პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:26

კულტურა / საქართველო

პერფორმანსი გუდიაშვილის მოედანზე: მხატვრის მოსაზრება

ნატალია ნებიერიძის პერფორმანსი გუდიაშვილის მოედანზე
x
ნატალია ნებიერიძის პერფორმანსი გუდიაშვილის მოედანზე
ტექსტის ზომა - +
თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე თავი გამოიჩინა მხატვარმა ნატალია ნებიერიძემ, რომლის პერფორმანსზე ცხარე დებატები გაიმართა სოციალურ ქსელებში. ნატალია ნებიერიძემ რძე მოიწველა და პოლიეთილენის ჭიქებში დაურიგა ხალხს... ამ პერფორმანსის შესახებ ვესაუბრეთ მხატვარ გიორგი კევლიშვილს, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ნებიერიძის პერფორმანსს ჩანაწერით, რომლის სათაურია ”შეცდომები პერფორმანსზე მსჯელობისას”.

საუბარი გიორგი კევლიშვილთან
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
21.02.2012 14:16
ვისაც ეს წველა არ მოეწონა, ეს წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, ზუსტად ისე, როგორც ტარაკანის შიში ( მართლა ხომ არ ეშინია ადამიანს ტარაკნის, ხომ არ მოკლავს?) ზოგი ძროხის ტვინს არ ჭამს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გემრიელია, არ ჭამს ზუსტად ტვინი როა, წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი. ძუძუს წველის ზიზღი ძალიან ბევრს აქვს, გაუცნობიერებლად, ამიტომ ამას სხვა მნიშვნელობას ნუ მიანიჭებს, ნუ განაზოგადებთ, არ ღირს.

ავტორი: ანონიმი
11.02.2012 01:01
და ვითომ რატომ არ არის, ეგ ნებიერიძე "კიკუ"?
თუ მაგ პერფომანსის ანაზღაურება მიიღო ?

ავტორი: ანონიმი
11.02.2012 00:24
ეჰ, გაასულელეთ ხომ ის არც თუ ჭკვიანი გოგო ?

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: ინგლისი
07.02.2012 03:49
სამსახურში გვაქვს გამოყოფილი ოთახი სადაც შესვენებისას მეძუძური დედები ვაგროვებთ რძეს და ვინახავთ მაცივარში სპეციალურ სტერილურ ბოთლებში... დამსაქმებელს კანონით ევალება ოთახის უზრუნველყოფა ასეთი ,,პერფორმანსისთვის''...:))) ამ დღეს ბავშვი დატოვეს მშიერი ,,ხელოვნებისთვის''... ეს მაშინ, როცა მილიონობით ადამიანი ბოჩოლაზე ზრუნვის გამო უარს ამბობს ცხოველურ რძეზე და არჩევს სოიოს... ტლუ და გაუნათლებელი ხალხის სუნი დგას აქ...

ავტორი: ანონიმი
06.02.2012 19:06
არა,მაინც საუკეთესო პერფორმანსი იყო თბილისის ცენტრში ნანგრევების თავისუფალი კომპოზიციის გაკეთება. ნეტაი კიტოვანს და ზაკვოს უფროსს რატომ არ წარადგენენ ნობელის პრემიაზე...

ავტორი: ლუკა საიდან გვწერთ: tbilisi
01.02.2012 19:14
ნატალია ძალიან კარგი გოგო ხარ:)))ძალიან საინტერესო პერფორმანსი შემოგვათავაზე....:

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
31.01.2012 21:01
როგორ მინდა ქართველებმა ნახონ Jean Eustache -ის "Une sale histoire" ( თანაც მრავალგზის და სხვადასხვა არხით). ის ვინც ამ პერფორმანს არაესთეტურად თვლის, ან არ იცის რა არის სილამაზე, ან არ იცის, რომ პერფორმანსი და საერთოდ ხელოვნება, უპირველესად სწორედ იმიტომ არსებობს, რათა გახევებული პრიმატი ადამიანად აქციოს. ასე რომ, ყველამ თავის გულში გადაწყვიტოს პრიმატია თუ ადამიანი. დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ თურმე სილამაზეს შეუძლია კაცობრიობა იხსნას ( გააკეთილშობილოს რა!!!!)

ავტორი: Irakli
31.01.2012 20:55
ძაააან მაგარი იყო :)

ისე სად აქვს საშუალო ქართველს იმის უნარი რომ ხელოვნების ასეთი გამოხატულება შეიგრძნოს და შეიმენცნოს? ტლუ და გაუნათლებელი იდიოტებით არის ქვეყანა სავსე.

ავტორი: ანონიმი
31.01.2012 17:16
მიყვარხარ გოგი!

ავტორი: ანონიმი
31.01.2012 14:45
ავტორი: joni საიდან გვწერთ: Tbilisi
31.01.2012 01:07

------------------------
http://shokoladi.ge/content/dagme-da-utvaltvale

ავტორი: joni საიდან გვწერთ: Tbilisi
31.01.2012 01:07
ეს ყველაფერი კარგი, და თვითონ ნატალიას როდის კითხავს ვინმე მოსაზრებას?:) (შეილება მე გამომრჩა მაგრამ არსად მინახავს მისი პასუხი ან ახსნა-განმარტება) რა ვიცი მგონი საინტერესო იქნებოდა.

@ავტორი: ანონიმი
30.01.2012 17:26 - სად დაუნახეთ იმ გოგოს შიშველი მკერდი პერფორმანსის დროს?

ავტორი: ნატ საიდან გვწერთ: ტიფლის
30.01.2012 17:49
გოგი, უნიჭიერესი ადამიანი ხარ, ბრავო!!

ზუსტი შეფასება და ძალიან კარგი ანალიზი.

ავტორი: ანონიმი
30.01.2012 17:26
სხვისი არ ვიცი და მე შემეცოდა ეს გოგონა. სევდისმომგვრელი და გულისმომკვლელი სანახაობა იყო. მისი შიშველი მკერდი სულაც არ მეჩვენა ეროტიულად. უცბად მომინდა ჟაკეტი მიმეფარებინა მკერდზე. ძალიან ცოდოა, აი ძალიან:(((

ვფიქრობ მიზანი არ ამართლებს საშუალებას. განა ცოდო არ არის?

ავტორი: ანონიმი
30.01.2012 14:39
ძალიან მომეწონა,ვიშ! ,აგრამ გაუბედავია! ევროპის წიგნის მაღაზიებში და ბიბლიოთეკებში შეგიძლიათ სქელი ფოლიანტების ნახვა სულ ახალთახალ მოწინავე პორნო-სადომაზოხისტურ პერფორმანსებზე. სხვადასხვა სქესის რჩეული ევროპელი მზეთუნახავები სხეულის სხვადასხვა ხვრელში იყრიან და ერთმანეთს უყრიან სხვადასხვა საგნებს. საუკეთესო შემთხვევაში კიტრის განსაკუთრებით გრძელ ჯიშებს. ეს ხდება საჯაროდ,დამსწრე ძალიან კმაყოფილი და ნამდვილად წარმატებული საზოგადოების სიცილ-ხარხარში,ხორხოცში და ხელების ფშვნეტაში. ეხლა ბაღნებო აღარაა ფიროსმანების,კაკაბაძეების და ბეთანიის თუ ტიმოთესუბნის, გნებავთ შაგალის ვიტრაჟების დრო. მაგენი პროვინციალი არქაული ბნელი ხალხია. ეხლა ცინიკოსი დემოკრიტეს მსგავსად პოლისის მთავარ მოედანზე საჯაროდ მასტურბაციის ეპოქაა. იმედია რომ თბილისის მოწინავე დემოკრატიული და წარმატებული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტის თამადობით აუღებს ბოლოს და ბოლოს ალღოს კაცობრიობის ამ შთამბეჭდავ წინსვლას.

ყველაზე პოპულარული