სათუთ და ნაზ სმენას ჩლიფინი ძალიან აღიზიანებს, თორემ ამას ადამიანის დიდ ნაკლად არცერთი ჭკუათმყოფელი თვლის.

ავტორი: სტან, სტან, სტან!
12.09.2010 18:09
გოგისტააან, იასტააან, ტავისუფლების სტან სტან სტან! (ეს ჯოს, ჯოს, ჯოს ალტერნატივაა თავისუფლების ბლოგებზე)

ავტორი: უჩინ-მაჩინი საიდან გვწერთ: თბილისი
12.09.2010 18:08
ადრე ვწერდი, ჰომოსექსუალებისა და მათი დამცველების შემოგდებულ თემების გარშემო, პოლემიკას ნუ გავმართავთქო,მაგრამ როგორც ვხედავ უშედეგოდ. ,,ერთხელ,დიდი ხნის წინ, მოლდავეთში ვიყავი, იქ,ერთ სოფელში, იყო პატარა ტბა და მის ნაპირზე იხვების ფერმა. ღამ-ღამობით, სრული სიჩუმეში, როგორც კი რომელიმე იხვი დაიყიყინებდა, ხსენებულ ფერმაში, იმ წამსვე ათასობით იხვი აყვებოდა მას, იმავე ფერმიდან და იწყებოდა ხოლმე ერთი გნიასი ვაი უშველებელი და ასე დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ ცოტა ხნით როცა ყველაფერი მიწყნარდებოდა, სრულ სიჩუმეში, ისევ დაიყიყინებდა რომელიღაც სიზამრეული იხვი და მეორდებოდა იგივე". როგორც ჩანს, ამ პოლემიკის მონაწილეებს, ,,ჰომოსექსუალების სასქესო ორგანოებთან დაკავშირებით", ან არ სურთ დაინახონ, ან ვერ ხედავენ, რომ ფერმაში გამომწყვდეულ იხვებს გვანან და ემოციური სჯ-ბაასი გაუჩაღებიათ, ჰომოსექსუალების დიდი ქომაგის მოსაზრებების გარშემო, ჰომოსექსუალების მიზანიც ხომ ეს არის. მეტის-მეტად სამწუხაროა და გულსატკენი როდესაც ადამიანები, თავისი სიბრიყვით, იხვებს ამსგავსებიან!.........

ავტორი: ნინა
12.09.2010 17:36
გამარჯვებულო გამოდი!.. :))

ავტორი: nino lekishvili
12.09.2010 16:14
დავანებოთ თავი ნურს, მასთან კამათი არ შეიძლება, ღმერთო ჩემო ასეთი არა მინახია რა, რა სჭირს ამ ადამიანს. :((

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
12.09.2010 14:52
როგორც მოსალოდნელი იყო ვირთხა აბობოქრდა. სიმწრისგან და გავეშებისაგან პირიდან ისეთ აქოთებულ დორბლებს ჰყრის, თვით ყველაზე ბინძურ, ლოთსა და წლების მანძილზე პირგამოუბანელ მღვდელსაც კი შეშურდება. ამათგან რომ დაქოქილი, ანუ ამის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავზე რქებდადგმულია ამასაც ბევრი მტკიცება არ უნდა და აბა მღვდლებს ვინ დაუყენებით, სწორ გზაზე, ეს ვირთხა რომ დააყენონ.
ისე რაღაცეები, რომ სწავლობ ჩემიდან ძალიან მიხარია. შენს ნაბოდვარში ბევრი რამ მაგალითად, კბილების დაცვეთა ჩემიდან გაქვს აღებული, აბა შენ გამოხრულ ტვინში მღვდლების ჭიანი აზრისგან განსხვავებული, სხვა რა უნდა დაიბადოს. დღეს კვირაა და ალბათ,მაგათ წინაშე ფორთხვისას მუხლები გადაგეყვლიფა და ეს სიმწარე გაწივლებს ასე გამეტებით.

ავტორი: ანონიმი
12.09.2010 14:03
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
12.09.2010 11:23
,შამილ ბასაევისა და უსამა ბენ ლადენის მაგალითები გაიხსენეთ.
.........................................
გიტხარი, არ ხარ ისლამის მიდევარი . ეგ ორნი ისლამისტებისტვის რაგაცას წარმოდგენენნ, შენ რა გეშველებაა?!!!
სასწრაფოდ გამომეხმაურეთ ფონდის საკიტხზე, დეიგუპება აი გამოხუხულოვებულიიი, ცოდვაააა.............................

ავტორი: ანონიმი
12.09.2010 13:13
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
12.09.2010 11:23
-- --
ჰეი კლოუნო, ის რაზე კბენასაც ელოდები, დიდი ხანია უკან გაქვს გაკეთებული და ტყუილად დროს და ნერვებს მაგაზე ნუ ხარჯავ. თავზეც დიდი რქები დაგიმონტაჟეს და ამ ცხოვრების ლაბირინთებშიც გაიხლართე.
ადრეც გითხარი კბილები გაირემონტე, იმ ადგილის კბენისაგან, რომ ჩამოგშლია და ჩლიფინებთქო. არ მიჯერებ და ჩლიფინს განაგრძობ. აბა ამას გადახედე : " თქვენდამი ალალოიალურად განწყობილი".
ალალოიალურად ჩლიფინია, არალოიალურადაა სწორი.

ისე კბილებჩამტვრეულს უფრო სასიამოვნო, რბილად კბენა გეცოდინება.
ოსმან აღუუუ.
:))


ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
12.09.2010 12:09
სად არის გოგი? გოგი! გეუბნები მე შენ, ამ საზოგადოებას სხვა წამალი სჭირდება მეთქი! სცადე რა! შენც რა გაჯიუტდი? თორემ რა გამოდის? ხვდები რა გამოდის? აღარ მინდა ეხლა დავწერო!

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
12.09.2010 11:23
ღრმად პატივცემულო,ბატონო მოდერატორო. როგორც ვხედავ, ძალიან გინდათ, ამ ანონიმისგან კაციჭამია ვირთხის ახალი, მეცნიერებისთვის ჯერაც უცნობი ჯიში გამოიყვანოთ-სხვანაირად ვერაფრით ვხსნი იმას, რომ ამის უხამსობებზე პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევთ-. მაგრამ გარწმუნებთ არაფერი გამოგივათ. ამას ჯერ ერთი, ნერვული სისტემა არ აქვს წესრიგში და მერე მეორეც კბილები აქვს ზომაზე მეტად გაცვეთილი, ამიტომ ვერც თანამოძმე, თქვენდამი ალალოიალურად განწყობილი ვირთხების დაფრთხობას შეძლებს და ვერც მე მიკბინეს იმ, ერთ ადგილზე, რომლისკენაც ასე იწევს, ეს კი საბოლო ჯამში მისი, ისედაც არამდგრადი ნერვული სისტემის სრულ დეგრადაციას გამოიწვევს. შედეგად ეს ვირთხა საკუთარი უსუსურობითა და სრული უძლურებით გამოწვეულ ბოღმას თქვენზე გადმოანთხევს. შორს რომ არ წავიდეთ და საშიშროება რომ უფრო მკაფიოდ დაინახოთ,შამილ ბასაევისა და უსამა ბენ ლადენის მაგალითები გაიხსენეთ.


ვისაც მხოლოდ ფრჩხილებისა და წერტილების სულელური კომბინაცია აცინებს, წერეთ თქვენ თვითონ ეგენი, მერე იკითხეთ და იცინეთ, ბატონებო.




ავტორი: ანონიმი
12.09.2010 02:40
სასწარაფოდ უნდა შეიქმნას ოსმან ნურის გადარჩენის ფონდი. საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის ფსიქიატრი, ფილოლოგი . წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გვექნება ალ-ქაიდასთან, აშ-შაბაბთან, თალიბანთან, ხამაზთან, ხეზბილასთან და ...........................
წინასწარ გიხდით მადლობას თAნადგომისათვის.

ავტორი: ანონიმი
12.09.2010 01:12
ავტორი: კაკო
11.09.2010 23:51
--------------
კაკო გაკაკოებულა საკაკოეში ჩაკაკავებულა.
:))
კაკო არც გაატ...
:)
მაგდენს თუ ხვდებით რაღას ყვებით. სხვა საქმე არაფერი გაქვთ?
ოსმანას სულელი ...

ავტორი: ანონიმი
12.09.2010 00:20
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
11.09.2010 21:01
:):):):):) ფსიქიატრი დაგჭირდება მალე, ასე თუ გააგრძელებ.

ავტორი: ubatumo
12.09.2010 00:12
სხვათა შორის... ამბობენ რომ ბინოში ერთი ხეტი/ქაჯი ვინმეაო)

ავტორი: arabatumeli
12.09.2010 00:09
I was so happy when they cast me in Chocolat, because it's one of my vices.
მართალია ჟულიეტი:) ბათუმში რა უნდა გააკეთოს?)) რამე შოკოლადის ახალი რეცეპტი მოაქვს?))

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
12.09.2010 00:07
ნინ, საყვარელო, თავად ამბობ, ჩემი ღრმად პატივცემული ბუდისტი მეუღლეო და მეც განსხვავებული რამე ვთქვი? უბრალოდ გირჩიე თუ ჩემი აზრები არ მოგწონს, შემეშვი- მეთქი.
აბა იმას რა ქვია, როცა 12 ოდე, დასაკლავი გოჭივით მოჭყივილე ერთმორწმუნე დედმაშვილს, ერთიც რომ დაემატები, მგონი, თუ ანგარიში არ მეშლება 12+1=13.
ხომ არ ჯობია, ზრდილობისკენ შენ გავირთხებულ ძმებს მოუწოდო? შიმშილასაგან და ტურტლიანი მღვდლების ხელებზე ამბორისგან, საინფორმაციო ღრუ ისე რომ აქვთ აქოთებული და დაბინძურებული, რომ რას ამბობენ თვითონაც არ იციან.

ესაა, თქვენი მართმადიდებლური, ნაქები ტოლერანტობა? მგონი, ვინმეს პირად ლანძღვაში ყოველთვის მეორე ნომერი ვიყავი, ჯერ ესენი იწყებდნენ და სამწუხაროდ, ქრისტე ღმერთი არ ვარ, ერთ ლოყას მეორე მივუშვირო. ხოლო ამ ვირთხების ვირთხუკა ოჯახის მდედრ წევრებს, ქუჩაში რომ გაშიშვლებულ მკერდზე დიდ ჯვარ ჩამოკიდებულნი დადიან და ამათ ახარებენ, არიქა და ისეთი სანიმუშო ცოლ-შვილი გვყავს ამათ დანახვაზე საპირისპირო სქესს ლიბიდო უძლიერდებაო. აქამდე არასოდეს შევხებივარ. ამასაც იმათზე ვამბობ, ვინც ამას იმსახურებს, გარკვევა თქვენთვის მომინდვია.
ასეა ნინ, საყვარელო, ორმაგი სტანდარტი ოხერი რამეა, ადამიანს ჯერ შუბლს გაგისქელებს, მერე კი ნამუსს დაგაკარგვინებს,, თუ პირიქით, არ ვიცი, ხოლო თუ ამას თან მღვდლების გადარეული სიყვარულით შეპყრობილი გულის გათახსირება ერთვის, რა გამოვა ამ გულის გამახარებელი კომბინაციიდან თავად მიხვდები.




ავტორი: კაკო
11.09.2010 23:51
ავტორი: ანონიმი 11.09.2010 23:00
ანონიმ ეგრე მოგწონს?
ანონიმი გაანონიმებულა და საანონიმეში გამოანანისეტებულა!
იბზუვლოს, რა შენი საქმეა? თუ არ მოგწონს, რათ იწვევ ისე, რომ უფრო არ მოგეწონოს? რომ რაც შეიძლება მეტი სიბინძურე დახვავდეს?

მოდერატორ, რა არის ეს!

ავტორი: ანონიმი
11.09.2010 23:00

დაიმახსოვრეთ !
ოსმანა გახულოელებულა, სახულოელოში ჩახულოელებულა და გამოხულოელებულა.
ეხლა გამოხულოელებული დაიარება.

წინ-დაცვეთილი და უკან-გარჭობილი კოღო ბზუის, მეტი არაფერი.
:))


ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
11.09.2010 22:07
ბ-ნო გოგი ბათუმში ქიაროსტამთან ერთად ბინოშიც ჩამოდისო და მართალია?


ბინოში: )))

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
11.09.2010 21:01
ავტორი: ბ.რ
11.09.2010 19:29

ძვირფასო ბ.რ. თუ დროზე არ დამუწავთ ტურტლიანი მღვდლების ხელებზე ამბორით დაბინძურებულ საინფორმაციო ღრუს, ამავე მღვდლების დიდებულებასთან შედარებით, თქვენი უმწეობისა და უსუსურობის შეგრძნებისგან გამოწვეული მწარე ბოღმა ვის დაახრჩობს და ვის დაჭირდება ააა-ს თქმა, აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნები, მაგასაც მალე ვნახავთ.

ავტორი: nino lekishvili
11.09.2010 20:53
ნურ, მე მგონი ზრდილობიანად მოგწერე და შენ რატომ უზრდელობ? "მეცამეტე გოჭი", "შენი ღრმად პატივცემული ბუდისტი მეუღლე"...რა გამოთქმებია?? ნამდვილად ღრმად პატივცემული კი არის, შეგნებული და შერგებული აქვს ბუდიზმი და ჩუმადაა, ტვინს არ გვიბურღავს მართლმადიდებლებს. ამდენი აგრესია რომ გაქვს, რაში დაგეხმარა ისლამი? ელემეტარული ვერ დაგანახა, რომ აგრესია ყველა საშინელების საწყისია. შენი მეუღლე სხვა აღმსარებლობის რომ იყოს, მართლა ააფეთქებ მგონია:(

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
11.09.2010 20:29
ჰო, კიდევ ამ ვირთხებს გადაეცით,რა თქმა უნდა, ამათგან განსხვავებით, ისევ თუ არ დამბლოკავთ, თავისი მსუბუქი ყოფაქცევის ოჯახის წევრებს მიჰხედონ და დილით, სახლიდან გასვლის წინ მათ შიშველ მკერდზე დიდი, რკინის ჯვრის ჩამოკიდება არ დაავიწყდეთ. როგორც მდედრი ვირთხები ასე უფრო კარგ საკბილოს იშოვნიან.

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
11.09.2010 20:27
ნამეტანი მოამრავლეთ აქ მშიერი ვირთხები, ღრმად პატივცემულო მოდერატორო და ფრთხილად იყავით, იმ მეფის ბედი არ გაიზიაროთ, ერთ ცნობილ მულტფილმში სულ ეს მღრღნელები რომ ელანდება.

ავტორი: ლუკა
11.09.2010 20:04
ავტორი: ანონიმი
11.09.2010 11:43

ხალხნო სულ გადაირიეთ ( ყველას არ ეხება ) მამაოებს აკრიტიკებთ და ამ მეტრაკეებს უთანაგრძნობთ??? ფუი

--------------------------------------------------------------------
ყველამ თავის მამაოს და ტრაკს მოუაროს! ;)
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 6

ყველაზე პოპულარული