სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:48

პოლიტიკა / საქართველო

გორის საზოგადოება გმობს კარალეთში მომხდარ ინციდენტს

კარალეთი დაპირისპირების დროსკარალეთი დაპირისპირების დროს
x
კარალეთი დაპირისპირების დროს
კარალეთი დაპირისპირების დროს

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გუშინ კარალეთის ინციდენტის დროს დაშავებული ყველა პირი გორის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. ჩხუბის და ქვების სროლის დროს დაზარალებული ჟურნალისტები სამართალდამცავებს ჩვენებას დღეს მისცემენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჟურნალისტთა სამართლებრივ დაცვას ახორციელებს. წელს იურისტებს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის 10-ზე მეტი საქმე აქვთ, მაგრამ გამოძიებამ არც ერთი მათგანი ბოლომდე არ მიიყვანა - ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო არავინ დასჯილა. „იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი  ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ დაუსჯელობით არიან წახალისებულები ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ჯერ მერეთში და ბოლოს კი კარალეთში ჟურნალისტებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ:
 
„აქაც ფიგურირებენ საჯარო მოხელეები და მათ მიერ ხორციელდებოდა ზეწოლა.  აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ანუ ვინ არიან ეს ადამიანები, სისტემატიურად რატომ ხდება გარკვეული  ადამიანების მიერ ცემა და სულ ერთი და იგივე ადამიანები რატომ მონაწილეობენ ასეთ საქმიანობაში.“   

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტი გორის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაფასეს. ისტორიკოსი ელდარ მამისთვალაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველო ასეთი ამბების გამო ავტორიტეტს სულ უფრო და უფრო კარგავს, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება: 

„რა თქმა უნდა, ეს თავის მოჭრა არის როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. უნდა გამოიყენონ მთელი ძალისხმევა ორივე მხრიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი ვითარება, რომელიც უახლოეს მომავალში ძალიან ცუდ პერსპექტივას გვისახავს. თუ ასე გაგრძელდა ოქტომბრამდე, სავსებით შესაძლებელია, ჩვენ აღმოვჩნდეთ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე.“

მწერალი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პრობლემატური  საკითხის გადაწყვეტისას ერი ერთიანი უნდა იყოს, პოლიტიკური პარტიები კი ერთმანეთს სიკეთის კეთებაში უნდა ეჯიბრებოდნენ.  

„არის რაღაც საკითხები, როცა როგორ შეიძლება შენ იქით იდგე და აქეთ იდგე. ეს არის ეროვნული და ქართული საკითხები. თუ შიგნით რაღაცა ხდება, თუ რამის გაუმჯობესება გვინდა, მოდი ერთმანეთს მოვუსმინოთ, სხვანაირად არ გამოვა. ვაჟა-ფშაველას აქვს ნათქვამი, თუ შვილნი არ ვევარგებით, რა ქნას სამშობლოს მიწამაო. ახლა შენ იძახე, საქართველო დიდი ტრადიციების ქვეყანააო. აი, როგორც ვიქცევით და როგორც ვჩანვართ, ისე აღგვიქვამს ის მსოფლიოც.“

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს და არ აჰყვეს პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

დღეს გორში ახალი მემარჯვენეების ლიდერები იმყოფებოდნენ. დავით გამყრელიძემ და ფიქრია ჩიხრაძემ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. გორში მათი რჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბორცვაძეა. ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკური სპექტრისადმი მიმართვა გორიდან გაავრცელა და ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას სიფრთხილისკენ მოუწოდა: 

„როდესაც ასეთი დაპირისპირება ხდება, იქ უკვე ძალიან ძნელი ხდება იმის კონტროლი, მერე ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს. ღმერთმა ნუ ქნას, სადღაც ასეთი შეტაკების დროს ვინმე რომ გარდაიცვალოს. მერე როგორი შეუქცევადი პროცესი შეიძლება წავიდეს, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. მინდა მოვუწოდო, გავაფრთხილო, ვთხოვო ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, - რომლებიც არჩევნებში არიან ჩართული და შეიძლება ასეთ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ, - მაქსიმალურად ეცადოს თავისი მხრიდან, თავისი გადასახედიდან, რომ ნებისმიერი მოტივი გადადონ გვერდზე და ყველამ ვიმოქმედოთ, როგორც ამ ქვეყნის პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებმა.“

რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმებს, გუშინდელ ინციდენტს მათ გრაფიკში ცვლილებები არ შეუტანია და დღესაც შიდა ქართლის სოფლებში შეხვედრები გაგრძელდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისი
22.07.2012 20:16
ბინძუნას არაფერი ეტკინოს!!! თვარა, აქანე ამბავს დაატრიალებს გუბაზია და კობაია მტრისას!!!!!!!!

ავტორი: სოსო საიდან გვწერთ: ისანი
15.07.2012 12:59
ფიქრია ჩიხრაძე გამომივიდა მშვიდობისმყოფელი! მილიონის დანახვაზე რომ აცუნდრუკდნენ და ნაციონალებს შეუძვრნენ, ახლა თურმე ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ! რა თქმა უნდა, დათო გამყრელიძეს თუ ნაციონალები 3-5 ადგილს აჩუქებენ მომავალ პარლამენტში, სულ ფეხებზე არ ჰკიდია, საქართველოს რა მოუვა?! ქვეყანას ჰყიდიან, ყველაფერს უცხოელებზე ჰყიდიან, ჩინელებს და ბურებს ასახლებენ საქართველოში უკვე მასიურად და გამყრელიძეს და ჩიხრაძეს მექანიზაციით ჰგონიათ ქვეყნის გადარჩენა შესაძლებელი. ეს ნაცმოძრაობის ჭირი უნდა მოვიშოროთ. ეგენი არიან ქვეყნის გამყოიდველები და ხალხის გამრყვნელები! მამასახლისებს იმაში უხდიან ფულს, რომ თავისივე მეზობლებს და ნათესავებს ურტყან და დააჩმორონ! მანქურთების არმიას ზრდიან და ჩვენ თურმე უნდა მოვითმინოთ!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: gori
14.07.2012 18:44
მთელმა გორმა ვიცით ვინ იყვნენ ეს მიშას ზონდერები:ესენი იყვნენ ქურთის და ერედვის მუნიცეპალიტეტის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები (...) ასე რომ ჩვენ გორში ყველაფერი ვიცით და ამ მთავრობას დებილები ნუ ვგონივართ,რაც უბედურება გვჭირს ყველაფერი ამ მთავრობისგან მოდის. 15-ივლისს აუცილებლად მოვალთ მთელი გორი, დასაკარგავი არაფერი აღარა გვაქს, ყველაფერი დაგვაკარგვინეთ უკვე, შიშიც დავკარგეთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
14.07.2012 09:03
ჩვენ ვართ ქვასროლია, გაუნათლებელი და პროვინციალი ხალხი

არ შეუძლია დღეს ქართველობას რაიმე ღირებულის შექმნა

არც აწმყო გვწყალობს და არც მომავალში ყრია ბევრი - სულ ჩვენი თავითაო

ორჯონიკიძეზე უარესები ვართ ყველანი ჩვენ დღეს

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
13.07.2012 20:28
ასეთი ზოგადი შეფასებები არაფერს შეცვლის სასიკეთოდ და ხელისუფლების დადანაშაულება კეკლუცობაა, როცა ხმას არ იღებთ იმ ფაქტზე, რომ კალაძე იგინება და თავის დაცვას იარაღის ამოღებას და სროლას მოუწოდებს, რომ ყარყარაშვილი ახლა ოცნებისტი გახდა, რომ ეს ოცნება ბუტია ბავშვივით სულ ხელისუფლებისკან იშვერს ხელს...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.07.2012 20:15
არადა საქმე იმაშია რომ საქმის კეთება არ გვინდა არავის

იმას ბევრი ფული და პუტინი აქვს, ამას ბევრი კუნთები და მიშა, მიშას ბევრი ფულები და კლინტონი, კლინტონს კიდევ ამერიკა ყავს და შავი კაცი

შავ კაცს ცოლი და ამერიკა ყავს და კიდევ საქართველო, საქართველოს კიდევ ბევრი მშიერი და დაუპურებელი მოქალაქე, და კიდევ ბევრი ბნელით მოცული პოლიტიკოს-საზოგადო მოღვაწე

არავის ასე ხშირად თავის დედა-მშობელი არ გაუყიდია როგორც ჩვენ პოლიტიკოსებს და კიდევ როგორ ქვია ამ ქვეყანას საქართველო ეგ მაკვირვებს

მეშინია ისევ არ მოთხვარონ მკერდი ჩემ მშობელს ამ შემოდგომაზე, მოთხვრიან ჩვენივე სისხლით ვშიშობ

ავტორი: ქეთევან პაპუნაშვილი საიდან გვწერთ: საბერძნეთი
13.07.2012 19:00
რა გვჭირს,ხალხო,რა გვემართება? ყველა "დემოკრატიული ქვეყნის" აშენებას გვპირდება და დემოკრატიის საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის არსებობა და პატივისცემაა, რატომ გვავიწყდება? პოლიტიკოსების (და მათი აქტივისტების) გამართლება იმით, რომ პროვოკაციაზე ეგებიან არ შეიძლება! იქნებ გაითვალისწინოს ყველამ და "აქტივისტებად" უფრო კომპეტენტური და გაწონასწორებული ხალხი გამოიყენოს, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას, თუ სადმე სისხლი დაიღვარა... ერთხელ უკვე მოვიჭერით ქართველებმა თავი და მეოცე საუკუნის ისტორიაში სამოქალაქო ომი ჩავწერეთ. ვშიშობ, წარსულმა ბევრს ვერეფერი ასწავლა. კაპიკია ყველას ფასი, ვისი ამბიციებისთვისაც თუნდაც ერთი წვეთი სიახლი დაიღვრება!

ავტორი: ანონიმი
13.07.2012 17:50
ზოგადი და გაუგებარი ქართული ოცნების მაგივრად კონკრეტული და გასაგები ილია ჭავჭავაძის ოცნება რომ ვთქვათ არ შაიძლება? აკრძალულია? ამბობენ რომ ორჯონიკიძეც ქართველი იყო და აი მისი და მისნაირების ოცნება სულ არ მინდა.

ყველაზე პოპულარული