პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 15:58

ბლოგები / გიორგი გვახარია

ლიდერი უნდა მოკვდეს!

x
„ჩვენ კარგად გვესმის განსხვავება ლიდერსა და მესიანიზმს შორის“ - თქვა დავით უსუფაშვილმა დავით პაიჭაძის გადაცემაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა და რომ რესპუბლიკურ პარტიას - როგორი პრეტენზიებიც უნდა ჰქონდეს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან საზოგადოების ნაწილს - მართლაც ყოველთვის ახასიათებდა ანტიმესიანიზმი. ბოლოს და ბოლოს, თუ არ ვცდები, პარტიის წესდებაში წერია, რომ რესპუბლიკელები საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეები არიან. სხვა საქმეა, რამდენად თავისუფალია მესიანიზმის ვნებისგან საქართველოს საზოგადოება - ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ ლიდერს მართლაც აღიქვამს მესიად (შეიძლება სხვა სიტყვას უწოდებს), სოციალურ ქსელებში წერს, თუ გინდა რომ ბერა შენს გვერდით იყოს, შეუერთდი ამ ჯგუფსო. ანდა ის ხალხი, ვინც ქორწილებში, ქელეხებზე, დაბადების დღეებზე, ქართული ეკლესიის ლიდერის სადღეგრძელოს სვამს, როგორც მხსნელისა... თუ გნებავთ, მესიის.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დავით უსუფაშვილს ესმის განსხვავება ლიდერსა და მესიას შორის. მაგრამ, ალბათ, ისიც გააზრებული აქვს, რომ ეს განსხვავება ნიუანსებზეა აგებული. და თუ ნიუანსი ვერ შეიგრძენი, ნაცმოძრაობის აქტივისტი პედაგოგისა არ იყოს, იტყვი, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (როგორც სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმში); ანუ ლიდერს თავად გადააქცევ მესიად.

აქვს თუ არა ამ ნიუანსების შეგრძნება საზოგადოებას? აი, ესაა პრობლემა.

შექსპირი, მაგალითად, თვლიდა, რომ არა აქვს!
ბერლინალე 2012-ის ოფიციალური პლაკატიბერლინალე 2012-ის ოფიციალური პლაკატი
x
ბერლინალე 2012-ის ოფიციალური პლაკატი
ბერლინალე 2012-ის ოფიციალური პლაკატი

ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებული, ძმები ტავიანების ფილმი „კეისარი უნდა მოკვდეს“ რომ არა, ალბათ უკვე არასდროს წავიკითხავდი შექსპირის ტრაგედია „იულიუს კეისარს“. ტავიანების ფილმზე რეცენზიის დაწერა მომინდა და ეს, მართლაც რომ, ძალიან უცნაური წიგნი გადმოვიღე თაროდან. ითვლება, რომ ტრაგედიის მთავარი გმირი არა იულიუს კეისარი, არამედ ბრუტუსია - ის, ვინც მართლაც დემოკრატიისთვის (და არა ძალაუფლებისთვის) იბრძვის.

ბრუტუსი ამბობს, რომ კლავს არა კეისარს, არამედ „კეისრის სულს“, ე.ი. „კეისარიზმს“, მაგრამ კეისრის სული გამოეცხადება და ამარცხებს მას. ასე იქცევა ბრუტუსი - ტრაგიკული გმირი - კაცად, რომელიც იძულებული შეიქნა, დანაშაულში მიეღო მონაწილეობა.

მაგრამ იქნებ ტრაგედიის მთავარი გმირი არა ბრუტუსი, არამედ ხალხია? ანდა... ვიყოთ პოლიტკორექტულები და ვუწოდოთ ხალხს „ბრბო“. რატომ არაა მთავარი გმირი ბრბო? ბრბო, რომელიც კლავს, ბრბო, რომელიც აცოცხლებს. ბრბო, რომელსაც სახე არა აქვს... ტრაგედიის მეორე მოქმედება უკვე ჩვენი ცხოვრების პაროდიად აღიქმება: ბრუტუსი კეისრის გარდაცვალების ამბავს აცხადებს. ხალხი მოუწოდებს მას, გახდეს რომის ლიდერი, მაგრამ მერე ტრიბუნაზე ადის მარკუს ანტონიუსი; ბრბო ახლა მისი გამოსვლითაა მოხიბლული და მას ასახელებს ლიდერად.

კეისარი რომაელებს მანამდე უნდოდათ, სანამ ის მათ სანახაობებს უდგამდა. თეატრს უდგამდა. შექსპირი დარწმუნებულია, რომ ბრბო იმასთან იქნება, ვინც უკეთეს „თეატრს“ შესთავაზებს: დღეს კეისარი, ხვალ ბრუტუსი, ზეგ - მარკუსი... კარგ „თეატრს“ კი ორი რამ სჭირდება: ან ბევრი ფული, ანდა ირაციონალურ-სიმბოლური „ატრაქციონები“ (როგორც ამას ეკლესია აკეთებდა და აკეთებს ხოლმე). ორივე ერთად თუა, ეს ხომ, საერთოდ, საუკეთესო თეატრია!

ბრბოს მანიპულაციის გამო  ახალი ლიდერი იმის გამართლებას იწყებს, რასაც  უწინ თავად ებრძოდა. ისტორიაში ლიდერი იშვიათად, ძალიან იშვიათად არ ავადდება ლიდერის დაავადებით. ლიდერის სურვილი, გადაიქცეს მესიად, ასევე ნაცნობი გრძნობაა, ისტორიის კანონზომიერებაა; თუ გნებავთ, ისტორიის „ავადმყოფობა“. „ლიდერიზმიდან“ ხომ მხოლოდ ერთი ნაბიჯია „მესიანიზმამდე“...

სადღაც წავიკითხე: შექსპირის ოცნება იყო საზოგადოების პოლიტიკური ხედვის რეფორმირებაო. ანუ, იგი ოცნებობდა პოლიტიკურ წყობაზე, სადაც ლიდერები ცალ-ცალკე კი არ გამოვიდოდნენ სიტყვით (როგორც დღევანდელ საქართველოშია), არამედ დისკუსიას, დიალოგს გამართავდნენ და ამ „თეატრში“ ხალხი თავად აირჩევდა თავის ლიდერს. ესაა დემოკრატია, რომელზეც მე-16 საუკუნის ინგლისში, შექსპირის გარდა, სხვებიც ოცნებობდნენ. მოგვიანებით მარქსი აღორძინების ეპოქის „დემოკრატიაზე“ იტყვის, ბურჟუაზიამ დაანგრია პატრიარქალური ურთიერთობები, გაწყვიტა ფეოდალური ძაფები, ადამიანს თავის „პატრონთან“ რომ აკავშირებდა, მაგრამ ადამიანებს შორის დატოვა ერთი კავშირი - ღია ინტერესიო; ექსპლუატაცია (ფარული რელიგიური და პოლიტიკური ინტერესებით), შეცვალა ღია და ხისტი ექსპლუატაციითო.

ხალხი (თუ გნებავთ, უწოდეთ მას „ბრბო“) ზუსტად ისე მანიპულირებს ლიდერებით, როგორც ლიდერები და პოლიტიკური ელიტა ეწევა ხალხის მანიპულაციას... უფრო სწორად, ექსპლუატაციას. საზოგადოების პოლიტიკური ხედვის რეფორმირება კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ადამიანი თავისუფლების გემოს იგრძნობს, მიხვდება, რა კარგია ლიდერებისა და მესიების გარეშე ცხოვრება; მიხვდება, რომ თავადაც ბევრი რამ შეუძლია.
ვიტორიო და პაოლო ტავიანები - ბერნილალე 2012-ის გამარჯვებულებივიტორიო და პაოლო ტავიანები - ბერნილალე 2012-ის გამარჯვებულები
x
ვიტორიო და პაოლო ტავიანები - ბერნილალე 2012-ის გამარჯვებულები
ვიტორიო და პაოლო ტავიანები - ბერნილალე 2012-ის გამარჯვებულები

ამ მხრივ, ძმები ტავიანების ფილმი „კეისარი უნდა მოკვდეს“ თავისებური პოლემიკაცაა შექსპირთან. იტალიური კინოს კლასიკოსებმა, 81 და 83 წლის რეჟისორებმა, გადაიღეს სპექტაკლი „იულიუს კეისარი“, რომელსაც პატიმრები თამაშობენ სამხრეთ იტალიის ერთ ციხეში... ანუ შექსპირს თამაშობენ „ბნელები“: კრიმინალები, მაფიასთან კავშირში მხილებულები, მეტიც - მკვლელობისთვის გასამართლებულები! თამაშობენ გენიალურად! შეიძლება უკეთ, ვიდრე პროფესიონალი მსახიობები. ყოველი მათგანი პირველად გრძნობს თავისუფლების სიტკბოს სცენაზე; ეს თავისუფლება დროებითია - პრემიერის შემდეგ ისინი საკნებს უბრუნდებიან - მაგრამ უბრუნდებიან სრულიად სხვა ადამიანები. ისინი, ვინც „მოკლა კეისარი“, „მოკლა ლიდერი“, კერპი, და იგრძნო, რომ ძალიან ბევრი რამ შეუძლია.

ძმები ტავიანები კი უბრუნდებიან ნეორეალისტების იდეას, თუ გნებავთ ილუზიას: ხალხი მანამდე იქნება „ბნელი“, სანამ ამას მმართველი ელიტები მოისურვებენ. სანამ ადამიანს არ ექნება საშუალება, ასწავლოს თავის შვილებს... ასწავლოს, გამოკვებოს, წამალი მისცეს. ხალხი „საეკლესიო თეატრს“ მიაკითხავს, რადგან მხოლოდ აქ მიეცემა კომუნიკაციის, კონტაქტის, აზრის გამოთქმის საშუალება... სხვაგან მას კარს ჩაუკეტავენ, როგორც „ბნელს“, კრიმინალს, მაფიასთან კავშირში შემჩნეულს. ასეთი ხალხი, რომელსაც არავინ აგრძნობინა თავისუფლების გემო, არავინ უთხრა, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა, აუცილებლად აირჩევს ლიდერს, რომელსაც ცოტა ხანში „მესიად“ აქცევს.

და თუ ეს მოხდა დღევანდელ საქართველოში, პასუხი პირველ რიგში ხელისუფლებას მოეთხოვება. ხელისუფლება, ცხადია, ვერ ითამაშებდა „მასწავლებლის“ როლს. ისიც საეჭვოა, რომ გულწრფელი მონდომების შემთხვევაში, საბჭოური განათლების სისტემის ჯერ კიდევ სიმძლავრის ფონზე, მიეგნო ბევრი „თავისუფლების მასწავლებლისთვის“... მაგრამ ის კი ნამდვილად შეეძლო, რომ საეჭვო მომღერლების ჩამოყვანაზე, პროპაგანდისტულ-პატრიოტულ ღონისძიებებზე ფულის დახარჯვის ნაცვლად, ჭკვიანი ხალხი მოეწვია ქვეყანაში, პროფესიონალები ყველა სფეროში და, რაც მთავარია, ის ხალხი, ვისაც უყვარს თავისუფლება და ვინც, შექსპირისა არ იყოს, საზოგადოების პოლიტიკური ხედვის რეფორმირებას შეძლებდა.

ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. როგორც ჩანს, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ არ ენდო ხალხს,  მაღალი წარმოდგენის არ იყო ხალხზე და მის შესაძლებლობებზე (განსხვავებით პაოლო და ვიტორიო ტავიანებისგან). ამიტომ ახლა იძულებულია, ახალი მესიის აღორძინების ტენდენციას საკუთარი მესიის შექმნის პროცესი დაუპირისპიროს. საქართველოს პრეზიდენტი აშენებს ახალ ქალაქებს, ხსნის ახალ საავადმყოფოებს, უშიშარია და ჩადის ავღანეთში! მოძრაობს! უკეთესია, ვიდრე ახალი ლიდერი, რომელიც ვიღაცებისთვის მართლაც იქცა მესიად. ამ ყველაფრის მუდმივი და „სრულმეტრაჟიანი“ ჩვენება ჯერჯერობით კარიკატურას უფრო ჰგავს - მესიის კარიკატურას! იმისათვის, რომ ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება ხვალ, ისტორიის კანონზომიერებები უნდა გავიაზროთ; უსამართლო და „ავადმყოფი“ ისტორიისა, რომელსაც ადამიანი, როგორც წესი, დიდად არ ანაღვლებს.... ბოლოს და ბოლოს, შექსპირი გადავიკითხოთ, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ცხოვრება თეატრია.

Tags: ლიდერი,მესია,საზოგადოება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 6
ავტორი: დიტო
21.03.2012 16:36
ბატონო გოგი სად შეიძლება წავიკითხო რეცენზია ტავიანების ფილმზე? ან საერთოდ წლევანდელ ბერლინალეზე (თუ ასეთი არსებობს)?

ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ: მოკლე ჩართვიდან
21.03.2012 04:10
გ.გ. -ს. ბატონო გიორგი, თქვენ როდის განთავისუფლდებით ეკლესიისადმი "კბილის გაკვრის" შემოტევებისგან?.....თუ გნებავთ ვნებისგან.
რა უბედურებაა ყველგან ერთი და იგივე ფრაზების ჩაკვეხება. გავიგეთ ბატონო რომ თქვენც იმ მასის ნაწილი ხართ, ვისთვისაც მოდური და რეიტინგულია რელიგიური თემებზე ქილიკი. ნუღარ გამეორდებით და ნუ მოექცევით მოდურ/ბანალურ ჩარჩოებში.

ავტორი: მგოსანი საიდან გვწერთ: დაუნინგ სთრითიდან
21.03.2012 02:40
გავაჯულბარსეთ ბასია
ბანგი შევასვით თასია.
სულ თევზებივით დაგაწყოთ
ხომ ჩაგიტარათ კლასია?
ახლა კი რიგში ჩადექით
ნალზე დაადეთ ზასია!!!

ავტორი: ნასრედინი
20.03.2012 16:23
ავტორი: მგოსანი საიდან გვწერთ: დაუნინგ სთრითიდან
20.03.2012 14:02

დილით პოემა დავწერე
ფუნჯით დავხატე გმირები
და თუ არ გამომიქვეყნებთ
ნამდვილად გადავირევი!!!

ნასრედინობა დარდია
ნარ- ეკალი და ბარდია,
ვეღარ აღმოვჩნდი მარდია,
დავკარგე რაც მაბადია
მომგლიჯეს გულზე ვარდია!

მიშამ წამართვა ნათია!
გულში ხანძარი ანთია!

შემძულდა მე ეგ კაცი და,
უნდა მოვუწყო აქცია,
დავიცვა დისერტაცია,
გამოვიყვანო ქუჩაში
ყველა ერი და ნაცია!!!
--------------------------------------------------------------------
ვაი, მგოსანო, გეშლება,
ფუჭად თმები და ნერვები...
ფუნჯი კალამში გერევა,
მიშიკო ჩე გევარაში.

თვალი დაუდგეს იმ ჩესა,
მაგონებ უფრო ვარდენსა,
შენსავით ისიც იძახდა,
„გადავირევი ნამდვილად!„
იმას ბიჭიკომ უშველა,
შენ კი რა გითხრა, მძიმედ ხარ.

ამაში კი მართალი ხარ,
ნასრედინობა დარდია,
ამ თქვენი „ვარდით,, „ტკბილებო„,
ჯონ ბასიც გააჯულბარსეთ.

დიდი ხანია, ნათია,
აქედან გაქცეულია,
ჩამოსვლას თუკი უხსენებთ,
ტანში სულ ცხელად აციებს.

ქვეყანა დუქნად აქციეთ,
და კიდევ – თავლად ავგიას,
ოსანას უმღერთ ავზნიანს,
გულში ხანძარი ანთია.

შეგყვარებიათ ეგ კაცი,
დუჟმორეული, გიჟია...
დაბეცებულხართ, იძახით,
„ეგ თხა, სწორედ რომ ვაცია!„

ავტორი: NATIA
20.03.2012 15:53
ავტორი: მგოსანი საიდან გვწერთ: დაუნინგ სთრითიდან
20.03.2012 14:02
-------------------------
ასეთი კომენტარების შემდეგ, კიდევ მე მწერთ :
- " მეტი საქმე არა გაქვსოო..."?
- "უკვე სასაცილოც აღარ არისოოო..." ?

სხვათაშორის, ჩემი კომენტარები ყოველთვის პოლიტიკას და მხოლოდ პოლიტიკას ეხება !

გაითვალისწინეთ ! ! !

ავტორი: მგოსანი საიდან გვწერთ: დაუნინგ სთრითიდან
20.03.2012 14:02
დილით პოემა დავწერე
ფუნჯით დავხატე გმირები
და თუ არ გამომიქვეყნებთ
ნამდვილად გადავირევი!!!

ნასრედინობა დარდია
ნარ- ეკალი და ბარდია,
ვეღარ აღმოვჩნდი მარდია,
დავკარგე რაც მაბადია
მომგლიჯეს გულზე ვარდია!

მიშამ წამართვა ნათია!
გულში ხანძარი ანთია!

შემძულდა მე ეგ კაცი და,
უნდა მოვუწყო აქცია,
დავიცვა დისერტაცია,
გამოვიყვანო ქუჩაში
ყველა ერი და ნაცია!!!

ავტორი: NATIA
20.03.2012 01:00
ნასრედინ, ეხლა წავიკითხე წინა ლექსი-კომენტარები.
შენი, მე მგონი ჩემკენაა მომართული, გაგულისებული ჩანხარ და თან ძალიან არ მომწონს რაც შიგ წერია.

შეიძლება, გგონია რომ საპასუხო, ანუ "ანონიმის" კომენტარი მე დავწერე ?!
არა, ჩემი არ არის ის საპასუხო ლექსი - კომენტარი, ნასრედინ. ასე, რომ ნუ მიბრაზდები.))

ავტორი: abcd..
19.03.2012 13:37
რატომ არ მოგეწონათ, ნათიას ( ანუ, ჩემი!) კომენტარი ? ))

მე მგონი ძალიან აქტუალურია.

ნათია ფიქრობს, რომ იმ მკუხე პა(ო)მიდორის უფლება უფრო დაარღვია პრეზიდენტმა, ვიდრე ის ადამიანის უფლებებს არღვევს.
მე ვეთანხმები ნათიას, ანუ მეს ! ))

საქართველოში პრეზიდენტი და მთავრობა ა რ _ა რ ღ ვ ე ვ ს ადამიანის უფლებებს. ცალკეული მოხელის შეცდომა ან დანაშაული, ვერ ჩაითვლება ( იმიტომ, რომ ის არ რჩება რეაგირების გარეშე! )პრეზიდენტის მიერ ვიღაცის უფლების შელახვად.
პრეზიდენტს, პ ი რ ა დ ა დ აქვს სასტიკი ბრძოლა გამოცხადებული ასეთი დარღვევების მიმართ.

მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე... ისინი გამუდმებით არღვევენ ადამიანების უფლებებს, მათზე არასწორი ინფორმაციის, ტყუილის და ჭორების ( არ თქვათ, არაო !!! ) თავზე მოხვევით. ისინი გამუდმებით ცდილობენ ადამიანებს დააჯერონ ს ი ც რ უ ე !
ეს კი ადამიანის უფლების შელახვაა, მის მიერ სწორი ინფორმაციის მიღებისა !

ასე რომ, ჭეშმარიტად საწყალი პამიდორი.... და ჭეშმარიტად საწყალი, "მაესტროს" მაყურებელი!

ავტორი: NATIA
18.03.2012 21:26
რა ვიცი... მე მომწონს !))

ავტორი: ანონიმი
18.03.2012 18:44
ნეტავი შენ, ნათია, რომ მეტი საქმე არ გაქვს!!!

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
18.03.2012 15:22
ნათია, უკვე სასაცილოც აღარ არის შენი უტრირება.

ავტორი: NATIA
18.03.2012 03:24
მიშამ სათბურში საწყალ პამიდორს დამწიფება არ დააცალა და მოწყვიტა !
ამას მაინც ვერ უარყოფს - ამჯერად, ჩვენი თვალით დავინახეთ.

არ არის ეს პომიდორის უფლებების დარღვევა ?

ჩვენი უსამართლო სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს... სტრასბურგში ვუჩივლოთ !

ავტორი: abcd
16.03.2012 22:27
შეწუხებულო, მესიობა რა შუაშია...
ხომ გაგიგია: კეისარს, კეისრისო !)

ავტორი: ანონიმი
16.03.2012 17:31
ავტორი: შეწუხებული საიდან გვწერთ: თბილისი
15.03.2012 13:03
ქართველებს გვიყვარს თავის ქება, მაგრამ ჯერ ჩვენი
საზოგადოების დადი ნაწილი, პოლიტიკურად რომ მოუმწიფებელია ესეც ჯეშმარიტებაა...
--------------------------------------------------------
ნუ ტვინიკოსობ ერთი!!! შენ თუ ხარ მომწიფებული და ტუ ხარ,როგორ მომწიფდი ის მოგვიყევი!!!

ავტორი: შეწუხებული საიდან გვწერთ: თბილისი
15.03.2012 13:03
ჭეშმარიტებაა - ისტორიაში ლიდერი, ძალიან იშვიათად არ ავადდება ლიდერის დაავადებით და უმეტესობას სურვილი აქვს, გადაიქცეს მესიად, მაგრამ 21 საუკუნეში განვითარებულ ერებში ეს ასე არ არის. და თუ ეს ხდება დღევანდელ საქართველოში, ეს რასაკვირველია ხელისუფლების ბრალია, მაგრამ სამწუხაროდ ქართული საზოგადოების ბრალიც განუსაღვრელად დიდია...
ქართველებს გვიყვარს თავის ქება, მაგრამ ჯერ ჩვენი საზოგადოების დადი ნაწილი, პოლიტიკურად რომ მოუმწიფებელია ესეც ჯეშმარიტებაა...

ავტორი: გურო საიდან გვწერთ: აქედან
15.03.2012 11:25
hail to the chief

ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი
13.03.2012 22:27
მისტერ მოდერატორო, ვწაგ ასე იშიფრება.
ვისაც წერა აუკრძალა გვახარიამ ანუ ანონიმი 1
აქ რაც არ მოსწონთ ან პასუხი არა აქვთ, იმას ვეტოს ადებენ მე მგონი. ამიტომ ავიღე ახალი ფსევდონიმი . თანაც ვცადე გვახარიასნაირებ დაყრუებულებს გაეგოთ რომ მათაც დავიცავ როგორც შემიძლია, თუ უსამართლოდ ან უარესი შტერულად ერჩიან. არ გამოდის ეს საქმე . ამის დასტურსაც გავიგებ ხვალ რომ ვნახავ დაბლოკილს ჩემს კომენტარს.
თუ ასეთი წინუკან განვითარებულია ნუ დამბლოკავს გოგიკო და მეკამათონ ვისაც ტ----კი აქვს, პატიოსანი რა თქმა უნდა.

ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი
13.03.2012 17:11

NATIA-ELENE
ლადარია ყოველთვის მართალს წერსო? არაფერი ეშლება. არც კუჭი? რაც მე მაგის გინება მომისმენია ძაააან მიკვირს.
ნათუკა ეგებ ინებოთ და წაიკითხოთ ,ვწაგ 0503 2012 10.22 და მერე იქნებ აზრი შეიცვალოთ .

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
13.03.2012 16:30
ა ნ ო ნ ი მ ს
გაიხარე ჩემო კარგო კაცო. არ ვიცი, ავტორი ანონიმი, ამ სახელით გამოქვეყნებული კომენტარების ავტორი ერთი კაცია თუ არა, მაგრამ ბევრი მომეწონა. არ ვიცი დამბლოკავს ეხლა თუ არა გვახარია , მაგრამ თუ მომაწვდენინეს შენთვის ხმა , გოგის ვპირდები ლადარიას სულ, მაცა მაცას ვაძახებ.

ავტორი: ანონიმი
10.03.2012 23:38
ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
26.02.2012 22:27

ნუ დააფარებთ ხელს უადგილოდ
------------------------
მგონი შენ მართალი ხარ მეგობარო. გავითვალისწინებ.

ავტორი: abcd
10.03.2012 19:38
არც ლიდერი და არც "ლადარი"! ))
აი, იმას - ნამდვილ ლიდერს, ვერაფრით შეველევით დააა... ნახ-ნახევრებს - შეიძლება !

ავტორი: podjigateli საიდან გვწერთ: saxandzrodan
10.03.2012 03:22
ვინ უნდა მოკვდეს ბოლო-ბოლო ვეღარ გავიგე?! ლიდერი თუ ლადარი? :-))))

ავტორი: me საიდან გვწერთ: medan
09.03.2012 22:04
”იდეალიზმის კრიზისი” o_O ლადარიას ეტყობა თვითონ აქვს კრიზისი და გადაავიწყდა რომ ”არ ემუქრება კრიზისი სოფელს რომელშიც კრისი ზის"

ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი
09.03.2012 19:02
ა ნ ო ნ ი მ ს .აქ ვერ გამოჩნდება ლადარია ვიცი, ეგ 24 საათშია მაგარი. მე დავწერე რომ აქ ძრომიალში შევამჩნიეთქო. გოგის ბლოგი წაუკითხია და თავისი ჭკუით აკრიტიკებს . მე ვფიქრობ რომ აქედან სჯობს პასუხის გაცემა. ჯერ ეს ერთი, იქ თითქმის არავინ ეხმიანება და მეორეცმ აქ უკეთესი პუბლიკაა.



ავტორი: ნასრედინი
08.03.2012 19:35
მიხეილ სააკაშვილმა მეტროთი იმგზავრა და გზაში შემხვედრ ქალბატონებს ვარდები აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მეტროთი იმგზავრა და უდანაშაულო მგზავრთა წინაშე აღთქმა დადო, რომ ზოგიერთი ევროპელი ხულისუფალის მსგავსად, უარს ამბობს უზარმაზარ ესკორტებზე, ქუჩებისა და მოძრაობის გადაკეტვაზე და აწი იმგზავრებს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გზაში შემხვედრ ქალბატონებს ჩამოსაზოგადოებრივმა სააკაშვილმა ვარდები მიყიდა იაფად.

პრეზიდენტის ფეისბუკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მანამდე სააკაშვილი ვარკეთილში ცერცვაძეების ოჯახში იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციით სააკაშვილი ყოველდღე ისაუზმებს, ისადილებს და ივახშმებს გაჭირვებულ ოჯახებში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუკ-ის მეშვეობით, ქართველ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა და აღნიშნა, რომ "როგორც პრეზიდენტი, საქართველოს ტერიტორიაზე წელიწადის 365 დღეს ქალთა დღესასწაულად აცხადებს. აგრეთვე აცხადებს, რომ მათი ხელფასები 7–5 ლარით გაიზრდება, პენსიები – 5–7 ლარით, დღის ხანგრძლივობა – 30–40 წუთით, ყველა უმუშევარ ქართველ ქალბატონს დაასაქმებს ევროპა–ამერიკაში".

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
08.03.2012 17:22
ვიფიქრე აღარ დავწერ-თქო, მქგრამ ძალიან მაგარი ამბავი გამახსენდა. ჩემი მეგობარი - მ. ქართულში ემზადებოდა ერთ ყველასათვის კარგად ნაცნობ ადამიანთან. ჰოდა, როდესაც ა.წერეთლის გამზრდელს გადიოდნენ, ამ ცნობილმა ადამიანმა ნაზიბროლას ტირილის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ მას უკვე ორი მამაკაცი ჰყავდა შეცნობილი და არჩევანის გაკეთება უჭირდა(გთხოვთ მე არ მეკამათოთ ამ თემაზე, ეს ჩემი აზრი არ არის). ამ ჩვენმა მ.-მ იმით დაპროგრამებულმა, რომ მასწავლებელი ყოველთვის მართალია, ადგა და საკონტროლოში გააშანშალა ეს ვერსია. წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა მ. -ს ქართულის მასწავლებელს, როდესაც აღმოაჩენდა, რომ მისი გამოზრდილი მოსწავლის აზრით ნაზიბროლა ჩვეულებრივი ბოზია. საწყალმა ამოხია საკონტროლოს რვეულიდან ფურცელი, ეჭვი მაქვს ის ფურცელი დაწვა და ფერფლი შეჭამა და მ.-ს უბრძანა ეს ვერსია არავისთვის , არასოდეს ეთქვა. აზრადაც არ მოსვლია აეხსნა თუ რატომ არ იყო ეს ასე. (ნასრედინი თუ ირონიულად იღიმის, მინდა ვუთხრა, რომ მე მას პატიოსნად ვეკამათე. მე მისმა დემაგოგიამ გამაღიზიანა და არა მისმა ვერსიამ. ) რისთვის მოვყევი ეს ყველაფერი, სანამ ბავშვობიდან არ მივეჩვევით მსჯელობას, კამათს თუნდაც ყველაზე ხელშეუხებელ თემებზე, სანამ ბავშვები არ ისწავლიან აზროვნებას , არ გაუჩნდებათ კითხვები და ამ კითხვებზე არ მიიღებენ დასაბუთებულ, ლოგიკურ პასუხებს, მანამ გვექნება ალბად იმის სურვილი, რომ ვიღაც შეუცდომელმა ბელადმა გადაწყვიტოს ჩვენს მაგივრად ყველა საკითხი, ჩვენი ჩარევის და დისკუსიის გარეშე. ეს სადღაც ძალიან კომფორტულიცაა. მაგალითად, ჩემი მესამეკლასელი შვილი გაოგნებული უსმენდა ტელევიზორში რუსი რეჟისორის ქებას, მისთვის რუსი არ შეიძლება კარგი იყოს, თუნდაც რეჟისორი. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ტელევიზორის და სკოლის ბრალია, ალბად ცვენ, მშობლებიც ვცოდავთ. ბავშვებს ვაწვდით მხოლოდ გმირს და ანტიგმირს, თეთრს და შავს, ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა, ხოლო ვინც ჩვენიანია , ის აუცილებლად იდეალურია. აქედან ბელადომანიამდე ერთი ნაბიჯია. რა ვქნათ? სად არის გამოსავალი?

ავტორი: ნასრედინი
08.03.2012 16:45
ავტორი: „მგოსანი„ საიდან გვწერთ: დაუნთ პალატიდან
08.03.2012 14:38

შორით მოვსულვარ „მგოსანი„,
სულელს რომ ვუმღერ ოსანებს,–
მიშაზე ვამბობ, თქმა უნდა?!
დღედაღამ მასზე ვაბოდებ!
დამვიწყებია ოჯახი, ქმარი,
სამშობლო, შვილები!..
ჩემთვის მიშაა ყოველი,
ერთიც, მეორეც, მესამეც!
„ღმერთო, მიშიკო მიკურთხე!„–
დღეც, ღამეც, ამას ვდუდუნებ!..
როგორც კი სადმე დვალანდავ,
თავში მძაფრ მირტყამს მაშინვე,
ფაღარათობა მეწყება, სიტყვის,
აზრის და გაგების!..
ფორმას და რითმას ვერ ვამჩნევ,
თვალში მიდგება ჩირქები,
ვერასაც თუკი შეეხნენ,
მეწყება კუჭში კრუნჩხვები!..
სულ დამავიწკდა კართული,
„ლამაზმანი„ და „ბერი„–ო,
„ლამაზმანს„ კიდევ ვიხსენებ,
„კრასავიცაა„, მგონიო,
მაგრამ, ეს „ბერი„ რას ნიშნავს?!
გადამერია ბერაში
/ოი, ბიძინას რა ვუთხართ,
როგორ აგვიჭრა კარტები,
ისევ დაიწყო მიშიკომ,
ჭამა „ბაბოჩკის„, გალსტუკის,
სხვა გზა არაა, სასწრაფოდ,
ფსიხბალნიცაში, ვენაში!/!..
ეს „მოახელებს„, ვიხსენებ,
დაჭერას ნიშნავს, შეპყრობას,
რა ვქნა, გამიგე, ნასრედინ,
შეპყრობილი ვარ მიშათი!
ღმერთმა ეს ბედი მარგუნა...
ხომ არ შევცვალო გრიშათი?!.
კორიანტელი ავტეხე...
ამასაც ვუძღვნი მიშიკოს!..
„ზეციდან„ მოვლენილია,
მამღერებს დელი–დელიას!..
/ის ხომ არის და თავადაც,
არანაკლები „ბრედი„ ვარ!../

ავტორი: მგოსანი საიდან გვწერთ: დაუნინგ სთრითიდან
08.03.2012 14:38
ნასრედინი ვარ ლექსებს ვწერ,
სულელს, კ–ვერსა და ბნელასა,
რომ დაიწყებენ სიტყვები ფაღარათივით დენასა
ფორმა და რითმა მკიდია! ვიძახი დელი დელასა!
ვერ მოახელებს რას ნიშნავს?,
ან ლამაზმანი, ბერასა,
თუ ვინმემ რამე გაიგოთ
გააგებინეთ ყველასა !!!
შემდეგ კვლავ კორიანტელი
სიტყვა, ვერ თქმული, ვერ ვისგან,
ამ ლექსს სხვა როგორ იტყოდა?
მოვლენილი ვარ ზეცისგან!!!

ავტორი: ნასრედინი
08.03.2012 02:37

ავტორი: NATIA
07.03.2012 15:41

დააკელით რამე ვერას, თქვენი ჭორებით ? - ვეეერაა !)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ვერ დაიჭირავს, ვერა და,
სულელს, კ–ვერსა და ბნელასა,
ვერ მოახელებს ვერ სადა,
ვით ლამაზმანი, ბერსა, და,
ბევრსაც ეცადოს, იხმაროს,
სიტყვა, ვერ თქმული, ვერ ვისგან,
თავზე აყაროს მუჭებით,
სიბრძნე, ვერ ანაწონები,
მაგალითები მოჰგ ვაროს,
ვერ ვისგან განა ხედნები... –

უმალ გაიგებს, შეიმცნებს,
უფრორე, კაკაბ–ქედნები,
ვიდრე სულელი, ბოროტი,
კ–ვერებით დასაკიდები...

დაკიდებული კი არა,
ტახტზე მორჭმულად მჯდომელი...
დასმული, გარემოცული,
ბრიყვებისგან და კ–ვერებით...

ავტორი: NATIA
08.03.2012 02:35
ბევრჯერ გითხარი ზ რ დ ი ლ ო ბ ი ა ნ ა დ, მე შენი "შვილო" არა ვარ მეთქი. არ იშლი ?
მაშინ გეტყვი, რომ დიდი უზრდელი მამა ყავს შენს შვილს !

აღარ გაბედო ჩემი ხსენება, გაფრთხილებ !

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგირთიდან
08.03.2012 00:45
ავტორი: NATIA
07.03.2012 15:41
დააკელით რამე ვერას, თქვენი ჭორებით ? - ვეეერაა !)))რა ვერა, რის ვერა? შვილო რა მოგელანდა?სად ერეკლე და სად ჩემი ჩოხა ახალუხი? ჭორი კი არა სიმართლე გაყვირებს- ვერა ხვდები? ვერა!?

ავტორი: NATIA - elene
07.03.2012 23:04
ბატონი ლადარია ყოველთვის სიმართლეს წერს, ბევრისგან( უამრავისგან!!! ) განსხვავებით.
ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ !

ავტორი: ყურადღებიანი საიდან გვწერთ: სიბნელიდან და ვარამიდან
07.03.2012 22:07
გვახარიას ბლოგპოსტებზე ადრეც წამიკითხავს კომენტარები, და წავიკითხავ ყველასა მოგვიანებითა ...

ნასრედინი ვინაა ვერ გავიგე, ეს რომელია?! რაღა დავმალო და დამაინტერესა ძალიან, და მაინც და მაინც ვერ გამოვიცანი, და ერთი გერმანე იყო კიდე აქეთ, ტრაბახობდა, გერმანიაში ვარო, და ეგ როა და მე რო არა, გვერდით რო აღმოხდა აგრეთვე ბლოგის კომენტარებში, ყოველ თვე ახლობელ მეგობარს 1000 ევროს ვუგზავნიო და აქ რო ერთი ნეტარი საღვთისმეტყელო დისკუსია ყოფილა ოქროპირი ნასრედინის თამადობით და რო შეწყვეტილა ესრეთ უდროოდ და უადგილოდ და ქადაგებდნენ, რომაო, ყველა მოყვასი ყველა მოყვასის მოყვასიაო და გიყვარდეს სხვისი მოყვასი, როგორც საკუთარი მოყვასიო და ერთი მოდისკუსიე ბასილ მკალავიშვილთან რო გააგზავნა, ეგ დაგეხმარება, თუ დაგეხმარებაო და მე ახლა მუხიანიდან გლდანში რა წამიყვანს და გინდაც წამიყვანოს ვინმე ღვთისნიერმა და მადლიანმა, ბასილი რისი მომცემია, იქით არ გამხადოს ეს ჯვალოს პერანგი და პატივცემულო გერმანევ, როგორც შენს ერთგულ თანაფორუმელ და თანამოაზრე მოყვასს 1000 თუ არა ერთი 9000–იოდე ევრო აღარ მეკუთვნის ამ საცოდაობაში?! ნუ ათქმევინებ და ალაპარაკებ ამ რომელიღაც ნასრედინსა, აი ეგეთები ხართ ქრისტიანები, ხატები გიყვართ და მოყვასი კი არა, იესომ ხომა თქო, თუ ვინმე გაჭირვებული ნახოთ, თითქოს მე გინახივართ და დაეხმარეთ, და ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებითო, და ისიც ხო თქო, მდიდარი სამოთხეში ვერ შევაო, და თუ გინდა შეხვიდე, ჩემო მოყვასო გერმანე, მიგზავნე და მიგზავნე, არა ვარ წინააღმდეგი, დაგეხმარები, რაც შემიძლია, უცხო ხო არა ხარ, მოყვასი ხარ შენ ჩემი, და როგორც ადრეც უთქვიათ, დღეს მოყვასი ხარ შენ ჩემი, როგორ დაგიჭერ ფულსაო, და მთლად ადრე, უცოდინარ ეზრას ეცოდინება, ყოველმან ჩემმან მპოვნელმან, ვინც მე ასე უსასოოდ და ამ ცხოვრების უსახსროდ მნახოს, გამომიწოდოს ხელი თვისი, ვითარცა ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა და ერთმანეთი დაარჩინესო, და ასე, შენ ჩემით, მე შენით, გამოვიზარდნეთ, ვიცხოვროთ...

მოკლედ, ველი ჩემო გერმანე, ევროებს თუ არა დოლარებს, დოლარებს თუ არა ლარებს, ლარებს თუ არა, შენ შეგირცხვეს ეგ შენი მთელი გერმანია მთელი თავისი პროტესტანტ–კათოლიკეებიანად, და კეთილი სიტყვა მაინც, ვითარმედ პირველითგან იყო სიტყვა, მერე სიტყვის გატეხვა, და არა მხოლოდ სიტყვითაც ცხონდეს კაცი, პურისც საჭიროა და გამომიგზავნეთ ვინმემ პურის ფული თუნდაც აქედანა, ვინაითგან ვარ უმუშევარი, მართლა ავადმყოფი სამი უმაღლესი განათლებით, რა ჭირად მინდოდა, მეხარაზეობა და მეთუნუქეობა და მეწაღეობა მანც მესწავლა, ცოდნა უხმარ არსს საქართველოში, საზღვარგარეთ კიდე ვერ მივდივარ, იმიტომა რომა, ბინა უკვე გაყიდული მაქვს, მეუღლის ოპერაციისთვისა და და მაინც რო არ უშველა და დავრჩი ასე მარტოდა, ავეჯიცა, წიგნებიცა, ტელევიზორიცა, მოკლედ, ყველაფერი, ნათესავებისთვისა, რო არ დამიფასეს მაინცა, გამომაგდეს ქუჩაშიდა და ამ კომენტარს გწერთ ინტერნეტ–კაფედანა, ერთ–ორ გროშს რო ვიშოვნი და რო შემოვდივარ ხოლმე, რადგან არა მხოლოდ პურითა ცხონდები კაცი და ვერ გადავეჩვიე ვერაფრითა, ეს ოხერი, კითხვასა და მაინტერესებს რა ხდება და რა იწერება ამ ქვეყანაზედა, ადამიანი ვარ, მართლა მტრედი ხო არა, მთელი დღე საკენკის შოვნისა და კენკვის მეტი რო არაფერი აინტერესებს, და ხანდახან რო შემშურებია იმ მტრედისაცა, რო არ არის კაცი–ადამიანი, რადგანაც ძნელია ძალიან კაცი–ადამიანობა ქვეყანაზედა საერთოდა და განსაკუთრებითა ამ წილხვდომილ საქართველოშიდა, და ახლა დაგემშვიდობებით ყველასა კეთილი სურვილებითა, ვინაიდან დრო გამდის უკვე და ბოდიში და მომშივდა ეგ ოხერი პურიცა და ეგება ვიშოვნო სადმე გარეთა...

ავტორი: ანონიმი
07.03.2012 21:43
ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი

აქ ნახე ბატ. ნოდარი სადმე?აქ რომ გვენახა გავწეწავდით კაი ხანია.))))

ავტორი: NATIA
07.03.2012 15:41
დააკელით რამე ვერას, თქვენი ჭორებით ? - ვეეერაა !)))

ავტორი: ანონიმი
07.03.2012 12:10
და თუ ეს ჭკვიანი ხალხი იმასაც გვეტყვიან, ამ ბრძოლის გამძლეობა ხალხს როგორ გამოვუმუშაოთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი ჩაბარდეს მესიას, მოძღვარს, არქიფო–მარჩენალს, კეთილ მეფეს, თეორიულად მაინც რაღაც ნაბიჯი გადადგმული გვექნება.
----------------------------------------------------------------
სხვას კი არ უნდა გამოვუმუშაოთ,საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ გამომუშავება.რატომაა პროტესტანტულ ქვეყნებში უფრო აწყობილი ცხოვრება და დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი?.იმიტომ ხომ არა რომ იქ უკეთ იცნობენ ჭეშმარიტ მესიას? სადაც არ იცნობენ,სადაც კერპებს ეთაყვანებიან, ბუნებრივი შედეგი ხომ არ არის ცრუ ღმერთების მიმართ მონობის სურვილი?მარტინ ლუთერმა მოახდინა ნამდვილი რეფორმაცია საზოგადოების და არა ზიგმუნდ ფროიდმა და ფსიქოანალიტიკოსებმა.ასე რომ არაფერი თემას აცილებული არ ვართ...პასუხები არ ვიცით მართალია,მაგრამ ვცდილობთ.....

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
07.03.2012 12:04
ძალიან არასერიოზული და სასაცილოც კია სხვისი აზროვნების და კრიტიკის,,სივიწროვეზე'',როცა საუბრობენ ისეთი ადამიანები,რომლებიც მსგავსი ტიპის განმარტებებს იძლევიან.

მ.სააკაშვილი:,,მაშინ ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით?”

ნ.ლადარია(განმარტება):,,”მან (მიხელი სააკაშვილმა) აღნიშნა, რომ მებაჟეები ტურისტებს ექცევიან, როგორც ზანგებს. აქ იქნა გამოყენებული ის ისტორიული რეალობა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში. როდესაც, მაგალითად, სამეცნიერო სტატიებში ან სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემებში ისტორიულ მონობაზეა საუბარი, იქ ყოველთვის გამოიყენება ტერმინი ,,ნეგროუ”, თუმცა დღეს ამ ტერმინით ვერავის ვერ მიმართავ, იმიტომ, რომ შეურაცხმყოფელად ითვლება. მაგრამ ეს ასახავს იმ ისტორიულ რეალობას, რომელიც იყო მაშინ. ზუსტად ამ თვალსაზრისით გამოიყენა ეს ტერმინი პრეზიდენტმა”
http://netgazeti.ge/GE/18/opinion/2097/

ჩემი აზრით პრეზიდენტს ყოველთვის თან უნდა ახლდეს ეს ადამიანი და თითოეული გამოსვლის შემდეგ განგვიმარტოს
რას გულისხმობს ლიდერი.

ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი
07.03.2012 11:37
ბატ. ნოდარ,
მე მივმართე მოდერატორს კითხვით, რატომ არ გაუშვა ჩემი კომენტარი მისტერ ლადარიაზე. თუ იმიტომ რომ აქ სხვა თემებია წამოჭრილი, თქვენ ალბათ დამეთანხმებით, თითქმის არ არის თემა, რაზეც ლადარიამ ჭეშმარიტებასთან ასე დაახლოებულმა და აზრის გიგანტმა არ იმსჯელოს. თუ იმას ფიქრობს ვინმე რომ სჯობს ლადარიას თავისვე ბლოგზე მივწეროთ, ვუპასუხებდი, ამ ორიოდე დღის წინ ლადარიას ნაღვაწებზე,/ 24 საათი პრესობდუსმენი/ 20 პასკვილი არის გამომცხვარი. კომენტარი მაშინ 34 იყო. აქედან ნახევრამდე, ზრდილობიან ფორმაში, აგზავნიდა ლადარიას .............. მოსაფიქრებლად. აქ გოგის ერთ ბლოგზე 257 კომენტარია , სად სჯობს ვიკამათოთ? მითუმეტეს ლადარია შემჩნეულია გოგის ბლოგებზე ძრომიალში.

ავტორი: უყურადღებო საიდან გვწერთ: გვიანი ღამიდან
07.03.2012 03:23
გვახარიას ბლოგპოსტები წამიკითხავს ადრეც, კომენტარები ეხლა შევამჩნიე...
ნასრედინი ვინაა ვერ გავიგე, და სხვა ბევრის კომენტარიც ფაქტიურად თემისგან გასულია.

ლიდერი, მესია, არქიფო... ჩემს თვალწინ პატარა საზოგადოებას პატარა არქიფო გამოუძერწია და მისი კალთის ქვეშ თვალებაციმციმებული ბედნიერად შეყუჟულა.

მიფიქრია და დავკვირვებივარ ლიდერის მესიად ქცევას და სიამოვნებით წავიკითხავდი უფრო მეტ კომენტარს ამ საკითხზე.

არსებობს თეორია ადამიანში მე და ანტიმეს ბრძოლის შესახებ. და ვინც სუსტია და ამ ბრძოლას ვერ უძლებს, ის აცხადებს კაპიტულაციას და შემდეგ მისი მე ემორჩილება მის მიერ არჩეულ მესიას და ამ ადამიანში ისადგურებს მშვიდობა, რადგან ის აუტანელი ბრძოლა შეწყვეტილია. ამაზე ჩემზე უკეთ უფრო ჭკვიანი ხალხი იტყვიან, თუკი დროს დაგითმობენ.

და თუ ეს ჭკვიანი ხალხი იმასაც გვეტყვიან, ამ ბრძოლის გამძლეობა ხალხს როგორ გამოვუმუშაოთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი ჩაბარდეს მესიას, მოძღვარს, არქიფო–მარჩენალს, კეთილ მეფეს, თეორიულად მაინც რაღაც ნაბიჯი გადადგმული გვექნება.

გვახარიას მადლობა ბლოგპოსტისთვის, ბლოგისთვის და საერთოდ არსებობისთვის! :)

ავტორი: ნოდარი საიდან გვწერთ: თბილისი
07.03.2012 02:13
ისე მაინტერესებს, ბატონ ნოდარ ლადარია ვიზე რას ლაპარაკობს?! თვითონ ოპერაზე გადაცემა მიყავს და რეალურად კი საოცრად არაკომპეტენტურია ამ ჟანრში ))

ავტორი: ანონიმი
06.03.2012 16:27
ავტორი: ანონიმი
05.03.2012 20:57
ავტორი: GERMANE
05.03.2012 17:46
---------------------
პასუხის ღირსად რომ გთვლიდე, გეტყოდი რაღაცას..."

რას?
მამაოსას თუ თვითონ შენსას ეტყოდი???

ჭაობი ჭაობი ჭაობი ჭაობი ჭაობი ჭაობი ჭაობი

ყიყიყიყიყიყიყიყიყიყიყიყიყიყი

ავტორი: NATIA-ს ძმა
06.03.2012 08:01
მიშისტებს რა სულ ქრთამი და მოსყიდვა გელანდებათ? ჩემი ფოჩიანი დაიკო. :))))

ავტორი: NATIA
06.03.2012 01:30
რა იყო, ნინია, შენც გიყიდა ფოჩიანი კამფეტი ბიძინამ ?)))

ავტორი: ეზრა საიდან გვწერთ: ნინევიიდან
05.03.2012 21:54
"სახარებაში ციტატებით ფარისევლები საუბრობდნენ და იეღოველებიც იმათი მიმდევრები არიან, იმიტო იციან სულ ზეპირად რომელი თავის რომელ აბზაცში რა სიტყვა წერია, მაგრამ უფლისგან ისე შორს არიან, როგორც მე ეხლა მაგათი იეღოვას სწავლებებისგანო",
----------------------------------------------------------------------

მართალია ეს კაცი,......უფრო მეტიც, უდაბნოში სატანა როცა უფალს ცდიდა, ბიბლიის ციტატებით ესაუბრებოდა.ეუბნებოდა:გადმოხტი კლდიდან რამეთუ დაწერილია......მართლა ზეპირად იცის სატანამ იქ რა წერია,მაგრამ უფალი ჯოხს კი არ ურტყამდა თავში,დედას კი არ აგინებდა,მოიცა მამას შევეკითხებიო კი არ ამბობდა,არამედ პასუხობდა:- ასევე დაწერილია.....

ისე ლადარიამაც კარგად იცის რა წერია საღმრთო წიგნში )))))))))

ავტორი: ანონიმი
05.03.2012 20:57
ავტორი: GERMANE
05.03.2012 17:46
---------------------
პასუხის ღირსად რომ გთვლიდე, გეტყოდი რაღაცას, მაგრამ... 3-ჯერ გაიმეორე:

ბაყაყი ჭაობში ყიყინებს, ბაყაყი ჭაობში ყიყინებს, ბაყაყი ჭაობში ყიყინებს.... - და თვითონ უპასუხებ საკუთარ თავს.

ავტორი: GERMANE
05.03.2012 17:46

ავტორი: ანონიმი
05.03.2012 00:25




აუ, რა მაინტერესებს: თქვენ რა იეღოველების სექტა ხართ თუ რამე გადაყლაპეთ? აქ რომ არკვევთ უფალმა რა იგულისხმა ესადა ეს რომ თქვაო და ციტატებით ააჭრელეთ აქაურობა, ეკლესიაში არ დადიხართ, ან მამაო არ გყავთ რომ განგიმარტოთ? სახარებაში ციტატებით ფარისევლები საუბრობდნენ და იეღოველებიც იმათი მიმდევრები არიან, იმიტო იციან სულ ზეპირად რომელი თავის რომელ აბზაცში რა სიტყვა წერია, მაგრამ უფლისგან ისე შორს არიან, როგორც მე ეხლა მაგათი იეღოვას სწავლებებისგან. რა უბედურებაა, ეს რას გავს ტო, სულ გარეკეთ? "

ჰოდა, რა გითხრა შენმა მამაომ? არ იფიქრო, რა საჭიროა რომ ყველამ იაზროვნოს, მე ვიფიქრებ ჩემი მრევლის ნაცვლადო?
რომელ საუკუნეში ხარ?
მასე საქართველოში მეოცე საუკუნემდე ამბობდნენ მამაოები - კითხვას რად სწავლობთ, სახარებას მამაო წაგიკითხავთო.

ანონიმ (არ ვიცი რომელს მივმართავ!) - მასე თუ მიუდექი საკითხს, რად გინდა საერთოდ რაიმე განათლება? თუკი გადაწყვიტე მაგალითად შოფერი გახდე, ისწავლე მარტო საგზაო ნიშნები და ფულის დათვლა - სხვას დაანებე თავი: პურს ხაბაზი დაგიცხობს, ყველს კიდე ვიღაცა ამოგიყვანს (არ ვიცი მე გაუნათლებელმა მაგისი სახელი!). რას აკლავდი თავს ან მათემატიკას ან ქიმიას და ფიზიკას? თუარ იცი ახლა საპონი რა სახის ცხიმია, ამიტომ ჭუჭყიანი ხოარ დადიხარ?
კარგი ლოგიკაა, ძალიან კმაყოფილი დაგრჩებიან ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მაგალითად ავტობუსის შოფრობა ან მეხანძრეობა ან პოლიციელობა უნდათ. ამ ბოლოსათვის საჭიროა ხელკეტით ვარჯიში მხოლოდ - ესა და ეს, წერა-კითხვის ცოდნაც არ გჭირდება და არც ფულის დათვლა - ხელფასს უკლებლივ მოგცემენ და მეტი რად გინდა?

ისე, მართლა, ხუმრობის გარეშე - მართლა გჯერა და გწამს რასაც ამბობ? მამაოს ჰკითხეთ და აგიხსნით რა წერია სახარებაშიო - მართლა ასე ფიქრობ?

არ გეწყინოს, მაპატიე რა გეთაყვა, არ მეგონა დღეისდღეობით ასე თუ ფიქრობდა შედარებით ახალგაზრდა ადამიანი - რატომღაც არ მეგონე პაპაჩემის თაობისა, თუმცა იმასაც, წერა-კითხვის თითქმის უცოდინარსაც ძაან უყვარდა ჩაფიქრება

ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი
05.03.2012 15:01
მოდერატორს. აქ ლადარია ხშირად ახსენეს და ასე რომ , ერთი ორი სიტყვა ამ აზრის გიგანტზე არ იქნება ურიგო. რატომ არ გაუშვით ჩემი კომენტარი . შემდეგ ვაპირებდი გოგის მისეულ კრიტიკაზეც დამეწერა,ორიოდე მისთვის არამხიარული მოსაზრება . გამაგებინეთ რატომ შემრისხეთ?

ავტორი: ვქაგ საიდან გვწერთ: თბილისი
05.03.2012 14:06
დამავიწყდა მეთქვა ნ ა ს რ ე დ ი ნ !
რაც შეეხება პავლეს. პავლეს სამგზის უარყოფის გამო ქმინდანობა, ხოლო იუდას სამუდამო სატანჯველიო?
ჯერ თავი დავანებოთ პავლეს. იუდამ ორი სამუდამო სატანჯველი დაიმსახურა. პირველი ქრისტეს გაცემისთვი, უფალს რომც ეპატიებინა მისი გაცემა, მეორე სამუდამო განაჩენი თვითმკვლელობისთვის ეკუთვნის.
არ თქვა მონანიების ბრალიაო. რა მნისვნელობა აქვს მოინანია თუ ჟიპიტაურმა აწყინა. ფაქტი იუდა ყველა სიკეთესთან ერთად თვითმკვლელიცაა! გთხოვთ გაუშვათ.

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: თბილისი
05.03.2012 13:58
არა გენაცვალე ნასრედინ თავი ამტკივდა. გაიხედეთ გარეთ გაზაფხულის სუნია! ვერაფერი გავიგე. ტვინის ღრძობაა თუ რა არის? ვერ გავიგე რას ამტკიცებთ! ხომ არ გგონიათ რომ ყველაფერს ვკითხულობ რასაც წერთ. ცალი თვალი შევავლე თითო აბზაცში თითო სიტყვა, ეგ რომ წავიკითხო (თქვენს ნაწერს ვგულსხმობ) ხომ ამტკივდა თავი.

ავტორი: ვწაგ საიდან გვწერთ: თბილისი
05.03.2012 13:42
ნ ა ს რ ე დ ი ნ ! შენი აზრით უფალს ხელი უნდა შეეშალა იუდასათვის ? სელინჯერს რომ ეკითხები შენ ხელს არ შეუშლი შენს ახლობელს ცოდვის ჩადენაშიო? კარგი შევუშლი , ერთხელ ორჯერ რამდენჯერ? სულ ხომ ვერ შევძლებ. შენ იტყვი აგერ უფალს შეუძლია ყველას ყოველთვის შეუშალოს ხელიო. მარტო იუდასთვის რომ შეეშალა ხელი, რა სხვა არ გამოჩნდებოდა. ანუ უფალმა ჩვენ კი არ უნდა მოგვცეს თავისუფალი არჩევანი არამედ მხოლოდ პროგრამის, ანუ მისი ნების აღმსრულებელ რობოტებად გვაქციოს. შეიძლება თქვა ერთხელ მაინც შეეშალა ხელი და და იუდასაც შეცოდებულს აღარ ეფიქრა მეტიო.ჯერ ეს ერთი თუ არა იუდა რა სხვა არ გამოჩნდებოდა . მეორეც უფალს არ ეცოდინებოდა მეტი მცდელობა ექნებოდა თუ არა იუდას? უფალი შეიძლება ზოგჯერ ზღუდავს შვენს ნაბას მაგრამ ამის საყოველთაო გამონაკლისის გარეშე წესად ქცევა თავისუფალი არჩევნის გარეშე ტოვებს ადამიანს ანუ უკვე რაღაც სხვა ქმნილებად.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 6

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არის

ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან, მაგრამ მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არის.
გაგრძელება

ვიდეო პაატა შეშელიძე დანაზოგების შესახებ

31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი.
გაგრძელება

აუდიო ნავთობზე ფასების კლება

​ივნისიდან მოყოლებული, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 პროცენტით დაეცა, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ისეთ ექსპორტიორ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
გაგრძელება

ადვოკატით სარგებლობის უფლება

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მოუხსნეს თავისი ადვოკატით სარგებლობის უფლება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული