Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივა ქონებაჩამორთმეულთა უფლებების დასაცავად


„ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო ლაცაბიძე და „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.
„ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო ლაცაბიძე და „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იმ პირების საქმეების გარკვევაა, ვინც თვლის, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა ქონება. „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ თვლის, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეების რეალურად მოსაგვარებლად უპრიანი იქნებოდა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაწესებული ხანდაზმულობის ვადის გაზრდა. ნინო გელაშვილმა ამ ინიციატივასა და ზოგადად ქონებაჩამორთმეული პირების ინტერესთა დაცვის პერსპექტივაზე სალაპარაკოდ თბილისის სტუდიაში მიიწვია „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი და „ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო ლაცაბიძე.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG