Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ვიცე-მერი: სისხლიანი თავდასხმები განხორციელდა პარიზის სამ სხვადასხვა უბანში


პოლიციელები პარიზის "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზთან
პოლიციელები პარიზის "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზთან

პარიზში მიმხდარი რამდენიმე ინციდენტის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 18 ადამიანი. საფრანგეთის დედაქალაქის პოლიცია იუწყება, რომ დროის მცირე მონაკვეთში ქალაქის რამდენიმე რაიონში ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის ხმა, ხოლო ერთი აფეთქება მოხდა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან, სადაც მიმდინარეობდა საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი. ამ შეხვედრას ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტის ცნობით, პარიზის "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზში მძევლად აიყვანეს 100-მდე ადამიანი. ზოგიერთ ცნობაში საუბარია, აგრეთვე, 40 დაღუპულზე.

ბი-ბი-სის მოჰყავს პარიზის ვიცე-მერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ თავდასხმები თითქმის ერთდროულად განხორციელდა პარიზის სამ სხვადასხვა უბანში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG