პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:20

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

დასაწყისი

x

მულტიმედია

ტექსტის ზომა - +
ბერლინში, ბებელის მოედანზე, „დგას“ მიხა ულმანის „ბიბლიოთეკა“ – 1933 წლის 10 მაისის აუტოდაფესადმი მიძღვნილი მემორიალი. ამ დღეს ფაშისტებმა კოცონზე დაწვეს „მესამე რაიხის მტრების“ 20 ათასამდე წიგნი: ჰაინრიხ ჰაინეს, ფროიდის, ბრეხტის, თომას მანის, შტეფან ცვაიგის, რობერტ მუზილის და სხვათა ნაშრომები. ღონისძიებას პროპაგანდის მინისტრი, იოზეფ გებელსი ხელმძღვანელობდა.

ბებელპლაცზე უთუოდ ფეხით უნდა გაიარო, რომ „ბიბლიოთეკა“ ნახო. რამდენადაც ის მიწის ზევით კი არ დგას, არამედ მიწაშია „ჩაძირული“. დაახლოებით მოედნის ცენტრში, ჰუმბოლდტის უნივესიტეტის წინ, ქვაფენილზევე, სქელი კვადრატული მინა დევს – ზედ ფეხით გავლა შეიძლება. მინის ქვეშ კი, მიწაში, მუდამ განათებული თეთრი ოთახია, რომლის ოთხივე კედელს ასევე თეთრი და ცარიელი თაროები შეადგენს. ცხადია, წიგნებით დახუნძლული თაროები იმ ეფექტს ვერ შექმნიდა, რასაც მათი შეუვსებლობა ქმნის. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ცარიელი თაროებია შემაწუხებელი და დამთრგუნველი. „ჩაძირული ბიბლიოთეკა“ თავისი შინაარსით, მეტისმეტად მწუხარე და ხმაურიანი რამეა. სტერილური თაროებიდან წიგნების აჩრდილები ყვირიან, ჩხავიან, ღრიალებენ... სიცარიელესაც შეუძლია იხმაუროს.
ყრუ უნდა იყო, ძველი თბილისის შენობების ყვირილი ვერ გაიგო. შეიძლება, ტოტო კუტუნიოსა და ქრის დე ბურგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს აქვთ სპეციფიკური სმენა და ამ შენობების ხმა არ ესმით?


ყრუ უნდა იყო, ძველი თბილისის შენობების ყვირილი ვერ გაიგო. შეიძლება, ტოტო კუტუნიოსა და ქრის დე ბურგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს აქვთ სპეციფიკური სმენა და ამ შენობების ხმა არ ესმით? არადა, ისინი მთელ ხმაზე ყვირიან. მათი დიდი უმეტესობა სამუდამოდ ისპობა და ნადგურდება, მათ ადგილს კი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები იკავებენ. იერ-სახე კი, რაც ახალ შენობებს ვითომ უნარჩუნდებათ, სინამდვილეში იმ ძველის მხოლოდ იმიტაციაა. შენობების შინაარსი სრულიად იცვლება, ავთენტურობა იკარგება, უნიკალურობა ირღვევა, იდენტობა ქრება. შედეგად კი ვიღებთ სამარცხვინო ასლს, სუროგატს, სიყალბეს. ასე თუ გაგრძელდა, მალე მთელი ძველი თბილისი გაყალბდება.
თბილისი, გუდიაშვილის მოედანი
x
თბილისი, გუდიაშვილის მოედანი
​​
როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ელის გუდიაშვილის მოედანს. მერე რა, რომ აქ მდგარი შენობა-ნაგებობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია? მოცემულ შემთხვევაში სტატუსი მათ ვერაფერს შველის. რამდენადაც ინვესტორი, რომელსაც თბილისის მერიამ მთლიანად გადასცა ეს ადგილი ექსკლუზიური პირობებით, მათ დანგრევას და ახალი შენობების ჩადგმას აპირებს. რომ არაფერი ვთქვათ ეზოების ფორმისა და მოედნის რელიეფის შეცვლაზე. ვინც კი ამას აპროტესტებს, ინვესტორი და თბილისის მერია ერთხმად პასუხობს: „შენობებს იერ-სახე შეუნარჩუნდებათ“. ანუ აქ საუბარი ისევ და ისევ მიმსგავსებულ ფასადებზეა. ნუთუ კოპირებაა გამოსავალი? თანაც ეს ფოკუსი ხომ არაერთხელ უკვე ვნახეთ – როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. ასე ხომ სიღნაღსაც „შეუნარჩუნდა“ იერ-სახე. მერედა, მოწონს ვინმეს ის? თუმცა გამორიცხული არაფერია. ზოგს მღვდელი მოწონს, ზოგს – მღვდლის ცოლი. შეიძლება, არიან ადამიანები, ვისაც ორიგინალი კი არა, სწორედ ასლი იზიდავს, თანაც იაფფასიანი ასლი. ასე იცის ტოტო კუტუნიოსა და ქრის დე ბურგის მოსმენამ.
საქართველოს ისტორიაში ეს პირველი სისტემატური და, მიაქციეთ ყურადღება, რეზონანსული აქციებია, რომელსაც პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ.


ორ კვირაში ერთხელ გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილი ხალხი მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებს სიღნაღიზაციას, ფასადურობასა და კუტუნიოიზაციას. ანუ აპროტესტებს ფეიკიზაციას. თან, მგონი, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი სისტემატური და, მიაქციეთ ყურადღება, რეზონანსული აქციებია, რომელსაც პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ. ამ შეკრებებზე არ ისმის პოლიტიკური მოთხოვნები. არავინ იწერს ქულებს, არავინ ყვირის „გადადექი!“, „ძირს სისხლიანი რეჟიმი!“ ან რამე მსგავსს. ეს კარნავალური ხასიათის
მორიგი აქცია გუდიაშვილის მოედანზე
x
მორიგი აქცია გუდიაშვილის მოედანზე
​​პროტესტი უფროა, თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ნეხვისგან. რაც ბევრისთვის სრულიად გაუგებარია. თუმცა, ეს ადვილი გასაგებია. იმდენად მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი პოლიტიკით უნდა იყოს გაჟღენთილი, რომ უიმისოდ სულ ვეღარაფერს ვატანთ გემოს. ამიტომაც ცდილობს ბევრი ამ კარნავალში პოლიტიკური ქვეტექსტების ამოკითხვას. სულ ტყუილად. იგივე იქნება, ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას ეცადო, თანაც მაშინ, როცა ის იქ არ არის. მოცემულ შემთხვევაში კარნავალის მონაწილეები ძველი თბილისის ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებას ითხოვენ.

დაბოლოს, ბერლინში, ბებელის მოედანზე, „ჩაძირულ ბიბლიოთეკასთან“, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებით: „ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც წვავენ წიგნებს, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ“. დაახლოებით ამავეს თქმა შეიძლება გუდიაშვილის სკვერთან დაკავშირებითაც: ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც სპობენ კულტურის ძეგლებს, ბოლოს ადამიანებსაც მოსპობენ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: NATIA
02.03.2012 02:37
ნასრედინ, ვაააუ !... (როგორც ინგლისელები იტყვიან !))
პროზა, ბატონო, პროზაში ყოფილხართ უმეტესად ძლიერი!)
ბევრი ვიცინე..რაც მართალი,მართალია !)

ავტორი: ნასრედინი
20.02.2012 08:47
გაგრძელება.

ყველაფერგახსენებულმა რედაქტორმა კინაღამ დააკაკუნა.
გონსმოსულმა დაუკაკუნებლად შეაღო კარი.
მაგიდასთან ჩაგალსტუკებული, გაპარსული, დავარცხნილი, მგონია, მთლად დაბანილი/ის დაბანვა როგორღა მოასწროო, მწარედ გაუკვირდა ერთი კვირის თავზე საკუთარ სააბაზანოში საგულდაგულოდ, თავ–ფეხიანად გასაპნულ, წყალგათიშულ გონელიას/ ბატონი ზურაბ ნუგზარის ძე ცუნტირიძე იჯდა.
აქეთ–იქით ყურებზე ფანქრები შემოედო, ერთი ხელი აკაკივით/აკაკი წერეთელზეა ლაპარაკი/ საფეთქელთან მიეტანა, მეორეში პასტა–კალამი ეჭირა და ტუჩების ცმაცუნით სასტამბოდ გამზადებულ მასალებს კითხულობდა.
რამაზ ჩხიკვაძე არ ჩანდა, – ხმა კედლის რადიოდან მოდიოდა/აბა, თუ მიხვდებით, რადიოს ხაზი ვინ შეიყვანა?!/.
რედაქტორი გონელია უჩუმრად გამობრუნდა, თავის კაბინეტში შევიდა და ტაბლას მიუჯდა...
...
ერთხელაც თამაზ წივწივაძემ უფროსი მეგობარი და საყვარელი მასწავლებელი შალვა ამონაშვილი რომ გაუკრიტიკა, ეს წივწივაძე ვიღას ტიკი–ტომარაა, რა იცის მაგან პედაგოგიკა და მით უმეტეს, ჟან–ჟან რუსოო! – ჩვეულებისამებრ ზრდილობიანად იკითხა ზურაბ ნუგზარის ძემ.
რაღა თქმა უნდა ამბავმიტანილმა წივწივაძემ ასევე ჩვეულებისამებრ პრესის ფურცლებიდან უპასუხა არანაკლებ ზრდილობიანად, შე მართლა ტიკივით მრგვალო და უვიცო ამონაშვილისტო, ნუთუ არ იცი, რომ მე მათემატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, სხვათა შორის, პედაგაგობის უფლებით, და შენგან და შენი მამა–მარჩენალისგან განსხვავებით ჟან– ჟან რუსო არა მარტო გამიგია, მისი „ემილიც„ კი მაქვს ნანახიო!..
...
წლების შემდეგ, შევარდნაძე მეორედ რომ მოევლინა საქართველოს, როგორც თვითონ ამბობს, ასაშენებლად და დასამშვენებლად, ერთ–ერთი დიდი პარტიულ–სამეურნეო აქტივის შეხვედრაზე ზემოთაღნიშნულმა წივწივაძემ ხმამაღლა და უიმედოდ რომ განაცხადა, ვინც ამ დარბაზში მექრთამე, კორუმპირებული და ქვეყნის ამომგდები არ ზის, იმან მესროლოს დიდი ქვაო, წამოხტა ზურაბ ნუგზარის ძე, დააძრო პიჯაკის ჯიბიდან მართლაც კაი მოზრდილი ქვა და გაუქანა პირდაპირ თავში.
აბა, ის საწყალი, გამოუცდელი ქვა რას მოხვდებოდა იმდენ გვერდზე გაწევა–გახტომაში დახელოვნებულ წივწივაძეს, და სულ არაობას ეს მანც სჯობიაო, ეცა პრეზიდიუმში ასტამურ ვარგიანის ამაყად აღერილ თავს...
ამ მხურვალე შეხვედრით ტვინგადაბრუნებულ საწყალ ვარგიანს დღემდე საკუთარი ძაღლიც ვერ სცნობს, უკანა ფეხებზე ჩამჯდარი წინა ფეხებს ყბებზე რომ შემოიწყობს და გაოცებული შეაშტერდება, ნეტა ეს შავი კაცი ვინაა? თუმცა, ამას რას დავეძებ, ჩემი ასტამური სადაა?! რა ამბავია, რითი ვერ დამთავრდა ამდენი ხანი ის უპატრო აქტივი?!.–ო.

ავტორი: ნასრედინი
19.02.2012 19:55
გაგრძელება.

კაროჩე, დაამთავრა სკოლა, მოიარა ჯარი, დაუსწრებლად მოახრჩო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი/გასული საუკუნის სამოციან წლებზეა ლაპარაკი/, წაიკითხა „წითელი და შავი„, აბა, წავედი მეც დედაქალაქშიო, ჩამოვიდა ხაშურიდან თბილისს, მიადგა პედაგოგიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს „პუშკინის„ დიპლომითა და ერთი ვედრო პომიდვრით ხელდამშვენებული.
ჯერ დიპლომი წარადგინა ამაყად დირექციაში, მერე სულმოუთქმელად შეჭამა იქვე, პირდაღებული უფროსობის თვალწინ ერთი ვედრო პომიდორი.
უფროს ლაბორანტად აღტაცებით მიღებულმა დედაქალაქში ფეხი მოიკიდა, ოჯახს მოეკიდა, ქონი მოიკიდა, მომავალი დეპუტატი, ასოცდაათკილოიანი თენგიზ ყურაშვილი/ერთი პერიოდი მე რომ მეხვეწებოდა, ფირმა მინდა ჩამოვაყალიბო, მე პრეზიდენტი ვიქნები, ჩემი ცოლისძმა – ვიცე–პრეზიდენტი, ახლა ჭკვიანი, საქმის გამკეთებელი ხალხი მჭირდება და სადმე ხომ არ გეგულებაო. ვაი ბეჩა! ასეთი ხალხი მცოდნოდა და ფირმის ჩამოყალიბებას ვინმე დამასწრებდა?!/ ხომ მოიკიდა და მოიკიდა 1987 წლის 26 მაისს „კოსტავას ეზოში„/პედაგოგიკის ინსტიტუტიც იმ ეზოში იყო/ გამართული ჭიდაობისას და ისეთი ზღართანი გაადენინა დამოუკიდებლობაზე მეოცნებე ქართულ მიწაზე, კოსტავას ოჯახში გაშლილი სუფრიდან დიდიან–პატარიანად ყველა გარეთ გამოცვივდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ნამდვილად საბჭოთა მილიცია დაგვეცა სროლითო.
დედა, ეს ვინ ყოფილაო, ტაში დასცხო პედაგოგიკის ცნობილმა რეფორმატორმა შალვა ამონაშვილმა/ რომლის სახელგანთქმული პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები იმ ხანებში შიშის ზარს სცემდა ქვეყანას, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, კაციშვილს წარმოდგენა არ ჰქონდა არც ამ რეფორმებზე, არც ექსპერიმენტებზე, და, რაღა დასამალია, არც თავად პატივცემულ შალვაზე/ და უმცროს მეცნიერ მუშაკად დააწინაურებინა.
ერთხელაც, ერთი ძმაკაცის ოჯახში, წვეულებაზე, როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე წვეული რომ ჩაირთო, რა ნიჭიერები ვართ ქართველები, რა შრომისმოყვარეები, რა ლამაზებიო... და აღარ დაამთავრეს, ლამაზები და ლამაზებიო, –
ჩვენ აქ ქართველები ვართ, ხომ, ყველანი? – იკითხა ზრდილობიანად.
კიი, ქართველები ვართ, აბა ვინ ვართ?! – იტკიცეს.
– ჰოდა, კარგად შეხედეთ ერთმანეთს, და ვინც ჩვენი შემხედვარე იტყვის, ქართველები ლამაზები არიანო, მე იმის ასე და ისე!..
მერე, საქართველოსა და მამულის სადღეგრძელოები ლამპის შუშებით რომ დალია, ჩვეულებისამებრ, მთლად განსხვავებული ჭურჭელი მოითხოვა.
მასპინძელმა სამზარეულოდან წინასწარ გამზადებული ერთი ვედრო პომიდორი მოართვა.
ჩვეულებისამებრ სულმოუთქმელად რომ დაცალა, გადმოაპირქვავა და ასე მტერი დაგეცალოთო, გულიანად დაილოცა, ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების„ აღტაცებულმა რედაქტორმა არჩიბალდ გონელიამ ეგრევე მოადგილედ წაიყვანა თავისთან რედაქციაში.
იქაც კარგად მოილხინეს.
გათენებულზე არჩიბალდ გონელია თავის ტკივილმა გააღვიძა და როგორც ჩემი ფრანც კაფკა დაწერდა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ კაბინეტში, დივანზე იწვა.
გაოცებულმა ბალიშიდან – ნეტა საიდან გაჩნდაო? – მტკივანი თავი წამოსწია, პლედი – ეს საიდანღაო? – გადაიხადა, წამოჯდა.
ახლა არყით, ლუდით, ცივი საუზმითა და ცხელი ხარჩოთი გაწყობილი ტაბლა აღმოაჩინა ხელის გაწვდენაზე.
გაჭირვებით ადგა, სავარძელთან მიბარბაცდა, კოხტად დაკეცილი სამოსით – ნეტა ვინ დაკეცაო? – შეიმოსა.
გამობარბაცდა კაბინეტიდან.
სად იყო და სად არა, გურამ საღარაძის ხმა შემოესმა.
მიაყურადა.
გიორგი ლეონიძის „მესაფლავეს„ კითხულობდა.
რაღა უნდა გაკვირვებოდა, მაინც გაუკვირდა, რამაზ ჩხიკვაძეს აქ რა უნდაო?
მიყვა ხმას, მიადგა ორი დღის წინ ჟურნალ „ ცხოვრება და სკოლის„ რედაქტორად გადაყვანილი მოადგილის, სვიმონ გამეზარდაშვილის კაბინეტს.
აბრა მსხვილად იუწყებოდა:

რედქატორის მოადგილე
ბატონი
ზურაბ ნუგზარის ძე
ცუნტირიძე

ავტორი: ნასრედინი
19.02.2012 18:53
გაგრძელება.

სიკეთე არა!!!!! ერთი შეხედეთ, თოვლის ნამქერმა და შემოდგომის ფოთოლცვენამ წაიღო,ზამთარი არაა, კაცო ახლა????!!!! იანვარი, თებერვალი... კიი, მე არ მოგიკვდე, ჯერჯერობით დედაქალაქი, გადაიტანს, ნამდვილად გადაიტანს ეს... აჩემებული, ქუთისში, რა ენაღვლება, ვენეციად კი გამოაცხადა და... მარა, ვენეცია რო დედაქალაქი არაა????!!!!! ო, რომი! რომი!!! ო, როგორ მიყვარს სურნელი მისი! ვინ არის იგი, რომ არ სწვავდეს ტრფობაი მისი! შეჩვევა იცის! კარგია ვისკიც! და ცივა როგორ!!! ეს ნაგავი რაღა შუაში იყო, ამათი!!! სად დენი და სად ნაგავი???!!! არა, არა, საჭიროა ნაღდად ნაგანი!!!!! კაი ენაა გერმანული: ჰენდე ხოხ! დანკე შონ! აუფ ვიდერზენ! დრანგ ნახ ოსტენ! გადასარევია! გასაგებია ყველაფერი ყოველგვარი შიდა და გარე დინებების გარეშე! სილ მუ პლე????!!!! ია, ია! იჰ ლიბერ დიჰ!!!!!!?????? ჰოდა, იმას გიზიარებდით, დამცეცხლა ტვინსა და გულსა შიგან, ის სიმონა აბრაგი გიტარაზე ჟღარუნსა და მოძახილს რო მორჩა და რო მოცვივდნენ აცვენილი გურულები და ცემა–ტყეპაში დახეთქეს მასპინძელი თავადაზნაურობა, მანამდე კიდე სანდრო ჟორჟოლიანი ნაგანით საწყალ, თავისთვის მშვიდად და სათნოდ მობალახე გოჭს რო გააგორებს და თან უხარია, მასპირძელს უხარიაო, და ბათუ კრავეიშვილს მთლად ხელიდან ძლივს რომ გამოგლეჯენ მექრთამე და მექალთანე პრისტავს, ეგრე რომ მომცვივდნენ ახლა ეს არანაკლებად აცვენილი ქუთაისლები და ამასწინათ ეს ყურუმსაღი ლაშა და კოტე ჯანდიერი რო აერიათ ერთმანეთში, როგორ ჰგავნან მერე ერთმანეთს ეს უპატრონოები, და დაკლებას გადამეტება სჯობიაო და ყოველი შემთხვევისათვის, ერთ–ერთი მათგანი ხომ მაინც იქნება მიხო მოსულიშვილიო, და ორივე რო ბერტყეს, აბურთავეს და აგორავეს მართლაც მთელი მოწადინებითა და გადამეტებითა იმ დალოცვილ სურამში, ისე რომ მომცვივდნენ ეს არანაკლებად აცვენილი ქუთაისლები, განა რამდენს გავუსწორდები ჩემებურად და საპასუხოდ–თქვა????????!!!!!!

ავტორი: ნასრედინი
19.02.2012 18:06
გაგრძელება.

კაროჩე, შემოვძახე ბოლოსაცა, „დარიკო ვარ გლეხის ქალი, ჰეეე!„–ო, და დამცეცხლა ეგრევე ტვინში და გულში, მაგის, დარიკოს მეუღლე აბრაგი სიმონა, სხვათა შორის, „დათა თუთაშხიაზე„ ჩემი განსაკუთრებული აზრი და შეხედულება მაქვს და რამე რომ იყოს, მე სულ სხვანაირად დავწერდი და საერთოდ, სადაა კრიტიკა, გეკითხებით მე თქვენ, რატომ არავინ არ იღებს ხმას, რომ ეს სულაც არაა რომანი, არამედ ნოველების კრებულია, ასედაც დაწერა ავტორმა, თუ დაწერა საერთოდ, მერე უცებ გაახსენდა, რომ რომანში უფრო მეტ ჰონორარს იძლეოდნენ, ჩააკვეხა ყველა ნოველაში ის უბედური დათა, დაარქვა რომანი და ჩაიჯიბა მართლაც კაი ჰონორარი, ან ის გამაგებინეთ ვინმემ, ტვინი რომ შეჭამეს კეთილშობილი აბრაგ–ყაჩაღი, კეთილშობილიო, ერთი გლეხი არსენა იყო კეთილშობილი, 700 თუმანს კასპის ღრე–კლდეებში რო ალპობდა, იმ ფულით, ერთი ცხვარი ერთი შაური ღირდა, ნახევარ ბეჩავ საქართველოს შეინახავდა თავისი დედაწულიანადა, გზებზე სუფრის გადაფენა და რესტორნების დახურვა კიდე ვის არ გვიყვარს, ვეჟო, და მეორე ეს დათა, კაცო, თუ არ ყაჩაღობდა, ბანდიტობდა, არავის არ ართმევდა არაფერსა, ეს ფულები საიდან ჰქონდა ჩეჩქივითა, ეს რაღა ჯანდაბაა, თან ყველა სერიაში იმას მოსთქვამდა, ვისაც მე ჩავაცვი ყველამ მე გამხადაო, რა ვი, მაგის, სულ კაი თავადურ ჩოხა–ახალუხში და აზიაცკებში კი იყო გამოჭიმული, კაი თოხარიკი იორღა ცხენები იმას არ აკლდა, ფერ–ხორცზე ეტყობოდა, არც კაი ჭამა–სმაი, კაი ვერცხლის დანა–ჩანგალი, ხანჯალი და საიდან, გეკითხებით „საბას„ სამბისტო ჟიურელო კრიტიკოსებო, საიდან, თან იმ საწყალ მორდუხაის 10.000/ათი ათასი/ თუმანი რო გამოართვა, ცოცხალს თუ არა, მკვდარს მაინც ჩაგასესხებ უსიკვდილოდო, საიდან და რა სიკვდილით უნდა ჩაესესხებინა, შენ გეკითხები მიხეილ ხარბედიავ, როცა, ვიმეორებ, მთელი ცხვარი ერთი შაური ღირდა, ვაჟა–ფშაველას კიდევ სულ ორ აბაზს აძლევდნენ იმხელა პოემებში, ვახ, რაღაც სუნთქვა მიჭირს და მეკვრის, ხო იცი, წერტილი დავსვა, არ გავიგუდო და დავიხრჩო ამის, ამ სიკეთისასა. ესეც წერტილი. ერთი არ ეყოფა......... ცოტა, მოვკეთდი, ხო იცი ერთი–ორიც დავცხოთ. . კაია. ამ ქართული ენისას ხო ვერაფერს გაიგებ, რა სიკეთისასო, რის სიკეთისასო, და სადაა საერთოდ სიკეთე და სამართლიანობა, ლევან ბრეგაძევ, ერთი შენი იმედი მქონდა რომ დამიცავდი და წინ აღუდგებოდი იმ ვერაგებსა, თუმცა შენზე რა მეთქმის, ვერ ანებებ თავსა ტარიელსა, კაი, რა, ლევან, ეყოფა, ბერდება, ხო არ ჯეელდება, ვა, ე რა კაი სიტყვა მოვიგონე, მოიჭრა ბოლოსა თავი თვითონვე იმ ორდენითა, აქედანაც ამ ყურუმსაღმა ლაშამ უმარჯვა და უმარჯვა მათრახები, ბოლო–ბოლო, რო აიღოს თავზე ხელი, აწი მაინც რაღა მაქვს დასაკარგ–მისაღებიო და იმ კინოსი არ იყოს, ორი აგურით რო დაგიხვდეს სადმე ორღობეში, რას შვრები მერე?! ბიჯოს, ეს კითხვა–ძახილი რა კაი ყოფილა, არ ამოვისუნთქე კაკალმა, კაკალმა არა, ფორთოხალმა, კაცმა???!!!!!!

ავტორი: ნასრედინი
19.02.2012 11:58
საწყისი

ავტორი ზაზა ბურჭულაძე

06.02.2012

როგორც უწყით, წელს ცხოვრების გასაცნობად შინიდან შემოქმედებითი მივლინებით სამი თვით გახლდით ქ. თბილისში, ვითარც კოწია გამსახურდია/უფროსი, ბაბუა კოწოსი, შვილი რომ გახლდათ ზვიადისა, აგრეთვე გამსახურდიასი, თავის მხრივ ეს უკანასკნელი რომ წარმოადგენდა შვილსა აღნიშნული კოწიასი. დიაღ!/ იტყოდა, ტფილისში/აბა, მოზარდეულ თაობას რა მოეხსენება რუსებისა და რუსეთისა, გარდა იმისა რომ გახლავან ჩვენი ოკუპანტები და რასაც მიეძღვნა კიდეც ჩემი ერთ–ერთი რომანი, სხვებისა არ მახსენდება როგორღაცა, რა გამახსენდება, როცა ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რაღა ცალზე, მეორე ფეხზედაცა, სხვა რაღაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, და რასაც არ ვიტყვი არავითარ შემთხვევაში, რამეთუ არა ვგევარ ზოგიერთებსა, გვარს არ დავასახელებ და თუნდაც ერეკლესა, ანკასა, ანასა, კალანდაძე არავის ეგონოს ეს შეჩვენებული, კორძაიაზეა ლაპარაკი, სხვათა შორის, მეორე გვარიცა აქვს, აი, იმ გვარისა, ერთი, რატომღაც აგრეთვე მწერლად სახელდებული საკრებულოს თავმჯდომარე რომა გვყავს; იმიტომააცა კარგად ჩვენი საქმე, ასეთ ყალბ და ე.წ. მწერლებს რომ ნიშნავენ ეგზომ უპასუხისმგებლოდა ეგზომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზედ; აკა, ერთი ესაა, ისეთი გვარისაა, ყველა ზნეობრივი და მორალური კანონით მონასტერში უნდა იჯდეს ღატაკ სენაკში და სიპ იატაკზე ორთავ მუხლმოყრილი, ლოცვად დავარდნილი უფალს ევედრებოდეს სამწერლო და ცხოვრებისეული ცოდვების მიტევებასა, კაროჩე, სულზე ზრუნავდეს, რაღა, ლონდონში ზის მორჭმითა და განცხრომითა და აცხობს და აცხობს რაღაცებსა, აქ მოსყიდული და ნაყიდი ჟიურები პრემიებს რო უჩალიჩებენ; ლაშა, ის დღე მანახვა, ეს ყურუმსაღი რომ არ მენახოს ტელევიზორში გინდა, რადიოში გინდა, გაზეთში გინდა, აბანოში გინდა, რესტორანში გინდა, ოპერაში გინდა, არა, ოპერაში რა ჯანდაბა მინდა, კეზერას არ გადავეყარო და ჩემი ამბავი რომ ვიცი, ვერ გადამირჩება და რა გადაურჩება მერე პრეზიდენტსა, ისედაც რომ არ მიყურებს კარგი თვალითა, კაი რემარკები რატომ გისროლია ქუთაისში უჩემოდაო; ნამდვილად გოგია მიუტანდა ამბავსა, აი, აქ რო გვიზის შემოგზავნილი და ინტელექტუალს რო ეძახის აღნიშნული, პრეზიდენტი, მადლობის ნიშნადა; ესე მოგდგამთ, მოგვდგამს ქართველებსა ოდითგანა, და გურიაში რომ იცოდნენ ოდის ეპოქიდანა, უჩემოდ ვით იმღერეთ და იცეკვეთო, ერთხელ იგივე ქუთაისში დაგვპატიჟეს რაღაც საღამოზე მე მწერალი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა; ნუ, საღამოს შემდეგ, იმავე საღამოს გაიმართა, რასაკვირველია ბანკეტი და მთხოვეს, რაღა თქმა უნდა, სიმღერა, თქვენს მოსამსენად ვართ მოსული ამდენი ხალხი, ბატონო პაატაო; მეტი რა გზა და ჩალა იყო, დავჯექი ფორტეპიანოსთან, კიდე კაი, ბავშვობაში ვურახუნებდი ხოლმე ნაგავი მეზობლებისთვისა, და დავცხე და რა დავცხე იმასაცა და სიმღერასაცა; რომ იტყვიან, სმენად მხეცნი მოდიოდნენო, ისე მოეყარა ნახევარი ქუთაისი მაინც თავის ქურდებიან–იმეებიანადა...
​​
/გაგრძელება იქნება/

ავტორი: ნატალია საიდან გვწერთ: თბილისი
16.02.2012 10:03
ბერლინში ჩაძირული ბიბლიოთეკის ყურებით ითრგუნებიან და მესმის....მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ეს უბედურება დამთავრდება რაც საქართველოს ჭირს, ჩვენ რას უნდა მივსტიროთ ნეტა.....კულტურის ნგრევას, მეცნიერების განადგურებას... მუსიკა( მკვდარია სადაც სტეფანე და ნინო ჩხაიძე ლიდერობენ)...ქართული კინოს გაგარდაცვალებას...მედიცინა..სპორტი...და რა ვიცი კიდე რომელი ერთი ვთქვა.....განგაშის ზარების დროა .....

ავტორი: მარინა საიდან გვწერთ: სახლიდან
15.02.2012 12:54
"ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც სპობენ კულტურის ძეგლებს, ბოლოს ადამიანებსაც მოსპობენ". ესენი ადამიანებს უკვე დიდი ხანია სპობენ და ანადგურებენ,როგორც სულიერად ,ასევე ფიზიკურად.

ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
12.02.2012 21:01
ავტორი: abcd
12.02.2012 14:46
"სააკაშვილები მიდიან და მოდიან " - ნეტავ კი მასე იყოს ! )მითუმეტეს "მოდიან" მომეწონა.....
მაგრამ ბევრი ვერ შეძლებს სააკაშვილობას....
ამაში მომავალი დაგარწმუნებთ !

------------------------------------------------------------

არ გეწყინოს abcd ადამიანები ევლინებიან ქვეყნიერებას და ბოლოს მიდიან სამწუხაროდ,
დეგოლი რომ დეგოლია ისიც მოვიდა და წავიდა...)))

ტამბოვში გაცილებით ცუდათაა საქმე, ვიდრე საქართველოში ბატონო გერმანე...

ავტორი: GERMANE
12.02.2012 17:13
ვალოდია, მე არ ვუარყოფ, რომ ელიტარული კორუფციის ბრალდება მტკიცებას ითხოვს - მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოგახსენებთ:
თქვენ გჯერათ რომ ის ჩაბეტონებული და ბეტონში ჩამოსხმული "პრეზიდენტის პალასტი", რომელიც არც სიმაღლით, არც სიგრძე-სიგანით და არც არქიტექტურული ნოუ-ჰაუთი გამოირჩევა, გარდა 30კვადრატული მეტრი შუშის სახურავისა, გერმანიის რაიხსტაგის იმიტაციით - მართლა 250 მილიონი დოლარი დაჯდებოდა?

ან კიდევ, ვალოდია, გაირათ მთაწმინდის მიდამოებზე, გაიარეთ ბათუმის შემოგარენში და ნახეთ ის ვილები, სასახლეები, მთავრობის წარმომადგენლებმა - ერთეულებმა რომ წამოჭიმეს. ამას თუნდაც იმ 5 ან 10. ათასი ლარი ხელფასით ააგებ?

ვიცით კი, რამდენი აჩუქეს სააკაშვილს? ერთი ვიცით - 2008 წლის აგვისტოსი მარტო აშშ-მ საქართველოს 5 მილიარდი დოლარი აჩუქა - დახმარება, ნასესხები და ნაჩუქარი სხვა ქვეყნებიდან სხვაა.
მე რომ ახლა სასამართლოს წესით მოვითხოვო ამ ინფორმაციაზე ოფიციალური პასუხი - კანონით მაქვს ამის უფლება, არ ვუარყოფ, მაგრამ, როგორ გგონიათ, მივიღებ?
კარგით, ვთქვათ და არ მივიღე. მაშინ სულ მცირე 5 სახელმწიფო დაწესებულებას უნდა მოვთხოვო სასამართლო წესით ამ ინფორმაციის გაცემა. საქართველოსი კი ისე არაა როგორც ან დასავლეთშია და ან გინდაც თქვენთან ტამბოვშია. საქართველოსი სარჩელის აღძვრა ფული ღირს. თუკი პორტმანი დაგეკარგათ ბაზრობაზე და ეჭვი გაქვთ ვინმემ ამოგაცალათ და პოლიცია კი გეუბნებათ - არა ძმაო, დაკარგეო. აი ამ დანაკარგზე საქმე რომ აღძრათ ამას ფული უნდა საქართველოში და ეს ცოტაა არაა - სარჩელზე 700 ლარია. ეს არის პენისიონერის ერთი წლის პენისია. ეს არის საკმაოდ საგრძნობი ფული. თუკი ამას იმ ხუთ უწყებაზე ანუ ხუთ სარჩელზე გადაამრავლებთ - საკმაოდ დიდი თანხაა. მე ისე, ზოგადად ვამბობ ხუთს, სულ მცირე ხუთი იქნება, თუარა, თუკი კარუსელზე მოგსვეს და ერთმა უწყებამ მეორესთან გაგიშვა ეგება ათიც იქნეს და ოციც. ასე რომ, სასამართლოში მისვლასაც ფული უნდა და მაშინ როცა წინასწარ იცი, ყველა მოსამართლე ზემოდან დასმულია და ყველა სარჩელს წააგებ, როგორ ფიქრობ, იჩივლებ?

ვინ უნდა აიღოს ამგვარი საჩივრები და ამგვარი მოთხოვნები საკუთარ თავზე?
დამოუკიდებელმა მედიამ, დასავლეთიდა ფინანსირებულმა და დოტირებულმა, გრანტიჭამია ორგანიზაციებმა. სწორედ მათი ვალია საქართველოში მოქმედი ყოველი კანონი, ყოველი კონსტიტუციური გარანტია ინფორმაციის მოპოვებისთვის გამოიყენონ.
ამას კი ასე ფართოდ არავინ უყურებს და ერთი-ორი კერძო საქმისა და საღცელების გარდა, იურისტთა ასოციაციის მინიმალური საქმიანობის გარდა საქართველოში ნამდვილ სამოქალაქო საქმიანობას არავინ ეწევა.
ეს ხალხს კიდევ უფრო უღვივებს უსამართლობის და მორგებული კანონიერების გრძნობას.
რატომ მოქმედებენ ასე უთავბოლოდ და ასე ორიენტაციის გარეშე, ასე მუღამის გარეშე არასამთავროები საქართველოში - ეს ჩემთვისაც გაუგებარია. ფული იმდენი შემოსდით რომ წელიწადში ასი პროცესისათვის ეყოფათ. ლტოლვილების გამოსახლებაზე ეგენი არსად მინახავს დემონსტრირებული და არც ვანო მერაბიშვილის სამინისტროს წინ. რას აკეთებენ ღმერთმა უწყის. სეხვალ მათ ვებ-გვერდზე და ერთი წინადადებაა პროექტებზე დაწერილი, რა გაკეთდა და როდის და ვისი მესვეურობით - აი ამზე ინფორმაციას არც არასამთავროები იძლევიან და ამიტომაც მგონია, რომ არაფერი აქვთ ხელისუფლების საწინააღმდეგო. უბრალოდ, სააკაშვილი რომ არ აგინონ, მერე გრანტებს ვერ მიიღებენ. ეს იცის სააკაშვილმაც და ამიტომაც ჩირადაც არ უღირს მათი ე.წ. კრიტიკა - აი ეს მგონია მე ყველაფრის გასაღები.
იქნებ ვინმემ სხვა გზა იცოდეს და სხვა მიზეზები.

ავტორი: abcd
12.02.2012 14:46
"სააკაშვილები მიდიან და მოდიან " - ნეტავ კი მასე იყოს ! )მითუმეტეს "მოდიან" მომეწონა.....
მაგრამ ბევრი ვერ შეძლებს სააკაშვილობას....
ამაში მომავალი დაგარწმუნებთ !

ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
12.02.2012 01:49
ბატონო გერმანე ერთ რამეში გეთანხმებით,ბიუჯეტში შესული ყოველი კაპიკი უნდა გაკონტროლდეს,უნდა დადგინდეს, რამდენია ამა თუ იმ შესრულებული სამუშაოს რეალური საბაზრო ღირებულება,როგორ ჩატარდა ტენდერი და რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ.

ზეპირად თქმა: „გაცილებით იაფი ღირდა და მთავრობამ ზედმეტი გადაიხადაო“ არასერიოზულია ჩემი აზრით და არაა გამორიცხული ცილისმწამებლურიც აღმოჩნდეს.სადაური ცნობებია ეგ დღევანდელი ცნობები გასრკვევია ბატონო გერმანე.გერმანიაში ვინ და როგორ ამოწმებს ნეტა მაგას თუ იცით?

მაგრამ სახელმწიფოს და სააკაშვილს თავი რომ დავანებოთ,კერძო ფულით სახელმწიფო კაპიტალზე გაცილებით მეტი აშენდა და გაკეთდა??არ თქვათ ახლა იქაც კორუფციააო))))

ერთი რამ მაინტერესებს კიდევ:კორუფცია სადაცაა, იქ ფულს, ბიუჯეტში შესვლამდე იპარავენ,სანამ არავინ არ იცის რამდენია,ბიუჯეტში როცა აღირიცხება მერე ამ თანხის მოძრაობას ასი თვალი აკვირდება,რატომ შევიტან ბიუჯეტში?არ ვაჩვენებ!, პირდაპირ ჯიბეში ჩავიდებ!, ვინ გამაკონტროლებს?.....
რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ ეგ გემოვნების საკითხია...პარიზში ეიფელის კოშკი რომ აშენდა, თავიდან ძალიან ცოტას თუ მოწონდა,უამრავი კრიტიკოსი გამოჩნდა მაშინაც.ნეტა შლოპანცის ძეგლი რა დაჯდა ბატონო გერმანე თუ იცით???)))....

სააკაშვილები მიდიან და მოდიან,მაგრამ ჩვენ რა გვინდა, რატომ გვინდა და როგორ გვინდა, ეს არ ვიცით ბატონო გერმანე და ეგაა ჩვენი საზოგადოების მთავარი უბედურება!!!

ავტორი: GERMANE
11.02.2012 18:47
ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
09.02.2012 13:32

ვალოდია, ჩემო კარგო, ამ ხალხს მართლა იმის გამოკვლევა კიარ უნდა თუ ვინ რა არ გააკეთა ან ვის რა ევალებოდა. ამას კვლევა, რეშერში და მუშაობა უნდა, ძვირფასო ვალოდია. თქვენთან ტამბოვში და ჩემთან გერმანიაში ადამიანები მუშაობენ - საქართველოში კი ან ერთი დამაქცეველის გინებაში არიან და ან ერთი აღმაშენებლის ქებაში. აი ესაა უბედურება და ესაა "ნაირას" უბედურებაც. ნაირას უნდა რომ ყველაფრის დამანგრეველად, გამაოხრებლად და კიტჩურად აღმშენებლად ერთი კაცი - სააკაშვილი წარმოგვიდგინოს. ამიტომაცაა რომ ნაირასი არც თქვენ გჯერათ და არც მე. იმ საქმეში, მაგალითად სიღნაღში რომ გაკეთდა თვალხილულმა ადამიანმა ორივე მხარე უნდა დაინახოს:
1. ჩაბანძებული და აყროლებული, ყვავილოვან სოკომოდებული და საცხოვრებლად უსარგებლო სახლები სანირებული იქნა - მართალია კიტჩურად, გარეთა ფასადი უგემოვნობოდ და დისნეი ლენდის მაგვარი გახდა, მაგრამ მაინც გასუფთავდა და გაკეთდა.
2. რა დახარჯა ამ საქმეში ხელისუფლებამ? დღევანდელი ცნობებით სიღნაღში 500 მილიონი (არ მეშლება!!) ლარი იქნა ჩადებული - ეს არი 200 მილიონი ევრო, ან გინდათ რუბლებში გადაიყვანეთ. წარმოუდგენელი თანხაა. გამორიცხულია რომ ასე იყოს!
საქმე იმაშია, რომ ალბათ მეათედი დაიხარჯა და დიდი ნაწილი ელიტარული კორუფციის წყაროებით წავიდა.

აი ამ ფაქტებს ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან ვერ "ნაირა", ვერც ქართული დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული მედია-ჟურნალიზმი და ვერც საქართველოს უბრალო მოქალაქე.

ამიტომაცაა - სააკაშვილი ან გმირია, დავით აღმაშენებელია და რაც მართლაც მართალია, ასეთ მცირე დროში ამდენი არავითარ ხელისუფლებას არ აუშენებია საქართველოში.

ან კიდევ სხვებისთვის სააკაშვილი ეშმაკისეულია, წარმწყმედია და სატანაა.

არადა სააკაშვილი სხვა არაფერია თურა ძალიან საზრიანი, მოხერხებული და ბინნესმენური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი. მას თავად აწყობს ამგვარი რადიკალიზაცია, რადგან, როცა ორი მხარედან არცერთის მხარეზე არაა სრული სიმართლე, მაშინ საერთოდ ძალიან ძნელია სიმართლის დანახვა.

სიმართლე კი ესაა - სააკაშვილი აშენებს და აშენებინებს კაპიკებად - ნახეთ როგორ კოტრდებიან ტენდერში გამარჯვებული საამშენებლო ფირმები, ნახეთ რა პირობებს აწერენ ხელს მშენებლობის ვადის გადაცილებაზე. ამ კაპიკებად აშენებულს კი მილიონებად ასაღებს და ასაზრდოებს თავის ასე 10-15კაციან კლანს. დანარჩენები საქართველოში კორუფციისა და დანაშაულის გარეშე ცხოვრობენ - სახელმწიფო მოხელეებიც კი. ის მილიარდები მხოლოდ რამდენიმეზე, ერთეულებზე ნაწილდება - დანარჩენებს სახელმწიფო ხაზინიდან იმდენს აძლევენ, რომ კორუფციისათვის არ გასწიროს არც სკამი და არც სხეული (10-15 წელი სააკაშვილის ციხე ხუმრობა ხომ არაა? ერთ საწოლზე 6 კაცი მოდის და რიგ-რიგობით სძინავთ)!

ასე რომ, ქალბატონო ნაირა და სვებო ბატონ-ქალბატონებო - ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა - იმაზე დიდი სისულელე არაფერია, რომ მტერს გაკეთებული არ დაუნახოო. თუკი სააკაშვილის გადარჩევა-გაგდება გინდათ, დაუნახეთ ამ კაცს გაკეთებული და ისიც, როგორ გააკეთა. ამის მერე გეყოლებათ მხარდამჭერნი ხალხში.
დღეს ყველა ისე ზომავს და ჭრის, როგორც აწყობს და ხალხი ერთად აღებული, ერთ მოედანზე შეკრებილი კი არის ბრბო და ყურუმსაღი, მაგრამ, დივანზე მჯდარი, თავის ოჯახში, მარტოკა, ყველა ძალიან ჭკვიანია და ვერაფერში ვერ მოატყუებ.
იყავით სამართლიანი და მიაღწევთ სამართალს. თუკი უსამართლობა, მორგებულ-მოკაზმული სიმართლე გნებავთ, ამაზე უკეთესს ახლა რომ გაქვთ და გყავთ მიშას სახით, ვეღარსად იპოვით.

თქვენი ყველასი კეთილისმსურველი

ავტორი: პანდორა საიდან გვწერთ: ყუთიდან
10.02.2012 20:04
http://www.youtube.com/watch?v=fMGFHs2NICc

ავტორი: ზონის მაყურებელი
10.02.2012 19:34
ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის სასურველი, მაგრამ, რადგან საზოგადოება აპროტესტებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, მაინც ვერ გავექცევით პოლიტიკას :(
სანამ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ყველგან საცეცები აქვს, ყველანაირი პროტესტი ბოლოს განწირულია პოლიტიზირებისთვის :(

ავტორი: ანონიმი
10.02.2012 15:45
რა ზედაპირულად არის დაწერილი?! და იმის მტკიცება, რომ იქ არავინ იწერს ქულებს და ა.შ. ისეთივე მტკიცებაა გარდატეხის ასაკში თინეიჯერი რომ ამტკიცებს, მე ჩემი სამყარო და ინდივიდუალურობა მაქვს და იმიტომ ვიქცევი ასეო! ნუ, რაღაც მსგავსი... თუმცა, [ავტორისეულ სტილში თუ ვისაუბრებთ] რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც მეკარნავალე-მეპროტესტეები, ალბათ, ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოებებს ჩაღრმავებით კითხულობენ... ანუ, პოსტ-რეაქციები და თან ასეთი ფორმებით, ისეთივე პრობლემატური და ფასადურია, როგორიც ხშირად დახასიათებული ე.წ. სიღნაღიზაცია. და ამაზე დაყოლებული კიდევ ერთი ანუ: პრობლემას როგორც ვხედავთ, ისევე (თუ უფრო უარესად არა?!) რატომ ვპასუხობთ?

ავტორი: ანონიმი
10.02.2012 13:30
ავტორი: "კრუპნი მესშჩანი" საიდან გვწერთ: უკანალიდან
-----------------------
"უკანალიდან"? - უი, შე საცოდავო ეგ რა დაგმართვნია ((((

ავტორი: ბონდო საიდან გვწერთ: ბურუნდიდან
10.02.2012 11:47
ავტორი: "კრუპნი მესშჩანი" საიდან გვწერთ: უკანალიდან

ერთი მოგვიყევი რა ხდება თქვესკენ???))))რას უჩივით?)))))

ავტორი: "კრუპნი მესშჩანი" საიდან გვწერთ: უკანალიდან
10.02.2012 01:47
პამპერსის ხიდი რომ მოგეწონებ ხარ ქაჯი და იქ რომ სურათს გადაიღებ, ნუ უქაჯესი,ლაგუნა ვერეს უკან "ცენტრ პოინტის" მიერაა აშენებული ის მახინჯი,საშინელი შენობები.ამაზე ვინმემ პასუხი მოსთხოვა "წვრილფეხა მესშჩან" რჩეულიშვილებს?

ავტორი: ვალოდია ჯინჭარაძე საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
09.02.2012 21:49
ობიექტური გარემოებებიც უნდა გაითვალისწინო... სანამ ვინმეს დაადანაშაულებდე-დახალდანგრეულ, ურაპატრიოტების (ზვიდარასტების) მიერ განადგურებულ, მერე მხედრიონ გადავლილ, არავის გან მხარდაჭერილ ქვეყანაში რა სასწაულებს მოელოდით ნეტა?
პროჭანტურისტები გამოგრჩათ ლიზიკო!!!))) მესმის, რომ დაჯაბული სიგუაცია იყო მაშინ...))))
რაც გადარჩა ედომ გაანადგურა და დაანგრია!!!)))) თითი თითზე არ დაკარებით!!!
ანუ ახლა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია,მკვდრეთით აღდგომის და სასწაულების იმედი გაგიჩნდათ ლიზიკო ლაზიკიდან???)))))
მკვდრეთით აღდგომის და სასწაულების იმედი რომ გაგიჩნდათ, ამიტომაც არის დამნაშავე თანამედროვე „გებელსი“-ვაჩეიშვილი ???))))უსამართლობის ზეიმი ყოფილა ლიზიკო ლაზიკაში((((((
თქვენისთანა ხალხთან „ტავარიშობას“ ტამბოვის მგლებთან ძმაკაცობა რატომ ჯობია ვითომ???))
აგენტი ვარ აგენტი რუსეთის)) არა ორმაგი აგენტი ვარ რუსეთის და ვანიჩკასი კიდევ))))


ავტორი: abcd
09.02.2012 18:00
ავტორი: ლიზიკო საიდან გვწერთ: ლაზიკიდან
09.02.2012 16:49
"მე გეტყვით:არ იქნებოდა მიშა-გააკეთებდა გრიშა, "
-------------------------
აჰა...ესეიგი სახელში ყოფილა საქმე? - ედუარდს გრიშა რომ არ ერქვა, იმიტომ არ აკეთებდააა ?

ავტორი: ლიზიკო საიდან გვწერთ: ლაზიკიდან
09.02.2012 16:49
"ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან"- შენ რომ საკითხს უდგები მასეთნაირად ედოც იტყოდა; არავინ ზრუნავდაო ჩემამდე და დაანგრევდა! მაგას მისი ცოდვებიც ეყოფა, მაგრამ ობიექტური გარემოებებიც უნდა გაითვალისწინო... სანამ ვინმეს დაადანაშაულებდე-დახალდანგრეულ, ურაპატრიოტების (ზვიდარასტების) მიერ განადგურებულ, მერე მხედრიონ გადავლილ, არავის გან მხარდაჭერილ ქვეყანაში რა სასწაულებს მოელოდით ნეტავი? კომუნისტებიც გვარწმუნებდნენ;ელექტრონათურა ილიჩის მოგონილიაო- მაშინდელ "კომსომოლებს" (რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ წიგნსა და ცოდნაზე)მართლაც სჯეროდათ-თქვენც გჯერავთ რომ ეს ნაცების დამსახურებაა და ახალი ილიჩისა, მე გეტყვით:არ იქნებოდა მიშა-გააკეთებდა გრიშა,ასეთია ცხოვრების კანონზომიერება... თქვენნაირ კომენტატორს, რომელსაც "ვალოდია" აურჩევია ნიკად და თანაც ტამბოვიდან -იმავე ქვეყნის ენაზე ვეტყვი- "Тамбовский волк тебе Таварищ!"-21-ე საუკუნის კომკავშირელებო....

ავტორი: abcd
09.02.2012 16:35
აბა, თქვი ახლა ვინ "აღიქვამს ერთ სიბრტყეში", შენ თუ ტამბოველი ?
შენ და მეც მხოლოდ გარედან ვუყურებთ, მისმა სიტყვებმა იქნებ მართლა დაგვაფიქროს ყველა ,რომ იქ ათასნაირი პრობლემა შეიძლება იყოს... შიგნით მცხოვრებთა ჭირვეულობის ჩათვლით !

ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
09.02.2012 16:25
2007 წლიდან იწყება გუდიაშვილის სკვერის ისტორია ნიჭიერო პროტესტანტებო?კულტურულ მემკვიდრეობას გამუდმებული ზრუნვა და გაფრთხილება უნდა ბაბა!!!მიმდინარე რემონტი, ყოველწლიური ანალიზი, დაკვირვება,აბა ხომ არაფერი უჭირს,აბა ნიავი ხომ არ უბერავს ზედმეტად,აბა სადმე კოროზია ხომ არ გაჩნდა,აბა ბათქაშმა ფერი ხომ არ იცვალა და ასე შემდეგ.!!!

ხიჭვით დაინფიცირებული ადამიანი ასი წელი რომ მიტოვო, სანამ განგრენა არ დაემართება და მოედება მთელს კიდურებს,მერე ატეხილ გნიასს არიქა არ მოაჭრათ კიდურები, ავთენტურობა და იდენტობა შეუნარჩუნეთო ბურჭულაძის ბლანჟეს ფასი აქვს!!!!

ავტორი: ანონიმი
09.02.2012 14:46
ვეთანხმები ავტორს - შენობებსაც უდგათ საკუთარი სული და რა სისასტიკეა, როცა ხელისუფლება მიტაცებული პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად ერთ განზომილებაში, ერთ სიბრტყეში აღიქვამენ სამყაროს, მოკლედ ეს შემთხვევითი ტიპები ცოცხალ ადამიანებს აცლიან პირიდან სულს. ორიგინალური ვერ ვიქნები და ფასეულობათა სისტემაში ადამიანი გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენაა. სამყაროს ცენტრში ხომ სწორედ ადამიანი დგას და ვწუხვარ, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მტკივნეულია. თუმცა, კომპლექსში, მიზანშეწოლილია ორივეს ერთად გავუფრთხილდეთ. გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ძვირფასი. ვიმოძრაოთ!

ავტორი: ანონიმი
09.02.2012 13:57
მაშინ, ეს პროტესტ-ორები, თავის "საქმით" იყვნენ დაკავებული და კარგადაც გამოსდიოდათ,სად ეცალათ აქეთ-იქეთ ყურებისათვის. )))

ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
09.02.2012 13:32
მერე ეგ გააპროტესტეთ ქალბატონო ნაირა!!!რატომ არ ანძრევდით ოცდაათი წლის მანძილზე თითს თქო!!! უნდა გეყვირათ!!! განგაში აგეტეხათ!!! ლოყა ჩამოგეხოკათ!!!როგორც ჭეშმარიტ მგლოვიარეს და მამულიშვილს შეეფერება!!!!აქამდე ვინც მიიყვანა იმის გასამართლება მოითხოვეთ!!!გამოაშკარავეთ კორუმპირებული ჩინოვნიკები!!!ვისაც ევალებოდა და არ გააკეთა ათწლეულების მანძილძე!!!რატომ ხართ გასუსულები???

ასე არ მომწონს ცოტა ზემოთ, ცოტა მარჯვნივ თანაც უფრო ღრმად მინდა ჩაშენებულიო მაგას "უნაირო" ქცევა ქვია ქალბატონო ნაირა!!! ახლა ვინც გაყვირის სპობენ კულტურის ძეგლებსო, მაგას კიდევ ანორგაზმია ეწოდება!!!

მე საერთოდ არაფერს არ გავაკეთებდი ქალბატონო ნაირა!!!არც კუტუნიო ტოტოს ჩამოვიყვანდი და არც ფაჩულია ზაზას მოვიწვევდი ნბა დან საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ!!!! ედო ბაბუ საერთოდ არაფერს არ აკეთებდა და პრობლემებიც არ ქონდა!!!

ვაცდიდი სანამ თავისით არ დაინგრეოდა დასანგრევი და ყველა კმაყოფილი დამრჩებოდა მაშინ!!!!

ავტორი: ნაირა საიდან გვწერთ: ძველი თბილისი
09.02.2012 10:27
ტამბოველ ვალოდიას.

ცნობისათვის: ამასთან დაკავშირებით ანუ დანგრევის პირას რომ არის შენობები მიყვანილი, არა ერთ სახელწიფო ორგანოში შედის სპეციალისტთა წერილები. მაგრამ იქ ოდნავადაც არ აღელვებთ ეს ამბავი. მეტიც, ფონდს, რომელიც 2007 წლიდან განაგებს გუდიაშვილის სკვერის ბედს, 5 წლის განმავლობაში თითიც არ გაუნძრევია შენობების გადასარჩენად. სწორედ მან მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, დღეს რაც დღეს გვაქვს. თქვენ რას იზამდით, ვალოდია, დაანგრევდით?

ავტორი: ვალოდია საიდან გვწერთ: ტამბოვიდან
09.02.2012 03:28
სიძველისგან რომ ინგრევა და ნადგურდება, რატომ არავინ აპროტესტებს ერთი გამაგებინეთ ვინმემ!!!....ადამიანს სანამ თავზე არ დაენგრევა ჭერი და არ გააბრტყელებს სომხური ლავაშივით ხმას რატომ არ იღებს არავინ?არც მერე იკლავთ თავს და მიყვებით საფლავში!!!

საკმარისია გაარემონტდეს აშენდეს და აკაკანდებით!!!,მაშინ მოგადგებათ კვერცხი!!!,სიღნაღიზაცია არა კომბოსტო!!!
არა ბიჭო სოდომ-გომორიზაცია ჯობია!!!

ავტორი: GERMANE
08.02.2012 17:59
ძალიან კარგი სტატიაა. თანაც ის ძალიან მომეწონა, რომ თბილისელთა პროტესტის არაპოლიტიკურობა ავტორმა კარგად დაინახა. თუმცა, არაპოლიტიკური (ანუ იგივე პოლიტიკური) საქართველოში მხოლოდ ერთ პირს - საააკაშვილს უკავშირდება. ჩვენთან სამწუხაროდ პოლიტიკური "მრავალფეროვნება" არის ორი ალტერნატივა : "მიშა მაგარია" და "მიშა გასაგდებია". სხვა პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის იმედისმომცემი დასაწყისი - მედიების კრიტიკა და ოპოზიციური ძალების თვითსტიგმატიზაციიის კრიტიკა თავად გადაიქცა ანტისააკაშვილისტების ერთობდ ყოველგვარი დამოუკიდებელი და სპეციფიური პოლიტიკური მუხტს გარეშე.
სწორედაც ესაა ქართული პოლიტიკური გარემოსა და სამოქალაქო სტრუქტურების უსუსურობის მიზეზი: ერთი პიროვნება მუხტავს ყველასა და ყველაფერს - დადებითადაც და უარყოფითად.
საპროტესტო აქციები ამ მოედანთან დაკავშირებით თითქოსდა ჰკვეთს ამ მაგიურ და ეშმაკისეულ წრეს, სცილდება ერთ პიროვნებაზე დამოკიდებულების რისხვას და თავისუფლდება ამ ერთის მიმართ ნებითი მონობისაგან.
ამ სტატიიის ავტორსაც უდიდეს დამსახურებად ვუთვლი ამ ტენდენციიის შემჩნევას და თავად ამ სტატიიის მიშას კლანჭებისაგან გათავისუფლების მცდელობას.
და მაინც, სამწუხაროა რომ მცდელობა ასე ნაკლებშედეგიანია:
მე პრობლემას ე.წ. შეთქმულების თეორიაში ვხედავ. ამ თეორიიის თანახმად საააკაშვილის ქმედებები გარკვეულ თანამიმდევრულ მიზნებს მიეწერება "ზემოდან". ზოგისთვის აშშ არის ეს ზემო, ზოგისთვის ჰაისტანიზმი ან სიონიზმი, ან სულაც რუსისტობა. მთავარი იდეა ამ მიზნისა კი არის ის, რომ საქართველო ამ "ზემოს" დაუკაბალოს, რომ "ახალი ადამიანი" ჩამოაყალიბოს. ზოგისთვის ეს "ახალი ადამიანი" ნაციონალისტ-ჰურა-პატრიოტია და ზოგისთვის კი საკუთარი ნაციის მოძულე და უღმერთო. ასე ფართოა სააკაშვილის მოქმედებათა სპექტრი, რომელსაც დღითიდღე ამდიდრებენ მისი მოძულენიც და მადიდებელნიც, ძალაუნებურად. მისი მოწინაააღმდეგენი კი იმას ვერ ააზრებენ, რომ ამ ძრახვითაც სააკაშვილს ადიდებენ უძლეველობამდე.
ის რაც სიღნაღში გაკეთდა არის არა რაღაც მისტიური გეგმის და გადაჯიშების მცდელობის ნაწილი, არამედ უგემოვნობო და კუდაბზიკა ტეტიას მცდელობა თავი მეფედ წარმოიჩინოს და თანაც ასეული მილიონები თავის კლანს ჩააჯიბვინოს - ვითომდა მართლაც 500 მილიონი დაეხარჯოს ამ კიტჩზე.
ასევეა ახლაც: ამ მოედნის გასხვისებაში მილიონები თუ გაკეთდა, მშენებლობაზე ასეული მილიონები დაიხარჯება, ვითომდაც და მერე მივიღებთ უგემოვნოს.
წიგნები აქ მიშას ქებაა.

ავტორი: ვე(ნაც)ვალე საიდან გვწერთ: ლაზიკადან
08.02.2012 08:24
ზუსტი შედარებაა-დროში და სივრცეში მოდერნიზებული ფაშიზმი გვაქვს( უზურპატორით, ერთპარტიულობით- "ნაცები,"ამერიკანიზმის,სინგაპურიზაციის სახით)-ართადერთი განსხვავებით-აქ მსხვერპლი საკუთარი ხალხია, საკუთარი ქვეყანა, კულტურა...ესაა და ეს!

ავტორი: ანონიმი
08.02.2012 00:07
ეს ბოლო დღეებია ვამჩნევ, რომ ნაცები რადიო თავისუფლებაზე ძალიან გააქტიურდნენ. ნეტა რა ხდება? :დ ნაცებო, ზემოდან წამოსული დირექტივებით აპირებთ ფონს გასვლას? მაგას ჩემო კარგებო, პროპაგანდა ჰქვიან და რადიო თავისუფლებაში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს უფრო მეტი ეთქმით და ტყვილად ირჯებით =)))))

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
07.02.2012 23:38
ნუთუ ასე რთულად გასაგებსა რას ამბობს ზაზა,ყველამ თავის საქმე აკეთოსო და ესაცაო: ჰქმნასო ამის მცოდნე მეცნიერმა და მცოდნემაო და არა ერთმა რეგვენმაო!წარსულიცა შეგვახსენა სთქვა დაგვიწვავს ამასაცო, არ მოსწონდა იმასაცო ჰქნა და ცეცხლი მოუკიდა ჰაინრიხ,ფროიდს,ბრეხტს და ცვიგსცო, მეხოტბენი მასაც ყავდა ტაშს უკრავდნენ ბრიყვნი დიდსო!

ავტორი: Дулин საიდან გვწერთ: სადღც ბომბეისა და ლონდონს შორი
07.02.2012 17:23
რა პრობლემაა - დაარწმუნეთ კერძო მესაკუთრეები, რომ უპირობოდ არ გაასხვისონ თაბიანთი სახლები.

ავტორი: ანონიმი
07.02.2012 16:59
კონკრეტულად გუდიაშვილზე შენობები ამორტიზებულია უკვე 25 წელიწადია - არ იცხოვრება და არ შეისვლება. ყველა არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. მანდ სომხური (ასეთუისე ქართული კულტ. მემკვიდრეობის ძეგლი) ეკლესია დაინგრა და მაშინ არავის ამოუღია ხმა. იაშვილის, კოჯრის, მაჩაბლის, ქიქოძის, ასათიანის, თუმანიანის ქუჩებზე სახლები ინგრევა, გაღმა მხარეზე რომ არაფერი თქვა. ერთხელ მაინც ამოიღოს ვინმემ ხმა სანამ რამე დაინგრევა ან დანგრევას დაუპირებენ. რუსთაველზე მხათვრების სახლის ადგილას დიდ ხანია უკვე მხოლოდ იდიდ ორმოა - როგორც კი რამის აშენებას დააპირებენ მაშინვე ატყდება პოლემიკა. ახლა რატომ არავის ახსოვს ეს თემა. შენობების ყვირილი არა ტოლმა. არც დებურგი მევასება და არც საერთოდ პროპაგანდა, მათ შორის აი ასეთი. თუ ძველი თბილისი მოგწონს, განაშენიანების ტენდენციების გაპროტესტება და საქმის გაკეთება გინდა იმას არ უნდა ელოდო როდის რა დაინგრევა. არიან იდეალისტები, რომლებიც მუდმივად ემსახურებიან ამ თავის იდეებს, მაგრამ ასე დროდადრო წამოყვირებით აშენებული სოფელი სად გინახავთ

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: ფარეხიდან
07.02.2012 15:59
მაგარი კაცია ეს ოხერი ბურჭულაძე,ძალიან საინტერესო თხრობის სტილი აქვს,მართლა საკუთარი ხელწერით.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tibilisi
07.02.2012 14:48
კარგი წერილია!

არსებობს ძველი თბილისის რეაბილიტაციის, მეცნიერულად გააზრებული, თანამედროვე მეთოდბის და უკვე გადარჩენილი ევროპული ქლაქების გამოცდილების გათვალისწიონებით შედგენილი კონცეფცია. ქალქის მტავრობამ არ მიიღო იგი იმ მოტივით, რომ "ოჰ ეს ჩვენთან არ გამოვაო..." და შეიმუშავეს "თავისი" უნიკალური მეთოდიკა. შექმნეს "ფონდი", რომელსაც ბიუჯეტიდან თანხებს ურიცხავრენ, რასაც უნდათ იმას შეაძენინებენ, ვისაც უნდათ იმას მიაყიდინებენ, როცა უნდათ დაანგრევენ და რა მასალითაც უნდათ იმ მასალაში ბუტაფორიას ააშენებინებენ. როცა ვინმე, საქმის მცოდნე გააპროტესტებს, პასუხი მზად აქვთ: "ზაკაზის დაითრევა უნდათო........".

არ მოხერხდება, ვერ გაასაღდება ფირმა "ბედეგის" ბლოკით სამდღეში აშენებულ და გარედან მიხატული"ხუხლები" იმ სახლებად, რომლებმაც 2-3 საუკუნეს გაუძლეს.

ჩანს, იმწუთშივე ეტყობა რომ ტუფტაა....

პრინცი იყო ჩამოსული ბრიტანეტის საელჩოს გახსაზე და წაიყვანეს, მეიდანი აჩვენეს..... იმწუთში იკიტხა: "აი იქ, რომ კეელი ჩანს იქნება ის მაიც შემორჩა ორიგინალიო?".

ხვდებიან, მცოდნეები იმწუთში ხვდებიამ და მიმგავნებულს ანსხავავებენ ორიგინალისაგან, ფასეულს იმიტაციისაგან.....

როგორი უნად იყოს?

კი ბატონო, წაბრძანდით და ნახეთ ბეთლემის უბნის რეაბილიტირებული ნაწილი და მიხვდებით თუ როგორი უნდა გაკეთდეს.

დიახ არსებობს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს "ნაღდი" გაკეთებული საქმე და აქ "ზაკაზზე ჩალიჩს" არ ქონია ადგილი.......

ავტორი: Christopher Wren საიდან გვწერთ: Tbilisi Georgia
07.02.2012 14:38
გუდიაშვილის მოედანი საგულისხმოა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი. განყენებულად თუ განვიხილავთ რაღაც შესაძლებელია გულდასაწყვეტი იყოს ან გახდეს, მაგრამ მთლიანად ქალაქის მასშტაბით თუ შევაფასებთ, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანია იმ ხალხის განწყობა ვინც უშუალოდ სარგებლობა ასეთი შენობებით, უბნებით, რაიონებით, შედარებით მათთან ვინც ასე ვთქვათ მოსარგებლეა ესტეტიკური ტკბობის თვალსაზრისით. პირადად მე ვფიქრობ (სუბიექტურად), რომ შენობას პირველ რიგში პრაქტიკული დატვირთვა უნდა ჰქონდეს (ასეთი მიზნით აშენდა თავის დროზე) და თუ ასლი იქნება იყოს ასლი ეს ხომ მხოლოდ ნივთია. თუ შეუსაბამოდ ძვირი ღირს შენარჩუნება... გადასახადის გადამხდელებს კითხეთ - რომელი ურჩევნიათ 1000000 გადახდა იმისთვის რომ გულიაშვილზე, ახოსპირელზე, თონეთზე ან თუმანიანზე ორიგინალები შევინარჩუნოთ; თუ ურჩევნია 500000 გადაიხადოს და მიიღოს ასლი. მითუმეტე შენობებისა და შენობათა ერთობლიობების, უბნების სიძველე მოიცავს ასევე პრობლემებს გზებისთვის, სანიაღვრე და წყალკანალიზაციის სისტემებისთვის, ელგაყვანილობისთვის, დასუფტავებისთვის და ასე შემდეგ. ბანალურია, მაგრამ არა მათთვის ვინც იქ ცხოვრობს. ეს დაახლოებით ისეთივე ძნელი გასაგებია როგორც სოველში ცხოვრება - თუშეთში 2 კვირით თუ ახვალ ძალიან ისიამოვნებ, მაგრამ საცხოვრებლად თუ დარჩები ძალიან გაგიჭირდება. ჰო, ”ობივატელია” არ უნდა წყვეტდეს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ბედს; მამაპაპური ხანჯალი ”კალბასის” დასაჭრელად არ გამოდგება, მაგრამ მაინც უნდა შეინახო; თუ წარსულის ნაშთებს არ გავუფრთხილდით ისტორიას დავკარგავთ და ასე შემდეგ კონკრეტულიდან ზოგადისკენ და უკუღმა... მაგრამ ასეთი შენობების შემხედვარეს სულ დავით კლდიაშვილი და შემოდგომის აზნაურები მახსენდება - სარესტავრაციოდ ფული არ გვაქვს (ნუ თუ ასეთი ფორმულირება გირჩევნიათ სახელმწიფოს არ აქვს), რეზერვაცია-კონსერვაცია როდემდე, - დაცხავებული ”სასახლიდან” კარგად გამართულ ქოხებში გადავიდეთ. კარგია გული რომ შეგტკივაც, მეც მიყვარს ძველი თბილისი თავისი კოლორიტით, მაგრამ ძველი თბილისი აღარ არსებობს და ნივთებს ასე ნუ ჩავებღაუჭებით

ავტორი: ანონიმი
07.02.2012 02:06
საჭიროა ტფილისის დოკუმენტური მაკეტის გაკეთება და სადმე გადამალვა ვანდალებმა რომ ვერ ნახონ და იყვირონ კუტუნიოებმა.მერე მოვა თაობა რომელიც ტფილისსაც და ამ კაი საქმის გამკეთებელსაც დააფასებს. თორე საბჭოთა საქართველოს ნაჩალნიკებმა მაგ საქართველოს დამსახურებულ და დაუმსახურებელ მხატვრებს მისცეს საქართველოს ისტორიის და კულტურის უნიკალური ძეგლი,თარხნიშვილების სასახლე ქართლის ახალქალაქში. იმათ კი ანჩისხატში სახელოსნოს მომწყობი დიდი მოქანდაკის თამადობით რა უქნეს იმ მარგალიტს მიბრძანდით და ნახეთ. საერთოდ საბჭოთა მოქანდაკეები ვერ ლავეს. მეორემ ზაკვოს მიერ მირთმეული ტანკით თბილისის ცენტრს უტირა ყოფა. ხოდა ასე შემდეგ. ამის ინერცია ძლიერია და კიდო ერთი-ორი თაობაც იჩენს თავს...

ავტორი: abcd
07.02.2012 00:40
იმიტაციაა აბა რა, ის სულ კარდონის სასტუმროებია ! ჰოსპიტალებიც და სკოლებიც ...კარდონიიია ! იმიტაციააა !

ავტორი: abcd
07.02.2012 00:32
ხო..ხო..აბა რა! - ეხლა ყველაფერი ცუდი ხდება. ადრე ყველაფერი კარგი იყო.
ხომ თქვა დღეს ხოფერიას გადაცემაში ხათუნა იოსელიანმა, ეს თბილისი, აჰ..არაა, ჩემი თბილისი აღარააო... ძველებურად გვინდა ყველაფერიო!))

მე გავიფიქრე, ფილმებში რომ ეროტიკულ სცენებში ითამაშე, რამდენმა თქვა მაშინ, რას აკეთებს ეს ქალი - ძველებურად გვინდა ქართული ფილმები, ეროტიკის გარეშეო. არადა ხათუნა იყო მგონი პირველი მერცხალი მაგ ამბავში.))))მე მეგონა სიახლეები უყვარდა. ასე ჩანდა !)))

ავტორი: მკითხველი საიდან გვწერთ: თბილისი
06.02.2012 23:15
განა, საქართველოც უკვე იაფფასიანი ასლი არ არის? განა, იმიტაცია არ არის ყველაფერი, რაცა დღეს საქართველოში ხდება? იმიტირებული და მოჩვენებითი მთავრობა, დემოკრატია, მშვიდობა, კეთილდღეობა...
ადამიანების მოსპობა კარგა ხანია დაწყებულია აქ.

P.S. კარგად წერაც შეგძლებია.

ავტორი: ekaterine საიდან გვწერთ: Tbilisidan
06.02.2012 22:09
შესანიშნავად დაწერილი სატკივარ-სათქმელი.

ავტორი: უცხო საიდან გვწერთ: შორიდან
06.02.2012 21:53
ანონიმს, რომელაც გონია, რომ აქციის მონაწილეები არ იძლევიან ძეგელების შეკეთების შესაძლებლობას:

როგორც ჩანს საქმის კურსში ნაკლებად ხართ ჩახედული. ეს შენობები თბილისის განვითარების ფონდის კურირებაშია 2007 წლიდან. იმედია იცით ახლა რომელი წელია. 5 წელი არავინ უშლიდათ მათ ხელს, რომ ან შენობები შეეკეთებინათ, ან კი ისინი ამ მდგომარეობდამდე არ მიეყვანათ.
ორ კვირაში ერთხელ სამი საათის მანძილზე ჩატარებული აქცია არც ახლა უშლის არავის ხელს, რომ გამაგრებითი სამუშაოები თუნდაც ამჟამად აწარმოონ.
იმედია იცით, რომ აქცია მოედანზე ტარდება და არა შენობებში, რომლებიც უკვე ხუთი წელია შემოსაზღვრულია.
ასე, რომ უაპელაციო ბრალდებებამდე საქმის ვითარებაში გაერკვიეთ ბატონებო.

ავტორი: ნასრედინი
06.02.2012 20:51
ძალიან კარგი წერილია, ჩასაფრებულიც კი რომ ვერაფერში შეედავება ავტორს.

ნამდვილად:
ძეგლებს სიცოცხლე, „ძეგლებს„ – დაბურგულები!..

ავტორი: ანონიმი
06.02.2012 20:24
ჩემი აზრით უტრირებულია!!!

ავტორი: ანონიმი
06.02.2012 19:14
შენობები ინგრევა და მის შეკეთების უფლებას არ იძლევით, გამოუსავალი მდგომარეობაა !
მე მგონი ვიცი გამოსავალი: ამ სტატიის ავტორისა და კიდევ სამი-ოთხი ყველაზე აქტიური პროტესტის გამომხატველისაგან შექმნან ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს ამ საკითხს - თვითონ მოიწვიონ ვინც უნდათ და იმას გააკეთებინონ... ფინანსებით მთავრობა დაეხმაროს.
მართალია საწინააღმდეგო შემთხვევაში მთავრობა ამას ინვესტორს გააკეთებინებდა, მაგრამ დაუშვან ერთი გამონაკლისი !
ვნახოთ თქვენი ( ანუ, იმათი ვისაც არაფერი მოსწონს!) გაკეთებული როგორი იქნება.

ყველაზე პოპულარული