პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:16

საზოგადოება / საქართველო

აფხაზეთი: მკვლელობის მცდელობიდან თვითმკვლელობამდე

ალექსანდრ ანქვაბიალექსანდრ ანქვაბი
x
ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა 41 წლის ტიმურ ხუტაბამ. ერთი დღით ადრე, 17 აპრილს, დაკავებისას, ასევე თავი მოიკლა თავდასხმაში ეჭვმიტანილმა აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალმასბეი ქჩაჩმა. თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავის მოკვლა სცადა პროკურატურაში გამოძახებულმა გუდაუთის რაიონის მკვიდრმა მურთაზ საქანიამაც, თუმცა ყელის არეში მიყენებული დაზიანება სასიკვდილო არ აღმოჩნდა. რა ხდება აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში?

თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბამ თავი 18 აპრილს გამთენიისას ჩამოიხრჩო. თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის განმარტებით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში დამწყვდეულმა ხუტაბამ სასიკვდილო მარყუჟი ტანისამოსის ნაწილებისგან გაკეთებული თოკით გამოსკვნა. ამასთან, პროკურატურის მტკიცებითვე, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ალმასბეი ქჩაჩს, მან თავი დაკავების ოპერაციის მსვლელობისას საკუთარ სახლში  მოიკლა. აი, რა უამბო თვითმკვლელობის დეტალებზე რადიო თავისუფლების რუსულენოვან რედაქციას სოხუმელმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა:

„ეს მოხდა ადგილობრივი დროით 16 საათზე. ალმასბეი ქჩაჩმა თავი მოიკლა დასაკავებლად მისული ჯგუფის გამოჩენისთანავე. არიან ადამიანები, რომლებმაც გასროლის ხმა გაიგონეს. თვითმკვლელობის გარდა, არანაირი სხვა ვერსია, მათ შორის, ცხადია, მკვლელობისა, არ განიხილება. დარწმუნებით ამბობენ, რომ გენერალმა თავი მოიკლა.“
ქჩაჩმა იცოდა ყველაფერი და იმიტომ მოიკლა თავი. მეორემ თავი ჩამოიხრჩო... სასამართლომდე ცოცხალი მოწმე აღარ დარჩება...

ინალ ხაშიგი, ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად, გამოძიების დასრულებას და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ელოდება, თუმცა ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმას, რასაც დაცვის ორი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა, მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური საფანელი აქვს. აფხაზი ჟურნალისტის თქმით, რესპუბლიკაში ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რომ მათი გაცალკევება შეუძლებელიც კია. პოლიტიკურ ბრძოლასა და დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიაც, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ძალების დაპირისპირების მთავარი ინსპირატორი რუსეთია: 

„აჩვენებენ, რომ ეს არის შიდა დაპირისპირება და ამ დაპირისპირების ფონით უნდათ ოკუპირებული ტერიტორიების მართვა. ეს არის ტიპიური საბჭოთა მეთოდი. ასე იქცეოდა საბჭოთა იმპერია, მაგალითად, როცა ავღანეთში შევიდა. ამინიც მისი იყო და თარაყიც. ამინმა თარაყი მოკლა, შემდეგ ამინი თვითონ მოიშორეს, მოიყვანეს მესამე და ა.შ. ოღონდ იქ იყო სახელმწიფო, აქ კი ოკუპირებული ტერიტორიებია. ხელი და ხელწერა იგივეა.“

შოთა მალაშხიას მსგავსად, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავაც მიიჩნევს, რომ არც ალმასბეი ქჩაჩი, არც ტიმურ ხუტაბა და არც სხვა თავდამსხმელები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. ანზორ წოწონავას ამგვარი დასკვნის საფუძველს ქჩაჩთან პირადი ნაცნობობა აძლევს. საქმე ისაა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში წოწონავა სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა:
იმ ოთხი ადამიანიდან, ვინც დააპატიმრეს, ერთმა კი ჩამოიხრჩო თავი, მაგრამ სამი ხომ ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, რომ მათ იზოლაციას მოახერხებენ, რათა თავი არ მოიკლან. ანუ სულ ცოტა სამი მოწმე მაინც ჰყავთ, რაც საკმარისია საქმის გასახსნელად...

„ქჩაჩი იყო უმცროსი სერჟანტი 1991-92 წლებში. არანაირი გავლენა მას არ ჰქონდა... არ არსებობდა არანაირი წინაპირობა, რომ ის შს მინისტრი გამხდარიყო. მისნაირი ადამიანის გადაბირება რომელიმე მხარეს ძალიან იოლი იყო... ქჩაჩმა იცოდა ყველაფერი და იმიტომ მოიკლა თავი. მეორემ თავი ჩამოიხრჩო... სასამართლომდე ცოცხალი მოწმე აღარ დარჩება.“

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრ  ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავება 12 აპრილს დაიწყო.  დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ღამის ხედვის მოწყობილობები,  ტყვიები და ნარკოტიკები ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ორმა პირმა თავი მოიკლა, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ საქმის ყველა დეტალი გაირკვევა.

„იმ ოთხი ადამიანიდან, ვინც დააპატიმრეს, ერთმა კი ჩამოიხრჩო თავი, მაგრამ სამი ხომ ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, რომ მათ იზოლაციას მოახერხებენ, რათა თავი არ მოიკლან. ანუ სულ ცოტა სამი მოწმე მაინც ჰყავთ, რაც საკმარისია საქმის გასახსნელად. თავს კი იმიტომ იკლავენ, რომ რცხვენიათ! მიაჩნიათ, რომ არასწორად მოიქცნენ და ამ ფორმით  ინარჩუნებენ როგორც ღირსებას, ასევე თავიდან იცილებენ საზოგადოების რისხვას“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ucnobi საიდან გვწერთ: arsaidan
24.04.2012 23:24
ეს თვითმკვლელობები იყო თუ ''ეხმარებოდნენ''??

ავტორი: ანონიმი
19.04.2012 02:47
ჰო, ჰო, მოიწვიეთ აფხაზი ჟურნალისტები პროგრამაში. ბევრ სიმართლეს გეტყვიან. პაატა ზაქარეიშვილიც არ დაგეკარგოთ. რადიო თავისუფლება ვის ემსახურება?

ავტორი: ანონიმი
19.04.2012 02:34
კიდევ კარგი რომ იქ მოიკლეს თავი, აქ რომ მოეკლათ, მიშას დააბრალებდნენ !))

ავტორი: ანონიმი
19.04.2012 00:07
"თავს კი იმიტომ იკლავენ, რომ რცხვენიათ!"

რაო, რისი რცხვენიათო?

ავტორი: ანონიმი
18.04.2012 22:03
რა ჭუკებივით იკლავენ თავებს, ეგენი მაძღრები მაინც არიან ,ჩვენ ქვეყანაში ვინც იკლავს თავს ყველა უკიდურესი გაჭირვებულია და მშიერია .

ყველაზე პოპულარული