კვირა, 23 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 15:47

ბლოგები / ია ანთაძე

ავთანდილის ანდერძი

x
ავტორი ია ანთაძე
ორიოდე დღის წინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოგი გვახარიამ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია „ეგ თუ არა, აბა, ვინ?“, რომელიც, ჩემი აზრით, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება – „მამებისა“ და „შვილების“ ურთიერთობას.

ეს ურთიერთობა, ძირითადად, ორგვარ ალგორითმში აისახება ხოლმე: „მამის გაღმერთება“ და „მამის მოკვლა“. 

პირველი ალგორითმის თანახმად, შვილები მამების ხიბლში ცხოვრობენ, მათ ბაძავენ და, შესაბამისად, თვითონ ახალს ვერაფერს ქმნიან. მამის წასვლასთან ერთად, მთლიანად ინგრევა მის მიერ შექმნილი სამყარო. სწორედ ამგვარი ურთიერთობა აღწერა გოგიმ საკუთარ სტატიაში რობერტ სტურუას და მისი მოწაფეების მაგალითზე. „მამის გაღმერთების“ ალგორითმი ძალიან სიცოცხლისუნარიანია თანამედროვე საქართველოში და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ბევრ ოჯახსა თუ სოციალურ წრეში დამკვიდრებული ურთიერთობების შინაარსს.

მეორე ალგორითმის თანახმად, შვილები მამებს უჯანყდებიან, „კლავენ“ (ანუ სრულად უარყოფენ) მათ და იწყებენ რაღაც ახლის კეთებას, ისეთის, რაც პრინციპულად განსხვავდება ძველისგან. ეს მუდმივად ხდება, მაგალითად, ქართულ პოლიტიკაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში: ზვიად გამსახურდიამ პირწმინდად უარყო კომუნისტების მემკვიდრეობა, შევარდნაძემ – გამსახურდიას მემკვიდრეობა, ხოლო სააკაშვილმა – შევარდნაძის მემკვიდრეობა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს ლიდერებმა სამჯერ თავიდან დაიწყეს სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ წინამორბედების საქმიანობა თუ ღვაწლი ყველა მომდევნო პრეზიდენტის მიერ სრულად იყო დაგმობილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სააკაშვილის შემთხვევაში, რადგან იგი, როგორც პოლიტიკოსი, სწორედ შევარდნაძის გუნდის წიაღში წარმოიშვა და გაძლიერდა. შემდეგ კი შევარდნაძის ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციით დაამხო და ახალი სახელმწიფოს შენება ძველის ნანგრევებზე დაიწყო. ამიტომაც, სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებში მისი რიტორიკის ძირითადი ღერძი იყო დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესთან და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან. 

* * *
„მამის გაღმერთება“ იწვევს არაპროდუქტიულობას, შემოქმედებითი მუხტის და რესურსის განლევას, გემოვნების დეგრადაციას. „მამის მოკვლა“ იწვევს მემკვიდრეობითობის წყვეტას როგორც მატერიალურ, ასევე – სულიერ ჭრილში. იშვიათად ხდება, რომ ძველის სრული უარყოფა სათავეს უდებს ნამდვილ პროგრესს, ახალი ღირებულებების დამკვიდრებას (ანტიგონე, ალუდა ქეთელაური). მაგრამ, ძალიან ხშირად, მემკვიდრეობითობის წყვეტა იწვევს კრიზისს, რადგან სიახლე საკუთარ თავში არ მოიცავს შემოქმედების მძლავრ სტიმულს და თვისებრივად არ აღემატება იმას, რაც უარყოფილია.

როგორც „მამის გაღმერთების“, ასევე „მამის მოკვლის“ ალგორითმი, უმეტეს შემთხვევაში, ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ურთიერთობის ამ ორი, ტრადიციული სქემის გარდა, არსებობს მესამე, რომელიც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის  სრულად არის მივიწყებული. 

* * *
ჩემი ღრმა რწმენით, „შვილებსა“ და „მამებს“ შორის ურთიერთობის ოპტიმალური მოდელი აღწერილია „ვეფხისტყაოსნის“ იმ თავში, რომელსაც ჰქვია „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“.

ამ ანდერძს „შვილი“ სწერს „მამას“, რომელსაც მისი ნებართვის გარეშე ტოვებს –  შესაძლოა, სამუდამოდ. „შვილი“ მიდის საკუთარი სახლიდან, საკუთარი ქვეყნიდან, საკუთარი დაცული სივრციდან შორს – ღია, დაუცველ სამყაროში. მიდის, რათა აღასრულოს თავისი ვალი არა მხოლოდ ოჯახისა და ქვეყნის, არამედ, პირველ რიგში, ღმერთისა და მთელი კაცობრიობის წინაშე (ავთანდილი ასე აფასებს საკუთარ მისიას: „მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!/ აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.“). „მამა“ არა მხოლოდ წინააღმდეგია „შვილის“ სახლიდან გაშვების, არამედ, ლამის სიკვდილით ემუქრება ვაზირს, რომელიც ავთანდილის წასვლის განზრახვას შეატყობინებს („კვლა უბრძანა: თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!“). როსტევანის მკაფიოდ გამოხატული ნების მიუხედავად, ავთანდილი მასთან დაუმშვიდობებლად ტოვებს არაბეთს და „მამას“ ანდერძის მეშვეობით უხსნის საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებს.

სწორედ ეს მოტივებია საინტერესო! „მამის“ ნების არშესრულების ძირითადი საფუძველია ცოდნა, რომელიც ავთანდილს სწორედ მამებისგან აქვს მიღებული. ის, რასაც პლატონი, ფილოსოფოსები, მოციქულები კაცობრიობას ასწავლიან, ცარიელი სიტყვები არ არის; ადამიანი სწორად ცხოვრობს მაშინ, როცა ამ ცოდნაზე, ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით წყვეტს, როგორ მოიქცეს. ავთანდილი არა მხოლოდ „გამტარია“ მამების ცოდნის, არამედ, მისი „მიმღებიც“ არის.  ამიტომ, როცა როსტევანი სხვა – პირად – მოტივებს ანიჭებს უპირატესობას და სურს, თავისი შვილი გვერდიდან არ მოიშოროს, ავთანდილი უპირისპირდება როსტევანის ნებას და განსხვავებულ გზას ირჩევს. ამ გზაზე ავთანდილის დევიზია „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ ოღონდ, „ყველაფერიც“ და „არაფერიც“ სრულად თავსდება მამების სწავლებაში, რაც ანდერძში დაწვრილებით არის ახსნილი.

ყოველ ანდერძში, როგორც წესი, თავმოყრილია მთავარი ფასეულობა, რასაც წამსვლელი დამრჩენს უტოვებს. ავთანდილი როსტევანს ანდერძით უტოვებს ხსოვნას მამების მემკვიდრეობის შესახებ და საკუთარ გადაწყვეტილებას – რომ იყოს მამების – მათ შორის, როსტევანის – ღირსეული მემკვიდრე.

ავთანდილის და როსტევანის ურთიერთობა ეყრდნობა ალგორითმს, როდესაც შვილი პატივს მიაგებს მამას, მის სწავლებას, მის მემკვიდრეობას და სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ოღონდ, საკუთარი გზით, საკუთარი ძალისხმევით (მამის ნების უარყოფით) ქმნის თვისებრივად ახალ, უკეთეს სამყაროს („შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“).

* * *
„ვეფხისტყაოსანი“ იმიტომ გამახსენდა, რომ არ მომწონს ის ქვეყანა, რომელიც „მამის მოკვლის“ შემდეგ მივიღეთ. მამის მკვლელობით თავდაჯერებული, ენერგიული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, დარწმუნებით ვიცი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია 2003 წელს არ დაწყებულა. მჯერა, რომ ცინიკურ მოპყრობას არ იმსახურებს ქართული მეცნიერება, ქართული კულტურა, ქართული ენა. არ ვეთანხმები, რომ მამების თაობა ჩასარეცხია, შვილების თაობა კი – მაგარზე მაგარი! ვფიქრობ, რომ ღირებულება არ დაუკარგავს თავისუფლებისკენ სწრაფვას, რამაც საქართველოს ისტორია შექმნა. მიმაჩნია, რომ ჩვენს საერთო სამშობლოში დღემდე სულიერება უფრო მიმზიდველია, ვიდრე ტურისტული ინფრასტრუქტურა. არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ყველა ქართული ტრადიცია უნდა დავივიწყოთ და „ახალ ადამიანებად“ გადავკეთდეთ. ერთი სიტყვით, „მამის მოკვლის“ ტენდენცია ძალიან მავნე მგონია საქართველოსთვის და მეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მოვა ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მთლიანად გადახაზავს იმას, რაც ახალგაზრდა პრეზიდენტმა შექმნა – კარგსაც და ცუდსაც; გადახაზავს კომუნისტების, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ, ახალი  ნანგრევებიდან დაიწყებს საქართველოს სახელმწიფოს შენებას.

* * *
როცა ვამბობთ – „კლასიკა უკვდავია!“, ამ სიტყვებში, კონტექსტის მიხედვით, სხვადასხვა შინაარსს ვდებთ. ახლა მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ როსტევანის და ავთანდილის ურთიერთობა ცოცხალია ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს ცნობიერებაში. ეს კი ჩემთვის ცხადად ნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლებელია ჯანსაღი ურთიერთობა თაობებს შორის: როდესაც შვილი, მამის მემკვიდრეობის აღიარებით და მასზე დაყრდნობით, ოღონდ, საკუთარი გზით და ხედვით, საკუთარი თავისუფალი ნებით შექმნის ახალ, თვისებრივად უკეთეს გარემოს; მამა კი მთელი ცხოვრება იმისთვის მოემზადება, რომ შვილს სწორი, წესიერი მემკვიდრეობა დაუტოვოს და, როცა დრო მოვა, თავის გზაზე გაუშვას.

ის, რაც უკვე მოხდა მხატვრულ დრო-სივრცეში, შესაძლოა, რეალობაშიც გამეორდეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8
ავტორი: ანონიმი
05.10.2011 01:36
NATIA, კიო, კიო.

ავტორი: NATIA
03.10.2011 14:48
აქ ბევრს უყვარს " ნათიები"-ს ძახილი... :))

რამდენი "ნ ა თ ი ე ბ ი" ყოფილან თელავში ? ! - 84 %
ეს საუკეთესო "გამოკითხვაა"! - მთელი საქართველოს განწყობას გამოხატავს.
არ თქვათ, არაო !

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
02.10.2011 15:26
დავბერდი, დავჩაჩანაკდი მე ჩემი ქვეყნის სერვისში..
ავი კარგით ვერ შევცვალე, თავი ახლიდან ვერ ვიშვი,
თუ არ გაინძერ ქართველო წინ ბევრი შეგხვდეს ჯერ ვიში...
გფრთხილებთ კახი მელექსე-დღეს მაღრიბელი დერვიში!
ნუთუ იმისთვის სიბრძნეა საჭირო სოლომონისა,
რომ მოიშოროთ თავიდან ფსიქოლოგია მონისა?
ცოდვა არ არის ქვეყანა "ჩაკრულოსი" და "ჭონისა",
პირანიებმა შეჭამონ ტაპაჟოს-ამაზონისამ?
ოცდაათი საუკუნე მოქმედებდით, როგორც ხალხი ,
თუმც ფერი თუ გვამცნობს რამეს, კი ჭარბობდა ფერი თალხი...
დღეს რა მოგდით? აღარა ჰგავს ქალსა-ქალი, ბალღსა-ბალღი,
გემს მაგონებს საქართველო, დალეწილსა მეცხრე ტალღით!

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
02.10.2011 14:39
მიმართვა ოციოდე ნაცბანდიტისადმი:

მოშორდით, გადაარჩინეთ ნაძარცვ-ნაყვლეფი, ნაგრამი,
ვიდრე სულელი თავები არ დაგიმძიმდათ ცხრა გრამით!

ავტორი: ლიი
02.10.2011 14:29
ავტორი: ანონიმი
02.10.2011 14:03 ავტორი: ლიი 02.10.2011 04:42
ილოცე!
_____________________________________________

პრეზიდენტის მზე?

ავტორი: ანონიმი
02.10.2011 14:03
ავტორი: ლიი 02.10.2011 04:42
ილოცე!

ავტორი: NATIA
02.10.2011 11:46
სულ მიკვირდა, რა უხაროდათ და რატომ მღეროდნენ :

"ქუთეისი გადამწვარააა. . . ოურანუნიიი..."

ანაკლიის ხიდიც მაგ "პონტშია"! :)))))))

ავტორი: ლიი
02.10.2011 04:42
ია, მოგესალმებით:)
ნახეთ, ჩემი კომპი ქართულ ასოებს შეტრიალებულადაც წერს და კიდევ ძველქართულად დაიწყო წერა :))))))) საინტერესოა, თუ გამოიგზავნება :))) თვალებს არ ვუჯერებდი :)))) მას შემდეგ, რაც ანაკლიაში ხიდი ჩაიმტვრა, მგონი, მოთმინების ფიალა აევსო და პროტესტს აცხადებს, ანბანი შეატრიალა, სარკისებურად წერს :)))

ჸჸჸჸჸჸჸჸჸჸჸჸჸჸჸჸ
ჼჼჼჼჼჼ
ჱჱჱჱჱჱჱ
ჲჲჲჲჲჲჲჲჲჲჲ
ჺჺჺჺჺჺჺჺჺჺჺჺ
ჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹჹ
ჵჵჵჵჵჵჵჵჵჵჵჵჵჵჵჵ
ჷჷჷჷჷჷჷჷჷჷჷჷჷჷჷ
ჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴჴ
ჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳჳ
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
02.10.2011 11:34
ლიი, ძვირფასო, მხოლოდ უჯრები და უცნაური ფიგურები ჩანს. :)

ავტორი: ანონიმი
01.10.2011 17:32
ინტერაქტივის სტუმართან მაქვს ორი შეკითხვა:

როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, ის სწავლობს ერთიან გუნდში ჩაბმას; სხვების მოსმენას; საჯაროდ პასუხების გაცემას; იწყება მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან... ამ პროცესს რამდენად აფერხებს პირველ კლასში კომპიუტერის შეტანა? ხომ არ არის საფრთხე, რომ კომპიუტერმა ხელი შეუშალოს პირველკლასელი ბავშვის სოციალიზაციის პროცესს?

თუ იცის რამე ბატონმა ზაქარიამ იმასთან დაკავშირებით, რა პირობით გადასცა სახელმწიფომ კომპიუტერი სკოლის მოსწავლეებს? კომპიუტერის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, სახელმწიფო ახალ კომპიუტერს ჩუქნის ბავშვს, თუ ის კომპიუტერის გარეშე რჩება? ოჯახი თუ იხდის კომპენსაციას გაფუჭებული ან დაკარგული კომპიუტერისთვის?

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
01.10.2011 10:57
თუ მთელი ერი არ მოჰყვა ხმამაღლა ამ ღორთ გინებას,
მერწმუნეთ, ვერ ეღირსებით სამშობლოს აღორძინებას!

ავტორი: ანონიმი
01.10.2011 09:35
ავტორი: NATIA
30.09.2011 22:08
მშიშარა
მშიშარამ
მშიშარას
მშიშრის
მშიშარად
მშიშარათი
მშიშარავ, რა მამაცი ხარ! როგორ მიყვარხარ!

ავტორი: GERMANE
01.10.2011 03:48
ავტორი: ია ანთაძე
29.09.2011 01:12"

წავიკითხე ორივე და ...

როგორც ხშირად - თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე დაობენ.

ჯერ ერთი - ის "ინტელიგენცია", ბატონ მინდიას რომ ინტელიგენციად წარმოუდგენია - მხოლოდ საბჭოური ტიპის სისტემებში არსებობს და ახლანდელი ე.წ. "ლიბერ'თ'არიანელები" სწორედ ამ ტიპის, ამ მისიშტური- ავტოკრატული სისტემის ინეტლექტუალები არიან.

ზოგადად და იდეოლოგიურ-დისკურსულ ასპექტში მე პირადად ბატონი ანდრონიკაშვილის მხარეზე ვიხრები.
ოღონდ, საქმე იმაშია, ამ ხალხს - ორივეს, მინდიას და ზაზას ვგულისხმობ, სატელიტური ანტენა არ გააჩნიათ, როგორც ეტყობა.

დისკუსია "ინტელიგენციაზე" - იყოს ეს "მემარცხენე" თუ "ლიბერ'თ'არიანული" იმდენად აბსურდულია, და თქვენ წარმოიდგინეთ და რაღაცნაერად ბავშვური ნოსტალგიის გამომწვევიც, რომ ვერ ვიგებ - საუბარი 80-იანი წლების საბჭოეთის კატეგორიებით მიდის თუ 2011 წელს ვითვლით?

ამ ვაჟბატონებს, სხვას არაფერს ვიტყოდი - ერთს ვკითხავდი - ვინაა თანამედროვე გერმანიის "ინტელიგენცია"? ან იტალიისა? ან კანადისა? ან ვინაა ამ გლობალურ სამყაროში საერთოდ "ინტელიგენცია"? და საერთოდ "ინტელიგენციის" რა დეფინიციაზე ვსაუბრობთ? კომპეტენტურ სპეციალისტებზე? ცნობილ სახელებზე? პოპულარულ დისიდენტებზე (იქნება ეს ჩინური თუ რუსული)? ხელოვნების კულტებზე? მასმედიების კორიფეებზე?

საქართველოში ერთი რამ მართლაც მწყობრში ჩადგა და გაირკვა - ისევე როგორც ეს სხვაგან უკვე დიდი ხანია მოხდა - საზოგადოება მარტივად დაიყო და ე.წ. "ერის დედ-მამა-შვილ-ტვინ-გულ-ფეხის" ფენომენიზაცია შეწყდა:
არსებობენ ექსპერტები (იმისდა მიხედვით თუ რომელი პოლიტიკურ-სოციალურ-კასტობრივი მიმდევრობისაა - რათქმაუნდა განსხვავებული აზრისანი).
არსებობენ პოპულარულ-პოპულისტური პიროვნებები - მდიდრები, ცნობილნი, ძალაუფლებიანნი, ვარსკვლავები და ვარსკვლავუკები - ყველა დონისა, რელიგიისა, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა.
და მათ შორის არსებობენ უბრალო ადამიანები, რომელთაც, თუ "ბედმა გაუღიმა" რაღაც დროის მონაკვეთზე, ან პირველ ან მეორე ჯგუფთან შეეძლებათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება.

აი ის, რომ, საქართველოში ორივე (ზემოთქმული სახის) "ტუსოვკას" პერვერსიული ხასიათი გააჩნია და ხშირად მაგალითად "სახელმწიფო თავდაცვის ექსპერტად" 30 წლის, ოქსფორდის ოთხასმეორმეცე კერძო კოლეჯის (რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და ჰოლივუდის მინი ვარსკვლავიც კი მიიწვიეს!) ნასტუდენტარს დაგიჯენენ ცხვირწინ - აი ეს ფაქტი, სასცილო კია, მაგრამ, არამგონია მხოლოდ ქართული მოვლენა იყოს.

პრინციპულად კი, როგორც ასეთი, ინტელიგენცია როგორც "ფორმირება" - ბატონ მინდიას რომ სურს და ბატონი ზაალი ასე დეტალებში რომ ედავება - ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ სოციალისტური აზროვნების გადმონაშთი უფრო მგონია, ვიდრე რაიმე რეალობა ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე.

თუმცა, ქართველი ვაჟკაცებისათვის ღრმა თინეიჯერობამდე (ასე 50-60 წლის ასაკამდე) დედიკომამიკოსთან ცხოვრება და ცერა თითის პირში ჩადება იმდენად ბუნებრივია, რომ გასაკვირი არაა, რაიმე ასე მნიშვნელოვანი და სადისკუსიო გამოიწოვოს თითიდან.

პატივისცემით გერმანე

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 23:12
მეგობრებო, დამდეგი კვირის ორშაბათს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარი იქნება ზაქარია გიუნაშვილი – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის მთავარი ექსპერტი. იგი ისაუბრებს თემაზე: „ბავშვი და კომპიუტერი“. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, კვირა საღამოს ჩათვლით გამოგზავნოს შეკითხვები და მოსაზრებები კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობის დადებით თუ უარყოფით მხარეზე. თქვენს შეკითხვებს ბატონი ზაქარია გიუნაშვილი „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში უპასუხებს ორშაბათს, 18.30–დან.

ავტორი: ლიი
30.09.2011 22:43
ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
30.09.2011 21:45
____________________________________________
გაოგნებული ვარ

ავტორი: NATIA
30.09.2011 22:08
სიმინდ-ი
სიმინდ-მა
სიმინდ-ს
სიმინდ-ის
სიმინდ-ად
სიმინდ-ით
სიმინდ-ო

- შემეშალა?

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
30.09.2011 21:47
ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 12:53

არ მინდა ხშირად ვთქვა, მაგრამ ვინც გვყავდა და ვინც გვყავს ზუსტად, რომ ღირსები ვართ. ვინც გვეყოლება ისიც ჩვენი დამსახურება იქნება.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
30.09.2011 21:45
http://www.ick.ge/ka/articles/8144--photo.html#.ToX9lRPfXnE.facebook

ფაშიზმია აბა რაა?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 22:11
გაოგნებული ვარ ამ მასალით. კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა კვინტრაძის და ასათიანის სიკვდილის შემდეგ, არ მეგონა.

ავტორი: ნანა
30.09.2011 19:40
აღარ მინდა სიმინდი. ,არც შემწვარი.არც მოხარშული .აღარც მჭადი მინდა და აღარც ღომი.აღარც ყვითელი და აღარც თეთრი.ეს ნიაღვარი ნეტა როდის გაჩერდება

ავტორი: ანონიმი
30.09.2011 19:34
ანონიმს ზრდილობა აკლია

ავტორი: ანონიმი
30.09.2011 17:45
ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკო
30.09.2011 13:45
ვინაც ნიცას შეადარა ჯერაც ჩვენი ანაკლია,
ან მოსყიდული მტერია, ბოდიში და,-ან აკლია!
In Response
ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 14:37
გაგრძელება, რომლის ავტორი უცნობია:

ან აკლია, ან – გვაკლია!



ან გაკლია.

ავტორი: ნანა
30.09.2011 16:20
სასიცოცხლო რისკებს უკავშირდება-თქვენი ეს ფრაზა ბრალდებასავითაა

ავტორი: სანჩო საიდან გვწერთ: აქედან
30.09.2011 16:16
არასალაღობო

„მიშა მოვა და ჩაის დალევს!„
/უცნობი ავტორი/

მიშა მოსულია!
ჩაი – დალეული!
ქვეყანაც – დალეული
/20–ით და უფრო მეტი პროცენტით/!
ხალხი –არეული, თავგზადაბნეული!..

ქართველი გასულია,
ჩინელი – მოსულია!
„ბონდო ორსულია„!
საპატარძლო მოტ...ია!..

ყველა – გასუსულია,
პატივში უსულოა!
ფავორში სულელია!..

„ქუთაისი ევროპაა„!
„ბათუმი – ვენეცია„!
საქართველო სამმაგია:
ციური საქართველო!
„რუსთავი2–ის საქართველო!
ჯიბის საქართველო!..

ალმასხანი ცისფერია,
ნინო – ლესბოსელი,
მერანი ბოსელშია,
ძროხა – პარლამენტში!..

მწერები მწერლობენ,
მუზები ტირიან,
ყვავები გალობენ,
პინგვინები ცეკვავენ!..

ბრმები ტაშს უკრავენ,
ბულბულები ძიძობენ,
ვირები ბრძნობენ,
ბრძნები შიმშილობენ!..

„პენსიები იმატებს„!
პენსიონერები – კლებულობენ!
„ცოდნა ფასდება„!
ფასები იზრდება!..

მეცნიერები წიგნებს ყიდიან,
„ბიძები„ მეცნიერებს ყიდულობენ!..

ბავშვები კამათლებს აგორებენ,
ქალები მუშაობენ „იქით„,
კაცები ყანწაობენ „აქეთ„!..

„ლიდერები იბრძვიან„!
რიგითები იხოცებიან...

„ზევით„ ხორხოცობენ,
„ქვევით„ ხორცზე ოცნებობენ!..

ოცნებას კაცი არ მოუკლავს! –
ქურდებს ციხე და
ბოზებს – ბორდელი!..

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: უფლისციხიდან
30.09.2011 15:06
მოგესალმებით. ყველას ინტერესში შეიძლება შედიოდეს ვასაძის ჩართვა პოლიტიკაში,ვისაც ეს შტილი უკვე აუტანელ შეგრძნებად აწევს,მითუმეტეს რომ ჰორიზონტზე არანაირი კონტური არ ჩანს.ძალიან,ძალიან არის ჩახუთული ჰაერი და ერთი კარგი განიავება არ გვაწყენდა.იქნებ აღარც ისე სარისკოა,რადგან გარკვეულწილად, ეს გზა გაითელა უკვე ქალბატონო ია. ისე, ხომ არ შეიძლება,რომ ვასაძე ამ ფორმით ნიადაგს სინჯავდეს?მე პირადად ვისურვებდი,რომ ასე იყოს.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 18:02
გიორგი, არ ვიცი, ნიადაგს სინჯავს თუ არა. სანამ ხმას არ იღებს, საერთოდ ძნელი სათქმელია, რას აპირებს. მისი ცნობილი ლექსი კი, ჩემი აზრით, სწორედ საპრეზიდენტო განაცხადი იყო.

ავტორი: ლიი
30.09.2011 14:36
გამარჯობათ მეგობრებო!

მოგესალმებით მოჭადრაკე,
თქვენი სტატია, სადაც საჭადრაკო სვლებით ხსნით პოლიტიკურ თამაშებს, სად შეიძლება ვნახოთ? :)




ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკო
30.09.2011 13:45
ვინაც ნიცას შეადარა ჯერაც ჩვენი ანაკლია,
ან მოსყიდული მტერია, ბოდიში და,-ან აკლია!
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 14:37
გაგრძელება, რომლის ავტორი უცნობია:

ან აკლია, ან – გვაკლია!

ავტორი: ანონიმი
30.09.2011 13:29
ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს ვასაძის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში?თითქოს მის წამოკიდებას ცდილობენ .
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 14:32
"წამოკიდება" ასეთ საქმეში არ არსებობს. დღეს ლევან ვასაძის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან გულწრფელი დაპირისპირება უზარმაზარ რესურსს მოითხოვს და სასიცოცხლო რისკებს უკავშირდება. ამიტომ, ვერავინ შეგულიანდება ინტერნეტული ხუმრობებით. თუ ნაცმოძრაობის წევრების გარდა ვინმე გადაწყვეტს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს, მხოლოდ საქართველოში ეს ამბავი არ დაიგეგმება, ალბათ.

ავტორი: მაკო
30.09.2011 13:16
არჩევანი და გარჩევა-ნი უნდა ვისწავლოთ. როგორ ვისწავლოთ?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 13:23
უნდა ვიმეცადინოთ, მაკო.

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
30.09.2011 11:02
ბატონი ბაქრაძე მხოლო ევროპაში ისიც მაღალჩინოსნების თანდასწრებით თვლის ღირსად პასუხი გასცეს ქართველ ჟურნალისტებს. უფრო სწორად სხვა გზა არ ქონდა, ევროპელებს ვერ დაანახვებდა რა დიქტატორებიც არიან.
მინდა დავრჩე პოლიტიკაში განაცხადა ბაქრაზემ, თან ჯურნალისტის კითხვაზე გამოპიძიონ 26 მაისის მოვლენები და ქუთაისში მუშების დარბევა აღიარა რომ ჩავარდნები და შეცდომები აქვთ.
ბათონმა დავითმა კარგად იცის, რომ შეცდომები კიარა დანაშაულობები აქვთ უამრავი ჩადენილი და თქვენ ამის გამომძიებლები არ არიან.
ბობოხოძემ ქვეყნის დასანახად პარლამენტარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და არაფერი, გაქრა ნულოვანი ტოლერანტობა, ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა. მასხარები არიან და მასხარა ქვეყანას აშენებენ.
ბატონო დავით:
1. რა ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული ენგურჰესზე?
2. რატომ არაა მისაწვდომი ინფორმაცია პრეზიდენტის და სამინიტროების ბიუჯეტის ხარჯვაზე?
3. რატომ არაა დაპატიმრებული გირგვლიანის საქმეში მონაწილე გამომძიებლები, მოსამართლეები, ვინც სახელმწიფო 50000 ევროთი აზარალა?
4. რატომ ყავს საქართველოს პოლიტიკური დევნილები საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, შვეიცარიაში?
5. რატომ არაა დაპატიმრებული ბობოხიძე, კირკიტაძე და ძმანი მისნი, თუ მათ ეპატიებათ მუშტების ქნევა?
6. რატომ მოხდა სამარშრუტო ტაქსებზე მონოპოლია და რატომ გაერთიანადა 4 "სხვადასხა" კომპანია ერთ კომპანიად?
7. რა ხდება თბილისის წყალში?
8. რატომ მოქმედებს პოლიცია ხალხის წინააღმდეგ კერძო მოესაკუთრის სასარგებლოდ?
კითხვები უამრავია.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 12:53
ძვირფასო ბლად, ისე, თუ საქართველოს პრეზიდენტი მართლა გახდება ბაქრაძე, ხომ ვიქნებით ღირსი, რომ ზუსტად ასეთი პრეზიდენტი გვყავდეს?

ავტორი: მოჭადრაკე
30.09.2011 10:33
http://www.newsline.ge/?p=39894

ესეც ასე...

აბა, ზოგზოგიერთმა ამ ბლოგის კომენტარებს გადახედოს და თავისი სკეპტიკური ტვინის ნაჟურს გადახედოს :))) http://www.radiotavisupleba.ge/archive/Ia_Antadze/20100501/1022/2110.html
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 12:50
ძვირფასო მოჭადრაკე(ვ), როგორც მითხრეს, ეს ტექსტი არ ეკუთვნის ვასაძეს, ვიღაცის უცნაური ხუმრობაა.

ავტორი: ნანა
30.09.2011 10:12
newsline რა სააგენტოა ?ის ავრცელებს ამ ამბავს.

ავტორი: ნანა
30.09.2011 10:06
დღეს წავიკითხე რომ არის ინტერვიუ სადაც ის (ვასაძე)პრეზიდენტობის სურვილს გამოთქვამს .მაგრამ ინტერვიუ ვერ ვიპოვე .
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
30.09.2011 12:49
ქალბატონო ნანა, ფორუმზე მოფიქრებული ხუმრობა ყოფილა და არა ვასაძის ინტერვიუ. ვიღამაც იხუმრა და მისი სახელით დაწერა.

ავტორი: გია
30.09.2011 00:59
ავტორი: ია ანთაძე 29.09.2011 23:11
რა გული დაგწყდათ! როგორ აპიარებდით ბლოგში გვახსოვს.

ავტორი: მაკო
29.09.2011 23:37
ჩიკვილაძემ იხუმრა ეტყობა, თუმცა რა უჭირს, არჩევნებამდე გაცილებით საოცარ კანდიდატებსაც დაასახელებენ და რეგისტრაციაშიც გაატარებენ.

ავტორი: მაკო
29.09.2011 22:51
ია, ჩემი კომენტარები აღარ ქვეყნდება, რატომ?
ვასაძის გაპრეზიდენტების სურვილს უკვე გაიგებდით. ია ამის შესახებ ჯერ კიდევ ზამთარში წერდა. ახლა რაღას იტყვიან მოქილიკავეები?
ბაგრატიონ მუხრანელის სახლში ძეობაა, 27 სექტემბერს დაიბადა გიორგი ბაგრატიონი. სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამ ცნობის გავრცელების ფორმამ საგონებელში ჩამაგდო, თურმე "საქართველოს სამეფო კანცელარია" გვქონია. თუ კანცელარიაა, ვინც ეს ცნობა გაავრცელა, მაშინ სამეფოც გვქონია ისე რომ არაფერი ვიცოდით. ესე იგი, მეფეც გვყოლია, რომელიც აკურთხეს და ესეც არ ვიცოდით, ვინ, როდის და რატომ.
ახლა ვიღაც იტყვის ბაგრატიონებს კურთხევა რად უნდათ, უკვე არიანო კურთხეულები, მაგრამ არც ასეა.
ჯერ ერთი, ჩვენ ვინმე შეგვეკითხა?
მეორეც, მუხრანელმა ბაგრატიონებმა 15 საუკუნეში თქვეს უარი ტახტზე, მაგრამ გვარი შეინარჩუნეს და იწოდებოდნენ თავადთა შორის პირველებად. როდის შეიცვალა ეს, ვინ შეცვალა და თანახმა არიან თუ არა ესპანეთში მცხოვრები ჩვენი სამეფო გვარის მემკვიდრეები, გაურკვეველია.
იქნებ იმიტომ აპირებს მიშა გაპრემიერებას და ძლიერ პარლამენტს გვპირდება, რომ სამეფო კარი უკვე გვყოლია. მაშინ რაღად გვინდა პრეზიდენტი და საპრეზიდენტო არჩევნები?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
29.09.2011 23:11
მაკო, ეს ინფორმაცია ინტერნეტ–ხუმრობა ყოფილა. ასე რომ, ვასაძეს პრეზიდენტობის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს.

ავტორი: ია ანთაძე
29.09.2011 08:48
კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი სოლომონის ბლოგიდან.

http://solomonternaleli.wordpress.com/2011/09/28/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

ავტორი: NATIA
29.09.2011 02:38
ავტორი: ია ანთაძე
28.09.2011 22:55
ძალიან გაწონასწორებული ადამიანის – ბატონი ზურაბ კიკნაძის – მკაცრი ბლოგი
------------------------------------------------------------------------------
- ია, მე კი ვფიქრობ - ძალიან მიკერძოებულის !


"მაგრამ სად უფრო მეტად გამოჩნდა საბჭოეთის ბრჭყალები? 26 მაისს თუ 15 სექტემბერს? "
----------------------------------------------------------------------------
- საქმე იმაშია ვინ, რომელმა მხარემ გამოაჩინა საბჭოური ბრჭყალები" . 26 მაისს, ბურჟანაძეს გამოეზარდა ისინი და 15 სექტემბერი კი ე.წ. "პროფკავშირების" საქმეა - საგმირო!

ავტორი: ია ანთაძე
29.09.2011 01:12
ძალიან საინტერესო დისკუსიაა. გირჩევთ, ორივე სტატია წაიკითხოთ.

http://www.tabula.ge/article-5617.html

http://www.liberali.ge/zaal-andronikashvili/gmirta-vara

ავტორი: bladi საიდან გვწერთ: arabeladan
29.09.2011 00:04
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
28.09.2011 23:14

ზოგად პათოსში გეთანხმებით ტატა. მაგრამ არამგონია წინსვლა იყოს როდესაც მამას პაპა ცვლის. განვითარება ხომ წინ უნდა მიდიოდეს და არა უკან?
ცუდია, როდესაც პრეზიდენტს მეფე ცვლის, ხოლო მეფეს ფარაონი.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
28.09.2011 23:14
სად მამა და სად სიმამრი.))) არა ხუმრობა იქით იყოს...
მამის მკვლელობას ვინ ამართლებს ბატონებო,მაგრამ .... ჩვენთან მამები ვერ ხვდებიან როდის უნდა წავიდნენ და შვილებს გზა დაუთმონ... ნებისმიერ დარგში თუ ყოფით ცხოვრებაში...( ალბათ მათი ხანგრლივი განკერპების ბრალია... ერთი მეორეს უკავშირდება ...)))მარტო პოლიტიკაა მნიშვნელოვანი?....
ღირებულებების და ტრადიციების რღვევას შიში ყოველთვის ახლავს და თაობების ბრძოლაც ჩვეულებრივი მოვლენაა,მაგრამ ჩვენთან რატომღაც ყველაფერი ძალიან გამძაფრებულია.მე პირადად მამების უსუსური და უვიცი ,პრიმიტიული ბრძოლა უფრო მჭრის თვალს,რომლებიც ფსევდო ტრადიციულობას და პატრიოტიზმს იფარებენ ლეღვის ფოთლად.დამაჯერებელი არგუმენტები ,რატომ სჯობია ზოგიერთი ძველი ,და რატომ უნდა შევინარჩუნოთ ზოგი რამ,თუ ვიღაც, არ გააჩნიათ (რომელ პლატონისეულ მემკვიდრეობაზე და სიბრძნეზეა ლაპარაკი... სად როსტევანი და სად ჩვენი ,, მამები...))) ). ეს ტოტალური შიში ყოველგვარი ახლის მიმართ კიდევ უფრო ამაძაფრებს შვილის რეაქციას,მამა რომელიც ვერ ამტკიცებს საკუთარ სიმართლეს თუ სიძლიერეს ,ვერ გახდება მყარი საყრდენი შვილის მომავისთვის ...თუ საკუთარი საქმეების გამართლებას და დაცვას ვერ ახერხებს,რატომ უნდა კითხო რჩევა ან აზრი, ან წესიერი არგუმენტისთვის რატომ უნდა აიტკიო გონება ?
პოლიტიკას უფრო ეშველება კიდევ... მე იმედი მაქვს ,რომ ამ მხრივ იქნება პროგრესი 2013 წელს-ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა , გაკეთებულის დანახვა და აღიარება, უარყოფითის კრიტიკა.... ისე რომ ქვეყანას არ გადაიყოლებს....თორემ რაღაც- რაღაცეების რღვევა და ახლის მტკიცება მერეც იქნება და ასეც უნდა იყოს.
მაგრამ მარტო პოლიტიკა და მისი მამებია პრობლემა?....
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
28.09.2011 23:27
როგორ თუ ხელისუფლების ცვლა, ტატა? რას გულისხმობთ?

ავტორი: ია ანთაძე
28.09.2011 22:55
ძალიან გაწონასწორებული ადამიანის – ბატონი ზურაბ კიკნაძის – მკაცრი ბლოგი.

http://7days.ge/index2.php?newsid=12976


ავტორი: NATIA
28.09.2011 22:30
ჩაუგდო გიგა ბოკერიას თემა . . ჰა,ჰა,ჰა - ვერ გაუგო!
არ გამოუვიდა ავანტიურა ბერიძეს . . .

ავტორი: NATIA
28.09.2011 22:23
ალასანიას პუტინის საუბრის დიქცია აურჩევია ? ? ?
ეტყობა, ამეცადინეს !
რა ვიცი, იქნებ უშველოს. . .

ავტორი: NATIA
28.09.2011 22:17
აუ, რა გაბრაზებული იყო დღეს ალასანია?:))

ეტყობა (: სიმინდის:) გორები რომ დაინახა, გლეხებზე გაბრაზდა რატომ მომატყუესო. . . ასეა, ჩემო ირაკლი, ნუ უჯერეეეეებ ჭორებსსსს !

ავტორი: NATIA
28.09.2011 22:02
ანონიმმა რომ უთხრა, იმ ანონიმს ამ ანონიმზე, რომ ეს ანონიმი ის ანონომიაო ?
ნნნნნნ. . . . . . .
მოკლედ, რომელი ხარ შენ ? :) - "ანონიმი", "უცნობი", თუ "ვინცხა" ? :)

ავტორი: ანონიმი
28.09.2011 20:40
რას გადაეკიდა ეს ვიღაცაა ნათიას? დარჩენილი აქვს ბლადს ისედაც ბურთი და მოედანი!

ავტორი: ცნობისმოყვარე
28.09.2011 14:47
მამის გაღმერთება უფრო ცუდია თუ ბანდიტი ჩეკისტი პუტინის მოძღვარი და პატრონი სობჩაკის კერპის თბილისში აღმართვა?

ავტორი: ანონიმი
28.09.2011 07:27
ნათია, შენმა მთავარსარდალმა რატომ ავღანეთში არ ჩააკითხა ქართველ ჯარისკაცებს? რა მშიშარა კაცივით იქცევა. ჰილარი ქალია, და იმას არ შეშინებია, რამდენჯერ იყო ავღანეთშიც და ერაყშიც. დელფინებთან თამაში კი უფრო ადვილია, მაგრამ ჩასულიყო მაინც ავღანეთში, მთავარსარდალია კაცი.

ავტორი: ნანუკა
28.09.2011 02:26
სოლომონის ბლოგს ცუდი შრიფტი აქვს, ეს ფილიალი არაა?

ავტორი: NATIA
28.09.2011 00:24

ბრისტოლიდან ქუთაისში მიმავალო ქაროოოოო. . . .

ძალიან ცუდ ხასიათზე ხაარ?...აპა, რა იქნეეება ! :))

ავტორი: ანონიმი
27.09.2011 23:34
ახლა კი, ძვირფასო მკითხველებო, შეგახსენებთ NATIA-ს პოლიტიკურ და არაიდიოტურ-პირადულ საუბრებს ამ ბლოგზე:

"მიშა მაგარია, მაშ რა არის ?!?! - უიშვიათესი ვინმეა. . . "

"სამაგიეროდ, ანრი ჯოხაძის დედას ვიცნობთ. . .
ლეიბორისტების მთელ შემადგენლობას ვიცნობთ. . . შალიკოს ცოლმა გუშინ რა ჭამა ვიცით. . . "


"მაინც ვერაფერს დააკლებთ პრეზიდენტს !
მიშა, გაგიმარჯოს ღმერთმა !
იმ ღმერთმა, რომელიც მიშათმოძულეებს არ სწამთ !"


"გეტყვით მაგალითს: ნოღაიდელს ვაფასებდი მისი მტკიცე ხასიათის გამო და მომწონდა, რომ იმ პოლიტიკას ახორციელებდა სხვებთან ერთად რომელიც, ისევ ვიმეორებ, მე მ ო მ წ ო ნ დ ა . . . გადაუხვია, კრემლს მიეახლა და აღარ მომწონს - ესეიგი, არ იყო კერპი !
არც მიშაა ჩემთვის კერპი - ის მანამდე მომეწონება, სანამ იმას აკეთებს რაც მეც მომწონს.
ესე იგი რა გამოდის? - გამოდის ის, რომ მე პიროვნებას ვაფასებ ჩემგან გამომდინარე."

"ისინი იქ იმიტომ არიან, რომ უფრო მეტი ჟარისკაცი არ დაიღუპოს აქ და იქ ისინი იმიტომ იღუპებიან გმირულად, რომ საქართველო არ დაიღუპოს საერთოდ !"

==============================

NATIA, შენ მიშას გარდა პატრონი არ გყავს? წიგნი არავის მოუცია შენთვის ხელში? მიშას სიტყვამ მაინც არ დაგაფიქრა, როცა "ერთიჯრედიანი" ახსენა?

ჯერ ამბობდი ბრისტოლში ვარო. მერე, ბრისტოლი თვალით არ მინახავსო. რს მნიშვნელობა აქვს, რას დაწერ? ია ანთაძეში მაინც ხომ არ გეპარება ეჭვი. შეხვდები? არ შეხვდები. იმიტომ, რომ ორგული ადამიანი ხარ და აქ ანონიმად შემოდიხარ.
კარგია, რომ გაბრაზდი. იქნებ, რამე გეშველოს, ცოტა აზროვნება დაიწყო და ასე გამოქათამებული არ დარჩე.

NATIA-ს დასაცავი რომ გახდება, იმ მთავრობას ძალიან კარგად უნდა ქონდეს საქმე.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8

სხვა მასალები

აუდიო ორი პოზიცია უმრავლესობაში და აუგად ნახსენები მესამე სექტორი

პარლამენტში დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ფარულ თვალყურის დევნებას უკავშირდება.
გაგრძელება

აუდიო კახა ბენდუქიძის კვალი საქართველოს განვითარებაზე

დღეს თბილისში დაკრძალეს კახა ბენდუქიძე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორი.
გაგრძელება

აუდიო თამარ ბერუჩაშვილი: სანქციებთან მიერთების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა

„ჩვენ ამ საკითხს დამოუკიდებლად, პარტნიორებთან ერთად, იმ ინტერსების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რაც საქართველოს აქვს“.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული