Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი

7 სექტემბერს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი, რომელიც დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. 7 სექტემბერს ჩაკ ჰეიგელი ასევე ეწვევა კრწანისის საწვრთნელ ცენტრსაც, სადაც ქართველ და ამერიკელ სამხედროებს გაესაუბრება.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი საქართველოს ნატოს უელსის სამიტში მონაწილეობის შემდეგ ეწვია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ვიზიტის მსვლელობისას ჩაკ ჰეიგელი მადლობას

„საქართველო იზიარებს ამერიკის შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და მინისტრ ჰეიგელის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ უკრაინა იქნება".

გადაუხდის საქართველოს ერაყისა და ავღანეთის მისიებში შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლისთვის. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკიის შეერთებული შტატების საელჩომაც. განცხადების მიხედვით, „საქართველო იზიარებს ამერიკის შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და მინისტრ ჰეიგელის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ უკრაინა იქნება".

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვაკო ავალიანს:

„მთავარი აქცენტი არის თავდაცვითი შესაძლებლობები, რომელიც უნდა გაუჩნდეს საქართველოს სახელმწიფოს და ამაზე იყო საუბარი უელსში სამიტზე. ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები. აშშ ყოველთვის ეხმარებოდა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. შესაბამისად, ეს ვიზიტიც ხაზგასმაა იმისა, რომ რეგიონში საქართველო არის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, შეიძლება ითქვას, საყრდენი და, ალბათ, საინტერესო განცხადებები გაკეთდება ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების პრესკონფერენციისა და შემდეგ უკვე სამხედროებთან შეხვედრის დროსაც“.

ამერიკელი კოლეგის სტუმრობასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც, რომელმაც ნატოს უელსის სამიტის მსვლელობისას

ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობა საერთაშორისო კოალიციასთან, რომელიც ექსტრემისტების ჯგუფ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთიანდება.
ირაკლი ალასანია

საინფორმაციო სააგენტო „როიტერისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობა საერთაშორისო კოალიციასთან, რომელიც ექსტრემისტების ჯგუფ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთიანდება. ირაკლი ალასანიამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, რისი აუცილებლობის შესახებ ნატოს უელსის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების ბრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც ილაპარაკა:

„ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და მოლდავეთის დასახმარებლად. უნდა გავაძლიეროთ მათი თავდაცვაც“.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა წლების განმავლობაში დგას ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში.

„საჰაერო თავდაცვა, ტანკსაწინააღმდეგო ძალები და სხვა კრიტიკული თავდაცვითი შესაძლებლობები აუცილებელია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება საქართველოს სჭირდება, ერთი მხრივ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეოერ მხრივ კი, საკუთარი წვლილის შესატანად საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. სწორედ ამ ამოცანების შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება“, უთხრა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დათო სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას.

ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც, რომლის თქმითაც, ნატო-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენენ საქართველოსადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, მაშინ როცა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერობა ამგვარი ჩარევისგან თავისუფალია, თუმცა, ამის მიუხედავად, თორნიკე შარაშენიძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე თავდაცვის სისტემების საქართველოში განლაგება ვერ მოხერხდება.

„მაგრამ ყველა ვარიანტში უნდა იყოს ხშირი კომუნიკაცია მსგავს დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა, რომელსაც ჯერჯერობით პასუხი ვერ გავეცით და ვერ გასცა ვერც ცივილიზებულმა მსოფლიომ. ლაპარაკია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, რომლებიც მოდის თუნდაც ფუნდამენტური ისლამიდან და ა.შ. რაც შეეხება თავდაცვით სისტემებს, მე მაინც მგონია, რომ ეს არის საშუალოვადიანი პერსპექტივა. ასე სწრაფად ეს ვერ გადაწყდება. ვიცით, როგორი რთული აღმოჩნდა ამის გაკეთება პოლონეთის ტერიტორიაზე. ასე რომ, მალე ეს არ მოხდება, თუმცა არაა გამორიცხული ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმავე უკრაინაში ახლოაღმოსავლეთში ეს პროცესი რამდენადმე დააჩქაროს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ერთიანი და ურყევი პოზიციის დაფიქსირება. ალბათ, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ჩამოვიდა ჰეიგელი, არის იმის შეტყობა, თუ რამდენად მტკიცე და ურყევია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს 8 სექტემბერს დატოვებს. სამშობლოში დაბრუნებამდე ის ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG