ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 00:29

ბლოგები / გიორგი გვახარია

სუბტიტრები, როგორც “ოდნოკლასნიკის” დამარცხების იარაღი

x
ტექსტის ზომა - +
“ჩვენ დავიწყეთ... სუბტიტრების დადება ფილმებზე, რომ ხალხმა მოისმინოს ინგლისური, რადგან მარტო კომპიუტერი არ კმარა, თუ არ იცი კომუნიკაციის ენა, ინგლისური” - გვითხრა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლოს და ბოლოს გავარკვიე - საქართველოს პრეზიდენტი, არც მეტი არც ნაკლები, ფილმებზე სუბტიტრების დადების ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილა. აქამდე მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ნოვაცია საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის მიზნით შემოიღეს.

აქამდე მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ნოვაცია საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის მიზნით შემოიღეს.

90-იან წლებში, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა ნელ-ნელა (!) უცხოური ფილმების ქართულად გახმოვანება დავიწყეთ, უამრავი ხალხი დაგვესხა თავს: ზოგი ამბობდა, ქართულად გახმოვანებული ფილმის აღქმა შეუძლებელია, ქართული ენა, უბრალოდ, არ უხდება უცხოენოვან ფილმებსო.

მერე შეეჩვივნენ. ზურა კიწმარიშვილმა კარგი სტუდიაც დააარსა, “ქართული გახმოვანება”, სადაც რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა.

მაგრამ, ის-ის იყო, ყური შეეჩვია ქართულ გახმოვანებას, ხელისუფლებამ ახალი ნოვაცია დანერგა - ფილმებზე სუბტიტრები დაადეს და კინოს ასეთი ჩვენება ტელევიზიებისთვისაც სავალდებულო გახადეს.

გადასარევი იდეაა. საფრანგეთში, მაგალითად, დიდი ხანია წარმატებით დამკვიდრდა. უცხოენოვან ფილმს ზოგ კინოთეატრში სუბტიტრებით, ზოგანაც დუბლირებულს უჩვენებენ. ყველა კმაყოფილია, მათ შორის ის ადამიანებიც, რომელთაც სმენა დაქვეითებული აქვთ. ტელევიზიაც ასეთივე პრინციპით არჩევს პროგრამას - “პრაიმტაიმში”, როგორც წესი, დუბლირებული სახით უჩვენებს, გვიან ღამით, ტიტრებით.

პირადად მე, კინოს ყურება ორიგინალში მირჩევნია - ფილმის ხმა კარგად მესმის და მსახიობებს იმის მიხედვითაც ვაფასებ, თუ როგორ მეტყველებენ. ამიტომ, წესით, ფილმების სუბტიტრებით ჩვენებისთვის მხარი უნდა დამეჭირა.

მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ მარტო მე არ ვარ ამ ქვეყანაზე! მახსოვდეს, რომ “მარტო ვარ” სხვა რამეა და “მარტო მე ვარ” - სხვა. აი, ისე, ეიზენშტეინის “ივანე მრისხანეში” როგორცაა. პირველ სერიაში მეფე ამბობს, მარტო ვარო და მაყურებელი თანაუგრძნობს ივანეს, რომელმაც დაშლილი, წყვდიადსა და ქაოსში მყოფი რუსეთი უნდა გააერთიანოს... მაგრამ მეორე სერიაში, როცა წარმატება მიღწეულია, ივანე მოულოდნელად განაცხადებს “მარტო მე ვარ!”... მხოლოდ და მხოლოდ ეს “მე” ჩნდება და ყველაფერი იცვლება. ყველაფერი. იმდენად იცვლება, რომ თუკი სტალინი “ივანე მრისხანეს” პირველ სერიას პრემიით აჯილდოვებს, მეორე სერიის დასრულების შემდეგ ეიზენშტეინის სურათი იკრძალება. ბელადი განრისხებას ვერ მალავს, რადგანაც ძალაუფლების ვერტიკალის თავში მოქცეულ მეფეში საკუთარ თავს ხედავს.

ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ მარტო მე არ ვარ ამ ქვეყანაზე! მახსოვდეს, რომ “მარტო ვარ” სხვა რამეა და “მარტო მე ვარ” - სხვა.

ქართული საზოგადოება კარგა ხანია, ძალაუფლების ვერტიკალზე რომაა მიჯაჭვული, არაერთხელ გვიმსჯელია ამაზე. მათ შორის აქ. სტალინის ძეგლი აიღეს, მაგრამ “კარგი კაცის”, როგორც წინამძღოლის მოთხოვნილება ქვეყანაში ისევ ძალიან ძლიერია. არც “კარგი კაცების” დეფიციტს განიცდის ეს ქვეყანა - იმათი, ვინც გულის სიღრმეში, ანდა უკვე ღიად, საჯაროდ იმეორებს: “მარტო მე ვარ ამ ქვეყანაზე!”

სუბტიტრების დამკვიდრების ისტორია ტიპიურია და კარგად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას თავისივე ხალხის მიმართ.

ჰო, კინოს ვინ დაეძებს?

ვის ადარდებს, აეხლა, მაგალითად, ქართველი პენსიონერები, რომლებიც კინოს საყურებლად საქართველოს ხელისუფლებამ ლათინურამერიკული სერიალების და საპატრიარქოს ტელევიზიის პირისპირ დატოვა (სხვა არხებისგან განსხვავებით, “ერთსულოვნებას” ვერ უბედავენ მოსთხოვონ, დაიცვას კანონი) - წვრილი და გაურკვეველი შრიფტით აწყობილი სუბტიტრები ასაკოვან მაყურებელს ფილმის ნახვის სურვილს უკლავს. საერთოდ. სუბტიტრების შემოღების შემდეგ, რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ტელევიზიით კინოს ნახვის მსურველთა რიცხვი.

მაგრამ ამ იდეის ავტორი, საქართველოს ხელისუფლება და, როგორც ახლა გაირკვა, პირადად მიხეილ სააკაშვილი, კვლავაც არ აპირებს უარის თქმას ნოვაციაზე. ოღონდ არა იმიტომ, რომ მაყურებელი ორიგინალის ყურებას შეაჩვიოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით... ინგლისურის შესწავლის მიზნით!

საქართველოს ხელისუფლების ინფანტილიზმი და სიჯიუტე (“მინდა და ასე იქნება”) ამ ნოვაციაში ახალი ნიუანსით “მდიდრდება” - სნობიზმით!.. პრინციპში, ეს სნობიზმი ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებშიც წარმოჩინდა - თუნდაც ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაში. მთავრობაში იმ ხალხის დაწინაურებაში, რომლებმაც, შესაძლოა, რამდენიმე თვით გაიარეს სტაჟირება დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში, მაგრამ ეს “სივი” სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მთავრობაში მოგვევლინონ.

სნობიზმი აქ იმდენად უბნელებს იდეის ავტორებს ტვინს, რომ ავიწყდებათ - კინო არ არის მხოლოდ ინგლისურენოვანი. იაპონური, ფრანგული, გერმანული, უნგრული ფილმებით ინგლისურს ვერ ისწავლი!

ამ ნოვაციის ასეთი გამართლებით ხელისუფლება აღიარებს, რომ ინგლისურის გარდა, მას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნია სხვა ენები, სხვა კულტურები.

“უნდა და აკეთებს!”. კიდევ ერთხელ ავლენს შეზღუდულობას და სწორხაზოვნებას, რომელსაც, როგორც მიხეილ სააკაშვილის სუბტიტრებთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვით გაირკვა, თავისი მიზეზი აქვს.

პრეზიდენტს არავინ გაახსენა, რომ სოციალური ქსელები უკვე ქართულ ენაზეც არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ინგლისური თუ არ იცი, “ოდნოკლასნიკებში” შეხვალ და რუსეთის უშიშროების საიტით გაერთობი. პრეზიდენტს არავინ გაახსენა, რომ სოციალური ქსელები უკვე ქართულ ენაზეც არსებობს და რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ თავის დღეში არ უნახავთ ეგ რაღაც “ოდნოკლასნიკები.”არც აინტერესებთ და საერთოდ, დარწმუნებულები არიან, რომ არ უნდა შევიზღუდოთ თავი რომელიმე ერთი ენის, თუ კულტურის შესწავლით...

პრეზიდენტს არავინ გაახსენა, რადგანაც, როგორც ჩანს, მის გარემოცვაშიც, დასავლეთის უნივერსიტეტებში სტაჟირებაგანვლილ ყმაწვილებსაც მოსწონთ ტახტზე წამოწოლა და ფილმის ორიგინალურ ენაზე ყურება, ინგლისურ ენაზე! ესაა ის ენა და კულტურა, რომელიც ამ ხალხისთვის ვერტიკალის თავზე იმყოფება. კარგია ის, რაც ძლიერია! ესაა ცხოვრების დევიზი, რომელიც პარადოქსულად წარმოჩინდა ისეთ, ერთი შეხედვით არაპოლიტიკურ, ნოვაციაში, როგორიც სუბტიტრებით ფილმის ჩვენების მოთხოვნაა.

მერე ნუ გაბრაზდებიან ხალხზე, რომელიც თავის ტელევიზორს “ერთსულოვნებაზე” გადართავს და არა მარტო კინოს შეხედავს, არამედ მორჩილების მორიგ გაკვეთილსაც გაივლის იმათგან, რომელთაც, თავის მხრივ, ასევე აქვთ პრეტენზია, მოხვდნენ ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში.

Tags: ბლოგი, ტელევიზია, გოგი გვახარია, კინო, სუბტიტრები, გახმოვანება, მარტო ვარ, მარტო მე ვარ



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: მარი საიდან გვწერთ: თბილისი
07.06.2012 13:00
სუბ-ტიტების მოწენააღმდეგეთ, და როგორც ვხედავ ასეთი აქ უმრავლესობაა, ვურჩევდი, უსინათლოების პრობლემა წამოვჭრათ და ახლა ხომ მოდაშია შშმ პირების "მოფერება" და "პატივისცემა", იქნებ რამეს გავხდეთ მათი ინტერესების დაცვის სახელით?! ახლა გამოდის, რომ ისინი ვერც ხედავენ და ვერც ესმით ტელევიზიით ფილმები. ე.ი. მათი უფლებები ირღვევა! ასეთი რამ კი, ჩვენს სახელმწიფოში ხომ თითქმის აღარ ხდება!

ავტორი: ლელა ბაქანიძე საიდან გვწერთ: თბილისი
04.06.2012 00:37
დიდი მადლობა, გოგი, ასეთი კარგი წერილისათვის. ის ცდება სუბტიტრებს, და "მარტო ვარ" და "მარტო მე ვარ"-ს კი, კარგი გამგონი უნდა.

საერთოდ, უკვე დიდი ხანია დრო მოვიდა, რომ "სიგოიმეებს" სახელი დაერქვას. მაგალითად, დღევანდელი საქართველოს ასეთი სიგოიმე არის სიტყვა "საუბარი", რომელმაც გამოდევნა სიტყვები "ლაპარაკი", "თქმა", და კიდევ მრავალი სხვა, რომლებიც ქართულ ენაში მეტყველებასა და აზრის გამოთქმას აღნიშნავს. ერთხელ თვითფრინავში ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის გვერდით მოვხვდი, და შევეცადე ამეხსნა, რომ "მე ვსაუბრობ" სწორად ნათქვამი არაა, და რომ ის ინგლისურად ალბათ არასოდეს იტყვის "I'm conversating", კანონის მუხლი ვერ ისაუბრებს, ხოლო "ამ საუბრებზე კულუარებში არაფერს საუბრობენ" სრულიად გაუგებარი რამაა. "ამბობენ", "უთქვამთ" - მსგავსს ვერაფერს მოისმენთ. საერთოდ საუბარი ორი ან მეტი პირის (და არა პიროვნების - თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის მეორე სიმახინჯე, და ისევ ინგლისურს მოვიშველიებ - " person" vs. "personality"). შეიძლება დიდხანს ისაუბრო ვინმესთან და არაფერი თქვა (ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს ეს კარგად ეხერხება), ისევე როგორც ყველა პირი პიროვნება არაა. სამწუხაროდ, ამგვარ შეცდომებს დღეს ჩემთვის საპატივცემლო მრავალი ადამიანი უშვებს.

ეგებ ამაზეც გვემსჯელა, თორემ დღეს, როდესაც საქართველოში განათლების მინისტრისგან (არა მოქმედისაგან) მოისმენ, რომ "პროგრამა ფლექსიბილური უნდა იყოს" (!), და "ევენტუალურად", "კონტენტი", და მსგავსი მარგალიტები მრავლადაა, შესაძლოა, უცხოურ ფილმებზე ქართული ტიტრის წამკითხავი და გამგებიც აღარ დარჩეს.

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
25.05.2012 14:42
მერაბ ფირცხალავა.ტრირი.. ცხელ გულზე არ მითქვია ან რატო უნდა მეთქვა.გუშინ კი არ შემიხედია პირველად საქართველოსთვის.ფაქტია დღევანდელი ხელმძღვანელი წინა ორს ჯობია,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უკეთესზე არ ვიფიქროთ.უკვე 20 წელია რაც დამოუკიდებლები ვართ და სულ ერთი და იგივე პასუხია მაგ თემაზე,რომ ჩვენთან სულ სხვა ქვეყანაა ვიდრე მაგალითად შვეციაში,ჩვენთან ტრადიციული ხალხი ცხოვრობს და ასე შემდეგ.კი მაგრამ იმ შვეციასაც ხომ ქონდა ან ახლაც აქ ტრადიციები (რა ტრადიციები მარტო საქართველოში ხო არაა) და მაშინ რატომ არ შეუშალა ხელი მის განვითარებას ეკონომიკაში ან ნებისმიერ სხვა სფეროში.. თქვენ თვითონ წერთ რომ თუ კარგი მეწინავე არ ეყოლა ჩვენს ქვეყანას დაიღუპება. ესე იგი ჩვენი ხალხს არ აქვს უნარი თვითონ მართოს საკუთარი თავი. მაგრამ ხელისუფლება ხომ საზოგადოების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის დაჩლუნგებაზე. ხომ შეიძლება რომ დაიწყოს დემოკრატიული პროცესი თუნდაც იმით რომ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებდნენ,რომ თუნდაც მაგალითად ერთი კაცი არ ნიშნავდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,და ევროვიზიის კონკურსზეც უკონკურსოდ არ უშობდნენ ერთ კარის მომღერალს.თუ ეს მიდგომა შეიცვლება ხალხიც ალბათ სხვანაირი გახდება და ერთი კაცის იმედზე აღარ იქნება. თანაც ადამიანი არცერთი არაა უშეცდომო და როცა გადაწყვეტილებასაც ერთპიროვნულად იღებენ სხვასთან შეუთანხმლებლად თათბირისა და გაანალიზების გარეშე შეცდომაც ხშირად მაშინ ხდება.შვეციაში კი ასე ნამდვილად არაა.რაც შეეხება ტრადიციას,განათლებას და სამოქალაქო შეგნებას ამას მარტო ხელისუფლებაც ვერ გადაჭრის,ეს ქვემოდანაც უნდა მოგვარდეს..

ავტორი: GERMANE
25.05.2012 14:10
ბატონო ანონიმ,
არ ვიცოდი, თუ თქვენ ებრაული რწმენისა იყავით.
ეს პასაჟი, ახლა უკვე მთლიანად, თქვენ რომ მარტო ერთი მეათედი მოიყვანეთ მაგალითად, არის ებრაული რელიგიის საგანი.
აი მთელი ციტატი:
"1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.

3. მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.

4. ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.

5. თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.

6. როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.

7. მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვანვბისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი.

8. თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი; ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად; მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი. "

ქრისტეს მოსვლამდე ამას ყველაფერს აზრი ჰქონდა.
ქრისტიანებს კი იმიტომ ჰქვიათ ეს სახელი, რომ იესო ქრისტემ ის "პირველცოდვა" ანუ დაბადების ცოდვა და შეცდენის ცოდვა - გამოისყიდა.
ამის მერე არაა ქალი დაბადების მერე უწმინდური.
ამის მერე არც წინადაცვეთაა საჭირო და საერთოდ არც მსხვერპლის შეწირვა.

ეს ყველა უბრალო მორწმუნემ კარგად უნდა იცოდეს - ქრისტიანებს ეს მთელი პასაჟი უკვე სადისკუსიოდ აღარაა აქვთ - აქ ყველაფერი გარკვეულია: არავითარი წინადაცვეთა თუ წინასწარცოდვა სიცოცხლის გაჩენისას, რამეთუ ეს იესო ქრისტემ გამოისყიდა თავისი სისხლით.

ბატონო ანონიმ - ესაუბრეთ მართლმადიდებელ, არა დემენციით და ადამიანის სიძულვილით დაავადფებულ, ცოტათი კითხვის (ანუ ჩაკითხვის) უნარის მქონე მღვდელს - ყველაფერს აგიხსნიან.

ავტორი: GERMANE
25.05.2012 12:12
ავტორი: მერაბ ფირცხალავა საიდან გვწერთ: ტრირი
25.05.2012 01:16 "

ბატონო მერაბ, რას ამბობთ, ალბათ გეტყვიან, ქართველი ბავშვები და აბნიტურიენტები ყველაზე ჭკვიანებიაო მსოფლიოში.
გერმანიის ჩაბანძებული განათლების ბავშვებს ჩვენსას ადარებ შე კაცო?

სტუდენტებიც მაგარი განათლებულია - აქ გეტყვიან, ნახე რა დებილი სტუდენტები ჰყავთო ამერიკელებს - ერთი განხრის იდიოტებიაო (ასე ამბობენ ჩემი რუსი კოლეგები დღესაც, აქ გერმანიაშიც, მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარი ბავშვებიც აქ ჰყავთ, აქაურ სკოლებში).

ასე რომ, ბატონო მერაბ, თქვენ ახლა რელიგიაზე და გახმოვანებაზე უფრო მწვავე თემა შეაჯანჯღარეთ.
და თუ ჯერ კიდევ თქვენს ბედზე პასუხი არ მოგცეს - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაგიგეს - იხუმრე თუ მართლა ფიქრობ, რომ ქართველს განათლება აკლდეს (ზოოოოოოგადი განათლება!!!)

ხო, სუფრა არ დაგავიწყდეს კაცო - ჩვენი აკადემია. აქ იმისთანას გაიგებ - ოქსფორდს არც დაესიზმრება. ეგ მაინც არ გასწავლეს კომუნისტებმა?

ავტორი: მერაბ ფირცხალავა საიდან გვწერთ: ტრირი
25.05.2012 01:16
ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
23.05.2012 11:34. - შვეციაში ერთი კაცი არ იღებს ყველა გადაწყვეტილებას, იქნებ ჯერ ეს გადმოგვეღოო.
* * *
თემურ, ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ, ვშიშობ, ცხელ გულზე ნათქვამი ეს თქვენი აზრი მხოლოდ სხარტ შეპასუხებად ვარგოდეს; ხშირად, იმ შვეციას, და მის მსგავს სახელმწიფოებს რომ ვეზმანებით, გვავიწყდება საქართველოს საზოგადოების ფაქტიური მდგომარეობა განათლების, სამოქალაქო შეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების ტრადიციის მიხედვით.

კარგი პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მ ე წ ი ნ ა ვ ი ს გარეშე დარჩენილი ჩვენნაირი საზოგადოება დღევანდელ დღეს სადღაც წკვამარამში გადაიჩეხება, დამიჯერეთ, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა ჩვენს უახლეს ისტორიაში და ამდენი შეცდომის საშუალებაც არა გვაქვს; საქართველოს ტერიტორია ამასობაში ლამისაა შაგრენის ტყავს დაემგვანოს არსებული სახელმწიფოებრივი აზროვნების პირობებში.

მართლა, თუ გიფიქრიათ ოდესმე შემდეგზე, ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის შემოწმების შემთხვევაში შვეციის (გნებავთ გერმანიის, ანდა თუნდაც პოლონეთის) ე.წ. საშუალო სკოლის რომელ კლასში დასვამდნენ წარმატებულ ქართველ (1.) აბიტურიენტს, (2.) ბაკალავრს, (3.) მაგისტრს, (4.) ახალგაზრდა მეცნიერს ?

ავტორი: inglisurenovani საიდან გვწერთ: saqartvelodan
24.05.2012 19:17
მე ინგლისური ვიცი საშუალოდ, სამსახურში აქტიურად ვიყენებ, მაგრამ საღამოს სახლში რომ ვბრუნდები ისეთი დაღლილი ვარ ნამდვილად აღარ მაქვს ინგლისური ფილმების ყურების თავი, მაინც დაძაბული ვუყურებ რომ წესიერად გავიგო, ამიტომ მირჩევნია ქართული ან რუსული ფილმი ვნახო და დავისვენო. ერთ არხზე შეიძლება იყოის ინგლისურენოვანი ფილმები, მაგრამ საქართველოში ტელევიზია და მათ შირუს ფილმებიც უნდა იყოს სახელნწიფო ენაზე.

ავტორი: ლია საიდან გვწერთ: თბილისი
23.05.2012 12:06
შუაგამისას ისე არც უყურებს პენსიონერი ფილმს, სად აქვთ მაგის ტავი. მოხუცები უკვე გრმა ძილში არიან.ეს ერტი. სუბტიტრებზე არც მე ვგიჯდები მაგრამ ტუ მომწონს ფილმი ვუყურებ და ვკიტხულობ კიდეც ასე ტუ ისე.ტიტქოს ყურიც შეეჩვია ამას.და ესაა ჩვენი ტრაგედია? სხვა პრობლემა არ გვაქვს,ტუნდაც საზოგადოებაში კულტურული ქცევის პრობლემა,გზებზე მოძრაობის,ქუჩაში გადაფურთხების და დანაგვიანების.აი ესაა მტავარი, ტორემ უამრავი ფილმია ტარგმანიტაც.ან სხვა საქმე არ გვაქვს ფილმების ყურების ნაცვლად/ გერმანელებს ტელევიზორი სადგაც აქვტ მიგდებული და ქვეყანა კი აქვტ აშენებული თუ ტელევიზიის მონობაა გამოსავალი? უკეტესი ამ ზალადობრივი ფილმებიტ კარგს ვერაფერს ისწავლი და კარგი ფილმი ყრუსტვისაც გასაგებია ტუ მარჯანიშვილის ტეატრის გასტროლები ინგლისურად იყო? და კარგ ფილმს მარტო ინტელექტუალი უყურებს ასეა.მასა კი დიდად არ იწუხებს ტავს ამ ფილმების ყურებიტ.პროფილი და ნანუკელას შოუ,ეხლა კიდევ ქალური ლოგიკაც დაემატა და სხვა მეტი რა გნებავტ? ტქვენი მოტხოვნა დაკმაყოფილებულია.ამაზე რატომ არ ბობოქრობტ?

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
23.05.2012 11:34
შვეციაში ერთი კაცი არ იღებს ყველა გადაწყვეტილებას,იქნებ ჯერ ეს გადმოგვეღო.

ავტორი: xma katamontan საიდან გვწერთ: germania
22.05.2012 04:31
აურზაური არაფრის გამო.
გოგი გვახარია, შენ ის კაცი ხარ რომელიც ინგლისს და ამერიკას იცნობს გახსოვს ჩვენ დროს ღრმა საბჭოთა კავშირში, რომ გამოდიოდა ფერადგარეკანიანი ჟურნალები "ამერიკა" და "ანგლია" აი იმით. არ გახადეს სისულელე საჯარო გულისტკივილის და საჯარო ვაი ვიშის თემად.

მთელს ევროპაში სადაც კი შედარებით მცირერიცხოვანი ხალხები ცხოვრობენ. ჩრდილოეთ ევროპა ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. უცხოური ფილმები გადის არა გახმოვანებით არამედ სწორედ სუბტიტრებით, იქაც სააკაშვილის განკარგულებით მოხდა ეს ამბავი.
ფილმის გახმოვანებამ ის რაც აქამდე მოვისმინეთ გამოიწვია ქართული კინემატოგრაფიული ენის გაბინძურება რადგან არც გამხმოვანებლები და არც ტექსტის მთარგმნელები არ გვყავს სათანადო დონისა.
საწყალო გვახარია. და უფრო საწყალო გვახარიას ამყოლნო. რასაც კაცი ჩაგძახებთ, ყველაფერს რომ თავის კანტურით იღებთ, ოღონდ კი ყველაფერში ხელისუფლების ბნელი ზრახვები წაიკითხოთ. სულ ბოლო ინფორმაცია: შვეციაშიც სუბტიტრებზე გადავიდნენ ოთხი თვის წინ. რა თქმა უნდა სააკაშვილის განკარგულებით. მართლა ფუუ რააც

ავტორი: kri
22.05.2012 03:06
სტატია მშვენიერია და სუბტიტრების ამბავიც ძალიან კარგად გაშუქებული -უაზროდ და უტვინოდ რომ არს ეს კანონი მიღებული და კინო მარტო ინგლისური რომ არ არის თუნდაც მარტო მაგიტომ. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე :)ეს სტატია იმაზე იყო რომ რა ცუდია სუბტიტრები თუ რა ცუდია ყველა საპატრიარქოს რომ უყურებს , თუ ეს დასკვნა პროვოკაციული აღმოჩენა- მიმართვაა მთავრობისთვის , ყველამ მეორე ვერტიკალისკენ რომ არ გადაინაცვლოს სასწრაფოდ გავაუქმოთ კანონი-ო :))

ავტორი: აურელიანო ბუენდია საიდან გვწერთ: მაკონდოდან
19.05.2012 14:43
La belle femme
15.05.2012 01:09
იქნებ, უკეთესად ახსნათ, რას ნიშნავს მართლმადიდებლობის სიყვარული მაშინ, როცა საპატრიარქო არ გიყვარს. ეს რაღაც ახალი, ქართული ფენომენია.

ავტორი: watanabe საიდან გვწერთ: შუშის ხიდი
19.05.2012 12:37
" მარტო მე ვარ " -ს დამატებული პროვინციული სნობიზმი ყველგან და ყველაფერში !!!
არაჩვეულებრივი ბლოგია . ზუსტად ის რაზეც ამდენი ხანია გავჰკივი .

ავტორი: GERMANE
19.05.2012 03:17
ავტორი: ჩემო
16.05.2012 21:49 მოკრძალებულ შენიშვნას თუ მიიღებთ გეტყვით: არა " გახმოვანება" არამედ " ახმოვანება", ასე უფრო სწორია."

თუ მართლა სისწორე გინდა - "გადახმოვანებაა" სწორი, მაგრამ ბანძი ჟღერა აქვს.
"ახმოვანებაა" მაგალითად როცა "მუნჯ ფილმს" გაახმოვანებ.
"ახმოვანება" თანაც ნიშნავს - ერთხელ რომ მიეცი ხმის უნარი, მერე თავად ხმოვანობს. ეს კი არ ხდება. ფილმის ყველა სიტყვა-ეპიზოდი-სცენა უნდა "გადაახმოვანო" ორიგინალიდან - ანუ მარტივად რომ ვთქვათ "გაახმოვანო შენს ნება-სურვილზე.

ისე საერთოდ შენ ჩემო "ჩემო" ამისთანა "ასაინტერესოება" თუ გეხერხება უინტერესო და არაფრისმთქმელი რამერუმეებისა, მაშინ იქნება შეგეძლოს და მაგალითად ვანო მერაბიშვილი აახმოვანო (ჩემი გაგებით ცოტას ლაპარაკობს) ან კიდევ ეგება სააკაშვილი აახმოვანო (ეს შენი გაგებიტ, თუარა, ჩემი გაგებით გადახმოვანება უფრო მოუხდებოდა). ბოლო დროს სისულელეებს ლაპარაკობს და პატარა ბავშვივით იქებს თავს, ისე ბავშვურ რაღაცეებს ყვება, მაგალიტად ეშმაკის ბორბლებზე რომ თვით ბავშვებსაც არ ეცინებათ მაგის ტინგიცზე. ჰოდა ერთი მითხარი, ვის გადავახმოვანებინოტ მიშა? საქმეს კი აკეთებს, მართალია არ ვიცით ვის ხარჯზე გვაცხოვრებს, მარა, საქმე კეთდება, ფილმს არაუშავს კიარა, კაია, მარა, ეს ტონი და ხმა არ უვარგა რა. მაგის "ახმოვანებას" არაფერი აჯობებდა. მოდით და ვთხოვოთ მარტო ინგლისურად "იხმოვანოს" - ხო უფრო კაი იქნებოდა? თანაც ინგლუსურად ხმოვანებისას არ კარგავს წონასწორობას და არ ემსგავსება დასაკოდად გამზადებულ ხარს.

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: თბილისიდან
18.05.2012 13:27
ბატონო გოგი სრულიად გეთანხმებით, ძალიან კარგი ბლოგია, როგორც ყველა ის ბლოგი რაც დაგიწერიათ
მე თქვენ ძალიან დიდი ხანია გიყურებთ.
აი იმ დროიდან თქვენ ბავშვებთან ერთად ნახატებს რომ არჩევდით და იმ დროიდან ვარ თქვენი ერთგული მაყურებელი.
მაგრამ იმ დროიდან რაც სუბტიტრები შემოიღეს,ძირითადად მხოლოდ გისმენთ თქვენ და თქვენს სტუმრებს, ხოლო ფილმებს , რომლებსაც თქვენ აანონსებთ მეორე დღეს მოვიძიებ სხვადასხვა საიტებიდან და მხოლოდ სემდეგ ვუყურებ რადგანაც ფილმზე დაკვირვება ძალიან მიჭირს სუბტიტრების თანხლებით.
და ბოლოს ბატონო გოგი დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ერიკ რომერისთვის

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 19:42
ავტორი: ogariov-qartveli საიდან გვწერთ: Moskow
17.05.2012 10:58
თქვენ როდი დაამთავრებთ?
რა სულს იპარავს? ვის სულს იპარავს?!...
შალვა რამიშვილს რაც შეეხება, ეგ კაცი ქრთამისთვის ციხეში იჯდა და ახლა ვინც იღებს და ხლახის ხარჯზე ვინც ცხოვრობს, იმისი ჯერია.

ავტორი: \ნონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
17.05.2012 17:35
მ ო ა ხ ე რ ხ ა .

ბლოგის თემა-- სუბტიტრებიანი კინოების ავკარგიანობა.

არ იკითხავთ რა მოახერხა?

არა თავი ან ფეხი არავისთვის მოუხერხია.

უბრალოდ ამ ერთი შეხედვით უცოდველ თემიდან საპატრიარქოს გაკრა კბილი.

მ ა ლ ა დ ე ც.

ავტორი: ogariov-qartveli საიდან გვწერთ: Moskow
17.05.2012 10:58
ბატონო გოგი! ნიჭიერი კი ხართ, მაგრამ... ამიტომ ხართ საშიში. თანაც მეტისმეტად! კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ქურდის შვილი ქურდია. მამა ფულს იპარავდა, შვილი-სულს! სამწუხაროა, რომ საქართველოში აგინებენ ნონა გაფრინდაშვილს და აქებენ თეა თუთბერიძეს, მორალს კითხულობს მექრთამე შალვა რამიშვილი, ხოლო წესიერებაზე გული შესტკივა... დანარჩენი თქვენ დაამთავრეთ!

ავტორი: ჩემო
16.05.2012 21:49
როგორ ვერ იტანს ეს ხალხი სინათლეს, ვამპირებივით სიბნელეში ჯდომა ურჩევნიათ, ამოდიან და პროგრესულად მოაზროვნეებს სისხლს წოვენ. ეჰჰ
გოგი, მომეწონა თქვენი წერილი, მაგრამ ერთ მოკრძალებულ შენიშვნას თუ მიიღებთ გეტყვით: არა " გახმოვანება" არამედ " ახმოვანება", ასე უფრო სწორია.

ავტორი: mari საიდან გვწერთ: tbilisi
16.05.2012 16:22
ეჭვი მაქვვს ცოტა ხანში ახალი ფრაზა გაჩნდება. "წამო, რუსთავი 2-ზე მაგარ ფილმია და წავიკითხოთ." "ვერ გამოვალ, ფილმს ვკითხულობ" და ა.შ.

ავტორი: ანონიმი
16.05.2012 14:12
ის ფაქტი, რომ კრიტიკულად მომართულ-მოტივირებული გოგი გვახარია და სალომე ასათიანი ასე უღიმღამო ბლოგებს წერენ, უკვე მიანიშნებს ამ მთავრობის არამარტო ქმედითობასა და უნარიანობაზე, არამედ პოლიტიკურ სიძლიერეზე.

ავტორი: BRUTAL საიდან გვწერთ: თბილისიდან
16.05.2012 01:27
ავტორი: ნასრედინი
14.05.2012 14:16
ოდეკალონი როგორც „ოდნოკლასნიკების„ დამარცხების იარაღი

კარგი სტატიაა... მომეწონა :)



ავტორი: არაპენსიონერი :)
16.05.2012 00:40
"კინო არ არის მხოლოდ ინგლისურენოვანი. იაპონური, ფრანგული, გერმანული, უნგრული ფილმებით ინგლისურს ვერ ისწავლი!"
გეთანხმებით
მაგალითისთვის "წითელი ზონა"–ც გამოდგება, ამ გადაცემაში გასული ფილმების 80% არაინგლისურენოვანია. მეტიც, ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
15.05.2012 15:33
როგორ ფიქრობთ La belle femme, ოთარაანთ ქვრივს სადონკიხოტე თვალი რომ არ დაეხუჭა და მხოლოდ გიორგის მაცქერალი თვალის ანაბრად არ დარჩენილიყო, ლიბერალი ილია ჭავჭავაძე ამ შესანიშნავ ტრაგედიას ნიჰილისტ არამზადებს მიუგდებდა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად?


ავტორი: წავიდა საიდან გვწერთ: აქედან
15.05.2012 14:09
დავიწყე....ჩემის აზრით ენის სწავლა ასეთი მეთოდით შეუძლებელია. და ერთადერთი ყველაზე წარმატებული მიდგამა ჩემს მაგალითზე იყო ყოველდგიური ინტერაქტიული ურთიერთობა. მაგალითად საუბარი ან მიწირ მოწერა. ეს კი ეტყობა ვიგაცის მოჭორილზე გაკეთებული. დირექტივაა. ან საერთოდ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ყველანაირი ფორმატით ყურება, ეს ხომ თავისუფალი ქვეყანაა ვერ გავიგე,

ავტორი: თეოფილე
15.05.2012 12:11
პრეზიდენტის ვერტიკალს, საპატრიარქოს ვერტიკალს,დემოკრატიის ვერტიკალს, ადამიანის ტვინში არსებულ ყველა ვერტიკალს, ნაბუხოდონოსორის სიზმარში ნანახ ყველა ვერტიკალს,(რომელიც დანიელ წინასწარმეტყველმა ახსნა) გაანადგურებს უფალი, როცა დაბრუნდება ცეცხლით და მახვილით ამ ცოდვილ დედამიწაზე....... ბაბელში აურია ენები უფალმა ადამიანებს, რათა ერთმანეთის გერ გაეგოთ და ბაბილონის გოდოლი ვერ აეშენებინათ....მაგრამ სანამ ეს მოხდება ანტიქრისტეს ვერტიკალი უნდა დამყარდეს,ამიტომ დიდი პირი გააღეთ და ისწავლეთ ინგლისური,მსოფლიო კომუნიკაციის,ერთმანეთის გაგების ენა....რამეთუ დაწერილია.....

ავტორი: პირველად ვწერ საიდან გვწერთ: თბილისი
15.05.2012 09:54
La belle femme -ს
მე კი მგონია, რომ თანამიმდევრულია - საბჭოთა "ტრადიციული" ხრიკია - გააკრიტიკო და იქვე ცოტა ასიამოვნო, რომ რისხვა აიცილო :)))
ისე ბ-ნო გოგი, მართლაც რას ერჩით "ერთსულოვნებას", ნუთუ ის გაღიზიანებთ, რომ თუნდაც ქართული კინემატოგრაფის გაცნობის ალბათ უკვე ერთადერთი საშუალებაა ახალგაზრდებისათვის? ვერ დავიჯერებ :)

ავტორი: La belle femme
15.05.2012 01:09
ააააააა, არ მოგწონთ ბატონო გოგი "კარგია, ვინც ძლიერია!" დევიზი? რას იზამ, აი იმ პროგრესულ, "ბნელი ქრისტეანული მორალისგან" გათავისუფლებულ სამყაროში, რომელიც თქვენ ასე მოგწონთ - აი სადაც ქალს ქალი მოყავს ცოლად, და კატას ძაღლი - იქ ყალიბდება სწორედ ასეთი მგლური კანონები "კარგია, ვისაც ძალა აქვს!" "სწორია, ვისაც ფული აქვს!", "კარგია ვინც ვერტიკალის სათავეშია!" და ა.შ. ნამდვილი ქრისტეანებისთვის კი (აქ რათქმაუნდა საქართველოს საპატრიარქო არ იგულისხმება) ძალა, ფული, ეროვნება და პატრიარქი არაფერს ნიშნავს, მთავარი ჭეშმარიტებაა, სამართლიანობა, უანგარობა, თავმდაბლობა და ადამიანების სიყვარული (არა-ჰოლივუდური გაგებით). ასე რომ ამოირჩიეთ, და გაგვაგებინეთ რა გინდათ. თითქოს ქრისტეანული ღირებულებები მოგწონთ, ფარისევლობას თქვენს ვერ იტანთ, მაგრამ როცა ქრისტენულ მორალზე მიდგება საქმე, ზიზღისგან "გაძაგძაგებთ". რაღაც არათანმიმდევრული ხართ.
პასუხი

ავტორი: გოგი გვახარია
15.05.2012 01:10
ვგიჟდები თქვენს სახელზე:)

ავტორი: ანონიმი
14.05.2012 22:07
ავტორი: GERMANE
14.05.2012 20:37

"მშობიარე ქალი უწმინდურიაო - ესეც სიცრუეა, არსად წერია." -

ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება. (ლევ. 12,2)

შენ თვითონ იტყუები, რადგან რაც ჩამოთვალე ყველაფერი წერია ბიბლიაში. უბრალოდ არ კითხულობ. ალბათ გენიოსი ხარ :)

ავტორი: ანონიმი
14.05.2012 21:19

ავტორი: ლამარა გოგიბერია საიდან გვწერთ: საბჭოთა წალკოტი
14.05.2012 13:28
ქალბატონო ლამარა, ჯერ ქუთაისი - ლაზიკა და ა.შ. წამყვანობის წამყვანობა გამაგებინეთ და დანარჩენი კი გავიგე. მე უფრო კაი წამყვანობები ვიცი. (ვიდრე მიშამ) ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!

საბჭოთობას მე სულაც არ ვგმობ. არც ვაქებ მას "წალკოტად". მხოლოდ საჭირო გამოცდილებად აღვიქვავ.

ავტორი: GERMANE
14.05.2012 20:37
ავტორი: ანონიმი
14.05.2012 15:57

ანონიმ, საქმე ვერტიკალს კიარ ეხება - იერარქია და ვერტიკალი ყველგანაა - ოჯახშიც.
საქმე ეხება ადამიანების დამონებას:
სააკაშვილი ამონებს პენსიებით, ვაუჩერებით, ხელფასებით, სიცრუით.
პატრიარქი ამონებს არასწორი წაკითხვით, შიშის და დამონების მოთხოვნით, ეკლესიაზე დამონების მოთხოვნით. თუ იცით რომ საქართველოში ვერ გაყიდით სანთელსაც კი თუკი ეკლესიას წილი არ გადაუხადეთ? სანთელი არის ეკლესიის (მხოლოდ ილია მეორეს მიერ) ოკუპირებული საყოფაცხოვრებო ობიექტი - ეს არსად წერია.
მშობიარე ქალი უწმინდურიაო - ესეც სიცრუეა, არსად წერია.
მოუნათლავი ბავშვი ჯოჯოხეთში სევაო - ესეც სიცრუეა, არსად წერია.
პრეზიდენტზე უფრო ცრუა თქვენი პატრიარქი - ქრისტესთან და მართლმადიდებლობასთან საერთოდ დაჰკარგა კავშირი.
არაა გამორიცხული, რომ ეს ფიზიოლოგიურად მოსდის, მაგრამ, სააკაშვილივით, ვინმემ ხომ უნდა თქვას, რომ მეფე შიშველია?
ამას არც მიშას ეუბნებიან და არც პატრიარქს.
სედით ნებისმიერ სხვა ორთოდოქს ეკლესიაში, შედით გერმანიაში მოქმედ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ჰკითხეთ მღვდელს ახსნა.
მეც მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ

ავტორი: ანონიმი
14.05.2012 15:57
სტატიის პათოსი რამდენადაც არ უნდა იყოს ჩემთვის მისაღები, მაინც ვერ დავეთანხმები პატრიარქის და პრეზიდენტის, როგორც ორი ვერტიკალის შედარებას. ისე, ინტერესისთვის, რამე დაგიწერიათ ეკლესიის კრიტიკის გარეშე?

ავტორი: ნასრედინი
14.05.2012 14:16
ოდეკალონი როგორც „ოდნოკლასნიკების„ დამარცხების იარაღი

ბოლოს და ბოლოს გავარკვიე - საქართველოს პრეზიდენტი, არც მეტი არც ნაკლები, თავებზე ბრიოლინის დადების ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილა. აქამდე მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ნოვაცია საქართველოში ინგლისური ოდეკალონის ხმარების შესწავლის მიზნით შემოიღეს.

90-იან წლებში, როცა მე და ჩემმა მეგობარმა ქართველმა საზოგადოებამ ნელ-ნელა (!) უცხოური თავის სარეცხი საშუალებების ქართულად ხმარება დავიწყეთ, უამრავი ხალხი დაგვესხა თავს: ზოგი ამბობდა, ქართულად სახმარი საპნისა და ოდეკალონის დადება შეუძლებელია, ქართული თავი, უბრალოდ, არ უხდება უცხოსურნელოვან ფხვნილებსო.

მერე შეეჩვივნენ. ეროსი კიწმარიშვილმა კარგი სტუდიაც დააარსა, “ქართული დადება”, სადაც რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა.

მაგრამ, ის-ის იყო, ყური, ცხვირი, ტვინი შეეჩვია ქართულ რეცხვას, ხელისუფლებამ ახალი ნოვაცია დანერგა - თავებზე ბრიოლინი დაადეს და ცხოვრების ასეთი ჩვენება ტელევიზიებისთვისაც სავალდებულო გახადეს.

გადასარევი იდეაა. საფრანგეთში, მაგალითად, დიდი ხანია წარმატებით დამკვიდრდა. უცხოსურონელოვან საპნებს ზოგ თავებზე ნაციონალურად ხმარობენ, ზოგზე მემარცხენულად, ზოგანაც თმაგადაგლესილ ლე პენს უჩვენებენ. ყველა კმაყოფილია, მათ შორის ის ადამიანებიც, რომელთაც სმენა, მხედველობა, ყნოსვა, შეხება და აღქმა დაქვეითებული აქვთ.

ტელევიზიაც ასეთივე პრინციპით არჩევს პროგრამას -“პრაიმტაიმში”, როგორც წესი, მარცხენა სახით უჩვენებს, გვიან ღამით, ნატურალისტურად.

პირადად მე, ცხოვრების ყურება ორიგინალში მირჩევნია - პრეზიდენტის ხმა კარგად ისმის და მინისტრებს იმის მიხედვითაც ვაფასებ, თუ როგორ ენაჩავარდნილად მეტყველებენ. ამიტომ, წესით, პრეზიდენტის ბრიოლინიანი თავის კიდევ და კიდევ გან ვადებით დარჩენისთვის მხარი უნდა დამეჭირა.

მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ მარტო მე არ ვარ ამ ქვეყანაზე და ყველას არ უყვარს ბრიოლინი, ბოლოკი და ბოდ ვიანი პრეზიდენტი.

მახსოვდეს, რომ “მარტო ვარ” სხვა რამეა და “მარტო მე ვარ” - სხვა. აი, ისე, სააკაშვილის “მე, მეფეში” როგორცაა. პირველ სერიაში მეფე ამბობს, მარტო არ ვარო და მაყურებელი თანაუგრძნობს მიშას, რომელმაც დაშლილი, წყვდიადსა და წკვარამში მყოფი საქართველო უნდა გააერთიანოს... მაგრამ მეორე სერიაში, როცა დენი მოპოვებულია, მიშა მოულოდნელად განაცხადებს “მარტო მე ვარ!”... მხოლოდ და მხოლოდ ეს “მე” ჩნდება და ყველაფერი იცვლება. ყველაფერი.

იმდენად იცვლება, რომ ევროპას დედა ეტირა თავის ნიცა–ვენეციიანად და ტრამპი რომ ტრამპია, გიჟად დადის ახალ ელდორადო ბათუმში.

თუკი ჯამაათი “მე, მეფეს” პირველ სერიას პრემიით აჯილდოვებს, მეორე სერიის დასრულების შემდეგ ფურთხებაზე გადადის და ბრიოლინზე უარის თქმით იმუქრება, რადგანაც ძალაუფლების ვერტიკალის თავში მოქ ცეულ მეფეში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

ქართული საზოგადოება კარგა ხანია, ძალაუფლების ვერტიკალზე რომაა მიჯაჭვული, ამირანის მითიც მოწმობს ამაზე. მათ შორის აქ. სტალინის ძეგლი აიღეს, მაგრამ “კარგი კაცის”, როგორც მთვრალი წინამძღოლის მოთხოვნილება ქვეყანაში ისევ ძალიან ძლიერია. არც “კარგი კაცების„, სასმელებისა და სასმურების დეფიციტს განიცდის ეს ქვეყანა.

თავების დაბრიოლინებისა და გამორეცხვის დამკვიდრების ისტორია ტიპიურია და კარგად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას თავისივე ხალხის მიმართ.


ავტორი: ლამარა გოგიბერია საიდან გვწერთ: საბჭოთა წალკოტი
14.05.2012 13:28
ავტორი: ანონიმი

13.05.2012 14:32

"ქვეყნები რომლებიც დუბლირებას არ აკეთებენ, იკავებენ წამყვან ადგილებს."

ეს "წამყვანობა" რა არგუმენტია?

ანონიმო,

"წამყვანობა" ის არგუმენტია, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება კარგი ინგლისურის მცოდნე მოსახლეობა მცხეთა-თბილისსა და წყალტუბო-ქუთაისში, ლაზიკა-ფოთსა და მესტია-ზუგდიდში. უამყველაფროდ ყვეყანა ვერ წავა წინ.

სხვათაშორის, საბჭოთა კავშირის წლებში რომ რუსულის ცოდნას დიდი ყურადღება ექცეოდა ამან დიდად განაპირობა მაშინაც ჩვენი რესპუბლიკის "წამყვანობა". მაგალითი? აგერ, ბატონო, თავად წერილის ავტორი ბატონი გოგი საბჭოთა კულტურის ერთ-ერთი ნანგრევი ზოდი. გვახარიასნაირ ხალხზე დგას კიდევ თუ რაღაცნაირად ისევ დგას ჩვენი ქვეყანა. საბჭოთა იმპერიაში არ იყო ყველაფერი ცუდი. მე ვამაყობ, რომ სსრკ-ში ვცხოვრობდი.

ავტორი: Lasha
14.05.2012 12:21
გოგი, დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის!
საქართველოში ოცი წლის წინ ოყო ინგლისური არხები. გეყურა, რამდენიც გინდოდა. დავიჯერო, ახლა აღარაა? რა თქმა უნდა, იქნება.
სააკაშვილის რა გიკვირთ? ერთი კარგად რომ გამოძღება და დაიღლება, მერე ეგეთი ინოვაციები მოსდის თავში...

ავტორი: დალი საიდან გვწერთ: ფოთი
14.05.2012 00:34
შენ გაიხარე, გიორგი) ოღონდ, არა მგონია დასავლეთში სტაჟირებაგავლილ ყმაწვილებს დიდად აღელვებდეთ კინემატოგრაფი)

ავტორი: პინგვინი საიდან გვწერთ: ანტარქტიდა
14.05.2012 00:09
"ზურა კიწმარიშვილმა კარგი სტუდიაც დააარსა, “ქართული გახმოვანება”. კარგი არა იხვის ტოლმა. კაპიკებს უხდიდნენ ნორმალურ მთარგმნელებს. თან სულ ამცირებდნენ გასამრჯელოს. ამიტომაც ბოლოს არაპროფესიონალები დარჩნენ და იმისთანას თარგმნიდნენ ხოლმე, როგორც იტყვიან "თქვენი მოწონებული".

ავტორი: მოჰიკანი საიდან გვწერთ: თბილისი
13.05.2012 21:14
ალბათ რაიმეს მტკიცებას - გადის თუარა ევროპაში სუბტიტრებით ფილმი (ყველგან) - აზრი არ ააქვს.მე იმ თაობას მივეკუთვნები როცა თეატრალურ ინსტიტუტში გახმოვანებას გვასწავლიდნენ, და დამერწმუნეთ ეს სულ სხვა არის.თუ გახსოვთ რუსულად გახმოვანებული ფილმები-აზრი იქმნებოდა ისეთი რომ მაყურებელს სჯეროდა რომ ფილმი რუსულად იყო გადაღებული-და რატომ?.იმიტომ რომ გახმოვანებას თავისი დიდი კულტურა აქვს-კულტურა მსახიობის ოსტატობის, ლიპსინგის, და ბოლო ბოლო გახმოვანება ეს მარტო ყურსასმენებით მიკროფონთან დგომა და ტექსტის კითხვა არ არის..აქ უდუდესი შრომაა მათი, ვინც ორიგინალ ტექსტს გადმოთარგმნის და იმ ენას მოურგებს სიტყვითა და აზრით თუ რა ენაზეც ხმოვანდება,.. მერე კი გახმოვანების რეჟისორის...
მართალია რომ ქართულად უმეტესი გახმოვანებული ფილმი ვერ "ბრწყინავს" ისე როგორც საჭიროა,...სერიალების დუბლიაჟზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ-კოშმარია და სირცხვილი,..თუმცა მსახიობები იმ ორი კაპიკის გამო რასაც გახმოვანებაში უხდიან არც იხარჯებიან....ან კი ღირს მაგ უნიჭო სერიალებზე დახარჯვა...?თუმცა ეს ერთი საკითხია.მეორე კი ის თუ რას ვუცქერთ ჩვენ საღამოობით ტელევიზორის ეკრანზე.საინტერესოა ან ვინ თარგმნის, ან ვინ აწყობს ტიტრებს-"შესაშური" ქართული ენის ცოდნით...რას გვერჩიან ნეტავი...? დავიჯერო მამაჩემი ან ბაბუაჩემი ამ სუბტიტრებით ოდნავ მაინც "გამინათლდებიან" ინგლისური ენის ცოდნაში?და ვთქვათ ფილმი ან ჩეხურია,...ან პოლონური, ან იტალიური, იაპონური....ამ შემთხვევაში რაღა ვქნათ????...უკაცრავად-ჩვენ რა უნდა ვქნათ-არც არაფერი-აი მათ-ვინც თარგმნის და ასე ვთქვათ "ტიტრავს"-მათ რა ქნან????...პასუხი ერთია - კისერიც უტეხიათ...)))) რამდენადაც სამწუხაროა ზუსტად ასე ფიქრობს ის, და ისინი ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო....
p.s......ისე და "ოდნოკლასნიკებს თუ სუბტიტრები მოერევააააააა.....ჰა,.ჰა,..)))
............წავალ ისევ ერთსულოვნებაზე გადავრთავ, ეგებ და რაიმე ძველი ქართული ფილმი იყოს, გავიცინებ გულიანად მაინც...სხვათაშორის ის ქართული ფილმები მაშინაა გადაღებული როცა საქართველოს -საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ერქვა......და ამ ფილმების სულაც არ მრცხვენია,-ზოგიერთებივით.....
.......приятного вечера и просмотра........

ავტორი: ანგლოამერიკელი საიდან გვწერთ: დასავლეთიდან
13.05.2012 16:16
გაიგეთ ხალხო, რომ ინგლისური მასე არ და ვერ ისწავლება! ყველა მასიურად გადავიდა რუსულად გახმოვანებული ფილმების ყურებაზე! შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ეს "ნაბიჯი" საქართველოს პროდასავლური ვექტორის წინააღმდეგ არის მიმართული და მისი დისკრედიტაციაა!

ავტორი: მაია საიდან გვწერთ: შინიდან
13.05.2012 15:39
საქართველოში კომუნიკაციის ენა ინგლისურია?

ავტორი: სტუმარი
13.05.2012 14:38
გამოსავალი - განვითარებული IP ტელევიზია, მერე გინდა სუბტიტრს ჩაა-ON/OFF-ებ, გინდა დუბლირებას ჩართავ/გამორთავ - ყველა ბედნიერი იქნება, ვისაც უნდა ინგლისურს ისწავლის, ვისაც უნდა ქართულად უყურებს..

ავტორი: ანონიმი
13.05.2012 14:32
"ქვეყნები რომლებიც დუბლირებას არ აკეთებენ, იკავებენ წამყვან ადგილებს."
ეს "წამყვანობა" რა არგუმენტია? სად, როდის, რაში და რატომ არიან "წამყვანები"? და რა არის ან უნდა იყოს საქართველოსთვის "წამყვანობა".
დიდი შეცდომაა ასე ხედვა და მსჯელობა.

ავტორი: ავატარი
13.05.2012 13:39
ინგლისურის უფასო კურსები, ციფრული მთავრობა, ჭაჭის შადრევანი... ეს ფანტასტიკური კინოა თუ რეალობა?

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
13.05.2012 13:35
რამდენადაც ვიცი სახელმწიფო არავის არ ავალდებულებს მაინცდამაინც ინგლისურენოვანი ფილმები უჩვენონ. თეორიულად შეუძლიათ გაუშვან ლიტვური ან უზბეკური ფილმები ქართული სუბტიტრებით, თუ ამაზე საქართველოში მოთხოვნილება არსებობს.

ჰოლანდიაში და სკანდინავიის ქვეყნებში ხდება მხოლოდ საბავშვო ფილმების გახმოვანება (ისიც არა ყველასი). არა მგონია ჰოლანდიაში მეტ გახმოვანებულ ფილმებს უჩვენებდნენ ვიდრე საქართველოში, მით უმეტეს რომ საპატრიარქოს ტელევიზია, როგორც თქვენ თვითონ თქვით, კანონს არ იცავს.
პასუხი

ავტორი: გოგი გვახარია
13.05.2012 13:49
ბატონო გიორგი, საქართველოში მოთხოვნილება არ არსებობს სუბტიტრებიან ფილმებზე:( ამას რეიტინგები გვიჩვენებს.. და მით უფრო არ იქნება, როდესაც ხალხს ეუბნებიან, ინგლისურის სწავლის მიზნით შემოვიღეთ ეს ნოვაციაო

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
13.05.2012 12:58
http://en.wikipedia.org/wiki/File:Dubbing_films_in_Europe1.png

ამ რუკაზე ლურჯ ფერებშია აღნიშნული ის ქვეყნები, სადაც ფილმებს სუბტიტრებით უჩვენებენ. წითლები და ყვითლები აკეთებენ დუბლირებას.

http://en.wikipedia.org/wiki/EF_English_Proficiency_Index

აქ ინგლისურის ცოდნის დონეს ეხება სტატია. ქვეყნები რომლებიც დუბლირებას არ აკეთებენ, იკავებენ წამყვან ადგილებს.
პასუხი

ავტორი: გოგი გვახარია
13.05.2012 13:02
სუბტიტრებით ჩვენება იმას არ ნიშნავს, რომ ყველგან და ყველა არხზე სუბტიტრებით უჩვენებენ. მე საფრანგეთის მაგალითი შემთხვევით არ გავიხსენე

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
13.05.2012 12:49
არაა გასაკვირი რომ გადაწყვეტილებებს ერთი კაცი იღებს,სააკაშვილს ირგვლივ ვინც ყავს ყველა მისი მონაა და იმიტომ.ამ ხალხს განათლება სადაც უნდა მიცე მნიშვნელობა არა აქ,მათ არც მოვალეობის გრძნობა აქვთ და არც სახელმწიფოებრივი შეგნება.სააკაშვილის მონობით ეს ხალხი კარიერას იწყობს და ფულსაც აკეთებს და არც აინტერესებთ სხვისი აზრი გარდა თავისი მბრძანებლისა.რატომ ხდება ასე, იმიტომ რომ ეს ხალხი უბრალოდ ამნაირია და მორჩა.მბრძანებელსაც არ აწყობს მონის გარდა სხვა ვინმე ამიტომაც პრობლემები ერთმანეთში,ურთიერთობაში არ აქვთ.აგერ ახლა ბაგრატის ტაძარს რომ აშენებენ ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ვინმე რამეს,რას აკეთებს კულტურის სამინისტრო ვითომ ინტელეგენცია ან ხალხი,ვის რათ უნდა 21 საუკუნეში აშენებული ბაგრატის ტაძარი,ეს ხო ქალაქის ისტორიას ამახინჯებს,იმიტომ რომ კულტურის სამინისტროში მონები მუშაობენ,ინტელეგენცია კი მართლა ვითომაა,ხოლო ხალხი დაუძლურებულია ამდენი პირჯვრის წერით და რასაც ეუბნებიან რომ იყვნენ მორჩილები ასრულებენ კიდეც.ალბათ არ ვართ ყველაზე "მამაცი" ხალხი მსოფლიოში.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
13.05.2012 12:46
ბ-ნო გოგი,

მეეჭვება მართლა გჯეროდეთ რომ შესაძლებელია უცხოენოვანი ფილმის რუსულად/ქართულად გახმოვანება ისე რომ, მისი შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაიკარგოს. ვისაც თუნდაც ერთი უცხო ენა მაინც სრულყოფილად უსწავლია, იცის რომ აზრობრივი ქვეტექსტების, ანდაზების, იდიომების, ანეკდოტების და ა.შ. რომ ერთი ენიდან მეორეზე თარგმნა შეუძლებელია. როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად Bienvenue chez les Ch’tis-ის ქართული გახმოვანება? გინახიათ თუნდაც ერთი წარმატებულად გახმოვანებული კომედია?

ინგლისური იმიტომ არის ძლიერი, რომ პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინგლისურენოვან კულტურას ანიჭებს უპირატესობას. რამდენ პროტექციონისტულ ხერხსაც არ უნდა მიმართოს საფრანგეთის მთვარობამ, ამ ფრანგულ კინოპროდუქციას ამერიკულთან კონკურენციის უნარი არ შესწევს თვით საკუთარ ქვეყანაშიც კი. საქართველოში ხალხი მაინცდამანც ფრანგულ ან იაპუნურ ფილმებს რომ ანიჭებდეს უპირატესობას, მაშინ ტელევიზიებიც საბაზრო ეკონომიკის კანონებით მაგ ფილმებს შესთავაზებდნენ მაყურებელს.

იმ ევროპულ ქვეყნებში სადაც უცხოურ ფილმებს სუბტიტრებით უჩვენებენ, მაღალია არა მარტო ინგლისურის, არამედ ფრანგულის და გერმანულის ცოდნის დონეც. საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას სჭირდება უცხო ენები მსოფლიოსთან დასაკავშირებლად, პირველ რიგში რა თქმა უნდა ინგლისური ენა.

სუბტიტრებიანი ფილმებით ხალხს საშუალება ეძლევა ხელოვნებას გაეცნოს ორიგინალური და არა კასტრირებული ფორმით და პლიუს ამას უცხო ენების სწავლისა. რომელი მოტივი იყო მთავარი ხელისუფლებისათვის მაგას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია სწორი გადაწყვეტილება მიიღეს
პასუხი

ავტორი: გოგი გვახარია
13.05.2012 12:59
მე, ეტყობა, კარგად ვერ ვერკვევი საბაზრო ეკონომიკის ნიუანსებში.. რომელი "საბაზრო ეკონომიკაა" ეს? სახელმწიფო ავალდებულებს კერძო არხებს საღამოს საათებში უჩვენოს მხოლოდ სუბტიტრებიანი ფილმები. ეს "საბაზრო ეკონომიკაა"?

ავტორი: ანონიმი
13.05.2012 11:33
ბარემ სახელი გადაარქვით და რადიო "თავისუფლება"-ს ნაცვლად რადიო "თავისუფლების ინსტიტუტი" დაარქვით. "ტაბულას" და ამ რადიოს საიტის გარდა ვერსად, სხვა ვერცერთ გამოცემაში ვერ შეხვდებით მართმადიდებლობაზე ამდენ ნეგატიურ სტატიას!
ეს რა უბედურებაა...!!!

ავტორი: What?
13.05.2012 11:24
ეს ბლოგი მომეწონა, მაგრამ ფინალმა კამპოტში ჩაა...ვა:(

მე პირადად ტვ-ს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ძილის წინ ბევრჯერ გადამირთავს ”ერთსულოვნება”-ზე და მორჩილების გაკვეთილები კი არა, ნეტა ბევრი იყოს ასეთი სულიერი, დადებითი ემოციების და ეროვნული ფასეულობების მატარებელი არხი !!!!

რომ გადახედოთ 20-21-საუკუნეების დინამიკას, ნახავთ რომ გასულ საუკუნისგან განსხავვებით ლიბერალურმა ფასეულობებმა დევალვაცია განიცადა და ულტრალიბერალიზმის ჭაობში ჩაყვინთა. გამოსავლის ძიებაში კაცობრიობა (21-ე საუკუნეში) ისევ რელიგიას უბრუნდება და თქვენ რა იყოთ, ეშმა გყავთ შეჩენილი?

ავტორი: აქსიომა საიდან გვწერთ: თბილისი
13.05.2012 06:00
თავიდან ბოლომდე გეთანხმებით ბატონო გიორგი. ეს პრობლემა არა მარტო ასაკოვანი ადამიანებისთვის არის აქტუალური. მინდა ჩემთვის გასაგებ ენაზე ვუყურო ფრანგულ, იტალიურ,პოლონურ და სხვა კინო შედევრებს. სამწუხაროდ პოლიგლოტობის ნიჭი არ მაქვს და ფილმების "წაკითხვის" იდეაც საფუძველშივე ძალადობის ერთ– ერთ გამოვლინებად უფრო აღვიქვი, ვიდრე ჩემს "განათლებაზე" ზრუნვად. ენის შესწავლა ვისაც უნდა ამისთვის უამრავი, სხვა რესურსი არსებობს. ბოლოს და ბოლოს ბრაზილიურ და მექსიკურ სერიალებს თუ თარგმნიან, მხატვრულმა ფილმებმა რა დააშავეს? მოკლედ მადლობა ყველა იმ ადამიანის სახელით ვინც უკვე დიდი ხანია აღარ უყურებს ქართულ ტელე არხებს.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული