ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:25

კულტურა / საქართველო

სიწმინდე ორი ქვეყნის სადავო საზღვარზე

დავით გარეჯის მონასტერი
დავით გარეჯის მონასტერი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ვის ტერიტორიაზე მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი? - ამ საკითხზე დავა არ ცხრება უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იმ განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დავაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი გარეჯის უდაბნოში ჩასვლას და საკითხის ადგილზე შესწავლას აპირებს.

6 მაისის, ანუ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის წარომომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დათმობის გამო უსაყვედურა:

„ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ გუშინ გავიგეთ, რომ თურმე აღარაა საქართველოს შემადგენლობაში.“

მიქაელ ბოტკოველის თქმით, საუბარია ბერთუბანზე, ჩიჩხიტურსა და უდაბნოზე, სადავო ტერიტორიაზე მდებარე მონასტრებზე, რომლებიც, ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.
უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ასეთი რამე დავკარგოთ და ჩვენი ხელით გადავცეთ... ყველანაირად წინ აღვუდგებით და ვეცდებით, რომ ეს ამბავი არ მოხდეს...

„შევეცდებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, დაიწყოს აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკება, რათა ეს ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. ძნელად წარმოგვიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეებთან ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა“, - განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა, რომლის პოზიციაც საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაიზიარა. მათ შორისაა ირაკლი ქოქოსაძე, ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირის - "შავფაროსნების" - წევრი, რომელიც 16 მაისს რამდენიმე ათეულ თანამოაზრესთან ერთად ბერების მხარდასაჭერად გარეჯის უდაბნოში ჩავიდა.

„უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ასეთი რამე დავკარგოთ და ჩვენი ხელით გადავცეთ... ყველანაირად წინ აღვუდგებით და ვეცდებით, რომ ეს ამბავი არ მოხდეს.“

სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმაც. მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ სამთავრობო კომისიას ჯერ არ დაუსრულებია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია და უდაბნოს მონასტრის კუთვნილების საკითხიც ჯერჯერობით ღიაა:

„დიდი ნაწილი საზღვრისა შეთანხმებულია, დარჩენილია რამდენიმე პრობლემატური საკითხი, რომელზეც ჩვენ აზერბაიჯანელ მეზობლებთან ვმუშაობთ ინტენსიურად, და აქვე მინდა მოვუწოდი ყველას, რომ ეს არის ფაქიზი საკითხი და ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მას.“

პრეზიდენტის პრესსპიკერის ამ განცხადების შემდეგ განმარტება გააკეთა სკანდალის მთავარმა შემოქმედმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, რომელმაც ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელზეც უდაბნოს მონასტერი მდებარეობს, აზერბაიჯანს ეკუთვნის და, შესაბამისად, სადავო არ არის, თუმცა ორი დღის შემდეგ ნინო კალანდაძემ თავის ამ ნათქვამს დაამატა, რომ სამონასტრო კომპლექსი, სადავო ორი პროცენტის გამოკლებით, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნოს მონასტერი და მასთან მისასვლელი ბილიკები კი სწორედ სადავო ორ პროცენტშია მოყოლილი:
ნინო კალანდაძენინო კალანდაძე
x
ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა. იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობენ სასულიერო პირები და მას სტუმრობენ მომლოცველები, ტურისტი დამთვალიერებლები, აზერბაიჯანული მხარე, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა. დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველისათვის თავისუფალი გადაადგილების კვლავ უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ცხადია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების წარმართვისას ქართული სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.“

ქართველი ისტორიკოსების თქმით, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანში აღმოჩნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა სერგო ორჯონიკიძემ, აზერბაიჯანელი კომუნისტების თხოვნის პასუხად, საზღვარი საქართველოს საზიანოდ შეცვალა. ისტორიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრები 1929 წელს გაიმიჯნა:

„თუმცა საბოლოოდ გამიჯვნა მაინც არ მოხდა, ამის შემდეგაც კეთდებოდა ცვლილებები და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვინაიდან ქართული მხარე ყოველთვის (მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც) ცდილობდა დავით გარეჯის მთლიან კომპლექსზე თავისი პრეტენზია განეცხადებინა. მაგალითად, 1981 წელს უცხოელი ტურისტებისათვის გამოცემულ წიგნებში არის დართული რუკა, რომელშიც არის მითითებული, რომ დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს უდაბნოს, ჩიჩხიტურს, იყო საქართველოს შემადგენლობაში.“
გადმოცემით ცნობილია, რომ სერგო ორჯონიკიძემ შეუთვალა პავლე ინგოროყვას, გაჩერდეს, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორთაჭალაზე გავდებო. 1929 წლიდან ეს საზღვარი, სამწუხაროდ, გადის ჩიჩხიტურის ქედის სერზე და არა ძირში, ამიტომ ეს არ არის ჩვენი...

თუმცა ერთია ტურისტებისთვის გამოსული გზამკვლევი და სულ სხვაა ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, როგორც ისტორიკოსი მანანა სანაძე ამბობს, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად მანანა სანაძე იშველიებს ქართველი მეცნიერის ჯანსუღ კეკელიას წიგნს „საქართველოს ტერიტორია და საზღვრები“.

„გადმოცემით ცნობილია, რომ სერგო ორჯონიკიძემ შეუთვალა პავლე ინგოროყვას, გაჩერდეს, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორთაჭალაზე გავდებო. 1929 წლიდან ეს საზღვარი, სამწუხაროდ, გადის ჩიჩხიტურის ქედის სერზე და არა ძირში, ამიტომ ეს არ არის ჩვენი, მაგრამ ამის აღიარების შემდგომ დაიწყება ცივილური პროცესი მეზობელ სახელმწიფოსთან, რომ მოდი, ცვლილება შევიტანოთ საზღვარში მეზობლურად, კეთილშობილურად... ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა“, – უთხრა მანანა სანაძემ რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ვოლტერი საიდან გვწერთ:
18.05.2012 14:46
ტატა "გერმანიელო" სასულიერო პირები ტყუილად ტეხავენ ისტერიკას და ანტიქართულ საქმეს აკეთებენ როგორც ამბობთ და ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი რატომ გამოგრჩათ, საზღვრები საბოლოოდ არ არის შეთანხმებული და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომ მომენტალურად გადაწვიტა ამ ტერიტორიის საკითხი არაუშავს ხომ? პირადად მე მივესალმები მშვიდობიან პროტესტს.... მეგობარი სახელმწიფოა და მშვენივრად უნდა ესმოდეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხები. თუ არა და ვიჯდეთ ასე ზოგი თბილისში , ზოგიც გერმანიაშია და გარეჯი რაღა მოსატანია, მთავარია მეზობლები გვყავდეს კარგად.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.05.2012 01:01
ეს ინციდენტი,თუ ისტერიკა, რაც დავით გარეჯს უკავშირდება, ხელოვნურად არის გამწვავებული. საზღვრების დემარკაცია დასრულებული რომ არ არის (ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსაც აქვს), ცნობილია. აზერბაიჯანთან ,რომელიც ჩვენი დიდი მხარდამჭერია, ურთიერთობის გამწვავება, რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა და ჩვენი თანამემამულეების ერთი ნაწილი მათი სურვილების შესასრულებლად და ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად ყველაფერს აკეთებს.
აუცილებელია სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს და საზღვართან არ მიუშვას პროვოკატორი, ფსევდო- პატრიოტი პოლიტიკოსები და სასულიერო პირები, რომელთა ისტერიკას საქართველოს სასზღვრო პოლიტიკაზე და კულტურულ ძეგლებზე ზრუნვასთან საერთო არაფერი აქვს.
ეგებ ასეთი "აღშფოთების" ფაქტები გავიხსენოთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განადგურებულ არსებული ეკლესიების მიმართაც? რაღაც არ მახსენდება. ასეთი არჩევითი "პატრიოტიზმი" კი ნამდვილად მიძლიერებს ეჭვს, რომ ეს დავით გარეჯი კი არა, რუსეთის იმპერიული ინტერესებია ზოგიერთებისთვის მნიშვნელოვანი.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: მოყვასი
17.05.2012 19:27
ბატონი ზვიად გამსახურდია არ ყოფილა სულელი ხმა რომ არ ამოუღია არც საინგილოს და არც დავით გარეჯის ამ ნაწილის,არც ლორეს და არც ანისის საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ თუმცა ბევრ თავის მიმდევარზეც და მტერზეც უკეთესად იცოდა საქართველოს და არამარტოსაქართველოს ისტორია. რა ვქნათ. სამშობლოზე უფრო მაღალი ჭეშმარიტების მცოდნეებმა საბჭოთა ტანკით ბომბეს თბილისი მთელი ამის შედეგებით,ასე ვთქვათ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი და საქართველოს მეორე რესპუბლიკისთვის საფუძვლის ჩამყრელი ადამიანი და ეხლა ხელს უწყობენ რაღაც მანიფესტაციებს. ეგ არაფერი ეგენი დაეტაკებიან სევრის ტრაქტატის აღდგენის მომხრე დაშნაკინტერნს,მუშტიკრივში ჩაერთვებიან ნეომუსავატელები და საქართველოში,აზერბაიჯანში და სომხეთში შეიძლება დღევანდელ ქართველებზე,აზერბაიჯანელებზე და სომხებზე უფრო ჭკვიანი ხალხები დასახლდენენ. იქნებ რამე გამოვიდეს. მანამდე არაფერი გეტკინოთ.

ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
17.05.2012 11:36
ცოტა ფრთხილად იყავით. გამოცდილება მგონი გაქვთ უკვე. აზერბაიჯანთან ფიზიკური შეჯახების პროვოცირების შემთხვევაში ( და სწორედ ეგ უნდათ პროვოკაციის ავტორებს) დაიწყება საინგილოში ჯერ კიდევ დარჩენილი ინგილოების რბევის და იქ ქართული ეკლესიების ნგრევის ახალი ტალღა. მამულიშვილი ბერები და ნაღდი დემოკრატები შეიძლება შეუდგნენ თბილისელი თათრების რბევას და პუტინის სამშვიდობო ჯარები კიდევ ერთხელ და ალბათ უკვე დიდი ხნით გამოჩნდება რუსთაველზე,ბოლნისში,მარნეულში,სადაც გამოცხადდება ბორჩალოს თავისუფალი აზერბაიჯანული რესპუბლიკა. ამ პროვოკაციის ავტორებს და შემსრულებლებს მისცემენ სახაროვის მედლებს და რაღაც ჩინებს და ყოლიფერი ოკ იქნება მამაძაღლებისთვის. დაემშვიდობებით ბოლნისის სიონსაც. აბა გამოკრეტინებულ და გაბოროტებულ ჯგუფებად დაქსაქსული ქართველობა საქართველოს დამცველია? იცოცხლეთ!

ავტორი: ili
16.05.2012 21:45
მოღალატეები გვყავს ხელისუფლების სათავეში! სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, თორემ საქართველოსგან რუსთაველის პროსპექტის გარდა აღარაფერი დარჩება!!!!

ავტორი: ცნობისმოყვარე
16.05.2012 21:43
დავით გარეჯის მონასტერთა და არა მონასტრის კომპლექსის უდიდესი ნაწილი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ისპობა. მისი ნაწილი სტალინის მიერ შოვინისტ და ოხერ ხალხად გამოცხადებული ქართველების დასასჯელად სტალინის ქართველმა ამხანაგებმა სტალინის თათარ ამხანაგებს აჩუქეს უკვე 1924 წელს და ის მას შემდეგ იქ იღუპება. ხოდა რა მნიშვნელობა აქვს სად იღუპება და ისპობა ეს დავით გარეჯი? იქნებ იმაზე იფიქრონ რომ არსად დაიღუპოს? იქნებ ამ საწყალი ნანგრევების აქეთ იქით თრევას და ამის გამო ადამიანთა შეხეთქებას ჯობია ამ ნანგრევებს მოურონ და ადამიანებს მისცენ მათი მშვიდად დათვალიერების საშუალება?

ავტორი: ანონიმი
16.05.2012 21:19
"ქართველი ისტორიკოსების თქმით"

წინა სტატიაში ქართველო ისტორიკოსები სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ, ამ ავტორის მიხედვით. ახლა, ეტყობა, სასწრაფოდ მეორე სტატია გამოაცხო, 1 დღის შუალედით იგივე თემაზე.

ყველაზე პოპულარული