Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლო მუბარაქის საქმეს ხელახლა შეისწავლის


ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ არსებული განაჩენი გააუქმა. სასამართლო აცხადებს, რომ ის ყოფილი მუბარაქის და მისი ორი ვაჟიშვილის საქმეს ხელახლა შეისწავლის.

სასამრთლოს პირველმა ინსტანციამ მუბარაქი და მისი შვილები პრეზიდენტის სასახლის რენოვაციისთვის გამოყოფილი 17 მილიონი დოლარის მითვისებაში დამნაშავედ სცნო. 86 წლის მუბარაქს სამი წელი, შვილებს კი 4-4 წელი აქვთ მისჯილი.

სასაპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში და ოვაციები მოყვა. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები დარბაზში მის სურათებს აფრიალებდნენ, ადვოკატი ფარიდ დიბი კი გაღიმებული უყვებოდა ჟურნალსიტებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მალე მუბარაქის განთავისუფლება მოყვება.​

ერთ-ერთი მხარდამჭერი ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების გაგების შემგედ ამოისუნთქა: “ეს უსამართლობა იყო, როგორც კანონთან მიმართებით, ასევე ადამიანურად,” ამბობდა ის.

ამ დროს სასამართლოს შენობასთან ახლოს ქაიროს ცნობილ თაჰრირის მოედანზე ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგები ხმამაღლა ყვიროდნენ და მუბარაქს აგინებდნენ.

მუბარაქის წინააღმდეგ სასამართლო რამდენიმე საქმეს განიხილავდა, მათ შორის იყო 2011 წლის საპროტესტო აქციებისას დემონსტრანტების მკვლელობის ბრალდება, ამ საქმეში სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო.

მუბარაქის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ისტორიამ მას განაჩენი უკვე გამოუტანა.

ეგვიპტელი გამომცემელი და რედაქტორი ჰიშამ კასემი ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა უფრო ბევრ რამეშია დამნაშავე, ვიდრე ეს კორუფციაა.

“ამ ადამიანის ყველაზე დიდი დანაშაული კორუფციის გარდა არაკომპეტენტურობაა. ის 30 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო და გადადგომა არასდროს უფიქრია. ზოგადად არაკომპეტენტურ ადამიანებს შეუძლიათ საქმე აზარალონ, მაგრამ როცაპრეზიდენტი ხარ არაკომპეტენტურობის შედეგი შიმშილობა, სიღარიბე და ათასი უბედურებაა. ამ კაცმა ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა,” ამბობს კასემი.​

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ სალივანი ეგვიპტის სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს, მაგრამ “ამ შემთხვევაში რადგან საქმეს ხელახლა შეისწავლიან, რაღაც მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, პროცედურული ან ფაქტუალური”, ამბობს სულივანი.

XS
SM
MD
LG