Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკა იზრდება, ქვეყანა კი ღარიბდება


ცათამბჯენის მშენებლობა თბილისში
ცათამბჯენის მშენებლობა თბილისში

საქართველოს მთავრობა სიამაყით აცხადებს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მიმდინარე წლის 8 თვის შედეგების მიხედვით, 2.8 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდის ტემპმა ყველაზე თამამ პროგნოზებსაც კი გაუსწროო, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე. ექსპერტების ნაწილის აზრით კი, საქართველოს ეკონომიკაში სახარბიელო არაფერი ხდება და ქვეყანა ღარიბდება.

1 ოქტომბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“, მმართველობის მეოთხე წელი დაიწყო, მთავრობის წევრებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მეტად ვითარდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოს თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპი 2.8 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG