Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამერიკის თავისუფლების აქტი"


ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უმრავლესობით დაუჭირა მხარი ახალ კანონმდებლობას, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიღებულ „პატრიოტთა აქტს“ ვადებს უგრძელებს და ამავდროულად მილიონობით ამერიკელის სატელეფონო საუბრების შეგროვების პრაქტიკას ასრულებს.

კანონპროექტს სახელად „ამერიკის თავისუფლების აქტი“ ტრადიციულად დაყოფილ კონრესში იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. კანონს უფრო რთული გზის გავლა სენატში მოუწევს.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის, მიერ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოქალაქეებისთვის მოსმენების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. წელიწადზე მეტი ხნის წინ კანონმდებლებმა ახალ კანონზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას მისცემდა მოქალაქეების უსაფრთხოება სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის გარეშე უზრუნველეყოთ.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ბობ გუდლეიტი, ამბობს რომ „ამერიკის თავისუფლების აქტი“ პირად ცხოვრებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.

„კონგერსში ჩემი კოლეგების და ამერიკელი ხალხის წინაშე პირობა დავდე, რომ ამერიკელების თავისუფლების და ამერიკის უსაფრთხოების თანაარსებობა შესაძლებელია. ეს ფუნდამენტური ცნებები ურთიერთგამომრიცხავი არ არის.“დემოკრატი კონგრესმენი ჯონ კონიერსი მიესალმა ორპარტიულ კანონპროეტქს და აცხადებს, რომ ის სატელეფონო მონაცემების მასიურ შეგროვებას შეაჩერებს და სათვალთვალო პროგრამებს გამჭვირვალობას შესძენს.

„დღეს ჩვენ იშვიათი შესაძლებლობა გვაქვს სათვალთვალო პროგრამები შევამციროთ, რაც უკანასკნელ წლებში ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა.“

ზოგიერთპროგრესულ და ლიბერტარიანელ დემოკრატს ერჩივნა „პატრიოტთა აქტის“ ვადა ივნისში საბოლოოდ ამოწურულიყო, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ „ამერიკის თავისუფლების აქტი“ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თვალთვალზე კონტროლს ვერ მოახდენს.

მაგრამ სენატში, წამყვან რესპუბლიკელებს „პატრიოტთა აქტის“ შეცვლა არ სურთ.

„ზოგიერთებმა დაზვერვის კომიტეტში განაცხადეს, რომ ამ შეგროვილმა სატელეფონო მონაცემებმა ამერიკა უფრო უსაფრთხო გახადა. სწორედ მსგავსი პროგრამების დამსახურებაა, რომ დღეს ბევრად უკეთ ვართ ვიდრე 9-11-მდე,“ ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი.

კორნინი ამბობს, რომ კონგრესს ყველაზე ნაკლებად ამერიკის 11 სექტემბრამდელ მდგომარეობამდე დაბრუნება უნდა.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია მიიღებს თუ არა სენატი „ამერიკის თავისუფლების აქტს“, მაგრამ ორივე პალატის ხმები დასჭირდება „პატრიოტთა აქტის“ გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხევაში მისი მოქმედების ვადა პირველ ივნისს ამოიწურება.

XS
SM
MD
LG