შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 15:53

ეკონომიკა

2014 წლის ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

მულტიმედია

აუდიო
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. მთავრობამ პარლამენტს 9 მილიარდ 9 მილიონიანი პროექტი წარუდგინა, რომელიც დაახლოებით 260 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო კანონს. ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, ბევრი სამინისტროს ხარჯები მცირდება. რას ხმარდება თანხების ძირითადი ნაწილი და როგორ წარიმართა ბიუჯეტის პროექტის განხილვა? 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ჩაშლით ემუქრება 2015 წლის თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტში 9 ოქტომბერს გამართულ მოსმენაზე გაირკვა, რომ პროექტში გათვალისწინებული არ არის ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსება. ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს 10 დღის მანძილზე უნდა აცნობონ, რა მოცულობის ბიუჯეტი აქვთ:

”დაფინანსება არის ნული. ქალაქის მერია აცხადებს, რომ თუ არ დაემატება ტრანსფერი, იქიდანაც დაფინანსება იქნება ნული. 10 დღეში უნდა ვაცნობოთ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, სად რა შენობებს ვაშენებთ და რა ბიუჯეტით. გაირკვა ის, რომ ჯერჯერობით არის ნული”.

ელს გაცემული გამოთანაბრებითი ტრანსფერი მერიის მიერ ვერ იქნა ათვისებული სრულად და, ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის მათ ანგარიშზე 100 მილიონზე მეტი თანხა დარჩება...
ასეთი ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც გაირკვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 50 მილიონი ლარით მცირდება თბილისის ტრანსფერი. სწორედ თბილისის ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს 44 მილიონი ლარით ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი არ იზიარებს მოსაზრებებს თბილისის ბიუჯეტის შემცირების შესახებ:

”წელს გაცემული გამოთანაბრებითი ტრანსფერი მერიის მიერ ვერ იქნა ათვისებული სრულად და, ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის მათ ანგარიშზე 100 მილიონზე მეტი თანხა დარჩება. შესაბამისად, მომავალი წლის ტრანსფერი, საკუთარი შემოსავლები და ნაშთი წლევანდელი წლიდან იმაზე მეტი დაფინანსება იქნება, ვიდრე ეს 2013 წელს იყო”.

გიორგი თაბუაშვილისა და მისი უწყების ამ პოზიციას არ იზიარებენ თბილისის მერიაში, სადაც აცხადებენ, რომ ჯერ მიმდინარე წელი არ დასრულებულა და შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, დარჩებათ თუ არა აუთვისებელი თანხები. თბილისის მთავრობა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ძველი დაფინანსების აღდგენას მოითხოვს.

თბილისის მერიის გარდა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება 30 მილიონი ლარით შეუმცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მას 25 მილიონი ლარი ერგება. მომავალ წელს 37 მილიონი ლარით შემცირდება და 891 მილიონი ლარი გახდება ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი. 21 მლნ ლარით მოიკლებს იუსტიციის სამინისტროს, 19 მლნ ლარით კი - სასჯელაღსრულების სამინისტროს დაფინანსება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი, მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების ბიუჯეტი და სოფლის მეურნეობის, ანუ ეს არის ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ...
დარგობრივ კომიტეტებში განხილვისას არავინ იყო კმაყოფილი დაფინანსების შემცირებით. უფრო მეტიც, კომიტეტების წარმომადგენლები დაფინანსების გაზრდას მოითხოვდნენ, მათ შორის იყო გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი:

”ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი, რომ სრულად განვახორციელოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები”.

დაფინანსება არ შემცირებია საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა დაფინანსების საკითხი ამ სფეროშიც აქტუალურია. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზე მიანიშნებს:

”ჩვენ პარაფირების შემდეგ ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის მოგვიწევს მუშაობის გააქტიურება...”

მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა შეეხება ძირითადად სამ სამინისტროს. მათ შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს:

”მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი, მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების ბიუჯეტი და სოფლის მეურნეობის, ანუ ეს არის ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ”.

ვფიქრობ რომ ვალდებულებები არის გაზრდილი ზედმეტად და ეს ვალდებულებები გასტუმრებული იქნება თუ არა ჯერჯერობით ნათელი არ არის...
2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიარდ ლარს მიიღებს, რომელიც ძირითადად უფასო საყოველთაო დაზღვევას და პენსიებს მოხმარდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი 280 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ასევე 64 მილიონი ლარით მოიმატებს განათლების სამინისტროს დაფინანსება.

ბიუჯეტის შედგენისადმი ასეთ მიდგომას აკრიტიკებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

”ძალიან დიდი თანხებია გადასროლილი სოციალურ პროექტებზე. სამწუხაროდ ბოლო დროს რეფორმები ამ მიმართულებით ნაკლებად ტარდება. პირიქით, სადაც იყო ეს რეფორმა ჩატარებული სიტუაცია უკან ბრუნდება, ჯანდაცვაში განათლებაში და სხვა სექტორებში. ვფიქრობ რომ ვალდებულებები არის გაზრდილი ზედმეტად და ეს ვალდებულებები გასტუმრებული იქნება თუ არა ჯერჯერობით ნათელი არ არის.”

აქვე აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები შემცირებულია, ხოლო ხარჯები გაზრდილი. შესაბამისად, საბიუჯეტო დეფიციტი 350 მილიონ ლარამდეა და ჯერჯერობით უცნობია მისი დაფინანსების წყარო.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასა და სირიის ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლაზე.
გაგრძელება

აუდიო ქრის უოკერი: „მკაფიო ნორმების არარსებობას რუსეთი თავის სახეიროდ იყენებს“

გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ესტუმრა აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფერ უოკერი, რომელიც "მეათე სტუდიაშიც" მოვიწვიეთ.
გაგრძელება

აუდიო „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

​უკვე 20 წელია, რაც საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული