ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:32

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

დავით ბუხრიკიძე: "არ მჯერა სისტემატიზებული აკვიატებული შეხედულებების"

დავით ბუხრიკიძედავით ბუხრიკიძე
x
დავით ბუხრიკიძე
დავით ბუხრიკიძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია კრიტიკოსი და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე. იგი საუბრობს თემაზე: „არის თუ არა შემოქმედებითი ცხოვრება საქართველოში?“ ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 - 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანა საიდან გვწერთ: ლიტიკიდან
29.06.2012 06:52
ავტორი: ნენე გიორგაძე
27.06.2012 13:56-სწორია ნენე! ჩვენმა ხელისუფლებამ წინა თაობის სრული 'ასაკობრივი გენოციდი"განახორციელა! მეტიც მიშამ თქვა ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიანო (ეს იყო მისი კომენტარი დეპუტატის ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით)-ზუსტად იგივე ხდება,რასაც აკეთებდნენ ლენინი და სტალინი საბჭოთა რუსეთში, ჰიტლერი გერმანიაში: კომკავშირი და ჰიტლერ იუგენდი....შედეგიც იგივე იქნება-სრული ნაციონალური კრახი...

ავტორი: lasha საიდან გვწერთ: batumi
29.06.2012 00:58
ვერ ვუსმენ აუდიოს...
გადმოვწერე და არც იქ აქვს ხმა.
იქნებ გაასწოროთ... :შ
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
29.06.2012 03:44
გავასწორეთ. დიდი მადლობა, რომ ტექნიკურ ხარვეზზე მიგვითითეთ!

ავტორი: ნენე გიორგაძე
27.06.2012 13:56
"საბჭოთა პროდუქტი" - ასაკის მიხედვით შემოქმედთა მოაზრება ტიპიური "ეიჯიზმია", რითაც ჩვენი ძვირფასი მთავრობა წლების განმავლობაში აპელირებს. მაპატიეთ, მაგრამ თავმოყვარე კრიტიკოსი ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს.

ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
26.06.2012 23:58
ბევრი ევროპელი რომანტიკოსისთვის სამყარო იყო უსამართლო იმიტომ რომ ადამის და ევას მიერ ოდესღაც ჩადენილი ცოდვის გამო ისჯებოდა ცოდვილი ადამის უცოდველი შორეული შთამომავალიც პოლიტიკური რეჟიმებისგან სრულიად დამოუკიდებლადაც. ეს გრძნობა ჰქონდა ვთქვათ ბაირონს. რაღაც მსგავსმა გრძნობამ დააწერინა ბოდლერს ლიტანიები სატანას. ასე რომ მათი პროტესტი იყო მეტაფიზიკური,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ბაირონისთვის ოსმალების მიერ ჩაგრული ბერძნების გვერდში დადგომაში და ამით სრულიად კონკრეტული პროტესტის გამოხატვაშიც. ასე რომ ცხოვრება გამოწვევების წყებაა და ხელოვნება არის ღრმა,სპეციფიური და ლამაზი,თუმცა ზოგჯერ მცდარი პასუხი ამ გამოწვევებზე.რას ვიზამთ, ადამიანი სრულყოფის პროცესში მყოფი და ჯერ არასრულყოფილი არსებაა.

ავტორი: ია ანთაძე
26.06.2012 22:53
დავით, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო, შინაარსიანი საუბრისთვის. ძალიან მინდა, ვებგვერდზე გავაგრძელოთ მსჯელობა. ვაქვეყნებ ყველა შეკითხვას და შეგიძლიათ, ზოგიერთს კიდევ გასცეთ პასუხი, ან უკვე პასუხგაცემულ შეკითხვას დაამატოთ.


1. თუ ხელოვნებას განვიხილავთ, როგორც პროტესტის გამოხატვის ყველაზე კარგ საშუალებას, მაშინ ნიჭიერი ადამიანებისთვის არადემოკრატიული რეჟიმი შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს. შესაბამისად, არადემოკრატიულ რეჟიმშია პრობლემა თუ თავად ხელოვანებში? ასეთი რეჟიმი ხომ არ აცოცხლებს შემოქმედებით ცხოვრებას?

2. გადასწია თუ არა შემოქმედებითი სფერო უკანა პლანზე ქვეყნის სოციალურმა სიდუხჭირემ?

3. ფინანსური პრობლემების გარდა, შემოქმედებითობის დეფიციტს ხომ არ ქმნის ეროვნული ღირებულებების ხელოვნური დაკნინება?

4. რამდენად ხელსაყრელი გარემოა საქართველოში შემოქმდებითი ცხოვრებისთვის? რა მიგაჩნიათ შემოქმედებითი სფეროს საუკეთესო პროდუქტებად ბოლო ათწლეულის განმავლობაში?

5. ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით - თუნდაც, თბილისი რა ხარისხის კულტურულ ცხოვრებას სთავაზობს საზოგადოებას?

6. ჩემი აზრით, საქართველოში შემოქმედებითი ცხოვრება არის, ოღონდ, უნიჭო. თქვენ თუ მეთანხმებით, ბატონო დავით?

7. იქნებ, დავითმა აგვიხსნას, რატომ უბრუნდებიან ახალი თაობის ხელოვანები იმ შემოქმედებით ძიებებს, რომლებიც დამახასიათებელი იყო გვიანი საბჭოეთის კონტრკულტურისთვის და თუ ამჩნევს თვისებრივ სიახლეებს?

8. როგორ ფიქრობთ, შემოქმედებითი აზროვნება ადამიანის თანდაყოლილია უნარია თუ, ვთქვათ, სკოლის პროგრამები უნდა იყოს იმგვარად აგებული, რომ შემოქმდებითი აზროვნების უნარ-ჩვევას ავითარებდეს?

9. ბატონო დავით, საქართველოს კულტურულ ცხოვრებას რამეს თუ სძენს ის ძვირად ღირებული კონცერტები, რომლებიც საახალწლოდ იმართება ხოლმე ცნობილი უცხოელი მომღერლების და მუსიკოსების მონაწილეობით? იქნებ, ის თანხა, რასაც სტუმრებს უხდიან, საქართველოს კულტურის სფეროსთვის უფრო ეფექტიანად გამოგვეყენებინა?

ყველაზე პოპულარული